მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"სინური მრავალთავი"

 

თხზულება ოცდამეთოთხმეტე

 

1. საკითხავნი ფერის-ცვალებისანი, თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ. დღისა მისთვის, რომელსა იცვალა ხატი მაცხოვარემან მან წმიდასა მთასა თაბორსა
2. ბრწყინვალე არს ჩუენდა კრებაჲ ესე დღისაჲ ამის, საყუარელნო;
3. ბრწყინვალე არს დღესასწაული ჭეშმარიტისაჲ ამის ტალავრობისაჲ უფროჲს ძუელისაჲ მის;
4. ბრწყინვალე არს კარავი ესე ჩუენი უფროჲს პირველისა მის;
5. არა ფურცელთაგან ხეთაჲსა შექმნულ არს, რომელთა წარმავალი საჭმელი გამოაქუს, არამედ საღმრთოთაგან წესთა შემკულ არს, რომელსა სულიერი და წარუვალი საზრდელი აქუს;
6. არა საწუთროჲ ტალავარი არს, არამედ საუკუნოჲ კარავი არს, რომელი მოუკლებელ არს მკჳდრთაგან;
7. არა თუ ცეცხლითა განილევის, არამედ მადლითა განმტკიცნების, რომლისათჳს იტყჳს წინაწარმეტყუელი: უფალო, ვინ დაეშჱნოს კარავსა შენსა?
8. ტაძარი არს სამეუფოჲ და ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცჱ ჭეშმარიტებისაჲ, რომელსა შინა ვდღესასწაულობთ დღესასწაულსა სიხარულისასა და მიუთხრობთ საკჳრველებათა უფლისათა.
9. დღეს თაბორი ცათა მობაძავ იქმნების, რამეთუ ჰხედავს დიდებასა შემოქმედისა თჳსისასა, შეიმკვების ღრბლითა ნალისაჲთა და იხარებს ჴმითა მამისაჲთა.
10. დღეს მოსე შჯულის მდებელი გჳრგჳნოსან იქმნების წამებითა მამისაჲთა, რამეთუ რომლისათჳს წინა აუწყა ისრაელსა, ვითარმედ: წინაწარმეტყუელი აღგი/იდგინოს თქუენ ღმერთმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მე, მისი ისმინეთ.
11. ამას დაამტკიცებს მამაჲ და იტყჳს: ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ, მაგისი ისმინეთ.
12. იგი იტყოდა, ვითარცა მომავალისასა, ვითარმედ: „მისი ისმინეთ“, ესე იგი არს, ოდეს მოვიდესო.
13. ხოლო ესე უწამებს, ვითარცა თანამდგომარესა, ვითარმედ: „მაგისი ისმინეთ“ ესე იგი არს, რომელი მოვიდა და თქუენ შორის დგას.
14. დღეს ელიაცა, ეტლი იგი ისრაელისაჲ და მჴედარი მისი ფრიად იხარებს, რამეთუ რომელმან-იგი ჴორცითა საკჳრველთა საყოფელთა შინა დაჰმარხა, იხილა იგი ჴორც-შესხმული ჭეშმარიტად, და რომელმან-იგი უკუდავე(ბი)სა ხჱ უჩუენა, იხი(ლა) იგი ვნებად ნებსით მოსრული.
15. დღეს თავნი იგი მოწაფეთანი უფროჲს აღმაღლდებიან, რამეთუ იხილეს მიუწუდომელი კაცთ მოყუარება.
16. უკუეთუ ქუეყანისა მეუფემან უშინაგანჱსთა მსახურთა თჳსთა აუწყის საიდუმლოჲ თჳსი და უხარინ,
17. რამეთუ ღირს იქმნნეს ცნობად საიდუმლოსა უფლისა თჳსისასა, რავდენ უფროჲს პეტრე და მის თანანი იგი, რომელთა ზეცისა მეუფემან უჩუენა გამოუთქუმელი იგი ხილვაჲ, რომლისა ქერაბინთაცა შეუძლებელ არს თუალთა შედგმად!
18. რამეთუ უფროჲსცა მათსა ღირს იქმნეს ესენი: იგი საყდართა ქუეშე ეტლის-თუალედთა იფარვიან და არავის უთხრობენ დიდებასა მისსა, ხოლო ესენი არა ხოლო თუ თუალით ხილვად,
19. არამედ ჴელითაცა მსახურებად და უფროჲსღა ყოველთა კიდეთა აუწყებენ დიდებასა მისსა და მიუთხრობენ ყოველთა საკჳრველებათა მისთა;
20. იგინი თჳთ ხოლო ურთიერთას იტყჳან ქებასა, ხოლო ამათ ყოველი სოფელი აღავსეს ღმრთის მეცნიერებითა, გალობასა აქებენ.
21. რაჲ-მე ვთქუა, ანუ რასა-მე ვიდოდი ღმრთივ შუენიერისა ამისთჳს საკჳრველებისა?
22. რამეთუ გონებაჲ გულსმოდგინე არს, ხოლო ენაჲ უძლურ.
23. არამედ შემინდვეთ მე სიტყუად, რამეთუ არა მნებავს მე დუმილი.
24. ხოლო შემეწიენით, რაჲთა არა მოვმედგრდე;
25. ლოცვა ყავთ ჩემთჳს, რაჲთა ვიტყოდი თქუენ თანა, რომელი-ესე გუესმა წმიდისა სახარებისაჲ, ვითარმედ: შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე, იაკობ და იოვანე.
26. რაჲ-მე არს „შემდგომად ექუსისა დღისა“ რომელ თქჳს?
27. – არამედ პირველთა მათ სიტყუათა შემდგომად ექუსთა დღეთა, ვითარცა-იგი მათე და მარკოზ აუწყებენ.
28. ხოლო კუალად ლუკა იტყჳს, ვითარმედ, შემდგომად სიტყუათა მათ ვითარ რვა ოდენ დღე.
29. ნუ ვინმე რიცხჳსა ამის განყოფილად თხრობითა უმეცარ იყოს დღისა მისთჳს, რამეთუ ჭეშმარიტად მართლ მოგჳთხრეს მახარებელთა, რამეთუ მათე და მარკოზ არა თანა-შეჰრთვენ პირველსა ამას დღესა,
30. რომელსა სიტყუანი იგი ითქუნეს, და არცა უკუანაჲსკნელსა, რომელსა შინა იცვალა ხატი დიდებისაჲ, არამედ შაშოვალ პირველისა და მერვისა, ექუსთა ხოლო დღეთა გჳთხრობენ, ვითარმედ: შემდგომად ექუსისა დღისა.
31. არამედ ლუკა პირველსა მასცა და უკუანაჲსკნელსა თანა-შეჰრთავს და ერთბამა(დ) აჰრაცხს, ვითარმედ: შემდ(გო)მად სიტყუათა მა(თ) ვითარ რვა ოდენ, ანუ (მე)რვესა დღესა.
32. აწ (უკ)უე დღეთა მათთჳს ე(გ)ოდენ იყავნ სიტყუა(ჲ).
33. არამედ მასვე სიტყუასა მოვიდეთ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე.
34. ჵ სამ გზის ნეტართაჲ ამათ მოწაფეთაჲ!
35. სამ გზის პატივი უფროჲს სხუათასა: რამეთუ პირველ, იგი ოდეს ასული შესაკრებელთ მთავრისაჲ მის აღადგინა, ოდეს-იგი მივიდოდა მათ თანა ვითარცა კაცი, ხოლო აღადგინა მკუდარი იგი მხოლოჲთა სიტყჳთა, ვითარცა ღმერთ არს;
36. და მერმე ამას დიდებულსა ხილვასა, ოდეს-იგი აღვიდოდა მათ თანა ლოცვად მთასა მას ვითარცა კაცი, ხოლო გამობრწყინდა დიდებითა ღმრთეებით;
37. და მერმე კუალად, ოდეს-იგი მივიდოდა ცხორებისა ვნებასა ნეფსით განზრახვით მას ღამესა, რომელსა მისცემდა თავსა თჳსსა, და მივიდა გესმანიად მათ თანა ვითარცა კაცი და იტყოდა:
38. მწუხარე არს სული ჩემი ვიდრე სიკუდიდმდე, და ილოცვიდა: მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს თანა-წარსლვად სასუმელი ესე ჩემგან, ხოლო განუმზადებდა ყოველთა ცხორებასა და უკუდავებასა,
39. ვითარცა ღმერთ არს, რაჲთა სამთა ამათ სამ გზის პატივითა სამებისაჲ იგი სარწმუნო ყოს ყოველთაჲ საიდუმლოჲ, რამეთუ იგი არს, რომელი შორის სამებასა იდიდების, რომელი მათ შორის მონისა ხატითა იქცეოდა.
40. ხოლო ამას რაჲ ვიტყჳ, არა თუ სხუათა მათ მოწაფეთა პატივსა დავამცირებ, არამედ რომელთა იგი იხილეს მიუწუდომელი საკჳრველი, ვაქებ,
41. ვითარცა იგი ნეტარი იოვანე ღმრთის-მეტყუელ ითქუმის საყუარელად უფროჲს სხუათასა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: მოწაფჱ იგი, რომელი უყუარდა ი~ჱს.
42. არა თუ სხუანი იგი არა უყუარდეს, რამეთუ მათცა იგივე ზომი მადლი აქუნდა და ჰრქუა: უფროჲს ამისა სიყუარული არავის აქუს, ვითარმცა სული ვინმე თჳსი დადვა მეგობართა თჳსთა ზედა.
43. თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ. და კუალად: მამასა ჩემსა უყუართ თქუენ.
44. აწ არა თუ შეასმენს სიტყუაჲ იგი სხუათა მათ, არამედ მისსა სიტყუასა უფროჲსად ბრწყინვალე ჰყოფს.
45. და კუალად ავიდოდა იესუ მთასა მას ლოცვად, რომელ-იგი სხუასაცა ჟამსა და ოდესვე ილოცვიდა და უფროჲსღა იორდანეს ნათლის-ღებასა მას მისსა.
46. ჟამსა მას ოდენ განეხუნეს ცანი ღა გარდამოჴდა სული წმიდაჲ და მამისა მიერ იწამა ძედ საყუარელად.
47. ესევე დღესცა ილოცვიდა მას ჟამსა დიდები(სა) თჳსისასა, ოდეს-იგი გამობრწყინდა მამულისა მის დიდებისა ბრწყინვალებისა;
48. და კუალად მამისა მიერ იწამა მითვე ჴმითა ძედ;
49. არა თუ ლოცვითა მოიღებდა იგი ღმრთისაგან და მამა/მისა პატივსა და დიდებასა და არცაღა თუ ვედრებისთა იწოდებოდა ძედ,
50. რამეთუ იგი თჳთ არს, რომელი შეიწირავს ყოველთაგან ვედრებასა და რომლისა მოდრკეს ყოველი მუჴლი ზეცისათაჲ და ქუეყანისაჲ და ქუესკნელთანი, და ყოველმან ენამან აღუვაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე არს.
51. არამედ რაჲთა აჩუენოს სრული მსგავსებაჲ ჩუენისა მის ბუნებისაჲ თჳნიერ ცოდვისა და რაჲთა ლოცვათა ჩუენთა წინამძღუარ იქმნეს მამისა თანა, ვითარცა-იგი შოვა-მდგომელ არს და მღდელთ-მოძღუარ ღმრთისა მიმართ, რაჲთა შესწირვიდეს ლოცვათა ჩუენთა და გჳლხინებდეს ცოდვათა.
52. და ვითარცა-იგი ნათლის-ღებითა მით არა თუ განწმედასა მოიღებდა წყალთა მათგან, არამედ უფროჲსღა მისცემდა სიწმიდესა, ეგრეცა ლოცვითა ამით არა თუ წყალობასა და შეწყნარებასა მოიღებდა, არამედ უფროჲსღა შეწყნარებულ ჰყოფდა, მლოცველთა მიჰმადლებდა წყალობასა.
53. რამეთუ მუნ ნათლის-ღებასა მას ახალი ელია იყო თჳთმხილველ და მსახურ და ქადაგ, ხოლო აქა ძუელი იგი ელია განახლებული წინაშე-მდგომელ და თანა-მზრახვალ და თანა-ზიარ საიდუმლოჲსა მის.
54. ჵ საკჳრველი და მიუწდომელი ხილვაჲ, რომელი იხილეს წინაწარმეტყუელთა ამათ და მოციქულთა მთასა თაბორსა უფროჲს მთისა სინაჲსა!
55. რამეთუ მუნ ალი იგი ცეცხლისაჲ, ხოლო აქა ნათელი ღმრთეებისაჲ;
56. მუნ მაყუალი, ხოლო აქა ღრუბელი;
57. მუნ მოსე შეშინებული, ხოლო აქა თანამდგომარჱ და ზრახვის ზიარი;
58. მუნ მონაჲ დიდებული, ხოლო აქა უფალი დიდებისაჲ;
59. მუნ სახჱ, ხოლო აქა ჭეშმარიტი;
60. არღარა შჯული მოსჱსგან, არამედ მადლი და ჭეშმარიტებაჲ იესუ ქრისტჱს მიერ დაემტკიცების.
61. და რაჲღა უმეტჱსი ვთქუა? არღარა მოსე იტყჳს, ვითარმედ: წინაწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ ღმერთმან, მისი ისმინეთ.
62. არამედ თჳთ თავადი მამაჲ წამებს, ვითარმედ: ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ.
63. რამეთუ უფროჲს მოსჱსსა არს, რომელი აქა გამოჩნდა დიდებითა, რომელმანცა-იგი დიდებულ ყო პირი მოსჱსი, ვითარმედ ვერ შემძლებელ იყვნეს თუალთა შედგმად ძენი ი~(ჱლი)სანი პირსა მოსჱსსა დიდებითა მით (პი)რისა მისისაჲთა, რომელი გ(ან)ქარვებადღა იყო.
64. უკუეთუ განქარვე(ბა)დი იგი დიდებით იყო, რ(ა)ვდენ უფროჲს, რომელი ჰგიეს დიდებით!
65. ჵ დიდისა ამის ჴელმწიფებისა საკჳრველებაჲ!
66. რამეთუ დღეს იწოდნეს ცხოველნი და მკუდარნი მსაჯულისა მის მიერ ცხოველთა და მკუდართაჲსა, რამეთუ იგი არს, რომელსა ცხორებისა და სიკუდილისა ჴელმწიფებაჲ აქუნდა.
67. ნეფსით მოვიდა მოსიკუდიდ ჯუარითა და ესენი თანა-ეტყჳან მას, რომელცა-იგი ეგულების ყოფად;
68. ღმრთეებისასა მას ხედვენ საკჳრველებასა და კაცობრივსა იტყჳან ვნებასა.
69. ჵ მიუწდომელისა მის სიმაღლისაჲ გამოუთქუმელი სიმდაბლჱ!
70. რამეთუ რომელი-იგი პირველითგან იყო სიტყუაჲ და ღმერთი და ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა.
71. და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი, დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითაღა ჯუარისაჲთა.
72. პეტრე, თავი იგი მოციქულთაჲ და კლდჱ სიმტკიცჱ, იტყჳს: უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ.
73. ნანდჳლვე კეთილ არს ყოფაჲ, სადა ღმრთის მეცნიერებაჲ ისწავების, და ნათელი ღმრთეებისაჲ იხილვების, და სასუფეველი ცათაჲ ეუწყების.
74. მერმე იტყჳს: ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსჱსა და ერთი ელიაჲსა.
75. რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა, არამედ არა უმეცარ იყო, რომელსა ზრახვიდა, რამეთუ იტყჳს: „ერთი შენდა“, ვითარცა ღმრთისა და მამისაჲ, რომელი-იგი ხატი და ბრწყინვალებაჲ მამისა ხარ, ვითარცა სთქუ: რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი;
76. „და ერთი მოსჱსა“, ვითარცა შენ მხოლოჲსა ძისათჳს, რომელმან მსგავსებაჲ მისი შეიმოსე განკაცებითა და შჯულის-დებითა და სიკუდილითა;
77. „და ერთი ელიაჲსა“, ვითარცა სულისა წმიდისათჳს, რომელი-იგი ცეცხლისა ეტლითა და ზე-აღფრენითა და უკდავებისა სახითა ცხორებისა საუნჯეთა შინა მსგავსად გამოისახის.
78. რამეთუ სამითა მით სახელითა საცნაურსა მას ტალავარსა აღაშჱნებდა, რომელ არს სამოციქულოჲ კათოლიკე ეკლესიაჲ, რომელსა შინა სამებაჲ იქადაგების.
79. და ღაცათუ მან სამი თქუა, არამედ ღრუბელი იგი ერთობასავე აჩუენებს – ეკლესიასა ჭეშმარიტებისასა, რამეთუ არა უმეცარ იყო საიდუმლოჲსა მის, ვითარცა-იგი არა კაცობრივმან სიბრძნემან ასწავა მას თქუმად,
80. ვითარმედ: შენ ხარ ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ ცხოველისაჲ, არამედ მამამან ცათამან, ვითარცა თავადი უფალი ეწამების, რომლისათჳსცა კლიტენი სასუფეველისანი მიიხუნა.
81. და რამეთუ ხატ არს და ბჭე ეკლესიაჲ სასუფეველისა ცათაჲსა, ვითარცა მამად-მთავარი იაკობ იტყჳს: ვითარ საშინელ არს ადგილი ესე!
82. არა არს ესე სხუა, არამედ სახლი ღმრთისაჲ და ბჭჱ ცათაჲ.
83. რამეთუ იგი ლოდისა მის სთუნითა დაფუძნებასა აუწყებდა ეკლესიაჲსასა, ხოლო აღმართებითა მით და ცხებითა აღშეჱნებასა დიდებასა აჩუენებდა.
84. ამისთჳსცა უწოდა ბეთელ, რამეთუ ბეთელ ითარგმანების: სახლი ღმრთისაჲ.
85. ხოლო კიბისა აღმართებაჲ და ანგელოზთა გარდამოსლვაჲ და აღსლვაჲ მოასწავებს, ვითარმედ ესე არიან ბჭენი უფლისანი, და მართალნი შევლენან ამას, რომელნი სარწმუნოებითა განმართლებულნი ზიარ იქმნეს ანგელოზთა თანა ფლობისა ქონებითა შესლვად ცათა.
86. რომლისათჳსცა ეტყჳს უფალი მოციქულსა, ვითარმედ: შენ ხარ კლდჱ, და ამას კლდესა ზედა აღვაშჱნო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი არა ერეოდიან მას,
87. და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი, და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, იყოს იგი კრულ ცათა, და რომელი განჰჴსნე ქუეყანასა ზედა, იყოს იგი ჴსნილ ცათა შინა.
88. აწ უკუე ვერ ერევიან ბჭენი ჯოჯოხეთისანი ეკლესიასა, რამეთუ დამყარებულ არს კლდესა ზედა, რომელსამე კლდესა, არამედ ამას, რომელსა პეტრე იტყჳს, ვითარმედ: შენ ხარ ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ.
89. და რომელსა პავლე იტყჳს, ვითარმედ: კლდჱ იგი იყო ქრისტჱ.
90. აწ უკუე რომელმან აღაშჱნოს სახლი თჳსი ამას კლდესა ზედა, რავდენმეღა თუ იყვნენ წჳმანი, და წარმოეცნენ მდინარენი, და ქროდიან ქარნი და ეკ~ჳეთნენ სახლსა მას, ვერ დაეცეს,
91. რამეთუ დამყარებულ არს იგი კლდესა ზედა და აღშჱნებულ არს საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინაწარმეტყუელთასა, რომელსა თავ საკიდურთა არს ქრისტჱ იესუ;
92. ხოლო რომელი ორგულებით შებრკოლდეს ბოროტად მადიდებლობითა, მან ისმინენ ნაცვალი იგი, რამეთუ აღაშჱნა სახლი თჳსი ქჳშასა ზედა, და ვითარცა იწყო წჳმად, და აღდგეს ნაღუარევნი, და ანქრევდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა, და იყო დაცემაჲ იგი დიდ.
93. რამეთუ იტყჳს: აჰა დავსდებ სიონს შინა ლოდსა დაბრკოლებისასა და კლდესა საცთურებისასა, და ყოველსა რომელსა ჰრწმენეს, არასადა ჰრცხუენეს;
94. ყოველსა რომელსა დაეცეს, განინქრიოს იგი და რომელი ეკუეთოს, შეიმუსროს იგი.
95. ამისთჳს უკუე მოციქული საღმრთოჲსა მ(ის) ხილვასა ქადაგებს და იტყჳს: რამეთუ არა მეცნიერებისა ზღაპართა შეუდეგით და გაუწყეთ თქუენ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი ძალი და მოსლვაჲ, არამედ თჳთ ვხედევდით მისსა მას სიმდიდრესა.
96. რამეთუ მოიღო ღმრთისაგან და მამისა პატივი და დიდებაჲ, ჴმაჲ, რომელი მოიწია მისა ესევითარისაგან დიდად შუენიერისა დიდებისა: ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი.
97. და ესე ჴმაჲ ჩუენ გუესმა ზეცით გამოსრული, მას თანა რაჲ ვიყვენით მთასა წმიდასა.
98. იტყჳს, ვითარმედ: „მის თანა რაჲ ვიყვენით“;
99. არა თუ მარტოჲ დაამტკიცებს, არამედ იცნის მის თანა ჭეშმარიტნი იგი მოწაფენი, რამეთუ იაკობ არს ნეტარი იგი მოციქული და მარტჳრი, რომელი ჰხედვიდა და ესმოდა, რომელმანცა ამის ჭეშმარიტისათჳს წარუპყრა ქედი თჳსი მახჳლსა ჰეროდჱსსა.
100. რამეთუ ეჴსენა ჭეშმარიტი იგი აღთქუმაჲ, რომელი აღუთქუა უფალსა თჳსსა, რამეთუ ჰრქუა: მიძლავს სასუმელი, რომელი შენდა შესუმად არს.
101. რამეთუ იოვანე არს საყუარელი იგი მოწაფჱ ღა ღმრთის-მეტყუელი, რომელი მიეყრდნა მკერდსა მისსა და აღმოივსო სიღრმისაგან სარწმუნოებისა გული მისი და წამა ჭეშმარიტი,
102. ვ~ა: ვიხილე დიდებაჲ მის, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ-შობილისაჲ მამისა მიერ სავსჱ მადლითა და ჭეშმარიტებითა.
103. სარწმუნო არიან მოწამენი ესე, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მათი, რამეთუ პირისაგან ორისა და სამისა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ.
104. ამისთჳს მამაჲ ზეგარდამო სამ გზის წამებს დიდებასა ძისასა: პირველად იორდანესა ზედა, ვითარცა პირველად ვთქუ;
105. და მეორედ მთასა ზედა თაბორსა, რომელსა ესე აწ ვდღესასწაულობთ;
106. და მესამედ ი~ჱლმს, ოდეს-იგი ჴმაჲ იყო და თქუა: გადიდე და მერმე გად/დიდო.
107. რომლისათჳსცა ეტყოდა უფალი ერსა მას: არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე.
108. არამედ თქუენთჳს, რაჲთამცა არწმუნა ერსა მას ჴმისა მისგან და უწამა მათ, ვითარმედ: აწ საშჯელი არს სოფლისაჲ.
109. რაჲ-მე არს საშჯელი იგი? – არამედ ესე, რამეთუ ნათელი მოივლინა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი.
110. რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ, ვითარცა-იგი პირველ თქუა, ვითარმედ: რომელსა ჰრწმენეს, იგი არა ისაჯოს, ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, იგი აწვე დაშჯი(ლ) არს.
111. სარწმუნო არს იოვანჱსიცა წამებაჲ, ღმრთისა წინამორბედისა, რამეთუ იტყჳს: რომელსა ჰრწმენეს ძჱ, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურჩ იყოს ძისა, (არა) იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ (იტ)ყჳს: რომელმან შეურაცხ-ყო(ს) შჯული მოსჱსი, მოკუედინ.
112. რავდენ უფროჲს, რომელმან ძჱ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყოს და წამებაჲ მ(ა)მისაჲ არა შეიწყნაროს და მოციქულთა ქადაგებაჲ არა სარწმუნოდ შეჰრაცხოს!
113. რამეთუ ვიცი, რომელმან-იგი თქუა: ჩემია შურის-გებაჲ, და მე მივაგო, იტყჳს უფალი;
114. არამედ საშინელ არს შევრდომაჲ ჴელთა ღმრთისა ცხოველისათა.
115. აწ მოვიდეთ დასასრულსა ამის სიტყჳსასა, რამეთუ: გარდამო-რაჲ-ვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნებდა მათ იესუ, ვითარმედ: ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძჱ კაცისა მკუდრეთით აღდგეს.
116. რაჲსათჳს-მე არს მცნებაჲ ესე, ვითარმედ „ნუვის უთხრობთ ჰხილვასა ამას“, რომელი ყოვლისა უფროჲს ხილვისა ქადაგებად ჯერ-არს?
117. – არამედ მისითა მით განაჩინა დროჲ იგი ჟამისაჲ მის და წესი თხრობისაჲ, რამეთუ თქუა: „ოდეს ძჱ კაცისაჲ მკუდრეთით აღდგესო“.
118. და რაჲჟამს მოიწია ჟამი იგი, ოდეს ჯერ-იყო მისლვაჲ, ეტყჳს მათ, ვითარმედ: აწ წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა.
119. რამეთუ თჳნიერ ჟამისა თხრობად სიტყუაჲ უწესო არს, და თჳნიერ წესისა კეთილი რაჲ-მე საქმედ უჟამო არს, და თჳნიერ კეთილისა სათნოებაჲ შეუძლებელ არს, ხოლო თჳნიერ სათნოებისა სრულებასა ვერვინ მისწუდეს.
120. აწ უკუე ვისწაოთ მოციქულისაგან, რომელი ჩუენ ვითარცა კეთილი თანა-მზრახვალი გუასწავებს: რაჲთა გამოიცადოთ, რაჲ-იგი არს ნებაჲ ღმრთისაჲ კეთილი, სა[თ]ნოჲ და სრუ[ლი].
121. ამიერითგან, საყუარელნო შვილნო აღთქუმისანო და მკჳდრნო სარწმუნოებისანო, ვერჩდეთ წამებასა მამისასა და გამოჩინებასა დისასა და მადლსა სულისა წმიდისასა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი