მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"სინური მრავალთავი"

 

თხზულება მეთხუთმეტე

 

1. გ~. თქუმული მისივე. ნათლის-ღებისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱესა
2. და ვითარცაღა ველნი შუენიერნი და სავსენი, ყუავილითა ოქრო-ფერითა შემკულნი, და ვითარცა ხენი, შუენიერად შემოსილნი ფურცლითა, და სადგურნი მფრინველთა სულნელ-მჴმობარეთანი,
3. რომელთა-იგი სმენითა ყურნი კაცთანი განაცხვრნიან და თუალნი, ოდეს-იგი გამოეფინის მზჱ ადგილთა მათ;
4. და ვითარცა წყარონი გულის-სათქუემელნი, რომელნი დაუცხრომელად დიედ, ეგრეცა აქა ეკლესიათა შინა სიტყუათა ღმრთისათა წურთანი და ღმრთისა მიერ სწავლანი განანათლებენ ნათესავსა კაცთასა.
5. მუნ მფრინველთა ფერად-ფერადთა სახიობით რეცა ჴმანი, ხოლო აქა წმიდათა ფსალმუნთაგან რჩეულთა გალობანი;
6. მუნ გურიტნი უდაბნოსა შინა მყოფნი, მღუმინველნი და ზაფხულისა მომატყუებელნი, ხოლო აქა მწუანვილსა მდელოთასა და თაფლსა ველურსა მჭამელი წინამორბედი სულიერითა მით ქადაგებითა აღსძრავს ეკლესიათა ღმრთისათა და ზეცისა იგი ზაფხული გუაუწყა – ქრისტჱ,
7. რომელი გამოჩნდა მაცხოვრად სოფლისა, რამეთუ იტყჳს: მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლის-მცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ.
8. დღეთა მათ, რომელთა გამოჩნდა ძჱ ღმრთისაჲ და ზეცისა მეუფჱ, მისთჳს ესრე თქუა მახარებელმან, ვითარმედ: „მათ დღეთა შინა მოვიდა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, ქადაგებდა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ“.
9. აწ სინანულითა ვითარ მოგუატყუებს სასუფეველსა ღმრთისასა!
10. ეჰა, სინანული და ცრემლი, რომელი-იგი მადლი და მოტევებაჲ აქუს ცოდვათაჲ, და სამოსლისა სასიძობელისა შემმოსელი!
11. ეჰა, სინანული და ცრემლი მწთოლვარჱ, რომელმან-იგი სალმობანი ცოდვათანი განკურნნის და საუკუნოჲ იგი გეჰენიაჲ ცეცხლისაჲ დაშრიტის!
12. ეჰა, სინანულო, ეშმაკისა მარცხუენელო და მონანულთა ჴელის-ამპყრობელო!
13. აწ ვითარ გჳთხრობს, ვითარმედ: გამოვიდოდა იჱ˜ლმი და ყოველი ჰურიასტანი და ყოველნი გარემოჲს მყოფნი იორდანისანი და ნათელს-იღებდეს იოვანჱსგან და აუვარებდეს ცოდვათა მათთა.
14. და სიმრავლესა მას ერისასა თავადიცა იესუ შეერთო მათ.
15. ხოლო იოვანე ვერ იცნა იგი, ვითარცა თჳთ იგივე იტყჳს, ვითარმედ: მე არა ვიცოდე იგი, არამედ, რომელმან მომავლინა მე წყლითა ნათლის-ცემად, მან მრქუა მე, და ჭეშმარიტად მადლმან სულისა წმიდისამან გულისხმა-უყო მას მაცხოვრისაჲცა მათ შორის ყოფაჲ.
16. და ვითარცა მოვიდა იესუ იოვანჱსა, რაჲთამცა ნათელ-იღო მისგან, მიხედა იოვანე და წინამძღურებითა სულისა წმიდისაჲთა იცნა იგი.
17. ზეუკუნ იპყრა იოვანე ჴელი და თავი მოუდრიკა;
18. დაუტევა მან ნათლის-ცემაჲ და შეერთო იგი ნათლის-მღებელთა.
19. და იყო სიტყუაჲ მათ შორის განგრძობილი.
20. იოვანე ჴელსა მას იფარვიდა, ხოლო იესუ ასწრაფებდა მას ნათლის-ცემასა, ხოლო იგი ძრწოდა და ვერ იკადრებდა შეახლებად მისა;
21. და სიმრავლჱ იგი ერისაჲ დაყოვნდებოდა: უნდა მათ, რაჲთამცა გულისხმა-ყვეს, ვითარმედ: რაჲ-მე არს დაცადებაჲ ესე?
22. და რომელნი შ˜ს იყვნეს, მორბიოდეს, რაჲთამცა ცნეს, ვითარმედ: რაჲ-მე-რაჲ არს?
23. და ვითარცა მიიწინნეს, ხედვიდეს და ესმოდა, ვითარ-იგი იოვანე ევედრებოდა უფალსა იესუს, ვითარმედ: მე შენგან მიჴმს ნათლის-ღებაჲ და შენ ჩემდა მოხუალა?
24. ფრიად განჰკრთეს და დაუკჳრდა ყოველთა.
25. და ეტყოდა იოვანე: ნუ მაიძულებ, უფალო, რამეთუ მე შენგან მიჴმს ნათლის-ღებაჲ და მარჯუენჱ ჩემი სხუათაცა ნათლის-ცემად.
26. ვინაჲთგან შენ გიხილე, არასადა ვიცი ბანაჲ მზისა მბრწყინვალისაჲ, არცაღა განბანის თიჴამან წყაროჲ.
27. და რომელნი-იგი მუნ დგეს და იგინიცა, რომელნი შორით მორბიოდეს ხილვად იოვანჱსა, დაცადებასა მას ნათლის-ცემისასა ჰხედვიდეს და ესმოდა იოვანჱსი, ვითარ-იგი სიმდაბლით ესევითარსა ევედრებოდა იესუს და ეტყოდა.
28. ჰკითხვიდა ერთი-ერთსა და ეტყოდა, ვითარმედ: ვინ-მე არს ესე, რომელსა ნათლის-მცემელი ვითარცა ცოდვილი შეურდების და ეტყჳს, ვითარმედ: „მე შენგან მიჴმს ნათლის-ღებაჲ“?
29. ანუ რაჲსათჳს ესრჱთ დაიმდაბლა თავი, რომლისაგან ჩუენ ნათელ-ვიღებთ, და განწმიდნების, ვითარღამცა შჯულისმდებელი ვინმე იყო, ეგრე დაემორჩილების?
30. და ვინ მე არს ესე, რომელმან ესოდენი ერი შეაძრწუნა და, ოდეს-იგი სადუკეველთა და ფარისეველთა მთავართა ნათელ-სცემდა, ესოდენ არა შეეშინა?
31. ეგრჱთ ვის-მე განკჳრვებით ხედავს, ვითარღამცა უფროჲს მისა იყო და ყოველსა შჯულსა უფროჲს ყოველთა კაცთასა იგი აღმასრულებელ იყო?
32. და ვინ-მემცა უფროჲს იოვანჱსა იყო, რომელი უდაბნოსა გარე იყოფოდა და მწუერვალსა მდელოჲსასა ჭამდა?
33. და არცა მიხედვაჲ ამისი და სამოსელი იოვანჱსსა ესწორების, რამეთუ უჩჩო არს, რამეთუ ამისი ხატი – ფეროვან და შუენიერ, ხოლო იოვანჱსი ფერი – ყჳთელ და ჰმოსიეს მას ძაძაჲ.
34. ანუ ვინაჲმე არს ამისი მოსლვაჲ?
35. და ვითარ-იგი ერთმანერთისაგან ეძიებდეს მისთჳს და იკითხვიდეს, გულისხმა-ყვეს იოვანჱსგან, ვინ იყო იგი, რამეთუ სიმდაბლით იგი გამოჩნდა და არა ამპარტავნებით და ყოველსავე შჯულსა სიმდაბლით აღასრულებდა:
36. წინადაცუეთისაჲცა იგი შჯული აღასრულა, და შესაწირავიცა იგი და ძღუენი შეწირა, და ტაძრისაჲცა იგი შესლვაჲ არა შეურაცხ-ყო, და მოსჱს მიერ წიგნთაცა მოსწრაფე იყო, და იოვანჱსგანცა ნათლის-ღებასა ყოველთა ეზიარა.
37. არაჲ თუ წყალმან რაჲ განწმიდა იგი, – რამეთუ იგი იყო განმწმედელი წყალთაჲ, – ამას ყოველსა ჩუენისა ცხოვრებისათჳს აღასრულებდა და ესრჱთ ასწავებდა ნათლის-მცემელსა მას უფალი და ეტყოდა:
38. აცადე აწ, რამეთუ ესრე წეს-არს აღსრულებად ყოველი სიმართლჱ, რამეთუ საწუთროსა მომცემ მე დიდებასა და არღა არს ჟამი გამოჩინებად დიდებისა მის ჩემისაჲ;
39. და ნუ გამოუჩინებ საიდუმლოსა ღმრთეებისა ჩემისასა ეშმაკსა, რომელი არღა მნებავს: ნუუკუე მიცნას მე ეშმაკმან და ვერღარა მკადროს მე განცდად ვითარცა ადამსა, ამისთჳს რამეთუ დაეცეს იგი ღმრთეებისა ჩემისაგან და სიბრძნისა, და აწ ნუ აოტებ ნადირსა მას.
40. მოვიდენ ჟამნი, რომელსა ვიდიდო მე და სიტყუანი ჩემნი.
41. გარნა აწ ესრე შუენის აღსრულებად ყოველი სიმართლჱ, რამეთუ მსხოვრად ნათესავისათჳს კაცთაჲსა მოსრულ ვარ, რაჲთა თანა-ნადები იგი მათი მე გარდავიჴადო;
42. ვითარცა კრავი ნათესავისათჳს კაცთაჲსა მოვედი დაკლვად.
43. აწ ჯერ-არს ჩემდა, რაჲთა კაცთა თანა ვიქცეოდი, და ნუღა მადიდებ მე, არამედ ვითარცა კაცსა.
44. აცადე აწ, რამეთუ ესრე შუენის აღსრულებად ყოველი სიმართლჱ.
45. რამეთუ იოვანე აღიპყრა მარჯუენჱ თჳსი ძწოლით და დასდვა შიშით თავსა ზედა უფლისასა და ზეცანი განეხუნეს და ანგელოზნი ზეგარდამო განკჳრვებით ხედვიდეს, რომელ-იგი იქმნებოდა, და სული წმიდაჲ სახედ ტრედისა გარდამოჴდა და დაადგრა თავსა ზედა უფლისასა.
46. ხოლო ერი იგი განკჳრვებით დგა და იტყოდეს: რაჲმე არს საკჳრველებაჲ ესე, ანუ ვინმე არს ესე, რომლისათჳს ესოდენი საკკრველებაჲ იქმნების?
47. და ვითარ იგინი ამას განკჳრვებასა და ზრახვასა შინა იყვნეს, მუნთქუსვე ზეცით ჴმაჲ ესმა მამისაგან, ვითარმედ: ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ.
48. აწ, საყუარელნო, ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ვცნათ და გულისხმა-ვყოთ სახიერებაჲ იგი კაცთმოყუარისა ღმრთისაჲ,
49. რამეთუ ესრჱთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვიდრემდე ძჱცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მონათათჳს უკეთურთა, მოძულებულთათჳს საყუარელი იგი, ცოდვილთათჳს უცოდველი იგი.
50. აწ ჴორცთა იგი სიმდაბლჱ ჩუენთჳს და არა ღმრთეებისა ბუნებისათჳს, რამეთუ ღმრთეებაჲ არასადა დამცირდების და ჴორცნი იგი, რომელ განუშორებელად არიან ღმრთეებისა მას თანა, ჴორცთა მათ მისთა გარდამატებული დიდებაჲ აქუს.
51. იოვანჱსსა მას ნათლის-ცემასა ყოველთა მათ ეზიარებოდა, არამედ მისგან და ყოველთა მიერ თაყუანის-იცემებოდა;
52. და მერმე იყიდებოდა იუდაჲსგან იეზრაელისა, და განმსყიდელსა მას განსყიდაჲ იგი შიშთვილ ექმნა;
53. გჳრგჳნი დაედგმოდა მას ეკლისაჲ.
54. არამედ მას ყოვლისა მეუფებისა გჳრგჳნი მიეცემოდა;
55. ჯუარს ეცუმოდა, არამედ მან ჯუარ-ცუმულმან მზჱ ბნელად გარდააქცია;
56. ავაზაკნი დამოკიდებულ იყვნეს მის თანა, არამედ მუნთქუესვე ავაზაკი სამოთხედ შეიყვანა;
57. საფლავსა დაიდებოდა, არამედ მან მკუდარნი საფლავისაგან აღადგინნა;
58. და ღათუ იცვებოდა ვითარცა მკუდარი, არამედ მცველნი იგი შეაძრწუნნა;
59. სამსა მას დღესა ჯოჯოხეთისაგან ღათუ იპყრობებოდა, არამედ მან სამითა მით დღითა ჯოჯოხეთი წარმოტყუენა და უკუნისამდე იძლია.
60. და თუ ვისმე ეგონოს, ვითარმედ არა ჩუენთჳს მან ესეოდენი ესე თავს-იდვა?
61. რამეთუ იგი თჳთ დიდებულ არს და დიდებულ არს და დიდებისა მისისაჲ ვინ შეუძლოს გამოთქუმად!
62. აწ მოვედით, საყუარელნო, და ჩუენცა ყოველთა დიდებაჲ მისა შევწიროთ, ვითარცა პავლე მოციქულმან გუასწავა, და ვთქუათ: მადლი ღმერთსა, გამოუთქუმელთა მათ ნიჭთა მისთა!
63. და რომელ-იგი ჴმაჲ გუესმა, „ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი“ მამისაგან სულით წმიდითურთ, თაყუანის-ვსცემდეთ და ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი