მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"სინური მრავალთავი"

 

თხზულება ოცდამეოთხე

 

1. თქუმული წმიდისა იოვანე კს~ტნტლ ეპისკოპოსისაჲ. შესლვასა უფლისასა იერუსალემდ. საკითხავი ზაქარია წინაწარმეტყელისაჲ
2. გიხაროდენ ფრიად, ასულო სიონისაო, ქადაგებდ ასული ეგე იერუსალემისაჲ, რამეთუ აჰა ესერა მ~ფჱ შენი მოვალს შენდა მართალი და მაცხოვარი, იგი თავადი მშჳდ არს და ზე ზის კარაულსა კიცუსა ახალსა და შემდგომი ამისი.
3. საკჳრველთაგან საკჳრველსა მოუჴდეთ, ძმანო, და ვეწინეთ, რამეთუ ვითარცა ჯაჭჳთა ოქროჲსაჲთა ვერძნი ერთად შეკრულ არიედ და ერთი-ერთსა ვერ გაეშორნიან და ეგრჱთ მიიძღუანნიან მეფისა,
4. ეგრეცა წმიდათა სახარებათა საკჳრველებანი ურთიერთას წარუძღუან ერსა მას ღმრთის მოყუარეთასა, ახარებედ არა თუ საწუთროჲსა ჭამადითა, არამედ რომელი უკუნისამდე ჰგიეს.
5. აწ ჩუენცა, საყუარელნო, განმარტებულითა გულითა და ყურითა მორჩილებით გუესმინოს, რაჲ გურქუა ჩუენ უფალმან წინაწარმეტყუელთა მიერ და სახარებათა წმიდისა ამის დღესასწაულისათჳს.
6. მან განაღა ჰქრუას მშჳდობაჲ ერსა წმიდათა მისთასა და მათსა, რომელნი მოქცეულ არიან გულითა.
7. დღეს წინაწარმეტყუელთა ჴმათა ფართო ქმნეს სფ~ლი და ეკლესიანი განაშუენნეს და გჳრგჳნოსან ყვნეს და წმიდათა ამათ დღეთა ერგასისთა ერი მორწმუნჱ შეირთეს და გალობასა ახალსა მისცემენ უძლეველსა უფალსა.
8. აწ მოვედით და ვიხარებდეთ უფლისა მიმართ.
9. აწ ყოველნი თესლნი მოვედით და აღვიტყჳელნეთ ჴელნი და ღაღად-ვყოთ ღმრთისა მიმართ ჴმითა სიხარულისაჲთა.
10. და ნუვინ დააკლდებინ წოდებასა ამას სიხარულისასა, რამეთუ თესლი იგი ურწმუნოჲ წარწყმედასა მიეცა.
11. აწ ნუვინ დაბრკოლდებინ და შეურაცხ-ჰყოფნ მიგებებასა მას მეუფისასა, ნუუკუე სასიძობელსა მას გარე დაშთეს და დაეჴშას კარი, ნუვინ მწუხარე და მგლოვარე არნ ამას მოსლვასა, რაჲთა არა დაესაჯოს მას ბოროტთა მოქალაქეთა თანა.
12. რომელთა ვიტყჳ მოქალაქეთა? – რომელთა არა შეიწყნარეს უფალი თჳსი მეუფჱ.
13. აწ ყოველნი გულს-მოდგინედ მივეგებვოდით და ყოველთა სიხარულით შევიწყნაროთ და ვდღესასწაულობდეთ;
14. სამოსლისა წილ დაუფინნეთ გულნი ჩუენნი წინაშე მისსა და ფსალმუნითა და გ~ლბთა მადლობით მივეგებვოდით და ვიტყოდით: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“!
15. დაუცხრომელად ვღაღადებდეთ, რამეთუ მაკურთხეველნი მისნი კურთხეულ არიან და მწყევარნი მისნი წყეულ არიან.
16. და კუალად ვთქუა და უფროჲს გულს-მოდგინე გყვნე და კეთილი იგი არაჲ დავაცადო.
17. მოვედით, საყუარელნო, ვაკურთხოთ კურთხეული იგი, და რაჲთა ჩუენცა ვიკურთხნეთ მისგან, რამეთუ ყოველი ჰასაკი და ყოველი მოწესჱ გჳიჩინა კურთხევასა მას და გალობასა უფალმან.
18. მეფენი ქუეყანისანი და ყოველი ერი, მთავარი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი აქებდით სახელსა უფლისასა!
19. და უფროჲს ხოლო საკჳრველი ესე, რამეთუ ყრმათა ჩჩჳლთა მიჰმადლა ესევითარი გალობაჲ უფალმან, რამეთუ მის მიერ ესწავა მათ, ვითარცა პირველსა მას მოსეს მაშინ ერისა თანა.
20. დღეს იხარებს სიხარულით ნეტარი დავით, რამეთუ მოეპარა მას ყრმათაგან ქნარი იგი ათ-ძალი საგალობელი.
21. აწ თჳთ იგი მათ თანა იხარებს და გალობს სულითა, ვითარცა პირველ წინაშე კიდობანსა მას უფლისასა.
22. დღეს ამათ თანა გალობს, უხარის და იტყჳს: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“.
23. აწ რომელსა-ესე ვიკითხავთ, წინაწარმეტყუელო დავით, გჳთხარ ჩუენ, ვინ არს ესე „მომავალი სახელითა უფლისაჲთა?“
24. და იგი იტყჳს: და ღათუ ჩემი არს სიტყუაჲ, არამედ თქუმად ყრმათა მიცემულ არს და მათგან დამტკიცებულ არს ქებაჲ მისგან, რომელმანცა მისცა მათ;
25. რამეთუ პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ, რაჲთა დაჰჴსნდეს მტერი იგი შურის-მგებელი, რაჲთამცა ესევითარითა საკჳრველებითა უკმოიქცეს გულნი მათნი შვილთა ზედა და ურწმუნონი გონებითა მართალთაჲთა.
26. აწ, ყრმანო, გჳთხართღა ჩუენცა, ვინაჲ თქუენდა ესევითარი გალობაჲ შუენიერი?
27. ვინ გასწავა, ანუ ვინ გულისხმა-გიყო, ანუ ვინ შეგკრიბნა, და თუმცა შეგჳიზიარენით ჩუენცა?
28. და იგინი გუეტყჳან: გალობდით თქუენცა და გესწაოს მოსჱსი.
29. ამიერითგან ჩუენცა შეგჳრთნეს ყრმათა მათ და მოგუცნეს ჴელნი, აწ მოვედით, საყუარელნო, და ჩუენცა მათ თანა ამას გალობასა ღმრთისა მიმართ ვიტყოდით და ვადიდებდეთ მას,
30. რომელი-იგი ამაღლდა ცასა ცათასა აღმოსავალით და ქუეყანასა ზედა, ვითარცა მას სათნო-უჩნდა, ჯერ-იჩინა კიცუსა ზედა დაჯდომაჲ.
31. აწ ყრმათა თანა აღვიღოთ რტოები ზეთისხილისაჲ და ვგალობდეთ, რაჲთა ჩუენცა სულმან წმიდამან მოგუხედოს.
32. და ამას ღმრთით სწავლულსა გალობასა დაწყნარებით ვ~ტყდით: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ჵსანა მაღალთა შინა“!
33. დღეს იაკობცა მამად-მთავარი იხარებს, რამეთუ ჰხედავს წინაწარმეტყუელებულსა მისსა, რამეთუ საქმით იქმნა, ვითარმედ: გამოაბას ვენაჴსა კიცჳი თჳსი, რომელცა ესე ჯერ-იჩინა მაცხოვარმან დაჯდომაჲ კიცუსა ზედა.
34. და მცირედრე შემდგომად თქუა ხოლო, ვითარმედ: იგი არს სასოებაჲ წარმართთაჲ.
35. აწ იგიცა სულითა იხარებს მორწმუნეთა თანა და ესევითარითა მით წოდებასა მას წარმართასა აუწყებს, რომელ-იგი პირველ დაუმორჩილებელ იყვნეს.
36. აწ მათცა მოიყვანებს სარწმუნოებად, რამეთუ დღეს მ~ფჱ დიდებისაჲ ქუეყანასა ზედა წინაწარმეტყუელებით იდიდების და ზიარ-ჰყოფს ქუეყანისათა ზეცას, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ იგი არს ორთაჲვე უფალი და ვითარ ორთაგან იდიდების.
37. ისმინე, ამისთჳს რამეთუ ზეცისანი იგი ქუეყანისა ცხორებასა უთხრობენ და გლ~ბთ იტყჳნ: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყანაჲ დიდებითა მისითა.
38. ამას სიტყუასა მეწამების მე ჴმა-მაღალი ესაია, და ქუეყანით ყრმანი ზეცისა თანა მობაძავად სიხარულით იტყჳან: ოსანა მაღალთა შინა! ოსანა ძეო დავითისო!
39. კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა!
40. კურთხეულ არს დიდებული უფალი ადგილსა წმიდასა მისა ზეცას!
41. მშჳდობაჲ და დიდებაჲ მაღალთა შინა!.
42. და ესევითარიღა ესე აღესრულებოდა, უფროჲს ხოლო აღივსნეს მოწაფენი სიხარულითა.
43. და ვითარცა შევიდა იესუ იერუსალემდ, შეიძრა ქალაქი იგი და იტყოდეს: ვინ არს ესეო? არა ნუ იცოდესა?
44. გარნა დაბრმეს შურითა დიდებისა მისისათჳს.
45. უფლისა ქალაქიღა ესე ვთქუ, ძუელსა ამას ვიტყჳი კრებულსა დაუწყნარებელსა.
46. რამეთუ ჰკითხვენ უკეთურნი იგი: ვინ არს ესეო, სახელოვანი და საკჳრველთ-მოქმედიო?
47. რამეთუ ბნელი ვერ ეწია ნათელსა მას.
48. ვითარ არასადა იხილეს მამათა მათთა და რომელ-იგი ესაია თქუა მათთჳს: ყრუთა ისმინეთ, ბრმათა აღიხილენთ!
49. და ვინ ბრმა, გარნა ყრმანი ჩემნი?
50. და ვინ ყრუ, რომელნი-იგი მათ ეუღლებიან არამედ დაბრმეს მონანი ღმრთისანი.
51. იხილეთ მრავალ-ჯერ და არა დაიმარხეთ;
52. გეხსნეს ყურნი და არა ისმინეთ.
53. აწ ხედავთა, ვითარ ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ ესე, რომელ წინავე თქუა სულმან წმიდამან, რამეთუ ჰხედვიდეს უმადლონი იგი თუალითა და ჴელითა ჩმუნვიდეს საკჳრველ-მოქმედსა მას და ურწმუნოებასა ზედა დაადგრეს!
54. იხილეს მათ ყრმაჲ შობითგანი ახილული და მადიდებელი უფლისაჲ;
55. იხილეს მათ განრღუეული, რომელსა დაეყო ათურამეტი წელი, სიტყჳთა აღდგომილი;
56. იხილეს იგი ზღუასა ზედა მავალი;
57. იხილეს ლაზარე ოთხისა დღისა აღდგომილი;
58. არა ნუ იხილესა კანას ქორწილსა მას, ოდეს-იგი წყალი გარდააქცია ღჳნოდ?
59. გინა თუ ოდეს-იგი მცირედითა პურითა რავდენი სული გამოზარდა?
60. და ვითარ-იგი სნეულნი და ეშმაკეულნი განიკურნებოდეს, და ყოველსა სოფელსა განითქუმოდა მისი იგი საკჳრველებაჲ?
61. აწ ესევითარი გალობაჲ მისთჳს ითქუმის და იტყჳან: „ვინ არს ესეო?“
62. ჵ უგუნურებაჲ მოძღუართაჲ და ურწმუნოებაჲ და უჯერობლობაჲ მოხუცებულთაჲ!
63. ჵ თესლო ქანანისო ურცხჳნოო, და არა იუდაჲსო ღმრთის მოშიშო!
64. შვილთა იცნეს შემოქმედი, და მამანი დაბრმეს და იტყოდეს: „ვინ არს ესეო?“
65. ჩჩჳლნი და მცირენი უფალსა უგალობენ და დაძუელებულნი დღეთა ბოროტთანი ჰკითხვენ: „ვინ არს ესეო?“
66. ძუძუჲს მწოვარნი ყრმანი კეთილითა სარწმუნოებითა გალობასა მღვდელთასა შესწირვენ, და მღდელნი უგუნურ იქმნებიან და ჰგმობენ, გარდაქცეულნი გონებითა, მოაქციენთ გულნი თქუენნი შვილთაგან და ისწავეთ საიდუმლოჲ ღმრთისაჲ,
67. რომელი მისთჳს წამებს, რამეთუ ღმერთი არს, რომელი ესრჱთ იდიდების ჩჩჳლთაგან და უსწავლელთა ენათა.
68. გამოიძიეთ წიგნთაგან, ვითარცა გესმა უფლისაგან, რამეთუ იგინი არიან მოწამედ მისა, გესწაოს თქუენ საკჳრველი იგი.
69. აწ ისმინეთ, რასა იტყჳს ზაქარია წინაწარმეტყუელი: გიხაროდენ ფრიად, ასულო სიონისაო, აჰა ესერა მეუფჱ შენი მოვალს წმიდაჲ და მაცხოვარი;
70. და იგი თავადი მშჳდ არს და ზე ზის იგი კიცუსა.
71. აწ რაჲსათჳს სიხარულსა მას აყენებთ?
72. ანუ რაჲსათჳს მზჱ ბრწყინავს, და თქუენ გიყუარს ბნელი?
73. რად მშჳდისა მისთჳს ბრძოლად განმზადებულ ხართ?
74. უკუეთუ ხართ ძენი სიონისანი, შეერთენით სიხარულსა შვილთა თქუენთასა და სარწმუნოებით გალობაჲ შეწირეთ.
75. ჰკითხეთღა ყრმათა მაგათ, ვინძი შეკრიბნა ანუ ვინ ასწავა მათ ახალი გალობაჲ ღმრთისაჲ და ძჳელი წინაწარმეტყუელებაჲ?
76. – არამედ არა კაცმან, და იგინი ღმრთეებისასა მას გალობასა იტყჳან.
77. აწ ცანთ, რამეთუ ღმრთისა მიერ ესწავა მათ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ.
78. აწ ამიერითგან მრჩობლ გიხაროდენ, რამეთუ ესევითართა ყრმათა მამად იპოენით.
79. და რომელი-იგი მღდელთა ვერ ცნეს, მას გალობენ.
80. აწ მოაქციენთ გულნი თქუენნი შვილთა თქუენთა და აღიხილენთ თუალნი თქუენნი ჭეშმარიტისა მიმართ.
81. და თუ პირველსა უგუნურებასა დაადგრეთ და სმენით არა გესმოდის და ხედვით არა ხედვიდეთ, ცუდად რაჲმე ხართ და იტყჳთ, ვითარმედ ჩუენ უგონიერჱს ვართ ყრმათაო,
82. რამეთუ იგინი იყვნენ თქუენდა განმკითხველ, ვითარცა თქუა მაცხოვარმან ესაიაჲსგან: აწ არა ჰრცხუენის იაკობს, არცა შეიცვალოს პირი ისრაელ;
83. გარნა მაშინ იხილნენ საქმენი ჩემგან, წმიდა-ყონ სახელი ჩემი და წმიდა-ყონ წმიდაჲ იაკობისი და ღმერთი ისრაელისაჲ და ეშინოდის და ცნან, რომელნი-იგი სულითა სცთებიან გონებასა;
84. და მდრტჳნვალთა ისწაონ სმენაჲ და ენამან ბრგუნვილმან ისწაოს სიტყუაჲ მშჳიდობისაჲ.
85. აწ იხილეთ, ვითარ წინაწარმეტყუელნი წინავე იტყოდეს თქუენსა სირცხჳლსა თქუენისა უგუნურებისათჳს!
86. ისწავე, ვითარღა ღმრთით იყო სწავლაჲ შვილთაჲ, რომელსა გალობდეს, ვითარცა ნეტარმან დავით თქუა, ვითარმედ: პირითა ყრმათა მწოვართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ.
87. აწ ანუ ყრმათაჲ მათ სარწმუნოებაჲ შეიწყნარეთ და სიწმიდჱ და გიხაროდენ, ანუ სარწმუნოებასა თანა ყმანი ეგე ჩუენ მოგუანიჭენთ,
88. და ჩუენ მათ თანა ვხ~რბთ და ვიშუებდეთ და ვდღესასწაულობდეთ და ერთობით ღმრთივ სწავლულსა მას გალობასა ვიტყოდით: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“!
89. ოდესმე პირველ მოხუცებული და წინაწარმეტყუელი სჳიმეონ მიეგებვოდა მაცხოვარსა და შემოქმედსა საუკუნეთასა და მოიქუა მკლავთა თჳსთა ზედა, ვითარცა ყრმაჲ, და ღმრთად და უფლად ქადაგა.
90. აწ ესერა მოხუცებულთა მისი იგი აღსაარებული არა ჰრწამს, და მათ წილ შვილნი მცირენი მიეგებვიან და მკლავთა წილ რტოთა ხეთაგან დაუფენენ და ღმერთსა მათსა აკურთხევენ კიცუსა ზედა მჯდომარესა ვითარცა ქერობინთა ზედა და იტყჳან: „ჵსანა, ძეო დავითისო!
91. კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“!
92. ჩუენცა ყრმათა თანა ვიტყოდით: კურთხეულ არს ღმრთისაგან ღმერთი მეუფჱ დიდებისაჲ, რომელი დაგლახაკნა ჩუენთჳს მდიდარი იგი, რაჲთა ჩუენ განვმდიდრდეთ მისითა მით სიგლახაკითა.
93. კურთხეულ არს მომავალი სიმდაბლით და კუალად მომავალი დიდებით, პირველ კიცუსა ზედა ჯდომით, ვითარცა წერილი აღესრულების: გამოჩნდეს სლვანი შენნი, უფალო, სლვანი ღმრთისა ჩუენისანი და მეუფისანი, მეორედ – საშინელებით, ღრუბლითა, და ანგელოზნი და ძალნი მსახურებენ.
94. ეჰა უზაკუველი სწავლაჲ, ღმრთისა სათნოჲ!
95. რამეთუ დავით წინავე თქუა სახელი ფარულად, გარნა ყრმათა საუნჯჱ განაღეს და სიმდიდრჱ გამოაჩინეს გალობით და ყოველნი იჩინნეს შუენიერსა შუენიერებასა.
96. აწ ჩუენცა შევიკრიბოთ ყოველთა მათ თანა სიმდიდრჱ იგი ნიჭისა ღმრთისაჲსაჲ, დავიუნჯოთ სახლთა ჩუენთა და დაუცხრომელით ჴმითა ღაღად-ვყოთ: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“!
97. ღმრთისაგან ღმერთი მოვიდა, ვითარცა სახელითა უფლისაჲთა, ყოვლისა მპყრობელისაგან, ძჱ სახელითა მამისაჲთა, მეუფჱ ჭეშმარიტი მეუფისაგან, რომელი-იგი საუკუნითგან აქუნდა მეუფებაჲ მამისა თანა,
98. რამეთუ თანა-სწორებით არს მეუფებაჲ მათი, და არა სხჳით, ვინაჲ პატივი ძისაჲ მოპოვნებულ მოუკლებელად.
99. რამეთუ ერთი სუფევაჲ მამისაჲ და ძისაჲ და სულისა წმიდისაჲ, ერთი საუნჯჱ, ერთ უფლება, ერთობით თაყუანის-ცემასა მისა შევსწირავთ ერთობისასა მას სამებისა ღმრთეებისასა;
100. მიუხედველ, განუცადებელ, გამოუთქმელ;
101. არცა მამისაჲ სადა იყოს დასასრული მამობისაჲ, არცა ქრისტესი ძეობაჲ და მეუფებაჲ, ეგრეცა სულისა წმიდისაჲ;
102. ვითარცა არს ერთობითა მით, არცა გამოეჴუას სამებასა, არცა დასცხრეს...
103. არა თუ განკაცებისათჳს თ~ვ თავს-იდვა ჩუენთჳს ძემან ღმრთისამან და ჩუენსა მტერსა სძლო ჴორცითა, ამისთჳსცა მეუფებაჲ მიეცა, არამედ უფალ და ღმერთ იყო იგი, არს და იყოს მარადის მეუფე.
104. აწ ნუვინ ჰგმობნ ქრისტესა მას მეუფებასა, რაჲთა არა მშობელი იგი მისი განრისხნეს.
105. უკუეთუ ხარ მორწმუნე, მორწმუნედცა შეემთხუიე ქრისტესა, ჭეშმარიტსა ღმერთსა, და ნუ დაფარულად გაქუნ აზნაურებაჲ იგი.
106. და უკუეთუ მონაჲ ხარ ქრისტესი, შიშით დაემორჩილე, რამეთუ მაცილობელი არა-ერთგული მონაჲ არნ, გარნა ჩას, ვითარ უკეთურ არს, რამეთუ წერილ არს: რომელმან არა პატივ-სცეს ძესა, მან არა პატივ-სცა მამასა მომავლინებელსა მისსა.
107. არამედ ჩუენ, საყუარელნო, ამასვე გალობასა ვიტყოდით: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“!
108. მწყემსი იგი კეთილი სახიერი, რომელი დასდებს სულსა მისსა ცხოვართა მისთათჳს.
109. ვითარცა-იგი მწყემსი ეკრძალებინ ცხოვართა მჴეცთაგან, ეგრეცა ამან მწყემსმან ჭეშმარიტმან ჴორცნი იგი დაიფარნა, რაჲთამცა პირველ წარტაცებული იგი მჴეცისაგან ადამი უკმოიჴსნა და მჴეცი იგი მოკლა ჯუარითა.
110. „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, მეუფჱ ისრაელისაჲ“!
111. უფალი მოწყალე არს თჳსთა ქმნულთა და მაცხოვარ, რომელმან თჳსნი ქმნულნი ნათლად აღმოიყვანნა და დააცხრვნა ცთომანი იგი კერპ-მსახურებისანი და მის წილ მოგუცა ცნობაჲ ღმრთეებისაჲ და ცხოვრებაჲ და ყოველი სოფელი განწმიდა და საცთური და სიძულილი წარდევნა.
112. „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“!
113. მოვიდა და იჴსნა გლახაკი ჴელთაგან ძლიერისათა, გლახაკი და დავრდომილი მიმოდამტაცებელთაგან მისთა.
114. „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, მეუფჱ ისრაელისაჲ“!
115. რომელმან გუაცხოვნა ჩუენ, ვითარცა იტყუის წინაწარმეტყუელი, ვითარმედ: არა მოციქულმან, არცა ანგელოზთა, არამედ მან თავადმან უფალმან მაცხოვნეს ჩუენ.
116. ამისთჳსცა ჩუენ გუაკურთხენ, უფალო, მამისა თანა და სულისა წმიდისა, კურთხეულსა პირველ საუკუნითგან უკუნითი უკუნისამდე.
117. აწ, საყუარელნო, რასა იტყუის სახარებაჲ?
118. ოდეს შევიდა იესუ იერუსალემდ ტაძარსა მას შინა, მოუჴდეს მას ბრმანი და მკელობელნი და განკურნა იგინი.
119. და ვითარცა იხილეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა, რაჲ-იგი ქმნა იესუ სასწაული და ყრმათაჲ მათ ჴმაჲ, ვითარ-იგი დ~თს ძედ ხადოდეს და იტყოდეს: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“, განსთქდებოდეს გულითა და ვერ თავს-იდვეს ქებაჲ იგი;
120. მოუჴდეს იესუს და რქუეს: არა გესმის, რასა-ესე იტყუიან?
121. გიძნავსა არა ესე შენ, რამეთუ ვითარცა ღმერთსა გხადიან?
122. ანუ ღმერთმან რაჲ თქუა, ვითარმედ: დიდებაჲ ჩემი სხუასა არა მისცეო.
123. აწ შენ კაცი ხარ და ვითარ შეიწყნარებ დიდებასა ღმრთისასა და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ?
124. ხოლო მან სულ-გრძელმან და მოწყალემან ეგე ვ~რ კადრებაჲ მაცთურთაჲ მათ თავს-იდვა და დააცხრობდა მათსა სიბოროტესა და მოაჴსენებდა წერილთაგან წამებასა და რქუა: არა გესმაა ჩემ მიერ წინაწარმეტყუელისა თქმული:
125. მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ მეტყუელი, და კულად: პირითა ყრმათა ჩჩუილთა მწოვართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ და რაჲთამცა განირყუნა მტერი იგი და შურის-მგებელი.
126. რომელ ხართ თქუენ, რომელნი-ეგე შჯულსა და წინაწარმეტყუელთასა აღმოიკითხავთ და მე, რომელი წინაწარმეტყუელთაგან ვიქადაგები, მეცრუვებით?
127. აწ თქუენ ჰგონებ, ვითარღამცა შჯულითა და წინაწარმეტყუელებითა შურს-აგებდით ღმერთსა.
128. და ვითარ გიცნობიეს, რამეთუ რომელსა მე არა ვრწამ ღმერთი არა რწამს.
129. რამეთუ მე მამისაგან მოვედი სოფლად და ჩემი დიდებაჲ დიდება არს მამისა თანა.
130. და ოდეს-იგინი ესრჱთ მხილებულ იყვნეს უგულისხმონი იგი ჰურიანი მაცხოვრისა ჩუენისაგან ღმრთისა, დააცხრვეს სიტყუის-გებაჲ იგი, რამეთუ დაიყო პირი ჭეშმარიტისა მიერ, და სხუასა ძუირის სიტყუასა და სიბოროტესა შეცუივეს მის ზედა.
131. ხოლო ჩუენ ვგალობდეთ გალობასა ამას: დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი და გულისხმისა მისისაჲ არა არს რიცხუ.
132. და რამეთუ ესე ყოველი ამისთჳს იქმნებოდა, რამეთუ აღმღებელი იგი ცოდვისაჲ ძჱ ღმრთისაჲ თჳთ ნებსით ვნებასა ჯუარისასა მოვიდოდა და განმსყიდელნი იგი ერთიერთსა შეეზავებოდეს ოც და ათსა მას ვეცხლსა,
133. და კრავი იგი რაჲთამცა ჩუენთჳს დაიკლა – ქრისტე, რაჲთა პატიოსნითა მით სისხლითა ვიპკურნეთ და ესრჱთ განვერნეთ უკეთურსა მას მბრძოლსა.
134. რამეთუ ქრისტემან ივნო ჩუენთჳს ჯუარსა ზედა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით მამისა თანა და სულისა წმიდისა ერთ პატივად, ერთ დიდებად და ყოვლისაგან დაბადებულისა თაყუანის-იცემების,
135. რამეთუ ყოველი მუჴლი მისა მოდრკეს, ზეცათანი და ქუეყანისათანი, ყოველმან აღუვაროს, რამეთუ უფალი არს ქრისტჱ სადიდებელად ღმრთისა მამისა სულით წმიდითურთ აწ, მარადის, უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი