მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"სინური მრავალთავი"

 

თხზულება მეთოთხმეტე

 

1. ბ~. თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ. ნათლის-ღებისათჳსვე
2. უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან ოდეს-იგი იხილა დედაკაცი სამარიტელი ჯურღმულსა მას ზედა, არა თუ მარტოდ ყოფაჲ იგი დედაკაცისაჲ მის შე-რად-ჰრაცხა,
3. არამედ სწავლადცა მოუწოდა და დიდებულსა მას მის მიერ სარწმუნოებასა აუწყებდა და გარდამატებულსა მას ბუნებისასა სიბრძნით უთხრობდა.
4. ხოლო დედაკაცმან მან ჰრქუა მას: უფალო, მამანი ჩუენნი მთასა ამას თაყუანისცემდეს.
5. ჰრქუა მას იესუ: სულ არს ღმერთი და თაყუანის მცემელთა მისთა ეძიებს სულითა ჭეშმარიტებისაჲთა.
6. უკუეთუ ქრისტემან მას დედაკაცსა მარტოსა მერწყულსა მაღალი იგი სარწმუნოებაჲ წინა-დაუდვა კიბედ და ასწავებდა და მერმე სხუათა მათ სამარიტელთა ქუე მყოფთა მაღალსა სწავლასა ეკლესიისასა წინა-უძღოდა.
7. რავდენ უფროჲს ჩუენ, რომელ-ესე დღეს აქა შეკრებულ ვართ!
8. და ღათუ რაჲმე მცირედ არიან, არამედ მათისა მოსწრაფებისათჳს გჳღირსვე სწავლად, რამეთუ იგიცა წყლადვე მოსრულ არიან ვითარცა-იგი დედაკაცი სამარიტელი.
9. არა თუ ჴორცთა ნებისა წყურილი აქუს, რაჲთამცა ჴორცნი იგი განიძღნეს, არამედ რაჲთამცა სული იგი შემწიკულული განბანეს და განწმიდნეს;
10. არა თუ ჴორცთაჲ იგი მწინკული რაჲ ენება განბანად, არამედ რაჲთამცა ურვილი იგი სული განასპეტაკეს, რამეთუ წერილსა მას გულს-ეტყოდეს აღსრულებად, ვითარმედ: განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე.
11. აწ ნუმცა შეურაცხ-ვჰყოფთ, რომელი-იგი ქრისტემან არა შეურაცხ-ყო შემოსად, და ნუმცა გუწუნს ჩუენ სიმცირჱ ესე კრებულისაჲ ამის, რომელსა ქრისტჱცა თანა-შეერთო.
12. არა მცირე არს და შეურაცხ, რომელთა თანა ქრისტჱ მახლობელ არს.
13. უკუეთუ რავდენნი ქრისტჱს მიერ ნათელ-იღებენ, ქრისტჱ შეიმოსეს, რომელ-ეგე შენცა შეიმოს, ნუ ადვილ და მცირე გგონიეს.
14. ეჰა, რომელი-ეგე იხარებ ძალითა და სულითა ელიაჲსითა, ესთენთა საკჳრველებათა წინამორბედო!
15. უკუეთუ ჴმაჲ უფლისაჲ წყალთა ზედა, შენ ვითარ კადნიერად სდგა წყალთა შინა?
16. რამეთუ ჴმამან უფლისამან განკუეთის ალი ცეცხლისაგან;
17. და კუალად: ჴმამან უფლისამან შეძრის უდაბნოჲ, ვითარ არა შესძრწუნდი?
18. არამედ სთქუა სამე, წინამორბედო, და მასწაო ჩუენ, ვითარმედ: ჴმაჲ უფლისაჲ ეგოდენ თუ ძლიერებით, არამედ დიდადცა შუენიერ;
19. და კუალად: ჴმამან უფლისამან განამტკიცნის ირემნი;
20. და უფალმან წყალი რღუნისაჲ დააწყნარის;
21. და ისმინო ხოლო თუ, რამეთუ უფალმან ძალი ერსა თჳსსა მოსცეს.
22. აწ დავდუმნე ვითარცა ძლეული ამას სიტყუასა და სხუათა სახეთა გამოვეძიებდე.
23. უკუეთუ იოვანეს და მისთანათა მათ ღაღადებაჲ იგი ესმა, ვითარმედ ჴმაჲ უფლისაჲ წყალთა ზედა, და მირბიოდეს იგინი იორდანედ;
24. და კუალად ესმა ესევითარი ჴმაჲ ზეცით, ვითარმედ: ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ;
25. და ესმა მათ, ვითარმედ წყალთა ზედა შესულად არს ქრისტჱ, არა ხოლო თუ ხილვად მოვიდეს, არამედ რაჲთამცა შთაჴდეს მის თანა.
26. და ცნეს, რამეთუ ნათლის-ღებითა მით უფლისაჲთა წყალნი განწმიდნებოდეს;
27. და ცნეს, რამეთუ ნათელ-იღებდა უფალი.
28. არა თუ წყალთაგან-რაჲ იგი განწმიდნა, არამედ წყალნი მისგან განწმიდნებოდეს;
29. ცოდვაჲ მის თანა არა იყო, არამედ წყალნი მისგან განწმედილ იქმნნეს.
30. მჴურვალედ ჰხედვიდეს სანათლოსა მას და შთაცჳოდეს ნიჭსა მას მადლისასა და ხედვიდეს იგინი სახესა ტრედისა მის მფრინვალისასა და თავთა თჳსთა ზიარ-ჰყოფდეს ძეობასა.
31. აწ იხილე, ვითარ უკუდავ არიან ჴმანი იგი მართალნი!
32. რავდენი ჟამი არს იოვანჱს ქადაგებითგან და აქამომდე ყოველნივე მირბიოდეს ნათლისღებად დღესა მას.
33. იოვანე ბუნებისა იგი შჯული შეუნდო, ხოლო გონიერთათჳს ჴმაჲ იგი იოვანჱსი ყურთა განუხუამს და მორბიან, არა თუ რაჲთამცა ცოდვანი იგი ხოლო მოეტევნეს, არამედ იოვანე ამას ქადაგებდა, რაჲთამცა სიწმიდჱცა იგი მოიღეს, რამეთუ ესრჱთ ღირს, რომელნი ქრისტჱს თანა ნათელ-იღებენ.
34. იოვანჱსსა მას ნათლის-ცემასა შთავიდოდა წყალსა კაცი ტჳრთოსანი ცოდვითა და აღმოვიდოდა სულმცირჱ, ხოლო ქრისტჱს სახელითა რომელნი ნათელ-იღებენ, შთავლენან ტჳრთოსანნი ცოდვათაგან, გარნა აღმოსლვასა არა ხოლო თუ ცოდვაჲ იგი განეყენის, არამედ სულიცა სიწმიდისაჲ შეემოსის;
35. იოვანჱსსა მას ნათლის-ცემასა სინანუულისასა სალმობანი განიკურნებოდეს, ხოლო ქრისტჱს მიერ ნათლის-ცემითა უშუერი იგი სული შუენიერ იქმნებოდა და გჳრგჳნოსან: შთაჴდის მეზუერჱ და აღმოჴდის მახარებელად;
36. შთაჴდის მეძავი და აღმოჴდის, ნელსაცხებელსა შესწირავნ;
37. შთაჴდის მჴეცი და აღმოჴდის ცხოვარი.
38. აწ ესოდენსა ამას საიდუმლოსა ნიჭსა განვიმზადნეთ თავნი თჳსნი, საყუარელნო, და ნელსაცხებლისა იგი ჭურჭელი განვიმზადოთ, რამეთუ სიძესა მას ნათლისასა მიგებებად ვართ,
39. და განვშუენდეთ და ვიცხებოდით ნელსაცხებელითა მით სარწმუნოებისაჲთა და სულით და ჴორცითურთ დავივიწყნეთ პირველნი იგი საქმენი ცოდვისანი და ამით ესევითარითა ჩუენ ქუეყანისათა მოვიპოვოთ უფალი.
40. არა ჩემი არს სიტყუაჲ ესე, არამედ დავით იტყჳს, ვითარმედ: ისმინე, ასულო, და იხილე, დაივიწყე ერი შენი.
41. და აწ ჩუენ ნათლის-ღებადმდე სიბოროტჱ იგი პირრველი განვიშოროთ და გესლი იქედნისაჲ წარმოვსთხიოთ.
42. ნუუკუე სადამე ჩუენცა გურქუას იოვანე: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მომავალისაგან რისხვისა?
43. რამეთუ ხედვიდა იგი სიმწარესა მას – დამკჳდრებულსა გესლსა ჰურიათასა, რომელნი-იგი არა ღირსად მოვიდოდეს მისა, და უწოდა მათ ნაშობად იქედნისა.
44. და ეტყოდა მათ: „ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ რისხვისაგანა“?
45. და რომელ-იგი იოვანე იქედნედ უწოდდა, მათ ქრისტჱ ძაღლად და ღორად ხადოდა და იტყოდა: ნუ მისცემთ სიწმიდესა ჩემსა ძაღლთა და ნუცა დაუსხამთ მარგალიტსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ.
46. რამეთუ ანგაჰრებასა და უძღებებასა მას მათსა ძაღლად ეტყოდა, ხოლო არაწმიდებასა მას ჴორცთასა და შებღალულებასა ღორად ამსგავსებდა.
47. აწ იყავნ განმზადებააჲ ჩუენი მოღებად გჳრგჳნსა მას სარწმუნოებისასა და უხილავსა მას სარწმუნოებასა თუალითა ხედვად.
48. ღირსმცა ვართ დამკჳდრებად ცხორებასა მას საუკუნესა ქრისტჱს იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი