მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"სინური მრავალთავი"

 

თხზულება ოცდამეთორმეტე

 

1. საკითხავნი მარტჳლიისანი. თქუმული იოვანე მთავარეპისკოპოსისაჲ დღისა მისთჳს, რომელსა მოევლინა სული წმიდაჲ
2. ოდესმე ენანი ღმრთისაგან რისხვითა განიწვალნეს უკეთურებისათჳს კაცთაჲსა, ხოლო ამას დღესა შინა წყალობითა და მადლითა სულისა წმიდისაჲთა მოეცნეს შეწევნისათჳს სოფლისა;
3. მაშინ განიბნინეს, რაჲთა მოყუასმან მოყუსისა თჳსისაჲ ნუ ისმინოს, აწ მოეცნეს, რაჲთა ისმინონ, ისწაონ და გულისხმა ყონ.
4. მას ჟამსა განყოფამან მან ენათამან საქმენი ცუდნი განაქარვნა;
5. ხოლო აწ ენანი რომელნი მომეცნეს, საქმენი ჭეშმარიტებისანი დაამტკიცნეს და აღავსნეს;
6. მუნ მოეცნეს, რაჲთა ზრახვანი უკეთურნი განაქარვნეს, და აქა მოეცნეს, რაჲთა კეთილი ღმრთისა ნებაჲ ქადაგონ.
7. მას ჟამსა მისთჳს, რაჲთამცა არა ისმინეს ენაჲ იგი ურთიერთასი, და აწ მისთჳს, რაჲთა ყური მიუყონ სიტყუათა შეწევნისათა.
8. მას ჟამსა განიბნინეს ენანი გოდლისა მისთჳს, რომელი აღიშჱნებოდა ბოროტად, და აქა მომეცნეს ენანი, რაჲთა დაემჴუნენ ცოდვანი, რომელნი აღეშჱნებიან საცთურად.
9. და გამოვიდეს ენანი შემდგომად ენათა, რაჲთა შემოიყვანნეს იგინი სახლსა ცხოვრებისასა.
10. და მოვიდა სული შემდგომად ძისა, დაებეჭდა ჴსნაჲ ჩუენი ბეჭდითა თჳსითა, აღმაღლდა მხოლოდ-შობილი იგი, რომელი დამდაბლდა ჩუენთჳს წყალობითა თჳსითა, გარდამოჴდა ნუგეშინის-მცემელი, რაჲთა აღასრულოს ძლევაჲ ჩუენი მოწყალებით.
11. მოივლინა ჩუენდა აზნაურებაჲ ჴელითა ძისა თჳსისაჲთა და შემეძინნეს ჩუენ ნიჭნი ჴელითა სულისაჲთა, რომელი მისგან არს.
12. რამეთუ უნდა მამასა ცხორებაჲ ჩუენი, გულს-იდგინა ძემანცა მოძიებაჲ ჩუენი.
13. რამეთუ დამდაბლდა მხოლოდ-შობილი იგი ჩუენთჳს და დამდაბლდა სულიცა იგი და ჰფუფუნებდა ყოველთა.
14. განმდიდრდეს მოციქულნიცა ნიჭითა სამებისაჲთა ჩუენისა სარგებელისათჳს, განვიდეს და განეფინნეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა, და შეკრებისა ჩუენისათჳს ქადაგებდეს წინაწარმეტყუელნი, და დაჰბეჭდეს მოციქულთა ძლევაჲ ჩუენი.
15. მიეფინა სული იგი ყოველსა ჴორციელსა, ვითარცა თქუა იოველ წინაწარმეტყუელმან: წინაწარმეტყუელებდენ ძენი და ასულნი თქუენნი.
16. ვითარცა აღუთქუა, მისცა ღმერთმან მადლი მონათა და მჴევალთა თჳსთა ზედა – სული იგი თჳსი.
17. და იცნეს იგი, ვითარცა თქუა: კნინნი დიდთა თანა, და აღივსო ქუეყანაჲ მეცნიერებითა მისითა, რომელი სავსე იყო საცთურითა, და დამტკიცნა ჭეშმარიტებაჲ.
18. გამოაბრწყინვა ნათელი თჳსი და მის გამო წარემართა მისლვად მისა.
19. ისწრაფეს შეწევნათა მისთა და გულს იდგინეს და აღჴოცნეს სავნებელნი ჩუენნი.
20. გამობრწყინდა ჴორცთა ჩუენთა ზედა და განანათლნა სულნი ჩუენნი;
21. მოვიდა ცხადად და შეეწია გონებათა ფარულად;
22. იჴსნნა ათასნი ბრალისაგან და განარინნა ბევრნი სიკუდილისაგან;
23. შეისხნა ჴორცნი, თანა-მდებნი მიწისაგანნი, და მისგან აღიღო ძლევაჲ სრულითა სიმჴნითა;
24. შთავიდა სიღრმესა და წარმოტყუენა ტყუჱ;
25. აღჴდა მაღლად და განუყო ნიჭი თჳსი და იქმნნეს ჴორცნი მისნი მიზეზ კეთილის;
26. და განარინნა სულნი ბოროტისა შეპყრობისაგან;
27. გამოუჩნდა თუალთა, რაჲთა გამოუჩნდეს გულთაცა;
28. შეეხნეს ჴელნი, რაჲთა დაემტკიცნენ გონებანიცა;
29. შესახებელ ყვნა მადლნი თჳსნი და უჩუენა კაცთა სიმდიდრჱ თჳსი;
30. და არა მით ხოლო კმა-ყო, რაჲთამცა კაც ხოლო იქმნა, არამედ მოკლულცა;
31. და არა ხოლო თუ მოკლულ, არამედ დაფლულცა.
32. მოვიდა მადლითა თჳსითა და მოწყჳდნა ცოდვანი ჩუენნი, და თუმცა მოწყალებასა მას მისა არა დაემშჳდა იგი, აღ-მცა-ჴოცა ბუნებაჲ ესე ჩუენი.
33. ბუნებანი ბუნებათა ჩუენთა ზედა განრისხნეს ჯრც~მსა მას მისსა და შთანთქმაჲ ჩუენი ეგულებოდა ყოველთაჲ.
34. რაჟამს ჯუარს-აცუეს, კლდენი განიპნეს და სამარენი აღეხუნეს და მკუდარნი განცხოველდეს, ხოლო ცხოველნი იგი განცოფნეს.
35. განაგდო ჯუარი იგი და აღმაღლდა ცად.
36. არა დაიმარხა მან მანკიერებაჲ ნათესავისა ჩუენისათჳს, მოავლინა ნიჭი თჳსი და აღავსნა ეკლესიანი.
37. უწოდა მკლველთაცა მისთა, უნდეს თუ, სუფევდენ იგინიცა მეგობართა თჳსთა თანა.
38. და თუ ჰრწმენეს სიმდაბლჱ იგი მისი, ჴორცნი თჳსნი მისცნენ მათ სიყუარულითა თჳსითა.
39. დასაბამად ნიჭთა თჳსთა ჴორცნი თჳსნი განუყვნის და სისხლნი თჳსნი უსასყიდლოდ მისცნის.
40. უსასყიდლოდ ეკლესიათა თჳსთა განუყვნა ენანი, რაჲთა ქადაგონ ჭეშმარიტებაჲ მისი.
41. მოავლინა ნიჭი თჳსი, რაჲთა წამონ სარწმუნოებაჲ მისი.
42. იქმნა თავს-მდებ სოფლისა სასწაულებითა მით, ვითარმედ ღმერთი არს, და დააბა წიგნ-წერილებაჲ იგი სასწაულებითა ძალისა მისისაჲთა, ვითარმედ დამბადებელი იგი არს.
43. იგი არს დამბადებელი და იგი არს მჴსნელი ჩუენი.
44. მის გამო აღესრულნეს საქმენი, ამან იჴსნა კაცი, ამისგან გამოჩნდა მამაჲ, ამისგან იცნობა სუფევაჲ და იგი არს ნიჭი ჩუენი.
45. და სულისა გამო დაებეჭდა ჭეშმარიტებასა და განიყვნეს ნიჭნი მადლთა მისთანი.
46. ეწამების დამდაბლებაჲ იგი მისი და უფლებისა მისისათჳს დაჰბეჭდა ძალმან მისმან.
47. ღაღატ-ყვეს სასწაულთა მისთა ძალითა თჳსითა, ვითარმედ: ღმერთი არს ჭეშმარიტად, რამეთუ აღასრულნა სიტყუანი მისნი, ვითარმედ: შემოქმედი არს ჴელოვანთ-მოძღუარი ყოვლითურთ და არწმუნა სოფელსა და იმიერ და ამიერ მისცა არგანი ყოველთა, რამეთუ დასნეულდა კაცებაჲ ესე ჩუენი.
48. და განამრავლნა შეწყნარებანი თჳსნი, რამეთუ დასნეულდა თავისუფლებითა თჳსითა.
49. იღუაწა მისთჳს ნებითა თჳსისითა, რამეთუ დაავიწყდა იგი და დაითმინა მისი და შეაჯერა მას.
50. და ვითარცა შეეშინა მას სიმდიდრისაგან მისისა, შეეწია მარჯუენითა თჳსითა.
51. შემდგომად ნათლისა მის მისისა, ვითარმედ განიძარცუეს დიდებაჲ იგი, რომელ შთაეცუა მას, განბანა და განწმიდა ლხინებითა თჳსითა.
52. ადამსა შეემოსა და შეემკო ესე დიდებითა თჳსითა და წყალობ(ით)ა თჳს(ითა ძი)ება-ყო სრულიად.
53. არა თუ ხარკით დაჰბადა და არცა ხარკით იჴსნა და არცა ხარკით ყვის კეთილი, დაბადებულნი მისნი ეწამებიან, ვითარმედ იგი არს, და საქმენი მისნი ღაღადებენ, ვითარმედ ქველის-მოქმედ არს.
54. მოწამე არს ჴელი მხოლოდ-შობილისაჲ, რომელმან დაჰბეჭდა სულითა თჳსითა.
55. მამაჲ მოწამე არს ძისა სრულითა სიყუარულითა თჳსითა, და ძჱ ქადაგებს მამისათჳს ჭეშმარიტებითა მოწამებითა თჳსითა, და სული ფუფუნებითა თჳსითა აუწყებს მადლისა მისისათჳს, წინაწარმეტყუელნი ქადაგებენ, მოციქულნი ღაღადებენ, გონებანი ეწამებიან.
56. დღეს აღესრულა სიტყუაჲ იგი, რომელი ითქუა წინაწარმეტყუელთაგან, ვითარმედ: მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორციელსა და წინაწარმეტყუელებდენ ყრმანი თქუენნი.
57. იხილეთღა, არაძი აღესრულაა მოციქულთაცა მიმართ ჟამსა მას, რომელსა შეკრებულ იყვნეს ერთად ქორსა მას ზედა და გამოუჩნდეს მათ ნაწილნი ვითარცა ცეცხლისაგან!
58. იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა ენად-ენად, რაჲთა დააკჳრვონ ნათესავსა ზედა, რომელნი შეკრიბნა და მოიყვანნა სულმან მან, რაჲთა იხილნეს დიდ-დიდნი იგი ძალნი ღმრთისანი.
59. და ჩუენცა, ძმანო, ნუმცა თანა-წარვსცოდავთ სულთა ჩუენთა ზიარებისა მისგან სულისა წმიდისაჲსა და ნუ მოვალნ გულთა ჩუენთა, ვითარმედ იგინი ხოლო ღირს იქმნნეს.
60. არამედ ჩუენ თუ გჳნდეს, მოფენილ არიან მადლნი მისნი ჩუენ ზედაცა უხუად.
61. და რაჲთა მივიღოთ გჳრგჳნი და ენითა, რომელი არს თარგმანებითა, დავიმოწაფნეთ და ვასწაოთ უცებთა და ვჰმოძღურიდეთ უსწავლელთა და განვანათლოთ გონებაჲ მათი.
62. და დავანელნეთ ულამონი და დავამტკიცნეთ უძლურნი და ვიღუაწნეთ სნეულნი და გამოვზარდნეთ ჴუებულნი.
63. და ღმერთი რომელი მოვიდა ცხორებად ჩუენდა, ვემსგავსნეთ და მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ და აღმოვთქუათ მადლი და ძლიერებაჲ, სიმდიდრჱ სამებისაჲ, ერთობით პატივსცემდეთ აწ და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი