|
"სინური მრავალთავი"
თხზულება ორმოცდამეშვიდე
1. მეორე. თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ მოწამეთათჳს 2. სიყუარული მოწამეთა სანატრელთაჲ მაწუვს მე, რაჲთა გიჩუენო თქუენ მცირედ ოდენ გემოჲ საჴსენებელისა სიმჴნისა მათისაჲ და შვილთა მათთა დღჱ საჴსენებელისა მათისაჲ ვაუწყოთ. 3. და თქუენ, რომელთა-ეგე გესმის, განწმიდენით ალაგნი ყურთა თქუენთანი და ვაკე ყავთ და განჰმზადეთ გზაჲ გონებათა თქუენთაჲ, რაჲთა დაუბრკოლებელად შთავიდოდიან სიტყუანი მათნი გულთა თქუენთა. 4. რამეთუ სარგებელ არს მონისა თავის-ყოფაჲ უფლისა თჳსისაჲ; 5. და შვილთა – თავის-ყოფაჲ მამათა მათთაჲ, და ჴუებულთა – შევედრებაჲ მდიდართაჲ. 6. და ჩუენდა წეს-არს, ჴუებულთა და შეცოდებულთაჲ, თავის-ყოფაჲ მარტჳლთაჲ, რაჲთა ჴელითა მათითა და ლოცვითა მათითა მომეცნენ ჩუენ თხოვანი ჩუენნი უფლისაგან მათისა. 7. ვითარცა სახედ მეუფეთა ქუეყანისათა ჴელითა წინაშე მდგომელთაჲთა შევლენან იგინი, რომელნი შორიელ არიედ, ეგრეცა ჴელითა მოწამეთაჲთა, მონათა ქრისტჱსთა განეყოფიან სიმდიდრენი იგი მისნი სულიერნი კურთხეულსა მაგას ზედა კრებულსა თქუენსა, 8. რამეთუ არა ზომით ოდენ შეაწონის მათსა მას და მისცის მათ, რამეთუ არა შეორგულდეს იგინი მისგან, რაჟამს აღიარეს იგი. 9. პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი მათი, რამეთუ პატიოსან იქმნეს წინაშე თუალთა მათა მცნებანი მათნი. 10. საცნაურ იქმნა ჭირსა შინა მათსა სიყუარული მათი, რომელ აქუნდა მისა მიმართ, ვ~ა სახჱ საცნაურ იქმნა ჯუარითა მისითა სიყუარული მისი ჭეშმარიტი, რომელ აქუნდა დაბადებულთა მიმართ თჳსთა. 11. რამეთუ სიყუარულსა მისა უფროჲს სხუა არღარა არს. 12. ვითარმცა და-ვინმე-დვა თავი თჳსი მეგობრისა თჳსისა წილ. 13. ესე განიზრახეს მოწამეთა კურთხეულთა: ღმერთი თუ ჯუარს-ეცუა კაცთათჳს, ჩუენ რად არა მოვწყდეთ ღმრთისათჳს? 14. რამეთუ ამით განგულებითა მიხედეს ჯუარსა მას სულისა თჳსისასა და თავსა თჳსსა. 15. ამისთჳსცა ყოველი ჭირი მათი ეგრე შეერაცხა, ვითარცა სიხარული მათი. 16. სახარულევან იყვნეს იგინი, რაჟამს გარე-მოდგომილ იყვნეს მათსა მდევარნი მათნი, რამეთუ მოიჴსენიან მათ მეუფჱ იგი მეუფეთაჲ, რომელი-იგი დამდაბლდა მათთჳს. 17. წინაშე მსაჯულისა მის მოიჴსენიან სიტყუაჲ იგიცა დავითისი, რომელ–იგი თქუა სულითა წმიდითა, ვითარმედ: ვიტყოდი სიმართლით წინაშე მეფეთასა და არა მრცხუენოდის. 18. დიდად პატიოსნად შერაცხილ იყო წინაშე თუალთა მათთა, რაჟამს განეძარცუვოდა მათგან სამოსელი მათი, რამეთუ მოიჴსენიან, ვითარმედ სამოსელი კიცხევისაჲ შეიმოსა მძლემან მან და განმაკრძალებელმან უსახურთამან. 19. ფრიად სახარულევან იყვნეს იგინი, რაჟამს გუერდნი მათნი განსხირპვულ იყვნეს და იხუეტებოდეს, რამეთუ თუალითა გონებისა მათისაჲთა ლახუარსა, რომელ ცემულ იყო გუერდთა ძისა მეუფისათა, იგინი ხედვიდეს და ადიდებდეს ღმერთსა. 20. რაჟამს ხედვიდეს ჭალაკსა მას სისხლისასა, რომელ გარდამოვიდოდეს გუერდთა მათა, მოიჴსენიან სისხლი იგი წმიდაჲ, რომელ გარდამოჴდა გუერდსა პირმშოჲსა მისგან და გარდაიჴადა თანა-ნადები იგი ადამისი პირველისაჲ. 21. ვითარცა ხენი, რომელ დგანედ თანა-წარსადინელსა წყალთასა, ეგრე მხიარულ იყვნეს გუერდნი მათნი, რაჟამს ენანი მათნი განჴმებიედ წყურილითა: მოიჴსენიან მათ, ვითარმედ ძმარი ასუეს მას... წყმედულმან მან ვენაჴმან. 22. და ვიდრე შე-ღა-კრულ იყვნეს ჴელნი მათნი და ვიდრე შე-ღა-ურვებულ იყვნეს გონებანი მათნი, ჴსნილ იყვნეს სიტყუანი მათნი, რამეთუ სამსჭუალთა მათ ჯუარ-ცუმულისათა ხედვიდეს, ვითარმედ რომელმან განაწყვნა ვარსკულავნი სამყაროსა შინა, დაემშჭუალა სამშჭულითა ძელსა ზედა. 23. რამეთუ ერნი იგი ძლიერად ღაღადებდეს მათთჳს და იტყოდეს: ევნებისმცა, ევნების მაგათ! 24. ხოლო მარტჳლნი დიდად სახარულევან იყვნეს, რამეთუ ჴმაჲ იგი კაიაფაჲსი და მოყუასთა მისთაჲ მოიჴსენიან., რომელნი იტყოდეს: მიიღეთ ჩუენგან, მიიღეთ ჩუენგან! 25. ხოლო რაჟამს აღესრულებოდეს, რაჲთამცა მოიღეს გჳრგჳნი მათი სიკუდილითა მათითა, თუალნი თჳსნი ზეცად აღიხილნიან, რამეთუ ხედვიდეს იგინი ძლიერსა მას საუკუნესა, რომელსა ჯუარი თჳსი საგმობელ ექმნა გოლგოთას ზედა. 26. ნუგეშინის-იცემდეს ურთიერთას და იტყოდეს, ვითარმედ: ვივნოთ ვნებაჲ იგი მისი და შეუდგეთ ტჳრთსა მას სიკუდილისა მისისასა; 27. უკუეთუ გუევნებოდის მის თანა, მის თანაცა ვიდიდნეთ. 28. და რამეთუ მიავასხეს მათ სისხლი ვითარცა კაცთა, და მიაგო მან მათ ვითარცა ღმერთმან; 29. და რამეთუ დაამცირეს მათ ცხორებაჲ მათი, აწ ესერა განადიდა სიკუდილი მათი; 30. რამეთუ დაიმდაბლნეს მათ ჴორცნი მათნი, ესერა აღამაღლნა მან დღესასწაულნი მათნი; 31. რამეთუ მიიღეს მათ ნერწყუაჲ პირითა მათითა, ესერა დაასხმენ ნელსაცხებლსა ძუალთა მათა ზედა; 32. და რამეთუ შეუკრნეს მაჭირებელთა მათა მკლავნი მათნი, ესერა შეიკრვიან ეშმაკნი უსაბლოდ წინაშე მათსა; 33. და რამეთუ შეყენებულ იყვნეს საპყრობილესა ჴორცნი მათნი, ესერა აღიმსთობენ მსაჯულნი კართა მათთა ზედა; 34. და რამეთუ შესძინეს უვარის-მყოფელთა მათ გინებასა მათსა ზედა, ესერა შესძინებენ თაყუანის-მცემელნი შუენიერებასა მათსა. 35. და უვარს-ჰყოფდეს მათ მას ჟამსა ნათესავნი მათნი, აწ ესერა აღიარებენ მას დღეს შორიელნი, რომელნი შემოეახლნეს; 36. და რამეთუ ესმოდა ყურთა მათთა გინებაჲ და საკიცხელებაჲ, აწ ესერა ყოველივე ენაჲ აქებს შუენიერებასა მათსა; 37. და რამეთუ რბიოდეს ბილწნი დედანი ხილვად ჭირისა მის მათისა, ესერა იწრაფიან ნანარნი დედანი სმენად საჴსენებელისა მათისა; 38. და რამეთუ უწესოდ და შეურაცხად ჰყოფდეს სიკუდილსა მათსა, ესერა აღამაღლებენ და განაშუენებენ ტაძართა მათთა; 39. და რამეთუ ჰბასრობდეს მათ როსპიკნი კიცხევით და უსახურ იქმნნეს, ესერა დედანი წმიდანი შიშით ტირან მათ წინაშე. 40. და რამეთუ დაწერეს მწერალთა უკეთურთა გინებაჲ მათი, ესერა მწერალნი მშჳდნი მეტყუელ ქმნულ არიან მათთჳს; 41. და რამეთუ შთასთხინეს იგინი ზღუასა უვარის-ყოფელთა მათ, ესერა მეორედ ითქუმის დიდებულებაჲ მათი პირითა; 42. და რამეთუ შეწუნეს იგინი ცეცხლითა უღმრთოთა მათ, ესერა გჳრგჳნი ნათლისაჲ დგას მათ წინაშე; 43. და რამეთუ მოაკლეს მათგან წყალი და პური საპყრობილესა შინა, ესერა ღჳნოჲ და ტაბლაჲ აღგებულ არს დღესასწაულსა მათსა. 44. ხოლო ესე ყოველი, რომელი ჩას, სახარება არს მათთჳს, რომელ-იგი განმზადებულ არს. 45. და არიან თუ ვინმე, რომელთა-იგი არა ჰრწამს დაფარული, იხილენ აწ ესერა, რომელ ცხად არს; 46. და არიან თუ ვინმე, რომელთა არა ჰრწამს, შორიელთაჲ თავს-იდევინ მახლობელითა ამით, რომელმან აღიაროს ძჱ, რამეთუ ჰურიათა რომელთა ჯუარს-აცუეს იგი, განიბნინეს. 47. და რომელთა არა თავ-უყონ მოწამეთა, რამეთუ წარმართთა რომელთა აგინნეს იგინი, შეურაცხ-იქმნნეს. 48. და რომელმან აღიაროს ძჱ, ვითარმედ უფალ არს იგი ცისა, ჰრწმენინ მას აწ, რამეთუ თაყუანისცემს მას ყოველი ქუეყანაჲ. 49. და რომელმან არა თავს-იდვას, ვითარმედ არა მაღალთა შინა არიან მოწამენი, იხილენ პატივი მათი, რომელ აქუს სოფელსა შინა. 50. აღიარედ ჰურიათა ჯუარ-ცუმული იგი, რამეთუ სიკუდილითა მისითა განქარდეს მსხუერპლნი იგი მათნი, და პატივ სცედ წარმართთა მოწამეთა მისთა, 51. რამეთუ სიკუდილითა მისითა აღიფხურნეს ბაგინნი მათნი, და შეჰრისხნედ, მცირედ ოდენღათა თუ არს მათ თანა უსახურებაჲ მათი, და თავს-იდვედ ჭეშმარიტებაჲ ესე, რომელ განჩინებულ არს. 52. უკუეთუ სირცხჳლეულთა მათ არავეღა ჰრცხუენის და კდემაჲ არა იციან, განვბრძნდეთ ჩუენ გუემითა მათითა, 53. რაჲთა სიკუდილი მათი იყოს ჩუენდა მოძღუარ, და თაყუანის-ვსცეთ ძესა მხოლოდ-შობილსა, რომელმან ჯუარითა თჳსითა განაბნინა და შეკრიბნა: განაბნინა ჭეშმარიტად ჯუარისმცუმელნი იგი თჳსნი და შეკრიბნა წყალობითა თჳსითა თაყუანის-მცემელნი მისნი. 54. ვაქებდეთ მოწამეთა სანატრელთა, რომელთა სისხლითა ჴელთა მათთაჲთა დაჰბეჭდეს ჭეშმარიტებასა უფლისა თჳსისასა, და ვითხოოთ მოწყალისა მისგან. 55. და ვითარცა ექმნა მათ შემწე და ვითარცა შევიდეს იგინი ბრძოლასა და ძლევითა გჳრგჳნოსან იქმნნეს, და ჩუენ ლოცვაჲ მათი შემეწიენ ბრძოლასა შინა უკეთურთასა, 56. რაჲთა მრავალთა წელთა აღვასრულოთ დღესასწაული ძლევისა მათისაჲ და აღმოვთქუათ ქებაჲ და დიდებაჲ მის უფლისა, რომლისათჳს არს ესე ბრძოლაჲ, რომელმან-იგი მოსცა ძლევაჲ ახოვანთა თჳსთა. 57. რამეთუ მისა და ცხებულისა თჳსისა და სულისა თჳსისა წმიდისა აღმოვთქუათ დიდებაჲ და პატივი უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|