|
"სინური მრავალთავი"
თხზულება ორმოცდამერვე
1. მესამჱ. თქუმული მისივე წმიდათა მოწამეთათჳსვე 2. ტაბლასა სიხარულისასა მოწამეთასა თქუენ წინაშე დაგებად ვიწრაფი და განზავებად თქუენდა ღჳნისა, სულისა საჴსენებელისა მარტჳლთაჲსა. 3. გულს-მადგს, რამეთუ მათ გიჩინნეს თქუენ, და ჩუენ ვამსახურებდეთ მათ, და თქუენ გიხაროდენ, და უფალი ჩუენი იდიდებოდის. 4. ჭამეთ ამიერითგან მუცლისა წილ გონებითა თქუენითა და სუთ ყურითა თქუენითა პირისა წილ, რამეთუ არა საჭმელი არს, რომელმან ასწავის ნაყროვანებაჲ, არამედ ტაბლაჲ არს, რომელმან ახარის მმარხველთა; 5. და არა თუ ღჳნოჲ არს, რომელმან აღამცირნის მძიმენი, არამედ სასუმელი არს, რომელმან განსწავლნის უგუნურნი. 6. და რამეთუ ქორწილსა მოწამეთასა ჩინებულ ხართ, სასუმელი, რომელ ღირს არს ქორწილისა, წეს-არს ჩუენდა შესუმად. 7. და ნუვინ იპოვებინ ჩუენ შორის სამოსლითა შეგინებულითა მოსილი. 8. ესე თჳთ არს, შეგინებულ თუ ვინმე იყოს საქმითა თჳსითა, რამეთუ დიდად შუენიერ არს, იყოს თუ ვინმე მსგავს – ჩინებული იგი მჩინებელთა თჳსთა და ძმადნი იგი თუ ემსგავსნენ სიძესა მას. 9. საჴსენებელსა მარტჳლთასა მოსრულ ვართ; 10. ღირს ჩუენდა, რაჲთა მარტჳლ ვიქმნეთ, ვითარცა იგინი, რაჲთა მეწამნენ ჩუენ მოწამენი წინაშე უფლისა ყოვლისა მოწამეთაჲსა; 11. ვეზიარნეთ თუ ფარულად აღსარებასა მათსა, ვითარცა შემოკრებულ ვართ ცხადად საჴსენებელსა მათსა, რამეთუ არა არს ჟამი დევნისაჲ ცხადად, ვითარმცა გჳრგჳნოსან ვიქმნენით მას შინა. 12. აჰა ესერა ჟამი არს ფარულად წყობისაჲ, მოვედით და ვჰბრძოდით ამას შინა ყოველნივე. 13. არა თუ ცუდად რას ქადაგებდეს წინაწარმეტყუელნი და იტყოდეს, ვითარმედ: შენთჳს მოვსწყდებით ჩუენ მარადღე. 14. არა თუ უმეცრად რას ღაღადებდა მოციქული, ვითარმედ: მე რაჲ დღე მოვკუდები. 15. უკუეთუმცა არა იყო ბრძოლაჲ მარადღე, არამცა მოიჴსენა სახელი სიკუდილისაჲ; 16. და თუმცა არა იყო წყობა სამარადისო, არამცა საჭურველისა შთაცუმაჲ უბრძანა პავლემან ნეტარმან. 17. რამეთუ იხილა ეშმაკმან, რამეთუ იძლია მარტჳლთაგან ცხადითა ბრძოლითა, გარდააქცია ბრძოლაჲ წყობისაჲ ფარულად, და რამეთუ დაუშრტა ცეცხლი თჳსი, რომელ-იგი აღაგზნეს მთავართა ერისათა, რომელი დასწუვიდა ჴორცთა ცხადად, აჰა ესერა აღატყდების დღეს გულის-წყრომაჲ ფარულად. 18. და დავშრიტოთ თითოეულად ჩუენგან ცეცხლი იგი დაფარული – გულის-წყებაჲ გულისაჲ და მიერითგან ვეზიარნეთ ჩუენ მოწამეთა, რომელთა დაშრიტეს ალი ცეცხლისაჲ მოთმინებითა თჳსითა, რამეთუ არა არს მახჳლი დღეს მაჭირებელთაჲ, რომელმან წარჰკუეთნა ქედნი მჴნეთანი. 19. აჰა ესერა გუაქუს ჩუენ ყოველთა ენაჲ ლბილი, რომელმან განკუეთნის მახჳლითა თჳსითა ქედთა წილ გონებანი, დავაბრყჳლოთ მახჳლი ენისა ჩუენისაჲ ლოცვითა და მღჳძარებითა, რაჲთა ვეზიარნეთ ჩუენ მარტჳლთა, რომელთა სძლეს სიფიცხლესა მახჳლისასა სიჩჩჳლითა ქედთა თჳსთაჲთა. 20. და რამეთუ არა არიან დღეს მჴეცნი მძჳნვარენი, რომელთამცა მძორებრ დაშალილნეს ჴორცნი ჩუენნი უფლისა ჩუენისათჳს, რაჲთამცა უძლეთ მათ და გჳრგჳნოსან ვიქმნენით. 21. აჰა ესერა არს გულის-თქუმაჲ, შური და ჴდომაჲ და გულის-წყრომაჲ; 22. მოვედით და დავიმორჩილნეთ იგინი, რაჲთა მჴნე ვიქმნეთ, რამეთუ არა ლომი უმრისხანჱს არს გულის-წყრომასა და არცა ვეფხი უფროჲს ჴდომისა, და არცა ცეცხლმან შეწჳს უფროჲს შურისა და არცა ალმან უფროჲს გულისთქუმისა. 23. რამეთუ გულის-თქუმამან სოლომონი და ამონი შეწუნა, ხოლო ალი იგი ცეცხლისაჲ სამთა მათ ყრმათა არა შეეხო; 24. და ლომთა მათცა პატივსცეს დანიელს, ხოლო გულისწყრომან ჯუარს-აცუა უფალი იგი დანიელისი. 25. ნუვინ ჰგონებნ ამიერითგან, ვითარმედ კნინ არს ბრძოლაჲ, ჩუენ თუ ვერეოდით მტერთა ჩუენთა, რომელნი გუბრძვანან ფარულად აწ, რამეთუ არა არიან დღეს მდევარნი, რომელნიმცა მაჭირებდეს ჩუენ მისთჳს, 26. რამეთუ მოიქცეს უვარის-მყოფელნი იგი და იქმნნეს თაყუანის–მცემელ და დაილინეს იგინი, რომელნი მოჰკაფდეს მათ, რამეთუ განძლიერდა სერტყები მათი, რომელთა აღიარეს, და დაშურეს მომკაფელნი იგი, რამეთუ განმრავლდეს ყანანი ქრისტჱსნი. 27. მოაკლდა ჴმასა მას მწნეხართა რისხვისათა, რამეთუ განმრავლდა კუფხალი უფროჲს ტევნისა, რამეთუ არა იერუსალემი არს ვენაჴი უნაყოფოჲ, რომელი დატკებნეს ბაბილოვნელთა ღორთა მაღნარისათა, 28. არამედ ეკლესიაჲ არს მხოლოდ-შობილისაჲ მის ვენაჴი აღმაღლებული, რომლისა საგრილსა ქუეშე დასხდეს მეფენი ლომნი. 29. აწ რამეთუ არა არიან ჴელმწიფებანი უსახურნი, რომელთამცა მაჭირეს ჩუენ, მოვედით და ვსძლოთ ჩუენ ეშმაკსა შრომითა ჩუენითა. 30. და ვითარცა ცვალა მან წყობაჲ იგი თჳსი, ეგრეცა ვცვალოთ ჩუენცა ბრძოლაჲ ჩუენი. 31. და ვითარცა მოწამენი იგი მსგავსად ჟამისა მის მათისა ჰბრძოდეს და ერეოდეს მას, ეგრეცა ჩუენ მსგავსად ღუაწლსა მას მისა განვემზადნეთ, რაჲთა განვქველდეთ. 32. და იობიცა, მჴნჱ მოწამჱ, მსგავსად ძმაცულებისა მის უკეთურებისაგან განუმზადებდა ლოცვათა თჳსთა და შეცოდებათა თჳსთაებრ განუმზადებდა მას მახჳლსა სარწმუნოებათა თჳსთაგან, 33. რამეთუ სძლო გმობასა მისსა კურთხევითა თჳსითა და ერეოდა მწუხარებასა ნუგეშინის-ცემითა და სძლო მოწლებასა მუცლისასა აღსარებითა და ერეოდა ცოლსა თჳსა მოთმინებითა. 34. და ჩუენ ვერეოდით მიზეზსა, რომელი შეგუემთხჳოს ჩუენ, რამეთუ ძლიერ არს საჭურველი ქრისტჱსი, რომელ-იგი შეგჳმოსიეს. 35. და ყავნ ქველისმოქმედმან მან წყალობითა თჳსითა; 36. და ვითარცა იქმნა შემწე მარტჳლთა ჭირსა შინა მათსა, და ჩუენცა განმაძლიერენინ განსაცდელსა შინა ეშმაკისასა, რაჲთა სირცხჳლეულ იყოს ახოვნებაჲ იგი მათი ბრძოლითა ჩუენითა. 37. და ვითარცა ღირმყვნა ჩუენ საჴსენებელსა მოწამეთასა სოფელსა ამას წარმავალსა, ღირს მყვენინ ჩუენ ზიარებად ჭეშმარიტსა მას სამკჳდრებელსა მათსა სოფელსა მას, რომელ არა წარსავალ არს, და ცხოვრებასა მას უკუდავსა. 38. და აღმოვთქუათ დიდებაჲ მისა და ცხებულისა მისისა და წმიდისა სულისა მისისა უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|