მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"სინური მრავალთავი"

 

თხზულება ოცდამეერთე

 

1. თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ბასილი მთავარეპისკოპოსისა კესარია კაბადუკიელისაჲ. ჴსენებასა წმიდათა ორმეოცთა მოწამეთასა
2. მარტჳლთა ჴსენებითა ვინ-მე განძღეს მარტჳლთა მოყუარჱ?
3. რამეთუ სახიერთა მათ მიმართ მონათა პატივის-ცემასა მოყუასთაგან გამოჩინებაჲ აქუს და თჳსისა მის უფლისა ერთგულებაჲ ჩას;
4. რამეთუ რომელმან მჴნენი კაცნი შეიწყნარნეს, მსგავსად ჟამისა მის მათისა არა დააკლდეს მობაძაობისაგნ მათისა.
5. აწ ჰნატრიდ შენ გულითად მოწამესა მას, რაჲთა იყო შენ მოწამე გონებითა შენითა და განვლოთ თჳნიერ დევნათა და თჳნიერ ტანჯვათა და ღირს ვიქმნნეთ მათსა მას ქებულებასა.
6. ხოლო ჩუენდა არა ერთისა მიმართთ ღირს დაკჳრვებაჲ, არცა ორისა ხოლო, არცაღა ვიდრე ათადმდე არს რიცხჳ იგი მოწამეთაჲ მათ, არამედ ორმეოცნი კაცნი არიან,
7. რომელთა ვითარცა ერთი სული განუყოფელად თითოეულად გუამთა მათთა აქუნდა ერთისა სულისა აღმოტევებითა, და ერთითა სარწმუნოებითა ერთიცა მოთმინებაჲ ღუაწლისაჲ მის მიმართ და ჭეშმარიტებისა ზედა მისლვაჲ აჩუენეს.
8. ყოველივე ურთიერთას მახლობელ მოყუსობითა და სწორ გონებითა და სწორ სიმჴნითა და სწორად პატიოსანსა მასცა გჳრგჳნსა დიდებისასა ღირს იქმნნეს.
9. ვინ-მე უკუე მისწუდეს სიტყჳთა მათსა მას ღირსებასა?
10. არცაღა თუ ორმეოცნი ენანი კმა არიან ეგოდენსა მას მათ კაცთა სათნოებასა მითხრობად.
11. და ღაცათუმცა ერთი ხოლო იყო განსაკჳრვებელი იგი, სიტყუათა მათ ჩუენთა ძალი ვერვემცა კმა-ეყო გამოთქუმად, აცადე აწ ესოდენსა სიმრავლესა, გუნდსა მას ერისა კაცთასა, კრებულსა მას უძლეველსა, ეგრევე ბრძოლასა შინა უძლეველსა და ქებითა მიუწდომელსა!
12. აწ მოვედით და შორის წარმოვიხუნეთ იგინი და მოჴსენებითა მით ზოგადი სარგებელი მათ მიერ მოსრულსა ამას ერსა განუყოთ.
13. წინაჲსწარ უჩუენებდეთ მათ, ვითარცა წიგნითა, სიმჴნესა მას მათსა;
14. რამეთუ ბრძოლისა სიმჴნესა მას სიტყჳსა მწერალნი და კედელსა მხატვარნიცა აუწყებენ, რომელნიმე სიტყჳთა შეამკობენ და რომელნიმე ფიცართა გამოჰხატვენ.
15. და მრავალთა აღაბაძვეს სიმჴნედ ორკერძოთავე მათ სახეთა;
16. რომელსა-იგი სიტყუაჲ უწყებისაჲ სასმენელთაგან აქუს და წარმოადგინებს ამას კუალად წიგნი დუმილითა და აღბაძვებასა უჩუენებს.
17. ეგრეცა ჩუენ მოვაჴსენოთ შემოკრებულსა ამას სათნოებაჲ იგი კაცთაჲ მათ და წინაშე მათსა წარმოვიხუნეთ საქმენი მათნი და აღვძრნეთ მიბაძვებად, რაჲთა მჴნედ და უმჯობჱსად გამოჩნდენ გონებითა.
18. რამეთუ ესე არს მარტჳრთა ქებაჲ სათნოებისა მიმართ, ნუგეშინის-ცემაჲ იგი შემოკრებულთაჲ ამათ.
19. არცაღა თავს-იდებს შჯულსა მას ქებისასა მონებად წმიდათა მათთჳს სიტყუაჲ იგი, რამეთუ რ~ლნი-იგი აქებედ, ამის სოფლისა მიზეზთაგან დასაბამი იგი იწყიან, ხოლო რომელთათჳს სოფელი ესე ჯუარს-ცუმულ არს, ვერ ჴელ-ეწიფების მიზეზის ცემად წარჩინებულისა მის.
20. არა ერთი სოფელი იყო წმიდათაჲ მათ, არამედ სხუაჲ სხჳთ მოსლულ იყო.
21. აწ რაჲ? უქალაქო ვთქუნეთ იგინი, ანუ ყოვლისა სოფლისა მოქალაქე?
22. ვითარცა-იგი მორეწეთაჲ მათ თითოეულისა მოღებული შოვა რაჲ წარმოიღიან ზოვგად სარგებელად შემოკრებულთა მათ, იპოვის ეგრეცა ნეტართაჲ ამათ: თითოეულისა მათისაჲ სოფელი ზოვგად არს და ყოველნი არიან ყოველსა ადგილსა და ურთიერთას მისცემენ პატივსა.
23. და რაჲ ჴამს ქუემდებარისა ამის სოფლისა ძიებაჲ და არა აწინდელი იგი, რომელ ქალაქი ღმრთისაჲ არს, რომლისაჲ ხუროთ მოძღუარ და შემოქმედ ღმერთი არს?
24. ქალაქი იგი ჭეშმარიტი – ქალაქი ზეცისა იერუსალემი, აზნაური იგი – დედაჲ პავლჱსი და მსგავსთა მისთაჲ.
25. ნათესავი იგი კაცობრივი – სხუაჲ და სხუაჲ, ხოლო სულიერთაჲ ყოველთაჲ ერთი არს და ზოვგადი, მამაჲ მათი ღმერთი არს, – და ყოველნი ძმანი არიან.
26. არა ერთისაგან მამისა და ერთისაგან დედისა შობილ არიან, არამედ შვილებისაგან სულისა წმიდისა სიყუარულისა მიმართ ერთობისა ურთიერთას შეწყნარებულ არიან.
27. განწყობილი მზად კრებული დიდი, საუკუნითგან მადიდებელნი უფლისანი არა შემდგომითი-შემდგომად მოვიდოდეს, არამედ მეყსეულად შეკრბეს.
28. და რაჲ მე იყო სახჱ იგი შეკრებისაჲ მის?
29. ესენი სიმწჳსითა ჴორცთაჲთა და შუენიერებითა ჰასაკთაჲთა და ძალითა უფროს სახელოვნად იქცევოდეს და სასაგროსა მას დაწესებულ იყვნეს შჯულსა
30. და გამოცდილებითა მით ბრძოლასა შინა და სიმჴნითა გულისაჲთა პირველითგანვე აქუნდა მეფეთაგან მთავრობაჲ და სახელოვან იყვნეს უმეტჱს ყოველთა სათნოებითა მით.
31. და რაჟამს მიმოდაედვა უშჯულოჲ იგი და უღმრთოჲ ბრძანებაჲ, რაჲთა არავინ აღიაროს ქრისტჱ და, უკუეთუ ვინმე აღიაროს, პატიჟსა შევარდეს, და უთქუმიდეს ყოველსავე მას თითოფერსა სატანჯველსა, და დიდ იყო გულის წყრომაჲ მძლავრებისაჲ მსაჯულთაჲ მათ სიცრუვისათაჲ,
32. და ღმრთის მსახურთათჳს აღძრულ იყვნეს ძჳრის ზრახვანი, და ზაკუვანი მათთჳს იზრახებოდეს, და ფერად-ფერადი ხილვად სატანჯველი მათთჳს განემზადებოდა,
33. და მტანჯველნი იგი თუალ-უხუავ იყვნეს, ცეცხლი განმზადებულ იყო, მახჳლი აღლესულ იყო, ძელი აღმართებულ იყო, მღჳმჱ და ურმის თუალი და სატანჯველი ყოველი,
34. რომელნიმე ივტოდეს, რომელნიმე დაემორჩილებოდეს, რომელნიმე ირყეოდეს, რომელნიმე ხილვადმდე ტანჯვისათჳს უმეტეს შეშინდეს და რომელნიმე, მი-რაჲ-იწინნეს მახლობელად სატანჯველთა,
35. შეიურვეს და სხუანი ღუაწლსა მას შე-ოდენ-ჴდეს და სრულიად ვერ დაითმინეს და შოვა ოდენ ღუაწლსა მას შევიდეს და მერმე განეშოვრნეს, ვითარცა უფსკრულსა შინა დაზამთრებულნი, და რომელთა აქუნდა ტჳრთი იგი მოთმინებისაჲ, ნავი დაექცა და წარწყმდეს.
36. მას ჟამსა მჴნენი ესე და უძლეველნი მსახურნი ქრისტჱსნი მოვიდეს და შორის წარმოდგეს, ხოლო მთავარი იგი უჩუენებდა ბრძანებულსა მას მეფისასა და მორჩილებად ყოველთავე მოხდიდა.
37. და მაშინ აზნაურითა ჴმითა კადნიერად და მჴნედ არა შეძრწუნდეს ყოვლისა მისთჳს ხილვულისა და არცა შეეშინა თქუმისა მისთჳს, წარმოდგეს შორის მათსა და ქრისტიანედ თავნი თჳსნი ქადაგნეს.
38. ჵ სანატრელთა მათ ენათა, რომელთა წმიდაჲ იგი აღუტევეს ჴმაჲ, რომელ-იგი აერმან შეიწყნარა და განწმ[ი]დნა!
39. ანგელოზთა ესმა და განიხარეს და ეშმაკი მსახურთა თანა იწყლა, ხოლო უფალმან ზეცას აღწერნა იგინი.
40. და კაცად-კაცადი მათი მათ თანა წარმოდგებოდა და იტყოდა, ვითარმედ: ქრისტიანე ვარ.
41. და ვითარცა ასპარეზსა შინა მოღუაწენი იგი შორის წარმოდგიან და ყოველთა ერთბამად თქჳან სახელი თჳსი და ადგილსა მას ღუაწლისასა მიდგიან, ეგრეთცა ესენი.
42. მაშინ დაუტევნეს წოდებულნი იგი სახელნი მათნი შობითგანნი და ზოგადისა უფლისა სახელი კაცად-კაცადმან სახელ-იდვა და ესრეთ კაცად-კაცადი უწინარჱსსა მას შეხუდგინებდა სიტყუად და იყო სახელი მათი ყოველთაჲ ერთი;
43. არღარა ესე და ესე, არამედ ყოველთა ქრისტიანედ ქადაგნეს თავნი.
44. აწ უკუე იხილე მთავარი იგი, რომელი იპყრობდა მაშინ, რამეთუ ბოროტ იყო მრავალ სახედ: ოდესმე მოქენებით მოვიდოდა მათა, ოდესმე თქუმითა შეიქცევდა მათ, ხოლო პირველად ჰმოგუნიდა მათ კეთილის ყოფითა, რაჲთამცა დაჰჴსნა ძალი ღმრთის მსახურებისა მათისაჲ;
45. და ესრეთ გამოსცდიდა მათ და ეტყოდა: ნუ შინა-განმცემელ ექმნებით სიჭაბუკესა მაგას თქუენსა;
46. ნუცა სიკუდილსა უჟამოსა ცხოვრებისა მის წილ ტკბილისა შეიმთხუევთ, რამეთუ უჯერო არს, რომელნი-ეგე ბრძოლასა მჴნედ გამოშჩნდით, ვითარმცა ძჳრის მოქმედებრ მოჰსწყედით.
47. და ამას თანა კუალად საფასესაცა აღუთქუმიდა და რომელსამე მისცემდა, და პატივსა მეფისაგან და აზნაურებისა მოცემასა და ბევრითა განზრახვითა ეწყვებოდა მათ.
48. და ვითარ-იგი არა დაემორჩილებოდეს ზმნასა მას, სხუად სახედ მანქანებად იქცა: ტანჯვასა და გუემასა და სიკუდილსა უთქუმიდა მთავარი იგი და ესევითარითა სიტყჳთა ეტყოდა,
49. ხოლო მოწამენი იგი ამას ეტყოდეს მას: რაჲსა მაიძულებ ჩუენ, ღმრთის მოლალეო, განდგომად ღმრთისაგან ცხოველისა და მონებად ეშმაკთა არაწმიდათა და წინა-გჳყოფ ჩუენ შენთა მათ კეთილთა?
50. რაოდენი მოგუცე, ეგევითარი მიღებადცა იწრაფე;
51. მძულს ნიჭი, ზღვევისა მომატყუებელი;
52. არა თავს-ვიდებთ პატივსა – უპატივოებისა დედასა;
53. ფასი მომცე აქა დაშდომადი და დიდებაჲ ყუავილებრ დაცჳვნებადი;
54. მეცნიერ სამე მქმნე მეფისა, არამედ მეუფისაგან ჭეშმარიტისა უცხო მქმნე.
55. რაჲსა მცირისა ჰმეტყუელობ და მცირედსა წინა-გჳყოფ ჩუენ ამის სოფლისა ხილულსა, და ღმრთისა მიერთაჲ მათ კეთილთაჲ გნებავს დაკლებაჲ?
56. ყოველი ესე სოფელი შეურაცხ-გჳყოფიეს ჩუენ;
57. არარაჲ სწორ ხილული ესე, რომლისა-იგი სასოებისა ჩუენ გული გჳთქჳამს.
58. ჰხედავ სამე ამას, ვითარ შუენიერ არს ხილვად და დიდ ქუეყანაჲ ესე და რაჲ არიან მას ზედა საკჳრველებანი!
59. არამედ არარაჲ ამათგანი ესწორების ნეტარებასა მას მართალთასა, რამეთუ ესენი წარჴდენ, ხოლო ჩუენი იგი ჰგიეს უკუნისამდე.
60. ერთისა მის გული მითქუამს ნიჭისა გჳრგჳნისა მის სიმართლისა;
61. ერთისა მის დიდებისათჳს დამაშურალ ვართ, რომელ არს სასუფეველსა შინა ცათასა;
62. პატივის მოყუარე ვართ ზესკნელისა მის პატივისა;
63. მეშინის ტანჯვისა მისთჳს გეჰენიასა შინა ცეცხლისა მის საშინელისა, ხოლო თქუენი ესე ცეცხლი ჩუენ თანა-მონა არს;
64. იცის სირცხჳლი კერპთა შეურაცხის მყოფელთა მიმართ;
65. ისარ ჩჩჳლად შემირაცხიეს ტანჯვაჲ ეგე თქუენი.
66. რამეთუ ჴორცნი ესე სტანჯნე, რომელთა უფროს-რე თუ მიუსრულო ტანჯვაჲ, უბრკინვალჱსად გჳრგჳნოსან ჰქმნნე;
67. უკუეთუ მეყსეულად წარსწირო, წარვიდეს და განერეს უზავობასა მაგას თქუენსა, რომელთა-ეგე ჴორცთა მსახურებაჲ მოგიღებიეს;
68. მერმე კუალად სულთაცა ზედა მთავრობად ჰჴდებითვე და ვითარმცა ღმრთისა ჩუენისა უფროს პატივ-ცემულ იყვენით და მერმე გინებისა მის ჩუენისათჳს განჰრისხნებით და საშინელთა მათ სატანჯველთა გჳთქუამთ და ბრალად ღმრთის მსახურებასა დაგჳდებთ.
69. ხოლო არა მედგართა და არცა ცხორებისა ამის მოყუარეთა და არცა მოშიშთა შემთხუეულ ხარ: ღმრთის მსახურებისათჳს და სიყუარულისა თავს-ვიდებთ ჩუენ ურმის თუალისა დაკრვასა და ხუეტასა და განხერხვასა და ყოველთავე სატანჯველთა განმზადებულ ვართ დათმენად.
70. და ვითარცა ესმა ესე მძლავრსა მას და უცხო თესლსა, ვერღარა დაითმინა კაცთაჲ მათ კადნიერებაჲ, აღდუღნა გულის წყრომითა და განიზრახვიდა, რომლისათჳსცა მანქანებაჲ ესევითარი მოიპოვა, რაჲთა განგრძობილი და მწარჱ განუმზადოს მათ სიკუდილი.
71. და პოვა უკუე მანქანებაჲ და განიზრახა ბოროტი, რამეთუ იხილა ბუნებაჲ იგი ჟამისაჲ მის და ადგილისაჲ, რამეთუ სანეფხავ არს და ზამთარი იგი მის წლისაჲ – ბოროტ;
72. და ღამჱ ეგევითარი გამოირჩია, რომელსა ნეფხვაჲ იგი ბოროტი ყოფად იყო და ქარი იგი ჩრდილოჲთ ანქრევდა.
73. მაშინ ბრძანა მათ ყოველთაჲ შიშუელთაჲ აერსა ქუეშე შორის ქალაქსა ნეფხვითა მოსიკუდილი.
74. იცით სამე ყოველთავე, რომელთა ზამთარი გამოგიცდიეს, ვითარ-იგი დაუთმენელ არს ტანჯვაჲ მისი, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების ცნობად, გარნა მათ, რომელთა გამოუცდიეს იგი.
75. რომლისა სახისათჳს-ესე ვიტყჳ, რამეთუ ჴორცნი, რომელნი მყინვარსა შეცჳვიან, პირველად ლებ იქმნნიან შეყინებითა მით სისხლისაჲთა;
76. მერმე განტყდებიედ ძუალნი და მიერ აღმოდუღნ სიტფოჲ იგი;
77. კბილნი ერეკებიედ და ძარღუნი განსთქდებიედ;
78. და ყოველი გუამი არა ნეფსით შეიმჭუალვინ;
79. ჭირი მტკივანი და სალმობაჲ გამოუთქუმელი, რამეთუ თჳთ მას ტჳნსა შეიწევინ და დაუთმენელად შეეგონებინ შენეფხულთა ვნებაჲ იგი;
80. და მერმე მწუერვალნი თითთანი წარსცჳვიედ, ვითარცა ცეცხლისაგან მომწუარნი;
81. რამეთუ ივლტინ სიტფოჲ იგი ყოველთაგან კიდეთა გუამისათა და შეივტინ სიღრმესა მას, რომლისაგან სიტყუაჲ იგი განეშოვრის და მკუდარი დაუტევის;
82. და რომელსა ადგილსა შეკრბებინ იგი, სალმობასა მოუგონებელსა უჩუენებნ, რამეთუ მცირე-მცირედ შეყინებითა მით სიკუდილი შეუვალნ.
83. მას ჟამსა შინა ღამე ყოველ აერსა ქუეშე დაშჯაჲ მათი ბრძანა, რამეთუ ტბაჲ იყო, სადა-იგი ქალაქი დაშჱნებულ იყო, რომელსა შინა მჴნდებოდეს წმიდანი იგი,
84. რომელი-იგი ვითარცა ველი ცხენთ სარბიელი იყო, დაყინებისა მისგან მყარ ქმნულ იყო, ნეფხვისა მისგან ვითარცა ჴმელი ქუეყანაჲ სავალ იყო, გარემო კიდეთა მდინარენი მარადის დიოდეს,
85. მყინვარითა მით შეიყინნეს და დინებისაგან დადგეს დ სიჩჩჳლჱ იგი ყოვლისა მის ბუნებისაჲ სახედ ლოდისა გარდაიქცა და ჩდილოჲსა იგი ქარნი ძლიერად აქრევდეს, ყინელნი ფრიად სიკუდილსა უჩუენებდეს.
86. მაშინ ვითარცა ესმა ბრძანებაჲ იგი ნეტართა მათ – იხილე აქა უძლეველობაჲ იგი კაცთაჲ მათ!
87. – სიხარულით დასთხია კაცად-კაცადმან აღსასრულისაჲ იგი სამოსელი და მყინვარსა მას სიკუდილად შევიდოდეს და იტყოდეს: არაჲ თუ სამოსელსა განვიძარცუავთ, არამედ ძუელსა მას კაცსა განვიშოვრებთ, განჴრწნადსა მას, მსგავსად გულის-თქუმისა მის მაცთურებისა.
88. მადლიერ ვართ, უფალო, სამოსლისა მის, რამეთუ მას თანა ცოდვასა განვიძარცუავთ;
89. რომელი გუელისა მიერ შევიმოსეთ, აწ ქრისტჱსთჳს განვიძარცოთ.
90. ნუმცა გუეწყალიან სამოსელნი ესე, რომლისა ძლით სამოთხჱ წარვიწყმიდეთ.
91. რაჲ მივაგოთ უფალსა ჩუენსა? რამეთუ უფალიცა ჩუენი განიძარცუა.
92. რაჲ არს მონისაჲ, უფლისაებრვე თუ ევნოს უფროს ხოლო?
93. რამეთუ ჩუენ ვართ, რომელთა უფალი განვძარცუეთ.
94. რამეთუ სტრატიოტთაჲ არს ეგევითარი კადნიერებაჲ: მათ განძარცუეს და განიყვნეს სამოსელი მისი.
95. აღწერილი იგი ბრალისა ჩუენისაჲ თავით აღვჴოცოთ.
96. მტკივან არს ზამთარი ესე, არამედ ტკბილ არს სასუფეველი;
97. მავნებლ არს მყინვარი ესე, არამედ კეთილ არს განსუენებაჲ;
98. წუთ ერთ დავითმინოთ და წიაღი იგი მამათ მთავრისაჲ გუეფუფუნებოდის ჩუენ;
99. ერთითა ამით ყოველნი იგი საუკუნენი მოვიცვალნეთ;
100. დავიწუნეთ ფერჴნი, რაჲთა მარადის ანგელოზთა თანა ვიდოდით;
101. წარგუცჳვედ ჴელნი, რაჲთა აქუნდეს კადნიერებაჲ აღპყრობად უფლისა მიმართ.
102. რაოდენნი ჩუენ თანა ერისაგანნი ბრძოლასა შინა დაეცნეს, რომელნი მეფესა განჴრწნადსა ერწმუნნეს, ხოლო ჩუენ ჭეშმარიტისა მისთჳს მეუფისა ცხოვრებაჲ ესე აღვირჩიოთ;
103. რაოდენნი ძჳრის მოქმედნი სიკუდილსა მიეცნეს, არამედ იგინი სიცრუვისათჳს, და აწ ჩუენ სიმართლისათჳს სიკუდილი ვერ-მე დავითმინოთა?
104. ნუმცა მივაქცევთ მართუკუნ ამიერითგან, ჵ თანა-მოღუაწენო ჩუენნო, ნუმცა მივაქცევთ ეშმაკისა, ჴორცნი არიან, ნუმცა ვერიდებით, რამეთუ სიკუდილი ზედავე-გუედების;
105. მოვწყდეთ უფლისათჳს, რომლითა ვცხონდეთ ჩუენ სრულიად.
106. შეიწირენ მსხუერპლი ესე ჩუენი შენ წინაშე, უფალო;
107. სათნომცა გეყოფით შენ, ვითარცა საკუერთხი ვერძთაჲ;
108. კეთილ არს მსხუერპლი და ახალი არს შესაწირავი არა ცეცხლითა, არამედ მყინვარითა.
109. და ამას ნუგეშინის-ცემისა სიტყუასა ურთიერთას ეტყოდეს და ერთიერთსა უბრძანებდეს.
110. და ვითარცა პირველსა საჴუმილავსა ბრძოლისასა, გარდაჰჴდიდეს ღამესა მას და დაითმენდეს მჴნედ მოწევნულსა მას მათ ზედა ტანჯვასა დ უხაროდა სასოებისა მისთჳს და ეკიცხევდეს ეშმაკსა, ხოლო ლოცვაჲ მათი ერთიერთისათჳს იყო.
111. ორმეოცნი შემოვედით ასპარეზსა ამას და ორმეოცნივემცა გჳრგჳნოსან ვიქმნებით!
112. უფალო, ნუმცა დავაკლდებით რიცხუსა ამას ნუცა ერთი, რამეთუ რიცხჳ ესე პატიოსან არს, რომელთა შენ პატივ-ეც წმიდათა მათ შენთა მარხვითა ორმეოც დღე, რომლითა შჯულის დებაჲ სოფლად შემოჴდა მოსჱს მიერ;
113. ორმეოც დღე მარხვითა ელია გამოირჩია ღმერთი და დიდსა მას ხილვასა შეემთხჳნნეს იგინი.
114. ამას ესრჱთ ილოცვიდეს წმიდანი იგი.
115. ხოლო ერთი ვინმე რიცხუთა მათგანი აღბეჭდულთაჲ უძლურ იქმნა ტანჯვისა დათმენად და სულ-მოკლე იქმნა და ივტოდა, გლოვაჲ უზომოჲ დაუტევა წმიდათა მათ, არამედ არავე დაუტევა ღმერთმან ლოცვაჲ მათი უსრულად,
116. რამეთუ, რომელსა-იგი ცვაჲ მოწამეთაჲ მათ შევედრებულ იყო, მახლობელ იყო და, ვითარცა წურთისაგან რომლისამე, იფუფუნებოდა და ჰხედვიდა, ვ̃დ მისსა შემდგომად რაჲძიმცა იყო, და განმზადებული დგა, რაჲთა შეიწყნაროს, რომელი მოივტოდის მისა წმიდათა მათგანი.
117. რამეთუ აბანოჲ იყო მახლობელად ტბასა მას, რაჲთა შესაწევნელ იპოვოს, უკუეთუ ვინმე გარდაიქცეს მათგანი, რომელ-იგი მტერთა მათ ზაკუვით განეზრახა და ეგევითარისა საღუაწოჲსა მის ადგილი ესევითარი განემზადა ნუგეშინის-საცემელი ნეფხვისა მის საჴსენებელად მოღუაწეთა მათთჳს.
118. ხოლო იგი უმბრწყინვალჱს გამოაჩინებდა მოთმინებასა მას მარტჳრთასა.
119. რამეთუ არა რომელ-იგი შორს არს საჴმართა მათ, იგი მოთმინედ გამოჩდების, არამედ რომელი უხუად საშუებელსა შინა იყოს და ითმენდეს ბოროტსა მას.
120. ვითარცა-იგი ღუაწლსა შინა, მჴნედ დგეს მარტჳრნი, ხოლო მცველნი იგი ჰხედვიდეს აღსასრულსა მას.
121. მას ჟამსა ოდენ იხილა ხილვაჲ უცხოჲ: ძალნი რომელნი ზეცით გარდამოვიდეს და ვითარცა მეუფისა ვისგანმე ნიჭთა განუყოფდეს მოღუაწეთა მათ.
122. და ღათუ სხუათა განუყვეს ნიჭი იგი, ხოლო ერთი იგი დაშთა, დიდებისა მის ვერ ღირს იქმნა ზეცისასა მას პატივსა, – რომელ-იგი სალმობათა მათგან მყის მოუძლურდა და მტერთა მიმართ მიივლტოდა.
123. საწყალობელ იყო ხილვად წმიდათა მათ, რამეთუ მოღუაწჱ იგი ივლტოდა, ახოვანი იგი წარიტყუენა, ცხოვარი იგი ქრისტჱსი ნამგლევ იქმნა და უფროჲს ამისსა საწყალ იქმნა,
124. რამეთუ ზეცისა ცხორებასა შესცთა, და ამას ცხორებასა იხილა რაჲ სიმძაფრითა მით სიცხისაჲთა, მეყს ჴორცნი მისნი დაირღუეს და ცხორების მოყუარჱ იგი დაეცა და უშჩულო იქმნა ცუდად.
125. ხოლო მცველმან მან ვითარცა იხილა იგი, რამეთუ ივლტოდა და აბანოდ მირბიოდა, თავი თჳსი შერთო კრებულსა მას განწყობილისასა, სამოსელი დასთხია და შიშუელი შეერთო მათ, ღაღადებდა ჴმასა მას წმიდათასა, ვითარმედ: ქრისტიანე ვარ.
126. და მეყსეულად გარდაცვალებითა მით დააკჳრვა მის თანათა მათ და რიცხჳი იგი აღავსო.
127. და მწუხარებაჲ იგი მათი შეძინებითა მით მისითა ნუგეშინის-ცემულ იქმნა.
128. და მსგავსად ყო, ვითარცა-იგი წყობასა შინა: უკუეთუ ვინმე წინაჲსაჲ განწყობილისაჲ დაეცის, მეყსეულად ადგილსა მისსა სხუაჲ დადგის, რაჲთა არა შეწევნაჲ იგი დაჰბრკოლდეს დაკლებითა მით.
129. ეგრეცა მან ყო: იხილა ზეცისა საკჳრველებაჲ იგი და გულისხმა-ყო ჭეშმარიტებაჲ, შეჰვედრა თავი თჳსი უფალსა და თანა-შეერაცხა მარტჳლთა;
130. მოწაფეთაჲ იგი განაახლა: ვითარცა განვარდა იუდა, და მის წილ შეერ~ცხა მატათია;
131. მობაძავ იქმნა პავლჱსა, რომელი გუშინ მდევარ იყო და დღეს ახარებდა.
132. ზეცით გარდამო იყო ამისიცა წოდებაჲ არა კაცთაგან და არცა კაცთათჳს;
133. ჰრწმენა, არამედ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱს მიმართ ნათელ-იღო.
134. არა თუ სხჳსა ვისგანმე, არამედ თჳსითა სარწმუნოვებითა, არცაღა წყლითა, არამედ თჳსითა სისხლითა.
135. და ესრჱთ აღმოსლვასა ოდენ მზისასა, ვიდრე სულიერღა იყვნეს, ცეცხლსა მისცნეს წმიდანი იგი და ცეცხლისა იგი ნეშტნი მდინარესა შთასთხინეს.
136. და ვიდრე ყოველთა დაბადებულთამდე განჴდა სიმჴნჱ იგი ნეტართაჲ მათ: ქუეყანასა ზედა იღუაწეს, აერსა ქუეშე დაითმინეს, ცეცხლსა მიეცნეს, წყალმან შეიწყნარა იგინი.
137. მათი არს სიტყუაჲ ესე: განვლეთ ჩუენ ცეცხლი და წყალი;
138. გამომიყვანენ ჩუენ განსასუენებლად; შენთჳს ვილოცავთ, უფალო.
139. ესე იგი არიან, რომელთა სოფელი ჩუენი გნ~თლეს და ვითარცა გოდოლნი მტკიცენი შესავედრებელ არიან, რომელნი მიივლტიან მათა მტერთა დევნისაგან.
140. არა ერთსა ადგილსა შეკრებულ არიან, არამედ მიერვე უცხოთა სოფელსა განეფინნეს, მრავალნი თესლნი შეამკვნეს წმიდათა მათ.
141. და საკჳრველ ესე არს: არა თუ თითოეულად განუჩუენეს, რომელთა მოჰქონან იგინი, არამედ აღერინეს ურთიერთას და ერთბამად იქცევიან.
142. ჵ საკჳრველებაჲ ესე! არცა დააკლდებიან რიცხჳსა ამას და არცა უმეტჱსსა შეიწყნარებენ და თუ თითოჲთ განჰყვნე იგინი, თჳსსა მას რიცხუსა არა გადაჰვლენ.
143. უკუეთუ ერთად შეჰკრიბნე იგინი, ეგრეცა ორმეოცნივე არიან, ვითარცა-იგი ცეცხლისა ბუნებაჲ, რამეთუ, რომელმან აღინთის მისი, თანა წარიღის და, სადაცა-იგი ჰნთიედნ, ყ̃დ მუნ არნ.
144. ეგრეცა ორმეოცნი ყოველნი არიან ერთბამად კაცად-კაცადისა თანა, უხჳ იგი ქველის საქმჱ, დაუსრულებელი იგი, განმზადებული შეწევნაჲ ქრისტიანეთაჲ, კრებული მარტჳლთაჲ, ერი ღუაწლისა მძლჱ, გუნდი მადიდებელთაჲ.
145. რავდენმცა დაჰშუერ, რაჲთა ჰპოვე ერთი მეოხი ღმრთისა მიმართ, არამედ ესე ორმეოცნი არიან, რომელნი ერთბამად ლოცვასა შესწირვენ უფლისა მიმართ!
146. სადა ორი და სამი შეკრებულ არს სახელისა მისისათჳს, მუნ არს შორის მათსა უფალი, ხოლო, სადა ორმეოცთაგანნი არიან, ვინ არს მაცილობელ ღმრთისა არა მუნ ყოფასა?
147. პირვეულ თუ ვინმე არს, ორმეოცთავე მიივლტოდის;
148. მოხარულ თუ ვინმე არს, მათავე მიისწრაფის, რაჲთა რომელმანმე ლხინებაჲ პოვოს ჭირისაგან და რომელიმე დაადგრეს სიტკბოებასა მას ზედა;
149. მათავე მიილტის დედაჲ შვილთათჳს, გზად წარსრულისათჳს ქმრისა მშჳდობით მოსლვასა ილოცავს, სნეულისა სიცოცხლისათჳს ევედრების.
150. მარტჳლთა თანა იყავნ ყოველი ცხორებაჲ თქუენი, ჭაბუკნი მოხუცებულთა თანა ემსგავსენით, მამანი – ეგევითართა შვილთა, ილოცევდით დედანი, კეთილისა დედისა მოძღურებასა ისწავებდით.
151. ერთისა მის ნეტარისა დედამან ვითარცა იხილა, ვითარმედ სხუანი იგი მყინვარსა მას შინა აღესრულნეს, ხოლო შვილი იგი მისი სულიერღა იყო ძალისა მისგან სიჭაბუკისა და ტანჯვასა მასღა შინა იყო, დაუტევეს იგი ერისაგანთა მათ,
152. ვითარმედ შემძლებელღა იყო განზრახვად რაჲსმე, ხოლო მან თჳსითა ჴელითა აიღო და დადვა იგი ურემსა მას ზედა, სადაცა-იგი სხუანი ისხნეს და საჴმჳილსა მას ცეცხლისასა მიაქუნდეს.
153. ჭეშმარიტად ესე არს მარტჳრისა დედაჲ, რამეთუ არცა ცრემლნი გარდამოსთხინა მედგარნი, არცა თქუა რაჲ სიტყუაჲ მდაბალი და არა-ღირსი მის ჟამისაჲ,
154. არამედ ესე თქუა: წარგუალე, შვილო, კეთილსა მაგას გზასა მოყუასთა შენთა თანა და ნუ დააკლდები თანა-მკჳდრსა მაგას კრებულსა და ნუცა უკუანაჲსკნელ სხუასა უფალსა ეჩუენები, არამედ უფალსა ღმერთსა შენსა!
155. ნანდჳლვე კეთილისა ძირისაჲ კეთილი მორჩი აჩუენა მჴნემან მან დედამან, რამეთუ უფროჲსღა მოძღურებითა ღმრთის მსახურებისაჲთა განზარდა, ვიდრეღა სძითა, და, რომელი-იგი ესრჱთ აღზრდილ იყო, ესრჱთ წარეგზავნა ღ~თს მსახურისაგან დედისა.
156. ხოლო ეშმაკი წარვიდა სირცხუილეული, რამეთუ ყოველივე დაბადებული აღძრა მათ ზედა და ყოველივე იგი პოვა მოუძლურებული კაცთა მათ სიმჴნესა ქუეშე: ღამჱ იგი ძნელი, სოფელი იგი საზამთროჲ, ჟამი იგი ფიცხელი წელიწადისაჲ მის, ჴორცთაჲ იგი შიშულობაჲ.
157. ეჰა კრებული წმიდათაჲ! ეჰა განწყობილი შუენიერი! ეჰა შეწევნაჲ სათნოჲ!
158. ეჰა, ზოგად მცველნო ნათესავისა კაცთაჲსანო კეთილნო, ზოგადნო მზრუნველნო, ლოცვისა შემწენო, ძლიერნო მეოხნო, ვარსკულავნო სოფლისანო, ყუავილნო ეკლესიათანო!
159. თქუენ არა თუ ქუეყანამან დაგფარნა, არამედ ცამან შეგიწყნარნა.
160. განგეხუნეს თქუენ ბჭენი სამოთხისანი, საკჳრველ იყვენით ხილვად ანგელოზთა ერსა, საკჳრველთა მადლთაჲ და მამად მთავართა მოციქულთა და წინაწარმეტყუელთა და მართალთა კაცთა,
161. რომელთათჳს ყუავილოსნებაჲ იგი სიჭაბუკისაჲ შეურაცხ-ყვეს და უფროჲს მამა-დედათა და შვილთა უფალი შეიყუარეს და ამას ოდენ ჰასაკსა ცხორებისსა ზედა დადგეს, უგულებელს-ყვეს საწუთროჲ ესე ცხორებაჲ,
162. რაჲთა ადიდონ ღმერთი ასოთა მათთა ზედა, სახილველ იქმნნეს სოფელსა ანგელოზთა და კაცთა, დაცემულნი აჰმართნეს, ორგულნი დაამტკიცნეს, ღ~თს მსახურთა მათ მარტჳლთა კეთილი გულის თქუმაჲ მრჩობლი შთაუგდეს გულსა
163. და ღ~თს მსახურებასა ყოველნივე მჴნედ განემზადნეს და ერთითაცა გჳრგჳნითა სიმართლისაჲთა შეიმკვნეს ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა,
164. რომლისაჲ არს დიდებაჲ მამისა თანა ერთბამად, ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი