მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"სინური მრავალთავი"

 

თხზულება ორმოცდამეორე

 

1. იანვარსა კ~თ
2. გამოჩინებაჲ ჯუარისაჲ, რომელი გამოუჩნდა კოტანტინე მეფესა მდინარესა ზედა დანუბსა, რომლისა მიერცა მოიძია პატიოსანი ძელი ჯუარისაჲ წმიდასა ქალაქსა იერუსალემს
3. მეშჳდესა სუფევასა კოსტანტინე დიდისა მეფისასა, თთუესა აპნისასა შეკრბა ერი დიდძალი წარმართთაჲ მდინარესა ზედა, რომელსა ჰრქჳან დანუბ;
4. ეძიებდეს, რაჲთამცა წიაღმოჴდეს და დატყუენეს ყოველი სოფელი ვიდრე აღმოსავალადმდე.
5. და აგრძნა მეფემან კოსტანტინე შეკრებაჲ იგი მათი ერთბამად.
6. შეკრიბა მანცა ყოველი იგი ერი თჳსი და მივიდეს ერთკერძო მდინარესა მას ზედა დანუბსა და დაადგინა ბანაკი წიაღმოსავალსა მას წყლისასა და აყენებდა მათ.
7. ხოლო მრავალ დღე იყო დგომაჲ იგი მათი.
8. და შეკრბა დიდძალი ერი წარმართთაჲ ურიცხჳ და ზედა–მოუვიდოდეს კოსტანტინეს.
9. ხოლო მან ვითარცა იხილა ერი იგი დიდძალი, ზრუნვასა დიდსა და ურვასა შინა იყო და ეგულებოდა ხვალისა დღესა შემთხუევად ბრძოლისა.
10. მას ღამესა იხილა მან თუალითა გამოჩინებული ჯუარი, საყდართა შუენიერთა ზედა ბრწყინვიდა და წერილ ესრე იყო განჩინებულად: „მაგით სძლო“.
11. გულს-მოდგინედ ეძიებდა კოსტანტინე, რომლისაჲ-მე ღმრთისაჲ არს ესე ნიში?
12. და ვითარცა აღდგა, შეძრწუნებულ იყო და შეეპყრა შიშსა დიდსა.
13. მოუწოდა მთავართა ტაძრისა მისისათა და მეყსეულად გამოუქმნა ხატი იგი ჯუარისაჲ, ნიში, რომელი-იგი იხილა და უბრძანა წინა-ძღუანვაჲ ბრძოლასა მას.
14. და იყო ძლევაჲ დიდი: და უფროჲსი ერისაჲ მის დაეცა, და ნეშტი იგი დაიმორჩილა.
15. და მოიქცა ადგილად თჳსა დიდებითა და ძლიერებითა და ძლევითა დიდითა.
16. და შემდგომად მცირეთა დღეთა უბრძანა მოწოდებაჲ ქურუმთა მათ კერპთაჲსა და უჩუენა მათ ნიში იგი და ჰრქუა მათ, ვითარმედ: რომლისა–მე ღმრთისაჲ არს ნიში ესე?
17. ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: ესე ნიში არა ქუეყანისა ღმერთთაჲ არს, რომელსა ჩუენ ვჰმსახურებთ, არამედ ესე ძალი ზეცისა ღმრთისაჲ არს.
18. რაჟამს ესე ნიში წარჰვალნ ზედა ბაგინთა, ყოველნი კერპნი დაეცნიან და შეიმუსრნიან და ბაგინნი დაჰჴსნის.
19. ხოლო ქრისტიანენი რომელ ერთნეს მათ დღეთა შინა, ნაზარეველით ერქუმოდა, რომელნი-იგი მოუჴდეს მეფესა და ჰრქუეს მას: ვევედრებით მეუფებასა შენსა, ნიში ესე, რომელ იხილე, ზეცისაჲ არს იესუ ქრისტჱს ძისა ღმრთისა ცხოველისაჲ,
20. რომელმან იხილა ნათესავი კაცთაჲ წარწყმედული და არა უგულებელს–ყო, არამედ გარდამოჴდა სახიერებითა თჳსითა და აცხოვნნა ქმნულნი თჳსნი, რომელმან თჳსითა მით ვნებითა ჯუარისაჲთა შეგუწირნა ჩუენ ღმრთისა.
21. და ვითარცა გულისხმა ყო ესე კოსტანტინე მეფემან, მოუწოდა მან ევსები ეპისკოპოსსა ჰრომისასა და ისწავა მისგან და ჰრწმენა ჭეშმარიტად და ნათელი მოიღო მან და დედამან მისმან და მრავალთა წინაშეთა მისთა.
22. მაშინღა დიდითა სიხარულითა და წადილითა წარავლინა დედაჲ თჳსი აღმოსავალად კერძო გამოძიებად ჯუარისა ქრისტჱსისა და აღშჱნებად ადგილთა მათ.
23. და იყო მათ დღეთა, სუფევასა კოსტანტინე დიდისა მეფისასა, ღმრთის მოყუარჱ ელენე დედოფალი, დედაჲ კოსტანტინჱსი, რომელმან კეთილად მოიძია სასოჲ ძელი,
24. რომელსა ზედა მაცხოვარმან ჴელნი განიპყრნა, გამოიწულილვიდა შრომით კაცობისა შთაცუმასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა და ჯუარსა ზედა აღმაღლებასა და მკუდრეთით აღდგომასა.
25. და განმტკიცნა ღმრთის მოყუარჱ ჰელენე დედოფალი ფრიად, წურთილ იქმნა გონებითა და ისწრაფა უჴრწნელისაჲ მის ნიჭისა გამოჩინებად.
26. რამეთუ ესრე სახედ იპოვა პატიოსანი ჯუარი.
27. მათ ჟამთა შევიდა იერუსალემდ ელენე დედოფალი თთუესა მეორესა, ოც და რვასა თთჳსასა, ერთბამად ერითა დიდითა და კრება-ყო და ბრძანა ყოველთა ჰურიათაჲ ქალაქებსა და დაბნებსა და ყოველსავე ჰურიასტანსა წარმოდგომად წინაშე მისა.
28. რამეთუ იყო იერუსალემი მოოჴრებულ, და იპოვნეს ჰურიანი ვითარ სამ ათას ოდენ კაც, რომელთა მოუწოდა ნეტარმან ელენე დედოფალმან და ჰრქუა: უწყი მე ღმრთისა წიგნთაგან, რამეთუ ნათესავნი მართალნი იყვენით და გყუარობდა თქუენ ღმერთი.
29. არამედ თქუენ ვერ გულისხმა-ჰყავთ და აგონეთ ნათელი ბნელ ყოფად და ჭეშმარიტებაჲ ტყუვილად;
30. და რომელსა ღმერთსა უნდა ჴსნაჲ ჩუენი წყევისაგან, მას სწყევდით;
31. და ნერწყჳსაგან განთავისუფლებაჲ თქუენდა, ნერწყჳთა ბილწებისაჲთა ჰნერწყუევდით მას;
32. და რომელმან მკუდარნი აღადგინნა, გინდა მკუდრად შერაცხაჲ მისი.
33. აწ გეტყჳ თქუენ: გამოირჩიენით თქუენ თავით თჳსით, რომელთა კეთილად იცოდიან შჯული.
34. ხოლო იგინი გამოვიდეს დედოფლისაგან შიშითა დიდითა და ყვეს ზრახვაჲ და პოვეს ათას კაც, რომელთა ჰგონებდეს მეცნიერად შჯულისა.
35. და ერთბამად მოვიდეს დედოფლისა, წამებდეს ათასისა მის კაცისათჳს, რამეთუ: ესე არიან სწავლულ შჯულსა.
36. ხოლო დედოფალმან მეორედ ჰკითხა სიტყუაჲ და ჰრქუა მათ: ისმინეთ სიტყუაჲ ჩემი და გულისხმა-ყავთ თქუმული ჩემი.
37. არა გასმიესა წმიდათა მათგან წინაწარმეტყუელთა, ვითარ ამცნეს მაცხოვრისაჲ, რომლისაჲ მეგულების კითხვად თქუენდა, რამეთუ ესაია ესრე თქუა, ვითარმედ: ყრმაჲ იშვეს თქუენდა, რომლისა დედამან მამაკაცი არა იცის.
38. მერმე მგალობელი დავით იტყჳს: წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა.
39. და მერმე ესაია ღაღადებს და იტყჳს: შვილ ვისხენ და აღვიზარდენ, ხოლო იგინი მეცრუვნეს მე.
40. და მერმე იტყჳს: იცნა ჴარმან მომგებელი თჳსი და ვირმან ბაგაჲ უფლისა თჳსისაჲ, ხოლო ისრაელმან მე არა მიცნა, და ერმან ჩემმან ჩემი არა გულისხმა-ყო.
41. უკუეთუ თქუენ იკითხავთ შჩულსა და ესე არა გულისხმა-გიყოფიეს, აწ ამის გამო ვბრძანო თქუენი პყრობილებაჲ სტრატიოტთაგან.
42. ხოლო აწ მი-ღა-გიტევნე თქუენ ორ ჟამ ოდენ, რაჲთა გამოირჩინეთ, რომელნი საგონებელ იყვნენ შჯულის მეცნიერად.
43. ხოლო იგინი გამოვიდეს მიერ შიშითა დიდითა, გამოცადნეს და პოვნეს ორას ოდენ კაც, რომელ საგონებელ იყვნეს მეცნიერ შჯულისა, და მოვიდეს წინაშე დედოფლისა.
44. მიუგო დედოფალმან და ჰრქუა მათ: ვინ არიან ესე?
45. მიუგეს და ჰრქუეს: ესენი არიან, რომელთა კეთილად იციან შჯული.
46. ხოლო ნეტარმან ჰელენე დედოფალმან მიუგო ჭეშმარიტებისა სიტყუაჲ, ასწავებდა და ჰრქუა: თქუენ, ცოფნო ჰურიანო იჱ~ლსლმელნო, არღა კმა-გეყოა ძუელი იგი სიბრმჱ მამათა თქუენთაჲ,
47. რომელნი იტყოდეს იესუჲსსა, ვითარმედ არა ძჱ ღმრთისაჲ არსო, რამეთუ აქუნდა მათ წიგნები წინაწარმეტყუელთაჲ და იკითხვიდეს?
48. ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: ვევედრებით დედოფლებასა შენსა, ჩუენ მაქუსცა და ვიკითხავთცა, ხოლო ესე ვისთჳს არიან ესრჱთმლევანნი საქმენი, გამოგჳცხადენ;
49. გევედრებით შენ, რაჲთა ჩუენცა გულისხმა-ვყოთ და შევატყუათ სიტყუაჲ თქუმულთა მაგათ შენთა.
50. ხოლო მერმე ჰრქუა მათ: წარგუალეთ მარტოდ და გამოარჩიენით თქუენ, რომელნი საგონებელ იყვნენ შჯულსა მეცნიერნი.
51. და გამოვიდეს იგინი მიერ და თქუეს: რომლისა ჯერისათჳს-მე გუაშრომებს ჩუენ დედოფალი ესე?
52. ერთმან ვინმე მათგანმან ჰრქუა მათ, რომლისა სახელი იუდა: უწყი, რამეთუ ძიებაჲ ეგულების ძელისაჲ მის, რომელსა იესუ ჯუარს-აცუეს მამათა ჩუენთა.
53. ეკრძალენით, ნუუკუ აღ-ვინმე-იაროთ;
54. უკუეთუ არა, ნანდჳლვე დაიჴსენეს მამათა ჩუენთა მოცემული იგი შჩული, რამეთუ ზაქეოს, მამის მამამან ჩემმან, ამცნო მამასა ჩემსა სიმონს და ჰრქუა,
55. და მამამან ჩემმან მე მამცნო და მრქუა: ეკრძალე, შვილო ჩემო, რაჟამს ძიებაჲ იყოს ძელისაჲ მის, რომელსა ზედა მშია ჯუარს-ეცუა, გამოუჩინე იგი პირველ ვიდრე გუემად შენდამდე,
56. რამეთუ არღარა ებრაელთა ნაშობნი მეფობდენ, არამედ მიერითგან მათი მეუფებაჲ იყოს, რომელნი ჯუარ-ცუმულსა თაყუანისცემდენ, რამეთუ იგი იყოს მეუფჱ უკუნისამდე – ქრისტე, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ.
57. ხოლო მე ვარქუ მას: და რად უკუე ჴელნი თქუენნი მიჰყვენით?
58. ხოლო მან მრქუა მე: შვილო, უწყის უჴრწნელმან მან, რამეთუ არასადა ვერთე შეკრებასა მას მათსა მისთჳს, არამედ ვაყენებდიცა მათ.
59. და მღდელთ-მოძღუართა ერისათა საჯეს ჯუარ-ცუმაჲ მისი და ეგრე ჰგონებდეს, რაჲთამცა მოაკუდინეს და გარდამოიღეს იგი ძელისა მისგან და დაჰფლეს.
60. ხოლო იგი მესამესა დღესა აღდგა და გამოუცხადა თავი თჳსი მოწაფეთა თჳსთა, რომლისა გამო ჰრწმენა ძმასა შენსა სტეფანეს, იწყო სწავლად ქრისტჱს მიმართ ერსა შორის, და შეკრბეს ფარისეველნი სადუკეველითურთ და საჯეს მისი ქვითა განტჳნვაჲ.
61. ხოლო მე ვხედევდი სიკუდილსა შვილისა ჩემისასა და ვერ შეუძლე შუელად მისა.
62. არცაღა თუ შეჭუვნებულ რას ვიყავ, რამეთუ ვხედევდი ღმრთისათჳს ვნებასა.
63. ხოლო ვითარ აღმო-ოდენ-უტევებდა სულსა, ჴელნი მისნი აღიპყრნა ზეცად და თქუა: უფალო, ნუ შეურაცხებ ამას ბრალად.
64. აწ უკუე ისმინე, შვილო ჩემო, და გასწაო შენ ქრისტჱსი და მოწყალებისა მისისაჲ, რამეთუ სავლეცა, რომელი-იგი ტაძარსა წინაშე ჯდა და ტყავის მხეველ იყო, იგიცა სდევნიდა მორწმუნეთა მისთა, ვითარ-იგი აღადგინა ერი მრავალი ძმისა შენისა სტეფანჱსთჳს,
65. ხოლო ქველ-ქმნა მის ზედაცა ქრისტემან და ყო იგი ვითარცა ერთი დიდებულთაგანი და, შვილო ჩემო, ნუსადა გმობასა იტყჳ მისთჳს, ნუცაღა მორწმუნეთა მისთა, რაჲთა გაქუნდეს ცხ~რბაჲ სო~კნჲ.
66. ესე მამცნო მამამან ჩემმან სიმონ და ესე ყოველი გესმა თქუენ.
67. აწ უკუეთუ გკითხოს თქუენ ჯუარისათჳს, რაჲ გნებავს?
68. – ხოლო მათ ჰრქუეს: ჩუენ ესე არასადა გუესმინა, გარნა შენგან ხოლო.
69. უკუეთუ ძიებაჲ იყოს, ნანდჳლ თუ ესრჱთ არს, ადგილიცა იცოდი.
70. ამას იტყოდეს ოდენ და მოიწინეს მწოდებელნი და ჰრქუეს: გიწეს თქუენ დედოფალი.
71. ხოლო იგინი წარდგეს, და ჰკითხვიდა მათ დედოფალი და არასადა უთხრეს მართლ.
72. და უბრძანა მათი ყოველთაჲ ცეცხლითა დაწუვაჲ.
73. ხოლო მათ შეეშინა და მისცეს მას იუდა და ჰრქუეს: ესე კაცი მართლისა წინაწარმეტყუელისა ძჱ არს და შჯული ჭეშმარიტად იცის.
74. გევედრებით, დედოფალო, ნებაჲ გულისა შენისაჲ ამან აღგისრულოს.
75. და ყოველთავე შჯული ყოველი შეაწამეს.
76. მაშინღა უბრძანა მათ ყოველთა განტევებაჲ, გარნა მარტოჲ იუდა ხოლო დაიყენა.
77. მოუწოდა დედოფალმან იუდას და ჰრქუა მას: ცხორებაჲ და სიკუდილი წინაშე გიც.
78. აწ რაჲ გნებავს: ცხორებაჲ ანუ სიკუდილი?
79. იუდა ჰრქუა: და ვინ არს, რომელსამცა უდაბნოსა ზედა პური დაგებული ედგა და იგი ქვასა ჭამდა?
80. ჰრქუა მას დედოფალმან: უკუეთუ გნებავს ცხრ~ბჲ ქუეყანისაჲცა და ზეცისაჲცა, მითხარ, სადა დამალულ არს ჯუარი.
81. ხოლო იუდა ჰრქუა, ვითარმედ: წერილ არს საჴსენებელთა: აწ ორას წელ არს;
82. და ჩუენ ჭაბუკნი ვართ, ვითარ შეუძლოთ ცნობად მაგისა?
83. ჰრქუა მას დედოფალმან: და ვითარ, შენსა წინა რომელ ნათესავი იყო, და ბრძოლისა კუეთებაჲ იყო ველსა ზედა, იგი ყოველნი იჴსენებიან, ადგილი მათი და საფლავიცა მათი ჩას.
84. იუდა ჰრქუა: წიგნითა სამე, ხ~ ჩ~ნ არა გუაქუს წერილი.
85. დედოფალმან ჰრქუა: პირველად აღიარე მცირედ ოდენ თავით თჳსით, ვითარმედ არიან საჴსენებელ.
86. იუდა ჰრქუა: გევედრები, დედოფალო, შეგუებით ვთქუ.
87. ჰრქუა მას დედოფალმან: მე მაქუს მაგისთჳს სიტყუაჲ თქუმული – ჴმაჲ იგი სახარებისაჲ, რომელსა-იგი ადგილსა ჯუარს-ეცუა;
88. გარნა მაჩუენე ხოლო ადგილი იგი, რომელსა ჰრქჳან თხემისა ადგილ.
89. ჩემითა ჴელმწიფებითა ვბრძანო და დავთხარო ქუეყანაჲ იგი მის ადგილისაჲ და, ვინ უწყის, ვპოო, რაჲ-იგი მნებავს.
90. ჰრქუა მას იუდა: არცა ადგილი ვიცი, არცა მაშინ ყოფილ ვიყავ.
91. ჰრქუა მას დედოფალმან: მოგაყმო შენ, უკუეთუ არა აღმიარო.
92. და ვითარცა ესე სიტყუაჲ თქუა, უბრძანა მისი შთაგდებაჲ ჯურღმულსა ჴმელსა და უბრძანა მისი შჳდ დღე უზმით ჯდომაჲ.
93. და მეშჳდესა დღესა ღაღატ-ყო და თქუა: აღმომიყვანეთ და გიჩუენო ადგილი ჯუარისაჲ მის ქრისტჱსისაჲ.
94. და რაჟამს აღმოჴდა ჯურღმულისა მისგან, მოვიდა ადგილსა მას, – და არცაღა იუდა იცოდა ჭეშმარიტად ადგილი იგი, – აღიღო ჴმაჲ თჳსი ებრაელებრითა სიტყჳთა და თქუა: მიაკრა აკაბი მელაქფისონ ადონა აბირიდო ელაბეთ დოთა ქუზეაფე ეფათიუ ბარულე, ხოლო თარგმანებით ესრე არს:
95. ღმერთმან რომელმან შეჰქმენ ცაჲ და ქუეყანაჲ, რომელი ჰზი ეტლთა ზედა ქერობინთასა, და იგინი ფრინვენ ჰაერთა შინა სრბით ნათელსა მას განუზომელსა, სადა ნათესავსა კაცთასა თანა-წარსლვად ვერ ჴელ-ეწიფების, რამეთუ შენ შეჰქმნენ იგინი შენდა სამსახურებელად.
96. ექუსნი მჴეცნი ექუსექუს- ფრთენი, რომელი ოთხთა მათ უტჳრთავს, ფრინვენ და გმსახურებენ ჴმითა მით დაუდუმებელითა და იტყჳან: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ, შენ უფალო, წოდებულ არიან იგინი სერაბინად;
97. ხოლო ორნი იგი, რომელ დაადგინენ სამოთხესა დაცვად ხისა მის ცხორებისაჲსა, წოდებულ არიან იგინი ქერობინად.
98. შენ უფლებ ყოველსა, რამეთუ ქმნულნი შენნი ვართ, რომელმან ურჩნი იგი ანგელოზნი სიღრმესა მას სატანჯველისასა მისცენ, და იგინი ქუესკნელთა მათ უფსკრულთაგან ვეშაპთა იგუემებიან და შენსა ბრძანებასა სიტყჳსა მიგებად ვერ შემძლებელ არიან.
99. აწ უფალო, შენითა ნებითა თუ არს სუფევაჲ ძისა მარიამისი, და თუმცა არა შენგან იყო, არამცა აღადგინე იგი მკუდრეთით, აწ ყავ სასწაული ესე დიდებულ და შუენიერ.
100. ვითარცა ისმინე ბარაკიელის ამის შენისა მოსჱსი და უჩუენენ ძუალნი იოსებისნი, ეგრეცა აწ, თუ გნებავს, გამოგჳცხადე ჩუენ დაფარული იგი ფასი და ყავ ადგილსა ამას კუამლი სულნელებისაჲ აღმოსლვად ქრისტჱსი, რამეთუ იგი არს მეუფჱ იესუ ქრისტე უკუნისამდე. ამენ.
101. და ვითარცა ესე ლოცვაჲ ილოცა იუდა, შეიძრა ადგილი იგი და დიდძალი კუამლი სულნელებისაჲ აღმოვიდოდა ადგილსა მას.
102. ხოლო იუდას დაუკჳრდა ფრიად, ჴელნი შეიტყუელნა და თქუა: ჭეშმარიტად, ქრისტე, შენ ხარ მაცხოვარი სოფლისაჲ.
103. გმადლობ შენ, ქრისტე, რამეთუ არა ღირსი ესე მეცა არავე ჴუებულ მყავ შენისაგან მადლისა.
104. გევედრები შენ, უფალო იესუ ქრისტე, ნუ მოიჴსენებ უკეთურებათა მონისა შენისათა, არამედ უგულებელს-ყვენ შეცოდებანი ჩემნი და თანა-შემრაცხე ძმასა ჩემსა სტეფანეს, რომელი-იგი ჴსენებულ არს საქმესა მას ათორმეტთა მათ მოციქულთასა.
105. და თქუა ესე ხოლო და მოიღო სათხროლი და სარტყელი შეირტყა, ვითარცა მჴნემან შვილმან აბრაჰამისმან, იწყო თხრად, და ვითარცა ეთხარა ორ-ჯერ ოდენ მოსათხრელ, პოვნა სამნი ჯუარნი დაფლულნი, აღმოიხუნა და შეიხუნა იგინი ქალაქად.
106. მაშინ ჰკითხვიდა ღმრთის მოყუარჱ იგი ელენე დედოფალი: რომელი არს ჯუარი ქრისტჱსი?
107. უწყი, რამეთუ ესე ორნი ავაზაკთანი არიან.
108. მაშინ მოიხუნეს და დასხნეს საშოვალ ქალაქსა და მოელოდეს დიდებასა ღმრთისასა.
109. მეცხრესა ოდენ ჟამსა მოაქუნდა ცხედარი, რომელსა ზედა იდვა ჭაბუკი მკუდარი.
110. ვითარცა იხილა იუდა, განმხიარულდა და ჰრქუა დედოფალსა: აწ სცნა, დედოფალო, ძალი იგი საწადელი და ჯუარი იგი მისი.
111. მაშინ დადგმად სცა იუდა ცხედარი იგი, რომელსა ზედა იდვა, და დასდებდა თითოეულსა მას ჯუარსა მკუდარსა მას ზედა.
112. და ვითარცა მიიწია მესამესა ჯუარსა, აღიღო და დასდვა მკუდარსა მას ზედა.
113. მეყსეულად აღდგა მკუდარი იგი ყრმაჲ.
114. მაშინ განრისხნა ეშმაკი, ღაღადებდა და იტყოდა: ვინ არს ესე, რომელი არა მიფლობს მოღებად სულთა მათ ჩემთა?
115. ჵ იესუ ნაზორეველო, ყოველივე შენდა მიიზიდე და რაჲსა კუალად ჯუარი იგი შენი ჩემთჳს გამოაჩინე?
116. ჵ იუდა რაჲ ესე ჰყავ? პირველისა მის იუდაჲსგან ერი ვაცოდვე და აწ ამის იუდაჲსგან ვიდევნები.
117. აწ ვპოვო მეცა შენთჳს, რაჲ ვყო: აღვადგინო სხუაჲ მეფჱ, რომელმან უვარ-ყოფად გცეს ჯუარ-ცუმული და ჩემსა ნებასა იქმოდის და მიგცეს შენ ძჳრ-ძჳრთა მათ სატანჯველთა, და გუემით უვარ-ჰყო ჯუარ-ცუმული იგი.
118. ხოლო იუდა შეჰრისხნა ეშმაკსა მას და ჰრქუა: რომელმან მკუდარნი აღადგინნის, ქრისტემან შეჩუენებულ გყავნ შენ სიღრმესა მას ცეცხლისასა.
119. და ვითარცა ესმა ესე ელენე დედოფალსა, დაუკჳრდა ფრიად ძალი იგი ღმრთისაჲ და სარწმუნოებაჲ იუდაჲსი და დიდითა პატივითა და კრძალულებითა პატიოსანი ჯუარი ოქროჲთა და ანთრაკითა შელესა იგი და შექმნა ლუსკუმაჲ ვეცხლისაჲ და დაჰკრძალა იგი მას შინა.
120. და ეკლესიაჲ აღაშჱნა ზედა გოლგოთას, რომელსა ჰრქჳან თხემისა ადგილ, და უბრძანა ეპისკოპოსსა ჰრომისასა მოსლვად და მისცა იუდას ბეჭედი ქრისტჱსი და უწოდა მას სახელი კჳრიაკოს და დაადგინა იგი ეპისკოპოსად.
121. მაშინ უბრძანა განსხმაჲ ჰურიათაჲ, რავდენნი-იგი ურწმუნო იქმნნეს და გამოიდევნნეს ჰურიასტანით ბრძანებითა დედოფლისაჲთა.
122. და ჰელენე დედოფალმან მისცა ფასი დიდძალი ღმრთის მოყუარესა მას ეპისკოპოსსა კჳრიაკოსს სამსახურებელად გლახაკთა.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი