მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"სინური მრავალთავი"

 

თხზულება ოცდამეცამეტე

 

1. მეორეჱ თქუმული კირილე მთავარეპისკოპოსისა ი~ჱლმლისაჲ. რაჟამს-იგი მოვიდა წმიდათა მოციქულთა ზედა სული წმიდაჲ
2. ქრისტჱს შეყუარებულნო და გამორჩეულნო მამისა მიერ ღმრთისა, რომელნი ჩინებულ ხართ სანატრელსა ემბაზსა მეორედ შობისასა და მიგიღებიეს მადლი სულისა წმიდისაჲ, რომელი მოსცა სანატრელთა მისთა მოწაფეთა, რომელთა ეტყოდა,
3. ვითარმედ: მე ვჰლოცვიდე მამასა და სხუაჲ ნუგეშინის-მცემელი მოგცეს თქუენ, რომელი იყოს თქუენ თანა უკუნისამდე – სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი სოფელსა ვერ ჴელ-ეწიფების მოღებად,
4. რამეთუ არა ჰხედავს მას და არცა იცის იგი, რამეთუ თქუენ თანა დადგრომილ არს და თქუენ თანა იყოს იგი.
5. და კუალად იტყჳს: ამას გეტყოდე თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ.
6. ხოლო ნუგეშინის-მცემელი იგი სული წმიდაჲ, რომელი მოგივლინოს მამამან სახელითა ჩემითა, მან გასწაოს თქუენ ყოველი და მოგაჴსენოს თქუენ ყოველი, რავდენი გარქუ თქუენ.
7. და მერმე იტყჳს, ვითარმედ: რაჲჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელ მე მოგივლინო თქუენ მამისა ჩემისა მიერ, სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, იგი წამებს ჩემთჳს.
8. და კუალად იტყჳს უფალი: უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინის-მცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა;
9. უკუეთუ წარვიდე, მოვავლინო იგი.
10. მოვიდეს და ამხილოს სოფელსა ცოდვისათჳს და სიმართლისათჳს.
11. და კუალად თქუა, ვითარმედ: მრავალი მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ ვერ ძალ-გიც დატევნად აწვე.
12. ხოლო ოდეს ნუგეშინის-მცემელი იგი სული ჭეშმარიტებისაჲ მოვიდეს, გითხრას თქუენ ყოველი ჭეშმარიტი.
13. არა თავის ნეფსით რას იტყოდის, არამედ რავდენი ესმეს, იტყოდის.
14. აწ თჳთ მის მხოლოდ-შობილისა სიტყუანი მოგუმადლნა ჩუენ, რაჲთა არა ვერჩდეთ ჩუენ კაცობრივსა სიტყუასა.
15. ამის სულისა წმიდისა ზიარებასა მიანიჭებდა მოციქულთა.
16. რამეთუ წერილ არს: შთაჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ.
17. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ, მიეტევნენ ცოდვანი, და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ.
18. ესე მეორჱ შთაბერვაჲ არს, რამეთუ პირველი იგი განქარდა ნეფსით ცოდვითა მით, რაჲთა აღესრულოს: აღმოვიდა შთამბერველი პირსა შენსა, განმარინებელი ჭირისაგან.
19. ხოლო მო-იგი-ვინაჲ-ვიდა? – არამედ ჯოჯოხეთით, რამეთუ გჳთხრობს ჩუენ სახარებაჲ, ვითარმედ: შემდგომად აღდგომისა შთაჰბერა მოციქულთა სული.
20. არამედ მოსცემს აწცა მადლსა, ხოლო უმეტჱსადრე და უფროჲს მათა მიმართ იტყჳს, ვითარმედ: განმზადებულ ვარ მიცემად თქუენდა აწცა, არამედ წმიდაჲ იგი ვერღა დაიტიოთ.
21. აწ მი-ღა-იღეთ მადლი ესე, რავდენ დაიტიოთ, არამედ უფროჲს მოელოდეთ.
22. თქუენ დასხედით ქალაქსა ამას შინა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით გამო.
23. აწ მიიღეთ ზოგს რაჲმე, რომელი-იგი მიიღეს მათ, ხოლო რომელმან შეიმოსის სამოსელი, ყოვლით კერძოვე მოიცვის და თქჳს: ნუ გეშინინ ჭურისა და ისრისა ეშმაკისაგან და რამეთუ შეგემოსოს თქუენ ძალი სულისა წმიდისაჲ,
24. ხოლო შენ გეჴსენედ აწინდელთაჲ მათ თქუმულთაჲ, რამეთუ სული არა განიყოფვის, არამედ მის მიერი იგი მადლი.
25. აწ უკუე აღმაღლდა იესუ ზეცად და მის მიერი იგი აღთქუმაჲ აღასრულა, რამეთუ ჰრქუა მათ: მე ვჰლოცვიდე მამასა ჩემსა და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოქცეს თქუენ.
26. მოციქულნი სხდეს და ელოდეს მოსლვასა სულისა წმიდისასა და აღსრულებასა მას დღეთა მათ ერგასისთასა, რამეთუ ჩუენი არს ესეცა პატივი, რომელსა ვიტყჳთ, არა თუ სხუათა ადგილთა კეთილთა, არამედ ჩუენ შორის მომადლებულთა.
27. და მეერგასისესა მას დღესა სხდეს მოციქულნი და გარდამოჴდა ზეცით ნუგეშინის-მცემელი იგი, ზღუდჱ სიმტკიცისაჲ და წმიდა-მყოფელი ეკლესიათაჲ, მოღუაწი სულთაჲ და შემწჱ ჭირვეულთაჲ, გჳრგჳნის მომცემელი იგი მძლეთაჲ და ძალის მომცემელი იგი მოღუაწეთაჲ.
28. და გარდამოჴდა, რაჲთა შეჰმოსოს ძალი და ნათელ-სცეს მოციქულთა, რამეთუ ეტყჳს უფალი: თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა არა მრავალთა დღეთა შემდგომად.
29. არა ზოგს-რაჲ არს მადლი ესე, არამედ სრულ არს ძლიერებაჲ.
30. ვითარცა-იგი რომელი შთაჴდის წყალსა და ყოვლით-კერძოვე მოიცვის წყალმან, რომელი-იგი იბანებინ, ეგრეცა სულისა მისგან ნათელ-იღეს მათ ს~დ, არამედ წყალმან გარეშჱ ოდენ განბანის, ხოლო სულმან წმიდამან სულსა ნათელ-სცის უნაკლულოდ. და რაჲსა გიკჳრს?
31. ისმინეთ ახალი იგავი ესე ჴორციელი: მცირე არს სიტყუაჲ იგი და შეურაცხ, ხოლო სარგებელ არს წრფელთა მათთჳს.
32. უკუეთუ ცეცხლი იგი სიზრქესა მას უფერულისა რკინისასა შეჴდის შინაგან და ყოვლადვე ქმნის იგი ცეცხლ, და ცეცხლი იგი იქმნის მჴურვალე და შავი იგი იქმნის მბრწყინვალე.
33. უკუეთუ ცეცხლი ჴორციელი ჴორციელსა მას რკინასა შეჴდის და ესრჱთ სრულიად ბრწყინვალე იქმნის, შენ რაჲსა გიკჳრს, ვითარმედ სული წმიდაჲ შევიდეს შინაგანსა სულსა?
34. ხოლო რაჲთა ესოდენისა მის მადლისა მომავალისა არა უცნაურ იყოს სიმდიდრჱ, საყჳრი ზეცისაჲ ოხრიდა, რამეთუ იყო მეყსეულად ზეცით ოხრაჲ, ვითარცა მოსლვაჲ ქარისა ძლიერისაჲ, და აუწყებდა მოსლვასა მას მადლისასა, რაჲთა თუალითაცა იხილონ ენები იგი ცეცხლისაჲ.
35. და ყურთა ესმა ოხრაჲ. და აღივსო ყოველი იგი სახლი, სადა სხდეს.
36. ემბაზ იქმნა ცნობადისა მის წყლისა სახლი იგი.
37. მოწაფენი იგი შინა სხდეს და სახლი იგი ყოველი აღივსო აწ უკუე ნათელ-იღეს უნაკლულოდ მსგავსად აღთქუმისა მის.
38. შეიმოსნეს მოციქულნი სულით და ჴორცით სამოსლითა მით საღმრთოჲთა.
39. და ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლი და დაადგრა თითოეულსა მათსა ზედა, და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა.
40. ცეცხლისა ენათა მიიღებდეს, არა შემწუველისასა, არამედ მაცხოვარებისა მის ცეცხლისასა, რომელმან ეკალი ცოდვისაჲ შეწჳს და სული ბრწყინვალე ქნის,
41. რომელი-იგი აწცა ესრევე მოსლვად არს თქუენ ზედა და ეკლოვანი იგი ცოდვაჲ მოგისპოს და განლიოს, ხოლო სულისა თქუენისა მონაგები პატიოსანი განანათლოს და მოგცეს თქუენ ნიჭი,
42. რამეთუ მისცა მაშინცა მოციქულთა სახედ ენათა ცეცხლისათა და დაადგრებოდა მათ ზედა, რაჲთა ახალნი შარავანდნი დაედგნენ მათ სულიერნი – ცეცხლისა ენანი იგი თავთა მათთა.
43. პირველ მოტყინარჱ იგი მახჳლი აყენებდა სამოთხედ შესლვასა, და ცხოვრებისა მის ცეცხლისა ენისა კუალად უკმოაგო მადლი იგი.
44. და იწყეს მათ უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მოსცემდა მათ, სიტყუად: გალილეველ იყვნეს პეტრე და ანდრეა, სპარსელებრ და არშებრ იტყოდეს, იოვანე და სხუანი მოციქულნი ყოველსა ენასა ეტყოდეს წარმართთა მათ.
45. არა ხოლო აწყა იწყო უცხოთა სიმრავლემან მოსლვად აქა, არამედ პირველითგანვე.
46. ვინ იპოოს ესევითარი მოძღუარი, რომელმან ესრჱთ მეყსეულად ასწავა, რომელ არასადა იცოდეს!
47. ესოდენთა წელთა მწიგნობრობითა და მანქანობითა ისწავიან ენაჲ ბერძლ სიტყუაჲ კაცთა და არცაღა ესრჱთ ყ~ლთავე კეთილად.
48. და ღათუ ჯდა გულ-კლებულად, იტყოდა, არამედ ლიტონად;
49. მწიგნობარნი, ვინ უწყის, არა ეგოდენ.
50. და რომელმან მწიგნობრობაჲ იცის, სიბრძნის მოყუარებისაჲ იგი არა იცის.
51. ხოლო სულმან წმიდამან ყოველივე ერთბამად ასწავის, მრავალი ენაჲ, რავდენცა-იგი ყოველსა ჟამსა ისწავეს.
52. ესე არს ჭეშმარიტად სიბრძნჱ მრავალი; ესე არს საღმრთოჲ იგი ძალი.
53. რომელი შეტყუებაჲ შეატყუა მას, რომელნი მრავალთა ჟამთა უსწავლელ იყვნეს, და მეყსეულად თითოეულთა მათდა მრავალ-ფერთა ენათა სიტყუასა მისცემდა!
54. და (იყ)ო შეკრებაჲ სიმრავლ(ი)საჲ მის, რომელთა-იგი ესმოდა, მის წილ, რომელ-იგი ბაბილოვნს გოდოლისა მის საქმისა იყო პირველ ბოროტი.
55. რამეთუ შერევასა მას ენათასა მაშინ განყოფანი იყვნეს გონებათანი, ღმრთისა წინააღმდგომ იყო ზრახვაჲ იგი, ხოლო აქა კუალად-გებაჲ, რამეთუ ღმრთის მსახურებისათჳს არს მოსწრაფებაჲ ესე.
56. რომლისა მიერცა განვრდომაჲ იქმნა, მის მიერცა – კუალად შემოსლვაჲ.
57. ხოლო უკჳრდა და იტყოდეს: ვითარ მესმის ჩუენ სიტყუაჲ ესე მათი?
58. – არა საკჳრველ არს, უკუეთუ თქუენ არა იცით, რამეთუ ნიკოდემოზცა ვერ ცნა სულისა მის წმიდისა მოსლვაჲ, და მას ჰრქუა უფალმან: სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ, და ჴმაჲ მისი გესმინ და არაჲ უწყინ, ვინაჲ მოვალნ და ვიდრე ვალნ.
59. აწ უკუე რაჟამსღა ჴმაჲ ესმინ და არა უწყინ, ვინაჲ მოვალნ, ხოლო მისი იგი სიმტკიცჱ ვითარ-მე უძლო მითხრობად!
60. ხოლო იგინი ეკიცხევდეს მათ და იტყოდეს, ვითარმედ: ტკბილითა განსავსე არიან ესე.
61. ჭეშმარიტსა ღათუ იტყოდეს, არამედ სიკიცხევად დგეს.
62. რამეთუ ახალ იყო ნანდჳლვე ღჳნოჲ იგი და ახალ – შჯულისა მადლი.
63. არამედ ახალი ღჳნოჲ ცნობადისაჲ მის იყო ვენაჴისაჲ, რომელმან-იგი მრავალი ნაყოფი გამოიღო წინაწარმეტყუელთა თანა და ახალსა შჯულსა აღმოსცენდა.
64. ვითარცა ვენაჴი ესე საჭმელი მარადის იგი ვენაჴი არნ, არამედ ჟამად-ჟამად უახლჱსი ნაყოფი გამოიღის, ეგრეცა სულმან წმიდამან: ჰგიეს თავადი იგი, ვითარცა არს, და მრავალ გზის წინაწარმეტყუელთა ექმოდა, ხოლო აწ ახალი საკჳრველი აჩუენა.
65. მიიწია მათაცა მადლი ესე, ხოლო აქა გარდამრედ მიიღეს სულისაგან წმიდისა, არამედ აქა ყოვლად სრულიად ნათელ-იღეს.
66. და პეტრეს რომელსა აქუნდა სული წმიდაჲ და უწყოდა, რომელი აქუს, იტყოდა: კაცნო ისრაიტელნო, რომელნი-ეგე წინაწარმეტყუელებასა იოველისსა მიუთხრობთ, ხოლო არა იცით წერილი იგი!
67. არა ვითარ-იგი თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ ამათ სთრავს და რამეთუ გუთრავს ჩუენ, არა ვითარ-ეგე თქუენ გულსა მოგიჴდა, არამედ ვითარცა წერილ არს: დაითრვნენ იგინი სიპოხითა სახლისა შენისაჲთა და მდინარჱ საშუებლისა შენისაჲ ასუა მათ.
68. სთროდა მთრვალობითა მით სიფრთხილისაჲთა, რომელმან-იგი მოაკუდინნის ცოდვილნი და გულნი განაცხოველნის;
69. მთრვალობაჲ, რომელი მტერ არს ჴორციელისა მის: მთრვალობამან ჴორციელებრმან მეცნიერებაჲ დაავიწყის, ხოლო ამან მთრვალობამან, რომელღა-იგი არა იცინ, მისი ცნობაჲ მოანიჭის;
70. სთრავს, რამეთუ სუეს ცნობადისაჲ მის ვენაჴისაჲ, რომელმან-იგი თქუა: მე ვარ ვენაჴი და თქუენ რტონი.
71. უკუეთუ არა გრწამს ჩემისაგანცა თქუმული ესე, რამეთუ ჟამი მესამჱ არს დღისაჲ ამის, რომელი-იგი სამ ჟამს ჯუარს-ეცუა, – ვითარცა მარკოზ იტყჳს, – აწცა მანვე სამ ჟამს გარდამოავლინა მადლი ესე.
72. არა თუ სხუაჲ მადლი არს მისი და სხუაჲ ამისი, არამედ რომელი-იგი მაშინ ჯუარს-ეცუა და აღუთქუა, აღასრულა, რომელი-იგი თქუა.
73. უკუეთუ გინებს შეწყნარების, ისმინე, ვითარმედ: ესე არს თქუმული იგი იოველის მიერ წინაწარმეტყუელისა: და იყოს ამისა შემდგომად, იტყჳს უფალი, მივჰფინო სულისაგან ჩემისა.
74. ხოლო „მიფენაჲ“ ესე მდიდრად აჩუენა, ეგრევე მიფენაჲ იგი მადლისაჲ მის, ვითარცა-იგი იტყჳს: არა თუ ზოგს რაჲმე მისცის ღმერთმან სული, რამეთუ მამასა უყუარს ძჱ და ყოველივე მოსცა ჴელთა მისთა;
75. მოსცა მას ჴელმწიფებაჲ მადლისაჲ მის სულისა წმიდისაჲ მინიჭებად, ვისცა უნდეს.
76. მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორციელსა და წინაწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი.
77. და ვითარცა შემდგომად იტყჳს, ვითარმედ: მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისა ჩემისაგან და წინაწარმეტყუელებდენ.
78. რამეთუ სული წმიდაჲ თუალ-უხუავ არს: არა ეძიებს აზნაურებასა, არამედ სულისა მოშიშებასა;
79. ნუცა მდიდარნი განლაღნებიან, ნუცა გლახაკნი დამდაბლდებიან, გარნა თავი თჳსი განმზადენ კაცად-კაცადმან შეწყნარებად ზეცისა მის მადლისა.
80. მრავალი სიტყუაჲ თქუეს დღეს და დაშურეს მსმენელნი.
81. არამედ უმრავლჱს არიან, რომელნი დაუტევენით.
82. ჴამს ნანდჳლვე სხუაჲ ჭეშმარიტად სამი ჟამი და უფროჲსი სწავლაჲ სულისა მოძღურებისათჳს.
83. ხოლო შენდობა იყავნ ჩუენდა ორკერძოვე.
84. რამეთუ წმიდაჲ იგი დღესასწაული აღვსებისაჲ მოიწევის, და განვაგრძვეთ ჩუენ სიტყუაჲ ესე, რავდენნი ჴმდეს წამებანი ახლისაგან შჯულისა შოვა-წარმოღებად,
85. ვერ მივსწუედით და და-ღა-გჳშთა ჩუენ ფრიად საქმისაგან მოციქულთაჲსა, რომელსა შინა სულისა წმიდისა მადლნი შეეწეოდეს პეტრეს და ყოველთა ერთბამად მოციქულთა.
86. დადგა პეტრე ათერთმეტთა მათ თანა და აღიმაღლა ჴმაჲ თჳისი, – მსგავსად მოციქულისა მის, ვითარმედ: აღიმაღლე ძლიერად მახარებელმან მაგან იერუსალემისამან, – და ცნობადითა მით სათრომელითა სიტყჳსაჲთა სამ ათასნი სულნი მონადირნა ცხორებად.
87. ესოდენ შეეწეოდა ყოველთა ერთბამად მოციქულთა მადლი იგი სულისაჲ.
88. ამიერითგან, ძმანო საყუარელნო, გლოცავ თქუენ მოძღურებისა სიტყჳთა, რაჲთა განჰმზადნე(თ) გულნი თქუენნი ზეცისა(თა) მათ მადლთა წმიდ(ი)სა მისთჳს სამოცი(ქუ)ლოჲსა სარწმუნო(ე)ბისა
89. და ჩუენცა მათ ნ(ეტ)ართა მოციქულთა თანა მოველოდით მადლსა მას ზეცისასა და ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
90. საკითხავნი იოვანჱს შობისანი
91. ჰპოო ქრისტის შობასა, თავი ესე: ნაშობი დედათაჲ, ესე ჰპოო მუნ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი