|
"სინური მრავალთავი"
თხზულება ოცდამეხუთე
1. თქუმული წმიდისა მელეტი ანტიოქიელ ებისკოპოსისაჲ. ბზობისათჳს და შესხმისა ყრმათაჲსა 2. ვითარცა მოვიდა და მოიწია დღესასწაული იგი ბალარჯობისაჲ, რომელსა ჰყოფდეს ჰურიანი იგი მსგავსად მამათა მათთა, დაჯდა იესუ კიცჳსა ზედა და შევიდა იერუსალემდ. 3. და თუ სასწაულთა მათ გამო ვერ იცნეს იგი, მდაბლად მისულითა ღათუ იცნან იგი? 4. მაშინ უფროჲსღა აღივსნეს შურითა; 5. რომელთაჲ ჯერ- და წეს-იყო ყრმებსა მას თანა ჴმობაჲ და წინა მიგებებად, იგინი ყრმებსა მასცა ადუმებდეს. 6. ვითარ იხილეს კრებაჲ იგი ერისაჲ მის, რამეთუ ჴმითა კურთხევისაჲთა აღასრულებდეს წინაწარმეტყუელებასა მას ზაქარიასა, მოვიდეს ი~ჳსსა და რქ~ს: შეჰრისხენ ყრმათა მაგათ, რაჲთა არა ეგრე ჴმობდენ. 7. რქ~ა მათ იესუ: და ღათუ ეგენი დადუმნენ, რომელთაგან წინაწარმეტყუელებაჲ აღესრულების, ქვანი ესე ღაღადებდენ მაგათ წილ. 8. ხოლო არა ეგების უტყუთა ჴმობაჲ და პირ-მეტყუელთა უმანკოთა დადუმებაჲ. 9. უკუეთუ ჴმობდენ ყრმანი ეგე თქუენნი, აღ-ვ̃ემე-ასრულებენ წინაწარმეტყუელებასა. 10. და ერიცა იგი, რომელ მოკრებულ იყო, აკურთხევდეს, და წარმართნი რტოებითა მით დანაკის კუდისაჲთა წინა მიეგებვოდეს მჴსნელთა მას სოფლისასა. 11. ხოლო უფალმან ვითარცა იხილა იერუსალემი, მწუხარე იყო დღესა მას სიხარულისა თჳსისასა, ტიროდა მას ზედა და თქუა: ნეტარმცა იყო შენ ზედა, იერუსალემ, გამო-თუმცა-ცხადებულ იყო შენდა ჟამი ესე ჴსნისაჲ! 12. ხოლო მღდელთა მათ რაჲთამცა რწმენა საქმეთაჲ მათ, რომელი ეხილვა თუალითა მათითა, გულის-წყრომაჲ გულის-წყრომასა დაურთეს და აყენებდეს წინაწარმეტყუელებასა მას, 13. რომელი ჩჩჳლთა მიერ აღესრულებოდა და ეშინოდა მძლავრ დადუმებად ყრმებისა მის, ნუუკუე ქვაჲ დაჰკრიბოს ერმან მან. 14. მოვიდეს ი~ჳსსა და რქუეს: არა გესმისა, რასა-ესე იტყუიან შენთჳს? 15. რქუა მათ იესუ: მესმის მე, რასა უწესსა იტყუიან, რამეთუ დაადუმებთ მაგათ; 16. ნუუკუე უცხოდ ანუ ძედ უცხოჲსად იტყუიანა და არა ღმრთად და ძედ ღმრთისად? 17. უკუეთუ ძედ ღმრთისად სახელ-მდებენ, თქუენ რაჲსა განრისხნებით ანუ მათ რად დაადუმებთ? 18. აწ რაჲსა-მე დაადუმებენ ყრმებსა მას, რამეთუ აჰა ეგერა რომელი სოლომონის ზედა იყო შესხმაჲ, რაჟამს-იგი დაჯდებოდა მეფედ იერუსალემს ზედა, რომელსა არცა ბრმასა თჳალნი აეხილნეს და არცა მკელობელნი ევლინნეს და ეგრჱთ ოხრიდა ქუეყანაჲ ღაღადებითა მით და ქებითა. 19. ხოლო ამან რომელმან ეგოდენნი სასწაულნი და საკუირველებანი ქმნა, ვითარ-მე იკადრეთ თქუმად, ვითარმედ: დაადუმეთ ერი ეგე მცირედისა მაგისთჳს ქებისა? 20. ამის დღისათჳს მიეცა ქებაჲ ეგე მაგათ და ჴმობაჲ, რომელი თქუენცა აღმოგიკითხავს თქუმული დავითისი, ვითარმედ: პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ. 21. ხოლო დასამტკიცებელა საქმეთა მათ ბრძანა უფალმან შეძრვაჲ ქ~ყსა, და იგინი არცაღა შეძრვისა მისთჳს ქუეყანისა დაემორჩილნეს უფალსა. 22. მაშინ მოვიდა ჴმაჲ ზეცით და თქუა: გადიდე და მერმე უმეტეჱს გადიდო. 23. და ღათუ ძალი ჴმისაჲ მის ვერ გულისჴმა-ყვეს ჰურიათა მათ, ხოლო ჴმაჲ იგი ესმა, რამეთუ იტყოდესცა რომელნიმე: ქუხილი იყოო; 24. და ზოგნი იტყოდეს: ანგელოზი ეტყოდაო; 25. და არცა ჴმისა მისთჳს შეირცხუინეს და არცა სასწაულთა მათგან და არცა ძლიერებათა მისთათჳს, რომელთაჲ კიცჳსა მას ზედა ჯდომისათჳს, ხოლო ჯერ-იყო წინა მიგებებად და სიხარული. 26. ხოლო ჩუენ, საყვარელნო, განვაგდოთ ეგევითარი უგუნურებაჲ ურწმუნოებისაჲ და წადიერებით აღვიმსთოთ და ყრმათა თანა აღვიღოთ მცენარეთა რტოჲ და სიხარულით აღვიპყრნეთ ჴელნი ჩუენნი 27. და გულითა წმიდითა შებმა-უყოთ საღმრთოსა გალობასა, ერთობით ყოველნი მივეგებვოდით და ვადიდებდეთ სარწმუნოებით ო˜ა ღ˜თსა ჩ˜ნსა და ს˜ლთ წმიდიდურთ აწ და მარადის და უკუნითი ო˜კსე ამ~ნ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|