|
"სინური მრავალთავი"
თხზულება ოცდამეთხუთმეტე
1. თ̃ა აგჳისტოსა ი~ე. მარიამობაჲ 2. თქუმული წმიდისა და ნეტარისაჲ მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისა. გარდაცვალებისათჳს წმიდისა ღ~თისმშობელისათჳს 3. საყუარელნო, მოვედით და ისმინეთ წმიდისათჳს ქალწულისა ქებაჲ, ვითარ ადიდა შობილმან მშობელი თჳსი, ძემან ღმრთისამან და თჳთ (ღ~ნ?) დედაჲ თჳსი! 4. რაჲ-მე ვთქუათ, ძმანო ჩემნო, რომლითა ენითა ანუ (რ~ი)თა პირითა შეუძ(ლო)თ თქუმად მჰგა ან მზგა??? ქებად მისა? 5. რამეთუ ესე ქალწული გამოჩნდა(ა) უმაღლეს ცათა და საყდართა დ(ა) ა(მის)თჳს ვერ შეუძლებს მ(ი)წისაგანი ესე ენაჲ (ჩე)მი გამოთქუმად, ვითარმედ ვიტყოდი და ა(რა) ვდუმნე, 6. რამეთუ ამის (ქ̃წლი?)სათჳს მოსე, დიდმან წინაწარმეტყუელმან, ესრე თქუა სულითა წმიდითა, რამეთუ: მე მოვიდე და დავემკჳდრო კაცთა შორის და შემდგომი ამისი. 7. ოსე წინაწარმეტყუელმან თქუა: ვიხილე ყრმაჲ წიაღთა ქალწულისათა. 8. და ეზეკიელ დაჴსული ბჭჱ იხილა, რომელი არავინ გავლო, გარნა ღმერთმან, და დაჴშულივე ჰგიეს. 9. დანიელ თქუა: მთისაგან ლოდი თჳნიერ ჴელისაგან კაცისა გამოკუეთილი, ესე იგი არს, თჳნიერ მამაკაცისა შობაჲ. 10. ხოლო ესაჲ ცნა ურჩთაჲ მათ და ქედ-ფიცხელთაჲ სიტყუაჲ იგი მოსჱსი, რომელ თქუა, რამეთუ: ნათესავი ესე განდრეკილი არს, რომელთა თანა არა არს სარწმუნოებაჲ. 11. ამისთჳს განცხადებულად ღაღად-ყო: აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ და უწოდიან სახელი მისი ენმანუელ, რომელ არს: ჩუენ თანა ღმერთი. 12. რაჟამს იხილა ღმერთმან ნათესავი კაცთაჲ წარწყმედული და მსხდომარჱ ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, წარმოავლინა მთავარი ანგელოზთაჲ გაბრიელ ქალწულისა მარიამისა ხარებად მისა, და თქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! 13. უფალი შენ თანა! 14. რამეთუ იქმენ შენ ტაძარ სულისა წმიდისა, და ქრისტე ჴორციელად იშვეს შენგან. 15. აწ მე აღძრულ ვარ ხარებისა მი(ს)თჳს, უმეტჱს ხოლო მთავარანგელოზი სახარებისა მიერ და ამას ქებასა შევსწირავ წმიდისა ქალწულისა, ვეტყჳ უჴრწნელსა მას: 16. გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა! 17. გიხაროდენ, წმიდაო ღმრთის-მშობელო მარიამ! 18. გიხაროდენ, დედოფალო ბრწყინვალეო! 19. გიხაროდენ, ქალწულო, დედაო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსო! 20. გიხაროდენ, კიდობანო შჯულისაო! გიხაროდენ, კარაო საწამებელო! 21. გიხაროდენ, ტაძარო უფლისაო! გიხაროდენ, საყდარო ქრისტჱსო! 22. გიხაროდენ, ჭურო პატიოსანო! გიხაროდენ, ტაკუკო ოქროჲსაო, სავსეო მანანჲთა, ცუარითა მით ზეცისაჲთა! 23. გხ~რდ, ღრუბელო ნათლისაო! გიხაროდენ, ზღუდეო სიმტკიცისაო! 24. გიხაროდენ, სუეტო შეურყეველო! გიხაროდენ, წყაროო სიწმიდისაო! 25. გიხაროდენ, სამკჳდრებელო ჭეშმარიტებისაო! 26. გიხაროდენ, საზღვარო სარწმუნოებისაო! 27. გიხაროდენ, მარგალიტო ჭეშმარიტებისაო! 28. გიხაროდენ, ანთრაკო პატიოსანო! გიხაროდენ, ცაო ქერობინო და საყდარო უფლისაო! 29. გიხაროდენ, წმიდაო ქალწულო და სამკჳდრებელო ქრისტჱს ძისა ღმრთისაო, რამეთუ შენთჳს თქუა ამბაკუმ წინაწარმეტყუელმან, ვითარმედ: ამაღლდა მზჱ და მთოვარჱ დადგა 30. წესსა ზედა თჳსსა, ესე იგი არს: „ამაღლდა მზჱ“ – იშვეს ღმერთი ქალწულისაგან, „და მთოვარჱ დადგეს წესსა“ – ქალწული ქალწულადვე ეგოს. 31. და~თ თქუა: გარდამოჴდეს ვითარცა წჳმაჲ საწმისსა ზედა და ვითარცა ცუარი რაჲ ცურინ ქუეყანას ზედა. 32. პირველად მოსე მთასა ზედა სინასა მაყულოვანად გიხილა შენ შეუწუველად, და გედეონ საწმისად გიცნა, 33. და დავით ვითარცა ცუარი იხილა გარდამომავალი, ოსე ქალწულად უჴრწნელად გქადაგა შენ, ეზეკიელ – ბჭედ სიწმიდისად, დანიელ – მთად შეურყეველად, ესაია ძირად იესჱსად გქადაგა, ნათან თქუა, 34. ვითარმედ: ქალწულისაგან შობილისა განიხაროს ყოველმან ჴორციელმან, ვითარცა მთავარანგელოზმან გახარა: გიხაროდენ, ტაძარო სულისა წმიდისაო, საყდარო უფლისაო! 35. აწ ჩუენ ყოველნი მორწმუნენი, ღმრთივ განბრძნობილნი და წიგნთაგან სწავლულნი საღმრთოთა მეცნიერად, ღმრთის-მშობელად აღგიარებთ და თაყუანის-გცემთ, ვღაღადებთ და კუალად ვიტყჳთ: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა! 36. გიხაროდენ, მაყუალო შეუწველო! გიხაროდენ, ცაო საცნაურო, საყდარო უფლისაო, რომლისაგან გამობრწყინდა მზჱ იგი სიმართლისაჲ! 37. გიხაროდენ, სამოთხეო სიწმიდისაო, რომელმან აღმოგჳცჱნე უკდავებაჲ და ცხორებაჲ! 38. გიხაროდენ, ჰხეო ცხორებისაო, რომელმან გამოიღე ნაყოფი ცხორებისაჲ, რომლისაგან ვცხონდით ყოველნი! 39. რამეთუ დასაბამსა დაბადებისა კაცთაჲსა პირველ დაბადებული იგი მამაჲ ჩუენი ადამ ჰხისა მისგან ნაყოფისა, რომელი გამოეღო ჰხესა მას ცხორებისა კეთილისა და ბოროტისა, დედაკაცისა მიერ შესცთა და ჭამა იგი და სამოთხისა მისგან ექუსორია იქმნა იგი ორნივე და ჩუენ ყოველნი; 40. ხოლო რაჟამს წმიდამან ქალწულმან ანგელოზისა მიერ „გიხაროდენი“ შეიწყნარა, მყის პირველ შექმნული იგი მამაჲ ჩუენი დაცემისაგან აღმართა: კურთხეულ ხარ შენ, ასულო, რამეთუ ჩუენ დაცემეულნი შენ მიერ აღვემართენი. 41. გიხაროდენ, ნათელო, განმანათლებელო ყოვლისა სოფლისაო! 42. გიხაროდენ, წმიდაო ქალწულო უჴრწნელო, რამეთუ შენ მიერ ცხონდა ყოველი დაბადებული! 43. გიხაროდენ, წმიდაო ქალწულო მარიამ, საუნჯეო დაბეჭდუ(ლო)! 44. გიხაროდენ, საფასეო დიდისა მეუფისაო, რომელი განამდიდრებ ყოველსა სოფელსა! 45. გიხაროდენ, ნათელო მწუხრისაო დაუშრეტელო, რომლისათჳს იტყჳს სჳმეონ წინაწარმეტყუელი, ვითარმედ: ვიხილეთ ნათელი სამწუხროჲ, რომელი იშვა შენგან; 46. რომლისათჳს წინაწარმეტყუელი იტყჳს: ნათელი გამობრწყინდა წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა. 47. მინდა დუმილი და კმა-ყოფად ქებაჲ ესე წმიდისათჳს ქალწულისა მარიამისა, არამედ რაჟამს მოვიჴსენი მე ნაყოფი მუცლისა მისისაჲ, არა მიტევეს მე კმა-ყოფად; 48. და რაჟამს მოვიჴსენი მე ცთომაჲ იგი დედისა ჩუენისაჲ, აღვივსი მე ცრემლითა; 49. და მოვიჴსენი კუალად ნაყოფი წმიდისა ქალწულისაჲ, აღვივსი მე კუად სიხარულითა და ვითარცა ჯურღუმული წყლისა ცხოველისაჲ აღმოვდუღდი და კუალად ვიტყოდი: აწ მოვედით, მორწმუნენო, და ვდღესასწაულობდეთ წმიდისა ქალწულისა საჴსენებელსა! 50. რამეთუ ანგელოზნი ცათა შინა იხარებენ და ჩუენ ქუეყანასა ზედა ვღაღადებთ და ვიტყჳთ: დღეს ქუეყანასა ტაძარი ღმრთისა სიტყჳსაჲ მიიცვალების, ზეცისა ი~ჱლმსა დაემკჳდრების; 51. დღეს ქალწული ზეცად მიიცვალების ქუეყანისაგან; 52. დღეს კარავი ქუეყანისაჲ ზეცისა კარავ იქმნების; 53. დღეს ტაძარი ქუეყანისაჲ ზეცად ამაღლდების; 54. დღეს საყდარი ქუეყანისაჲ ზეცისა საყდარ იქმნების; 55. დღეს ეზოჲ იგი კარვისაჲ, რომელსა ჰრქუან წმიდაჲ წმიდათაჲ, ზეცისასა მას კარავსა ბრწყინვალესა მიიცვალების; 56. დღეს მაყუალი იგი შეუწუველი ზეცისა სძალ იქმნების; 57. დღეს გამუთქუმელი ქორწინებითა ცათა დაემკჳდრა და მის თანა იხარებს პირველი დედაჲ ჩუენი; 58. დღეს უხრწნელი დედოფალი მარიამ ზეცისა ქერობინ იქმნების; 59. დღეს პირველი იგი მამაჲ ჩუენი სიკუდილისაგან განთავისუფლდების; 60. დღეს ხილული იგი უხილავ იქმნების კაცთაგან, არამედ იხილვების ანგელოზთაგან. 61. ნუუკუე ვინმე ძნიად მსმენელთაგანმან იკადროს და თქუას: ძმანო საყუარელნო, თუ ვითარ შესაძლებელ არს ესოდენსა დიდებასა მიწევნად წმიდაჲ ქალწულიო, დაიყავნ იგი პირი, რომელი იტყოდის სიცრუვესა, 62. არამედ აღმო-ღა-ვიკითხნეთ მცნებანი ღმრთისანი, რომელსა გუასწავებს უფალი: პატივ ეც მამასა შენსა და დედასა შენსა. 63. არა-მე-მცა თჳთ უფალმან უფროჲს ყოველთასა პატივ-სცაა თჳსსა მშობელსა? 64. და ესე რავდენი ვთქჳთ დიდებაჲ წმიდისა ქალწულისაჲ, მრავლისაგან მცირედი გჳთქუამს, ხოლო იგი უბიწოჲ უფროჲსსა დიდებასა მიიწია, რომელსა ვერ შეუძლებს ენაჲ ესე ჩემი თქუმად, ვითარცა პირველ ვთქუ. 65. არამედ, საყუარელნო, მოვედით, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ჴსენებასა ყოვლად-წმიდისა ქალწულისასა, 66. რამეთუ ანგელოზნი ცათა შინა იხარებენ და ჩუენ, ძენი კაცთანი, ჴსნილნი საცთურისაგან, ვდღესასწაულობდეთ ქუეყანასა ზედა და შევსწირვიდეთ დიდებასა და ქებასა მამისა, ძის დ~ წდისა სულისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და პატივი, ძალი და სიმტკიცჱ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|