მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"სინური მრავალთავი"

 

თხზულება მეთვრამეტე

 

1. მეორჱ. თქუმული წმიდისა და ნეტარისა ტიმოთე ხუცისა იჱ˜მელისაჲ
2. უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱს შობისა შემდგომად მეორმოცისა დღისათჳს, ვითარ-იგი მიიყვანეს ტაძრად მარიამ დედამან და ქალწულმან და იოსჱფ, რაჟამს აკურთხევდა მათ წმიდაჲ სჳმეონ წინაწარმეტყუელი
3. მხოლოჲ კაცთა შორის სრული კაცი სიმართლისაჲ, რომელი-იგი მართალთაგან იპოვების საქმით, რომელთა-იგი მარადის განანათლებს, რომელნი ვლენან გზასა ჭეშმარიტსა, ვითარცა იტყჳს წერილი: ნათელი მართალთა ზედა მარადის.
4. რომელი ნათელი? – ნათელი არა თუ ესე, რომელი ღამჱ აღვინთით საჴმარად, გინა თუ მზჱ ესე შექმნული, რომელი ყოველთა გუაქუს საწუთროსა ამას.
5. „ნათელი მართალთა ზედა მარადის“, რომელი ნათელი?
6. – უპირადეს ცათა დადგრომილი, რომელი საყდართა თანა მარადის დგას;
7. იგი, რომელ მართალმან აბრაჰამ იცნა, რამეთუ იცნის თჳსნი და შეიწყნარნის, გარნა, რომელთა თანა ნათელი არა არნ, ეგევითარნი ბნელსა წარავლინნის.
8. ამისთჳს ჴმობს მღაღადებელი და იტყჳს: ნათელი მართალთა ზედა მარადის, ხოლო ნათელი უღმრთოთაჲ დაშრტეს.
9. არარაჲ არს უფროს მართლისა ცხოველ კაცთა შორის, ვითარცა იტყჳს წერილი: მართალნი უკუნისამდე ცხომდენ და უფლისა მიერ სასყიდელი მათი და სასოებაჲ მათი მაღლისაგან.
10. და რაჲ არს – მართალი დანაკისკუდსა მიემსგავსა, ვითარცა წერილ არს: მართალი ვითარცა ფინიკი ყუავოდის და ვითარცა ნაძჳ ლიბანისაჲ განმრავლდეს, რამეთუ ვითარცა ფინიკი ყუავინ და სიტკბოვებაჲ იგი სარწმუნოებისაჲ აქუნ.
11. არასადა შეორგულდის მართალი განსაცდელითა სარწმუნოებასა ღმრთისა მიმართ, ვითარცა წერილ არს: მრავალ არს ჭირი მართლისაჲ და ყოვლისავე მისგან იჴსნეს იგი უფალმან.
12. მართალი, ნათესავსა შორის უსჯულოსა მყოფი, ჴორცითა მიიცვალების შუენიერსა სასუფეველსა.
13. ამას მეწამების მე მართალი ენუქ და ნათესავი იგი უკეთური, რომელ წყლით რღუნითა წარწყმდა და მათ შორის რომელი-იგი სარწმუნოებითა განერა;
14. მეწამების მე ნოვე და ქალაქნი, რომელ დააქცინნა უფალმან ცოდვისათჳს და მათ შორის რომელი ანგელოზთა განარინნეს;
15. მეწამების მე ლოტ მართალი, რომელი განსაცდელსა ეშმაკისასა განერა; ამას მეწამების მე იობ;
16. მართალმან სარწმუნოებითა ერთითა ქვითა გმირი იგი გოლიად დასცა, – ამას მეწამების მე დავიდ.
17. მცირედ მოვიჴსენოთ ელიაჲსიცა, რომელი-იგი ქუეყანასა ზედა ვითარცა ანგელოზი იქცეოდა და მერმე აღმაღლდა ეტლითა ზეცად.
18. და სხუათაჲ მათ ყოველთაჲ დაყოვნებისათჳს და-ღა-უტევოთ ამის ჟამისათჳს.
19. აწ მოვიდეთ უკუანაჲსკნელისა ამის მართლისა.
20. და ვინ არს ესე მართალი უკუანაჲსკნელი?
21. – იგი არს, რომელ აწ გესმა ლუკა მახარებელისაგან, რომლისაჲ სახელი სჳმეონ.
22. ესე პირველიცა და უკუანაჲსკნელიცა;
23. დასასრული შჯულისაჲ და დასაბამი მადლისაჲ;
24. ნათესავით ჰურიაჲ, არამედ მადლითა ქრისტიანე;
25. მწიგნობარ კითხვით და ანგელოზ ცნობით;
26. ფარისეველთა მათ შორის ვითარცა ვარდი ეკალთაგან განშოვრებულ.
27. და სჳმეონ ესოდენ მართალ იპოვა, ეუწყა სულისაგან წმიდისა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრემდის იხილოს ცხებული უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ და მიიქუას იგი მჴართა თჳსთა ზედა.
28. აწ მან მართალმან რაჟამს იხილა ჴორციელად მოსლული უფალი, იხილა და განიცადა და მიიქუა იგი მჴართა თჳსთა ზედა და ვითარცა მონაჲ უფლისაგან იჯმნიდა იგი მისგან განსლვად ჴორცთაგან,
29. რომელ-იგი ჩნდა ყრმად ყოველთა უფალი და ესრჱთ იტყოდა: აწ, უფალო, განუტეო მონაჲ შენი მშჳდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი.
30. ვიხილე, რაჲთა განვიტეო მშჳდობით;
31. ვიხილე დიდებაჲ შენი და კრებული მთავარანგელოზთაჲ, რომელნი მიგცემდეს შენ დიდებასა, დაბადებულისა ყოვლისა სიხარული და ცისაჲ და ქუეყანისაჲ ერთ-გზაობაჲ, სული წმიდაჲ ჩემ ზედა და წინავე ვხედევდი შენსა.
32. აწ განვიტეო, რაჲთა არღარა ვიხილო ჰურიათაჲ შენ ზედა კადრებაჲ.
33. ნუცამცა ვიხილავ მე გჳრგჳნსა მას ეკლისასა, ნუცამცა მონისა მიერ ყურიმლის ცემასა, ნუცა ლახუარი გუერდსა შენსა, ნუცა მზჱ ესე შენ ზედა დაბნელებული.
34. აწ, უფალო, განუტეო მონაჲ შენი მსგავსად სიტყჳსა შენისა მშჳდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასასა.
35. და ვითარცა მახარებელმან თქუა და თქუენ გესმა, ვითარმედ: იყო კაცი ერთი იერუსალემს და სახელი მისი სჳმეონ და იყო კაცი იგი მართალ და მოელოდა ნუგეშინის-ცემასა ისრაელისასა და სული წმიდაჲ იყო მის ზედა
36. და იყო მისა უწყებულ სულისაგან წმიდისა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრემდე იხილოს ცხებული უფლისაჲ, და მოვიდა იგი სულითა ტაძრად.
37. და რაჲ არს მისი მოსლვაჲ ტაძრად, ისმინეთ: ესე სჳმეონ ჯდა სახლსა შინა თჳსსა და ამას ილოცვიდა, რაჲთამცა უწყებული იგი სულისა წმიდისაჲ იხილა.
38. და, ვითარ იგი ამას გულის სიტყუასა შინა იყო, მაშინ იოსეფს და მარიამს მოჰყვანდა ყრმაჲ იგი იესუ ტაძრად, რაჲთამცა აღასრულეს მსგავსად შჯულისა ყოველივე, რაჲ წერილ იყო.
39. და მუნქუესვე აუწყა მას სულმან წმიდამან და ჰრქუა: აღდეგ, მოხუცებულო! რად ჰზი?
40. აღდეგ და მირბიოდე ტაძრად, რამეთუ მოვიდა განმტევებელი შენი.
41. განაგე სახლი შენი და განჰმზადე სამკუდროჲ შენი, რამეთუ მოწევნულ არს ჟამი შენი, და წინაწარმეტყუელებდ ტაძარსა მას შინა.
42. ვითარცა ესმა ესევითარი, მეყსეულად აღდგა და განძლიერდა და წინამძღურობითა სულისა წმიდისაჲთა მირბიოდა ტაძრად და მიუსწრვო ქალწულსა მას, რომელსა მოჰყვანდა დიდებული იგი.
43. ოდეს შევიდა სჳმეონ და დადგა იგი წინაშე საკურთხეველსა და მოელოდა ცხებულსა მას, რომელი სულმან წმიდამან აუწყა მას, და ჰხედვიდა იგი მრავალთა დედათა, რომელთა შეჰყვანდეს ყრმანი.
44. შევიდა მარიამცა ტაძარსა მას შორის მათსა, რამეთუ თანა არა ზიარ იყო შობასა მას ბუნებისასა, და სჳმეონ ჰხედვიდა ყოველთა დედათა, ვითარცა არს მიხედვაჲ კაცისაჲ.
45. და ვითარ მიჰხედა წმიდასა მას ქალწულსა არა ვითარ სხუათა მათ, არამედ ვითარცა მადლითა შემოსილსა და ყოვლად უჴრწნელსა და მბრწყინვალესა, მირბიოდა მისა და ეტყოდა იგი სიმრავლესა მას დედათასა:
46. გზა-მეცით მე, რაჲთა მივეახლო მე წმიდასა მას და სასურველსა და ვიხილო, რომელსა-იგი წინაჲთვე უხილავ.
47. და თქუენ, მჴევალნი ეგე, რაჲსათჳს აზნაურსა მას დედოფალსა ეგოდენ შეეახლებით, ანუ რაჲსათჳს საკურთხეველად მიგყვანან ყრმანი თქუენნი?
48. მოიქეცით და მოჰგუარენით აქა ყრმასა, რომელი უწინარეს აბრაჰამისსა არს.
49. და ვითარ მიიქუა უფალი, რომელი-იგი ყრმად ჩნდა, მკლავთა თჳსთა წინაწარმეტყუელმან, აკურთხნა იოსეფ და ქალწული იგი, ხოლო წინაწარმეტყუელებაჲ უფლისა შეწირა და ქალწულსა მას ეტყოდა: ვითარ სახედ ჰხედავ შენ ყრმასა ამას, ქალწულო?
50. შენი და არა შენი, რამეთუ შენ ქალწულებასავე ჰგიე, და რაჲსა მაგას შენ ძუძუსა აწოვებ, რაჲთამცა აღჰზარდე და გესუა ეგე ყრმად?
51. არა უჴმს საზრდელი, რამეთუ მაგან უწჳმა ერსა მანანაჲ და ყოველნი დაბადებულნი მაგან შექმნნა – ცაჲ და ქუეყანაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა.
52. ესე არს დაცემად და აღდგომად და სასწაულად მრავალთა და შენსაცა სულსა განვლოს მახჳლმან.
53. ესე სჳმეონ ამას რაჲ ეტყოდა ქალწულსა მას მისთჳს, რომელი-იგი ყრმად ჩნდა იესუ, ვითარმედ „დაცემად და აღდგომად“.
54. და რაჲსათჳს დაცემად გინა აღდგომად?
55. აწ ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ იგი.
56. არა თუ სჳმეონ თჳსითა გონებითა, არამედ უწყებითა სულისა წმიდისაჲთა ეტყოდა ქალწულსა მას უფლისათჳს: დაცემად ურწმუნოთათჳს იტყოდა და აღდგომად – მორწმუნეთათჳს.
57. დაცემაჲ იგი – კრებულსა მას ჰურიათასა, ხოლო აღდგომაჲ – ეკლესიათაჲ;
58. რამეთუ დაეცა იუდა და აღდგა მატათია;
59. დაცემაჲ მარცხენითისაჲ მის ავაზაკისაჲ და აღდგომაჲ – მარჯუენითისაჲ მის, რამეთუ ჰრწმენა და მყის სამოთხჱ მოიპოვა, ხოლო იგი ურწმუნოებითა დაეცა და წარწყმდა.
60. „დაცემად და აღდგინებად და სასწაულად მრავალთა“.
61. ჭეშმარიტ არს სასწაული იგი საცილობელი.
62. უფალი გამოჩნდა, რომელი ქალწულისაგან იშვა.
63. დიდი სასწაული არს შობაჲ ქალწულისაგან და კუალად დადგრომად ქალწულადვე, რამეთუ სასწაულ არს ქალწული.
64. ისმინე ესაიაჲსი, რასა ეტყჳს აქაზს;
65. ეტყჳს, ვითარმედ: ითხოვე სასწაული უფლისა მიერ ღმრთისა შენისა სიღრმედ ანუ სიმაღლედ.
66. და თქუა აქაზ; არა ვითხოვო, არცა განვცადო უფალი.
67. და თქუა ესაია: რამეთუ თავადმან უფალმან მოგცეს თქუენ სასწაული: აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ და უწოდიან სახელი მისი ემმანნუელ.
68. ამის ქალწულისაგან, რომელი-იგი იშვებოდა სასწაულად, რომელი-იგი ეყო მრავალთა ენოვანთა საცილობელ, სჳმეონ წინავე ჰრქუა ქალწულსა: ესე არს დაცემაჲ დ აღდგომაჲ ისრაელისაჲ და სასწაულად მრავალთა;
69. და შენსაცა სულსა განვლოს მახჳლმან, რაჲთა გამოცხადნენ ყოველთა კაცთა გულის სიტყუანი.
70. ამას სიტყუასა ვინმე ჰგონებდეს, ვითარმედ მახჳლითა აღესრულოს წმიდაჲ ქალწული და იმარტჳროსო, რომელი-იგი სჳმეონ ჰრქუა, ვითარმედ „შენსაცა სულსა განვლოს მახჳლმან“.
71. არს, გარნა არა ეგრე, რამეთუ მახჳლი მჭედელთაგან განიჭედის და ჴორცი განიკუეთის, არა ხოლო თუ სულიცა.
72. ოდეს ჯუარს აცუეს იესუ ჰურიათა და მზესა მოაკლდა ნათელი და კლდენი განსთქდეს, ამისთჳს ვითარცა მახჳლმან განვლო სულსა მისსა.
73. ამას მახჳლსა იტყოდა სჳმეონ, რომელი-იგი ურვაჲ მოწევნად იყო ქალწულისა და მისი წინავე აუწყა.
74. და კუალად, ოდეს-იგი ჰგონებდა წარწყმედასა მისსა, რომელ-იგი მოსლულ იყო მოძიებად წარწყმედულთა.
75. და რამეთუ ურვასა შევარდა ქალწული იგი და ჰგონებდა წარწყმედას ძისა თჳსისასა.
76. ისმინე აწ, ვითარ იტყჳს ლუკა: და ოდეს იყო იგი ათორმეტის წლის.
77. და რაჲ არს „ოდეს იყო იგი ათორმეტი წლის“?
78. რამეთუ ცნობაჲ ცნობასა წარჰმატებს და ძიებაჲ ძიებასა აუწყებს: „და ოდეს იყო იგი ათორმეტის წლის“.
79. ვინ? – მხოლოდ-შობილი ძჱ ღმრთისაჲ უწინარჱსი საუკუნეთაჲ.
80. და ოდეს იყო იესუ ათორმეტის წლის?
81. ვინაჲთგან? – არამედ ქალწულისა მიერ შობითგან და ჟამითი-ჟამად წარემატებოდა ჰასაკითა და კაცობრივსა მას ზომასა დაამტკიცებდა, ვითარცა იტყჳს მახარებელი: და ყრმაჲ იგი იესუ აღემატებოდა ჰასაკითა და სიბძნითა და მადლი ღმრთისაჲ იყო მის ზედა.
82. აწ იხილე მახარებელისაჲ იგი ჭეშმარიტად გამოთქუმაჲ.
83. არა თქუა, ვითარმედ „სიტყუაჲ ღმრთისაჲ წარემატებოდა“, არამედ „კაცობისა ჰასაკითა“.
84. ამისთჳს მახარებელმან თქუა: ოდეს იყო იგი ათორმეტის წლის, აღიყვანეს ყრმაჲ იგი მშობელთა მისთა იერუსალემდ დღესასწაულსა მას ზატიკობისასა და აღასრულნეს დღენი იგი და მიიქცეს იგინი სოფლადვე თჳსა.
85. და დაშდა იესუ მარტოჲ. და არა უწყოდა ესე მარიამ, ჰგონებდა, ვითარმედ თანა-მავალთა თანა არს.
86. და, ვითარ მოვიდეს დღისა სავალსა და ეძიებდეს ნათესავთა და მეცნიერთა თანა და ვითარ არა პოვეს, უკუნიქცეს მუნვე იერუსალემდ ძიებად მისა.
87. აწ ვითარ აღესრულების სიტყუაჲ იგი სჳმეონისი ქალწულისა მიმართ, ვითარმედ „შენსაცა სულსა განვლოს მახჳლმან“? – ურვისა და ძიებისა მისთჳს.
88. და ღაცათუ ქალწულ დედაჲ იგი, არამედ მუცელმან იტჳრთა და ზრუნვით ზრდიდა მას და აქუნდა ვითარცა შვილისა მიმართ დედობისაჲ იგი შრომაჲ და ზრუნვაჲ და ეგონა, ვითარმედ წარუწყმდა, და ეძიებდა მას სამ დღე ურვითა გულისაჲთა და იტყოდა: ვაჲმე! რაჲ ესე შემემთხჳა მე?
89. რამეთუ, ოდეს-იგი ვჰგონებდი შესაძინელსა, მაშინ განმეჴუა მე!
90. ვინ-მე-რაჲ მიმპარა საუნჯჱ იგი?
91. აწ მე არღარა დედათა შორის კურთხეულ;
92. არღარა თქუან ჩემთჳს, ვითარმედ: „ნეტარ იგი მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ნეტარ იგი ძუძუნი, რომელნი გაწოვებდეს შენ“! ვინ-მე რაჲ მიმპარა?
93. აჰა ესერა ელისაბეტს უხარის და მე ვწუხ;
94. მას მჴედარი იგი აქუს და მე მეუფჱ იგი განმეჴუა;
95. მონაჲ დაიცვების და უფალი არა ჩას.
96. სადა არს გაბრიელისი იგი ხარებაჲ?
97. სადა არს მოგუთაჲ იგი თავყანის-ცემაჲ და მწყემსთა სიხარული?
98. ოდეს-იგი დედოფლებასა ვჰგონებდი, მაშინ გლახაკ ვიპოვე!
99. აწ სჳმეონ ესრჱთი ესე ურვაჲ ვითარცა მახჳლისა განსლვაჲ წინავე ქალწულსა მას აუწყა, რამეთუ ეტყოდა: „შენსაცა სულსა განვლოს მახჳლმან“.
100. არა თქუა, თუ „დაადგრესო“, ანუ „ეუფლოსო“, არამედ „განვლოსო“.
101. ესე არს, რამეთუ მცირედსა ჟამსა ურვაჲ შეგემთხჳოს და მუნქუესვე განერე.
102. აწ იხილე, რომელსა ურვასა ქალწული შევრდომილ იყო და ჰგონებდა წარწყმედასა, რომელი-იგი მოსლულ იყო მოძიებად წარწყმედულთა, ვითარცა იტყჳს სახარებაჲ: და მესამესა დღესა პოვეს იგი ტაძარსა მას შინა, რამეთუ ჯდა იგი მღდელთმოძღუართა შორის და ჰკითხვიდა და ისმენდა მათსა.
103. და ჰრქუა დედამან: შვილო, რაჲ ესე მიყავ ჩუენ, რამეთუ აჰა ესერა ურვით გეძიებთ შენ?
104. და ვითარ-იგი წინაჲთ ვთქუთ, აღესრულებოდეს სიტყუანი იგი სჳმეონის წინაწარმეტყუელისანი, ვითარმედ „შენსაცა სულსა განვლოს მახჳლმან“, და ქალწული იგი ეტყოდა იესუს:
105. რაჲსათჳს არა მოხუედ ჩუენ თანა, შვილო, ანუ რად ჰზი შენ შორის მღდელთმოძღუართა და ჰკითხავ და ასწავებ, რომელსა წიგნი არღა გისწავიეს, და იგინი გხედვენ, ვითარცა მჴეცნი კრავსა?
106. ხოლო უფალი გამოუცხადებდა მათ საიდუმლოსა ღმრთეებისა თჳსისასა კაცობრივ და ჰრქუა მათ: რად მეძიებთ მე?
107. არა იცოდეთა, რამეთუ სახლსა მამისა ჩემისასა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ?
108. რასა იტყოდა ჩემთჳს სჳმეონ? არა უფლით მხადოდაა მე და ღმრთად აღმიარა?
109. და თქუენ ვითარცა ყრმასა მეძიებთ!
110. ერთი მივის მამაჲ, ხოლო თქუენ მსახურად ოდენ მოგიგენ.
111. აწ სიტყუაჲ ესე დავასრულოთ და მოვიწრაფოთ საკურთხეველად და საიდუმლოსა ზიარ ვიქმნნეთ,
112. რომლისა მიერ ყოველი სოფელი განმტკიცნების და ეკლესიაჲ განმრავლდების ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და ყოვლად წმიდით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი