მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"სინური მრავალთავი"

 

თხზულება ორმოცდამეერთე

 

1. თ̃ა სეკდენბერსა ი~დ. ჯუართა აპყრობაჲ
2. საკითხავნი. თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე მთავარეპისკოპოსისაჲ
3. ყოველივე მწუხარებაჲ, რომელი უკეთჱსად მოიქცევინ კაცთათჳს, ძმანო, უპატიოსნჱს და უმეტჱს სიხარულ არნ, რამეთუ კაცთა ნათესავი დღითი-დღედ უმეტჱსსა და უმჯობჱსსა ეძიებნ კეთილსა.
4. ეგრევე მენავეთა ოდეს-იგი სცის აერი და ნიავი კეთილი, დიდი შუნიერებაჲ აქუნ და ჰნებავნ, რაჲთამცა ღელვათა მათგან კეთილთა ადრე მიიწინეს, ვიდრეცა-იგი უნებნ მისულის;
5. ეგრეცა კუალად მოგზაურთა რაჟამს სცის აერი კეთილი გზასა ზედა, უხარინ და ჰნებავნ, რაჲთამცა ადრე მიიწინნეს ადგილსა.
6. ტკბილ არს და სიხარულ მათაცა, რომელნი მწუხარებისაგან მოიქციან ნუგეშინის-ცემად;
7. უფროჲს ხოლო შუება არნ მათა, რომელნი სულებისაგან განმრთელდიან;
8. ჰამო არს მათა, რომელნი ბრძოლისაგან დასცხრიან და ყვიან მშჳდობაჲ;
9. უტკბილჱს ხოლო არს მათა, რომელნი ბნელისაგან ნათლად გამოვიდიან და ყოველივე საქმჱ, რომელსა ზედა კაცი ნებასა მიიწიის, ვითარ იშუებნ.
10. აწ ამასცა ესრჱთ ვხედავთ, რომელ-იგი ღმრთისა მოცემული არს ჩუენდა სამსახურებელად მარადის.
11. იფქლი ესე შუენიერ არს ხედვად; ქუეყანასაღა იგი დავსთესით და ნაყოფი გამოიღის და შევკრიბით საუნჯესა, უმეტჱსი სიხარული გუაქუნ.
12. ეგრევე ვენაჴმან: და კუალად არიან რომელნიმე ხენი, რომელთა აქუნ ნაყოფი და პირსაცა შეახლებად ვერ შესაძლებელ არნ.
13. და ყურძენი ხისაგანვე არს და ეგოდენი სიტკბოებაჲ აქუს.
14. ეგრევე ზეთისხილი: ფურცელი ასხს მარადის, ხოლო ნაყოფი თჳსავე ჟამსა მოიღის.
15. და არავე სხუათა ხეთა მსგავს არს იგი, არამედ სხუად სახედ ყუავილი გამოაქუნ წულილად – ვითარცა მტუერი და შემდგომად – ვითარცა ფეტჳ.
16. და კუალად გამოირკჳის იგი ტევნეულად და აჩუენებნ ჴშირად და მრავლად და, ოდეს იზარდებინ სიჴშოჲ იგი და იყარის, და არნ იგი მწარე;
17. ხოლო რაჟამს მოისთულის, იქმნის იგი ტკბილ და მერმე ყოველნი საშუებელნი და საჭმელნი მან შეზავნის და საკურნებელთა იმსახურების და სანთლად, და ყოვლადვე მისგან არს საშუებელი კაცთაჲ.
18. ესრევე ყოველი სარგებელი ნაყოფი, ოდეს იგი შეიკრიბის კაცმან საუნჯესა, იხარებნ ამას ყოველსა ზედა.
19. უკუეთუ ამან სამსახურებელმან ჴორცთამან ესრჱთ მხიარულ ყვის კაცი, აწ, საყუარელნო, მოვიდეთ უშუენიერჱსსა მას და ვიხილოთ, რავდენსა კეთილსა მომატყუებელ გუექმნა ჩუენ ჯუარი ქრისტჱსი, რამეთუ მისითა ძალითა ესოდენი ესე კეთილი აღასრულა.
20. დაღაცათუ მწუხარება რაჲმე ჩას სმენაჲ იგი ჯუარისა უფლისაჲ, არამედ სიხარულითა სავსე არს და შუენიერებითა გარდმატებულ.
21. უკუეთუ თქუმულ არს ჰურიათა საცთურ და წარმართთა სისულელე, ხოლო ჩუენ მორწმუნეთა საცხ~რებელ და უკუდავება.
22. და ოდეს ჯუარი ეკლესიასა იკითხვების, და მორწმუნეთა ესმინ, და მწუხარება უჩნ არა თუ ჯუარ-ცუმისათჳს, არამედ ჯუარის-მცუმელთა მათთჳს ურწმუნოთა, შე-მცა-წუხნეს.
23. რამეთუ ჯუარი ცხოვრება არს ეკლესიისა;
24. ჯუარი სიქადული არს ყოველთა მოსავთა მისთაჲ;
25. ჯუარი, რომელმან ჩუენ განგუარინნა პირველთა მათ ბოროტთა;
26. ჯუარი, რომელსა ყოველი კეთილი მოუცემიეს, პირველი მადლი;
27. ჯუარი, რომელმან ჩუენ დაგუაგნა ღმერთსა მტერობისაგან და გუარწმუნნა ქრისტესა და შეცთომილნი მოგუაქცინა მისა;
28. ჯუარისაგან განვერენით საცთურსა ეშმაკისასა;
29. ჯუარისაგან სიკუდილსა და წარწყმედასა განვერენით.
30. ამისთჳს ოდეს კრებულსაღა ესმა ჯუარ-ცუმაჲ იესუჲსი, წუხდა და დრტჳნვიდა;
31. ხოლო ოდეს ესმა აღდგომაჲ, დრტჳნვაჲ იგი და მწუხარებაჲ სიხარულად გარდაექცა, და წმიდითა ჴმითა დიდებასა მისცემდეს.
32. ჯუარმან კაცთა ბუნებაჲ ანგელოზთა წესსა მიაქცია და ყოვლისაგან ბოროტისა განაშოვრა და უჴრწნელსა ცხოვრებასა ღირს ყო.
33. არა ხოლო თუ კაცად, არამედ ღ~თდ უწოდის, ვითარცა წერილ არს: მე ვთქუ, ღმერთნი სამე ხარ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი.
34. და არაღარა ხადის მონად, არამედ ძმად და მეგობრად: და უთხრობდე სახელსა შენსა ძმათა ჩემთა.
35. და არღარა გიწოდო თქუენ მონად, არამედ მეგობრად.
36. აწ ხედავა, რავდენი კეთილი და გარდაცვალებაჲ ქმნა ჯუარმან მორწმუნეთა მიმართ მისთა და მოშიშთა!
37. და კუალად, რაჲთა უფროჲსრე სცნა ჯუარისა ძალი, მო-ღა-იგონე, ვითარ იყო უწინარჱს ჯუარ-ცუმისა და ვითარ შემდგომად და ჰპოვნე შენ საკჳრველებანი ჯუარისანი:
38. უწინარჱს ჯუარისა ძჱ არავინ იცოდა, ხოლო დღეს ჯუარისა ქადაგებითა ქრისტჱ სახელ-იდების, და მამაჲ ძისაგან იცნობების;
39. პირველ ჯუარისა ეშმაკი თაყუანის-იცემებოდა, დღეს ჯუარისა ქადაგებითა ეშმაკი დაეცა და ყოველნი მსახურნი მისნი განიბნინეს და ივლტიან;
40. პირველ ჯუარისა კაცნი ცოდვასა ქუეშე იყვნეს და სიძვასა, ხოლო დღეს ჴორცთა სიწმიდჱ შეემოსა;
41. ჯუარისა ქადაგებითა არა ხოლო თუ სიძვასა განვეშორენით, არამედ თითოეული ქალწულებასა ზედა დაადგრების;
42. ჯუარი არა იქადაგებოდა, და ეშმაკმან ჰურიანი შეკრიბნა ქრისტესა ზედა, ხოლო დღეს ჯუარი იქადაგების, და მოციქულთა მიერ ჰურიანი აიარებენ ქრისტესა;
43. ჯუარი არა იქადაგებოდა პირველ და ყოველი სოფელი სიკუდილსა დაეპყრა, ხოლო აწ ჯუარისა ქადაგებითა სიკუდილი უკუდავებად და ცხოვრებად საუკუნოდ მოგუეტყუა;
44. პირველ ჯუარისა სამოთხისაგან უცხო ვიყვენით, ხოლო ვითარ ჯუარი დაენერგა, მუნთქუესვე ავაზაკსა ჰრწმენა და სამოთხჱ დაიმკჳდრა.
45. ეჰა დიდი ძალი ჯუარისაჲ! რავდენი შეცვალებაჲ ყო კაცთა ნათესავსა შორის!
46. ბნელისაგან ნათელსა ესოდენსა მოგჳყვანნა;
47. აწ არღარა დაბნელდეს გონებაჲ კაცთაჲ, ამისთჳს რამეთუ ნათლითა მით ჯუარისაჲთა ცნობაჲ იგი გამოობრწყინდების;
48. არღარა დაყოფილ არიან ყურნი ურწმუნოებითა, არამედ ესმა სიტყუაჲ უფლისაჲ;
49. ბრმათა აღიხილნეს და იხილეს დიდებაჲ უფლისაჲ.
50. ესე ყოველი ძალითა ჯუარისაჲთა.
51. და რაჲ-მე რაჲ არს ჩუენი ყოველი კეთილი, რომელიმცა არა ჯუარისაგან გუაქუნდა?
52. ჯუარისაგან კეთილი სარწმუნოებაჲ გუესწავა და ყოველივე მსახურებაჲ ღმრთისა მიმართი;
53. ჯუარისაგან სიმართლჱ ღმრთისაჲ გუესწავა და სიყუარული და მშჳდობაჲ;
54. ჯუარისაგან შორიელნი მოვეახლენით ქრისტესა და ერთიერთსა ვიცნობთ და ვჰყუარობთ, და მის მიერ მადლი იგი სულისა წმიდისაჲ მოგუეცა;
55. ჯუარისაგან სიყუარულისა იგი ძალი ვცანთ და მოყუსისა მიმართ სულთა დავსდებთ;
56. ჯუარისაგან ყოველსა სოფელსა შეურაცხ-ვჰყოფთ მერმისათჳს საუკუნოჲსა;
57. ჯუარი იქადაგების, და სარწმუნოებაჲ განმრავლდების, და ჭეშმარიტებაჲ ყოველსა სოფელსა მიეფინების;
58. ჯუარი იქადაგების, და მარტჳლნი გამოჩნდებიან და ქრისტჱს სარწმუნოებითა განძლიერდებიან;
59. ჯუარი იქადაგების, და ადგომაჲ იჩინების, და ცხოვრებაჲ გამობრწყნდა.
60. ჯუარი იქადაგების, და ურწმუნონი მოიქცევიან და ცხოვრებასა მიემთხუევიან;
61. ჯუარი ამის ყოვლისათჳს ჩუენდა მომატყუებელად აღემართა, და ჩუენ ესე სიტყუანი გუესწავნეს.
62. და რაჲ არს ჯუარისა უპატიოსნჱს სხუაჲ ანუ საჴმარ სულთა ჩუენთათჳს?
63. აწ, საყუარელნო, ნუმცა გურცხუენის სახელის-დებად ჯუარისა, არამედ ყოვლითა კადნიერებითა აღვიაროთ ჯუარი, რომლითა ცხოვრებად ვიწოდენით.
64. ჰხედავა, რავდენი განგებულებაჲ სოფლისაჲ ჯუარსა ზედა დადვა და უშჯულონი საქმენი გარდააქცინა და შეცვალნა ყოველნი იგი შუენიერად!
65. აწ არღარა შჯული იგი ეშმაკისაჲ იმსახურების, რამეთუ ღმერთი მოვიდა და ყოველი ბნელი ივლტოდა, და მის მიერ წყალობაჲ იგი მოეფინა;
66. ყოველი იგი გონებაჲ ჴორციელობისაჲ და შუებაჲ მოისპო და წესნი სიწმიდისანი დასხნა, უკეთურებაჲ სიძვისაჲ წარდევნა და სიწმიდით ქორწინებაჲ განგჳგო.
67. რამეთუ პირველ რაჲმე ეშმაკმან შეუგდო სახჱ იგი სიძვისაჲ და კერპთმსახურებისაჲ, აწ ძირი იგი უშჯულოებისაჲ აღმოჰფხურა ჯუარითა და ყოველი უშჯულოებაჲ კაცთაგან განაშორა და განწმიდნა სულნი, რაჲთამცა მან გამოიღო ნაყოფი სარწმუნოებისაჲ და სიმართლისაჲ;
68. განახუნა საუნჯენი ღმრთეებისანი და განამდიდრნა იგინი ნაყოფითა ღმრთეებისაჲთა;
69. განაძღნა ყოველნი სულითა სიწმიდისაჲთა და ეპოვა მათ წყაროდ უკუდავებისად.
70. ესე ყოველი ჯუარისაგან მოსცა ქრისტემან დაბადებულთა თჳსთა, და ყოველსავე კეთილსა ჯუარისაგან ვხედავთ და ესეცა ცნობაჲ ჯუარისაგან გუესწავა და გულისხმა-ვყავთ ძ~ჱ.
71. აწ რაჲთა იხილო ჯუარისა ძალი, განიცადე და გულისხმა ყავ, რაჲ იქმნებისა ჯუარისაგან, და ჰპოვო შენ საქმჱ ღმრთისაჲ: ჯუარი ცხოვრებისათჳს აღემართა, და ცხოვრებაჲ მოეცა სოფელსა;
72. ჯუარი კუალად სიკუდილისათჳს აღემართა, რაჲთა სიკუდილი დათრგუნოს;
73. ჯუარი ჭეშმარიტებისათჳს აღემართა, რაჲთა ყოველი სოფელი ჭეშმარიტებითა აღავსოს;
74. ჯუარი აღემართა უფლისათჳს, გარნა უფალმან ჯუარსა ზედა ჴელნი განიპყრნა და ყოველნი მისა მოიზიდნა;
75. ქრისტემან ჯუარსა ჴელნი განიპყრნა, და ეშმაკი დაეცა და სოფელსა სასწაული ცხოვრებისაჲ მოანიჭა;
76. ქრისტჱ ჯუარს-ეცუა და ყოველი სოფელი ჯოჯოხეთისაგან ქუესკნელისა განარინა;
77. ქრისტჱ ჯუარს-ეცუა და ყოველი ნათესავი კაცთაჲ მონებისაგან განათავისუფლა;
78. ქრისტჱ ჯუარს-ეცუა და სასწაული ახალი სოფელსა უჩუენა, რამეთუ მზისა იგი სინათლჱ დაბნელდა და აჩუენა ურწმუნოთა მათ დღისა მისთჳს საშჯელისა მათა საცნობელად, ხოლო მორწმუნეთა უხარის ნათლისა მისთჳს ბნელისაგან მოქცეულისა.
79. ესრჱთცა წინაწარმეტყუელი იტყჳს: და იყოს მას დღესა, თქუა უფალმან, დაჰჴდეს მზჱ შოვა სამხრის, და დაბნელდეს ქუეყანასა.
80. და გარდავაქცინე დღესასწაულნი თქუენნი გლოვად და ყოველნი გალობანი ურვად.
81. ვითარ ესოდენი საიდუმლოჲ აქუს წინაწარმეტყუელისა სიტყუასა, რამეთუ აქა ორთათჳსვე აჩუენებს: ჰურიათა მათ გალობათათჳს და წარმართთა, რომელნი უშჯულობენ.
82. ხოლო რომელნი შჯულსა ქუეშე იყვნეს, ეგლოვდენ, რამეთუ დასცხრა დღესასწაული მათი და არღარა იყოს იერუსალემს მათი იგი მსახურებაჲ;
83. რამეთუ დაესრულნეს ყოველნივე წესნი მათნი მოსლვითგან ქრისტჱსით და ვნებით და ჯ~რცმით;
84. რამეთუ მოეღო მათ შჯული, და მიეცნეს მონებად ყოველთა ნათესავთა ურწმუნოებისათჳს ღმრთისაჲსა და დიდებისათჳს ჯუარისა.
85. გარნა წარმართნიცა იგლოვდეს ცოდვათათჳს და აღიარებდეს: გლოვაჲ, რომელი მოსცემს ნეტარებასა, რამეთუ იტყჳს: ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იყვნენ.
86. აწ იხილე სინანული: რომელი-იგი პირველ კერპთმსახურ იყო, დღესასწაული იგი მისი გარდააქციოს გლოვად, ვითარ იგი გჳთხრობს გლოვასა მას წარმართთასა,
87. ვითარმედ: შევსცეთით სირცხჳლითა ჩუენითა და დაგუფარნა ჩუენ ცოდვამან ჩუენმან, რამეთუ აღვივსენით ჩუენ უშჯულოებითა ჩუენითა.
88. და მოვიჴსენენთ ჩუენ სიმედგრენი მამათა ჩუენთანი.
89. ეგრეცა ჩუენ, ოდეს ვიურვოდით, გინა თუ შევწუხნეთ ცოდვათათჳს, გინა ეშმაკისა მიერ ყოვლისავე საცთურისათჳს მოვივლტოდით წინაშე სასწაულისა მის ჯუარისა,
90. რომელი მოგუცა ქრისტემან განსარინებელად პირისა მისგან მშჳლდისაჲსა, და გჳჴსნნეს საყუარელნი თჳსნი და გუაცხოვნნეს მარჯუენითა თჳსითა და ისმინოს ჩუენი, რამეთუ იგი არს სასოებაჲ ჩუენი;
91. და ყოვლადვე ვესვიდეთ ჯუარსა და გუაქუნდეს წმიდაჲ იგი ჯუარი ქრისტჱსი სიქადულად, სიხარულად, საჭურველად, ფარად და მცველად სულთა და ჴორცთა ჩუენთა.
92. და ჩუენი სიქადული იყავნ ჯუარითა ქრისტჱსითა, რაჲთა ჯუარითა ჩუენ ყოველი გუესწაოს, და გონებაჲ ჩუენი ვყოთ ზეცას და ჯუარისაგან შევეახლნეთ ღმერთსა
93. და ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა ღმრთისასა ქრისტჱს იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი