მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"სინური მრავალთავი"

 

თხზულება მეათე

 

 1. პოვნაჲ წმიდისა სტეფანჱსი, რჩეულისა მის მსახურისაჲ და პირველ-მოწამისაჲ
2. რომელნი ხართ ქალაქთა შინა და დაბნებსა წმიდანი და ღმრთის მსახურნი,
3. რომელნი სიმჴნესა შინა ხართ ეპისკოპოსნი და ხუცესნი და ერთბამად ყოველთა მორწმუნეთა ქრისტე იესუს მიმართთა მსახურთ ეკლესიისათა და ძმათა მარტო-მყოფთა, ლუკიანე საწყალობელი და უნარჩევჱსი ყოველთაჲ უფლისა მიერ გიკითხავ.
4. ქველის-მოქმედმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან ინება, რაჲთა უმეტჱსად აღამაღლოს რქაჲ ცხებულისა თჳსისაჲ,
5. რომელ არს ქადაგებაჲ სახარებისაჲ, ინება ჩემ გლახაკისა ჴელითა უკუანათა მათ დღეთა გამოცხადებაჲ წმიდათა მონათა თჳსთაჲ სამ გზის სანატრელისა მის და დიდებულისა სტეფანჱსი, არქედიაკონისაჲ მის და პირველ-მოწამისაჲ,
6. რომელმან-იგი თუალითა იხილა ზეცისა მეუფჱ, და ნიკოდემოსისიცა, რომელ-იგი სახარებასა შინა კეთილითა საჴსენებელითა სანატრელად ითქუმის, და გამალიელისი,
7. რომელ-იგი საქმესა მოციქულთასა კეთილად მზრახვალობითა მადლის მომღებელად იქების უმეტჱსღა აბიბაჲსი, ძისა მისისაჲ, რომლისათჳს წიგნსა შინა არა იჴსენების.
8. ხოლო გარეშე წერილისა წმიდათა თანა წინაშე ღმრთისა იდიდების, ვითარცა მეჩუენა ჩემსა ამას უღირსებასა სამითა სახითა გამოცხადებისაჲთა,
9. რომელ-ესე, ვითარცა გესმეს, შემწე ჩემდა იყვენით ლოცვითა წმიდითა დიდებად მისა, რომელმან ესევითარისა გამოცხადებისა მადლი მოსცის ცოდვილთა კაცთა, რომელთა პირველი მე ვარ.
10. და იყო სახჱ გამოცხადებისაჲ მის ესრჱთ: მეძინა, ვითარცა წინაჲთ ჩუეულებასა ჩემსა, განშორებულსა მას სახლსა სანათლოჲსასა, სადა-იგი დგა კიდობანი, რომელსა-იგი შთადვიან სამსახურებელი ეკლესიისაჲ,
11. დღჱ რომელი განთენებოდა პარასკევად, აპნისა თთუესა სამსა, ჟამსა მას მეათხუთმეტესა ინდიკტიონისასა, მეათესა მას უპატიონსა და მეექუსესა მას წელსა თევდოსისსა, უფალთა მათ ჩუენთა თჳთმპყრობელთასა შარავანდედთასა.
12. მესამესა ჟამსა მის ღამისასა, ვიდრე მღჳძარეღა ვიყავ და რეცა და-რამე-მკჳრდებოდა და შევსულბი.
13. და ვიხილე კაცი ერთი ჰასაკოვანი და მოხუცებული და საკჳრველად შუენიერი, რომელსა მოებლარდნა საბლარდნელი სპეტაკი.
14. და იყვნეს ოთხთავე ყურთა მის საბლარდნელისათა სადგმელნი ოქრო-ქსოვილნი და ქუეაღ სადგმელთა მათ – სახჱ ჯუარისა მის საუფლოჲსაჲ ოქრო-ფერად;
15. და ესხნეს სანდალნი ოქრო-ღუედნი და კუერთხი ოქროჲსაჲ აქუნდა მარჯუენესა ჴელსა მისსა.
16. და მოვიდა, დადგა მახლობელად წინაშე ჩემსა და შემიგუმირა მე კუერთხითა მით სამ გზის და მიწოდა მე სახელით სამ ჯერ.
17. და მე მიუგე: რაჲ არს, უფალო?
18. და მრქუა მე: აღვედ იერუსალემდ და არქუ წმიდასა მას ეპისკოპოსსა: ვიდრემდე ესრჱთ დაფარულ ვიყვნეთ და არა აღგუაღებ ჩუენ და არა მიმოდასდებ ჩუენსა ამას სიმჴნესა?
19. რამეთუ არსვე წეს ჟამსა მას მღდელთ-მოძღურებისა შენისასა გამოცხადებაჲ ჩუენი.
20. აწ აღგუაღე ჩუენ ადრე, რაჲთა ჩუენ გამო კარი კაცთ-მოყუარებისაჲ განეღოს სოფელსა, რამეთუ ურვასა შინა დგას და მიახს წარსაწყმედელად მრავალთათჳს უშჯულოებათა, რომელ იქმნებიან მას შინა მარადღე.
21. და არა ესოდენი ესე ურვაჲ ჩემთჳს ხოლო, არამედ უფრ˜სღა მათთჳს, რომელნი-იგი არიან ჩემ თანა, რომელნი არიან ღირს მრავლისა დიდებისა და პატივისა.
22. და ადგილი იგი ჩუენი უღუაწ არს და ძუალნი ჩუენნი სადამე ჟამ წჳმითა დაილტვნიან, და არნ ჟამი სადამე, მზითა განჴმიან და გამოეჴუების ძუალთა ჩუენთა სლვითა უღირსთაჲთა ჩუენ ზედა დღითი-დღედ.
23. და მე, გლახაკმან ლუკიანე, მიუგე და ვარქუ: და შენ ვინ ხარ, უფალო, და ვინ არიან იგი , რომელ შენ თანა არიან, ანუ რომელსა ადგილსა გპოვნეთ?
24. და მრქუა მე: მე ვარ გამალიელ, რომელმან პავლე განვზარდე და შჯულის-მოძღუარ ვყავ იერუსალემს.
25. ხოლო რომელი-იგი ჩემ თანა არიან დამარხულ, იგი თავადი არს უფალი ჩემი სტეფანე, რომელი ქვითა განიტჳნა ურწმუნოთაგან ჰურიათა იერუსალემს, და განაგდეს იგი გარეშე ბჭეთა ქალაქისათა გზასა მას კედარით კერძოსა;
26. და დაყო დღჱ და ღამჱ, რამეთუ შჯული დაედვა უშჯულოთა მათ მღდელთ-მოძღუართა, რაჲთა არავინ დაჰფლას, არამედ რაჲთამცა იყო იგი შესაჭმელად მჴეცთა და განსაჭრელად მფრინველთა.
27. და მე, გამალიელ, უწყოდე სიმჴნჱ იგი მისი.
28. რაჲთამცა ნაწილი მაქუნდა სარწმუნოებისაჲ აღდგომასა, აღვდეგ ფარულად ღამე და მოუწოდე, რომელნი უწყოდენ წმიდანი კაცნი და მორწმუნენი ქრისტჱს მიმართნი, რომელთა მუნქუეს ოდენ ნათელი მოეღო,
29. და გულისხმა-უყავ და ვანებე და ვასწავე მათ მისლვად და წარმოღებად ჩემითა თავს-დებებითა და მიღებად ჩემსა მას აგარაკსა, რომელსა ჰრქჳან ჩემდა სახელად კაპარ გამალ, რომელი შორავს ქალაქსა ვითარ ოც მილიონით ოდენ.
30. და მუნ წესი ორმეოცთა დღეთაჲ აღასრულეს მსგავსად შჯულისა ბრძანებისა და საჴმარი იგი მეტყებელთაჲ მათ უბრძანე მიცემად ჩემისა სფ˜ლისაგ˜ნ.
31. და ესრჱთ დაჰმარხეს იგი ჩემსა მას ახალსა სამარხოსა, რომელსა მებრვე არავინ დიდებულ იყო.
32. ხოლო მის თანა რომელ-იგი დამარხულ არს, იგი თავადი არს ნიკოდემოს, მამის-ძმაჲ ჩემი, რომელ-იგი მივიდა ღამე მაცხოვრისა ჩუენისა იესუსა და ისწავა მისგან და ჰრწმენა, ვითარმედ ჯერ-არს წყლისა და სულისა წმიდისაგან მეორედ ზეგარდამო შობაჲ.
33. და ნათელ-იღო მოწაფეთა მისთაგან ჴელითა პეტრჱსითა.
34. და ვითარცა აგრძნეს მღდელთ-მოძღუართა მათ და სხუათა ფარისეველთა, განრისხნეს მის ზედა და იზრახეს მოკლვაჲ მისი, ვითარცა წმიდისა სტეფანჱსი, ხოლო პატიოსნებისა ჩემისათჳს ვერ იკადრეს მოკლვაჲ მისი, – უწყოდეს, რამეთუ ნათესავი ჩემი იყო, –
35. არამედ შეჩუენებულ ყვეს იგი და მიუღეს პატივი მთავრობისა მისისაჲ და ყოველი ნაყოფი მისი იავარ-ყვეს და გუემეს იგი დიდითა გუემითა და წყლულებაჲ დასდვეს მის ზედა და განაძეს იგი ქალაქით.
36. ხოლო მე, გამალიელ, წარმოვიყვანე იგიცა ფარულად დაბასა მას ჩემსა, რომელსა შენ, ლუკიანე, სდგა მღდელად, და განუწესე როჭიკი ჩემთაგან საფასეთა.
37. და შემდგომად მცირეთა ჟამთა მანცა შეისუენა ვითარცა აღმსაარებელმან ქრისტჱსმან, და უბრძანე დამარხვაჲ მისი მახლობელად ფერჴთა თანა წმიდისა სტეფანჱსთა.
38. ხოლო მესამჱ იგი, რომელ ჩემ თანა დამარხულ არს, იგი არს აბიბა, საყუარელი შვილი ჩემი მწემი, რომელმან (რ~ნ) მე და მან ნათელი მოვიღეთ ჴელითა მათვე მოწაფეთაჲთა,
39. რომელ-იგი იყვნეს მოწაფენი მაცხოვრისანი, რომელსა-იგი ჰურიაებასა სახელი ერქუა ადდა, ხოლო ნათლის-ღებასა უწოდეს საყუარელ, რომელ ითქუმის სახელი ესე ასურებრ აბიბოს.
40. ესე ოც წელ შჯულის მოწაფე იყო უფროჲს ჩემსა და პავლჱს თანა იზარდებოდა ბაგინსა შინა.
41. დედაკაცი მებრვე არა შეემთხჳს, არცა იხილის, გარნა დედაჲ ხოლო თჳსი.
42. და უბიწოჲ და შეუგინებელი აღესრულა.
43. მაშინღა მე, გამალიელ, შემდგომად მისსა აღვესრულე და დავემარხე შვილისა ჩემისა თანა ზეჟთა სამარხვოსა მას სტეფანჱსსა.
44. ხოლო ცოლი ჩემი ედნა და პირველი ძჱ ჩემი სელემია, – რამეთუ არა თავს-იდვეს სარწმუნოებაჲ ქრისტჱსი, არამედ უფროჲსღა ლალვაჲ აღადგინეს ჩუენ ზედა ნათლის-ღებისა ჩუენისათჳს, –
45. განგუყენნეს, განგუეშორნეს, წარვიდეს და მივიდეს დაბასა მას დედულსა ჩუენსა, რომელსა ჰრქჳან კაპარ სელემია, და მუნ მოწყდეს და არა ღირს იქმნეს დამარხვად ჩუენ თანა ჩუენსა ამას სამარხვოსა.
46. და ესრჱთ მე, ლუკიანე, აღვდეგ და ვჰმადლობდ უფალსა და ვევედრე ღმერთსა მას ღამესა და ვარქუ: უფალო, უფალო საუკუნეო, უკუეთუ კაცთმოყუარებისა შენისაგან მოივლინა ჩემდა ხილვაჲ ესე, ჯერ-გიჩნდინ და ბრძანე, რაჲთა მეორედ და მესამედ გამომეცხადოს.
47. და ვიწყე მიერითგან მარხვად და ვედრებად, მსგავსად წმიდათა მათ ორმეოცთა დღეთა.
48. და მერმესა პარასკევსა, ჟამსა მისვე ღამისასა, მოვიდა, დადგა ჩემ წინაშე იგივე გამალიელ მითვე ხატითა და მრქუა მე: რად უდებ-ჰყავ და არა ახუედ და უთხარ იოვანე ეპისკოპოსსა, რასა-იგი მე გეტყოდე შენ?
49. ხოლო მე მიუგე და ვარქუ: შემინდვე, უფალო, რამეთუ ერთითა ჩუენებითა ვერ ვიკადრე ეგევითარისა მის მღდელთ-მოძღურისა ღმრთისაჲსა აღძრვად და ეგემლევანისა მის ერისა, უფროჲსღა, რამეთუ მასმიეს წიგნთაგან საღმრთოთა,
50. ვითარმედ: პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ.
51. ხოლო ესე ვიკადრე და ვთქუ: უკუეთუ არს ხილვაჲ ესე ჩემდა უფლისა მიერ, ჯერ-იჩინენ მეორედცა და მესამედ ჩუენებად.
52. აწ ამიერითგან, უფალო, განმამხიარულე მრჩობლ მოსლვითა მაგით, ხოლო მესამედღა თუ, სრულ ხოლო იყოს.
53. და მან აღიმაღლა ჴმაჲ, ჴელი განყარა და თქუა სამ-ჯერ: შენდობილ იყავნ შენდა!
54. და ვითარცა ეგულვა განსლვად კართა ოდენ, დაიპყრა ფერჴი, უკმოიქცა და მრქუა მე: ჩემდა მოიხილე, ხუცეს!
55. მაქუს სხუაჲცა სიტყუაჲ შენდა.
56. და ვარქუ: რაჲ არს, უფალო? და თქუა: უწყი, რამეთუ შეორგულდი და სთქუ გონებასა შენსა: უკეთუ იყოს და ვპოვნე ოთხნივე ერთსა სამარხოსა შინა, ვითარ-მე ვაგო ცნობაჲ ძუალთა მათ წმიდისა სტეფანჱსთაჲ?
57. არა ეგრე არს, ვითარ-ეგე შენ ჰგონებ, არამედ თითოეულად ჩუენი სამარხოჲ ჩას.
58. და ვარქუ: ვითარ, უფალო? და მრქუა მე: დაიდევ გონებასა შენსა და გიჩუენო შენ.
59. და განიპყრნა ჴელნი თჳსნი აერთა მიმართ და ვხედევდ დამოკიდებულთა ოთხთა კიშტეთა: სამნი ოქროჲსანი და ერთი ვეცხლისაჲ.
60. და ოქროჲსანი იგი კიშტენი სავსე იყვნეს: ორნი იგი ვარდითა სპეტაკითა და ერთი იგი ვარდითა მეწამულითა, ფერად სისხლისა.
61. და ვეცხლისაჲ იგი სავსე იყო სულნელითა შროშნითა.
62. და შეკიცულ იყო ვეცხლისაჲ იგი ოქროჲსაგანსა მას ერთსა, და უმაღლჱს ჩნდეს სხუათა მათ.
63. დადგა კიშტჱ იგი, რომელ-იგი სავსე იყო ვარდითა მეწამულითა, მარჯუენით ჩემსა მზის აღმოსავალით კერძო, და კიშტჱ იგი სავსჱ ვარდითა სპეტაკითა და ერთი ერთიგი კიშტჱ სავსჱ შროშნითა დადგა მარცხენით ჩემსა ჩრდილოჲთ კერძო.
64. ხოლო ორნი იგი დამოეკიდნეს აღყენებულად ქუეყანისაგან ვითარ სამით წყრთით ოდენ.
65. და მრქუა მე: იხილენა კიშტენი ეგე? და მიუგე: ჰე, უფალო.
66. და მრქუა მე: კიშტენი ეგე არიან სამარხონი ძუალთა ჩუენთანი.
67. და რომელ-იგი ვარდითა მეწამულითა სავსე არს, იგი არს უფალი სტეფანე, რამეთუ იგი ხოლო გურთავს ჩუენ შორის მოწამედ.
68. და რომელსა ეგე წინაშე შენსა მართლ ჰხედავ, არს უფალი ნიკოდემოზ, აღმსაარებელი ქრისტჱსი.
69. ხოლო მე და ძჱ იგი ჩემი ვართ, რომელთა-ეგე აღყენებულად დამოკიდებულთა ჰხედავ.
70. და მე ვიკადრე და ვჰკითხე: რაჲსა-მე, უფალო, ერთი იგი კიშტჱ ოქროჲსაჲ [არს] და ერთი იგი ვეცხლისაჲ?
71. ანუ რაჲსა ერთი იგი სავსე არს ვარდითა მეწამულითა და ერთი იგი სავსე არს შროშნითა?
72. და მრქუა მე: ვეცხლისა იგი კიშტჱ სამარხოჲ ძისა ჩემისაჲ არს, რამეთუ წმიდა იყო ჴორცითა და მბრწყინვალე სულითა ვითარცა ვეცხლი;
73. ბაგინსა მას ღმრთისასა განზრდილ იყო, დედაკაცი მებრვე არა ეხილვა, გარნა დედაჲ თჳსი ხოლო ამისთჳს სავსე არს შროშნითა.
74. ამისსა შემდგომად ვჰმადლობდ მადლსა მას ღმრთისასა და დავადგერ მასვე მარხვასა და მოველოდე მესამედ მოსლვასა მისსა.
75. და მესამესა პარასკევსა, ჟამსა მას წინანდელსავე, მოვიდა, დადგა წინაშე ჩემსა იგივე უფალი საკჳრველი გამალიელ, თქუმით შემრისხნა და მრქუა: რაჲ განიზრახე და უდებ-ჰყავ და არა ახუედ და უთხარ ეპისკოპოსსა მას?
76. მართლიად გეტყჳ შენ: უკუეთუ არა ადრე ახჳდე და უთხრა ეპისკოპოსსა, მოწევნად არს შენ ზედა ტანჯვაჲ არა-საგონებელი.
77. და ვთქუ: წინაჲსწარვე გევედრე, უფალო, რამეთუ მოგელოდე მესამედ ჩუენებად ჩემდა, რამეთუ (რ˜) ესრჱთ დამტკიცებულად და დაუბრკოლებელად განვთქუა გამოცხადებისა თქუენისათჳს.
78. და ვიდრე-იგი დგა და მითქუმიდა მე ჩუენებასა მასვე შინა, მივიტაცე ქალაქად და უთხარ ყოველი იგი ჩუენებაჲ ეპისკოპოსსა იოვანეს.
79. და მასვე ჩუენებასა შინა მრქუა მე ეპისკოპოსმან: უკუეთუ იხილე, საყუარელო, თუ ნანდჳლ ეგე ეგრე გამოგეცხადა ჟამთა ამათ ჩუენთა,
80. უკუე ჩემდაცა წეს-არს გამოპყრობად ჴარი იგი მთავარი, უკუანა საბამი, მშრომელი და ურნატ-სავსედ განმმართებელი იგი და ურმად მჴნჱ იგი, და შენდად მიგეტეო აგარაკი იგი ნაყოფითჳრთ, რომელ მას შინა იყოს.
81. და მე მიუგე მასვე ჩუენებასა შინა და ვთქუ: უფალო, რაჲთა-მე იყოს ჩემდა აგარაკი, უკუეთუ არა მედგას ჴარი მშრომელი?
82. და მან მრქუა მე: ეგრე წეს-არს, რამეთუ ქალაქი ესე ურემ-დიდ და ტჳრთ-მძიმის მოხარკე არს და ჴამს დიდისა მის ურმისა ჴარი მჴნჱ და ითქუმოდის მოგებულ შენ მიერ.
83. რამეთუ სამართალ არს მოცემად ქალაქსა ამას ეგევითარი და შენდა კმა-არიან ორნი იგი ჴარნი სამწყულითჳრთ შემწეობითა ჴარისა მის დიდისაჲთა საჴმარად საქმისა აგარაკისა მის შენისათჳს.
84. და ესე ვითარცა მრქუა ეპისკოპოსმან, ჩუენებასა მას ვიხილე უფალი გამალიელ, რამეთუ მოვიდა და მიპყრა ჴელი ჩემი და მიმიყვანა მე მასვე აგარაკსა და მრქუა:
85. უკუეთუ გნებავს პოვნაჲ ჩუენი, მოგჳძიენ აგარაკსა მას, რომელსა ჰრქჳან ასურებრ ელაგაბარია, რომელ არს გამოთარგმანებით: „ღმრთისა კაცთაჲ“.
86. და ვითარცა განვიღჳძე შემდგომად მესამედ ჩუენებისა მის, განვიზრახევდ, ვითარმედ: რომელი-მე არს აგარაკი იგი?
87. და არავის უთხარ ჩუენებაჲ იგი, არამედ მივედ და ვიხილე ყანობირი იგი საზღვრით დიდ-ვაკე, შუენიერ, განსათქუმელ.
88. და შორის მას ველსა ბორცჳ ერთი ერთი მქჳშოვანი, რომელსა ვჰგონებდ პოვნასა მათსა.
89. და ამისსა შემდგომად შევედ ქალაქად და ვაუწყე პირველად მორწმუნეთა და ღირსთა ხუცესთა, რაჲთამცა მასწავეს, ვითარმედ რაჲმე-რაჲ ვ˜დ ჯერ-არს ყოფად ჩემდა.
90. და მათ მრქუეს მე: ჰხედავა, ვითარ-ესე ზედაჲს-ზედა ძრვანი იყოფიან ყოველსა ჟამსა და ესევითარი ესე გუალვაჲ და დაყენებაჲ წჳმისაჲ, და გნებავს დაფარვად გამოცხადებული ესე ჩუენებაჲ, რომელ კაცთ-მოყუარებისათჳს სოფელსა გამოცხადნა ღმრთისა მიერ? აწ ნუ დასდუმნები.
91. და პირველ იგინი შევიდეს და უთხრეს ჩემთჳს ეპისკოპოსსა იოვანეს.
92. და მან შემიწოდა მე და მკითხვიოდა, ვითარმედ: ნანდჳლ ეგრე არსა?
93. და ესრჱთ დავდეგ და მიუთხარ ჩუენებაჲ იგი – ხილვაჲ იგი პირველი და მეორჱ, და კერძოჲ მესამისა მის ჩუენებისაჲ დავიპყარ და არა უთხარ ხილვაჲ იგი, რომელ ჴარისა მისთჳს უკუანა საბამისა იოვანე მომიგო, და ველოდე სმენად მისგან.
94. და მან ადრე-ადრე აღიმაღლა ჴმაჲ თჳსი და თქუა: კურთხეულ არს უფალი!
95. უკუეთუ ნანდჳლ ეგრე იხილე, საყუარელო, და ჟამთა ამა ჩუენთა უნდა უფალსა წმიდათა თჳსთა გამოცხადებაჲ, ჩემდა წეს-არს,
96. რაჲთა მოვიხუნე ძუალნი იგი წმიდისა სტეფანჱსნი, პირველ-მოწამისაჲ, მის და არქედიაკონისაჲ, მჴნისაჲ მის და კეთილად მსახურისაჲ, რომელმან-იგი თუალითა თჳსითა იხილა სასუფეველი ცათაჲ.
97. და ამისა შემდგომად მიუთხარ ნეშტი იგი მესამისა მის ჩუენებისაჲ.
98. და მრქუა მე, ვითარმედ: ნანდჳლვე ჭეშმარიტად უნებს გამოცხადებად წმიდათა მათ, ვითარცა-ეგე შენ გეჩუენა.
99. და აღივსო სიხარულითა სახარებისა ამისთჳს და მიბრძანა, მე, ვითარმედ: შთავედ და თხარე და იძიენ ბორცუსა მას ოდენ;
100. და რაჟამს ჰპოვნე, დაიცევ ადგილი იგი შენ თჳთ და მაუწყე წიგნითა.
101. და მე ვითარცა ესევითარი ბრძანებაჲ მოვიღე მისგან, შთამოვედ დაბასა მას ჩემსა და უთხარ ყოველთა მწუხრისა ჟამსა და ვამცენ, რაჲთა ყოველნივე ერთბამად ხვალისაგან მსთუად მივკრბეთ თხრად ბორცუსა მას ოდენ.
102. და მასვე ღამესა მეჩუენა იგივე უფალი გამალიელ და თქუა: ხუცეს, ნუ დაშურები თხრად ბორცუსა მას ოდენ, რამეთუ არა მუნ ვართ, არამედ ბორცჳ იგი საწამებელად ხოლო არს,
103. რომელსა ზედა აღასრულეს შჯული იგი ტყებისაჲ ჩუენთჳს, არამედ ბღუარით კერძო ყანობირსა მას გჳძიენ ჩუენ და მიზომე ბორცჳსა მის გზითგან ყანობირად წყრთითა ოთხას სამეოც და ათხუთმეტ.
104. ეგრე სახედ სხუასაცა ვისმე მონაზონსა წრფელსა და უბიწოსა, რომელსა სახელი ერქუა მეგეთეს, ეჩუენა მასვე ღამესა იგივე უფალი გამალიელ და ჰრქუა: მივედ და არქუ ლუკიანე ხუცესსა,
105. ვითარმედ: ნუ ცუდად დაშურები ძიებად ჩუენდა ბურცუსა მას, რამეთუ არა მუნ ვართ, არამედ ბღუარით კერძო ყანობირსა მას შინა.
106. უჩუენა მას ადგილი იგი, რომელცა-იგი მე გლახაკსა ამას მეჩუენა.
107. მერმე კუალად მეჩუენა მე, ლუკიანეს, სამნი ცხედარნი ოქროჲსანი.
108. და იყვნეს ორნი იგი უმდაბლჱს და ერთი იგი უმაღლჱს.
109. და ერთსა მას ცხედარსა ზედა ისხნეს ორ კაც: ერთი იგი მჴრცოვან და ერთი იგი ჭაბუკ.
110. და შემკულ იყვნეს ცხედარნი იგი ესრე სახედ: ერთი იგი უმაღლჱსი და ერთი იგი უმდაბლჱსი გარდაგებულ იყვნეს შუენიერად, და რომელი-იგი მათ ზედა ისხნეს, შემკულ იყვნეს ვითარცა ახალ ნათელ-ღებულნი, და მესამჱ იგი ოქრო-ქსოვილად სამკაულითა სამეუფოთაჲ შემკულ იყო.
111. და ვითარცა აღვდეგით რიჟურაჟუს ოდენ, მივიმართეთ მისლვად პირველად ბორცუსა მას, ხოლო მონაზონი იგი გუაყენებდა ჩუენ და მრქუა მე: ესე და ესე ვიხილე თხრობად შენდა.
112. ხოლო მე ვითარცა მესმა, ვცან, ვითარმედ ჭეშმარიტ იყო ხილვაჲ იგი მისი.
113. ხოლო პირველად ბორცუსა მასვე მივიმართეთ და ვთხარეთ ვითარ სამ ჟამ ოდენ.
114. და ვპოვეთ ძეგლი ერთი, რომელსა წერილ იყო ჰებრაელებრ.
115. და მუნქუესვე მოვიყვანეთ მწიგნობარი, რომელმან იცოდა ჰებრაელებრ.
116. და მუნქუესვე მოვიყვანეთ მწიგნობარი, რომელმან იცოდა ჰებრაელებრ, რომელი მოვიდა და აღმოიკითხა წერილი იგი და მრქუა მე: ესე წერილი ესრე არს: ესე ადგილი ტყებისაჲ კაცთა მართალთაჲ.
117. მაშინღა დაუტევეთ ადგილი იგი და მივედით ადგილსა მას, რომელი გუეჩუენა ჩუენ მას ღამესა, და ვთხარეთ ყოვლად განცხადებულად და ვპოვეთ მსგავსად სახისა მის, ვითარცა-იგი გუეჩუენა ჩუენ.
118. და ზედაწერილი იგი მათი აღმოვიკითხეთ;
119. და წერილ იყო ესრჱთ აღმოკოდით: ქელელიელ, ნასოამ, გამალიელ, აბიბას.
120. და გამოითარგმანების ესრე: ქელელიელ ასურთა ენისაგან ბერძენთა ენასა სტეფანოს, და ბერძენთა ენისაგან ქართველთა ენად გჳრგჳნ;
121. და ნასოამ, რომელ არს ნიკოდემოს, რომელ არს მძლჱ სიმართლისაჲ;
122. გამალიელ, რომელ არს: მომაგო მე ნიჭი ღმერთმან;
123. აბიბას, რომელ არს: საყუარელი შვილი.
124. და მუნქუეს ოდენ მეყსეულად იყო ძრვა დიდ და აღიმღერნეს ძუალთა მათ წმიდისა სტეფანჱსთა და განმხიარულდეს, და სული სულნელებისაჲ დიდძალი გამოჴდა მისისა მის ლუსკუმისაგან, და ჩუენ ყოველთა ვითარცა მთრვალთა მიგუერულებოდა.
125. და განეფინა და მიიწია სულნელებაჲ იგი ვითარ ათ მილიონ ოდენ გარემოთა მათ ადგილთა, და მოვიდეს სულნელებასა მას გარემო ოთხ კერძოვე და მითხრეს ჩუენ, ვიდრემდე მიიწია სულნელებაჲ იგი.
126. და განიკურნნეს მრავალნი უძლურებათა და სნეულებათაგან მას შინა, რომელნი-იგი მუნ მოემთხჳნეს.
127. და ამისსა შემდგომად ვაუწყე წმიდასა მას ეპისკოპოსსა.
128. და შთამოვიდა იგი და ორნი ეპისკოპოსნი სხუანი მის თანა.
129. და ვითარ იხილეს, განიხარეს ფრიად.
130. და წარიღეს წმიდაჲ სტეფანე წმიდად ქალაქად იერუსალემდ და დადვეს წმიდასა სიონს.
131. და შეკრბეს და აღაშჱნეს ერთბამად საყოფელი ღირსთათჳს ძუალთა სტეფანჱსთა.
132. რომლისაჲ არს დიდებაჲ და ძლიერებაჲ აწ და მარადის და უკუნითა უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი