მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"სინური მრავალთავი"

 

თხზულება ორმოცდამესამე

 

1. პოვნაჲ წმიდათა სამშჭუალთაჲ
2. ხოლო ნეტარი ელენე დედოფალი სავსე იყო ღმრთისა მიმართ სარწმუნოებითა და იყო წადიერ საღმრთოთა წიგნთა კითხვად, ძუელთა და ახალთა აღთქუმათა გამოეძიებდა,
3. უფროჲსად შესძინა გულს-მოდგინედ ძიებაჲ სამშჭუალთა მათ ჯუარისათაჲ, რომლითა უკეთურთა ჰურიათა მაცხოვარი შემშჭუალეს.
4. მოუწოდა იუდას, რომელსა ეწოდა კჳრიაკოს, და ჰრქუა მას: ძელისა მისთჳს ჯუარისა აღესრულა ჩემი წადილი,
5. ხოლო რომელ-იგი ჯუარსა მას ზედა დაემშჭუალნეს სამშჭუალნი მათი, გულსა შიდა მიც იჭჳ და აწ არა დავსცხრე, ვიდრე არა მაგისიცა ნებაჲ აღმისრულოს ღმერთმან, და შე-ვე-ღა-სძინე და ევედრე უფალსა მათთჳს.
6. ხოლო წმიდაჲ კჳრიაკოს ეპოსკოპოსი მივიდა თხემისა ადგილსა და ერთბამად მის თანა ძმანი მრავალნი, რომელნი-იგი უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა ესვიდეს ჯუარისა პოვნისათჳს,
7. და მკუდარსა მას ზედა რომელ სასწაული იქმნა, აღიხილნა თუალნი ზეცად და ჴელნი, ერთბამად იცემდა მკერდსა, ღაღადებდა გულს-მოდგინედ უფლისა მიმართ და აღიარებდა პირველთა მათ უმეცრებათა თჳსთა და ჰნატრიდა ყოველთა მორწმუნეთა ქრისტჱსთა.
8. ხოლო ვითარ მყოვარ ჟამ გულს-მოდგინედ ილოცვიდა, რაჲთამცა გამოჩნდა ეგევითარი რაჲ ნიში, ვითარცა ჯუარსა მას ზედა, ეგრეცა სამშჭუალთა.
9. და აღსრულებასა ოდენ ლოცვისასა, ვითარმცა თქუა ამენ და იყო ესევითარი ნიში, რომელ-იგი ყოველთა მათ თანა-მდგომთა იხილეს: ნათელი ელვარჱ ადგილსა მას გამობრწყინდა,
10. სადაცა პატიოსანი ჯუარი იპოვა, რომელი ყოველთა შეუორგულებელად გურწმენა და ვთქუთ: აწ გჳცნობიეს, რომლისა მიმართცა გურწმენა.
11. და მეყსეულად გამოჩნდეს სამშჭუალნი იგი, რომელ-იგი უფლისა იესუჲს ჴელთა დაემშჭუალნეს, უბრწყინვალჱსნი ოქროჲსა, ქუეყანასა ზედა.
12. მოიხუნა იგინი იუდა და მიუთუალნა ელენე დედოფალსა.
13. მაშინ მუჴლთ-მოდრეკით თაყუანისცა მათ დედოფალმან.
14. აღივსო სიბრძნითა ღმრთისაჲთა დედოფალი იგი და გულს-მოდგინედ სამშჭუალთა მათთჳს განიზრახვიდა, რაჲთამცა რაჲ ყვნა სამშჭუალნი იგი.
15. ხოლო შე-ვე ღა-სძინა სიმართლისა გზაჲ გამოკულევად, და მადლმან სულისა წმიდისამან გულისხმა-უყო გონებასა მისა წინაჲწარცა მრავლით ჟამით უწყებული იგი.
16. მოუწოდა კაცსა ერთსა სარწმუნოსა და გონიერსა, რომელი წინაჲთვე მრავალთაგან მართლად წოდებულ იყო, და ჰრქუა მას: დაჯედ აქა წინაშე თუალთა ჩემთა და შექმნენ სამშჭუალნი ესე შუად აღჳრისა ჰუნისათჳს მეფისა,
17. რაჲთა იყოს ისრის ჭურ ყოველთათჳს, მტერთა ძლევად მის მიერ მეფჱ, დასამშჳდებელად ბრძოლისა, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაწარმეტყუელისა მიერ: და იყოს მას დღესა შინა რომელი აღჳრთა მათ ცხენისათა იყოს, წმიდა უფლისა წოდებულ იყოს.
18. ხოლო ღმრთის მოყუარჱ ელენე დედოფალი სარწმუნოებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა განმტკიცებულ იყო იერუსალემს შინა.
19. ყოველივე აღასრულა, დევნულებით ჰურიანი განასხნა;
20. რომელ-იგი ურწმუნო იქმნნეს, განიდევნეს ჰურიასტანით და ღმრთის მოყუარემან დედოფალმან ამცნო მამათა და დედათა აღსრულებად დღესასწაული პატიოსნისა ჯუარისაჲ თუესა ვარდობისასა, მეათესა დღესა,
21. რომელნი ვაჴსენებთ დღესასწაულსა ჯუარისასა და ღირს ვიქმნენით ზიარ ყოფად ნაწილსა მას მარიამისსა.
22. და მადლი დიდი მოეცა წმიდასა მას ეპისკოპოსსა და ლოცვითა გუნდები ეშმაკთაჲ განასხა და სნეულთა ჰკურნებდა.
23. ხოლო აღესრულების საჴსენებელი პატიოსნისა ჯუარისაჲ თთუესა ვარდობისასა ორას და სამ წლისა შემდგომად ამაღლებისა სადიდებელად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი