|
"სინური მრავალთავი"
თხზულება მეთექვსმეტე
1. დ~. თქუმული კჳრილჱსი. ნათლის-ღებისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა 2. იხარებდინ ცანი და გალობდინ ქუეყანაჲ მათთჳს, რომელნი-იგი სხურებითა მით ბანად არიან და განმწმედად არიან საპკურებელითა მით ცნობისაჲთა და ძალითა მით ვნებისა მისებრ, რომელსა-იგი უსუპითა და ლერწმითა ასუეს. 3. და ძალნი ცათანი იხარებდეს და რომელნი-იგი სულნი მოსლვად არიან, ზეცისასა მას სიძესა შეერთებოდეთ. 4. ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი. 5. რამეთუ არა მცირე არს საქმჱ ესე, ვითარმცა უცნობელი რაჲმე შერთვაჲ იყო, არამედ სულისა მიერ შეერთებაჲ არს, რომელი-იგი ყოვლისა გამომეძიებელი არს და სარწმუნოთა გამოირჩევს. 6. რამეთუ ამის სოფლისანი იგი ქორწილნი არა ეგრჱთ არიედ განკითხვით, არამედ, სადაცა სიმდიდრჱ გინა თუ სიკეთჱ, მუნ უადრე მიხედის სიძემან. 7. ხოლო აქა არა თუ სად-იგი ჴორცთა სიკეთჱ არს, არამედ სადა სულისაჲ იგი შეუგინებელი გონებაჲ; 8. აქა არა თუ მამონაჲსი იგი შეკდემული, არამედ სულისაჲ იგი ღმრთის მოშიშებით სიმდიდრჱ. 9. აწ უკუე ერჩდით, შვილნო, იოვანეს სიმართლისა ქადაგებასა, რომელი გლოცავს თქუენ და იტყჳს: წრფელ ყვენით გზანი უფლისანი, განიშორეთ ყოველი დრკუჲ და საცთური, 10. რაჲთა წრფელსა მას ხჳდოდით ცხორებად საუკუნოდ, განჰმზადოთ სულისაჲ ჭურჭელი წმიდაჲ შეორგულებითა მით სარწმუნოებისაჲთა შეწყნარებითა სულისა წმიდისაჲთა. 11. იწყეთ განრცხად სამოსელთა თქუენთა სინანულითა, რაჲთა სასძლოსა მას, რომელსა ჩინებულ ხართ, წმიდად იპოვნეთ. 12. რამეთუ სიძჱ იგი უწესს ყოველთა ერთად უხუებით, რამეთუ ნიჭით არს მადლი და ჴმაჲ მაღალთაგან ქადაგთა ჴმითა შეჰკრებს ყოველთა, ხოლო შინაგან შესრულთა მათ განიკითხავს და აღიხილავს იგი თჳთ თავადი. 13. ნუ იყოფინ უკუე აწ სახელ-დებულთა ამათ სმენად ესე: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რომელსა არა გმოსიეს სამოსელი საქორწინჱ? 14. არამედ იყავნ თქუენ ყოველთა სმენად: ეჰა, მონაო სახიერო და სარწმუნოო, მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ და მრავალსა ზედა დაგადგინო შენ. 15. შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა! 16. რამეთუ აწ გარეშეღა სდგა კართა, არამედ იყავნ, რაჲთა თქუენ ყოველთა სთქუათ: იხარებდინ სული ჩემი უფლისა მიმართ. 17. რამეთუ შემმოსა მე სამოსელი ცხორებისაჲ, ვითარცა სიძესა დამადგა მე გჳრგჳნი და ვითარცა სძალი შემმოსა მე სამკაულითა, რაჲთა იპოოს თქუენ ყოველთა სული შეუგინებელ და უბიწო. 18. არა ვიტყჳ, პირველ მოღებადმდე მადლისა რაჲსა-მემცა უკუე იჩინენით მოტევებასა ცოდვათასა, არამედ შემდგომად მოღებისა მის მადლისა, რაჲთა უბრალო იპოვოს გონებაჲ შენი და თანა-მორბედ ექმნეს მადლსა მას. 19. ნანდჳლვე დიდ არს საქმჱ ესე, ძმანო. 20. აწ კრძალვით მოუჴდეთ მას, რამეთუ კაცად-კაცადი თქუენი წარდგომად არს წინაშე ღმრთისა და წინაშე ბევრთა მათ ანგელოზთა, და სულმან წმიდამან აღგბეჭდნეს თქუენ და სული თქუენი, და აღწერად ხართ თქუენ ერისა კაცად დიდისა მეუფისა. 21. ამიერითგან განემზადენით და განეკრძალელენით. 22. არა თუ სამოსელი ბრწყინვალჱ ჴამს აქა მოსად, არამედ სულისაჲ იგი გონიერებით ღმრთის მოშიშებაჲ. 23. ნუ ვითარცა წყალსა ლიტონსა ხედავ შენ ბანასა მას, არამედ წყალსა თანა მოცემულსა მადლსა. 24. ვითარცა ბომონთა მათ ზედა კერძოთასა, შეწირული იგი დაღათუ ბუნებით არნ ლიტონ, ხოლო შე-ვე-გინებულ იქმნის სახელ-დებითა კერპთაჲთა, ეგრე ცვალებულად ჩ˜ნცა ლიტონმან მან წყალმან სახელ-დებითა მით მამისა, ქრისტჱსითა და წმიდისა სულისაჲთა ძალი სიწმიდისაჲ მოიღო. 25. რამეთუ მრჩობლი არს კაცი – სულთაგან და ჴორცთა შეყოფილ. 26. ეგრეცა მრჩობლ არს განსაწმედელი იგი: უსხეულოჲ იგი უსხეულოსა, ჴორცი იგი ჴორციელსა, წყალი იგი განსწმედს ჴორცთა და სული წმიდაჲ აღჰბეჭდავს სულთა, რაჲთა სხურებოლნი გულითა, განბანილნი ჴორცითა წყლითა მით წმიდითა მოუჴდეთ ღმერთსა. 27. აწ, რაჟამს წყალსა ამას შეხჳდოდი, ნუ წყალსა ამას ლიტონსა ხედავ, არამედ შეწევნასა სულისა წმიდისასა და ცხოვრებასა ელოდე, რამეთუ თჳნიერ მათ ორთასა ვერ ეგების სრულ-ყოფაჲ. 28. არა თუ მე ვიტყჳ ამას, არამედ უფალი იესუ, რომელსა-იგი ჴელმწიფებაჲ აქუს საქმისაჲ ამის და იტყჳს: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლითა და სულითა, ვერ შევიდეს სასუფეველსა ღმრთისასა. 29. არცაღა რომელი წყლითა ხოლო ბანილ არს და ვერ ღირს-ქმნულ არს იგი სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების მას, ვითარმცა სრული აქუნდა მადლი; 30. და არცაღა თუ ვინმე იყოს საქმითა და არა მოეღოს ბეჭედი იგი სულისაჲ, ვერ შევიდეს სასუფეველსა ცათასა. 31. საკადრებელ არს სიტყუად ესე, არამედ არა მე ვიტყჳ ამას. 32. არამედ იესუ არს, რომელი იტყჳს ამას. 33. მოვედით აწ სიტყჳსა ამის გამოცხადებასა საღმრთოთაგან წიგნთა. 34. კორნელიოს იყო კაცი მართალი, რამეთუ ანგელოზთა ხილვასა ღირს იქმნა ვითარცა ძეგლი კეთილი. 35. ლოცვანი მისნი და საქმენი კეთილნი ცათა შინა წინაშე ღმრთისა აღემართნეს, ხოლო რაჟამს პეტრე მოვიდა, მას ჟამსა შინა მეყსეულად სული წმიდაჲ მოხეფინა მორწმუნეთა მათ. 36. მაშინ იტყოდეს ენათა და წინაწარმეტყუელებდეს. 37. შემდგომად მოცემისა მადლისა სულისა წმიდისა, – იტყჳს წიგნი, – უბრძანა მათ პეტრე სახელითა უფლისა იესუ ქრისტჱსითა ნათლის-ღებაჲ, რაჲთა პირველად სარწმუნოებითა მით სული იგი იშვეს და მერმეღა მიიღონ ჴორცთა ჴრწნილი იგი. 38. და უკუეთუ ვისმე სწადის კითხვად, ვითარმედ რაჲსა წყლისაგან და არა სხჳსაგან წესისა მოეცემის მადლი იგი, საღმრთონი წიგნნი აიხუენ და ჰპოო, ვითარმედ დიდ და მთავარ არს წყალი და ოთხთა საჩინოთა მათ წესთა უმჯობჱს. 39. ანგელოზთა საყოფელ ცანი არიან, არამედ წყალთაგანვე არიან. 40. ქუეყანაჲ არს საყოფელი კაცთაჲ, ეგრევე წყალთა ზედა არს; 41. და უწინარჱს ყოველთა მათ შობათა შესაქმესა ექუსა დღეთასა სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა. 42. დასაბამი სოფლისაჲ არს წყალი, დასაბამი სახარებისაჲ იორდანჱ არს. 43. განთავისუფლებაჲ ისრაელისაჲ ფარაოჲსგან ზღჳთა მით და განთავისოფლებაჲ ცოდვათაგან განბანითა მით წყლისაგან სიტყჳთა. 44. სადაცა ვის მიმართ იყოს აღთქუმაჲ, მუნცა წყალი. 45. შემდგომად წყლით რღუნისა დაიდვა შჯული ნოვჱს მიმართ; 46. და იჱ˜ლსა მიმართ მოეცა შჯული მთასა სინასა, არამედ შემდგომად სხურებისა მის წყლისა მატყლითა მეწამულითა და უსუპითა ელია ამაღლდა, არამედ არა თჳნიერ წყლისა – პირველად წიაღჴდა იორდანესა და მაშინღა მჴედრ აღვიდა ზეცად. 47. ეგრევე პირველად მღდელთმოძღუარი იგი იბანის და მაშინღა კუმევად წარდგის. 48. პირველად აჰრონ განიბანა და მაშინღა იქმნა მღდელთმოძღუარ ვითარმცა უკუე შეჰგვანდა სხუათა მცველად, რომელი-იგი წყლითა არა განწმედილ იყო! 49. და მუნ სახჱ ნათლის-ცემისაჲ – ემბაზი იგი საბანელ იყო კრავსა მას შინა წამებისასა. 50. ძუელისა შჯულისა დასასრული და ახლისა შჯულისა არს ნათლის-ღებაჲ, რამეთუ იოვანე იყო წინამძღუარ საქმისა მის, რომლისა იგი უფროჲს არავინ იყო შობილი დედათაგანი და დასასრული წინაწარმეტყულთაჲ, 51. რამეთუ წინაწარმეტყუელნი ყოველნი და შჯული ვიდრე იოვანჱსამდე, ხოლო სახარებისა მის საქმეთა დასაბამ. 52. რამეთუ დასაბამი სახარებათაჲ იესუ ქრისტჱ არს. 53. და მისა შემდგომად იტყჳს: იყო იოვანე უდაბნოსა და ნათელ-სცემდა. 54. და ღათუ ელიაჲსი თქუა, რომელი ამაღლდა, არამედ არავე უფროჲს იყო იოვანჱსა. 55. არა თუ მე ვიკადრებ წინაწარმეტყუელთა შეტყუებად, არამედ უფალი იგი მათი და ჩუენი იესუ ქრისტჱ იტყჳს: უფროჲსი დედათა ნაშობი იოვანჱსა არავინ აღდგომილ არს. 56. არა თქუა შობილი ქალწულისაგან, არამედ დედათაგან, რამეთუ მონისაჲ მის მონათა მიერ არს შეტყუებაჲ, ხოლო ძისა მადლი მონათა მიერ შეუტყუებელ არს. 57. აწ იხილე, რომელი კაცი წინამძღურად მადლისა მის გამოირჩია ღმერთმან, უპოვარი და უდაბნოჲს მოყუარჱ, ხოლო არაჲ თუ კაცის მოძულჱ; 58. მკალსა ჭამდა და ფრთოვან იქმოდა სულსა, თაფლითა იზრდიდა და თაფლისა უტკბოჲსსა და უსარგებლჱსსა იტყოდა. 59. სამოსლად ემოსა სტევისაგან აქლემისა და მონაზონებისა საქმესა თჳსაგან აჩუენებდა, რომელი-იგი სულისაგან წმიდისა საშოსა შევიდა დედისასა. 60. განწმიდნა იერემიაცა, არამედ არა წინაწარმეტყუელებდა საშოსა შინა, ხოლო იოვანე ხლდებოდა წინავე საშოსა შინა სიხარულით, და ღათუ ჴორციელითა თუალითა არა ხედვიდა უფალსა, არამედ სულითა იცნა იგი. 61. რამეთუ დიდ არს ნათლის-ღებისა მადლი, ჯერ-იყო დიდიცა იგი წინამძღუარი აღდგინებად. 62. ესე ნათელ-სცემდა იორდანესა ზედა მდინარესა და განვიდოდეს მისა ყოველი იჱ˜მი და პირველსა მას ნაყოფსა ნათლის-ცემისასა მოიღებდა: უფროჲს ყოველთა მათ კეთილთა პატივი იჱ˜ლმს შინა. 63. არამედ გულისხმა-ყავთ და ცანთ, იჱ˜ლმელნო, რავდენნი იგი განვიდოდეს და ნათელს-იღებდეს მისგან და აუვარებდეს ცოდვათა მათთა, პირველად უჩუენებდეს მას წყლულებათა მაათთა. 64. მაშინღა დასდებდა წამალსა მას მორწმუნეთა მათ, მოსცემდა გამოჴსნასა ცეცხლისა მისგან საუკუნოჲსა. 65. და გნებავს თუ ცნობად, რამეთუ ჴსნაჲ არს ნათლის-ღებაჲ ცეცხლისა მისგან საუკუნოჲსა: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მომავალისა მისგან რისხვისა? 66. ამიერითგან ნუღარამცა ხართ იქედნე, არამედ ოდესმე იყვენით. 67. აწ განიძარცუეთ პირველისა საცოდველისა ცხოვრებისა ძალი ყოველივე. 68. გუელი ჴურელსა იწროსა შევალს და განიძარცუავს სიბერესა და სიძუელჱ შეჭირებითა მით იწროებისაჲთა განიყარის და მიერითგან ახალ არნ იგი ჴორცითა. 69. ესრჱთ შევედ შენცა იწროჲსა მის მიერ და შესაჭირვებელისა კარისა, შეიიწრე თავი შენი მარხვითა. 70. იიძულე, განიშორე შენგან წარსაწყმედელი იგი, განიძარცუე ძუელი იგი კაცი საქმითურთ მისით და თქუ, რომელი-იგი ქებათასა წერილ არს: განვიძარცუე სამოსელი ჩემი, ვიდრემდე შევიმოსო იგი. 71. უკუეთუ ვინმე იყოს თქუენ შორის ორგული კაცთ მოთნჱ და ღმრთის მოშიშად საგონებელ იყოს და გულითა არ ჰრწმენეს, ეგევითარსა მას სჳმონ მოგჳსაჲ აქუს ორგულებაჲ; 72. არა თუ რაჲთა მოვიდეს და მიიღოს მადლისა მისგან, არამედ რაჲთა ვაჭრობდეს მიცემულსა მას. 73. ისმინენ ეგევითარმან მან იოვანჱსგანვე, ვითარმედ: აწვე ეგერა ცული ძირთა ხეთასა ძეს. 74. ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას. 75. რამეთუ თუალ-უხუავ არს მსაჯული იგი, ამისთჳს განიშორე შენგან ორგულებაჲ და რომელნი-იგი არიან ნაყოფნი სინანულისანი. 76. და რომელსა ედვას ორი სამოსელი, მიეცინ, რომელსა-იგი არა აქუნდეს და., საზრდელი, ეგრევე ყავნ. 77. სარწმუნო იყო მოძღუარი იგი, რამეთუ პირველ ჰყოფდა, რომელსა-იგი ასწავებდა; 78. არა ჰრცხუენოდა, რომელსა-იგი იტყოდა, და არა დააყენებდა იჭჳ ენასა თჳსსა. 79. აწ შენ სულისა წმიდისა მადლი მოღებად გნებავს და საჭმელთა წარმავალთა გლახაკთა არა გნებავს ცემად! 80. დიდსა ეძიებ და მცირჱ იგი გეწყალის; 81. და ღათუ მეზუერჱ ხარ, გინათუ ვინმე მეძავი ხარ, შეინანე და ესევდ ცხოვრებასა, რამეთუ იტყჳს: მეზუერენი და მეძავნი წინა-გიძღუენ სასუფეველსა ღმრთისასა. 82. უწამებს ამას პავლე და იტყჳს: არცა მეძავთა, არცა მეკერპეთა, არცა შემდგომითი-შემდგომად, ვითარცა იტყჳს, სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ. 83. და ესრე ოდესმე იყვენით, არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით. 84. არა თქუა: „ვიეთნი ხართ“, არამედ: „ვიეთნი-ეგე იყვენით“ უმეცრებასა შინა, ცოდვაჲ მიეტევების, ხოლო რომელი დაადგრეს ბოროტსა მას ზედა, დაისაჯოს. 85. გაქუს შენ სიქადულად ნათლის-ღებისად თავადი ძჱ ღმრთისაჲ მხოლოდშობილი. 86. ამიერითგან რაჲ ღამე მიჴმს კაცისათჳს სიტყუად? 87. დიდი იყო იოვანეცა, არამედ რაჲ სწორება-უც უფლისა თანა? 88. ჴმოვან იყო ჴმითა, არამედ რაჲ სწორება იყო სიტყჳსა მის? 89. კეთილ იყო ქადაგი იგი, არამედ რაჲ ესწორების მეუფესა? 90. უმჯობჱს იყო იგი, რომელი-იგი ნათელ-სცემდა წყლითა, არამედ რაჲ სწორება-უც მის თანა, რომელ-იგი ნათელ-სცემდა სულითა და ცეცხლითა? 91. ნათელ-სცა მოციქულთა მაცხოვარმან, რაჟამს-იგი იყო მეყსეულად ზეცით ოხრაჲ ვითარცა ქარისა სასტიკისაჲ, და აღივსო ყოვლად სახლი იგი, სადაცა-იგი სხდეს, 92. და ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი და დაადგრა თითოეულსა კაცად-კაცადსა მათსა და აღივსნეს ყოველნი სულით წმიდითა. 93. რომელმან არა ნათელ-იღოს, მას ცხორებაჲ არა აქუს, გარნა მარტჳლთა ხოლო, რომელთა თჳნიერ წყლისა ნათლის-ღებისა დაიპყრან სასუფეველი, 94. რამეთუ, რაჟამს იჴსნიდა ჯუარითა სოფელსა მაცხოვარი და გუერდსა უგმირის, გამოჴდა სისხლი და წყალი, რაჲთა რომელთამე ჟამსა მშჳდობისასა სულითა წმიდითა და წყლითა ნათელ-იღონ და რომელთამე კუალად ჟამსა დევნისასა თჳსითა სისხლითა ნათელ-იღონ. 95. და წამებს ამას, იცის ნათლის-ღებად სახელი წოდებად იესუ და იტყჳს: შემძლებელ ხართა სასუმელისა მის შესუმად, რომელ-იგი მე შევსუა, და ნათლის-ღებაჲ იგი, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ? 96. და მარტჳლთა აღიარეს და სოფლისა საჩუენებელ იქმნნეს და ანგელოზთა და კაცთა. 97. ხოლო შენ წუთ მელოდ და აღვიარო, არამედ არღა არს ჟამი სმენად შენდა. 98. ამისთჳს განწმიდა ნათლის-ღებაჲ უფალმან იესუ, რამეთუ მან თავადმან პირველად ნათელ-იღო. 99. უკუეთუ ძემან ღმრთისამან ნათელ-იღო, ვინმე უკუე შეურაცხ-ყოს ნათლის-ღებაჲ და ეგევითარი იგი ღმრთის მსახურ იყოს? 100. ხოლო ნათელ-იღო ამისთჳს: არა თუ მან მოტევებაჲ ცოდვათაჲ მოიღო, – რამეთუ იგი უცოდველ არს, – არამედ, დაღათუ უცოდველ არს, ნათელ-ვე-იღო, რაჲთა მადლი თჳსი და პატივი მოსცეს ნათლის-მღებელთა. 101. ვითარცა-იგი ყრმანიცა იზიარნა ჴორცთა და სისხლთა და მანცა იგივე ვნებაჲ მოიღო, რაჲთა, ვითარცე-იგი ჴორციელად მოსლვასა მისსა ზიარ ვიქმნენით, ეგრეცა ღმრთეებისასა მის მადლსა ვეზიარნეთ. 102. თავადმან ნათელ-იღო იესუ, რაჲთა ამისთჳსცა ჩუენ ზიარებაჲ იგი მოვიღოთ და ცხორებასა თანა პატივი. 103. ვეშაპი იყო წყალთა შინა, ვითარცა იტყჳს იობი, რომელმან შთაიწრიდის იორდანჱ თუალსა მისა და, რამეთუ ჯერ-იყო შემუსრვად თავები ვეშაპისაჲ მის, შევიდა თავადი წყალთა მათ შინა და შეკრა ძლიერი იგი, 104. რაჲთა ფლობაჲ მოგუეცეს ჩუენ დათრგუნვად გუელთა ზედა და ღრიაკალთა და ყოველსა ძალსა მტერისასა. 105. არა მცირჱ მჴეცი იყო, არამედ საშინელი. 106. ყოველი ნავი მესათხეველთაჲ ვერ შემძლებელ იყო მოღებად ერთსა ქეცსა ბოლოჲსა მისისა. 107. წინაშე მისა რბის წარსაწყმედელი და მოსრვიდა, რომელი შეემთხუეოდა მას. 108. წარმოუძღუა ცხოვრებაჲ, რაჲთა დაიკრას პირი სიკუდილმან, რაჲთა ყოველთა მათ ცხოვრებულთა თქუან: სადა იყო ძლევაჲ შენი, სიკუდილო? 109. ანუ სადა იყო ძლევაჲ შენი, ჯოჯოხეთო? 110. ... რომელი-იგი არს ნათლის-ღებაჲ. 111. რ̃ შეხუალ შენ წყალსა მას და შე-ღა-გმოსიეს ცოდვაჲ იგი, არამედ მადლსა მის მოსლვამან აღბეჭდოს სული შენი და მიერითგან არღარა უტეოს შთანთქმად საშინელისა მისგან ვეშპისა. 112. მომკუდარი ცოდვითა შეხუალ მას და ამოხჳდე მიერ განმართლებული სიმართლითა. 113. უკუეთუ თანა ნერგ ექმნე შენ მსგავსებასა მას სიკუდილისა მისისასა, ეგრეცა აღდგომასა ღირს იქმნე, ვითარცა-იგი იესუ ცოდვანი სოფლისანი თავს-ისხნა და მოკუდა, რაჲთა მოაკუდინოს ცოდვაჲ და სიმართლით აღდგეს, 114. ეგრეცა შენ შთახჳდე წყალსა მას და ვითარცა სახედ რაჲმე დაეფლვი წყალთა მათ შინა, ვითარცა-იგი იესუ კლდესა მას შინა, მერმე კუალად აღსდგე და განახლებული ცხოვრებითა ხჳდოდი. 115. და ოდეს-იგი ნიჭსა მას ღირს იქმნე მოღებად, მაშინცა მჴდომისა მის ბრძოლად მოგეცეს შენ ჴელმწიფებაჲ. 116. ვითარცა-იგი ნათლის-ღებისა შემდგომად უფალი გამოიცადებოდა ორმეოც დღე, არა თუ უწინარჱსცა მისა ძლევად ვერ ეძლო, არამედ ყოველივე წესით და შემდგომითი-შემდგომად ეგულებოდა ყოფად; 117. ეგრეცა შენ პირველ ნათლის-ღებისა მჴდომთა მათ ნუ იკადრებ ბრძოლად, ხოლო, რაჟამს მიიღო მადლი იგი, მიერითგან გულ-პყრობილ იყავ სიმართლისა მის საჭურველითა, მჴნდებოდე მას შინა და, გინდეს თუ, ახარებდეცა. 118. იესუ, ძჱ ღმრთისაჲ, პირველ ნათლის-ღებისა არა ახარებდა. 119. უკუეთუ თჳთ უფალი მოვიდა ჟამითი-ჟამად წესიერად ჟამთა მათ ჩუენ მონათა, ვჰრიდოთ-მეა უწესოდ ჟამთა მათ გარდასვლად? 120. მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად. 121. მაშინ გარდამოჴდა სული წმიდაჲ, ჴორციელად ხილული ვითარცა ტრედი, არა თუ რაჲთა იესუ იხილოს იგი პირველად, – რამეთუ იცოდა იგი მისა წინაცა, – ჴორციელად მოვიდა, რაჲთა იხილოს იოვანე ნათლის-მცემელმან. 122. და იტყჳს: მე არა ვიცოდე იგი, არამედ, რომელმან მომავლინა მე ნათლის ცემად, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული წმიდაჲ, გარდამომავალი მის ზედა, იგი არს თავადი. 123. უკუეთუ გაქუნდეს შენცა შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ ღმრთის მოშიშებისაჲ, მოვიდეს შენ ზედაცა სული წმიდაჲ და ჴმაჲ მამისაჲ ზეცით ოხრიდეს შენ ზედა, რამეთუ არა „ესე არს ძჱ ჩემი“, არამედ: „ესე აწ იქმნა ძედ ჩემდა“. 124. ი˜ჳს ზედა არსებაჲ იგი ითქუა, რამეთუ დასაბამსა იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. 125. მის ზედა არსებაჲ იგი, რამეთუ მარადის და ოდესვე არს ძჱ ღმრთისაჲ; 126. ხოლო შენ ზედავე „აწყა იქმნა ძე“, რამეთუ არა ბუნებით ხარ ძჱ, არამედ მადლით შვილებასა მას მიიღებ. 127. იგი სამარადისო არს, ხოლო შენ წარმოჩინებით მიიღებ მადლსა მას. 128. აწ უკუე განუმზადე თავისა შენისა ჭურჭელი, რაჲთა იქმნე შვილ ღმრთის და მკჳდრ ღმრთისა მიერ. 129. უკუეთუ ეგრჱთ განჰმზადო თავი შენი, რაჲთა მი-ცა-იღო, და, თუ სარწმუნოებით მოხუალ, რაჲთა სარწმუნოცა იქმნე. 130. განოშოვრე ძუელი იგი კაცი ნეფსით თჳსით. 131. ყოველი, რაჲცა გიქმნიე, – გინა თუ სიძვაჲ, გინა თუ მრუშებაჲ, გინა თუ სხუაჲ რაჲმე არაწმიდებაჲ, – შეინანე და მოგეტეოს. 132. არარაჲ უფროჲს ცოდვა არს ჯუარ-ცუმისა ქრისტჱსისა და ამის განმწმედელი ნათლის-ღებაჲ არს. 133. რომელნი-იგი მოუჴდეს პეტრეს სამ ათასნი და ეტყოდა მათ, რომელთა-იგი ჯუარს-ეცუა ქრისტჱ, ჰკითხვიდეს მას და ეტ[ყოდეს]........................................................................................
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|