|
"სინური მრავალთავი"
თხზულება მეთერთმეტე
1. თ̃ა იანვარსა :ა~: წმიდისა ბასილისი 2. სიტყუაჲ ბასილი მთავარ-ეპისკოპოსისათჳს 3. და იყო მათ დღეთა შინა აღძრვაჲ მწვალებელთაჲ მართლ-მორწმუნეთა ზედა, რამეთუ იტყოდეს მეფისათჳსცა, ვითარმედ: არიანოს არს. 4. და მოვიდეს არიანოსნი სარჩელად წმიდისა ბასილი ეპისკოპოსისა და ეტყოდეს მას კათოლიკე ეკლესიისათჳს კესარია კაბადუკიისა, ვითარმედ: ჩუენი არსო და შენ რაჲსთჳს გიპყრია? 5. ხოლო იგი მიუგებდა სიტყუათა მათთაებრ. 6. და ვერ უძლეს მათ წინა-დადგომად სიტყუათა მისთა სიბრძნისა მისგან და სულისა წმიდისა, რომლითა იტყოდა. 7. და მათ ვითარცა იხილნეს თავნი თჳსნი უძლურად წინაშე მისსა, განიზრახვიდეს, ვითარმედ: მივაწიოთ სასჯელი ჩუენი წინაშე მეფისა. 8. და ჰრქუა მას, ვითარმედ: მივაწიოთ სასჯელი ჩუენი წინაშე მეფისა. 9. და ჰრქუეს მას, ვითარმედ: ეკლესიაჲ ჩუენი უპყრიეს თჳნიერ სამართლისა. 10. ხოლო მეფემან ჰკითხა მას: უკუეთუ ესრჱთ არს? 11. მაშინ ჰრქუა წმიდამან ეპისკოპოსმან მეფესა: უფალო მეფე, ჯერ-არს სახლისათჳს ღმრთისა თჳთ თავადმან ყოს სასჯელი. 12. და ჰრქუა მეფემან: ჭეშმარიტად ეგრე იყავნ! 13. აჰა ესერა უბრძანო დაკრძალვად კარი ეკლესიისაჲ კლიტითა და ბეჭდითა თქუენითა და ჩუენითაცა. 14. და იყოს, რომელსაცა განეღოს ღმრთისა მიერ, მანცა დაიმკჳდროს ეკლესიაჲ. 15. და დაჰკრძალეს კარი ეკლესიისაჲ ბრძანებითა მეფისაჲთა და დაჰბეჭდეს ყოველთა ერთბამად. 16. ჰრქუა წმიდამან ეპისკოპოსმან არიანოსთა მათ: უკუ ჯერ-გიჩს თქუენ, დავადგრეთ სამ დღე ლოცვასა და შემდგომად სამისა დღისა მოვიდეთ ეკლესიად. და ყვეს ეგრჱთ. 17. და დაადგრეს სამ დღე ლოცვასა და შემდგომად სამისა დღისა მოვიდეს ეკლესიად. 18. ჰრქუა წმიდამან ეპისკოპოსმან არიანოზთა მათ: მივედით თქუენ პირველად კარად ეკლესიისა და ილოცეთ, რაჲთა განგეხუნენ, რამეთუ უმრავლე ხართ თქუენ. 19. ხოლო იგინი მივიდეს განთიადითგან და ილოცვიდეს შოვა-სამხრამდე და კართა მათ ეკლესიისათა, და არაჲ იყო ჴმაჲ, არცა სმენაჲ, ვითარცა წერილ არს ქურუმათა მათთჳს ბაალისთა. 20. ჰბასრობდა მათ წმიდაჲ ეპისკოპოსი, ვითარცა ელია ქურუმთა მათ. 21. და ვითარცა ვერ მიიღეს თხოვაჲ იგი, ჰრქუა მათ: განდეგით აწ თქუენ თჳსგან. 22. და უკუნდგეს იგინი სირცხჳლეულნი ერთ კერძო და ჰხედვიდეს მას, ვითარმედ რაჲ-ძი ყოს მანცა. 23. მაშინ წარმოჴდა წმიდაჲ ეპისკოპოსი ხუცესთა და დიაკონთა თჳსთა თანა და უბრძანა კ˜რქისისა თქუმაჲ. 24. და შეწირა ლოცვაჲ და უბრძა ფსალმუნისა თქუმაჲ რიზ: განმეხუენით მე, ბჭენო სიმართლისანო, შევიდე მათ და აუვარო უფალსა. 25. ამისა შემდგომად უბრძანა პავლეს მოციქულისა მიწერილი ტიმოთჱსა მიმართ პირველისა თავისა საკითხავი: ამას მივსწერ შენდა და ვესავ ჩემსაცა ადრე მოსლვასა, რომელსა შინა არს საღმრთოჲსა ჴორცთ შესხმისა განგებულებაჲ. 26. და იტყჳს ეკლესიისათჳს სახლად ღმრთისა და სუეტად სიმტკიცისა და ჭეშმარიტებისა. 27. და შემდგომად საკითხავისა ასწავა თქუმად ალელუაჲ, ფსალმუნი ჲე: შევიდე სახლსა შენსა მსხუერპლითა და მიგცნე შენ აღნათქუემნი ჩემნი, რომელ აღთქუნეს ბაგეთა ჩემთა. 28. ხოლო შემდგომად ალ˜ჲსა მისცა მათ სახარებაჲ მათჱს თავისაჲ საკითხავად: და მო-რაჲ-ვიდა იესუ საზღვართა კესარია ფილიპჱსათა, რომელ არს აღთქუმაჲ ეკლესიისათჳს უფლისა მიერ, ვითარმედ: ბჭენი ჯოჯოხეთისანი არა ერეოდიან მას. 29. და შემდგომად წარკითხვისა სახარებისა დასწერა ჯუარი კარსა ეკლესიისა, ღაღატ-ყო და თქუა: განმიხუენით მე ბჭენი თქუენი, მთავარნო, და განეხუნენ ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისაჲ. 30. და მეყსეულად დაირღუეს კლიტენი იგი, და ბეჭედნი იგი დასცჳვეს კართა მათგან, და განეხუნეს კარნი. 31. და შევიდა წმიდაჲ ეპისკოპოსი და ყოველნი მოწესენი მის თანა და აღასრულა საღმრთოჲ საიდუმლოჲ. 32. მაშინ სირცხჳლეულ იქმნა არიოს და ყოველნი მოწაფენი მისნი, და ვერღავინ იკადრა სიტყჳს-გებად წმიდისა ბასილისა მაცილობელთაგანმან, რამეთუ სული წმიდაჲ დამკჳდრებულ იყო მის თანა მარადის. 33. რომელსა ჰშუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|