მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"სინური მრავალთავი"

 

თხზულება მეორე

 

 1. მეორჱ, თქუმული მისივე, ხარებისათჳს
2. დღესასწაულთა ყოველთა და გალობათაჲ ჯერ-არს ჩუენდა მსგავსად მსხუერპლთა შეწირვად ღმრთისა.
3. ხოლო უპირადჱს ხარებაჲ ესე წმიდისა ღმრთის-მშობელისაჲ, რომელ-იგი მთავარანგელოზისა მისგან მისა მიმართ ითქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო!
4. ამისთჳს რამეთუ უპირადჱს ყოვლისა საღმრთოჲსა და ცხოვრებისა ამოძღურებისა ახლისა შჯულისაჲ ესე მოივლინა ჩუენდა მამისაგან ნათლისაჲსა, ვითარმედ: გიხაროდენ, მიმადლებულო!
5. „მიმადლებულო“ რაჲ თქუა, ყოველივე ბუნებაჲ კაცობრივი გარე-შეიცვა.
6. გიხაროდენ, მიმადლებულო! წმიდისა მისთჳს მიდგომილებისა და წმიდისა შობისათჳს გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა.
7. მერმე კუალად მაცხოვარებისასა მას რაჲ ვნებასა მოვიდოდა უფალი ჩუენი, იტყოდა, ვითარმედ: გიხილნე თქუენ და გიხაროდის და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან.
8. და მერმე კუალად შემდგომად აღდგომისა წმიდათა მათ დედათა მიერ ესრე გუახარა ჩუენ, ვითარმედ: გიხაროდენ!
9. ხოლო მათსა მახლობელად მოციქული იტყჳს, ვითარმედ: მარადის გიხაროდენ!
10. მოუკლებელად ილოცევდით, ყოველსა შინა ჰმადლობდით.
11. ჰხედავთა აწ, საყუარელნო, ვითარ გარდარეული იგი და გამოუთქუმელი მადლი განუყოფელად ყოველთა ადგილთა მოგუანიჭა ჩუენ უფალმან!
12. რამეთუ წმიდაჲ მარიამ ჴორცთა შინა რაჲ იყო, უჴრწნელი ცხოვრებაჲ მოიპოვა და ყოვლითავე სათნოებითა იქცეოდა და ცხონდებოდა რჩეულად.
13. ამისთჳსცა ღმრთისა მამისა სიტყუამან ჴორცნი შემოსად და სრული კაცებაჲ ჯერ-იჩინა მისგან, რაჲთა რომლისა ჴორცისაგან ცოდვაჲ სოფლად შემოვიდა და ცოდვისაგან – სიკუდილი, მისვე ჴორცისაგან დაისაჯოს ცოდვაჲ იგი ჴორცითა
14. და რაჲთა იძლიოს ცოდვისა იგი განსაცდელი დაფლვითა მით წმიდისა გუამისაჲთა, და დასაბამი აღდგომისაჲ გამოჩნდეს, და ცხოვრებაჲ საუკუნოჲ სოფელსა შინა იქადაგოს, და ღმრთისაჲ კაცთა მომართ იქმნეს ზიარებაჲ.
15. და რაჲ-მე ვთქუა, ანუ რაჲ-მე დავაკლო, ანუ ვითარ-მე გამოვთქუა საიდუმლოჲ იგი მიუწდომელი?
16. – არამედ აწ რომელსა-ესე ზედა ვდგათ, მასვე ზედა კუალად მოვიდეთ.
17. ქალწულისა წმიდისა გაბრიელ მოივლინა, უჴორცოჲ ჴორცთა შინა მყოფისა, რომელი მოცვალებულ იყო ცხორებასა უჴრწნელსა, სიწმიდით და სათნოებით ცხონდებოდა.
18. და მო-რაჲ-ვიდა მისა ანგელოზი იგი, პირველად ესრჱთ ახარა მას და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო!
19. გიხაროდენ, მიმადლებულო, რამეთუ შენ ნანდჳლვე სიხარულისა საქმეთა ღირსად იქმ, რამეთუ შენ შეუგინებელი იგი სამოსელი გმოსიეს და ცხ˜რბჲ სიწმიდისაჲ გარე-შეგირტყამს.
20. გიხაროდენ, მიმადლებულო, რომელი ზეცისა მის სიხარულისა დამტევნელი ხარ;
21. გიხაროდენ, მიმადლებულო, რამეთუ შენ მიერ სიხარული ყოველთა დაბადებულთა განეყოფის და ნათესავი კაცთაჲ კუალად მიიღებს დასაბამითგანსა მას პატივსა;
22. გიხაროდენ, მიმადლებულო, რამეთუ მკლავთა შენთა ზედა შემოქმედი ყოველთაჲ ტჳრთვად გიც.
23. ხოლო იგი სიტყუასა მას ზედა შეძრწუნდა, რამეთუ უჩუეველ იყო მამათა მიმართ ზრახვასა, და დუმილსა ვითარცა დედასა გონიერებისასა და სიწმიდისასა მარადის მოიკითხვიდა, წმიდა იყო და უბიწო და შეუგინებელ.
24. ესე პირისაგან ანგელოზისა არა შეშინდა, ვითარცა-იგი მრავალნი წინაწარმეტყუელთაგანნი,
25. რამეთუ ქალწულებაჲ ჭეშმარიტი ანგელოზთა ნათესაობა არს და რამეთუ მოწლედ წმიდაჲ ესე სანთელსა მას ქალწულებისასა იმარხვიდა და მრავალი მოღუაწებაჲ აქუნდა, რაჲთა დაუშრეტელად და შეუგინებელად დაიცვეს.
26. და ვითარცა-იგი ვის სამოსელი რაჲ ბრწყინვალჱ ჰმოსიენ და ეკრძალებინ, რაჲთა ნუუკუე შეგინებაჲ რაჲმე, გინა მწინკულევანებაჲ ვინაჲვე შეეხოს მას, ესრეცა წმიდაჲ ესე ქალწული თავით თჳსით განიზრახვიდა და იტყოდა: ნუუკუე ზაკუვულებაჲ რაჲმე აქუნდეს მსახურებასა მას?
27. ნუუკუე ნეტარებაჲ იგი ორგულებით იქმნეს ჩემდა მომართ?
28. ნუუკუე გესლი რაჲმე თაფლსა მას შინა დამალულ არს?
29. ნუუკუე სიტყუაჲ მახარებელისაჲ იყოს და განზრახვაჲ მტყუენველისაჲ?
30. რამეთუ რომელი არა იცის, ვინაჲ მოიკითხავს?
31. ამას თავით თჳსით განიზრახვიდა და იტყოდა.
32. მაშინ ანგელოზმან მან ღაღატ-ყო მისა მიმართ განუყოფელი იგი სიხარული ყოველთა მორწმუნეთაჲ და ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა,
33. რამეთუ ჩემ მიერ ზეცისანი იგი ძალნი შენ წმიდასა ქალწულსა მოგიკითხვენ, და უფროჲსღა თავადმან, რომელი-იგი უფლებს ყოველთა ზედა ძალთა ცისათა, შენ წმიდაჲ ქალწული ყოვლისაგან დაბადებულისა გამოგირჩია,
34. რაჲთა წმიდისაგან და უბიწოჲსა შეუგინებელისა მუცლისა შენისა ბრწყინვალჱ მარგალიტი გამოვიდეს.
35. რამეთუ რომელი-იგი შენგან იშვეს, მაცხოვარი არს ყოვლისა დაბდებულისა.
36. რამეთუ ყოვლისა ბუნებისა კაცობრივისა წმიდაჲცა ესე ქალწული უდიდებულჱს და უწმიდჱს და უპატიოსნე შობილ იყო, ხოლო უბრწყინვალჱს უფროჲს თოვლისა აქუნდა გონებაჲ.
37. რამეთუ ყოვლისა ოქროჲსა გამოცდილისა უწმიდე იყო ჴორცითა მუცელი ესევითარი, რომელცა ეზეკიელ იხილა და მოგუასწავა მსგავსებაჲ მჴეცთაჲ და თავსა აღმატებულად, ვითარცა ხილვაჲ მყინვრისაჲ საშინელისაჲ და მსგავსებაჲ საყდრისაჲ მის ზედა;
38. ვითარცა ხილვაჲ საფირონისაჲ, და ზედა-კერძო საყდარსა მას, ვითარცა ხილვაჲ კაცისაჲ;
39. და ხილვაჲ ილიკტრიონისაჲ და მას შინაგან ვითარცა ხილვაჲ ცეცხლისაჲ.
40. ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელმან წმიდისაგან ქალწულისა შობისათჳს ყოველივე ესრე სახედ იხილა, რომელ შენ, წმიდაო ქალწულო, ტჳრთვად ვერ ძალ-გედვა, უკუემცა არა ყოვლითა დიდებითა და სათნოებითა მსგავსად საყდრისა მის ელვარე იპოვე.
41. რომლითა-მე უკუე შესხმისა სიტყჳთა შევამკოთ ქალწულებისა იგი პატიოსნებაჲ?
42. რომელთა ქებათა ღაღადებითა უჴრწნელსა მას უგალობდეთ ხატსა?
43. ანუ რომლითა-მე სულიერთა გალობათა სიტყჳთა ვადიდებდეთ უფროჲს დიდებულსა მას ანგელოზთასა?
44. ესე სახლსა შინა ღმრთისასა დანერგულ იყო, ვითარცა ნაყოფი მსხმოჲ ზეთისხილი, რომლისა ფარვითა სულმან წმიდამან ძედ და მკჳდრად გჳწოდა ჩუენ სასუფეველსა ქრისტჱსსა.
45. ესე – მარადის შუებული უჴრწნელებისა სამოთხჱ, რომელსა შინა ცხოველს-მყოფელი იგი ხჱ დაენერგა და ყოველთავე მოგუანიჭებს უკუდავებისა ნაყოფსა.
46. ესე – ქალწულთა სიქადული, მორწმუნეთა სიხარული;
47. ესე – მორწმუნეთა სიმტკიცჱ და ღმრთის-მსახურთა სათნოებაჲ;
48. ესე – ჭეშმარიტებისა სამოსელი და სათნოებისა საყოფელი;
49. ესე – წყაროჲ დაუწყუედელი, რომელსა შინა ცხოველი იგი წყალი აღმოეცა, უფლისა იგი ჴორცითა მოსლვაჲ; ესე – სიმართლისა ზღუდე.
50. და რავდენნი ამისსა იქმნეს ტრფიალ და ჭეშმარიტებისა მის ქალწულებისა გული უთქუამს, ანგელოზთასა მას შებმა-უყვეს მადლსა;
51. რავდენნი ღჳნოსა და სიმთრვალესა და თაფლუჭისა შუებასა განეშორნენ, ცხოვრებისა შემოსილისა ნერგითა იშუებდენ;
52. რავდენთა სანთელი იგი ქალწულებისაჲ დაუშრეტელად დაიმარხეს, დაუჭნობელი იგი უჴრწნელებისა გჳრგჳნი დაიდგან;
53. რავდენთა სიწმიდისა იგი შეუგინებელი მოიგეს სამოსელი, უჴრწნელსა მას სიმართლისა სასძლოსა მიიყვანნენ;
54. რავდენნი ანგელოზთასა მას წესსა უმახლობელე იქმნენ, უმჯობჱს უფლისა მიერ თქმულისა მის ნეტარებისა იშუებდენ;
55. რავდენთა ბრწყინვალჱ იგი ზეთი გონებისაჲ და იჭჳსა განწმედილი საკუმეველი მოიპოვონ, სულნელებისა იგი სულიერისა შვილებისაჲ დაიმკჳდრონ აღთქუმაჲ;
56. რავდენნი ხარებასა წმიდისა ღმრთის-მშობელისასა დღესასწაულობდენ უსაკუთრჱს ხარებისა მის, რომელი-იგი თქუა: „გიხაროდენ, მიმადლებულო“, მიიღონ სასყიდლისა კუალად-გებაჲ.
57. ჯერ-არს უკუე ჩუენდა დღესასწაულობად ესე დღესასწაული, რამეთუ სიხარულითა და მხიარულებითა აღავსო ყოველი სოფელი.
58. ხოლო ვდღესასწაულობდეთ ჩუენ ფსალმუნითა და ქებითა და გალობითა სულიერითა.
59. დღესასწაულობდა ოდესმე ისრაელიცა, არამედ უცომოჲთა და ველის-ყრდელითა, რომელთათჳს წინაწარმეტყუელი იტყჳს: გარდავაქცინე დღესასწაულნი მათნი გლოვად და სიხარული მათი – მწუხარებად.
60. ხოლო ჩუენნი მწუხარებანი უფალმან ჩუენმან ნაყოფთაგან სინანულისათა სიხარულად გარდააქცინნა, რამეთუ აქუნდა პირველსა მას შჯულსა სამართალი მსახურებათაჲ, ვითარცა-იგი მამად-მთავრისა ჩუენისა აბრაჰამისი.
61. არამედ სალმობითა ჴორციელებრითა და ტკივილითა წინა-დაცუეთისაჲთაƒ ვიდრე ჟამთა აღსრულებადმდე, რამეთუ მათ შჯული მოსჱს მიერ მოეცა.
62. ხოლო ჩუენდა ჭეშმარიტებაჲ იესუ ქრისტჱს მიერ მონიჭებულ არს;
63. ყოველთა კეთილთა დასაბამ ჩუენდა მომართ ხარებაჲ იქმნა წმიდისა ქალწულისა და მიმადლებულისა, მრავალ-საგალობელი ესე მაცხოვრისა ჩუენისა მოღუაწებაჲ, საღმრთოჲ იგი მისი და უფროჲ დიდებული მოღუაწებაჲ.
64. ამიერ აღმოგჳბრწყიდებიან ჩუენ საცნაურისა მის ნათლისა მზის-თუალნი;
65. მიერ აღმოგჳცჱნდების ჩუენ წყაროჲ იგი სიბრძნისაჲ, ბრკინვალედ და წმიდად გამოადინებს ღმრთის მსახურებისათა მათ ნაკადულთა;
66. ამიერ აღმოგჳბრწყინდებიან ჩუენ საფასენი იგი ღმრთის მეცნიერებისანი, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნჱ ესე არს, რაჲთა უწყოდით ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინა – იესუ ქრისტჱ.
67. და მერმე იტყჳს, რამეთუ: გამოიძიეთ წიგნთაგან, ვითარმედ მათ შინა ელით ცხორებასა საუკუნესა.
68. ამისთჳს რომელნი გამოეძიებენ საღმრთოთა სიტყუათა, გამოეცხადების მათ საუნჯჱ იგი ღმრთის მსახურებისაჲ.
69. საფასჱ დაგჳფინა ჩუენ ღმრთის სულთაჲ მათ წიგნთაჲ ნუგეშინის-მცემელმან.
70. საფასე იყავნ ჩუენდა სიბრძნის და წინაწარმეტყუელთა, გინა თუ სახარებისაჲ და მოციქულთაჲ, რაჲთა გუაქუნდეს ჭეშმარიტისა ცხოვრებისა სასოებაჲ.
71. რამეთუ წმიდათა წინაწარმეტყუელთა და მოციქულთა ენითა ჩუენ უფალი გუზრახავს, წ~თა ჴმითა ღმერთი იშუებს.
72. არა თუ სიტყუათაჲ იგი უჴმს, არამედ მორჩილებასა მას ზედა იხარებს;
73. არა თუ ნაყოფ რაჲმე აქუს კაცთაგან, არამედ გონიერსა მას ზედა სულსა მართალსა განისუენებს;
74. არა თუ რომლითა-იგი ჩუენ უგალობთ, ქრისტჱ იდიდების, არამედ რომლითა-იგი ჩუენ კეთილი გუეყოფის, ქველის-მოქმედებასა მას მისსა მორჩილებით ვქადაგებთ;
75. არა თუ რაჲთა პატიოსნებასა მას მისსა მივიწინეთ, არამედ რაჲთა მსგავსად ძალისა თანა-ნადები იგი გარდავიჴადოთ.
76. ხოლო რაჟამს აღმოიკითხვებოდის სახარებაჲ, გინა თუ სამოციქულოჲ, ნუ წიგნსა მას ხედავ, ნუცა მკითხველსა მას, არამედ ზეცით გამო მეტყუელსა მას, რამეთუ წიგნი არს, რომელსა-იგი ხედავ, ხოლო ქრისტჱ არს, რომელი ღმრთის-მეტყუელებით იქადაგების.
77. გუახარებს ჩუენ მრავალ-საგალობელსა მას მაცხოვრისა მოღუაწებასა, რამეთუ ღმერთი იყო და კაცთ-მოყუარებისათჳს კაც იქმნა;
78. არა თუ პირველ საუკუნითგანი იგი პატივი განიშორა, არამედ მაცხოვარებისა იგი მოღუაწებაჲ შეიმოსა.
79. გუახარებს ჩუენ მრავალ-საგალობელსა მას მაცხოვრისა ჩუენისა განგებულებასა, რამეთუ უძლურთა მკურნალი მოვიდა;
80. არა თუ წამლითა ჰკურნებს, არამედ წამის-ყოფითა კაცთ-მოყუარებისაჲთა ყოველთავე განჰკურნებს.
81. გუახარებს ჩუენ მრავალ-საგალობელსა მაცხოვრისა მოღუაწებასა, რამეთუ შეცთომილთა გზაჲ გამოუჩნდა, განწირულთა – მაცხოვარებისა იგი მადლი, რომელი მრავალ-ფერად ყოველთავე შეეწევის:
82. შეცთომილთა ეძიებს, დაბნელებულთა განანათლებს, მონათა განათავისუფლებს, მომწყუდართა განაცხოველებს, ტყუეთა გამოიჴსნის ყოვლად,
83. ჩუენ ყოველთა გუექმნა გზა ცხოვრების არა თუ ჩუენისა გონიერებისათჳს, არამედ შემსგავსებულად ქველის-მოქმედებისა მისისა სახიერებისათჳს ყოველსავე იქმოდა მაცხოვარი ჩუენი;
84. არა თუ რაჲთა თავისა თჳსისა ივაჭროს სათნოებაჲ, არამედ რაჲთა ჩუენ ცხოვრებაჲ საუკუნოჲ მოგუანიჭოს.
85. რამეთუ ხატად ღმრთისა დაჰბადა კაცი და სამოთხესა შინა საშუებლისასა უბრძანა, რაჲთა იქცეოდის;
86. ხოლო შურითა რაჲ ეშმაკისაჲთა სცთა და ღმრთისა მცნებასა გარდამავალ იქმნა, საშჯელსა შევარდა სიკუდილისასა, რომლისათჳსცა შემდგომითი შემდგომად მისნი შობილნი მამულსა მას თანა-ნადებსა ქუეშე დაკირთებულ იყვნეს და სასჯელისა ზღვევაჲ იგი ძიებით მიეჴადებოდა.
87. რამეთუ სუფევდა სიკუდილი ვიდრე მოსჱსამდე, ხოლო კაცთ-მოყუარემან ღმერთმან იხილა რაჲ თჳსი იგი შექმნული სიკუდილისაგან ძლეული, არა სრულიად გარე-მიიქცა მისგან, რომელმან-იგი (რ˜ნ იგი) ხატად თჳსა შექნა, არამედ ნათესავითი ნათესავად მოხედვაჲ არა დააკლო,
88. რამეთუ პირველად მამათა ეჩუენებოდა და შჯულსა შინა იქადაგებოდა და წინაწარმეტყუელთა მიერ მსგავსებით მაცხოვარებისა მოღუაწებასა მას წინავე გუაუწყებდა.
89. ხოლო რაჟამს მოიწია აღსავსებაჲ იგი ჟამთაჲ დიდებულისა მის მოსლვისა მისისაჲ, მთავარანგელოზი მახარებელად წმიდისა ქალწულისა წინაჲსწარ მოივლინა,
90. ხოლო იგი გამოუთქუმელთა მათგან რაჲ ზეცისა ძალთა მოვიდა წმიდისა მის, პირველად „გიხაროდენ, მიმადლებულო“ მისსა მიმართ ღაღატ-ყო.
91. ხოლო მას ვითარცა ესმა, ვითარმედ: „გიხაროდენ, მიმადლებულო“, მეყსეულად სასმენელით შევიდა სული წმიდაჲ შეუგინებელსა მას ტაძარსა ქალწულისასა და განწმიდა ბუნებაჲ მისი ასოთა თანა და დადგა ბუნებაჲ წინაშე მისა;
92. განკრთომით ხედვიდა უფალსა მას ბუნებათასა უფროჲს ბუნებისა საკჳრველთ-მოქმედებასა გუამსა შინა.
93. და რომლითა საჭურველითა ეშმაკი იღუწიდა ჩუენდა მომართ, მითვე საჭურველითა ქრისტემან ჩუენ გჳჴსნნა: შეიმოსნა მსგავსად ჴორცნი, რაჲთა ნაკლულსა მას უმეტჱსი მოანიჭოს მადლი.
94. და ვინაჲ-იგი აღემატა ცოდვაჲ, უფროჲს გარდაემატა მადლი.
95. შემსგავსებულად მადლი იგი წმიდისა ქალწულისა მოივლინა, რამეთუ ესრე აქუს ხარებისა მას სიტყუასა მოსწავებაჲ, ვითარმედ: თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ქალწულისა, თხოვილისა ქმრისა, რომლისაჲ სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისი;
96. და სახლი ქლ˜საჲ მის მარიამ.
97. ესე პირველი თუჱ წმიდისა მის მიმართ, ვითარცა იტყჳს წერილი შჯულსა შინა, ვითარმედ: ესე თუჱ – თავი თუეთაჲ, ვნებაჲ წმიდაჲ, დღესასწაულობდით უფლისა ნათესავთა შორის თქუენთა.
98. ხოლო მეექუსედ თუედ ზაქარიაჲს მიმართ იტყჳს.
99. და რამეთუ ჭეშმარიტად წმიდაჲ ესე ქალწული ნათესავისაგან დავითისა იყო და ბეთლემი მამულ ეყო და იოსებს მსგავსად შჯულისა ნათესაობით სამართლად მითხოვილ იყო;
100. სიძჱ იგი და უჴრწნელებისა საუკუნოჲსა თანა-მყოფ.
101. ხოლო წმიდასა მას ქალწულსა ფრიად შემსგავსებული სახელი, რამეთუ მარიამ ეწოდა, რომელი ითარგმანების „განმანათლებელ“.
102. და რაჲ-მე უბრწყინვალჱს არს ქალწულებისა ნათლისა, რომლისაგან სათნოებათაცა ქალწულად უწესდ, რომელნი ბუნებათა მათთა სახიერად მიუთხრობედ!
103. უკუეთუ ესოდენ კეთილ არს გული ქალწულად პყრობად, რავდენ უფროჲს, უკეთუ ჴორთა სულისა თანა ქლწულებაჲ დაიმარხონ!
104. ეგრეცა წმიდაჲ ესე ჴორცთა რაჲ შინა იყო, უჴრწნელი ცხორებაჲ მოიპოვა და მთავარანგელოზისა მის მიერ თქუმულთა სარწმუნოებით შეიწყნარებდა.
105. მაშინ მსწრაფლ ელისაბედისა, ნათესავისა მისისა, მთად კერძო წარვიდა და შევიდა სახიდ და მოიკითხა ელისაბედ მიმსგავსებულად ანგელოზისა მის.
106. ვითარცა ესმა მოკითხვაჲ იგი მარიმისი ელისაბეთს, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა შინა მისსა. და აღივსო სულითა წმიდითა.
107. აწ უკუე ჴმაჲ მარიამისი შეეწია და სულითა წმიდითა ელისაბე(დ) აღივსო.
108. და ვითარცა დაუსრულებელისაგან წყაროჲსა მდინარჱ მადლთაჲ, ეგრევე ენისაგან წინაწარმეტყუელებაჲ იგი თჳსსა მას ნათესავსა გამოუცჱნა და ფერჴთა ყრმისათა, დაბმულთა მუცელსა შინა, ვლდომაჲ და სიმღერაჲ მიჰმადლა,
109. რომელი ნანდჳლვე სიხარულისა და საკჳრველებისა ღირდა, რამეთუ სადაცა მივიდოდა მიმადლებული იგი, სიხარულითა აღივსებოდა.
110. და ღაღატ-ყო ჴმითა დიდითა ელისაბეთ და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ!
111. და ვინაჲ ესე ჩემდა, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა!
112. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, რამეთუ შენ ექმენ მათ დასაბამ განახლებისა.
113. შენ კადნიერებაჲ სამოთხედ შესლვისაჲ მოგუმადლე ჩუენ და პირველი იგი სალმობაჲ განსდევნე, რამეთუ შენსა შემდგომად ნათესავი დედათაჲ არღარა იყუედრებოდის, არღარა ეშინოდის მკჳდრთა ევაჲსთა პირველისა მისთჳს წყევისა, არცაღა შობადისა მის სალმობისა,
114. რამეთუ ქრისტჱ ნათესავისა ჩუენისა მჴსნელი და მაცხოვარი ყოვლისა ბუნებისაჲ, სულიერი ადამ, რომელმან მიწისაგანისაჲ მის წყლულებაჲ განკურნა, წმიდისაგან მუცლისა შენისა გამოვალს.
115. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და მამათა შორის, რამეთუ ყოველთა კეთილთა დამნერგველი შენდა ნაყოფად გამოჩნდა, რამეთუ ბრწყინვალედ ვხედავთ ბერწისათა მათ სიტყუათა.
116. არამედ უბრწყინვალჱსნი წმიდამან ქალწულმან აღმოთქუნა სიტყუანი და გალობაჲ მადლობისაჲ, სულნელებითა სავსენი სიტყუანი ღმრთისა შეწირნა,
117. დასაბამითგანთა მათ თანა ახალთა მიუთხრობდა, საუკუნითგანთა მათ თანა აღსასრულსა ამათ ჟამთასა ქადაგებდა, მცირითა ამით სიტყჳთა ყოველნივე საიდუმლონი ქრისტჱსნი გამოთქუნა.
118. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა და შემდგომი.
119. შეეწია ისრაელსა, მონასა თჳსსა მოჴსენებად წყალობისა თჳსისა – აღთქუმაჲ, რომელ აღუთქუა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა ვიდრე მიუკუნისამდე.
120. ჰხედავა, ვითარ წმიდამან ქალწულმან მამად-მთავრისაცა გარდაჰმატა სრულებასა!
121. დაამტკიცა ღმერთმან აბრაჰამისა მიმართ აღთქუმაჲ, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: ესე არს აღთქუმაჲ ჩემი, რომელი დავდევ შორის შენსა და ჩემსა.
122. რომლისაგან მო-რაჲ-ვიდა, დაამტკიცა აბრაჰამისა მიმართი იგი აღთქუმაჲ, საცნაურად მიიღო სასწაული იგი წინა-დაცუეთისაჲ და აღმასრულებელ შჯულისა და წინაწარმეტყუელთა.
123. აწ უკუე ესე წინაწარმეტყუელებისა გალობაჲ წმიდამან ქალწულმან ღმრთისა შეწირა და თქუა: ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მიყო მე დიდძალი ძლიერმან;
124. წმიდა არს სახელი მისი და წყალობაჲ მისი თესლითი თესლადმდე მოშიშთა მისთა ზედა, რამეთუ ღმრთის-მშობელ რაჲ მყო, კუალადვე დამმარხა და მუცლისაგან ჩემისა ყოველთა ნათესავთა სიწმიდედ განახლდების სავსებაჲ;
125. ყოველი ჰასაკი აკურთხა მამათაჲ და დედათაჲ, ჭაბუკთა და ყრმათაჲ;
126. ყო სიმტკიცჱ თავით თჳსით ჩუენთჳს სიკუდილისა მიმართ და ეშმაკისა მიმართ და ჩუენთა ცოდვათაჲ განხეთქა ჴელით-წერილი;
127. განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲ;
128. თჳთ იგი ეშმაკი განაბნია და ერი მისი მის თანა, რამეთუ ჭეშმარიტად იგი იყო გულითა ამპარტავან, რამეთუ იკადრა და თქუა, ვითარმედ: ღრუბელთა ზედა ცისათა დავიდგნე საყდარნი ჩემნი და ვიყო მიმსგავსებულ მაღლისა.
129. ვითარ უკუე აწ განხეთქა იგი, შემდგომითა სიტყჳთა წინაწარმეტყუელმან გუაუწყა: ხოლო აწ ვიდრე ჯოჯოხეთამდე შთაჰჴდე და ყოველნი მძლავრნი და მსახურნი შენნი.
130. რამეთუ ყოველთა ადგილთა ბომონნი მისნი და ამაოთა მსახურებანი განაბნინა და წარმართთაგან მოგებული ერი თავისა თჳსისა განჰმზადა;
131. გარდამოსთხინა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა მდაბალნი.
132. აწ უკუე ჰურიათა განვრდომაჲ და წარმართთა შემოყვანებაჲ ადვილად გუაუწყა, რამეთუ ჰურიათა მოხუცებულნი და მწიგნობარნი შჯულითა და სხჳთა მით ნეშტითა პატივითა განმდიდრებულ იყვნეს, რომლისაგან ბოროტად სიმდიდრესა მას მძლავრობასა უშჯულოდ იჴმევდეს.
133. ამიერ უკუე ყოვლისაგან საყდრისა გარდამოვარდა: წინაწარმეტყუელებათაგან და მღდელობათაგან, შჯულის-დებისაგან და მოძღურებისაგან მამულისა, სიმდიდრისაგან, მსხუერპლთაგან და სიმრავლისაგან დღესასწაულთაჲსა და სამეუფოჲსაგან პატივისა.
134. ამათ ყოველთაგან ცუდნი და დევნებულნი და შიშუველნი ტყუედ განივლი(ნ)ნეს, ხოლო მათ წილ გლახაკნი წარმართთაგანნი სიმართლითა მშიერნი ამაღლდეს,
135. რამეთუ მათსა მას სიგლახაკესა და რომლითა-იგი შეპყრობილ იყვნეს ღმრთის მეცნიერებისა სიყუარულითა საღმრთოჲსა სიტყჳთა მსგავსად ბჭისა, ვითარცა ქანანელი იგი ითხოვდა, და ამისთჳსცა ღმრთისა საიდუმლოთაგან სიმდიდრითა აღივსნეს.
136. რამეთუ ყოველივე საფასჱ საღმრთოთა კეთილთაჲ ქალწულისაგან შობილმან წარმართთა მისცვალა.
137. „შეეწია ისრაელსა, მონასა თჳსსა“, – და არა რომელსავე ისრაელსა, არამედ მონასა თჳსსა, რომელი საქმით აღასრულებდა ისრაელისასა მას აზნაურებასა.
138. და ამისთჳსცა მონად და მკჳდრად წმიდამან ღმრთის-მშობელმან უწოდა, რამეთუ ჭირვეულად რაჲ პოვა წერილსა მას ზედა შჯულითა მშრომელად, მას მადლითა ნუგეშინისცა.
139. აწ უკუე ესევითარსა მას ისრაელსა მოუწოდა და შეეწია მოჴსენებად წყალობისა, ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა ვიდრე მიუკუნისამდე.
140. ამით მცირითა სიტყჳთა ყოველსა მას განგებულებასა საიდუმლოსა გამოაჩინებს, რამეთუ გამოჴსნად რაჲ ნათესავისა კაცთაჲსა ინება და მამათა მიმართი იგი აღთქუმაჲ რაჲ აღსრულებად სათნო-იყო, ცანი მოდრიკნა და გარდამოჴდა.
141. არამედ რომელ-იგი ჩუენ შემძლებელ ვიყვენით დატევნად, ეგრჱთ გამოგუეცხადა, რაჲთა ნახვად მისა და განხილვად და სმენად ზრახვათა მისთა შეუძლოთ.
142. და ამისთჳსცა ღმრთისა სიტყუამან ჴორცნი და სრული კაცებაჲ დედაკაცისაგან წმიდისა ქალწულისა თავს-იდვა შემოსად;
143. და იშვა, ვითარცა კაცი, რაჲთა გარდაიჴადოს ჩუენი იგი თანა-ნადები და აღასრულოს ვიდრე თავისა თჳსისამდე აბრაჰამის მიმართი იგი აღთქუმაჲ წინა-დაცუეთისაჲ იგი და შემდგომითი შემდგომად შჯულისა მცნებანი.
144. ხოლო შემდგომად სიტყუათა ამათ წმიდაჲ ქალწული ნაზარეთა წარვიდა.
145. მერმე კუალად ბრძანებამან კეისრისამან ბეთლემდ აღმოსლვაჲ აწჳა.
146. ხოლო იგი იყო ვითარცა სამეუფოჲსაგან ტომისა, სამეუფოსავე მამულსა იოსების თანა, ქმრისა თჳსისა, მოვიდოდა, და ყოვლისა საკჳრველებისა უზეშთაეჱსი შეუდგა საიდუმლოჲ.
147. რამეთუ ქალწულმან შვა და მკლავთა ზედა იტჳრთა, რომელსა სიტყჳთა ყოველი დაბადებული უტჳრთავს.
148. და არცაღა ადგილ იყო სავანესა მას.
149. სძითა იზარდებოდა ყოვლისა სოფლისა გამომზრდელი;
150. სახუეველითა შეიხჳა, რომელსა ყოველი დაბადებული სიტყჳთა უპყრიეს.
151. ბაგასა მიიწვინა საყდართა ზედა ქერობინთა მჯდომარჱ;
152. ნათელი ზეცით გარდამოჴდა ყოვლისა დაბადებულისა განმანათლებელზა;
153. ერნი ცისანი წინაშე დგეს და ადიდებდეს, რომელი პორველ საუკუნეთა ცათა შინა იდიდების;
154. ვარსკულავი წინა უ(ნა)თებდა და აუწყებდა შორიელთა მათ ჭეშმარიტისა მის აღმოსავალით მომავალთა.
155. და მოვიდეს და ძღუენი მოართუეს მას, რომელი-იგი ჩუენთჳს დაგლახაკნა.
156. ხოლო წმიდასა მას ქალწულსა დაემარხნეს სიტყუანი ესე და დაედვა გულსა თჳსსა, ვითარცა ყოველთა საიდუმლოთა დამტევნელ(სა).
157. რამეთუ შენი არს, ჵ, ქალწულო წ(მიდაო), უზეშთაჱსი ყოვლისა ქებისა შესხმაჲ მისთჳს, რომელმან-იგი შენგან ჴორცნი შეისხნა ღმერთმან და იშვა ვითარცა კაცი.
158. შენდა ყოველივე ბუნებაჲ ზეცათაჲ და ქუეყანისაჲ და ქუესკნელთაჲ მსახურებასა შესწირავს თანა-ნადებსა, რამეთუ შენ ჭეშმარიტად საყდრად ქერობინად გამოშჩნდი;
159. შენ პატიოსანთა მათ და საცნაურთა სამეუფოთა ნათლად ელვის სახედ გამოუბრწყიდები, სადა იდიდების მამაჲ მაღალი, რომლისა-იგი ძალი გაქუნდა საფარველად.
160. თაყუანის-იცემების ძჱ, რომელი შენ ჴორციელად ჰშევ;
161. დიდებულ არს სული წმიდაჲ, რომელმან მუცელსა შენსა შობაჲ იგი მეუფისა დიდისაჲ მოღუაწებით განაგო.
162. რამეთუ შენ მიერ, მიმადლებულო, სამებაჲ წმიდაჲ და ერთი არსებაჲ სოფელსა ეუწყების.
163. შენ თანა ჩუენცა ღირს მყვენ მოღებად სრულისა შენისა მადლისა ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა თანა შუენის მამისა დიდებაჲ წმიდით და თაყუანის-საცემელით სულით აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი