|
"სინური მრავალთავი"
თხზულება მეჩვიდმეტე
1. [თ̃ა ფებერვალსა ბ~ 2. მიგებებაჲ. დღესა, რომელსა მიიქუა სჳმეონ მკლავთა თჳსთა ზედა უფალი 3. თქუმული ევსუქი ხუცისაჲ იერუსალემელისაჲ. მეორმეოცისა მის დღისა შობითგან ქალწულისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა ოდეს მიიყვანეს ტაძრად, ვითარ აკურთხევდა წ̃ა სჳმეონ] 4. .................................................(სილო)ამდ მის პირველისაებრ სარწმუნოებით და მანცა იგივე ხედვაჲ მოიპოვენ. 5. უკუეთუ ვინმე დაჴსნილი იყოს, შევედინ იგიცა პირველსავე მას საბანელსა პროდიაკისასა და ეყოს მას, რაჲცა ენებოს, გარნა ჰრწმენინ ხოლო და ესევდინ მას, რომელმან-იგი ათვრამეტისა წლისა დაჴსნილი აღადგინა. 6. უკუეთუ ვინმე ქურივი იყოს, ჰბაძევდინ იგი წმიდასა ანნას წინაწარმეტყუელსა მარხვითა, მღჳძარებითა და ლოცვითა. 7. უკუეთუ ამის ცხოვრებისა განმაძღარი იყოს, ესმსგავსენ იგი წმიდასა სჳმეონს და ჰბაძევდინ იგი მისა მას ღირსებით ცხოვრებასა და იგიცა იქმენინ ტაძარ და სადგურ სულისა წმიდისა; 8. და შენცა მიისწრაფე, ვითარცა მან ტაძარსა მას. 9. რამეთუ მუნ ორნი გურიტნი ანუ ორნი მართუენი ტრედისანი შეიწირვოდეს, ხოლო აქა გურიტისა წილ წმიდაჲ იგი წმიდათაჲ შეიწირვის, რამეთუ სულისაჲ იყო შესაწირავი და ჴორცთაჲ მუნ მხოლოდ-შობილი ყრმად ჩჩჳლად აჩუენებდა. 10. ხოლო იორდანეს ჰხედევდ მას განშიშუვლებულად და დაგიკჳრდებოდა გარდამოსლვაჲ იგი სულისა წმიდისაჲ სახედ ტრედისა მას ზედა და გესმოდა ზეცით გარდამოჲ იგი წამებაჲ მამისაჲ და აღიაარებდ მას ღმრთად; 11. ჰხედევდ მას ჯუარსა ზედა დამოკიდებულსა და მიეგებვოდე კურთხევად მკუდრეთით აღდგომილსა. 12. ოდეს შევიდეს იესუ იერუსალემდ, ყრმაჲ ყოველი დაბადებული იძრვოდა, რამეთუ სჳმეონს ვითარცა ყრმაჲ აქუნდა მკლავთა ზედა, ხოლო ღმრთად ქადაგებდა და იტყოდა: აწ, უფალო, განუტევე მონაჲ შენი მსგავსად სიტყჳსა შენისა მშჳდობით. 13. არა ხოლო თუ მე, არამედ პირველ ჩემსა ადამი პყრობილებისაგან განეტევების და მისი იგი საცთური დაჴსნდების. 14. ამიერითგან არღარავინ აყუედროს გარდასლვაჲ იგი მცნებათაჲ და აღმოცჱნებაჲ იგი ეკალთაჲ, რამეთუ მდიდარი იგი მისთჳს დაგლახაკნა და ეკლისაჲ იგი გჳრგჳნი მის წილ მან დაიდგა და ჯუარსა ზედა განიპყრნა ჴელნი, რაჲთა თანა-ნადები იგი მისი მან გარდაიჴადოს. 15. აწ, უფალო, განუტეო მონაჲ შენი მშჳდობით. 16. სიტყჳთა ჰყოფს ესე, რომელ-იგი თქუა ესაია, ვითარმედ: არა თუ მოციქულმან, არცა ანგელოზმან, არცა მამშჳდებელმან, არამედ მან თავადმან აცხოვნნა იგინი. 17. აწ არა თუ ძალნი ცათანი რაჲ საშინელებით მოავლინნა, არცა ანგელოზნი იგი ცეცხლებრ მოტყინარენი განსადევნელად მისთჳს, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: აღვიდე სიმაღლესა ცისასა და მუნ დავიდგნე საყდარნი ჩემნი, 18. არამედ თჳთ თავადმან ქუაბითა მით და ბაგასა შინა შეხუეულმან სახუეველითა მოუღო სამოსელი იგი დიდებისაჲ, რომელ-იგი ზაკუვით მიეპარა ადამისგან. 19. და ამის ყოვლისათჳს დასძინა სჳმეონ და თქუა: რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვრებაჲ შენი. 20. რაჲ იხილეს თუალთა შენთა, ჵ სჳმეონ? ნუ დაჰფარავ ჩუენგან! 21. და იგი იტყჳს: რომელი-იგი პირველ ევაჲსგან წყევაჲ იქმნა, აწ ესერა ასულსა მისსა წყაროჲ იგი ცხორებისაჲ მოაქუს და ჭეშმარიტად, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა. 22. რომელმან ჩუენთჳს ჴორცნი შეისხნა, გუექმნა ჩუენ თაყვანის-საცემელ, რაჲთა არღარა ძელთა და ქვათა და ყოველთა დაბადებულთა ცთომით თავყანის-სცემდენ კაცნი, 23. არამედ ჭეშმარიტსა ღმერთსა უხილავსა და ძესა მისსა მხოლოდ-შობილსა, რომელმან-იგი ჩუენთჳს ჴორცნი შეისხნა და ვიხილეთ ჩუენ, და სულსა წმიდასა. 24. აწ ვითარ ყოვლად განკრძალულად თქუა სულიერად წინაწარმეტყუელმან შემდგომიცა ესე: ნათელი გამობრწყინებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა? 25. უკუეთუმცა არა მოვიდა მაცხოვარი ყოველთაჲ, წარმართნიმცა არა ცხომდეს; 26. და უკუეთუმცა ნათესავი აბრაჰამისი არა შოვამდგომელ იქმნა, განბნეულნი ისრაელისანი არამცა შეკრებულ იყვნეს; 27. და უკუეთუმცა ბუნებისა იგი შემოქმედი და მუშაკი სარწმუნოებისაჲ არა მოსრულ იყო ზეცით, წინადაცუეთილებისა იგი ზღუდჱ არამცა დაცემულ იყო; 28. და უკუეთუმცა ქვაჲ იგი საკიდური ჩუენ არა ხურო გუექმნა, დაჴსნილი იგი სახლი ვერ შესაძლებელ იყო აღშჱნებად. 29. და იყვნეს მამაჲ მისი და დედაჲ მისი დაკჳრვებულ სიტყუათა მათ ზედა სჳმეონისათა, რომელთა-იგი იტყოდა წინაწარმეტყუელებით იესუჲს ზედა, რამეთუ ლიტონ იყო მიხედვაჲ მისი და ღმრთეებრ ადიდებდა ყრმად მიქუმული და ღმრთად საგონებელი. 30. და აკურთხნა იგინი სჳმეონ და თქუა: აჰა ესერა ესე დგას დაცემად მრავალთა და აღდგინებად ისრაელსა შორის. 31. რაჲ არს დაცემაჲ იგი და აღდგინებაჲ? 32. გუნებავს, წინაწარმეტყუელო, რაჲთა გულისხმა-ვყოთ. 33. – დაეცა იუდა და აღდგა პავლე; 34. ჰურიათაჲ იგი კრებული განისხმის და მეძავი იჩინების; 35. ფარისეველნი დაიშაჯებიან და მეზუერენი ინატრებიან; 36. მწიგნობარნი შეურაცხ-იქმნებიან და მოგუნი წინაწარმეტყუელად იწოდებიან. 37. და მარიამს ჰრქუა, ვითარმედ: შენსაცა სულსა განვიდეს მახჳლი. 38. ოდეს იხილო იგი ჯუარსა ზედა განკუართული, რომელსა-იგი ჰმოსიეს დიდებაჲ მამისაჲ; 39. ოდეს-იგი იხილო, იგი შენ ჰშევ, რაჟამს აგინებდენ მას, ჰურიანი და ყოველნი დაბადებულნი მათსა მას კადრებასა მის ზედა განკრთენ და შეიშალნენ; 40. ოდეს იძრვოდის ქუეყანაჲ და კლდენი განსთქდენ და ქვანი აღცჳვოდიან, და ენებოს, რაჲთამცა დაჰკრბეს ღმრთის მბრძოლთა მათ; 41. ოდეს იხილო ტაძარსა მას შინა თჳნიერ ჴელისა განპებაჲ იგი კრეთსაბმელისაჲ მის, და მაშინ გამოჩნდენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი. 42. ვითარ, ჵ, წინაწარმეტყუელო? გულთა ზრახვანიცა იგი გუაუწყენ ჩუენ. 43. რომელთა მრავალთანი? – ცან, რამეთუ პილატჱსი იგი დაბანაჲ ჴელთაჲ, განზრახვაჲ და ცნობაჲ გულისაჲ ძისა ღმრთისაჲ იყო და გამოჩინებით თქუა: უბრალო ვარ მე სისხლისაგან ამის მართლისა. 44. და რაჲთა კაიფაჲსი იგი სიბოროტჱ და ანნაჲს კადნიერებაჲ გამოჩნდეს და მღდელთა ცილობაჲ გამოცხადნეს და ასისთავისა იგი წამებაჲ გჳრგჳნოსან იქმნეს 45. და ავაზაკისაჲ მის აღსაარებაჲ ყოველსა ქუეყანასა განეფინოს და დედათაჲ იგი მოწრაფებაჲ ყოველთა უფროს გამოჩნდეს და ცნან ყოველთა წარმართთა, 46. რამეთუ ჯუარცჳმასა მას თანა იყვნეს და საფლავისაგან არა განეშოვრნეს და მჴსნელსა მას და მწყალობელსა სასოებით მოელოდეს მესამესა დღესა აღდგომად და ერთობით დიდებად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|