მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"სინური მრავალთავი"

 

ქართული ენისა და მწერლობის ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლი სინური მრავალთავი 864 წელს გადაუწერიათ იერუსალიმში, საბაწმინდის ლავრაში. ხელნაწერი ამჟამად დაცულია სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერში.

სინურ მრავალთავში შესულია III-V საუკუნეების დიდი საეკლესიო მოღვაწეებისა და მწერლების თხზულებანი. სამწუხაროდ, ხელნაწერი ჩვენამდე ნაკლული სახით არის მოღწეული: დღეს იგი 275 ფურცელს ითვლის, ა. შანიძის ვარაუდით ხელნაწერს აკლია 79 ფურცელი, ხელნაწერის თითქმის ერთი მესამედი.

ხელნაწერს ახლავს ვრცელი და უაღრესად საინტერესო ანდერძი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ხელნაწერის შექმნის ინიციატორია მაკარ ლეთეთელი (ქარელის რაიონში არის ქვემო ლეთეთი და ზემო ლეთეთი). როგორც ნ. მარმა მიუთითა, მაკარი უნდა იყოს გრიგოლ ხანძთელის მოწაფე, ეფრემის, აწყურის ეპისკოპოსის ნათესავი.

ხელნაწერის გადამწერად დასახელებულია ამონა, ვახთანგ მოძარღულის ძე. როგორც ა. შანიძე ვარაუდობს, ეს ხელნაწერი სამი (შესაძლოა ხუთი) პირის მიერ უნდა იყოს გადაწერილი. ერთ-ერთი გადამწერი, რომელსაც წიგნის უმეტესი ნაწილი გადაუწერია, თვით მაკარ ლეთელელი ჩანს. ხელნაწერის დამზადებაში მაკარის და მის თანამშრომლებს დახმარებია პიმენ კახი.

ხელნაწერი თარიღიანია (ხჳჲჱ=6468-5604=864 წ.; პდ=84+780=864 წ.). სინური მრავალთავი არის უძველესი თარიღიანი ხელნაწერი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია.

ხელნაწერის ბოლო სამი გვერდი დაუწერელი ყოფილა. 981 წელს იოანე ზოსიმეს ძეგლი მესამედ შეუმოსავს და ამის შესახებ ხელნაწერის ერთ დაუწერელ გვერდზე (274v) შესაბამისი ცნობა მოუთავსებია. ხელნაწერის შემდეგ გვერდზე იოანე ზოსიმეს ჩაუწერია ქართული ენის საგალობელი "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ".

სინური მრავალთავი გამოიცა 1959 წელს ა. შანიძის რედაქციითა და ვრცელი გამოკვლევით. ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ, ზ. ჭუმბურიძემ, ლ. ბარამიძემ.



იოანე ზოსიმე


ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ


1. დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად. რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.


2. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან.


3. და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან. ესე არიან ორნი დანი ვითარცა მარიამ და მართაჲ


4. და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა [მახარებელმან]. რამეთუ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.


5. და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაისწარმეტყუელმან, რამეთუ „წელი ათასი – ვითარცა ერთი დღეჲ“.


6. და სახარებასა შინა ქართულსა, ხოლო, თავსა მათეჲსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს. და იტყჳს ყოვლად ოთხ ათასსა მარაგსა, –


7. და ესე არს ოთხი დღეჲ და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკუდილითა ნათლისღებისა მისისაითა.


8.და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული – მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა.


9. და სასწაულად ესე აქუს: ას-ოღხი წელი უმეტეჲს სხუათა ენათა ქრისტეჲს მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე.


10. და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამებ წარმოგითხარ, ას-ოთხი ესე წელი, და წილი ანბანისაჲ.



სარჩევი


1. თქუმული წმიდისა გრიგოლი ნეოკესარიელ ეპისკოპოსისაჲ. ხარებისათჳს წმიდისა ღმრთის-მშობელისა.


2. თქუმული მისივე, ხარებისათჳს.


3. მისივე თქუმული, მესამჱ.


4. თქუმული წმიდისა ანთიპატროს ბოსტრელ ეპისკოპოსისაჲ. წმიდისა ღმრთის-მშობელისათჳს და ზაქარიაჲს დადუმებისათჳს.


5. თქუმული წმიდისა ათანასე ალექსანდრელ მთავარეპისკოპოსისაჲ. ვითარ კაც იქმნა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ და რამეთუ ღმრთის-მშობელი მარადის ქალწული მარიამ და რომელი იშვა მისგან ღმერთი და იგივე კაცი.


6. ნეტარისა პროკლჱსი, კოსტანტინელ ეპისკოპოსისაჲ, ღმრთის-მშობელისათჳს თქუმული.


7. თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ეტჳფანე კჳპრელ მთავარ-ეპისკოპოსისაჲ, რომელი კოსტანტინეს დედაქალაქისა იწამა სარწმუნოებისათჳს, წმიდისა მარადის ქალწულისა მარიამისთჳს, რამეთუ ამისგან ჴორციელ იქმნა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, ძჱ ღმრთისაჲ.


8. წმიდისა იაკობ მოციქულისა და ძმისა უფლისა საკითხავი.


9. წამებაჲ წმიდისა სტეფანჱსი.


10. პოვნაჲ წმიდისა სტეფანჱსი, რჩეულისა მის მსახურისაჲ და პირველ-მოწამისაჲ.


11. სიტყუაჲ ბასილი მთავარ-ეპისკოპოსისათჳს.


12. სიტყუაჲ ბასილისივე


13. თქმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე მთავარ-ეპისკოპოსისაჲ კოსტანტინეპოვლელისაჲ. ნათლის-ღებისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა.


14. თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ. ნათლის-ღებისათჳსვე.


15. თქუმული მისივე. ნათლის-ღებისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱესა.


16. თქუმული კჳრილჱსი. ნათლის-ღებისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა.


17. თქუმული ევსუქი ხუცისაჲ იერუსალემელისაჲ. მეორმეოცისა მის დღისა შობითგან ქალწულისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა ოდეს მიიყვანეს ტაძრად, ვითარ აკურთხევდა წ̃ა სჳმეონ.


18. მეორჱ. თქუმული წმიდისა და ნეტარისა ტიმოთე ხუცისა იჱ˜მელისაჲ


19. თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანე ოქროპირისაჲ. მარხვისათჳს და იონაჲსთჳს.


20. თქუმული ეფრემისი. მარხვისათჳს.


21. თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ბასილი მთავარეპისკოპოსისა კესარია კაბადუკიელისაჲ. ჴსენებასა წმიდათა ორმეოცთა მოწამეთასა.


22. თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ. მარიამისთჳს და მართაჲსთჳს, დათა ლაზარჱსთა, და ელია წინაწარმეტყუელისა.


23. შესხმისათჳს ყრმათაჲსა და დაჯდომისათჳს უფლისა კიცუსა ზედა შესულასა მას მისსა იერუსალემდ. თქუმული სებერიანოს გაბალონელ ეპისკოპოსისაჲ.


24. თქუმული წმიდისა იოვანე კს~ტნტლ ეპისკოპოსისაჲ. შესლვასა უფლისასა იერუსალემდ. საკითხავი ზაქარია წინაწარმეტყელისაჲ.


25. თქუმული წმიდისა მელეტი ანტიოქიელ ებისკოპოსისაჲ. ბზობისათჳს და შესხმისა ყრმათაჲსა.


26. დიდსა ორშაბათსა. თქუმული იოვანე ეპისკოპოსისაჲ კოსტანტინეპოვლელისაჲ. (არასრული)


27. თქუმული წ~ისა მელეტი ეპისკოპოსისაჲ. მკუდრეთით აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა.


28. თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა კჳრილე მთავარეპისკოპოსისაჲ ი˜ჱრუსალემელისაჲ. აღდგომისათჳს მკუდრეთით უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა.


29. საკითხავნი ახალკჳრიაკისანი. თქუმული წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ აღსაარებისათჳს თომა მოციქულისა.


30. თქუმული იოვანე მთავარეპისკოპოსისაჲ. ახალკჳრიაკისათჳს.


31. საკითხავნი ამაღლებისანი. თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ.


32. საკითხავნი მარტჳლიისანი. თქუმული იოვანე მთავარეპისკოპოსისაჲ დღისა მისთჳს, რომელსა მოევლინა სული წმიდაჲ.


33. მეორეჱ თქუმული კირილე მთავარეპისკოპოსისა ი~ჱლმლისაჲ. რაჟამს-იგი მოვიდა წმიდათა მოციქულთა ზედა სული წმიდაჲ.


34. საკითხავნი ფერის-ცვალებისანი, თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ. დღისა მისთვის, რომელსა იცვალა ხატი მაცხოვარემან მან წმიდასა მთასა თაბორსა.


35. თქუმული წმიდისა და ნეტარისაჲ მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისა. გარდაცვალებისათჳს წმიდისა ღ~თისმშობელისათჳს.


36. თქუმული მისივე. გარდაცვალებისათჳს წმიდისა ღმრთის-მშობელისა.


37. თქუმული წმიდისა და ნეტარისა იოვანე მთავარეპისკოპოსისაჲ კოსტანტინელ ეპისკოპოსისაჲ.


38. მეორჱ. თქუმული მისივე


39. საკითხავნი. თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისაჲ. სატფურებისათჳს.


40. მეორჱ. თქუმული მისივე ოქროპირისაჲ. გურიტისათჳს და წმიდისა ეკლესიისათჳს.


41. საკითხავნი. თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე მთავარეპისკოპოსისაჲ.


42. გამოჩინებაჲ ჯუარისაჲ, რომელი გამოუჩნდა კოტანტინე მეფესა მდინარესა ზედა დანუბსა, რომლისა მიერცა მოიძია პატიოსანი ძელი ჯუარისაჲ წმიდასა ქალაქსა იერუსალემს.


43. პოვნაჲ წმიდათა სამშჭუალთაჲ.


44. წამებაჲ წმიდისა პეტრე მოციქულისაჲ ჰრომეს შინა უწინარჱს რვისა დღისა ვარდობისა.


45. წამებაჲ წმიდისა პავლე მოციქულისაჲ ჰრომეს შინა.


46. თქუმული წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ ჴსენებასა წმიდათასა მოწამეთასა, რომლისათჳსცა გინდეს.


47. მეორე. თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ მოწამეთათჳს.


48. მესამჱ. თქუმული მისივე წმიდათა მოწამეთათჳსვე.


49. თქუმული წმიდისა ეფრემისი შესუენებულთათჳს.


50. ცხორებაჲ წმიდათა და ნეტართა მამათაჲ. რომელნი მოისრნეს მთასა სინასა და რაითს ბარბაროსთაგან. აღწერა წმიდამან ამონიოს.


51. [ანდერძი]


52. [მესამედ შემოსაჲ წიგნისაჲ]


53. ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ.