|
"სინური მრავალთავი"
თხზულება ორმოცდამეექვსე
1. ჴსენებასა წმიდათასა მოწამეთასა, რომლისათჳსცა გინდეს 2. თქუმული წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ 3. ჰხედავთა, ძმანო, რამეთუ ორითავე ჯერითა განადიდა ღმერთმან საჴსენებელი მარტჳლთა, თაყუანის-მცემელთა მისთაჲ: მისთჳს უდებ-ყვნა და მიუტევნა იგინი ჴელთა სიკუდილისათა, ვითარცა წეს-იყო სახელისა მისისაგან, არამედ დიდად პატივ-სცა სიკუდილსა მათსა. 4. უკუემცა არა უდებ-ეყო მცირედ ჟამსა ჭირისა მათისასა, და-მცა-ეფარნეს შინაგანნი შუენიერებანი მარტჳლთანი. 5. არამედ ვითარცა უდებ-ყო იოსები, რაჟამს განჰყიდდეს მას, არამედ რაჲთა იქადაგოს სიმჴნჱ იგი მისი ქუეყანასა უცხოსა უფრო მერმეცა ძჳრის მეტყუელსა მას იოსების ზედა თაყუანის-მცემელისა თჳსისა, რაჲთა უფროჲს განდიდნეს გჳრგჳნი მჴნისაჲ მის. 6. რამეთუ შემძლებელ იყო განრინებად მარტჳლთა თჳსთა მახჳლისაგან მტერთა მათთაჲსა, მისცნა იგინი ბრძმედთა მათ მტერთაჲსა, ვითარცა ოქროჲ კეთილი, რაჲთა ყოველთა დაბადებულთა შინა გამობრწყინდეს შუენიერებაჲ მათი. 7. რამეთუ კმა არს მოწფისაჲ მის, იყოს თუ ვითარცა მოძღუარი თჳსი, და მონაჲ, ვითარცა უფალი თჳსი. 8. რამეთუ ვიდრე-იგი იყო დიდებითა ღმრთეებისა თჳსისაჲთა დაფარულ და არა მეცნიერ იყვნეს ქუესკნელნი ჭეშმარიტებასა მისსა, ვითარ თაყუანისცემდეს ზესკნელნი სიმდიდრესა მისსა? 9. და რაჟამს ჰგონებდეს ჯუარის-მცუმელნი იგი, ვითარმედ დავაკნინეთ იგი ჯუარითა მით, მას ჟამსა ყოველი კაცი დაემორჩილა მას. 10. ეგრეცა მოწამენი, ვიდრე ჴორცთა ცხოვრებასაღა შინა იყვნეს, არა განცხადებულ იყო ჭეშმარიტებაჲ ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა; 11. ხოლო რაჟამს ჰგონებდეს მკლველნი იგი მათნი, ვითარმედ დავამცირენით იგინი მათ, რამეთუ უვარ-ყვნეს იგინი მახლობელთა მათა, მას ჟამსა განადიდნა იგინი ღმერთმან ყოველთა ადგილთა და ყვნა ძუალნი მათნი სახლ შესავედრებელ მრავალთა. 12. უკუეთუმცა არა სიმდიდრჱ იყო უფლისა მათისაჲ, აღ-მცა-მაღლებულ იყო იგი ჯუარის წინა. 13. არამედ ესე უფროჲს არს, ვიდრემცა ჰგონებდეს, ვითარმედ იძლია, მაშინ აღიღო მან ძლევაჲ სიკუდილსა ზედა. 14. ეგრეცა არა სიმდიდრჱ დიდ იყო: არა თუმცა მომკუდარ იყვნეს მარტჳლნი მდევართა მათთაგან, ვითარმცა განმდიდრდეს? 15. რამეთუ სიკუდილითა მით მათითა ყოველნი მოუძლურდეს მდევარნი მათნი; 16. მოწამენი ნეტარნი აღმაღლებით აღმაღლდეს. 17. და იხილეთ, ვითარ ჰგვანან მარტჳლნი უფალსა ჩუენსა! 18. ესწორებიან მკლველნი იგი მოწამეთანი ჯუარის-მცუმელთა მათ, მათ ქრისტჱსთა. 19. უფალი ჩუენი დიდი კნინად წინაშე მსაჯულთასა განიკითხვოდა, და მოწამენი ნეტარნი ვითარცა შეცოდებულნი წინაშე ბჭეთა განიკითხვოდეს; 20. და ჯუარისმცუმელნი იგი დიდებითა და პატივითა შეკრებულ იყვნეს ქალაქსა შინა მათსა, რაჟამს უფალი ჩუენი გინებული დგა შორის მათსა; 21. და მკლველნი იგი მოწამეთანი დიდებასა და პატივსა შინა იყვნეს, რაჟამს სანატრელნი იგი ვნებულ არიედ ბრძანებითა მათითა. 22. ხოლო აწ იხილეთ, ვითარ განდიდნა სიმცირჱ იგი უფლისა ჩუენისაჲ და თაყუანის–მცემელთა მისთაჲ, და ვითარ დამდაბლდეს დიდ-დიდნი საქმენი მდევართანი და ჯუარის-მცუმელთანი! 23. ხოლო უფალი ჩუენი ოდესმე ვითარცა კაცი დაისაჯებოდა; 24. აჰა ესერა დღეს ყოველთა კაცთა ეშინის საშჯელისაგან მისისა და თაყუანის-სცემენ სიმდიდრესა მისსა. 25. მოწამენი სანატრელნი, რომელნი ვითარცა შეცოდებულნი შჯულისა თანა-მდებ იყვნეს, აჰა ესერა დღეს ევედრებიან მათ მსაჯულნი და მეფენი მეოხ ყოფად მათა წინაშე მსაჯულისა მის მსაჯულთაჲსა; 26. და ჯუარის-მცუმელნი იგი, რომელნი ოდესმე შეკრებულ იყვნეს ქალაქსა თჳსა, ესრჱთ განბნეულ არიან იგინი ყოველსა ქუეყანასა და დათრგუნვილ არიან იგინი, ვითარცა მიწაჲ ქუეყანისაჲ ოთხთა კიდეთა სოფლისათა. 27. და მდევარნი მარტჳლთანი ოდეს სადამე დიდებულ იყვნეს, აჰა ესერა აწვე ამას სოფელსა შინა აჴოცილ არს საჴსენებელი მათი და მას სოფელსა განმზადებულ არს მათთჳს მწარჱ მისაგებელი. 28. აწ ვინ-მე არა იქმნეს ხატად ქრისტჱსა, რომელმან არასადა მოხუეჭის შრომაჲ მსახურთა თჳსთაჲ? 29. უკუეთუ შორის კაცთა არა უვარ-ყვეს სიმჴნჱ მოწამეთა მისთა, რავდენ უფროჲს შორის ანგელოზთა სოფელსა მას ნათლისასა აღიარნეს თაყუანის-მცემელნი თჳსნი, ვითარცა აღუთქუა, რამეთუ ძემანცა აღიარნეს მოწამენი მონანი თჳსნი, რამეთუ მან აღიარნა იგინი. 30. ეგრეცა მოწამეთა აღიარონ იგი შორის ერსა ჩუენსა წინაშე ღმრთისა თჳსისა. 31. და ყავნ ამიერითგან უფალმან წყალობითა თჳსითა, და ვითარცა ღირს მყვნა ჩუენ ქუეყანასა ზედა, ვითარცა გჳრგჳნნი გარემო საფლავთა მათთა, ეგრევე ღირს მყვენინ ჩუენ ზიარებად მათსა სამკჳდრებელსა მას ზეცისასა. 32. და აღმოვთქუათ ქებაჲ მისა, რომელმან გჳრგჳნოსან ყვნა მონანი თჳსნი ორთავე სოფელთა შინა უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|