მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"სინური მრავალთავი"

 

თხზულება ოცდამეთექვსმეტე

 

1. თქუმული მისივე. გარდაცვალებისათჳს წმიდისა ღმრთის-მშობელისა
2. საიდუმლოსა ვხედავ, ძმანო ჩემნო საყუარელნო, საკჳრველსა, მიუწუდომელსა და გამოუკულეველსა ფრიად,
3. რამეთუ დღეს წმიდაჲ ქალწული ქუეყანისაგან ზეცად მიიცვალების დიდებასა, და ძალნი ცათანი განკჳრდებიან და განკრთომით იტყჳან, ვითარმედ: მიწისაგანისა მის ადამის ასული უჟეშთაჱს ჩუენსა იქმნების.
4. მთავარანგელოზნი და ბანაკი ანგელოზთაჲ ჰხედვენ წმიდასა ქალწულსა უჟეშთაეს ყოველთა მთავრობათა და განკჳრდებიან და ქერობინი იგი, რომელი დგას და სცავს ხესა მას ცხორებისასა, მან იხილა წმიდაჲ ქალწული ზეცად აღმავალი და იტყოდა: მე ესერა ვდგა და ვსცავ.
5. ნუუკუე სადაჲთ-მე ჭამა ადამ ხისა მისგან ცხორებისაჲსა და ცხონდა?
6. სერაბინნი იტყოდეს: ვითარ-მე ასულმან ადამისმან მუცლად-იღო დამბადებელი მათი, და ამისთჳს რომელნი სამოთხით გამოცჳვენ, ცხონდენ?
7. ქალწული ქერობინ იქმნების და არღარა გზასა მას სამოთხისასა, არამედ გზასა ზეცისასა აღმაღლდების და ადამ დაცემისაგან აღემართების.
8. დღეს ჭუვილი იგი და გლოვაჲ და მწუხარებაჲ ევაჲსი დღეს სიხარულად გარდაიქცევის.
9. დღეს მთავარანგელოზი წმიდასა ქალწულსა კუალად ახარებს და ეტყჳს: გიხაროდენ, მიმადლებულო!
10. რამეთუ მუცელად-იღე ღმერთი და ძჱ ღმრთისაჲ და განჰკურნე წყლულებაჲ სოფლისაჲ და განანათლე ნათესავი კაცთაჲ დაბნელებული.
11. ხოლო მე აწ, საყუარელნო, ვითარცა ჴმა-წულილი და ენა-მძიმჱ, ვჰნატრი წმიდასა ქალწულსა, ვაკურთხევ, ვადიდებ და ვაქებ ლამპარსა მას აღნთებულსა დაუშრეტელსა და ვეტყჳ: გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ქალწულო, დედაო ნათლისაო და ჭურო უბიწოო!
12. გიხაროდენ, მარიამ, დედაო და ქალწულო, მჴევალო ენმანუელისო, ამისთჳს რამეთუ ღმერთი შევ უხრწნელად მჴევლად;
13. ამისთჳს რამეთუ ხა(ტი) მონებისაჲ შენგან შეემოსა, რამეთუ შევიდა მეუფ(ჱ) ქალაქსა შენსა და კ(უა)ლად გამოვიდა, ვითრაცა უნდა, და ბჭჱ იგი ეგო დაჴშული, – მუცლად-იღე უჴრწნელად და შევ იგი ღმრთეებით.
14. გიხაროდენ, მარიამ, ტაძარო დაურღუეველო და წმიდაო, ვითარცა იტყჳს წინაწარმეტყუელი დავით: წმიდა არს ტაძარი შენი, საკჳრველ არს სიმართლითა.
15. გიხაროდენ, მარიამ, ტრედო უმანკო და უბიწოო!
16. გიხაროდენ, მარიამ, სანთელო დაუშრეტელო, რამეთუ შენ მიერ ვიხილეთ მზჱ იგი სიმართლისაჲ.
17. გიხაროდენ, მარიამ, დამტევნელო დაუტევნელისაო, რომელმან დაიტიე მხოლოდ-შობილი ძჱ ღმრთისაჲ თჳნიერ თესლისა და გამოიღე ნაყოფი დაუჭნომელი.
18. გიხაროდენ, მარიამ, რომელსა წინაწარმეტყუელნი გიგალობენ და მწყემსნი გადიდებენ და იტყჳან ანგელოზთა გალობასა საშინელსა: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქყნ~სა ზ~ა მშჳდობაჲ, კაცთა შორის სათნოებაჲ!
19. გიხაროდენ, მარიამ ქალწულო, რომლისა მიერ ანგელოზნი იშუებენ, მთავარანგელოზნი იხარებენ და წმიდაჲ გაბრიელ მთავარანგელოზი გახარებს და გეტყჳს: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა!
20. გიხაროდენ, რომელი პირველად შენ შობ ყრმასა განმათავისუფლებელსა წყევისაგან;
21. გიხაროდენ სიხარულისათჳს ყოვლისა ნათესავისა!
22. გიხაროდენ სოფლისა ყოვლისა ცხორებისა მშობელსა!
23. გიხაროდენ უჴრწნელსა ქალწულსა და უბიწოსა სანატრელსა!
24. გიხაროდენ, რომელმან მამისა შენისა ადამისი შემოქმედი მჴსნელი შევ!
25. გიხაროდენ, რომელი უშრომელად შოვა-მდგომელ ხარ კაცთა მოკუდავთა ღმრთეებისა!
26. გიხაროდენ, რომელმან შევ ღმერთი სრული და კაცი სრული, რომელსა მოგუთა თაყუანის-სცეს ვარსკულავთა წინა-ძღ(ო)მითა!
27. გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ქალწულო, რამეთუ ოდესღა იყო იოვანე მუცელსა დედისასა თჳსისასა, ჰკრთებოდა და თაყუანის-სცა სანთელმან მან ნათელსა დაუძინებელსა.
28. გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ქალწულო, რომლისა მიერ მოგუემადლა მადლი იგი გამოუთქუმელი, რომლისათჳს თქუა მოციქულმან პავლე, რამეთუ: გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა.
29. გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ღმრთის-მშობელო, რომლისაგან გამოვიდა ნათელი იგი ჭეშმარიტი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, რომელი იტყოდა და ახარებდა, ვითარმედ: მე ვარ ნათელი სოფლისაჲ.
30. გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ქალწულო, რომლისა მიერ გამობრწყინდა ნათელი და ჴსნაჲ, რომელნი სხდეს ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ვითარცა იტყჳს ესაია: რომელნი სხდეს ბნელსა შინა, ნათელი დიდი იხილეს.
31. რომელიმე ნათელი?
32. – უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, ნათელი ჭეშმარიტი, რომელი გა(ნ)ანათლებს ყოველსა კაცსა.
33. გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ქალწულო, რომლისა მიერ წმიდასა სახარებასა შინა (ი)ქადაგების: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.
34. გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ქალწულო, რომლისაგან გამოვიდა მძლჱ სიკუდილისაჲ და შემმუსრველი ჯოჯოხეთისაჲ;
35. გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ღმრთის-მშობელო, რომლისაგან გამოვიდა პირველ შექმნულისაჲ მის დამბადებელი და ცთომისა განმაქარვებელი და სასუფეველისა ცათაჲსა მომატყუებელი.
36. გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ქალწულო, რომელმან გამოიღე ყუავილი იგი აღდგომისაჲ მკუდრეთით!
37. გიხაროდენ, მარიამ, წმიდაო ღმრთის-მშობელო, რომლისა მიერ ნათელ-იღეთ, და გამოგჳდინე ჩუენ კურთხევაჲ იგი იორდანისაჲ, რომლისაგან განათლდებიან იოვანე და იორდანე.
38. გიხაროდენ, ღმრთის-მშობელო მარიამ, რომლისა მიერ ყოველი სული მორწმუნეთაჲ ქრისტჱსთაჲ ცხონდების, სიმრავლჱ ეშმაკთაჲ იდევნების, წინაწარმეტყუელნი უსწრობენ ურთიერთას ქებასა შენდამი.
39. ვითარცა იტყჳს წინაწარმეტყუელი მოსე: მაყუალი აგზებული და არა შემწუარი ეგზებოდა და არა შეიწუებოდა.
40. ესე იგი არს: შვა ღმერთი და საშოჲ არა განჴრწნა;
41. მუცლად-იღო და ქალწული ქალწულადვე ეგო;
42. გამოვიდა, მუცელი დაკრძალული დაუტევა;
43. იტჳრთა მკლავთა ზედა ძჱ და ყმისა მის მამაჲ არავინ იცოდა;
44. იქმნა დედა ჩჩილის და სძალ არასადა ყოფილ იყო;
45. ყმაჲ იზარდებოდა, და მამასა არა ჰპოვებდეს;
46. აგარაკი ნაყოფიერ იქმნა, რომელსა მუშაკი არა დაშურა;
47. მკაჲ მოიწია და მოიმკო, რომელსა თესლი არა დათესულ იყო;
48. მდინარჱ დიოდა და თავი მდინარისაჲ მის დაჴშულ იყო;
49. იქმნა დედა მხოლოდ-შობილისა, და დედობრივი ვნებაჲ მას არაჲ ევნო.
50. ამან ქალწულმან მეუფჱ ყოველთაჲ შეწყნარა ბჭეთა მისთა და კუალად გამოვიდა მიერ და არცა მუცლად-ღებასა მისსა და არცა შობასა მის დიდისა მის მეუფისასა განეღო ბჭჱ იგი.
51. შენ, წმიდაო ქალწულო, მტილად გიწოდა დაჴშულად და წყაროდ დაბეჭდულად: მტილად დაჴშულად მისთჳს, რამეთუ მანგალი იგი მუშაკისაჲ ყოვლადვე არა მიგეხო შენ, აღმოსცენდი ყუავილად იესჱსსა, ცხორებად ნათესავისა კაცთაჲსა;
52. წყაროდ დაბეჭდულად ამისთჳს გიწოდა შენ, რამეთუ მდინარჱ იგი ცხორებისაჲ შენგან გამოვიდა და განავსო ყოველი სოფელი და თუალსა მას წყაროჲსასა არა დააკლდა ყოვლადვე.
53. რამეთუ შენთჳს ღაღადებდა (მი)ქეა წინაწარმეტყუელი და იტყოდა: და შენ, ბეთლემ, სახლი ეგე იუდაჲსი, არაჲთ უმრწემჱს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს მთავარი,
54. რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაელი, ესე იგი არს უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, რომელი შვა ბეთლემს ზეცისა სძალმან მან მარიამ და თჳთცა ტაძარმან და სამკჳდრებელმან სულისა წმიდისამან, საყდარმან ღმრთეებისამან, გამოუთქუმელმან საფასემან სამოთხისამან.
55. რამეთუ პირველ ანგელოზნი აბრალებდეს ევას, ხოლო აწ მარიამს ადიდებენ,
56. რამეთუ უძლურებაჲ იგი დედათაჲ განკურნა და დაცემული დიდებაჲ თჳსი აღადგინა და განძებული ადამ სამოთხით წარმოგზავნა გზასა მას ზეცისასა, რომელმან დაჴშული სამოთხჱ განაღო და ავაზაკი დაამკჳდრა მას შინა.
57. რამეთუ შენ მიერ შოვა-კედელი იგი ზღუდისაჲ მის დაჰჴსნა, კუალად შენ მიერ, წმიდაო ქალწულო, მშჳდობაჲ იგი ზეცისაჲ კიდეთა ქუეყანისათა მოემადლა.
58. შენ მიერ იქმნეს ანგელოზ ძენი კაცთანი, და შენ მიერ გამოუბრწინდა ძელი ჯუარისაჲ ყ~ლ ს˜ფლსა ზედა;
59. შობილი იგი შენი დაემსჭულა – უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, და შენ მიერვე სიკუდილი დაითრგუნა, ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა, და შენ მიერ კერპნი დაეცნეს სოფელსა შინა, და ჭეშმარიტებაჲ იგიცაჲ ქუეყანით აღმოსცენდა, და სიმართლჱ ზეცით გამოჩნდა.
60. და შენ მიერ მხოლოდ-შობილი ძჱ ღმრთისაჲ გულისხმა-ვყავთ, რომელსა ანგელოზნი და კაცნი თაყუანის-ვსცემთ და ვიტყჳთ:
61. დაუსაბამოო მამაო, დაუსაბამოო ძეო, დაუსაბამოო სულო წმიდაო ერთ-არსებაო, ერ–ღ~თეებაჲ გადიდებთ, გაქებთ და თაყუანის-გცემთ აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი