მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"სინური მრავალთავი"

 

თხზულება მეცხრე

 

1. წამებაჲ წმიდისა სტეფანჱსი
2. დღეთა მათ პილატჱსთა, მეოთხისა მის ჴელმწიფებისათა, ანაჲსა და კაიაფაჲსა მღდელთ-მოძღუართაჲსა, წელსა მეათრუამეტესა მასვე ჟამსა, განკაცებასა უფლისა ჩუენისა ჲესუ ქრისტჱსსა, მწრაფლ გამოძიებაჲ იყო ფარისეველთაჲ და სადუკეველთაჲ, რომელნი არიან ცასა ქუეშე.
3. ზრახვა-ყვეს და თქუეს, ვითარმედ: აღდგა დაფლული იგი და გუეჩუენნეს ჩუენ მკუდრნი, რომელი ჩუენცა უწყოდეთ.
4. ხოლო რომელნიმე იტყოდეს, ვითარმედ: ღმერთი არს, და რომელნიმე იტყოდეს: მწვალებელი არს, და რომელთამე თქუეს: გამოჩნდა მშია, რომელსა ჰრქჳან ქრისტე, მათ ჟამთა, ვითარცა გამოთარგმანებდეს წიგნნი აღუთქუმისანი და წინაწარმეტყუელთანი და შემდგომნი წიგნნი.
5. ხოლო ვერვინ თქუა მისთჳს, ვითარმედ დედაკაცისაგან იშვა იგი.
6. მას ჟამსა აღ-ვინმე-დგა შორის ზრახვასა მა შჯულის მასწავლელი, რომელსა სახელი ერქუა სტეფანე, მოუწოდა ერსა მას და ჰრქუა: წინაწარმეტყუელთა იკითხავთ და არა გულისხმა-ჰყოფთ.
7. პირველად ესაია ღაღად-ყო და თქუა რომელმან აღვლნა შჳდნი ცანი, ვითარ-იგი უთხობდა მისსა მას განკაცებასა საყუარელისა მისთჳს, იგი წინაწარმეტყელებდა და თქუა: აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ და უწუდიან სახელი მისი ენმანუელ, რომელი ითარგმანების ძედ ღმრთისა.
8. მერმე ნათან წინაწარმეტყუელმან თქუა, ვითარმედ: ქალწულისაგან შობილისა განიხაროს ყოველმან ჴორციელმან და სიტყუაჲ უფლისაჲ მას შინა დამტკიცნეს.
9. და მერმე ჲ˜ჳ ძჱ ნევეჲსი იტყჳს: ვიხილე დასაბამი იგი – ყრმაჲ წიაღთა ქალწულისათა და შჯული, რომელ თქუენ გაქუს, მისთჳს იტყჳს ნაყოფი იგი, რომელი იშვა ქალწულისა მისგან: განმეშოროს ისრაელი შჯულისაგან მისისა და ნათესავნი რომელ დაშთენ, დაემტკიცნენ იგინი.
10. აწ გულისხმა-ყავთ, მოხუცებულნო ერისანო, რამეთუ მე თქუენსა მაგას შჯულსა ამიერითგან არღარა ვიდოდი, ხოლო მადლსა დაფლულისა მის და აღდგომილისა ჲესუ ქრისტჱსსა თაყუანის-ვსცე და უგალობდე სახელსა მისსა.
11. და ვითარცა ესე თქუა, განრისხნა ნეტარი სტეფანე და წარვიდოდა კრებულისა მისგან.
12. მას ჟამსა აღდგა კაიაფა მღდელთ-მოძღუარი და უკმოიქცა სტეფანე მუნვე კრებულად.
13. მერმე სირცხჳლეულნი ვერღარა იტყოდეს განკაცებისა მისთჳს ქრისტჱსისა, არამედ ესრე თქუეს, ვითარმედ: მარიამს ღმრთის-მშობელად შენ იტყჳ.
14. და აღადგინეს მწგინობართა და მღდელთ-მოძღუართა სტეფანე და წარადგინეს წინაშე პილატე ბჭისა.
15. ვითარცა იხილა პილატე ბჭემან, ჰრქუა მათ: რაჲ უქმნიეს კაცსა ამას, მღდელსა შუენიერსა, რამეთუ წარმოადგინეთ ჩემ წინაშე ვითარცა ძჳრის-მოქმედი?
16. მიუგო პილატე სტეფანეს და ჰრქუა: მოვედ და დაჯედ მარჯუენით ჩემსა, სტეფანე, რომელი მარადის ჰყუავი ვითარცა გჳრგჳნი.
17. ქვაო პატიოსანო დიდისა სასყიდლისაო, სტეფანე, მწყემსო შემდგომთა მოწამეთაო, სტეფანე, მოძღუარო ღმრთის მსახურებისაო!
18. და ვინ-მე იყოს მსგავს შენდა საუკუნესა მას და მერმესა ცხორებასა და განსუენებასა?
19. და ამბორს-უყო პილატე პირსა სტეფანჱსსა და ჰრქუა: გევედრები შენ, მონაო ღმრთისაო, ილოცე ჩემთჳს უფლისა მიმართ, რაჲთა მეცა რიცხუსა შევერთო, რომელთა ჰრწამს ქრისტჱ.
20. და ჰრქუა პილატე მღდელთა მათ და ყოველსა კრებულსა: შემძლებელ ვარ და ჴელ-მეწიფების განტევებად სტეფანჱსა სატანჯეელთაგან, ხოლო არა დავაბრკოლო ეგე გზისა მისგან სიმართლისა, არამედ წარიყვანეთ ეგე ჩემგან, ვ˜ა გნებავს.
21. მაშინ წარიყვანეს ნეტარი სტეფანე მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა და წარადგინეს იგი წინაშე ათასისთავისა მის კლავდიოსისა.
22. და ვითარ-იგი მიუგებდა სტეფანე და ეტყოდა, მას ჟამსა მოვიდა სავლე ფარისეველი კილიკიაჲსაჲთ, რომელსა აქუნდა ჴელმწიფებაჲ შეკრვად და შესხმად საპყრობილესა ყოველთათჳს,
23. რომელნი სახელ-სდებენ ქრისტესა, და დაჯდა ათასისთავისა მის თანა და ჰკითხვიდა ნათესავსა სტეფანჱსსა და სამკჳდრებელსა.
24. ვითარცა გულისხმა-ყო, ვითარმედ ქრისტესა სახელ-სდებს, და ვითარცა ესმა ესე, მწრფლ უბრძანა გუემაჲ მისი და შეკრვაჲ და ჰრქუა მას: თქუ, სტეფანე, ვითარ ჯუარ-ცმულსა აღიარებ ღმრთად, რომელ ჩუენ არა დავიჯერეთ, უფროჲსღა ესე, რამეთუ მარიამს ღმრთის-მშობელად ხადით?
25. მიუგო წმიდამან სტეფანე და ჰრქუა: ჵ, ვითარ ორთა ძაღლთა სისხლის მჭამელთა ვჰბრძოდი, რომელთა პური იგი მიიღეს და ჴელნი მისნი შეუკრნეს და დამშჭუალეს ძელსა!
26. და მიუგო სტეფანე და ჰრქუა ათასისთავსა მას: მკჳდრო ჯოჯოხეთისაო და თანა-ზიარო ეშმაკისაო, რაჲ გნებავს, თქუ შენცა, ათასისთაო, დაბრმობილო თუალითა და დარღუეულო ჴორცითა და სულითა და გულითა გარდაგულარძნილო!
27. რომელმან ხურომან შეუძლოს შენდა ხატად აღმართებად, ვითარ სახედ ქრისტჱს ჩუენისაჲ,
28. რომელი გამოუჩინებელ არს და ბრწყინვალე მზითა ბრწყინვალითა და მთოვარჱ და ვარსუკლავები და ქუეყანაჲ ყოველი ყოვლითა ნაყოფითა და ყოვლითა შუენიერებითა შეამკო და აერნი ყოველნი ყოველთა მფრინველთა მიერ შეამკვნა და ზღუაჲ ფერად-ფერადითა ქუეწარმავალითა აღავსო,
29. რომელმან ესე ყოველი ქმნა, რომელ არს ძჱ ღმრთისაჲ, ქრისტჱ, ღ˜თისაგა შობილი, ძჱ მამისაგან, ძალნი ძალთაგან, რაჲსათჳს ჯუარს-ეცუა?
30. ჵ უგუნურნო! ანუ ვითარ იტყჳთ, ვითარმედ: ვითარ დედაკაცისაგან იშვა იგი?
31. – რ˜ა ცთომაჲ იგი, რომელ იყო სამოთხესა მას დედაკაცისა მის განჴრწნილებისაგან, განწმიდა.
32. ანუ ვითარ იტყჳთ, ვითარმედ: ვითარ ჩჩჳლ იწოდა?
33. – რაჲთა ჩჩჳლნი იგი დაიცვნეს;
34. სამარიტად იწოდა, რაჲთა ყოველნი ნათესავი მისა მოაქცინეს;
35. ცთომილად იწოდა, რაჲთა შეცთომილნი აცხოვნნეს;
36. აღდგა, რაჲთა ყოველნივე აღგუადგინნეს.
37. აწ ვითარ ჰგონებთ, ჵ უგუნურნო?
38. დასცხერ, სავლე, მდევარო ღმრთის მსახურებისაო!
39. და შენცა წინა-აღგიდგეს სასუმელი ეგე სუმდ, ამას ღამესა დაგადგეს შენცა ანგელოზი უფლისაჲ, რამეთუ მრქუა მე შენთჳსცა.
40. მაშინ განრისხნა სავლე და აღაზრზინა ათასისთავი იგი, რაჲთა თავი მოჰკუეთონ ღირსსა მას ღმრთისასა.
41. და სცეს მას მახჳლითა, და არა იპოვა ყოვლადვე წყლულებაჲ ქედსა მისსა.
42. მერმე მოიქცა სავლე და უბრძანა ქვისა დაკრებაჲ ახოვანსა მას ღმრთისასა.
43. და ვითარცა ქვასა დაჰკრებდეს წმიდასა სტეფანეს, და ქვისა მისგანი ეცემოდა ათასისთავსა მას და რომელიმე ეცემოდა ერისაგანთა მათ.
44. ხოლო წმიდამან სტეფანე ვითარცა იხილა გუემულებაჲ იგი ერისაჲ მის, შეეწყალა ერი იგი და დაიდგნა მუჴლნი ქუეყანასა ზედა და აღიხილნა თუალნი ზეცად და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზე, ილოცვიდა და თქუა: გმადლობ შენ, ჲესუ ქრისტე, რამეთუ ყოველსა ჟამსა ისმინი ჩემი.
45. და აწცა გევედრები შენ, რაჲთა განიკურნნენ გუემულნი ესე, რომელნი იქმ˜ უგუნურებით ჩემ ზედა.
46. და ვითარ ილოცვიდა ოდენ წმიდაჲ სტეფანე, და მეყსეულად ძრვაჲ იყო დიდ და განეხუნეს სამყარონი ცისანი,
47. და იხილა ცათა შინა მამაჲ, მჯდომარჱ ზედა საყდართა მბრწყინვალეთა, და ძჱ ჲესუ ქრისტე მარჯუენით მამისა, და ტრედი ერთი სპეტაკი გარდამოფრინვიდა და მოაქუანდა გჳრგჳნი მბრწყინვალჱ ვითარცა მზისთუალი.
48. და ვითარცა იხილა წმიდამან სტეფანე დიდებაჲ იგი ღმრთისაჲ, მაშინ ჴმაჲ იყო ზეცით გარდამო და თქუა: მჴნე იყავ, სტეფანე, რჩეულო ჩემო, და ნუ გეშინინ, მწყემსო კეთილო, რამეთუ მრავალნი აცხოვნენ შენითა სარწმუნოებითა და მოთმინებითა.
49. აღმოგუალე, ჭეშმარიტო ერისთაო ერისა ჩემისაო, განხმულ არიან ცანი შენთჳს, მხიარულ არს მამაჲ და ძე და წმიდაჲ სული შენ ზედა;
50. უხარის ანგელოზთა და კაცთა მართალთა სიმჴნჱ ეგე შენი.
51. ჰე, სტეფანე, რჩეულო ჩემო, იყავნ ნებაჲ შენი და განკურნენ ეგენი, რაჲთა ცნან ძალი ჩემი და მოწყალებაჲ.
52. მაშინ მიხედა სტეფანე ერსა მას და იხილნა გუემულნი იგი ქვისა მისგან, ჯუარი დასწერა ერსა მას და ჰრქუა: მიგეტევენ თქუენ უგუნურებაჲ თქუენი, და სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და წმიდისა სულისაჲთა განიკურნენით.
53. ხოლო ზაქეოს, მამაჲ იგი სტეფანჱსი, თანა-დგა და არა შეურგულდა და არცაღა დააბრკოლა წმიდაჲ სტეფანე ლოცვასა მას ერისასა, არამედ მანცა აღიპყრნა ჴელნი და თქუა: უფალო, შეივედრე სული მონისა შენისაჲ, რომელი ღირს ჰყავ მადლისა მოღებად და იჩინე სასუფეველსა შენსა.
54. მაშინ დაიძინა სტეფანე ძილითა სულნელითა, ხოლო ერი იგი განიკურნა გუემისა მისგან და ცოცხალ იქმნეს, ვითარცა პირველ იყვნეს.
55. მაშინ უბრძანა ათასისთავმან კლაჳდიოს და სავლე და მღდელთა მათ და განაგდეს წმიდაჲ სტეფანე ქალაქით გზასა მას კედარით კერძო და შჯული დადვეს, რაჲთა, და-თუ-ვინმე-ჰმარხოს იგი, სიკუდილით მოკუედინ და ნაყოფი მისი იავარ იქმენინ,
56. არამედ რაჲთა შეჭამონ იგი მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა, რაჲთა სხუანი ხედვიდენ და არა იკადრონ სახელითა მით ჲესუსითა სწავლად ერსა მას.
57. და დაყო დღჱ და ღამჱ, და ანგელოზნი სცვიდეს მას.
58. და მო-ვინმე-ვიდა კაცი მორწმუნჱ ქრისტჱსი, რომელსა სახელი ერქუა გამალიელ, მრავლითა მოყუსებითა და ღამე წარიღო იგი და დაჰმარხა დიდითა პატივითა და მრავლითა სულნელებითა.
59. მაშინ წარიყვანა პილატე ბჭემან ცოლი თჳსი პროკლა, და მივიდეს ადგილსა მას, სადა-იგი ისხნეს ჴორცნი წმიდისა სტეფანჱსნი, რაჲთამცა დამარხეს იგი, და არა პოვეს.
60. ტიროდეს ფრიად პილატე და ცოლი მისი და იტყოდეს: მოგჳჴსენენ ცოდვილნი ესე, ნეტრეულო სტეფანე, მოგჳჴსენენ და ღირს გყუენ ჩუენ ქრისტჱს ბეჭედსა.
61. ესე თქუეს და თაყუანის-სცეს ღმერთსა და წარვიდეს სახიდ თჳსსა და ფრიად წუხდეს ორნივე.
62. და მასვე ღამესა გამოეცხადა წმიდაჲ სტეფანე და ჰრქუა პილატეს: ნუ მწუხარე ხართ ჩემთჳს, რამეთუ იყოს რომელთამე ჟამთა გამოცხადებაჲ ესე ჩემი, ვიდრემდე არა გამოჩნდენ ჩემ თანანი მოწამენი;
63. ხოლო შენ ნუ მწუხარე ხარ, არამედ ნათელი მოიღეთ და ჰყოფდით საჴსენებელსა ჩემსა ყოველსა ჟამსა და ნუ დააკლებთ და ამცენ შვილთა შენთა და ყოველთა, რომელთა იციან სახელი ქრისტჱსი.
64. მაშინ წარიყვანა პილატე ცოლი თჳსი და მივიდა მოციქულისა პეტრჱსა და ნათელი მოიღო პილატე და ცოლმან მისმან და სიმრავლემან ერისამან მას დღესა, ხუთასმან კაცმან, რომელთა ჰრწმენა ქრისტე.
65. და აღესრულა წმიდაჲ სტეფანე თთუესა სურწყნისასა მეექუსესა, დღესა პარასკევსა, ჟამსა მეშჳდესა.
66. და ესრჱთ ვიხილე წმიდაჲ სტეფანე მე, პილატე, ზედა ათორმეტთა ვარსკულავთა მჯდომარჱ, ხოლო პირი მისი მბრწყინვალე, ვითარცა ანგელოზისაჲ;
67. და თავსა მისსა ზედა იყო ჯუარი და ფრიად ბრწყინვალებითა მისითა ვერ განვიცდიდ ხატსა მას მისსა.
68. და ამის ყოვლისა შემდგომად ვიხილენ ეტლნი ცეცხლისანი და ვიხილე მათ ზედა მჯდომარჱ წმიდაჲ სტეფანე, და ესრჱთ აღიყვანეს იგი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და პატივი უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი