|
"სინური მრავალთავი"
თხზულება ოცდამეცხრამეტე
1. თ̃ა სეკდენბერსა ი~გ. ენკენიაჲ 2. საკითხავნი. თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისაჲ. სატფურებისათჳს 3. ცანი დღეს ქუეყანა იქმნნეს. არა თუ ვარსკულავნი ზეცით ქუეყნად გარდამოჴდეს, არამედ მოციქულნი ზესკნელ ცათა აღმაღლდეს. 4. რამეთუ მიმოდაეფინნეს ნიჭნი იგი სულისა წმიდისანი, რამეთუ ცანი კიდე ქუეყანისა შეიქმნნეს. 5. არა თუ ბუნებაჲ იგი რაჲმე იცვალა, არამედ საქმჱ იგი განაგო. 6. პოვა მეზუერჱ და დაადგინა იგი მახარებელად; 7. პოვა მგმობარი და დაადგინა იგი მოციქულად; 8. პოვა მეძავი და წმიდა-ყო უფროჲს ქალწულისა; 9. პოვა ავაზაკი და შეიყვანა იგი სასუფეველად; 10. პოვა მოგჳ და უმჯობჱს ყო იგი მოციქულთა; 11. მოსპო უკეთურებაჲ და განაგო წესი ღმრთეებისაჲ და შეამკვნა ნიჭნი იგი სულისა წმიდისანი ამის გამო, რამეთუ ცანი დღეს ჩუენთჳს ქუეყანა იქმნნეს. 12. არა დავდუმნე ამით სიტყჳთა. 13. რავდენღა-მე უმჯობჱს არიან მოციქულნი ვარსკულავთასა! 14. ვარსკულავნი ცათა შინა დამტკიცებულ არიან, ხოლო მოციქულნი ზესკნელ ცათა არიან. 15. ზესკნელსა მას ზრახევდით, სადაცა ქრისტჱ მარჯუენით ღმრთისა ზის. 16. რამეთუ ვარსკულავთა ხატი ცეცხლისაჲ აქუს, ხოლო მოციქულთა სიცეცხლჱ სულისა წმიდისაჲ აქუს; 17. ვარსკულავნი ღამჱ გამობრწყინდიან და დღისი დაეფარნიან, ხოლო მოციქულნი დღჱ და ღამჱ მითვე ბრწყინვალებითა სულისა წმიდისაჲთა ბრწყინვენ; 18. ვარსკულავნი აღმოსლვასა მზისასა დაეფარნიან, ხოლო მოციქულთა გამობრწყინებასა მზისა მის სიმართლისასა მიმოდაჰფინნენ ბრწყინვალებანი იგი ნათლისა მის მათისანი; 19. ვარსკულავნი აღდგომასა მას მკუდართასა დამოცჳვენ ვითარცა ფურცელნი, ხოლო მოციქულნი აღდგომასა მას ღრუბელთა თანა აღიტაცნენ; 20. ვარსკულავთაჲ რომელიმე ღამით მხერვალ არს, რომელიმე მთიები, ხოლო მოციქულთაგანი არავინ ღამის მხერვალ არს, არამედ ყოველნივე ვითარცა მთიებნი ბრწყინვალე არიან და არღარა უჴმს, 21. ვითარმცა ვინ მბრწყინვალე ჰრქუა მათ სოფელსა შინა არა ხოლო თუ ცხორებასა მათსა, არამედ აწცა სიკუდილისა მათისა შემდგომად, ვითარმცა ნიჭნი იგი წმიდათანი სიკუდილისა მათისათჳს და-რაჲმე-ეყენნეს ანუ დაჰბრკოლდეს. 22. არამედ საქმენი მათნიცა მოწამე არიან, ვითარმედ მესათხევლე იყვნეს. 23. მესათხევლენი იგი მოწყდეს და საქმენი იგი მათნი იქმან მოაქამომდე. 24. და მოწამეცა არიან მრავალნი ცხოველთაგანნი, ვითარმედ ვენაჴის-მოქმედ იყვნეს. 25. იგინი წარჴდეს და ვენაჴნი იგი ფურცლითა სავსე და ნაყოფიერ არიან. 26. ვენაჴის-მოქმედ იყვნეს და მეთევზურნი; სუეტნი იყვნეს და მკურნალნი; ერისთავნი იყვნეს და მასწავლელნი. 27. სუეტ ამისთჳს, რამეთუ კარავი იგი საწამებელისაჲ ზე ეპყრა; 28. განსასუენებელ ამისთჳს, რამეთუ ღელვანი იგი აღტეხილნი უშჯულოებისანი დააყუდნეს; 29. მენავე ამისთჳს, რამეთუ სოფელი ესე ქუეყანით აღამაღლეს ცად; 30. მწყემს ამისთჳს, რამეთუ მგელნი იგი განაოტნეს და საცხოვარნი იგი მათნი განარინნეს; 31. ქუეყანის-მოქმედ ამისთჳს, რამეთუ ეკალი იგი გამოჰფხურეს და თესლი იგი ღმრთის მსახურებისაჲ დასთესეს; 32. მკურნალ ამის გამო, რამეთუ წყლულებანი ჩუეენი განკურნნეს და ნაგუემნი ჩუენნი განაცოცხლნეს. 33. რაჲთა ისწაოთ, ვითარმედ არა ცუდად რას დავღუარავთ სიტყუათა ამათ, არამედ მიხედეთ პავლეს, რომელმან ესე ყოველი აღასრულა. 34. გნებავს თუ, ვითარმცა იხილე იგი ვენაჴის-მოქმედად, ისმინეთ, რომელ-ესე თქუა, ვითარმედ: მე დავასხ, აპოლონ მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა; 35. გნებავს თუ, ვითარმცა იხილე იგი მაშჱნებელად, ესრე თქუა: მე, ვითარცა ბრძენმან ხუროთ-მოძღუარმან, საფუძველი დავდევ, ხოლო სხუაჲ არს, რომელმან აღაშჱნოს; 36. გნებავს თუ მისი კაცად ხილვაჲ, ესრე თქუა: ეგრე ვშურები, არა თუ ვითარცა ქართა ვჰგუემ; 37. გნებავს თუ მისი ვითარ მორბედად ხილვაჲ, იჱრუსალემითგან და გარემოჲს ვიდრე იჳლირიკედმდე ვიქცეოდე აღსრულებად სახარებასა მის; 38. გნებავს თუ ჩუენი ღუაწლი ესე ბრძოლისაჲ სისხლთაჲ და ჴორცთაჲ, გნებავს თუ, ვითარმცა იხილე იგი ერისკაცად, ესრე თქუა: შეიჭურეთ სპარაზენებაჲ იგი ღმრთის(აჲ) და შთაიცუთ ჯაჭჳ იგი სარწმუნოებისაჲ; 39. გნებავს თუ, ვითარმცა ახოვნად იხილეთ იგი, ესრე თქუა: ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიეს; 40. გნებავს თუ, ვითარმცა იხილეთ იგი გჳრგჳნოსნად, ესრე თქუა: მელის მე ამიერითგან გჳრგჳნი იგი სიმართლისაჲ. 41. ყოველთა თანა ყოვლითავე იყო, რაჲთა უფალსა თჳსსა ემსგავსოს. 42. და უფალმანცა ჩუენმან კეთილი იგი ქმნულებაჲ ყოველთავე სწორად განუყო. 43. და ვითარ-მე ყოველთა? – არამედ ჩუენისათჳს გამოჴსნისა. 44. იქმნე თუ რქა, გექმნეს შენ ძირ, რამეთუ ესრე თქუა: მე ვარ საყურძენი და თქუენ რქანი; 45. გნებავს თუ სლვად, გექმნეს შენ გზა, რამეთუ ესრე თქუა: რომელი ჩემ თანა შევიდეს, მან საძოვარი პოოს; 46. იქმნე თუ ცხოვარ, გექმნეს შენ მწყემს, რამეთუ ესრე თქუა: მწყემსმან კეთილმან დადვის თავი თჳსი ცხოვართა თჳსთა ზედა; 47. უკუეთუ ცოდვილ იყო, გექმნეს შენ კრავ, რამეთუ ესრე თქუა: აჰა კრავი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი; 48. უკუეთუ ჭამის გინდეს, გექმნეს შენ იგი ტაბლა, და თუ სუმის გინდეს, გექმნეს შენ იგი სასუმელ, რამეთუ ესრე თქუა: რომელმან ჭამოს ჴორცთა ჩემთაგანი და სუას სისხლთა ჩემთაგანი, იგი ჩემ თანა დაადგრეს და მე მის თანა; 49. შეიმოსის თუ გინდეს, გექმნეს შენ იგი სამოსელ, რამეთუ თქუა: რომელთა ქრისტჱს მიერ ნათელ-გიღებიეს, ქრისტჱ შეგიმოსიეს; 50. უკუეთუ სძალ იქმნე, გექმნეს შენ იგი სიძე, რამეთუ ესრე თქუა: ვისი სძალი არს, იგი არს სიძჱ: უკუეთუ ქორწინების გინდეს, გექმნეს შენ ქმარ, 51. რამეთუ ესრე თქუა: განგათხოვენ თქუენ, ვითარცა ქალწული ერთი წმიდაჲ წარდგინებად წინაშე ქრისტჱსა, რამეთუ მეძავ იყავ და ქალწულ იქმენ. 52. ჵ ახალი და დიდებული საქმჱ! რამეთუ გარეშემან ქორწილმან ქალწულებაჲ განჴრწნის წინაჲსწარ სულიერისაჲ მის, ეგრეცა სულიერმან მან ქორწილმან ქალწულებაჲ იგი და სიწმიდჱ დაამტკიცის; 53. მოიყვანა მეძავი და განწმიდა უფროჲს ქალწულისა მის. 54. განმიმარტე მე სიტყუაჲ ესე, რომელი-ეგე მწვალებელ ხარ: ვითარ ანუ რაბამად უწმიდჱს იქმნა მეძავი ქალწულისა მის? ვერ შემძლებელ ვარ მე თქუმად. 55. ხოლო ვთქუათ, სარწმუნოებით თუ შეიწყნაროთ, რამეთუ ესე ყოველნი ნიჭთა მათ სულისა წმიდისათა მოგუმადლნეს, რამეთუ გარდაეცნეს და გარდაეფინნეს მადლნი იგი და ეჩუენა მათ განყოფაჲ ენათაჲ, ვითარცა ცეცხლისაჲ. 56. უკუეთუმცა ცეცხლ იყვნეს, ვითარმცა არა შეიწუნეს? 57. ჰურიაჲ იგი ჰკითხავს, ვითარმედ: ცეცხლისანი თუ იყვნეს ენანი იგი, ვითარ არა შეიწუნეს ვითარცა ცეცხლითა? 58. აწ მეცა გკითხავ, ჵ ჰურიაო: უკუეთუ ცეცხლი იყო მაყულოვანსა მას, ვითარ არა შესწუვიდა უნდოსა მას შეშასა მაყულისასა? 59. რაჲ-მე უძლიერჱს არს ცეცხლისა, ანუ რაჲ-მე უუსუსურჱს არს მაყულისა? 60. რამეთუ არცა მაყუალი იგი შეიწუებოდა, და არცა ცეცხლი იგი დაშრტებოდა. 61. ანუ ვითარ მერმე სამთა ყრმათა ცეცხლი იგი ვერ შემძლებელ ექმნა შეწუვად ჴორცთა მათთა, არამედ საჴუმილი იგი ცუარად გარდაიქცა და ნაკუერცხალსა მას ვითარცა ვარდსა სტკებნიდეს? 62. ღუაწლი ბრძოლისაჲ ჴორცთა მათთაჲ შორის ცეცხლსა შეიქმნებოდა; 63. ჩჩჳლ ღათუ იყვნეს ჴორცნი მათნი ვითარცა ცჳლნი, არამედ უფროჲს რკინისა განმტკიცნეს. 64. გამო-ღა-მითარგმანე მე ძუელისაგან. 65. ესე ყოველი წარჴდა, რაჲთა სარწმუნო იყოს ჭეშმარიტებაჲ იგი. 66. და რად-მე ცეცხლისაგან იყო სული იგი? 67. წრფელ ჯერის-ჩინებისათჳს გონებათა მათ შეწყნარებისათა; 68. და არა ესოდენ ხოლო, არამედ ვითარცა ცეცხლმან ეკალი შეწჳს, ეგრეცა სულმან წმიდამან ცოდვანი განკაფნის: შთაასხა ცეცხლი იგი მღჳმესა მას და პირი დაუყო ლომთა მათ; 69. იქცეოდეს მეთევზურნი სოფელსა შინა, მიიღეს სნეულებაჲ იგი სოფლისაჲ და მოაქცინნეს სიცოცხლედ; 70. შეეხნეს განრღუეულთა, და იქმნნეს გუამ ცოცხალ; 71. არა ჰოროლნი განყარნეს, არცა მშჳლდსა გარდაუცუეს, არცა ისარნი მოირთხნეს, არცა ფასსა და სიმდიდრესა შეიკრებდეს, არამედ იყვნეს იგინი შიშუველ და მოსილ: შიშუველ – სამოსლითა და მოსილ – ქრისტჱს მიერ; 72. უპოვარ იყვნეს და მდიდარ: ფასითა – ნაკლულევან, ხოლო სასუფეველი ღმრთისაჲ დაეპყრა; 73. მარტო იყვნეს და არა მარტო: მარტო – კაცთაგან, ხოლო შეეყო მათ ღმერთი იგი მათი, რამეთუ ესრე თქუა: თქუენ თანა ვიყო, ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. 74. აღრეულად იქცეოდეს მგელნი იგი და ცხოვარნი სოფელსა შინა. 75. რომელმან-მე მწყემსმან ცხოვარნი შორის მგელთა განუტევნეს? 76. არამედ რაჟამს იხილის მგელი, ცხოვარნი შეკრიბნის; 77. ხოლო ქრისტემან პირისპირ შორის მგელთა განუტევნა საცხოვარნი იგი. 78. და არა თუ საჭმლად შეიქმნნეს ცხოვარნი იგი მგელთა მათ, არამედ მგელნი იგი მოიქცეს მორჩილებად და დაესახლეულნეს ცხოვართა მათ. 79. და არა თქუეს მათ, ვითარმედ: ცხოვარნი თუ ვართ, ვითარ მიგუავლინებს ჩუენ საჭმლად და აღსაჭრელად მგელთა? 80. ერთითა სიტყჳთა განაგო ნებაჲ გონებისა მათისაჲ. 81. არა ესრე ჰრქუა, ვითარმედ: „მივედით“, არცა მათითა ძალითა მიავლინებდა რას მათ, არამედ ესრე თქუა: მიგავლინებ თქუენ. 82. თქუენ ღათუ უძლურ ხართ, არამედ რომელი მიგავლინებს თქუენ, იგი ძლიერ არს. 83. ვინ-მე უკუე ხარ შენ? – მე იგი ვარ, რომელმან ცანი გარდავართხენ და სიკუდილი დავარღჳვე; 84. რომელმან ბეჭდის საყოფელი იგი საშჯელისა თქუენისაჲ ჯუარსა შევმშჭუალე; 85. რომელმან ძუელი იგი შჯული ვცვალე და პირველსავე მას სამკჳდრებელსა შეგიყვანენ თქუენ; 86. რომელმან ძლიერნი იგი უძლურ ვყვენ. 87. აწ რაჲ-მე უსასტიკეჲს არს ზღუასა, და მცირემან მქჳშამან სიმყჳრტჱ იგი ძლიერებისაჲ შეუძლის დაყენებად. 88. აწ ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა, შორის მგელთა. 89. ზღუდე ექმნნეს მგელნი იგი კრავთა მათ, რაჲთა არა ივლტოდიან, არამედ შეიწყნარონ მაცხოვარებაჲ. 90. ჵ ძლიერებაჲ, რომელი მიავლინა ადგილსა მას, სადა კრავნი შორის მგელთა დამკჳდრებულ იყვნეს! 91. არამედ გარდაიქცეს მგელნი იგი და იქმნეს კრავ, რამეთუ არა ბუნებითვე მგელ იყვნეს, არამედ სახჱ მგელთაჲ ედვა. 92. „აჰა ესერა მიგავლინებ“. რასამე გიბრძანებ ყოფად? 93. ღრმიად მეცნიერ იყვენით, ვითარცა გუელნი, და ერთგულ, ვითარცა ტრედნი. 94. რაჲმე უკუე არს, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „მეცნიერ იყვენით, ვითარცა გუელნი, და ერთგულ, ვითარცა ტრედნი“? 95. ბევრგან ღათუ იწყლის გუელმან გუამი თჳსი და თავი თჳსი განირინის, ყოვლითურთ განიკურნის იგი. 96. ეგრეცა შენ, თუ ენებოს მტერსა მიღებად ფიჩჳსა შენისა, მიეც მას; 97. და თუ მონაგებსა შენსა მოგიღებდეს შენ, მიეც მას; 98. და თუ ცხოვრებასა შენსა მიგიღებდეს, მი-ვე-ეც მას, გარნა სარწმუნოებაჲ შენი მტკიცედ დაიმარხე შენ თანა. 99. დ რაჟამს ეგე ყოველი ჰყო, მიერითგან მწრაფლ და ადვილ იყოს შენდა, რამეთუ შიშუველიცა გამოხუედ დედის მუცლით, შიშუველიცა წარსლვად ხარ. 100. უცხოდ სოფლად თუ ვინმე მიგიყვანოს შენ, მუნცა უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და ყოველი სავსებაჲ მისი; 101. და მო- ღათუ ვინმე- გაკუდინოს შენ, გზჲვე შენი იგი არს, გარნა სარწმუნოებასა შენსა ნუ წარსწყმედ, ფასსა მას, დაუკლებელსა სარწმუნოებასა. 102. რამეთუ მარტჳლნი იგი რომელ იმარტჳლნეს, სარწმუნოებაჲ თჳსი არა წარწყმიდეს და სიკუდილისა მათისა შემდგომად უძლიერჱსღა არიან ცხოველთასა, რამეთუ ესრე თქუა: ამისთჳს კაც ვიქმენ, ამისთჳს ჴორცნი შთავიცუენ, რაჲთა ყოველივე სოფელი ეკლესია ვყო. 103. რამეთუ დიდი გულსმოდგინებაჲ არს ღმრთისაჲ ეკლესიათათჳს. 104. არა თუ რომელნი-ესე ზღუდითა შემკულ არიან, არამედ რომელნი სარწმუნოებით განძლიერებულ არიან. 105. ეკლესიათათჳს ცანი გარდაერთხნეს, ეკლესიათათჳს ზღუაჲ ერთ-კერძო განკრბა, ქარნი განეფინნეს, შჯული დაიდვა, წინაწარმეტყუელნი მოივლინნეს, საკჳრველებანი დიდ-დიდნი იქმნეს, რამეთუ ზღუანი განსთქდიან და მუნვე ურთიერთას შეიძერწნიან; 106. კლდენი განსთქდიან და მუნვე ურთიერთას შეიბრძჳნნიან; 107. მანანაჲ წჳმდებოდა, და მუნთქუესვე ტაბლაჲ განემზადებოდა; 108. ეკლესიათათჳს წინაწარმეტყუელნი მოივლინნეს და მოციქულნი. 109. და რასაღა-მე უფროჲს ვიტყოდი? 110. ეკლესიათათჳს მხოლოდ-შობილი ძჱ ღმრთისაჲ კაც იქმნა, ვითარცა პავლე თქუა, ვითარმედ: ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, რაჲთა ეკლესიაჲ იგი დაემტკიცოს, რამეთუ სისხლი იგი წმიდაჲ დასთხია ეკლესიათათჳს. 111. ამის გამო არცაღა ნერგი იგი მისი დაჭნეს და არცა ფურცელი მისი დასცჳვეს სისხლისა მის მჴურვალებითა ურვისაჲთა ჭირისა ჟამსა, რამეთუ არა ჟამთა მონაჲ არს იგი, ვითარცა იგი ხემან ჟამი იპყრის ფურცლისა გამოსხმაჲ და ჟამსა ზამთრისასა დაეყარის. 112. ხოლო მისა ძალი სულისაჲ მუშაკ არს. ამის გამო ვერ მოეკუეთოს. 113. რამეთუ მრავალნი ჰბრძვანედ მას, არა ერევიედ, ვითარცა დასაბამსა ჰბრძოდეს; 114. ვიდრე ეკლესიანი ახალ-ნერგღა (იყვნ)ეს, მრავალ აღძრ(ვაჲ) იქმნა, და ვერ ერეო(დეს) მას. 115. ხოლო აწ ნიჭთა მათ გამო ქრისტჱსთა და ძალითა სულისა წმიდისათა შარავანდედნი ღმრთის მსახურ არიან, ჴრმლოსანნი და ყოველი სოფელი ერთბამად სავსე არს სარწმუნოებითა. 116. ხოლო პირველსა მას ჯერსა, დასაბამსა მას შინა, მეფენი უშჯულო იყვნეს და მთავარნი – უწესო, ერი – ბორგნეულ, მბრძანებელნი და მფლობელნი ბაგინსა შინა აკუმევდეს და კუამლი იგი ცმელისაჲ მის, 117. რომელსა-იგი აკუმევდეს, ყოველსა ადგილსა შეაბილწებდა, და ქარნი შეიგინებოდეს, და ქუეყანაჲ განირყუნებოდა, დევნი იხარებდეს და ეშმაკნი როკვიდეს, მამაჲ შვილსა უვარ-ჰყოფდა და შვილი მამასა აგინებდა, ბუნებანი განსთქდებოდეს და ღმრთის მსახურებაჲ არა განიყოფოდა. 118. აწ სადა არიან იგინი, რომელნი ეკლესიათა უჴდებოდეს? 119. რამეთუ ვიდრე-იგი ახალ-ნერგღა იყვნეს, ვერვინ სძლო მათ; 120. აწ რამეთუ ცათა სწორ იქმნა, ესრე-მე ჰგონებთა, ვითარმედ ვერეოდით მას? 121. ვიდრე ათერთმეტნი იგიღა მოციქულნი იყვნეს, ვერვინ შემძლებელ იქმნა შეპყრობად მათა. 122. აწ ათერთმეტთაღა უმეტჱს ბევრნი ბევრთანი შეაწყუდინეს ბადეთა მათთა, ვითარ-მე ვინ შემძლებელ არს ძლევად მისა? 123. რამეთუ აჰა ესერა ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ცაჲ და ყოველი სოფელი, დაბაჲ და უდაბნოჲ, ქალაქნი და ყოველნი ცის-კიდენი სავსე არიან ღმრთის მსახურებითა. 124. ჰგონებ, ვითარმცა დააყდუმენ იგინი და ვერ ჴელ-გეწიფების, რამეთუ ქრისტემანცა სიტყუაჲ განკუეთილი თქუა მისთჳს, ვითარმედ: ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერ ერეოდიან. 125. რამეთუ უადვილჱს არს ცათა წარსლვაჲ და ქუეყანისა წარწყმედაჲ, ვიდრეღარა ეკლესიათა შერყევასა. 126. აწ ვინ-მე იტყვჳს ამას? – არამედ ქრისტჱ, ვითარმედ: ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ. 127. კეთილად სამე თქუა, რამეთუ სიტყუანი ღმრთისანი ძლიერ არიან უფროჲს ცათა, რამეთუ ცანი და ქუეყანაჲ სიტყჳთა უფლისაჲთა დაებადნეს, რამეთუ თქუა ღმერთმან: იყვნედ ცანი! 128. სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ ნივთ საქმისა მის იქმნა. 129. მწრაფლ რბიოდეს ბუნებანი იგი და ვერარაჲ დააყენებდა მათ, რამეთუ უფალი იყო ბუნებათაჲ მათ და ჴელმწიფე იყო შესაქმედ და მერმე ცვალებად. 130. რამეთუ ესრჱთ თქუა: მე აღვაშჱნი იგი – ესე თჳთ ეკლესიაჲ – და ცანი მე დავამტკიცენ. 131. რამეთუ ცათათჳს ჴორცნი არა შევისხენ, რაჲთა ისწაო, რამეთუ ცისაჲ და ქუეყანისაჲ და ანგელოზთაცა და ყოვლისა დაბადებულისა უფროჲს ეკლესიაჲ არს: „ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ“. 132. მოვედ, ჰურიაჲ ეგე, და მოვედ, წარმართი ეგე! 133. ცუდად თუ რას სიტყუათა ამათ შევატყუებთ, ანუ თუ ჭეშმარიტებით არს, რომელსა-ესე უფლისა მიმართ ვიტყჳ. 134. უკუეთუ ძალი ვიდრემე სიტყუათაჲ თქუა ქრისტემან, ვითარმედ „ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ“, აწ უკუე რაჲ-მე არიან სიტყუანი იგი? 135. ისმინე, ჴელი მივყოთ და შოვა შემოვიღოთ და ვიხილოთ, შეურაცხ თუ რაჲმე იყვნენ სიტყუანი იგი. 136. არა თუ ქცეულად რასმე ვიტყჳ, არამედ მწვალებელთა მათ პირსა დაუყოფ. 137. აწ რაჲ-მე არიან სიტყუანი მისნი? 138. რამეთუ ესრე თქუა, რამეთუ: შენ ხარ კლდჱ, და მაგას კლდეს ზედა აღვაშჱნო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას; 139. და „ამას კლდესა ზედა აღვაშჱნო ეკლესიაჲ ჩემი“ – არა თუ პეტრეს კლდესა ზედა თქუა, არცაღა ვის კაცსა ზედა, არამედ სარწმუნოებასა ზედა აღაშჱნა ეკლესიაჲ. 140. აწ რაჲ-მე არს სარწმუნოებაჲ იგი, არა თუ ესე, ვითარმედ: შენ ხარ ქრისტჱ, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ? 141. კლდედ უწოდა ეკლესიათა, რომელმან დაუთმის კუეთებათა მათ ღელვისათა და არა შეირყიის. 142. რამეთუ ეკლესიათაცა შეემთხჳნიან მრავალნი განსაცდელნი და ვერ ერევიედ მას. 143. და რაჲ-მე არს იგი, რომელ კლდესა ზედა თქუა? 144. არა თუ წამებაჲ სიტყჳსაჲ მის; არა თუ ლოდები რაჲ საშჱნებელად ჴამს; არცა ძელი ანუ რკინაჲ; 145. არცა ეგევითარითა რაჲთ გულისხმის-ყოფითა შჱნებად მისა, რომელ იგი ჟამ ერთ არნ და მერმე დაირღჳს. 146. ხოლო სამებასა მას წმიდასა ეშმაკთაცა ვერ სძლიან. 147. და მოწამე არიან ამას წმიდანი მარტჳლნი, რომელნი იწამნეს, რამეთუ გუერდთა მათთა ხუეტდეს და მათ სარწმუნოებაჲ იგი არა წარწყმიდეს. 148. ჵ ახალი ესე საქმჱ და საკჳრველი! 149. რამეთუ კედელი დაითხარებოდა და საფასჱ არა გამოიპარვოდა; 150. ჴორცნი მათნი მოჰკფთებოდეს და სარწმუნოებაჲ იგი არ შემცირდებოდა! 151. ესევითარი ძალი აქუნდა მარტჳლთა მათ! 152. „და ესევითარსა კლდესა აღვაშჱნო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას არა ერეოდიან“. 153. მორჩილ ვიყვნეთ სიტყუათა ამათ ჭეშმარიტებისათა, რამეთუ ბჭედ ჯოჯოხეთისად ჭირნი ამის სოფლისანი თქუნა, რომლისაგან იშვების სიკუდილი. 154. ვინ-მე უკუე არს, რომელი ჭი(რი)თა მით თჳსითა შთაჴდეს ჯოჯოხეთა? 155. ვითარცა ბჭჱ იგი ქალაქისაჲ გზა ექმნის შემავალთა მისთა, ეგრეცა ჭირნი ამის სოფლისანი ჯოჯოხეთ არიან და გზა სიკუდილის. 156. და რად-მე უკუე არა დააყენნე ჭირნი იგი? 157. – ამის გამო, რაჲთა ვაჩუენო ძალი იგი ჩემი, ვითარმედ ვერვინ შემძლებელ არს ძლევად მისა. 158. ესრე მეგულებოდა სიტყუად: ჰბრძოდისღა თუ ვინ, სძლონ ამისთჳს მიუშუა მათ, რაჲთა ნიში იგი ძლევისაჲ მის მისისაჲ გამოიწერონ სახედ. 159. და ბჭეთა ჯოჯოხეთისათაჲ არა ესრე თქუა, ვითარმედ: „არა დაეყენონ“, არამედ ესრე თქუა, ვითარმედ: „ვერ ერეოდიან მას“. 160. რომელიმე ღუაწლი ბრძოლისაჲ შეიქმნებინ და ვერ იძლევინ, ვითარმედ: ღელვანი, ნიავ-ქარითა აღძრულნი, ეკუეთნიან, და იგი არა დაითქის; 161. გუემითა ღათუ გუემონ, ღელვითა მათითა, და ვერ შთაჴადონ იგი სიღრმესა მას უფსკრულთასა; 162. ისარნი ეცნეს, ხოლო არავე იწყლა იგი; 163. პირად-პირადითაღა მით მანქანითა ჰბრძოდიან მას, ხოლო გოდოლი იგი მისი მტკიცეს დამყარებულივე დგეს. 164. და რაჲღა-მე ვთქუა? რამეთუ ეკლესიამან ერთ პირად ღაღატ-ყო და თქუა, და მესათხევლჱ იგი ვითარცა გოდოლი შეურყეველად მტკიცედვე დგას. 165. რავდენვე მდინარენი შურებოდეს განრყუნად სიტყჳსა მის და ვერ შეუძლეს, რამეთუ კლდესა ზედა დამტკიცებულ იყო საფუძველი იგი მისი. 166. გულისხმა-ყავთ, რავდენნი ძლიერნი და მეფენი, რომელთა ედგნეს შარავანდნი თავთა მათა და აღელესნეს მახჳლნი მათნი და აღემახუნეს, ვითარცა შუანი მძჳნვარეთანი, გულის-წყრომანი იგი მათნი და უთქუმიდეს სიკუდილდ და უმზირდეს შეწუვად ცეცხლითა! 167. და დაყარნა კაპარჭნი თჳსნი ეშმაკმან, ხოლო ვერაჲ შეუძლო ყოფად ეკლესიათათჳს, რამეთუ „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“, და საქმენიცა იგი მოწამე არიან, რომელნი იქმნეს მის ზედა. 168. მრავალ გზის ჰბრძვეს და ვერ ერეოდეს მას, არამედ მბრძოლნიცა იგი წარჴდეს და დასავიწყებელად შეიქმნეს, ხოლო ეკლესიაჲ ოდესვე და მარადის ყუავის. 169. სადა არს კლავდიოს? სადა არს აგჳსტოს? სადა არს ნერონ? სადა არს ტიბერიოს? 170. სახელნი იგი ხოლო ცუდად არიან, ხოლო იგინი არასადა იჴსენებიან. 171. რამეთუ ეკლესიათა ჰბრძოდეს; 172. მბრძოლნი იგი წარჴდეს, ხოლო ეკლესიანი მარადის ყუავიან. 173. რომელსაცა ადგილსა მიხჳდე, ანუ თუ სოფელსა იქცეოდი, ანუ თუ დაბასა, ანუ თუ უდაბნოსა, ესე სიტყუაჲ ხოლო ისმინო, რამეთუ: საუკუნითგანვე იყო სიტყუაჲ და უჴრწნელებაჲ იგი და ცხოვრებაჲ. 174. რამეთუ მაშინ, ამისა წინა, ქალაქნი სავსე იყვნეს უშჯულოებითა, ხოლო აწ უდაბნოჲცა სავსე არს ღმრთის მსახურებითა; 175. მაშინ, უწინარჱს ამისა, შარავანდედნი ადიდებდეს დღესა შობისა მათისასა და როკვად წარმოჴდიან, რამეთუ შობასა მას ჰეროდჱსსა როკვად წარმოჴდა ასული იგი ეროდიაჲსი, ხოლო აწ მჴევალთაცა არა ჯერ-იჩინიან ეგევითარი საქმჱ ყოფად; 176. ამისა წინა სპარსთა დედანი თჳსნი შეირთნიან ცოლად, ხოლო აწ ქალწულებასა იმარხვენ; 177. მაშინ გუთთა მამანი თჳსნი მოწყჳდნიან, ხოლო აწ თჳსსა სისხლსა იწრაფიან დათხევად ღმრთის მსახურებისათჳს. 178. აწ ესერა შარავანდედსა ამას ჩუენსა შარავანდნი თჳსნი აღუმაღლებიან და მიუღებიეს ჯუარი იგი თჳსი სიყრმითგან თჳსით და მიერითგან, ვითარცა მოხუცებული, სიბრძნესა გჳჩვენებს ეკლესიასა შინა, რამეთუ მეფობაჲ შეურაცხ-უყოფიეს. 179. გარეშე – ჰორლოსანნი და შინაგან – ზრახვანი ღმრთის მსახურებისანი; 180. გარეშე – ლახუროსანნი და სამწყელნი სიმდაბლისანი: ძჱ თევდოსისი და მამაჲ თევდოსისი. 181. ამას ყოველსა ზედა ვჰმადლობდეთ ნიჭთა მათ ზედა ღმრთისათა, რამეთუ მისი არს დიდებაჲ და პატივი და თაყუანის-ცემაჲ უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|