|
"სინური მრავალთავი"
თხზულება მეოცე
1. თქუმული ეფრემისი. მარხვისათჳს 2. ძმანო, არაჲ ვითარმცა ვგუემენ ჴორცნი ეგე თქუენნი მახჳლითა, არამედ გაწუვ თქუენ, საყუარელნო, რაჲთა ვახარო სულთა თქუენთა მოძღურებითა ქრისტჱსითა. 3. ვიწრაფით ჩუენ, ძმანო, რამეთუ საჭმელმან ჩუენმან განასუქნის ჴორცნი და ღჳნომან ფეროვან ქმნის ფერი პირისაჲ. 4. ამან უმეტჱს გესლოვან ქმნის გონებაჲ, რაჲთა არა განწმიდნეს, და შეაშთვის სული იგი შიმშილითა გულის თქუმისაჲთა. 5. და ვითარ სახედ მოგუეახლნიან ჩუენ მარხვანი, მოგუეცნიან ჩუენ გონებანი ანგელოზთანი, რამეთუ ამით მიზეზითა ვჰმსახურებდით უფალსა ქუეყანასა ზედა, ვითარცა-იგი ცათა შინა. 6. საჭმელმან და სასუმელმან დამდაბლიან კაცი და მიაწიიან სახესა პირუტყუთასა, რომელნი დაკლებულ არიან სასოებისაგან აღდგომისაჲსა. 7. უწყით თქუენცა, საყუარელნო, რამეთუ სასოებაჲ პირუტყუთაჲ მუცელი მათი არს და აღსასრული მათი – დღჱ სიკუდილისა მათისაჲ. 8. და ყოვლისათჳს, რომელი მსგავს არს მათა, ესრე თქუა პავლე მოციქულმან, ვითარმედ: რომელთაჲ ღმერთ მუცელი მათი არს და დიდებად – სირცხჳლი მათი. 9. ხოლო ჩუენ არა ესრჱთ ვისწავეთ ქრისტჱსგან, არამედ ესრჱთ გურქუა ჩუენ, ვითარმედ: ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღნენ. 10. უკუეთუმცა არა გუაუწყა ჩუენ საუკუნისა ცეცხლისათჳს, ვინ უწყის, ვჰგონებდითმცა, ვითარმედ ყვიან მათ, რომელთა არა დაიდვიან უღელი მარხვისაჲ სიტყჳსა მისებრ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ვსუათ და ვჭამოთ, რამეთუ ხვალე სიკუდილდ ვართ. 11. ვითარმედ არცა ამას სოფელსა სარგებელ არს ნაყროვანებაჲ და სიმთრვალჱ, რომელთა მოიპოვიან იგი, რამეთუ ნაყროვანებამან შეამძიმნის ჴორცნი და აურვებნ ასოთა, აჭირებნ სტომაქსა და აღაგზნის აღძრვანი გონებათანი. 12. და რამეთუ მრავალ არიან საცთურნი მთრვალთანი, ვითარცა გარდასცთის კაცი ღჳნითა, უფროჲს პირუტყჳსა უგუნურ იქმნის, რამეთუ პირუტყუმან იცნის მომგებელი თჳსი, ხოლო მთრვალმან არა იცნის მეზობელი თჳსი. 13. აწ უკუე რომელი-მე ვნებაჲ არს, რომელი არა შეაბს სიმთრვალესა? 14. თავი ალმვის შეტევებითა ღჳნისაჲთა, და სლვანი ფერჴთანი შეურღჳნის, და აცთუნებნ სიტყუათა პირისა მისისათა, და უქცევნ წრფელად ჰხედვასა გუგათასა, და შთააგდის მთრვალი მღჳმესა დღისი, 15. და წარმოუდგინნის სიზმრად ღამე საყუარელნი თჳსნი, და დაჰჴსნის გონებანი სიმტკიცისაგან, მოუღის სირცხჳლი მორცხჳნეთაგან, და განეფინის სულთა ზედა ვითარცა ნისლი საცთურებაჲ, და ჰგავნ იგი განმრყუნელსა მას დევსა. 16. და იქმან მთრვალნი, რომელი მათ არა უნებნ. 17. ხოლო სიმტკიცჱ მარხვათაჲ განმტკიცებულ არს მათა მიმართ, რომელთა მოიგნეს იგი, რამეთუ წარჰმართის სტუანვაჲ სახიერთა თუალთაჲ, და აღჳრ-ასხნის წამ-წამ სიდაშნისათჳს, და აღუხუნის ყურნი მოძღურებასა ქრისტჱსსა, და განწმიდის ენაჲცა სალხინებელი ცოდვათაჲ, 18. და განაღჳძის გონებაჲ ლოცვისათჳს, და ასწავის სულთა სიყუარულისათჳს ღმრთისაჲსა, ჴელთა ასწავის გლახაკთა ღუწოლაჲ, და ფერჴთა ასწავის სლვაჲ და ხილვაჲ სნეულთაჲ. 19. და რამეთუ დაღათუ კაცი არნ, ხოლო შრომითა მით ანგელოზ იქმნის, რამეთუ ჴორცნი ასხენედ ძესა მას ადამისსა, ხოლო ხატი სულიერთაჲ შთაუცუამს მათ, 20. რამეთუ ესე ყოველი შესძინიან მარხვათა, რომელთა მოიპოვიან იგი, და ესემლევანითა კეთილითა ნაყოფითა აღივსნიან საუნჯენი სულთა მათანი. 21. ჭეშმარიტად მმარხველთათჳს ვიტყჳ, რომელნი იმარხვენ პურისაგან და წყლისა ჴორცთა განკაფისათჳს და დაყენებულ არიან უნასისაგან ბოროტისა სულთა სარგებელისათჳს. 22. ხოლო არიან ჰურიანიცა, რომელნი იმარხვენ პურისათჳსცა დ ღჳნისა და მთრვალ არიან შურითა გონებანი მათნი და სილაღითა. 23. და არიან რომელნიმე, არა ჭამედ ჭამადთა, ხოლო შეშჭამენ კბილითა ანგაჰრებისა მათისაჲთა ობოლთა და ქურივთა. 24. და რომელნი ესემლევან არიედ, ისმინედ მათ, რამეთუ არა სასყიდელი ხოლო მარხვისაჲ არა მიიღონ მათ, არამედ თანა-მდებცა არიან იგინი დასასრულსა ჯოჯოხეთისასა, რამეთუ მარხვანი რომელ არიან შესაძინელნი კეთილთანი, მის გამო აღიკიდიან ტჳრთი ბოროტი. 25. ხოლო გლოცავ თქუენ, საყუარელნო, ვიმარხოთ საჭმლისაგან, რაჲთა არა შთაჴდენ მუცელთა ჩუენთა სავნებელად, და ვეკრძალნეთ ბოროტისაგანცა, რაჲთა არა გამოჴდენ გულისა ჩუენისაგან მრავალთა სავნებელნი. 26. ვიმარხვიდეთ ფარულად და ცხადად მისა, რომელი-იგი ხედავს გარეშესა ხატსა ჩუენსა და უწყის შინაგანი ზრახვაჲ ჩუენი, და ყავნ ქველის მოქმედმან უფალმან წყალობითა თჳსითა, 27. ვითარცა-იგი განისუენა მარხვასა შინა მართალთასა და წმიდათა მისთასა, ეგრე განისუენენ თქვენსა მარხვასა და ლოცვასა და მოგეცინ სასყიდელი წმიდათა და უბიწოთა მარხვათა თქუენთათჳს, რაჟამს მოვიდეს დიდებითა თჳსითა და განუყოფდეს მარჯუენითა თჳსითა. 28. და აღმოვთქუათ ერთობით ჩუენ და თქუენ: დიდებაჲ მამისაჲ და ძისაჲ და წმიდისა სულისაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ. 29. მარხვანი განცხადებულნი ფარულითა მარხვითა აღესრულებიან, დაყენებაჲ ჭამადთაჲ დაყენებითა ჴორცთაჲთა აღესრულის, რამეთუ არა ერთსა ასოსა შეუმოსიეს ყოველი ჴორცი, არცა ერთითა ქვითა აღეშჱნის ყოველი ნაშჱნები. 30. ხოლო რომელთა-იგი კეთილად იმარხიან, ყოვლისაგან ბოროტისა შემოკლდიან, კეთილსა მიეახლნიან; 31. და რომელნი ბოროტსა განეშორიან, ღმერთსა მიეახლნიან, ეზიარნიან და მშჳდობით ააღლდიან. 32. მოსე რომელმან კეთილად იმარხა, აეროვან იქმნა პირი მისი და გარდამოართუა შჯული ერსა თჳსა; 33. ელია შემდგომად მარხვისა თჳსისა იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და აცხოვნა მკუდარი იგი და აღიტაცა ეტლითა ცეცხლისაჲთა მაღლად; 34. და დანიელცა და რომელთა იმარხეს, განერნეს ცეცხლისგან დაწუვისა და ლომთაგან და ღირს იქმნნეს, რამეთუ გამოეცხა[და] მათ ღმერთი. 35. მარხვანი სარწმუნოებით დაშრეტენ ალსა ცეცხლისასა და დაუყვნეს პირნი ლომთანი; 36. მარხვანი სიქადულ არიან წინაწარმეტყუელთა და საყუარელ – მოციქულთა და ზღუდე – წმიდათა; 37. მარხვანი საჭურველ არიან კეთილთა და ფარ არიან ბოროტთა.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|