|
"სინური მრავალთავი"
თხზულება მეორმოცე
1. მეორჱ. თქუმული მისივე ოქროპირისაჲ. გურიტისათჳს და წმიდისა ეკლესიისათჳს 2. გურიტი – უდაბნოჲს მოყუარჱ. რაჟამს ყვის შორის მაღნარსა სამკჳდრებელი თჳსი, ჴმა-ყვის და მოუწესნ მამალსა თჳსსა და ჴმითა ტკბილითა მოწლებისა მისისაჲთა ოხრიედ მაღნარნი. 3. მიერითგან მამალი წარსავალსა მას თუ წყალთასა არნ, რაჟამს ესმის ჴმაჲ იგი, სურვილითა მით მოწლებისაჲთა მოისწრაფის მიწევნად მუნ. 4. მაშინღა ერთითა მით ერთობითა ერთად ანუ კბოდის პირსა, ანუ ნაპრალსა კლდისასა, ანუ ოლეთა ზედა უშიშად დაიდგნიან და იქმნიან ბუდჱ თჳსი და გამოიზარდნიან მართუენი თჳსნი. 5. და თქჳანცა რომელთამე გურიტისათჳს, ვითარმედ: მამლის მოყუარე არს და სიწმიდესა იმარხავნ: ჟამ თუ სადამე არნ და მოიკლის მამალი იგი ანუ მფრინველისაგან ანუ თუ მახითა, მიერითგან დედალი იგი სხუასა მამალსა არღარა შეეყვის, არამედ მისსა მას სიყუარულსა დაადგრის. 6. ისმინეთ ესე თქუენცა, დედანო, რავდენი სიწმიდჱ მფრინველთა თანაცა იპოვების! 7. აწ რომელთა მსგავსება გურიტისაჲ გაქუს თავთა თქუენთა, მისსა მას სიწმიდესა და სიყუარულსა ემსგავსენით. 8. ეგრეცა ყოვლითურთ წმიდაჲ ეკლესიაჲ: რაჟამს უკუე ქმარი იგი მისი ქრისტჱ ჯუარს-ეცუა და აღმაღლდა ცად, იგი სხუასა ქმარსა არღარა შეეყო, არამედ მისსა მას სიყუარულსა და ერთობასა დადგრომილ არს და ელის. 9. ხოლო თქუენ, საყუარელნო, ნუ ესრე ჰგონებთ, ვითარმედ: წიგნთა გარეშე რასმე ვიტყჳ ამის გურიტისათჳს, რომელ-ესე ვთქუ: შემოვიღოთ წიგნთაგან და მოვიჴსენოთ წერილისაჲ, 10. ვითარცა-იგი ნეტარი დავით იტყჳს სახიობასა მას შინა თჳსსა, ვითარმედ: სირმან პოვა სახლი და გურიტმან ბუდესა დაისხნა მართუენი თჳსნი. 11. აწ რომელსამე სირსა იტყჳს? – არა თუ მას, რომელი-იგი განერა მახესა მას მონადირეთასა, არამედ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა; 12. ესრე ჯერ-უჩნდა მოწაფეთა მათ თჳსთაჲ, რომელნი უმჯობჱსისა მის დიდებისა ღირს არიან, რამეთუ ესრე ჰრქუა მათ, ვითარმედ: მრავალთა სირთა უმჯობჱს ხართ თქუენ. 13. ამისთჳს სოლომონიცა გიღაღადებს და გეტყჳს, რაჲთა განერე ვითარცა ქურციკი საფრჴესა და ვითარცა სირი ირეჭსა. 14. ამის გამო თქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ მარცუალსა მდოგჳსასა, რომელი მოიღო კაცმან და დასთესა თჳსსა მტილსა, რომელი უმცირჱს არს ყოველთა თესლთა; 15. ხოლო რაჟამს აღორძნდის, უმაღლჱს არნ ყოველთა მხალთა და შეიქმნის ხედ, რამეთუ მოვიდიან მფრინველნი ცისანი და დაადგრიან რტოთა მისთა ზედა. 16. ეგრეცა აქა სიმრავლჱ იგი ძეთა კაცთაჲ მფრინველთა ამსგავსა, რამეთუ „სირმან პოვა სახლი და გურიტმან ბუდესა დაისხნა მართუენი თჳსნი“. 17. რამეთუ გურიტსა ამსგავსა სული წმიდაჲ და ეკლესიაჲ, რომელი-იგი პირად-პირადითა მით მეცნიერებითა და პირად-პირადითა სამკაულითა შემკულ არს. 18. ჯერ-არს ჩუენდა ცნობად ღმრთისაგან, ვითარ-იგი თქუა, ვითარმედ: ყოველი იგი დიდებაჲ ასულისა მეუფისა შინაგან ფესუედითა ოქროვანითა შემკულ არს და შემოსილ, რამეთუ „სირმან პოვა სახლი და გურიტმან ბუდჱ“, 19. ხოლო რომელ-იგი თქუა „რტოთა ხისათა დადგრომაჲ“, ესე იგი არს საფარველი ჯუარისაჲ, რომელმან განზარდნის ახალ ნათელ-ღებულნი იგი ყრმანი თჳსნი. 20. ესე გურიტი იგი აჴსენა იერემია სიტყუსა მას შინა თჳსსა, ვითარმედ: გურიტმან და მერცხალმან და მჭურინავმან – მფრინველთა ცისათა ცნეს ჟამი წარსლვისა მათისაჲ. 21. რამეთუ გურიტი ყოვლითურთ წმიდაჲ ეკლესიაჲ თქუა, და მერცხალი – კაცის-მოყუარჱ იოვანე ნათლის-მცემელი, და მჭურინავი – ჴმა-ჰამოჲ პავლე, რომელი იყო ნესტჳ ეკლესიათაჲ. 22. ამის გამო ამცნო გურიტისაჲ უფალმან აბრაჰამსა, ვითარმედ: მოიყვანო შენ ჩემდა დიაკეული ერთი სმნიერი და ვერძი ერთი სმნიერი და ვაცი სმ(ნი)ერი და გურიტი და ტრედი. 23. ესე გურიტი აჴსენა ქებასა მას ქებათასა და თქუა, ვითარმედ: ჴმაჲ გურიტისაჲ ისმა ქუეყანასა ჩუენსა, ჴმაჲ გურიტისაჲ მის, რომელი-იგი ცით გამო იყო, რამეთუ ქრისტჱ მოსულად იყო ზეცით და ამას გუაუწყებდა ჩუენ. 24. ესე ნიში არს ჴმისა მის გურიტისაჲ, რომელი-იგი ისმა. 25. მო-ღა-ვისმინოთ ჴმაჲ იგი გურიტისაჲ მის, რომელსა-იგი ჰნებავს სასმენელ ყოფად ჴმაჲ თჳსი. 26. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: შავ ვარი მე და შუენიერ; 27. შავ – სულთა მათთჳს მგლოვარეთა, შუენიერ – ნათლის-ღებისა მის გამო ნათელ-ღებულთაჲსა. 28. შავ ვარი მე და შუენიერ, ასულნო იჱ~სლმისანო, რამეთუ წმიდანი იგი სულნი ნახპეტთანი თქუნა ასულად იჱ~სალემისად. 29. დაშავებულ ვარი მე და დაღებულ, რამეთუ მრუმედ მომხედა მე მზემან პირველისათჳს საცთურისა. 30. და რომელმან-მე მზემან მრუმედ მოხედა მას? 31. – არა თუ მან, რომელ-იგი თქუა ეკლესიასტემან, ვითარმედ: მათ დღეთა გამობრწყინდეს მზჱ იგი სიმართლისაჲ. 32. ესე – თჳთ ქრისტჱ, რომელი შობად იყო მარიამისაგან ჴორციელად და აღმოსავალ სახელი ერქუა მას და რომელ-იგი თქუა, ვითარმედ: „დაჰჴდეს მზჱ“, ესე არს, რომელ-იგი ჯუარს-ეცუა და დაეფლა გულსა ქუეყანისასა. 33. აღმოჰბრწყინდის მზჱ და დაჰჴდის და ადგილსავე თჳსსა მიეგის, რამეთუ ესრე თქუა: რაჟამს აღვმაღლდე, ყოველნივე მოვიზიდნე ჩემდა. 34. რამეთუ მალაქიაცა თქუა, ვითარმედ: მათ დღეთა შინა გამობრწყინდეს მზჱ იგი სიმართლისაჲ, რომელსა აქუნდეს კურებაჲ ფრთეთა ქუეშე მისთა. 35. ხოლო რაჟამს მოვიდა მზჱ იგი სიმართლისაჲ, რომელ არს თავადი ქრისტჱ, შეეხო მას დედაკაცი იგი წიდოვანი ფესუსა სამოსლისა მისისასა და დასცხრა მდინარჱ იგი წყაროჲ სისხლისაჲ მის. 36. „შავ ვარი მე და შუენიერ, ასულნო ი~ჱლემისანო“, დაშავებულ ვარ და დაღებულ ცოდვითა. 37. აწ იყოს თუ ვინმე აქა მორწმუნჱ ცთომილი, ნუ შეშინდებინ, არამედ შეინანენ და თქუნ: შავღა თუ ვარ, შუენიერვე ვარ, და მი- ღათუ ვინმე- წევნულ იყოს აღსასრულისა თჳსისა ჟამთა და სულთა აღმოსლვად მიიწეოდის, – და რაჲღა-მე უფროჲსი ვთქუა, – 38. სულნი ღათუ აღმოჰკრთებოდიან და კნინ ღათუ გონებაჲ იყოს მის თანა, ნუვე წარჰკუეთნ სასოებასა, 39. არამედ შე-ვე-ინანენ და გარდამოაწთვენ ცრემლი და განიბანენინ ჴორცნი თჳსნი და ქველის-საქმითა სულნი თჳსნი განიწმიდენინ, ვითარცა იგი იტყჳს: მწუხრი ტირილი და ცისკარს სიხარული. 40. ძიღა მიემსგავსე ეზეკია მეფესა, რომელი მიახნდა სიკუდილსა და ეუწყა ესაიაჲსგან და ცრემლოოდა იგი და შეუმატა მას ღმერთმან ათხუთმეტი წელი ცხოვრებისაჲ. 41. და იყოს ღათუ ვინმე დაშავებული ცოდვითა, შეინანენ და შეეახლენ ღმერთსა და ნათელ-იღენ წყლითა მით ცხოვრებისაჲთა. 42. და იყოს თუ ვინმე აქა მორწმუნჱ ცთომილი, შე-ვე-ინანენ და ჭეშმარიტითა მით საბანელითა ცრემლთაჲთა ჴორცნი თჳსნი განიბანენინ და სულნი თჳსნი განიწმიდენინ, და ესრჱთ შემოგეახლოს სული წმიდაჲ. 43. და თჳთ სიტყუაჲ ღმრთისაჲ დაემკჳდროს შენ თანა და სიყუარულითა ღმრთისაჲთა სთქუა გულსა შენსა: ვაჲ ჩემდა, რამეთუ დამშრშალ და დაწერტილ ვარ მე სიყუარულითა ღმრთისაჲთა, ვითარცა ისრითა. 44. აწ ისმინე სიტყუაჲ იგი ისრისაჲ მის, ვითარ-იგი წერილ არს ესაიასა, ვითარმედ: დამდვა მე ვითარცა ისარი ერთი რჩეული და დამმალა მე კაპარჭსა შინა. 45. აწ რაჲ-მე არს ძალი ისრისაჲ მის? 46. ღმერთ სიტყუაჲ იგი თქუა და კაპარჭ – ჴორცნი იგი, რომელთა შინა დაფარულ იყო ღმრთეებაჲ. 47. ამის ისრისა სიყუარულითა დაშრშებოდა იერემია და თქუა: არა შევიწყინო მე შემდგომად კუალსა მისსა და დღენი კაცთანი მე არა მწადოდიან; 48. ამის ისრისა სიყუარულითა დამშრშალ იყო დავით და თქუა: მიგდევდა შენ სული ჩემი, და მე შემიწყნარა მარჯუენემან შენმან; 49. ამის ისრისა სიყუარულითა დაშრშებოდა პეტრე და თქუა: შენ უწყი, უფალო, რამეთუ მიყუარ შენ. 50. ამის ისრისა სიყუარულითა დაშრშებოდა პავლე, რომელი-იგი კრულ იყო ქრისტჱს მიმართ, და თქუა: ვინ განმაშოროს მე სიყუარულსა ქრისტჱსსა? 51. ამის ისრისა სიყუარულითა დამშრშალ იყო წმიდაჲ იგი ეკლესიაჲ და თქუა: ვაჲ ჩემდა, რამეთუ დამშრშალ და დაწერტილ ვარი მე სიყუარულითა მისითა, რომელ-ესე ვარ ეკლესიაჲ წარმართთაჲ. 52. ჵ სიყუარული და სიტკბოებაჲ, რომელ აქუნდა მისა მიმართ! 53. რამეთუ სულ-თქუმითა მით მისითა ქრისტესა – ზესკნელსა მას სიძესა მოიხადოდა. 54. ამის გამო თქუა, ვითარმედ: ამბორ-მიყავ მე ამბორის-ყოფითა პირისაჲთა, რამეთუ თხოვილ ვარ მე ზესკნელისა მის სიძისა შჯულისა მიერ და წინაწარმეტყუელთა, რომელ-ესე ვარ ეკლესიაჲ წარმართთაჲ; 55. არა დავემორჩილო მე მოსეს, არცა ესაიას, არცა იერემიას, არცა სხუათა წინაწარმეტყუელთა, არამედ თჳთ მოვედინ თავადი უფალი და მეტყოდენ მე და ამბორ-მიყავნ მე ამბორებითა პირითა თჳსისაჲთა. 56. მესმა სიტყუაჲ იგი იერემიაჲსი, რომელ თქუა, ვითარმედ: მძინარე არს გული მისი უფროჲს ყოვლისა და იგი თავადი კაცი არს, და ვინ-მე იცნას იგი? 57. მისა წადიერ ვარ. იგი თჳთ მოვედინ და მეტყოდენ მე. 58. მესმა, რაჲ-იგი თქუა ამოს, ვითარმედ: ვიხილე მე კა(ცი), რომელი დგა ადამანტინესა ზედა ზღუდესა და ჴელთა მისთა ეპყრა ადამანტი. 59. მას ვეძიებ, იგი თჳთ მოვედინ და ამბორ-მიყავნ მე. 60. რამეთუ ვითარცა დედაკაცსა რომელსა უყუარნ ქმარი თჳსი და ქმარი იგი წარსრულ არნ შორსა გზასა და იგი გარდაიხედავნ სარკუმლით თჳსით და მოელინ მას და თქჳს: ოდეს-მე მოვიდესო; 61. აიხილნის თუალნი თჳსნი და იხედავნ ზღუად კერძო და ჴმელად; 62. და თუ იხილნის სადამე ნავნი მომავალნი, მუნ შინა ჰგონებნ მას; 63. ანუ თუ იხილნის მოგზაურნი, ესრე თქჳს: ვინ უწყის, მათ თანა ხოლო თუ მოვიდოდის იგი. 64. და მეყსეულად შეემთხჳის და ჰკითხავნ მისსა: მითხართ მე ქმრისა ჩემისაჲ, სადა დაუტევეთ იგი, რომელსა დაბასა, ანუ რომელსა ქალაქსა; 65. ანუ რასა იქმოდა, ანუ რასა იტყოდა, ანუ ოდეს თქუა მოსლვაჲ? 66. ეგრეცა ყოვლითურთ წმიდაჲ ეკლესიაჲ სიყუარულითა მით სიწმიდისაჲთა მოიმძევლებდა ყოველთა წინაწარმეტყუელთა და ჰკითხვიდა მათ: იხილეთ თუ სადამე იგი, მო-მე-სადა-ვალსაა იგი, ანუ მუნვე ცათა შინა არს, ოთხმეოცდა აცხრამეტთა მათ ცხოვართა აძოვებსა? 67. არა-მე მოვალსა მოძიებად ცხოვართა მათ წარწყმედულთათჳს? 68. მითხართ მე, სადა-მე დაადგრების, ანუ სადა-მე იყოფვის, რომელი-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან? 69. მიუგეს წინაწარმეტყუელთა და ჰრქუეს, ვითარმედ: ესაიაჲს თანა ვიხილეთ იგი და არა იყო ხატი იგი მისი, და ხილვაჲ იგი მისი შეურაცხ, უდარჱს ყოველთა კაცთა. 70. მიუგო სძალმან მან, რომელ არს წმიდაჲ ეკლესიაჲ, და ჰრქუა: ვეძიებ მას და მისაცა მსურის. 71. იგი თჳთ მოვედინ და ამბორ-მიყავნ მე. 72. მიუგო მას ესაია და ჰრქუა, ვითარმედ: ესე იგი არს და და მოვალს. 73. აჰა სასყიდელი მისი მის თანა არს და საქმენი ჴელთა მისთანი არიან წინაშე მისა. 74. ვითარცა მწყემსი მწყსიდეს სამწყსოსა მას თჳსსა და ჴელითა თჳსითა შეკრიბნეს კრავნი და ნუგეშინის-მცემელ ექმნეს მაკეთა მათ დამძიმებულთა. 75. ესმა რაჲ სძალსა მას ეკლესიასა, რამეთუ ჭეშმარიტად უთხრობდა მას ესაია, ჰრქუა: სადა-მე იყოფვის, ანუ სადა-მე დაადგრების, რომელი-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან? 76. შემდგომად მისა მიავლინა იოვანჱსა, რომელი-იგი ჴმაჲ ღაღადებისაჲ იყო უდაბნოსა და თქუა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი. 77. და ვითარ მივიდა იოვანჱსა, შებმა-უყო და ჰკითხვიდა: მითხარ მე მწრაფლ, უკუეთუ შენ (ხ)არ ქრისტჱ? 78. მიუგო იოვანე და ჰრქუა: მე არა ვარ ქრისტჱ. 79. ხოლო მან ჰრქუა მას: და რად ნათელ-სცემ, უკუეთუ არა ხარ ქრისტჱ? 80. მიუგო იოვანე: არა თუ მე ქრისტე ვარ, არამედ შემდგომად ჩემსა მოვალს, რომელი-იგი უძლიერჱს არს ჩემსა, რომლისა არა ღირს ვარ, ვითარმცა განვჰჴსენ საბელი ჴამლთა მისთაჲ. 81. რაჟამს უკუე ყოვნა მოსულაჲ, თქუა ეკლესიამან გულსა თჳსსა: წადიერ ვარ მე სურვილითა მისითა ხილვად მისა. 82. მიუგო იოვანე და ჰრქუა: ნუ შეორგულდები, ნუცაღა სულთ-ითქუამ, რამეთუ მახლობელად მოსლვად არს. 83. ვითარცა იხილა იოვანე, რამეთუ მოვიდოდა უფალი, თქუა: აჰა კრავი ღმრთისაჲ, რომელმან მოსპნეს ცოდვანი სოფლისანი. 84. რაჟამს უკუე ესმა სძალსა მას იოვანჱსგან, რამეთუ კრავად თქუა და ესაია მწყემსად თქუა, ხოლო სძალი იგი იტყოდა: ვისი-მე მრწმენეს: იოვანჱსი-მე, ანუ ესაჲსი? 85. ვითარცა იხილა უფალმან, რამეთუ შეორგულდა, ღაღატ-ყო და თქუა: მე ვარ მწყემსი კეთილი. 86. მაშინღა მივიდა, შეეხჳა და შეიტყბვო და ამბორს-უყო მას. 87. და აღესრულსა სიტყუაჲ იგი დავითისი, ვითარმედ: წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ შეიმთხჳნეს, სიმართლემან და მშჳდობამან პირს იკოცნნეს. 88. და რაჲღა მე უფროჲსი ვთქუა? – რამეთუ სძალი შეეყო სიძესა და ქორწილი იქმნა სულიერი. 89. სახიობაჲ იგი ქორწილისაჲ აღეღო იოვანეს და იტყოდა, ვითარმედ: ვისი არნ სძალი, იგი არნ სიძჱ. 90. არამედ მახლობელთა ყოველთა უხაროდა და იხარებდეს. 91. იოვანე ესრე თქუა: მისა ჯერ-არს აღორძინებაჲ და ჩემდა დაკლებაჲო. 92. ჯერ-იყო მიერითგან წიგნიცა ერთობისაჲ დაწერად, და საჴმარ იყო მუნ ქარტაჲ და მწიგნობარნი და საწერელნი. 93. ხოლო ქარტაჲ ესაიას თანა იპოვა, რომელი-იგი სულმან წმიდამან ამცნო მას და ჰრქუა: მოიღე ჩემდა ტომარი ერთი ქარტაჲ გრაგნილი და დაწერე მას ზედა საწერელითა სულისაჲთა. 94. სადა საწერელი საჴმარ იყო, დავითის თანა იპოვა, რამეთუ თქუა დავით: ენაჲ ჩემი, ვითარცა საწერელი მწიგნობრისა ჴელოვნისაჲ შუენიერად, რამეთუ მისცემს სძალსა მას სამკაულსა, ასწავებს და იგიცა გულისხმა-ჰყოფს. 95. მერმე კუალად ძმადი იგი სძალსა ეტყჳს, ვითარმედ: ეკრძალე, ისმინე, ასულო, და იხილე, მოყავ ყური შენი, დაივიწყე მამული. 96. ნუუკუე ესრე ჰგონებდე, ვითარმედ შენი სწორი არს. 97. რამეთუ გეტყჳს შენ და შენ თაყუანისცე მას. 98. ისმინო თუ, ასულო, ძღჳნით პირსა მისა ჰმსახურებდენ მდიდარნი ერისანი. 99. აწ უკუე ჯერ-ვიდრემე-არს მათა განკრძალვაჲ და შეწყნარებაჲ. 100. ამიერითგან ქრისტჱს მიმართ მონად დასწერს პავლე თავსა თჳსსა: პავლე და სილოვანე და ტიმოთე, მონანი ქრისტჱსნი. 101. მიჰჴადნენ ამიერითგან სძალსა მას შიმონვარნი იგი. 102. დავით ესრე დაწერა ერთობაჲ იგი მათი, ვითარმედ: მიართუენ მეუფესა ქალწულნი მისნი და შემდგომად მოყუასნი მისნი მიართუენ მას. 103. და იყო ქორწილი იგი კანას გალილეაჲსასა და მოვიდა უფალი იგავად კანად გალილეაჲსა. 104. კანა ითარგმანების მონაგებად, რამეთუ მონაგები ქრისტჱსი იყო ყოველი ესე სოფელი. 105. აწ მოვიდენ ყოველნი თჳსნი მისნი წმიდანი თითოეულად სიძისა მის საწევნელად და მიართუმიდეს ყოველნი: აბრაჰამი – ჴბოსა, სარა – ყურბეულსა, ისაკ – შეშასა, იაკობ – თიკანთა, იოსებ – იფქლსა, მოსე – სანთელსა, ესაია – სიღოდასა, დავით – როკვასა. 106. აწ მოვედინ ესრჱთ ივდიდ შუენიერებითა მით სამკაულისაჲთა და მარიამ, დამან მოსჱსმან, ქნარითა თქუას: უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს. 107. თანა-აც ეგევითარისა ქორწილისა ქებაჲცა სულიერად აღწერად; 108. პავლე აქებდა ქორწილსა მას და თქუა, ვითარმედ: წმიდა არს ქორწილი და საწოლი შეუგინებელ. 109. ხოლო ესე ქრისტჱსთჳს თქუა და ეკლესიათათჳს. 110. აწ რომელი-იგი თარგმანებდეს, გულისხმა-ყავნ, რაჲ–ესე თქუა, ვითარმედ: დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და მისდევდეს ცოლსა თჳსსა და იყვნენ ორნივე ერთ ჴორც. 111. რამეთუ ზრახვაჲ ესე დიდ არს, ხოლო მე ვიტყჳ ქრისტჱს მიმართ და ეკლესიათა. 112. რამეთუ რომელი-იგი მან გამოთქუა, ჩუენ ნუმცა შეურაცხ-ვჰყოფთ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱს მიმართ, რამეთუ მისი არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|