მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"სინური მრავალთავი"

 

თხზულება მეთორმეტე

 

 1. ბ~. სიტყუაჲ ბასილისივე
2. და იყო ვინმე ჰურიაჲ მაცილობელი, რომელი მარადის წინა-აღუდგებოდა ქრისტიანეთა.
3. ესე მრავალ გზის მოვიდის წმიდისა ბასილი ეპისკოპოსისა და გამოეძიებნ მის თანა სიტყუასა შჯულისა და წინაწარმეტყუელთასა არა თუ სარწმუნოებისათჳს, არამედ ჴდომისათჳს;
4. და სიტყჳთა ლალვისაჲთა ეშჯინ მას და აცილობნ ქრისტჱსთჳს.
5. ხოლო იგი სულითა წმიდითა გამოუთარგმანებნ ყოველთა წიგნთა სიტყუასა უფლისა განკაცებისათჳს, ვნებისა და ადგომისათჳს და სასუფეველისათჳს ცათაჲსა და წარმართთა ცხორებისათჳს.
6. ხოლო იგი თჳსსავე მას ურწმუნოებასა დადგრომილ იყო.
7. მერმე მოვიდა ოდესმე ჩუეულებისაებრ და იტყოდა ცილობით მის თანა, ვითარცა-იგი მარადის.
8. ხოლო წმიდამან ეპისკოპოსმან ჰრქუა მას: რ˜ ურწმუნოებად განიკითხვის თქუენ შორის: უკუეთუ სიტყუანი ხოლო წერილთანი ჰქონდენ და სარწმუნოებისაგან და საქმეთაგან ცალიერ იყოს, ანუ რომელსა სიტყუანი სარწმუნოებითჳრთ აქუნდენ და საქმითა ნაყოფიერ იყოს?
9. მიუგო ჰურიამან და ჰრქუა: თქუენ უკუე ხართ აწ, რომელნი სიტყჳთა სარწმუნოებისაჲთა საქმეთა ნაყოფიერად იქადით.
10. და აწ რამეთუ თქუა უფალმან თქუენმან, ვითარცა თქუენ თჳთ სწამებთ, ვითარმედ: უკუეთუ ვისმე აქუნდეს სარწმუნოებაჲ ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, ჰრქუას მთასა ამას:
11. იცვალე ამიერ, და იყოს ეგრე, აწ უკუე შენ ხარ მოძღუარი ქრისტიანეთაჲ და გაქუს სარწმუნოებაჲ უფროჲს სხუათა ყოველთა, არქუ ბორცუსა ამას, რომელი დამტკიცებულ არს დასაბამითგან, სიტყჳთა ღმრთისაჲთა, რაჲთა იცვალოს ამიერ.
12. უკუეთუ სიტყჳთა იყოს ეგრე, მრწმენეს მეცა ქრისტჱსთჳს, ვითარმედ ღმერთი არს და ძჱ ღმრთისაჲ, და თაყუანის-ვსცე მას.
13. ხოლო წმიდაჲ იგი, სავსჱ მადლითა და სულითა წმიდითა, შეორგულებულ იყო და უფროჲს განძლიერდებოდა საღმრთოჲთა შეწევნითა და აღუთქუმიდა ყოფად ამას და ჰრქუა მას: შემომიდეგ და გიჩუენო შენ ძალი ქრისტჱსი.
14. ხოლო ჰურიაჲ იგი შეუდგა მას სიცილით და ბასრობით, რამეთუ ჰგონებდა მსგავსად ურწმუნოებისა თჳსისა შეუძლებელ ყოფად.
15. და ვითარცა გამოვიდეს ქალაქით და მოვიდეს ბორცუსა მას თანა, და სხუაჲცა სიმრავლჱ ქრისტიანეთაჲ და ჰურიათჲ და წარმართთაჲ, მაშინ ჰრქუა მას წმიდამან ეპისკოპოსმან:
16. გრწამსა, ჰურიაო, ვითარმედ შემძლებელ არს ქრისტე მონისა მიერ თჳსისა ყოფად, ვითარცა თქუა უკუეთუ არა გრწამს, შენ ყავ, და მე მრწმენეს შენი.
17. მიუგო ჰურიამან მან და თქუა: მე არასადა აღგითქუ შენ ყოფად ესე, არამედ შენ. აწ ყავ, ვითარცა აღმითქუ.
18. ხოლო წმიდამან ეპისკოპოსმან მოიდრიკნა მუჴლნი და ილოცვიდა და ხადოდა უფალსა;
19. და აღემართა ლოცვისა მისგან და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი, ღაღატ-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: უფალო იესუ ქრისტე, შენ ხარ ღმერთი დიდებისაჲ და უფალი ძლიერებისაჲ და შენ დაამყარენ ცანი და დაამტკიცე ქუეყანაჲ და დააფუძნენ მთანი.
20. შენ ხარ, რომელმან სთქუ საქმედ ესე, და შენ ხარ, რომელი შემძლებელ ხარ ყოფად ამას.
21. ისმინე ლოცვაჲ მონისა შენისაჲ და მოეც თხოვაჲ მვედრებელსა შენსა და გარდაცვალე, რომელი შენ დაამტკიცე, რაჲთა იხილონ მოძულეთა შენთა და ჰრცხუენოდის.
22. და ვითარცა ესე თქუა, დასწერა ჯუარი ბორცუსა მას და ჰრქუა: სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა აღიფხუერ და იცვალე ამიერ იქი!
23. და მეყსეულად სიტყუასა მას აღიფხურა ბორცჳ იგი და იცვალა იმიერ იქი, ვინაჲცა-იგი ჰრქუა მას.
24. ვითარცა იხილა ჰურიამან მან საკჳრველი იგი, შეძრწუნდა ფრიად და შეუვარდა ფერჴთა ეპისკოპოსისათა და ჰრქუა: გევედრები შენ, უფალო, შემინდვე, რაჲთა ვიტყოდიღა ერთ გზის, – რაჲთა კუალად მოეგოს ბორცჳ ესე ადგილსავე თჳსსა, ვითარცა იყო პირველ.
25. ხოლო წმიდამან ეპისკოპოსმან ილოცა მერმეცა და კუალად მოიყვანა ბორცჳ იგი ადგილსავე თკსსა;
26. და არა უბრძანა დადგომად ქუეყანასა, არამედ აღშორებულად ქუეყანისაგან, ვითარცა ღრუბელი ჰაერთა დამოკიდებულ იყო ზედა ადგილსა მას თჳსსა, და დგა შეუძრველად მყოვარ ჟამ.
27. მაშინ ჰრქუა წმიდამან ეპისკოპოსმან ჰურიასა მას: ირწმუნეთ აწ, ჰურიანო, და ნუღარა აცილობთ ამიერითგან საღმრთოსა ძლიერებასა.
28. ვითარცა ესე თქუა, უბრძანა ბორცუსა მას, და კუალად მოეგო ადგილსავე თჳსა.
29. მაშინ ყოველთა მათ ჰურიათა ჰრწმენა და სიმრავლესა წარმართთასა და ნათელ-იღეს სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა და ადიდებდეს ღმერთსა.
30. ხოლო წმიდაჲ ეპისკოპოსი ჰმადლობდა მომცემელსა მადლისასა, რომელმან ყვის საკჳრველი მხოლომან.
31. რომლისაჲ არს დიდებაჲ და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი