|
"სინური მრავალთავი"
თხზულება მეცხრამეტე
1. საკითხავნი წმიდათა მარხვათანი. თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანე ოქროპირისაჲ. მარხვისათჳს და იონაჲსთჳს 2. გამოჩინებულ და შუენიერ არს დღესასწაული ესე და უზეშთაეს და უმაღლჱს არს ჩუეულთა მათ დღესასწაულთა კრებაჲ ესე. 3. და რაჲ-მე არიან ძალნი? ხოლო მე ვიტყჳ, ვითარმედ მარხვისაგან არიან განწესებანი მართლ მმარხველთანი, არა შემოახლებული ესე, არამედ რომელსა-იგი მოველით. 4. რამეთუ იგი არს, რომელმან-იგი შემკრიბნა მამულსა ამას სახლსა და რომელნი-ეგე პირველ უდებ იყვენით და მოზარე და მორიდე და განბნეულ, ამან ვითარცა დედამან შემოგკრიბნა და შეგიწყნარა თქუენ. 5. უკუეთუ მოლოდებასა ამას ესთენსა განკრძალვასა გიბრძანებს, რაჟამს მოვიდეს და მოიწიოს, რავდენ არა უფროჲს შიში და მოთმინებაჲ გიჩუენოს! 6. ესრე სახედცა ქალაქი განეკრძალის და განემზადის მოლოდებასა და შემოსლვასა საშინელისა ჴელმწიფისასა და ადრე-ადრე დაუტევიან უდებებაჲ და განეკრძალნიან შიშსა და მიგებებასა. 7. ხოლო მარხვაჲ და სიწმიდჱ ნუვის უჩნ საშინელ და საზარელ. 8. არამედ არა თქუენდა საშინელ არს, არამედ ბუნებასა დევთასა. 9. და თუ ეშმაკეულ ვინმე იყოს, უჩუენე მას სახჱ მარხვისაჲ. 10. იპოოს ვითარცა ლოდი შეუძრავი და შეურვებულ შიშითა მით და დანაბულ და ვითარცა საკრველითა რკინისაჲთა შეკრულ და უფროჲს, რაჟამს იხილოს თანა-მოღუაწჱ იგი მარხვისაჲ – ლოცვაჲ. 11. რომლისათჳსცა ქრისტჱ იტყჳს, ვითარმედ: ესე ნათესავი არარაჲთ განჴდეს, გარნა ლოცვითა და მარხვითა. 12. აწ ვინაჲთგან მტერისა ამისთჳს ჴსნისა ჩუენისა და მჴდომის ცხოვრებისა ჩუენისა ესრჱთ საშინელ არს მარხვაჲ, უკუე წეს-არს შეყუარებად იგი და მიახლებად მისა და არა მორიდებად მისგან. 13. ხოლო მორიდებაჲ წეს არს ნაყროვანებისაგან და მთრვალობისაგან და არა მარხვისაგან. 14. რამეთუ იგ არს, რომელმან შეგუკრნა ჩუენ საკრველითა ნაყროვანებისაჲთა და მიგუცნა ჩუენ ჴელთა ბუნებასა სალმობიერსა, გუეუფლა და დაგჳმორჩილნა ჩუენ ვითარცა ტყუენი დამონებულნი. 15. ხოლო მარხვამან და ლოცვამან განგუათავისუფლნა ჩუენ მონებისაგან და განგჳტევნა ჩუენ კრულებათაგან და გამოგჳყვანნა ჩუენ მძლავრებისაგან და მასვე პირველსა აზნაურებასა დაგუადგინნეს ჩუენ. 16. აწ ვინაჲთგან მტერსა ამას ჩუენსა წინა-აღუდგეს და მონებისაგან გამოგჳყვანნეს და აზნაურებად მოგჳზიდნეს, რაჲღა უფროჲს გჳჴმს გამოცდილებაჲ სიყუარულისა მის მათისაჲ, რომელ არს ჩუენდა მომართ? 17. აწ გნებავს ცნობად, რავდენ-რაჲ სამკაულ არს კაცთა მარხვაჲ და ლოცვაჲ, ანუ რავდენი მცველობა და კრძალულება არს? 18. აწ გნებავს გულისხმის-ყოფად და ცნობად, ხოლო ამითვე გულისხმა-ყავთ მოვანეთაგან დაწესებულთა წესი, თუ ვითარ იგინი განყენებულ და განშორებულ არიან ყოველთაგან აღძრვათა და განცხრომათა ამის სოფლისათა: 19. ვიეთნიმე თავთა ზედა მთათასა, ვიეთნიმე ტალავრებითა უდაბნოსა დაყუდებულ და ვითარცა ნავთსადგურსა მშჳდობისასა შევედრებულ, ამათ შეყოფილ შეძინებად და მოდგამ ცხორების შეთუალულ. 20. და იგინივე მათგან გამოაჩინნა ანგელოზად კაცთა შორის და არა თუ იგი ხოლო, არამედ რომელნი ქალაქთაცა შინა მყოფ არიან, რომელნი-იგი მახლობელ არიან ლოცვასა და მარხვასა, მასვე სიმაღლესა დიდებისასა ახილვასა გჳრგჳნოსან იქმნენ, 21. ვითარცა-იგი მოსე და ელია, თავნი იგი და მოწაფენი ძუელისა მის შჯულისაგანნი, რომელნი რომლითა სახითა იქმნეს წარმოჩინებულ და ძლიერ, რომელთა აქუნდა კადნიერებაჲ სიყუარულისა მის მიმართ ღმრთისა, 22. რამეთუ, რაჟამს უნებნ მიახლებად მისა და სიტყუად მისა, ვითარცა კაცმან მიიახლნის და შეივედრნის იგინი. 23. ამისთჳსცა ღმერთმან რაჟამს შექმნა დასაბამსა კაცი, ადრე-ადრე მუნთქუესვე მარხვისა მცნებაჲ უბრძანა მას და ვითარცა მოწლესა დედასა და შჯულიერსა მოძღუარსა მითვე იგი შეჰვედრა მას, 24. რამეთუ, რაჟამს ეტყჳს, ვითარმედ: ყოვლისა მის ხისა სამოთხისა ნაყოფი შჭამოთ, ხოლო ხისა მისგან ცნობისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ, არცა მიეხნეთ. 25. ამით გჳჩუენა ჩუენ სახჱ მარხვისაჲ. 26. უკუეთუ სამოთხესა შინა პატიოსან და შერაცხილ იყო მარხვაჲ, რავდენ არა უფროჲს გარეშე სამოთხესა მას! 27. უკუეთუ გუემამდე შერაცხილ იყვნეს წამალნი იგი, რავდენ არა უფროჲს შემდგომად გუემათა მათ! 28. უკუეთუ ვიდრე არღა ზრზენადი იგი გულის თქუმათაჲ მათ ბრძოლილ იყო, მარჯუე და წეს-იყო საჭურველი იგი, რავდენ არა უფროჲს შემდგომად გულის თქუმათა მათ წეს-არს მოპოვნებად, რამეთუ პირის საცემელად ეშმაკთა დიდი საჭურველი და შეწევნაჲ არს მარხვაჲ. 29. უკუეთუ ამის ჴმისამცა მორჩილ იყო ადამი, არღარამცა ესმა ჴმაჲ იგი მეორედ, რომელი ისმა მისა მიმართ, ვითარმედ: მიწაჲ იყავ და მიწადვე მიიქცე, 30. ხოლო, ვინაჲთგან-იგი არა ისმინა, ამისთჳს შრომაჲ, ჭირი, მწუხარებაჲ, სიკუდილი და ცხოვრებაჲ უმძიმჱს სიკუდილისა განეწესა მის ზედა, ამისთჳსცა ეკალი და კუროჲსთავი; 31. ამისთჳს სალმობანი, სალმობაჲ შობასა და ცხორებაჲ დაშრომითი. 32. ჰხედავ, ვითარ განრისხნა ღმერთი შეურაცხებას ზედა მარხვისასა! 33. და ისწავე მეორედ, ვითარ უხარინ პატივის-პყრობა ზედა მარხვისასა. 34. რამეთუ, რაჟამს შეურაცხ-იქმნა მარხვაჲ, პატიჟად სიკუდილი განაჩინა შეურაცხის მყოფელსა მას ზედა მარხვისასა. 35. ესრე სახედცა, რაჟამს პატიოსან ყო მარხვაჲ, დაიყენა სიკუდილი იგი. 36. აწ ჰნებავს, რაჲთამცა აჩუენა ძალი საქმეთაჲ მათ, რომელ მისცა მას ჴელმწიფებაჲ შემდგომად ბრძანებისა მის და შემდგომად ჭირთა მათ, რომელნი შეყენებულ იყვნეს სიკუდილსა, ჴელთ დებულნი მისგან მოუხუნა და მუნვე მასვე ცხოვრებასა დაამტკიცა და განაწესა. 37. და ესე არა თუ ორითა და სამითა, გინა ოცითა კაცითა, არამედ დიდი იგი სიმრავლჱ აღმურვილი დიდისა მის და საკჳრველისა ქალაქისა ნინეველთაჲსა, 38. რომელნი მუჴლ-დადგმით დავრდომილ იყვნეს და თავ-მოდრეკილ რეცა მღჳმესა შთავრდომილნი ისხნეს და მოელოდეს ზეგარდამო გუემასა მას რისხვისასა, 39. მაშინ ადრე-ადრე შეუდგა მწრაფლ და მიიწია ფრთე-მალედ ძალი იგი და მუნვე კუალდ ბრძანებასა მას რისხვისასა მიაქცევდა, გამოზიდვიდა და გამოიყვანებდა, ჴელთაგან მძლავრ ბრძანებისა მისგან განარინებდა და მასვე ცხოვრებასა ზედა ნუგეშინისცემდა. 40. ხოლო აწ ამიერითგან, თუ გნებავს სმენად სიტყუათაჲ ამათ, ვიწყო თხრობად საკითხავთაჲ ამათ. 41. და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იონაჲსა მიმართ და ჰრქუა: აღდეგ და მივედ დიდსა მას ქალაქსა ნინევედ, რომლითაცა ჰნებავნ დიდითა მით ქალაქითა განსწავლაჲ მისი, რომლისაჲ იგი მეოტებაჲ წინაჲსწარ უწყოდა. 42. აწ პირველად ვისმინოთ ქადაგებისაჲ მის, რომელსა იტყჳს: შემდგომად სამისა დღისა ნინევჱ დაემჴუას. 43. აწ რაჲსა-მე წინაჲსწარ უთხრობს, რომელსა ზედა ჰნებავს რისხვაჲ? 44. – წინაჲსწარ უთხრობს, რაჲთა არა ჴელს-ჴელ გუემნეს ამისთჳს გეჰენიაჲთა მით; 45. უთქუმიდა, რაჲთა არა გეჰენიასა მას დაითქნენ; 46. ზარსა განგუჴდის ჩუენ სიტყჳთა, რაჲთა არა საქმითა გუსაჯნეს. 47. ანუ რაჲსა ჟამი იგი ბრძანებისაჲ მის იწროდ და მოკლედ განაჩინა? 48. – რაჲთა უსმთაჲ მათ ნათესავთაჲ ისწაოს საქმჱ, რომელთა-იგი ორსა მას დღესა შეუძლეს ეგოდენთაჲ მათ შეცოდებათა აჴოცაჲ და წარწყმედაჲ და ღმრთისა დამშჳდებაჲ. 49. აწ ღმრთისა კაცთ-მოყუარებისა მისთჳს დაგიკჳრდინ, ვითარ მესამესა დღესა შემძლებელ იქმნეს მოუგონებელთა მათ ქველის საქმეთა მოღებად, და შენ ნუ დაჰბრკოლდები და იჯმნი, და თუ ბევრ წილ შეცოდებულ იყო, 50. რამეთუ, რომელ-იგი უსუსურ და დაჴსნილ არნ გონებითა და ღათუ მრავალი ჟამი დაყვის სინანულსა შინა, არა პოვის სარგებელი თავისა თჳსისაჲ და ვერცა დაიგის ღმერთი განბნეულითა მით გონებითა თჳსითა. 51. ეგრე სახედცა, რომელი მოსწრაფე და გულს-მოდგინე არნ და ნუგეშინის-ცემულად ცხონდებინ და დიდითა შრომითა სინანული აჩუენის, ესევითარი ესე შემძლებელ არს მცირითა ჟამითა მრავალთა წელთა შეცოდებათა თანა-ნადებთა გარდაჴდად. 52. არა პეტრე ფიცით სამ გზის უვარ-ყოა? 53. არა ერთისა ქალისა მჴევლისა სიტყჳსა შეშინდა და შებრკოლდა? 54. და მერმე რაჲ ნუთუ მრავალი წელი დაშურაა სინანულსა? 55. – არასადა, არამედ მუნთქუესვე და მასვე ღამესა დაეცა და აღემართა, იწყლა და დასნეულდა და მერმე განიკურნა და განცოცხლდა. 56. და თუ სთქუა, ვითარ ანუ ვითარ სახედ? – იტყჳს: ტიროდა მწარედ. 57. არა თუ უდბ˜დ და ვითარ ხუნდა, არამედ დიდითა გულს-მოდგინებითა. 58. ამისთჳსცა მახარებელი იტყჳს: არა უდბად ტიროდა, არამედ „ტიროდა მწარედ“. 59. და რავდენ მე რაჲ იყო ცრემლთაჲ მათ ძალი, სიტყჳთ ხოლო ვერ მიგაწიო და გაცნობო, ხოლო ძალი და ახილვაჲ საქმისაჲ მის გამოაჩინებს: რამეთუ შემდგომად გარდარეულად შეცოდებისა მის უვარებისა, – რამეთუ ვერ ესწორების ამას შეცოდებასა სხუაჲ ბრალი და შეცოდებაჲ, – 60. ხოლო შემდგომად ესოდენისა მის ძჳრისა, მერმე მასვე დიდებასა და პატივსა განაწესა და დაადგინა ჴელმწიფედ ეკლესიათა ზედა და ყოველთა ცისკიდეთა ზედა დაადგინა, თავად ყოველთა ზედა გჳჩუენა ჩუენ იგი, უმეტჱს ყოველთა მოციქულთასა ყო იგი. 61. რამეთუ სიყუარული იგი მისი ახილვა იქმნების მისა უფლისა მიერ მისისა, ვითარცა იტყჳს: პეტრე, გიყუარ- მეა შენ უფროჲს ამათსა ანუ მსგავს ამათსა? 62. რაჲ-მე უფროჲს არს წადიერებისა და გულს-მოდგინებისა და მჴნისა გონებისა? 63. ნუ იტყჳ, ვითარმედ ნინეველთა მათ კაცთა მართლად ულხინა ღმერთმან, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: მონამან რომელმან არა უწყინ ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ და არა ყოს ბრანებაჲ მისი, მიიღენ ცემაჲ და მცირედ, 64. რაჲთა არა ამას იტყოდი: ამისთჳს წარმოგიდგინა შენ პეტრე – მონაჲ თჳსი საშოვალ, რომელმანცა-იგი იცოდა ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ, რამეთუ შესცოდა მიუტევებელი და მოუგონებელი შეცოდებაჲ, იხილე აწ, რომელსა კადნიერებასა ანუ პატივსა დიდებისასა აღამაღლა! 65. ეგრე სახედცა შენ, რაჟამს სცოდო, ნუ განვრდომილ სცთები ყოვლითურთ, რ̃ შეუძლებელ და მიუტევებელ ცოდვაჲ იგი არს, რომელსა დგანან და ყოვნიან მასვე შინა. 66. რამეთუ ამას თჳთ მოციქული ზრუნვით და ჭუვილით იტყჳს და ამასცა მისწერს: ნუთუ, რაჟამს მივიდე თქუენდა, და-ნუ-რაჲ-მამდაბლოს მე ღმერთმან თქუენთჳს და გლოვასა შევრდომილ ვიპოო მრავალთათჳს თქუენ შორის, 67. არა მათთჳს, რომელთა ცოდეს ხოლო, არამედ მათთჳსცა, რომელთა-იგი არა შეინანეს გულის-თქუმათა და სიბილწეთა, რომელ ქმნეს. 68. ხოლო აწ სინანულისათჳს. რომელი ჟამი ყოფად არს მარჯუე უფროჲს ამის ჟამისა, რომელ არს მარხვაჲ? 69. ხოლო აწ მივიქცეთ მათვე საკითხავთა და სათხრობელთა. 70. და რაჟამს ესმა წინაწარმეტყუელსა მას მოციქულებაჲ იგი, შთავიდა იოპედ, რაჲთა მიივლტოდის თარშით პირისაგან უფლისა. 71. ვიდრე ივლტი, ჵ, კაცო? არა გასმიეს წინაწარმეტყუელისაჲ მის, რომელსა იტყჳს: ვიდრე ვიდე სულისაგან შენისა, ანუ პირისა შენისაგან ვიდრე-მე ვივლტოდი? – ქუეყანას ზედა? 72. იტყჳს: უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი. 73. ჯოჯოხეთა შთა-თუ-ვჴდე, მუნცა ახლოსვე ხარ, მუნცა ჴელი შენი მიძღოდის მე და მარჯუენემან შენმან შემიწყნაროს მე. 74. ესე ყოფილცა არს, ხოლო, რამეთუ ცოდვაჲ ესრჱთ არს, დიდსა უგუნურებასა და ცთომილებასა დაანთქნის სულნი ჩუენნი. 75. ვითარცა მთრვალობამან და ბრუ-ქცეულებამან ვინმე შეიპყრის, ცუდად მიმოდავალნ და ეფუეშუებინ და, თუ მოემთხჳის მთხრები ანუ კლდჱ, გარდავარდის ანუ რომლითავე სახითა უნასეულ იქმნის ურიდად და უშიშად სლვითა მით დაცემულ. 76. ესრე სახედცა რომელნი ცოდვითა შეპყრობილ არიან, ვითარცა მთრვალობითა უწესოებისაჲთა და საქმითა გულის თქუმისაჲთა, შეკრულ არიან და მოჭიმულ და შეპყრობილ არიედ და არა უწყიედ, რასა იქმედ; 77. არცა მახლობელი უწყიედ, რაჲ არნ, არცა შორიელი უცნობიენ, რაჲ ყოფად არნ, და არცა უფალი თჳსი მოიჴსენიან. 78. ხოლო აწ შენ ამიერითგან მერჩდი და ისმინე წუთ ერთ და საქმისა მისგანვე სცნა ძალი იგი. 79. ხოლო ჴელთაგან ზღჳსათა მონა-მოყუსისაგან ვერ ივლტოდა, ვერცა განერა და, ვიდრე არღა მიახლებულ იყო ნავსა მას, მუნთქუესვე ზღუაჲ იგი ღელვათა აღამაღლებდა და განძჳნებულ და განძლიერდებოდა. 80. და ვითარცა მონამან უფლის მოყუარემან და სარწმუნომან მოყუასი იგი თჳსი პოვა, ვითარცა განდგომილი და მეოტი, ვითარცა მპარავი და ავაზაკი საუფლოჲსა ფასისაჲ, და არა განეშორების და არცა განეყენების მათ, 81. რომელნი-იგი მასპინძელ ექმნნეს მას, მრავლითა მიზეზითა და ყუედრებითა არცხუენდა მას, ვიდრემდის მო-ცა-უღო მას მოცემული უფლისა მიერი. 82. ესე უყო ზღუამან მან: ვითარცა პოვა მოყუასი იგი თჳსი და იცნა იგი, ათასითა ფერითა დააშრო იგი ამბოხი და ღაღადებაჲ, და რისხვაჲ აღადგინა მის ზედა. 83. არა საშჯელად მიიზიდა და მიიყვანა, არამედ თჳთ თავადი უთქუმიდა და სასტოოდა, რაჲთამცა დაათქა იგი, და არა თუ მოყუასსა მას თჳსა განმართ გაუტევებდა, ვითარცა ესე ყოველი იქმნებოდა. 84. მერმე რაჲ ყვეს მენავეთა მათ? 85. – იტყჳს: გარდააბნიეს ჭურჭელი იგი ნავისა მისგან, და მითცა ნავი იგი არა აღმცირდებოდა, რამეთუ, რომლისათჳს-იგი განრისხებულ იყო ზღუაჲ იგი, ნავსა მას შინაღა იყო – თჳთ ჴორცნი იგი წინაწარმეტყუელისანი მის. 86. არაჲ თუ სიმრავლჱ ჴორცთაჲ მათ რაჲმე მძიმე იყო, არამედ ცოდვაჲ შეცოდებათაჲ მათ ვითარცა ტჳრთი მძიმე იყო, რამეთუ არა არს უმძიმე და უძნელე ტჳრთ, ვითარცა ცოდვაჲ და განდგომილებაჲ. 87. ამისთჳსცა წინაწარმეტყუელი ზაქარია იტყჳს და ბრპენსა ამსგავსებს ცოდვასა. 88. წინაწარმეტყუელი დავით ბუნებასა ცოდვისასა მოგუასწავებს და იტყჳს: რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და ვითარცა ტჳრთი მძიმჱ დამიმძიმდა ჩემ ზედა. 89. და ქრისტჱ ეტყჳს მათ, რომელნი მრავალსა ცოდვასა წარგრაგნილ ცხონდებიან, ღაღადებს და ეტყჳს მათ: მოვედით ჩემდა ყოველნი დამაშურალნი ეგე და ტჳრთ-მძიმენი და მე განგისუენო თქუენ. 90. აწ იგი არს, რომელმან იგი მაშინ ნავი დაამძიმა და უნდა შთანთქმაჲ მისი და იონას ეძინა და ხურინვიდა. 91. ჴშირ იყო ძილი იგი, ხოლო არა იყო ტკბილ ძილი იგი, არამედ მწუხარებისაჲ იყო; 92. არა იყო უზრუნველებისაჲ, არამედ შენანებისაჲ, რომელმან მონამან ადრე ცნის შეცოდებაჲ ცოდვისა თუისისაჲ, ვითარცა-იგი მან ცნა, რამეთუ შემდგომად საქმისა მის ცოდვისა გულისხმა ყო და მოეგონა ძალი შეცოდებისაჲ მის. 93. რამეთუ იყოცა ეგრე შეცოდებაჲ იგი; 94. და შემდგომად, ვითარცა იშვა ცოდვაჲ იგი, მაშინღა აღადგინებს და განარისხებს სალმობასა სულთასა. 95. ცოდვაჲ იგი შობილი მჴდომ არს შჯულისა მის ჩუენისა შობისა, რამეთუ, ჩუენ რაჟამს ვიშვენით, სალმობაჲ იგი შობისაჲ მის დასცხრის და მშობელი იგი დაყუდნის. 96. ხოლო ცოდვაჲ რაჟამს იშვის, განბძარის და განხეთქის, ცოდავნ მშობელი, იგი არს ესე: შობილი იგი – ცოდვაჲ პირად-პირადი და ზრახვაჲ ბოროტი. 97. და მერმე რაჲ მენავეთ-მოძღუარი იგი აღდგომილი ეტყჳს მას: აღდეგ და ხადოდე უფალსა ღმერთსა შენსა, რამეთუ მიერითგანცა გულისხმა-ყო ზედამიწევნით, ვითარმედ არა არს აღძრვაჲ ესე ზღჳსაჲ ამის ჩუეულებათაებრ და აღძრვათა პირველთა, 98. არამედ ღმრთისა მიერი ბრძანებაჲ არს და უზეშთაეს და უძლიერჱს ჴელოვნებისა კაცთაჲსა და არაჲ სარგებელ და შემძლებელ არიან ჭირნი ესე და შრომანი მანქანათაჲ ამათ და ჴელოვნებათა მენავეთაჲ ამათ, 99. არამედ ესე სხუასა ვისმე ევედრების შემწედ და განრინებად მოიხადის მას, რომელმან ყოველი სოფელი შექმნა, განჰმზადა და დაამყარა თჳსითა სიბრძნითა. 100. ამისთჳსცა შემწესა ზესკნელსა შევედრებოდა. 101. ამისთჳსცა დაუტევნეს მენავეთა მათ საქმარნი იგი და აფრაჲ იგი უბოვანი, სუეტი იგი შუენიერი და მაღალი და საბელნი იგი განზიდულნი და ყოველი საქმარი მსგავსად აღსაგებელისა მის და ზომისა, 102. ვითარცა არნ, და ჴელ ზეაპყრობით ლოცვასა და ვედრებასა შინა იყვნეს, თუალნი ზეცად აეხილნეს და ღმერთსა ევედრებოდეს. 103. და ვითარ ვერარაჲ სარგებელ ექმნებოდა, მაშინღა წილ-იგდეს. 104. ამიერითგან მიეცემის წილსა მას თანა-მდები იგი ჴელთა პატიჟისათა, ხოლო მათ მითცა არავე შთააგდეს ზღუასა მას, ხოლო ეგდენსა მას შინა ჭირსა და აღძრვასა ზღჳსასა, 105. ვითარცა შორის მრავალსა მშჳდობასა, გულ-განურინებელად ნუგეშინის-ცემულ იქმნებოდა და საშჯელსა და განკითხვასა იქმოდეს ნავსა მას შინა. 106. მიუგებდა ერთიერთსა ქენობით და ეტყოდა და მიწევნით გამოეძიებდეს, ვითარ-მე ანუ რაჲთა-მე გამოაჩინონ, თუ ვინ ცოდა ანუ ვინ-მე მათგანი თანა-მდებ იპოვა. 107. აწ ისმინე მათი, რამეთუ, ვითარცა საშჯელსა შინა ყოველსა გამოიკითხვენ, ჰკითხვენ, ვითარმედ: რაჲ არიან საქმენი შენნი? 108. ვინაჲ ხუალ ანუ ვიდრე ხუალ? ანუ რომლისა სოფლისაჲ ხარ? ანუ რომლისა ერისაჲ ხარ? 109. მას ჟამსა ზღუაჲ იგიცა საშჯელად აღუდგა, ღაღადებდა და შეეტყუებოდა წილი იგი და შესწამებდა. 110. მითცა არცა ზღჳსა მის ღაღადებასა და არცა წილისა მის შეწამებასა არღა მიაწევდეს პატიჟსა, არამედ, ვითარცა საშჯელსა შინა, შ˜ს მსაჯულთა არა პირველად განაჩინიან და არცა თავ-ადგიან შეცოდებულთა მათ ზედა, 111. ვიდრე არა აღიარარის შეცოდებაჲ თჳსი, რომელ ქმნა, ესრე სახედცა მენავეთა მათ: იყვნეს უცებ და უმეცარ სასჯელსა და ბჭობასა შჯულისასა. 112. და რავდენი შიში და ზარი ღელვათაჲ მათ აღმაღლებულთაჲ, და ეგდენსა რისხვასა შეცულ და შეყენებულ იყვნეს და ზღუაჲ იგი საშინელად აღძრულ იყო! 113. და მისა ვინაჲ-მე იქმნებოდა ეგოდენი მხილებაჲ და ღუწოლაჲ, არა თუ ღმრთისა მოღუაწებათაგან? 114. რამეთუ ღმერთი არს, რომელი განჰმზადებდა და შეტყუებით ამხილებდა ამით სახითა და საქმითა განსწავლიდა წინაწარმეტყუელსა მას, რაჲთა ისწაოს კაცთ-მოყუარებაჲ და მორჩილებაჲ. 115. და ეტყჳს: მენავეთა ოდენ მაგათ ესმსგავსე, კაცთა უცებთა და უსწავლელთა, რამეთუ მაგათ ერთი ეგე სული არა უდებ-გყვეს და არცა მოუთუალველ და შეურაცხ, ხოლო შენ ქალაქი ერთი დიდი ყოვლითა კეთილითა სავსჱ და ურიცხჳ ბევრეული უდებ-ჰყავ, რავდენ შენ ჴელ-გეწიფა. 116. და ეგენი ეგერა ჰპოვენ მიზეზსა ჭირთა მათ თჳსთა შინა, რომელ შენ გამო არიან, და მითცა ეიძულების წარწყმედაჲ შენი და არა ჰნებავს. 117. ხოლო შენ ეგევითარი მიზეზი არა გაქუს ჴელთა ნინეველთა წარწყმედისათჳს. 118. რაჲსათჳს წინაჲსწარ განმზადებულ ხარ დაცემად ქალაქისა მაგის და წარწყმედად? 119. შენ ჩემსა ბრძანებასა არა მერჩდი, რაჲთამცა იჴსნა ქალაქი ნინევჱ ქადაგებითა. 120. ხოლო მათ არავისგან ესმა და არცა ამცნო ვინ. 121. ყოვლითავე განმზადებულ არიან და განკძალულ შენთჳს. 122. და შენ რომელი-ეგე მიზეზი ხარ მაგათისა მაგის წარწყმედისაჲ, არა ჰნებავს შენი წარწყმედაჲ, არამედ განრინებაჲ. 123. შემდგომად ზღჳსა მის დაშჯისა და წილისა მის შეწამებისა თჳთ თავსა თჳსა დაშჯიდა და სივლტოლასა მას აღიარებს. 124. და მათ მითცა არა ჴელი შეყვეს წინაწარმეტყუელსა მას, არამედ დგეს და ხედვიდეს მას და თავთა თჳსთა დაშჯიდეს და ბრალეულად ეპყრა და შემდგომად ესოდენისა შეცოდებისა უნდა მათ განრინებაჲ მისი ზღჳსა მისგან ღელვათაჲსა. 125. ხოლო ზღუაჲ იგი მითცა არა მიუტევებდა მას, არცა შეუნდობდა. 126. და არცა თუ ზღუაჲ იგი თჳთ მას იქმოდა, არამედ ღმერთი. 127. და ვითარცა ზღჳთა მით განსწავლიდა მას, ეგრეცა თევზითა მით აცნობებდა მას, რამეთუ, რაჟამს ესმა მისგან, 128. ვითარმედ: აღმიღეთ და შთამაგდეთ ზღუასა მაგას, და მენავენი იგი ფრიად ჰბრძოდეს, რაჲთამცა ჴმელად ვითარ-რაჲ გამოადგინეს ნავი იგი, ხოლო ღელვანი იგი ზღჳსანი არა ერჩდეს. 129. აწ შენ ჰხედავ წინაწარმეტყუელსა მას მეოტსა მისგანვე. 130. ისმინე აღსაარებაჲცა იგი შიგან მუცლით მჴეც-თევზისა მისგან, რამეთუ სივლტოლაჲ მისი ვითარცა კაცისაჲ ხოლო იქმნებოდა; 131. ხოლო აღსარებაჲ მისი – ვითარცა წინაწარმეტყუელისაჲ, რამეთუ ამიერითგან მიიღო და დაათქა იგი ზღუამან და, ვითარცა საპყრობილესა შინა, 132. რეცა თუ საკრველითა რკინისაჲთა შეჰკრვიდა და დასდებდა მას მუცელსა შინა თევზისასა და დაუმარხვიდა მას უფალსა მას თჳსა, ვითარცა მეოტსა მონასა. 133. რამეთუ ღელვათა მათ ურჩთა არა მოაშთვეს იგი და არცა მჴეცისა სახემან მან თევზმან, რომელმან შთანთქა იგი, არა განრყუნა, არცა წარწყმიდა, არამედ დაჰმარხა და მოიყვანა და ქალაქად მიავლინა. 134. რამეთუ ზღუაჲ იგი და თევზი სადა იყვნეს, უცნობელი ბუნებაჲ იყო და ესმოდა და ერჩდეს საღმრთოსა მას ბრძანებასა, რომლითაცა წინაწარმეტყუელი იგი განისწავლა. 135. მაშინღა ამისა შემდგომად შევიდოდა ქალაქსა მას შუენიერსა და დიდსა და უქადაგებდა ბრძანებასა მას პატიჟისასა, ვითარცა მუჰრაკითა სამეუფოჲთა მოსასრველსა მას ბრძანებასა, ღაღადებდა და იტყოდა, ვითარმედ: შემდგომად სამისა დღისა ნინევჱ დაქცევად არს. 136. და მათ ვითარცა ესმა ბრძანებაჲ იგი, არას ორგულებდეს დ არცა უდებ-იქმნნეს, არამედ ყოველნი ადრე-ადრე მირბიოდეს, თაყუანის-ცემასა. 137. და მარხვასა შეევედრებოდეს: მამანი და დედანი, ჴელმწიფენი და მფლობელნი, მოხუცებულნი და ნინველნი ყრმანი და ჭაბუკნი და საცხოვართა ბუნებაჲცა დამორჩილებულ იუზმებოდეს, 138. ყოველნივე ერთბამად ძაძა-შთაცუმულ და ნაცარ-თავსა-გარდასხმულ იქმნებოდეს, ყოველნი გლოვასა და მწუხარებასა შევარდებოდეს. 139. და თჳთ მეფჱ იგი მათი, რომელსა შარავანდნი თავსა ედგნეს, გარდამოსრულ საყდრით სამეუფოჲთ, ძაძასა შთაიცუმიდა და ნაცარსა თავსა გარდაისხმიდა და ესრჱთ შეუძლებდა განრინებად შეურვებულსა მას ქალაქსა მრავლისა მისგან ურვისა და ბრძანებისა მისგან საღმრთოჲსა. 140. და მუნ არს ხილვაჲ, საქმჱ საკჳრველი! 141. ძაძაჲ და ნაცარი პატიოსან იპოვა, ვიდრე შარავანდი და ძოწეული, რამეთუ რომლისაგან ვერ განარინნეს შარავანდმან და ძოწეულმან, ერეოდეს და განარინნეს ძაძამან და ნაცარმან. 142. აწ ჰხედავა, ვითარ არა უდებად ვთქუთ პირველსა მას თქუმულსა, ვითარმედ არა ჯერ-არს შეშინებაჲ და მორიდებაჲ მარხვისაჲ და თაყუანისცემისაგან, არამედ ნაყროვანებისაგან და მთრვალობისაგან ჯერ არს შიში და მორიდებაჲ: 143. რამეთუ მთრვალობამან და ნაყროვანებამან ქალაქი იგი აღმართებული და მტკიცჱ შეძრა და შეარყია და უნდა დამჴობაჲ მისი, ხოლო მარხვამან და თაყუანის-ცემამან დაამტკიცეს და აღჰმართეს. 144. ამათ გამოვე შთაჴდა დანიელ მღჳმესა მას ლომთასა და ვითარცა ცხოვართა შორის მშჳდთა და ყუდროთა მათებრ ვითარცა მათგანი დგა. 145. და ღათუ განძჳვნებულ იყვნეს კლვად მისა მეშალილებისა მისგან ბუნებისა დამზადებულსა მას ზედა ჴორცსა, და, ღათუ ბუნებაჲ იგი მჴეცთაჲ აწუევდა, შეიშინეს და ვერ იკადრეს შეხებად ჴორცთა. 146. ესე უწყი, რამეთუ მძჳნვარ და ძლიერ არს ლომი, განმტეხელ და წარმწყმედელ – უფროჲსღა, რომელნი-იგი შჳდ დღე შეყენებულ და უზმებულ იყვნეს ჩუეულისა მისგან საზრდელისა და ვითარცა მრისხანეთა მკლველთა შეიხილნეს ურთიერთას, მოასხნეს მისა გარემო მკლავნი მათნი, 147. რაჲთამცა ჭამეს და განძღეს ჴორცითა და სისხლითა მისითა, და მეყს შეშინდეს და დაჰჴსნდეს და რეცა შეირცხჳნეს მიახლებად ჴორცთა მის წინაწარმეტყუელისათა. 148. ამათ გამოვე სამნი იგი ყრმანი ბაბილოვნს საჴუმილსა მას ცეცხლისასა შევიდოდეს და მყოვარ ჟამ ცეცხლსა მას შინა იტყოდეს და უმბრწყინვალჱს და უნათლჱს ჴორცნი მათნი საჴუმილისაგან გამოვიდეს. 149. აწ, უკუეთუ ცეცხლ იყო ცეცხლი იგი, რად არა იქმოდა საქმესა ცეცხლისასა? 150. და თუ ჴორცნი იყვნეს ჴორცნი იგი მათნი, რად არა იგუემნეს ვითარცა ჴორცნი? 151. აწ, თუ ესრე სთქუა: ვითარ-მე არს ესე? 152. მიეახლე მარხვასა და ჰკითხე მას და მან მოგიგოს და განგიმარტოს ძალი მარხვისაჲ, რამეთუ ნანდჳლ არსვე სახე: ბუნებაჲ ჴორცთაჲ მათ უთმინო და მეოტ ბუნებასა ცეცხლისასა და აქა ძლეულ იპოვების ბუნებაჲ ცეცხლისაჲ. 153. იხილე ღუაწლი იგი საკჳრველი, იხილე საკჳრველად ძლევაჲ და დაგიკჳრდინ და აქე მარხვაჲ და შეიწყნარე იგი შენდად სიხარულით, 154. რამეთუ ვინაჲთგან საჴუმილსა შინა შემძლებელ არს განრინებად და მღჳმესა მას ლომთასა შემძლებელ არს დაცვად და ეშმაკთა შემძლებელ არს განდევნად 155. და რისხვით იგი ბრძანებაჲ ღმრთისაჲ წყალობად გარდააქციის და აღბორგებული იგი გულის-თქუმაჲ დაშრიტის და აზნაურებად მოგჳზიდნის, მრავლისა მშჳდობისა მიზეზი გონებასა ჩუენსა განაწესის, 156. ვითარ არა სიმედგრე არს გონებისა უჴმარისა, რომელსა ესოდენი ესე ნუგეშის-საცემელი და კეთილი ჴელთა აქუს და ერიდების და ეშინის მარხვისაგან? 157. და, ვინ უწყის, თქუასცა ვინმე: გარდაიქციან და მოუძლურდიან ჴორცნი ესე. 158. – ხოლო რავდენ გარეშჱ ესე კაცობაჲ ჩუენი გარდაიქცინიან და მოუძლურდის, შინაგანი ესე კაცობაჲ ჩუენი განახლდის და განძლიერდის დღითი-დღედ. 159. და თუ გინდეს ჭეშმარიტად კითხვად და ზედა-მიწევნად და გამოცდად ძალისა მისისა, უფროჲსღა დედად სიმართლისად ჰპოო მარხვაჲ. 160. და თუ ჩემნი ესე სიტყუანი არა გრწმანან, მკურნალთაგან მეცნიერ იქმენ და ისწავე მათგან და მათ გამო დაემორჩილე და გულისხმა-ყავ, რამეთუ მათ დედა სიმართლისა თქჳან მარხვაჲ, 161. რამეთუ ვნებაჲ თავისაჲ და სალმობაჲ ფერჴთაჲ, ანუ მეყს შებოროტებაჲ ვითარ შესწყდნის, და სიმძიმჱ და განრყუნილებაჲ სტომაქისაჲ, და წყლით განსივებაჲ მუცლისაჲ, და, მსივნებაჲ, 162. ანუ ზარის განჴდანი ჴორცთანი, ანუ ბევრნი სიმრავლენი სალმობათანი – ნაყროვანებისაგან და ფუფუნებისაგან იტყჳედ მკურნალნი. 163. აწ ცან, ვითარცა მძიმე და აღმომცემელთა წყაროთა ანუ ვითარცა ჴშიად და მრღჳედ მრავალთა მდინარეთა სიმართლჱ ჴორცთასა და მღჳძარებასა სულთასა გარდააქცევედ და განრჰყუნიან. 164. ამიერითგან ნუ უდებ ხარ მარხვასა, რომელმან ესევითართა ბოროტთა ვნებათაგან განგუარინნეს, რამეთუ არა უდებად რას მიგცემ თქუენ მარადის სწავლასა ამას, არამედ ვხედავ მრავალთა თქუენგანთა კაცთა, 165. ვითარცა დედაკაცისა ბოროტისა და სახე-უკეთურისაგან ზარ-გაც და ერიდებით მარხვასა, ხოლო მთრვალობასა და უძღებებასა ვითარცა ქმნულ-კეთილსა და მშჳდსა და კრძალულსა და ნანარსა გწადის მიახლებაჲ. 166. ამისთჳს გამცნებ თქუენ, რაჲთა, რომელსა შესაძინელი და სარგებელი თქუენი მარხვითა იყოს და ნაყროვნებითა და მთრვალობითა ნუმცა შეურაცხ-იქმნების და განგუეშორების. 167. და ვითარცა სახედ სტომაქ-სალმობიერთა კაცთა რაჟამს ჰნებავნ შესუმად წამლისა და მაძღარ და სავსე არიედ ჭამადითა და მასვე ჟამსა შესჳან წამალი იგი საკურნებელი, გემოჲ იგი სიმწარისაჲ დაუშთის, 168. ხოლო სარგებელისაგნ შორს იპოვნიან: ძნელად შეჴდიან ურთიერთას წამალი იგი და ჭამადი, და მათსა მას ბრძოლასა ევნის სალმობიერსა მას. 169. ამისთჳსცა უბრძანიან ჴელოვანთა უსეროდ და გემო-უხილველად დაძინებად. 170. მაშინღა შეუძლის წამალმან მან განკურნებად და განრინებად სნეულისა მის. 171. ესრე სახედცა, რაჟამს მიეახლებოდი მარხვასა და დიდითა მთრვალობითა და გარდარეულად ჭამადითა დასტენო და აღმოივსო მუცელი შენი დღეს, და ხვალე და შემდგომად შესუა წამალი იგი, უდებ და ურგებ არს იგი შენდა, გარნა სალმობათა მათ ხოლო ზიარ ხარ. 172. ხოლო სარგებელთა მათგან შესცეთ, რომელ მთრვალობათაგან იქმნა შენდა უწესოებაჲ, რომელმან განლიის და წარწყმდის სიმრთელჱ და ძალი სულთა და ჴორცთაჲ. 173. ამიერითგან ფრთხილად და მღჳძარედ ჴამს თავთა ჩუენთა პყრობაჲ და მშჳდად და მდაბლად გონებაჲ ჩუენი, და მაშინღა წამლისა მის საკურნებელისა გემოჲს-ხილვად, და მრავალ-წლისა შეცოდებაჲ და ბრალი შეუძლო განწმედად. 174. და ნუ ამიერითგან შესულებულნი და მიმოხილვით და რორინებით ეფუეშუებოდით ჟამსა მას მარხვისასა და ნუუკუე მეოტ-ქმნულ მარხვისაგან დავითქნეთ მთრვალობითა. 175. და ნუმცა ვემსგავსებით მას, ვითარცა სახედ ვინ დასნეულდის და მოუძლურდის ჴორცთა ზედა და მერმე, კნინ უკეთე-ქმნულ და აღდგომილ, ეცის ნუ რაჲ უსუსურსა მას, მივარდის და იწყლის. 176. ვითარცა გჳცნობიეს კაცად-კაცადსა თავთა ჩუენთაჲ, ორკერძოჲთვე უძნელე არს პირველისა მის შემდგომი იგი, გინა თუ სულიერად, გინა თუ ჴორციელად, რომლისა მარხვითა შემძლებელ ვართ განკრძალვად და განრინებად. 177. ვითარცა მჴეცთათჳს მკლველ, შეჭურვილ და მახჳლოსან, და განმზადებულმცა ვართ დაფარვად და განრინებად ჴორცთა ჩუენთა და ურვათაგან ამის სოფლისათა, რომელნი გჳმზირიან და გუბრძვანან ჩუენ, ესრე სახედცა აწ მრავალნი კაცთაგანნი მარხვასა, 178. ვითარცა მჴეცთა ბრძოლასა, ზარ-განჴდილნი და შეშინებულნი შევლენედ და განკრძალულ და სხენედ და აღმოავსებედ უპესა და მუცელსა თჳსსა და განსივებულნი კუნესიედ 179. და დაბნელებულ და შესულებულ თავნი მათნი არიედ მრავლითა მით უგუნურებითა და მჴდომ ეპოვნიან მშჳდსა მას და მყუდროსა და შუენიერსა მარხვასა. 180. და მეყს თუ ჰკითხო ვისმე: რაჲსა მიისწრაფი აბანოდ დღეს? 181. მოგიგოს და თქუას: რამეთუ ხვალე მარხვაჲ შემოვალს. 182. აწ ვითარ ეგების ესე, ანუ ვითარ მარჯუე არს? 183. უკუეთუ ჴორცთა მაგათ განიწმედ, სულსა მაგას რაჲსა წიდოვანს იქმ? 184. ეგების-მე რაჲა ამისა უფროჲსი სიტყუაჲ და მოძღურებაჲ მარხვისათჳს? 185. ხოლო ბრძენთა კაცთა მცირედნიცა სიტყუანი შემძლებელ არიან კუალს-დგინებად და მოქცევად. 186. რომლისათჳსცა თანა-გუაც კმა-ყოფად სიტყუათაჲ ამათ, რამეთუ გუწადის სმენად ჴმისაჲ მამად მთავრისაჲ ამის: და ღათუ ჩუენ ვითარცა ყრმანი უსრულნი და მწყემსნი გისტჳნევდით ნესტჳთა სულიერითა, 187. ვითარცა საგრილსა ქუეშე მუხასა, გინა თუ ძეწნასა, ესრჱთ დავსხედით მთავართა შორის მღდელთა და გასმინეთ თქუენ ჴმაჲ ებნისაჲ მის ჩუენისაჲ, რავდენ ძალ-გუედვა. 188. ხოლო ამან, რომელ-ესე მამაჲ ჩუენი არს, ვითარცა ჴელოვანთ მოძღუარმან და ბრძენმან, უფროჲს სახესა მას ოქროჲსა ნესტჳსა და ერთად ჴმად და ერთად სახედ დაჰბეროს და განგებულად გასმინოს და ტკბიადითა მით ჴმითა და სასმენელითა მით სიტყჳთა ყოველნი შემოგუკრიბნეს, 189. ნუგეშინის-გუცეს, შეგჳწყნარნეს არათუ ნანდჳლ ნესტჳთა, არამედ ერთობისა სიტყჳთა და საქმითა და მრავლითა შეძინებითა სარგებელითა. 190. რამეთუ ქრისტემანცა ესევითარნი გამოირჩინა მოძღუარნი და იტყჳს: რომელმან ყოს და ასწაოს, ესე დიდ იწოდოს სასუფეველსა შინა ცათასა. 191. აწ ლოცვითა ამისითა და ყოველთა ამათ თანა-მოსაყდრეთაჲთა ღირსმცა ვართ ჩუენცა მიწევნად სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, 192. რომლისა თანა მამასა დიდებაჲ და პატივი სულით წმიდითურთ და ქველის მოქმედებით აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|