|
"სინური მრავალთავი"
თხზულება ორმოცდამეცხრე
1. თქუმული წმიდისა ეფრემისი შესუენებულთათჳს 2. კაცნი მორწმუნენი რომელნი განმზადებულ არიან მარადის წიგნთაგან სმენად ნუგეშინის-ცემისათჳს, არა ჯერ-არს, ვითარმცა მწუხარებაჲ ეუფლა მათ ზედა, გინა თუ მგლოვარებამან დააბრკოლნეს გონებანი და სულნი მათნი. 3. რამეთუ აჰა ესერა სავსე არიან წინაწარმეტყუელნი ნუგეშინის-ცემითა და მოციქულნი სასოებითა მათთჳს, რომელნი სარწმუნოებით ისმენენ და შეუორგულებად ჰრწამს, ხოლო უღმრთონი ამისთჳს ჰყოფენ გლოვასა, რამეთუ არა მოელიან აღდგომასა; 4. და მწვალებელნი ამისთჳს მეტად ჰყოფენ მწუხარებასა, რამეთუ არა აქუს სასოებაჲ აღდგომისაჲ; 5. ხოლო რომელნი ესვენ აღდგომასა, არა მეტად იგლოვენ; 6. და რომელნი მოელიან მერმესა ცხოვრებასა, არა გარდარეულად მწუხარე არიედ; 7. და რომელთა ჰრწამნ წმიდათა წიგნთაჲ, მუნვე სმენითა მათ წიგნთაჲთა ნუგეშინის-ცემულ არიედ, რამეთუ წინაწარმეტყუელთა თქუეს განცხოველებისათჳს, და მოციქულთა ქადაგეს აღდგომისათჳს. 8. და ერთი წინაწარმეტყუელთაგანი იტყოდა ამას, – იგი, რომელ იქმნა შარავანდედ და წ~ნწლ, დავით მართალი, – და თქუა ესრჱთ: მოუღის სული მათი მათგან და მოაკლდიან და მიწადვე თჳსა მიიქციან. 9. გამოავლინი სული შენი და დაამტკიცნი. 10. და ესაია იტყჳს: ცხონდენ მკუდარნი იგი მათნი, და შესუენებულთა განისუენონ, და აღდგენ და აკურთხევდენ ღმერთსა, რომელნი დაძინებულ არიან მიწასა. 11. და ეზეკიელ წინაწარმეტყუელებდა განჴმელთა მაგათ ზედა ძუალთა, და შეემოსა მათ ყოველთა ჴორცი, და აღდგომითა ძუალთაჲთა განმრავლდა სასოებაჲ კაცთაჲ და დანიელ თქუა: მივედ და განისუენე სიკუდილსა შინა და ასდგე ჟამსა დასასრულსა დღეთასა. 12. და ყოველსავე ადგილსა გჳჩუენა ჩუენ, ვითარმედ რომელნი-იგი მოკუდეს, იგინივე აღდგენ; 13. და რომელნი განირყუნეს, იგინივე განცხოველდენ; 14. და რომელნი-იგი იქმნეს ვითარცა არარაჲ, იგინივე განდიდნეს და აღმაღლდენ. 15. და რაჲთა არა ეგონოს მწვალებელთა, ვითარმედ წინაწარმეტყუელთა ხოლო ქადაგეს აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა, ისმინე მოციქულისაჲ მის, რომელ არს სუეტი და სიმტკიცჱ, მოძღუარი კეთილი და წინამძღუარი ეკლესიათაჲ, რასა-იგი იტყჳს, 16. რამეთუ: არიან ვინმე თქუენგანი, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არსო. 17. უკუეთუ მკუდარნი არა აღდგენ, ქრისტჱცა არა აღდგომილ არს. 18. აწ დაჰბრკოლდა სარწმუნოებაჲ იგი თქუენი და ქადაგებაჲ ჩუენი და ვიპოვენით ჩუენ ცრუ მოწამე, რომელთა ვწამეთ ღმრთისათჳს, ვითარმედ: აღადგინა ქრისტჱ, რომელ-იგი არა აღადგინა მკუდრეთით. 19. აწ აღადგინა ქრისტჱ და მოსცა სასოებაჲ მოკუდავთა, რაჲთა ნუგეშინის-ცემულ იქმნენ მის მიერ. 20. და მერმე იტყჳს მოციქულივე იგი, ვითარმედ: შესუენებულთა მათთჳს ნუ მწუხარე იქმნებით ვითარცა სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაჲ აღდგომისაჲ. 21. უკუეთუ გრწამს, ვითარმედ აღდგა ქრისტჱ მკუდრეთით, ეგრეცა, რომელთა შეისუენეს ქრისტჱს მიერ, იგინი ცხონდენ. 22. აწ იგი საფასჱ, მცენარჱ კეთილი და აღდგომაჲ ცხოველთაჲ, რომელმან დაჰბადა ადამი არარაჲსაგან, და რამეთუ გარდაჰჴდა იგი მცნებათა მისთა და დასდვა მას ზედა სიკუდილი. 23. და თავადი იგი განმზადებულ არს განცხოველებად შესუენებულისა მის, რომელმან იჯმნა ჩუენგან. 24. უკუეთუ ოდეს იგი არა იყო, და შექმნა იგი, უფროჲს აწ განჴრწნილისაჲ მის უადვილჱს არს განცხოველებაჲ და აღდგინებაჲ, და ჩუენ მეცნიერებით მოგუცა მადლი მისა მიმართ მამისა მიერ, 25. რომელ არა არს განცხადებულ და დაფარულ არს შორის ქუეყანასა და მსგავსად ჴორცთა განბნეულ და დათესულ არიან, და ჩუენ განვკუეთით ქუეყანაჲ და აღმოვიღით იგი მიერ, რავდენ უფროჲს ყოვლისა მპყრობელი იგი მეცნიერებით ყოველსავე, 26. რომელმან არა თუ სიტყჳსა ვისგან მოიღო მეცნიერებაჲ, უადვილე არს მისა აღდგინებად ადამისა და მიგებად მართალთა მისაგებელი კეთილი და რჩეულთა მისთა ნიჭი, ხოლო უძღებთა და უღმრთოთა – პატიჟი სასიკუდინჱ. 27. და ღათუ ძირი ესე მწარე არს და სალმობაჲ ძლიერ და ძალითა თჳსითა შეარწყუნა ყოველი გუამი ჩუენი, ხოლო ჩუენდა ეგრე წეს-არს, 28. რაჲთა აღვიხილნეთ თუალნი საცნობელნი და ზრახვითა ფრთხილითა ნუგეშინისცემულ ვიქმნეთ და აღსარებითა ღმრთისაჲთა ნუგეშინის-ვსცეთ თავთა ჩუენთა, 29. ვითარცა წერილ არს: და მოველოდიდ მეცნიერებით, რამეთუ აღთქუმანი ღმრთისანი არა სიცრუვით არიან და სასოებაჲ იგი ჩუენი დამარხულად გუელის. 30. და ღათუ ჟამ ერთ ნაკლულევან ვიქმნნეთ არა ხილვითა მეგობართა ჩუენთაჲთა მიზეზითა განშორებისა მათისაჲთა, ნუმც განვამრავლებთ მწუხარებასა და გლოვასა, არამედ ნუგეშინის-ვიცეთ სასოებითა ღმრთისაჲთა და შევიკრძალნეთ თავნი თჳსნი. 31. აწ ვინ წარგჳქცინა ჩუენ ძლით, ანუ ვინ წარგუტყუენნა ჩუენ სოფლით? 32. – არამედ მანვე, რომელმანცა მომიყვანნა სოფლად. 33. რომელი-ესე არა ვიცოდეთ სოფლად, მანვე წარგჳყვანნეს ჩუენ ამიერ სოფლით ჟამსა თჳსა მსგავსად ნებისა თჳსისა. 34. და ვითარცა ჴელითა შობისაჲთა იქმნა შემოსლვაჲ ჩუენი სოფლად, ეგრეცა ჴელითა სიკუდილისაჲთა იქმნეს წარსლვაჲ ჩუენი სოფლისა ამისგან და მივიცვალნეთ სოფელსა მას წარუვალსა. 35. რამეთუ გარდაჰჴდა ადამი მცნებასა უფლისასა, და მოიწია მის ზედა ბრძანებაჲ სიკუდილისაჲ და მის გამო ყოველნი ნაშობნი მისნი მიიცვალებიან მუნვე მიწად, ვინაჲცა დაებადნეს. 36. და დაიჴრწნეს ყოველი ხატი მათი, და ბრძანებითა ღმრთისაჲთა და ჴმითა ნესტჳსაჲთა აღემართნენ მიერ მიწით, რამეთუ მიეახლა ჴელი დამბადებელისა მათისაჲ მიწასა მას ადამისსა. 37. იხილა და ესმა, იყნოსა და გამოცადა, განიშოვრა და გულისხმა-ყო და ცნა, რამეთუ გარდაჰჴდა მცნებათა ღმრთისათა; 38. დაეცა და განიჴრწნა და იქმნა ვითარცა არარაჲ. 39. წყალობითა ღმრთისაჲთა მერმე განცხოველდაეს, გამოიცადოს, განდიდნეს და სუფევდეს. 40. და ღმერთმან ჩუენმან ძლიერმან და დიდებულმან, რომელმან მოაწია სიკუდილი ყოველთა ზედა ჴორციელთა და განაწესა ყოველივე, ვითარცა მას უნდა, და ყოველთაჲვე იგი ჟამი მან უწყის და მანვე რომელმან სათნო-იყო ესე და მიაქცია ესე ჩუენგან, 41. თავადმან განაცხოველოს და დაადგინოს იგი მარჯუენით მისა და ახაროს მას სასუფეველსა მისსა და დაწეროს სახელი მისი წიგნსა მას ცხოველთასა ყოველთა თანა ნების-მყოფელთა მისთა. 42. და სახელი მისი ნუმცა დაივიწყების თქუენ შორის, და საჴსენებელი მისი განეწესენ შვილითი შვილად. 43. და თქუენ რომელთა-ეგე შეგიმოსიეს გლოვაჲ და ჭირი, მოავლინენ ღმერთმან წყალობაჲ მისი და ნუგეშინის-გეცინ თქუენ მადლითა თჳსითა და აღასრულენ ნებაჲ თქუენი და მონასა მას თჳსსა მიეცინ ნაწილი და მკჳდრობაჲ სასუფეველსა მისსა ცხებულისა მისისა მიერ. 44. და თქუენ, მამანო და ძმანო, რომელნი მოშუერით და აღასრულეთ წესი იგი მეგობრისა მის თქუენისაჲ, მოგეცინ თქუენ უფალმან მოსაგებელი კეთილი, რამეთუ აღასრულეთ წესი იგი, რომელსა იტყჳს: გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა. 45. და თქუენ მოგეცინ უფალმან მეგობართა თქუენთა მიერ პოვნად კეთილისა, და თავადი უფალი რომელი-იგი ნუგეშინის-მცემელი არს ყოველთა მონათა თჳსთაჲ, 46. ნუგეშინის-გეცინ თქუენ და მოგაგენ მოსაგებელი კეთილი სასუფეველსა მას ცხოველთასა წმიდისა ცხებულისა მისისა მიერ საუკუნეთა მიერ საუკუნეთასა. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|