|
"სინური მრავალთავი"
თხზულება ოცდამეორე
1. საკითხავნი წმიდისა ლაზარჱსნი. თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ. მარიამისთჳს და მართაჲსთჳს, დათა ლაზარჱსთა, და ელია წინაწარმეტყუელისა 2. საყუარელნო, რავდენნი საუფლოსა ადგომასა ტრფიალ იქმნნეს, რომელი აწ ჩუენ ვითარ აღმოგუეკითხვის მარიამისი იგი ქრისტჱს მოყუარებაჲ, ვითარ-იგი წადიერად ნელსაცხებელი მოაქუნდა მაშინ, და აწცა სულნელ არს ეკლესიაჲ და სავსე! 3. აჰა სანელსაცხებლჱ იგი დაცალიერდების და საკურთხეველი აღივსების საკუმეველითა! 4. მარიამ უფალსა ნელსაცხებელსა სცხებს და მართაჲ ჰმსახურებს! 5. და ლაზარე, რომელი სამკუდროჲთ საშოჲთ გამოსრულ არს, თანამეინაჴედ უზის! 6. დედანი ჰმსახურებენ და მამაკაცი თანა-მეინაჴედ! 7. რაოდენ უპატიოსნეღაა მამაკაცობისა ნათესავი, რამეთუ მამაკაცი ხატად ღმრთისა შექმნა, ხოლო დედაკაცი – ხატისაგან მამაკაცისა; 8. და მამაკაცსა ადიდებს, ხოლო ღმერთსა ვერ ემსგავსების. 9. აწ ვინ არს ამას მოწამჱ, რაჲთა არა ბრალეულ ვიქმნნეთ? 10. ისმინე პავლე მოციქულისაჲ, რომელი იტყუის, ვითარმედ: მამაკაცსა არა უღირს დაბურვაჲ თავისაჲ, რამეთუ ხატი და დიდებაჲ ღმრთისაჲ არს, ხოლო დედაკაცი დიდებაჲ ქმრისაჲ არს, დედაკაცი თჳსისა ქმრისა დიდება, არა თუ უცხოთა; 11. არა პირველისა შეთქუმისა ამაოჲსა, არამედ შემდგომად შეთქუმულებისა შვილთ-სხმასა. 12. ამან რაჲმე დედაკაცი წყევისაგან გამოიჴსნა – ერთგულებისა შვილებამან. 13. ვინ-მე არს ამისა მოწამე? 14. – იგივე პავლე, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: ადამ არა სცთა, ხოლო დედაკაცი იგი სცთა და გარდამავალ იქმნა, არამედ ცხონდებისვე შვილთ-სხმისაგან. 15. ჰხედავა, ვითარ შვილთ-სხმისაგან ცხონდების დედაკაცი! 16. არა ვითარ ევა კაენი შვა, არამედ დიდებულმან ქალწულმან თჳნიერ მამაკაცისა უფალი მუცლად-იღო. 17. აწ მისგან შობილსა – უფალსა ყოველთასა მარიამ ნელსაცხებელსა სცხებს და მართაჲ ჰმსახურებს, და ლაზარე თანამეინაჴედ, ვითარცა აწ გესმა. 18. მარიამ ეკლესიისა ხატად გამოსწერს და აღწერილ არიან ეკლესიისა სულნელებანი, და მართა შესაკრებელსა გჳჩუენებს, რამეთუ მცირედ მორწმუნე და ქუეყანისათა მოყუარე, ხოლო ლაზარეს სასწაული აღდგომისაჲ უპყრიეს, 19. ვითარცა გესმა სახარებისაჲ: უწინარჱს ექუსისა დღისა მოვიდა იესუ ბეთანიად, სადა იყო ლაზარე, რომელი აღადგინა მკუდრეთით, და მზა-უყვეს მას სერი, და მართა ჰმსახურებდა, ხოლო ლაზარე იყო თანა-მეინაჴედ. 20. და მარიამ მოიღო ლიტრაჲ ერთი ნელსაცხებელი, ნარდიონი სარწმუნოჲ მრავალ-სასყიდლისაჲ, და სცხო ფერჴთა იესუჲსთა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა და ყოველი იგი სახლი აღივსო სულნელებითა ნელსაცხებლისაჲთა. 21. აწ იხილე დედაკაცისა საქმჱ, ვითარ მარიამ წინავე ხატად გამოსწერდა! 22. მრავალნი დედათაგანნი დააცადნა მარიამ ბოროტთაგან საქმეთა და ასწავა მათ ლიტრისა ნელსაცხებლისა პყრობაჲ; 23. არა ეგრე, ვითარცა-იგი რომელთამე თავისა წარკუეთაჲ წინამორბედისა და ნათლის-მცემელისაჲ. 24. ყოველსა ჟამსა მოისწრაფე უფლისა ნელსაცხებლისა ცხებად ვითარცა მარიამ და ნუ იუდაჲს თანა მპარავ იქმნები და ეგრევე თმათა განიჴსნიდ და ნუ თანა-შეითხზავ ცოდვასა. 25. დაჲ იგი ლაზარჱსი მოიკითხეთ და ნუ ასულსა მას ეშმაკისა ეროდიაჲსსა განსთქუამთ. 26. ხოლო მე ამას შესაკრებელისათჳს ჰურიათაჲსა ვიტყუი, ვითარცა-იგი უფალსა ნელსაცხებელი არა სცხეს, არამედ ძმარი და ნავღელი მიუპყრეს და სისხლისა სიყუარულითა მარადის წინააღმდგომად ქრისტჱსა იქმოდეს და ისწრაფდეს მოკლვად ლაზარე, რომელი აღადგინა მკუდრეთით. 27. ვინ-მე უმტკიცჱს იყოს? 28. რომელი უფალმან აღადგინოს და რომელსა საცხებელსა იგინი დააცალიერებდეს, ვითარცა აწ გესმა სახარებისაგან: აგრძნა ერმან ჰურიათამან, 29. ვითარმედ მუნ არს იესუ, მოკრბა არა ხოლო თუ იესუჲსა, არამედ რაჲთა ლაზარეცა იხილონ, რომელი აღადგინა მკუდრეთით, რამეთუ მრავალნი ჰურიანი მისთჳს მოვიდეს და ჰრწმენა იესუჲსი. 30. იხილე აწ შესაკრებელი ჰურიათაჲ, ვითარ ყოვლად კაცის მკლველ არს: წინაწარმეტყუელნი მოწყუიდნეს და მერმე უფლისაცა მკლველად გამოჩნდეს! 31. თჳთ თავადი უფალი თჳსითა პირითა ვითარცა მოყუარეთა სისხლისათა და ავაზაკებისათა ეტყოდა: იერუსალემ, იერუსალემ, რომელმან მოსწყუიდენ წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა, ვიდრემდე ჰკლვიდე და არა მოიქცე? 32. გთრავს მთრვალობითა არა ღჳნისა სუმითა, არამედ სისხლისა სიყუარულითა და აწ რაჲთა ისწავო, რამეთუ არა დიდ არს სიტყუაჲ ესე და განსაკჳრვებელ, ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ წინაწარმეტყუელისა მიერ: 33. ისმინეთ ესე ყოველი მთავართა მაგათ სახლისა იაკობისთა და ნეშტთა ისრაელისათა, რომელთა გძაღუს საშჯელი და სამართალსა გარდააქცევთ, რომელნი აშჱნებთ სიონსა სისხლითა, იერუსალემსა უმშჯავროებითა. 34. და კუალად: უკუეთუ განიპყრნეთ ჴელნი თქუენნი ჩემდა მომართ, გარე-მივიქციო პირი ჩემი თქუენგან, და უკუეთუ განამრავლოთ ვედრებაჲ, მე არა ვისმინო, რამეთუ ყოვლადვე ჴელნი თქუენნი სავსე არიან სისხლითა. 35. აწ მასვე სიტყუასა მოვიდეთ სახარებისასა, ვითარმედ: უწინარჱს ექუსისა დღისა ვნებისა მოვიდა იესუ ბეთანიად, სადა-იგი იყო ლაზარე, რომელ აღადგინა მკუდრეთით. 36. რომელი-იგი უფალი ბეთანიად მოვიდა, იგივე უფალი მოვიდა აქა, იგივე უფალი წარმოდგა აქა, რამეთუ ბეთანია „სახლ მშჳდობის“ ითქუმის, ხოლო სახლად მშჳდობისად მოსრული უფალი – სახლად, 37. რომლითა სახლეულ ვართ მარადის, ყოველთა დღეთა ჩუენთა სახელისა მიმართ ვღაღადებთ უფლისა მიმართ და ვიტყჳთ: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, კაცთა შორის სათნოვებაჲ! 38. რომელი-იგი ბეთანიად მოვიდა, იგივე აქა მოვალს, ხოლო მოვალს არა ვითარცა მოსრული, არამედ ვითარცა არსი და მოსრული და მომავალი. 39. ამას უფლისა მოსლვასა წინაწარმეტყუელი წინავე ჰხედვიდა და იტყოდა: აჰა უფალი ძლიერებით მოვალს, და მკლავი მისი უფლებით. 40. ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ „უფალი ძლიერებით მოვალს“. 41. ვითარ ძლიერებით? – რომელმან ჯოჯოხეთი წარმოტყუენა და სიკუდილი მოაკუდინა და ლაზარე აღადგინა; 42. რომელმან ბევრეულითა საკჳრველებითა აღავსო ყოველი. 43. „აჰა უფალი ძლიერებით მოვალს“; 44. ვინ-მე არს უძლიერჱ მის მეტყუელისა, რომელმან თქუა, ვითარმედ: ლაზარე, გამოვედ გარე! 45. მოვალს, რომელი არა განშორებულ არს, და რამეთუ მოვალს, განვიდეთ მიგებებად მოსრულისა მის და მომავალისა არა ქუეყანით ფერჴითა წარდგმითა, არამედ ს̃ლთა განვამტკიცებდეთ უმჯობჱსითა სახითა; 46. განვიდეთ მიგებებად მოსრულისა და მადლობით ვჰყოფდეთ მას, რომელი-იგი ყო მარიამ, დამან მოსჱსმან. 47. უშემკულჱს ჴმასა მოვიღებდეთ და აღვიღოთ ძლევისა სამძალი. 48. არა ბობღნითა და ჴელთ ტყუელვითა, არამედ მცენარისაგან რტოებისა ფინიკისა, და ღაღატ-ვყოთ მორწმუნეთა ძმათა ჩუენთა თანა: ჵსანა! 49. კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა მ~ფჱ ისრაელისაჲ! 50. ამას სამეუფოსა მოსულსა ესაჲა წინავე ჰხედვიდა და იტყოდა: აჰა უფალი ძლიერებით მოვალს, და მოვალს ვითარცა მკუდართა აღმადგინებელი. 51. არა ხოლო თუ მკუდართაჲ, არამედ დამპალთაჲცა და სოფლისაგან განსრულთა და თმა-გარდასრულისა მეოთხისა დღისა ლაზარჱს საფლავით გამოყვანებად და, ვითარცა-იგი გესმა სახარებისაჲ, 52. ვითარმედ: უწინარჱს ექუსისა დღისა ვნებისა მოვიდა იესუ ბეთანიად, სადა-იგი ლაზარე მკუდრეთით აღადგინა. 53. რომელი ესევითარი ქმნა მოსე სასწაული, ვითარ-იგი უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან? 54. მოსე კაცი არა თუ აცხოვნა, არამედ მოკლა. 55. ჰრცხუენოდენ აწ ჰურიათა, რომელნი მოსეს შეასხმენ და უფალსა ი~ჳსს შეასმენენ! 56. და ჰურიაჲ გამორბის და იტყჳს: აქა მკუდარი არავინ აღადგინაო, ვითარ, ჵ ჰურიაო? 57. არა აღადგინა ელია წინაწარმეტყუელმან სარეფთას ქურივისა ძჱ? 58. და ელია კაცივე ღა იყო! 59. ვითარ უკუე თქუენისა მოძღურისათჳს უმეტჱს ჰბრძნობთ? 60. აწ ჩუენ ღმერთსა ძლიერსა იესუ ქრისტესა ვწამებთ, რომელმან აღადგინა ლაზარე მკუდრეთით ოთხისა დღისაჲ. 61. ჵ ჰურიაო, არცა ჩუენსა აღადგინა ელია მკუდარი და კაცივე იყო, და არა ღმერთი. 62. ვითარ უკუე უმეტჱს ჰბრძნობთ აღდგომისათჳს ლაზარჱსისა მკდრეთით და ღმერთ ჰყოფთ მოძღუარსა თქუენსა? რასა იტყჳს? 63. ჵ ჰურიაო, თანა-ეწამები ელიას, რომელმან-იგი ვედრებითა ღმრთისაჲთა მკუდარი აღადგინა. 64. ანუ ვითარ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა გუასწავებთ მონებისასა, რომელმან-იგი ოთხისა დღისა მკუდარსა უჴმო ლაზარეს? 65. და გამოვიდა იგი ბრძანებისა მისგან საფლავით. 66. ცან, რამეთუ სხუაჲ არს ჴელმწიფებაჲ ღმრთეებისაჲ. 67. არა თუ სცნა პირველად სახჱ მკუდართა აღდგომისაჲ, ვერ გულისხმა-ჰყო სიტყუაჲ ღმრთეებისა ჴელმწიფებისაჲ. 68. აწ ისმინე გულისხმის-მყოფელად, რამეთუ რომელი-იგი ელიაჲსზე მკუდარი სარეფთელისა დედაკაცისაჲ აღადგინა, და ღათუ სიკუდილსა მიეცა, არა თუ ბუნებისა მოკლებითა, არამედ სწავლისა და ურვისათჳს ელიაჲსისა და მოდრეკისათჳს სიფიცხლისაგან გულისაჲსა და შეწყალებისათჳს. 69. გან-რაჲ-რისხნა ოდესმე ელია სახლისათჳს აქაბისა და ყოვლისა ისრაელისა უშჯულოებისა მისთჳს იეზაბელისა და ფიცით აღმოთქუა და იტყოდა: ცხოველ არს უფალი ღმერთი! 70. უკუეთუ იყოს წელთა ამათ ცუარი ანუ წჳმაჲ ქუეყანასა ზედა გარნა პირისაგანვე ჩემისა, ამას ურწყულებისა განჩინებასა ელიაჲსსა ყოველთა შემოქმედისა ღმრთისაგან არა ითქუა ესე, ხოლო აღ-ვე-ასრულებს მონისა მის განჩინებასა. 71. უნდა მისი ღმერთსა, რომელმან შეკრნა ღრუბელნი სიმდიდრეთაგან წჳმათაჲსა, მეყს განჴსნად შეპყრობილებისა მისგან ურწყულებისა. 72. ხოლო ელია არა შესძინებდა შენდობასა, ვითარმედ სხუად ღმერთი მოწყალე და სხუად კაცი განფიცხებად, ხოლო უფალსა სიფიცხლისათჳს მონისა უნდა ვედრებაჲ, რაჲთა მოსცეს ქუეყანასა წჳმაჲ. 73. შეუმსგავსებელ იყო ღმრთისაჲ კაცისა მიმართ ვედრებაჲ. 74. და ვითარცა ღმერთი სხუითა მოვიდა საქმითა. 75. რომლითა? – ამით: ისმინე და გულისხმა-ყავ უწუიმროებისა იგი განგრძობაჲ: სამ წელ და ექუს თუე არა აღივსო ღრუბელი შობად წჳმისა. 76. მერმე იწყო ელიაცა შეურვებად წყურილითა. 77. ხოლო ელოდა და ეტჳრთა და ამას ჴდომით ჰყოფდა, რამეთუ უნდა ამას შემუსრვად და უტყუ ყოფად სახლი იგი აქაბისი. 78. და რასა უფალი განიზრახავს მონისათჳს განფიცხებულისა და ვითარ-იგი ეტყჳს: აღდეგ ამიერ და წარვედ ჴევსა მას ქორათისასა, და მუნ ჰსუმიდე წყალსა ჴევისასა და მუნ უბრძანო ყორანსა გამოზრდაჲ შენი. 79. ამას რაჲ ეტყოდა უფალი ელიას, არა რაჲთამცა დიდებულ ყო, არამედ რაჲთა საგინებელისა მისგან საზრდელისა მოიყვანოს იგი მოწყალებად. 80. შეუმსგავსებელ იყო წინაწარმეტყუელისაჲ ყორნისა მიერ გამოზრდაჲ ჴორცითა სავსისა ტაბლისა დაგებად, რომელსა-იგი დასაბამითგან შრომაჲ აქუნდა მარხვისაჲ. 81. შემძლებელ იყო უფალი ანუ ტრედისაგან გამოზრდად მართლისა, გინა თუ მანანჲთა, ვითარცა ძენი ისრაელისანი, ანუ სწორისა მისისა დანიელისებრ საზრდელი მიღებად კაცისა მიერ, ვითარცა ამბაკუმ. 82. შემძლებელ იყო უფალი ჩუენებად ელიაჲსა და ნებიერად გამოზრდად რომლითა მერმეცა ივლტოდა იეზაბელისგან და მიიწია უდაბნოდ და მიიძინა მრავლითა შიმშილითა და წყურილითა, რამეთუ ფრიად იყო გზაჲ იგი. 83. და რაჲ დაუდვა სასთუნალ მისა უფალმან? 84. – პური და წყალი და მეყს უგუმირა გუერდსა მისსა. 85. და რაჲსათჳს გუერდსა და არა სხუასა ადგილსა, რაჲსათჳს? 86. – ისმინე: რაჲთა შეკრთომითა მით გუერდისაჲთა ივლტოდის. 87. და რასა ეტყჳს მას უფალი? – ელია, აღდეგ, ჭამე და სუ, რამეთუ დიდ არს შენდა გზაჲ იგი. 88. აღდგა ელია, ჭამა და სუა და წარემართა ძალითა საზრდელისაჲთა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე არა ვითარცა მშიერი, არამედ ვითარცა მაძღარი. 89. ესევითარი იყო ღმრთისა მიერი მონიჭებული საზრდელი! 90. და მოვიდა იგი ჴევსა მას ქორათისასა და არარაჲ პოვა, რაჲმცა რაჲ ჭამა, არამედ ყორნისა მიერ ჴორცი და წყალი ჴევისაგან და იქმნა იგი შეურვებულ. 91. შემძლებელ იყო რომელმან-იგი უდაბნოს გამოზარდა ერი, აქაცამცა ეცა ჭამადი სულნელი. 92. გარნა ამას დაუგო ჭამადი უშუერი ამისთჳს, რაჲთამცა სიფიცხლისაგან მოდრიკა წყალობად. 93. არამედ იგი დაადგრა მასვე სიფიცხლესა და არა მოდრკა. 94. შეჰგვანდა ელიაჲსა, ოდეს ესმა უფლისაჲ, ვითარმედ: „ჰსუმიდე შენ წყალსა ჴევისასა და უბრძანო ყორანსა გამოზრდაჲ“, შე-მცა-უვრდა და ევედრა უფალსა და ჰრქუა, 95. ვითარმედ: უფალო, არასადა შესრულ არს პირსა ჩემსა არაწმიდაჲ, აწ შენ ყორანსა წარმომიდგინება, რომელი-იგი ნოვეს ეცრუვა, და ჴორც-დაგებულსა ტაბლასა დამიგება ვითარცა წარმართსა? 96. შეჰგვანდა ელიაჲსა, რაჲთამცა ესევითარნი ვედრებანი შეწირნა უფლისა, არამედ მან არარაჲ ყო ესე, ამისთჳს რამეთუ იცოდა ელია: უკუეთუ ითხოვოს უფლისაგან ტაბლაჲ კეთილი, ჰრქუას მას უფალმან, ვითარმედ: რასა იტყჳი, ელია? 97. არა ღირს გყოფ წყალსა მაგას მრღოოიესა სუმად, რომელმან არა უტევე წჳმაჲ და განაჴმე ქუეყანაჲ ისრაელისაჲ. 98. არა იპოვების ნაწუეთი წყლისაჲ ლაკუასა და არცა ნოტიაჲ წყაროთა. 99. აწ რომელი გიყოფია, თავს-იდევ, და თუ არა გნებავს ჴორცი იგი ყორნისაჲ მიღებული ჭამად, არა იპოვების პური, არცა მჭლეული, არცა მდელოჲ, არცა წჳმაჲ, არცა ცჳარი, რამეთუ ყოველივე პირმან შენმან წარწყმიდა. 100. და არარაჲ იპოვების თჳნიერ ჴორცისა და იგიცა მკუდრისაჲვე, რომელნი მოწყჳდეს ურწყულებისაგან და საჭმლისა. აწ შეიწყნარე ტაბლაჲ ეგე. 101. ამას ესევითარსა სიტყუასა ჰგონებდა ელია უფლისა მიერ და შეიწყნარა ტაბლაჲ იგი უშუერი, რაჲთამცა არა მოდრკა სიფიცხლისაგან და არავე ენება, რაჲთამცა წჳმა ქუეყანასა. 102. და ოდეს იხილა უფალმან, რამეთუ არა მოდრკა, სხუითა სახითა უჩუენა მას უძჳრჱსითა პირველისა, ვითარ-იგი განაჴმო ჴევიცა იგი და ჴორციცა იგი და ვე-აცხრვო. 103. და ჰრქუა მას: წარვედ შენ სარეფთად სიდონიაჲსა და მუნ უბრძანო დედაკაცსა ქურივსა გამოზრდაჲ შენი. 104. აწ იხილე, ვითარ მოჰყვანდა ელია უფალსა წყალობად! 105. რამეთუ არა მიავლინა სახლსა მეფეთა და მთავართასა, არამედ ქურივისა და გლხ~კისა, რაჲთა ამით ესევითარითა მოდრკეს წყალობად. 106. არამედ იგი დაადგრა სიფიცხლესავე მას და გულისხმა-ყო ელია: უკუეთუ ამის ყოვლისა ჭირისათჳს ვევედრო უფალსა, მრქუას მე, ვითარმედ: რად არა თავს-იდებ, რომელმან ბერწ ჰყავ ქუეყანაჲ ურწყულობითა? 107. და წარემართა ელია რეცა სიხარულით. 108. ისმინე აწ: და რამეთუ ისტუმრა ელია ქურივისა მისგან და პოვა მცირედ ფქვილი, ზეთი და წყალი; 109. და მას ქურივსა მიაქუნდა შეშაჲ. 110. ესე ქურივი რომელ მოვიჴსენეთ, აჩუენებდა ხატსა ეკლესიაჲსასა, რომლისა მიივლინა წინაწარმეტყუელი. 111. და ოდეს შევიდა ელია სახლსა მას ქურივისასა, პოვა მან ჭეშმარიტად, ვითარღა ჩუენსა ამას ეკლესიასა აქუს წყალი და ზეთი, შეშაჲ და ფქვილი. 112. იყო სახჱ ესე წყალი ნათლის-ღებაჲ, ზეთი იგი – ცხებისაჲ, პური – კურთხევისაჲ და შეშაჲ იგი – პატიოსანი ჯუარი, რომელი ყოფად იყო. 113. და რომელი თქუა ელია, ვითარმედ: რქასა ამას საზეთესა არა მოაკლდეს, და ლაგჳნსა საფქვილესა არა მოაკლდეს, და რამეთუ არა არს მოკლებაჲ მადლისაჲ მართლ-მორწმუნეთათჳს. 114. და ოდეს პოვა ელია ტაბლაჲ იგი დაგებული, განეხარა და ეტყოდა თავსა თჳსსა: ამიერითგან აქა დავადგრე, რამეთუ ვპოვე ტაბლაჲ კეთილი; 115. და რაჲ ძეს ჩემი სახლსა ამას აქაბისსა და ერისა ისრაელისა? 116. აქუნდინ მათ უკეთურებისა მისთჳს იაზაბელისა ურწმუნოებისა იგი ნაყოფი! 117. ამას იტყოდა ელია და არა ცნა, ვითარ კაცსა შუებასა თანა მოუჴდის ურვაჲცა. 118. მოიჴსენეთ თქუენცა, ოდეს-იგი დედაკაცსა მას მოუკუდა შვილი იგი, არა თუ შემოსა, რაჲთამცა დაჰმარხა იგი, არამედ მივიდა ელიაჲსა, ევედრებოდა და უთხრა, ვითარმედ: მოკუდა შვილი იგი ჩემი; გევედრები, შემიწყალე! 119. და უფროჲს ხოლო შეაურვებდა. 120. ამისა შემდგომად ჰრქუა დედაკაცმან მან ყოველთა წინაშე: რაჲ ძეს ჩემი და შენი, კაცო ღმრთისაო? 121. შემოხჳედ ჩემდა, რაჲთამცა მომაჴსენენ ცოდვანი, ვიდრემდე მოაკუდინე ძჱ ჩემი. 122. ჰხედავა, ვითარ სიხარული იგი ელიაჲსი ურვად გარდაიქცა! 123. ვითარცა მკლველსა შეიპყრობს მას და ეტყოდა: ნუუკუე ძჱ ჩემი სნეულ იყოა შენსა შემოსლვასა? 124. მომეც ძჱ ჩემი ცოცხალი! ფიცხლად ვისმე გხედავ შენ; მასწავე აწ, რაჲ ვყო. 125. ნუუკუე ივლტოდი შენ ღმრთისაგან ვითარცა იონა? 126. ნუუკუე შენ გაქუს უწუმრებაჲ იგი ისრაელისაჲ, რამეთუ ეგევითარად იჩუენები? 127. ნუუკუე შენგან მოწყდეს სამნი იგი ერგასისნი? მომეც ძჱ ჩემი! 128. მერმე რაჲ ყო ელია? მოდრკა მკუეთრ, რამეთუ ცნა, ვითარმედ უფლისა მიერ იყო სახჱ ესე. 129. და დიდითა სულ-თქუმითა ღაღად-ყო ვითარცა ძლეულმან და თქუა: ვაჲმე, უფალო, რომელი მოწამე ხარ ქურივისა ამის, რომლისა თანაცა ვდგა. 130. რამეთუ შენ ჰყავ სიკუდილი ძისა მისისაჲ; 131. მიცნობიეს, უფალო, რამეთუ შენ ჰყავ სიკუდილი. 132. აწ ესერა შეპყრობილ ვარ მე დედაკაცისა ამისგან ქურივისა და სხჳსა დედაკაცისა ფიცხლისა მიმავლინება იაზაბელისა, რომლისაგანცა ვივლტოდე? 133. და აწ შეურდები ქურივსა ამას. 134. დიდი განსაცდელი შემემთხჳა მე, რამეთუ ვერ დაუთმობ ენასა ამისსა, შენ რაჲ-მე მიბრძანე ამის ქურივისა თანა მოსლვაჲ და გამოზრდაჲ. 135. აწ ესერა ვითარცა მკლველი შეუპყრიე, და ეგე მართალა: მართალარ~ ყრმაჲ იგი მხირული ვიხილე მე. 136. ვითარ შემოლვასა ჩემსა სიკუდილსა მიეცა, არა უწყი, უფალო. 137. მიჴსენ მე, უფალო, ამისისა ამისგან შეპყრობისა და აღუდგინე მკუდარი ესე, და მეცა შევძრა ენაჲ წჳმისათჳს. 138. ესე ყოველი, საყუარელნო, პირველ თქუმულთა მათთჳს ლაზარჱსთა და ჰურიათა მათთჳს მაცილობელთა წარმოვთქუ და მოგაჴსენე, რამეთუ სხუად სახედ მონაჲ აღადგინებს ლოცვითა და ვედრებითა და სხუად – უფალი ჴელმწიფებითა. 139. ელია აღადგინა მკუდარი, არამედ არა ჴელმწიფებით, რამეთუ იურვოდა იგი და იწროებასაცა შევარდა, ვიდრემდის ღაღად-ყო ლოცვით და იტყოდა: ვაჲმე, უფალო! 140. აწ სადა ვაჲმე ითქუმის, მუნ ურვაცა, არა თუ ჴელმწიფებაჲ. 141. და ევედრა ღმერთსა და სამ-ჯერ შთაჰბერა ყრმასა მას. 142. აწ ვითარ ესე აჩუენებდა მადლსა მას საიდუმლოჲსასა? 143. – რამეთუ სამი იგი შთაბერვაჲ – სამებისა განუშორებელობაჲ აჩუენა. 144. და შთაჰბერა ყრმასა სამ-ჯერ და ილოცა ღმრთისა და თქუა: აწ, უფალო, მოიქეცინ სული ამის ყრმისაჲ ამისავე! და იქმნა ეგრე. 145. რასა იტყჳ აწ, ჰურიაო? ანუ ესრევე ყო უფალმან, ვითარცა ელია? 146. ანუ უფალმან მოიდრიკნა მუჴლნი, ვითარ-იგი ელია? 147. რამეთუ ყოველი მუჴლი მისა მოდრკების. 148. ანუ განამრავლაა ლოცვაჲ, ვითარ-იგი ელია? 149. რამეთუ ყოველნი მისა შევსწირავთ ლოცვასა. 150. ერთ ჴმა-ყო უფალმან, ვითარმედ: ლაზარე, აღდეგ და გამოვედ გარე! 151. და მყის გამოვიდა სმენით, ვითარცა მონაჲ ბრძანებითა უფლისაჲთა, არარაჲთ შებრკოლდა. 152. რამეთუ ვერ იკადრა ჯოჯოხეთმან პყრობაჲ მისი და, ოდეს ჴმაჲ უფლისაჲ საფლავსა მას შევიდა, ვერ იკადრა დაყენებაჲ მისი სიკუდილმან. 153. და გამოსულასა მისსა განჰკრთეს მცველნი ჯოჯოხეთისანი და იტყოდეს: ვინაჲ-მე არს ესე, რომელი ჴელმწიფებით უწოდის? 154. ვინ-მე არს ესე, რომელი განაღჳძებს მკუდართა ვითარცა მძინარეთა და ეტყჳს: „ლაზარე, აღდეგ და გამოვედ გარე“? 155. ჴმაჲ კაცისაჲ არს, ხოლო ძალი და ჴელმწიფებაჲ – ღმრთისაჲ. 156. აწ გან-სამე-უტეოთ ადრე ლაზარე, ნუუკუე შთამოვიდეს მისი მწოდებელი და შემუსრნეს ბჭენი და განიყვანნეს ყოველნი. 157. უმჯობჱს არს განტევებაჲ ერთისაჲ, ვიდრე ყოველთაჲ. 158. და ესრჱთ გამოვიდა ლაზარე ბჭეთა ჯოჯოხეთისათა. და აღადგინა იგი მკუდრეთით. 159. მერმე კუალად უწინარჱს ექუსისა დღისა ვნებისა მოვიდა იესუ ბეთანიად, სადა-იგი იყო ლაზარე, რომელი აღადგინა მკუდრეთით. 160. და დაუმზადეს მას სერი, და ლაზარე იყო ერთი მეინაჴეთა მისთაგანი. 161. და გულისხმა-ყო ყოველმან ერმან, ვითარმედ იესუ მუნ არს; 162. მოვიდოდეს არა ხოლო თუ ი~ჳსსა არამედ რაჲთა ლაზარეცა იხილონ, რომელი-იგი აღადგინა მკუდრეთით, და მრავალთა ჰრწმენა მისი. 163. და აწ ჩუენცა გჳღირს, საყუარელნო, რაჲთა მოვიჴსენნეთ სასწაულნი და საკჳრველებანი მისნი, რომელთა შეუძლოთ. 164. და უფროჲს ხოლო ლაზარჱს თანა ვადიდებდეთ ჩუენ დღენდელსა ამას დღესა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა და შემდგომსაცა ამას განვემზადნეთ და აღვიღოთ რტოები ხეთაჲ, მივეგებვოდით პირველთავე მათებრ, 165. რომელნი მიეგებვოდეს და იტყოდეს: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა მეუფჱ ისრაელისაჲ! 166. რომლისაჲ არს დიდებაჲ მამისა თანა სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|