მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"სინური მრავალთავი"

 

თხზულება ოცდამეშვიდე

 

1. [თქუმული წ~ისა მელეტი ეპისკოპოსისაჲ. მკუდრეთით აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა
2. ნათელ-იღე, ნათელ-იღე, იერუსალემ, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი და დიდებაჲ]...............................................................................................
3. <მივავლინ>ენით დაცვად კრძალულებით სამარისა, ვითარცა სარწმუნონი მიავლინენით;
4. არა ეგების, ვითარმცა განვაცრუვენით იგინი.
5. და აწ რაჲთა არა მივიდენ და მიუთხრან ყოველი ესე პილატეს, და რაჲთა არა მიეს(მ)ეს ესე ყოველსა მას ერსა, მოვედით და დავშურეთ, რაჲთა დავადუმნეთ კაცნი ესე;
6. მივსცეთ ქრთამი დიდძალი, რაჲთა არა მივიდენ და უთხრან პილატეს.
7. ვითარღა თუალნი შევადგნეთ პილატეს?
8. და მიუთხრან ერსაცა, რაჲ მიუგოთ ერსა მას?
9. მოვედით და დავფაროთ სირცხჳლი იგი ჩუენი ჭურჭლითა და განვერნეთ ზრუნვისაგან დიდძალითა ქრთამითა.
10. და თუ უწყით, თუ განითქუას დღეს აღდგომაჲ იგი მისი მოწაფეთა მათგან, არამედ ჯერ-არს, რაჲთა მცველნი იგი მოვიქცინეთ ჩუენდა ოქროჲთა, ნუუკუე მოვიდენ მოწამენი იგი ჩუენნი და მოსაჯულ მექმნენ ჩუენ და განმამართლებელნი იგი ჩუენნი დამშჯელ ჩუენდა იპოვნენ.
11. მაშინ მღდელთ-მოძღუართა მათ შეუწოდეს მცველთა მათ და ჰრქუეს: თქუენ ქადაგ მაგის საქმისა ნუ იქმნებით და მახარებელად აღდგომისა მისისა ნუ აღსდგებით.
12. რაჲ სარგებელ იყოს თქუენდა, უკუეთუ შეაწუხოთ ყოველი ნათესავი?
13. ანუ რაჲ საჴმარ იყოს თქუენდა, თუ აღსძრათ ყოველი ერი?
14. სახარებელ თქუენ მაგისთჳს არავინ გცეს, რამეთუ მწუხარებითა აღავსნეთ ყურნი მსმენელთანი, ხოლო ჩუენ, ვითარცა მეცნიერთა ვაგოთ პატივისყოფად თქუენდა: მარჯუენითა დიდითა კურთხევითა აღგავსნეთ თქუენ, გარნა მას ხოლო, რომელ რაჲ-იგი იხილეთ და გესმა, ნუ უთხრობთ.
15. მიუგეს მცველთა მათ და ჰრქუეს: და ღათუ თქუენ წინაშე ვერ მაცილობელ ვიქმნეთ სიტყუათა მაგათ რომელ იტყჳთ, ხოლო და-ვერ-ვმალოთ, რაჲ-იგი გუესმა, და არცა დავფაროთ ძრვაჲ იგი, რომელ იყო ღამე ყოველ: რამეთუ საქმჱ იგი რომელ იქმნა, არა ნაცილ არს.
16. აწ თქუენისა განსუენებისათჳს ვითარ ნაცილი ვთქუათ, ვითარმედ ძილსა დავეპყრენით, და ძილი საუკუნოჲ დაგუაძინოს ჩუენ?
17. და თუ გულისხმა-ყოს, თუ წარუპარავს მკუდარი იგი, მის მკუდრისა წილ ჩუენნი თავნი მისცნეს სამარესა პილატე. ვერ ვთქუათ ეგრე.
18. მიუგეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ჰრქუეს: თქუენ ჭურჭელი ესე, რომელსა მიგცემთ, მიიღეთ კურთხეულად და ჩუენ კეთილითა სიტყჳთა განგჳსუენეთ, ვითარმედ არავის გამოუცხადოთ.
19. ხოლო მი-თუ-ესმეს პილატეს, ნუ ზრუნაავთ, ჩუენ ვარწმუნოთ და დავამშჳდოთ გულის-წყრომაჲ მისი.
20. უკუეთუ შემოგჳდგეთ და ნაცილ-ჰყოთ, რაჲ-იგი იხილეთ თუალითა თქუენითა, და ჩუენითა წამებითა ნაცილ იყოს, უკუეთუ ვინმე იტყოდის აღდგომასა ქრისტჱსსა.
21. ხოლო ძილსა შინა დაპყრობისათჳს ჩუენ ვარწმუნოთ მსაჯულსა მას და ვჰრქუათ: ერთიერთისასა ჰგონებდეს მღჳძარებასა და მიეძინა ყოველთავე, რამეთუ ღამე ყოველ უძილ იყვნეს;
22. მსთუად განთიადსა მას ცისკარს ოდენ უზრუნველ იყვნეს, ვითარმედ: აწ დაგჳცავს მკუდარი ესე, და უდებ იქმნნეს მპარავთა მათთჳს.
23. ხოლო ერისაგანნი იგი ანგაჰრნი და ნაყროვანნი, ძჳრის მკრებელნი და მომხუეჭელნი, წყეულნი და მოსისხლენი, ანგაჰრებითა და ნაყროვანებითა დაემორჩილნეს განცრუვებად ჭეშმარიტისა მის საქმისა,
24. რომელი იხილეს, და წარწყმიდეს არარაჲთა დიდი იგი მადლი, რომელ შეემთხჳა მათ, და წარსავალითა ჭურჭლითა განჴდეს ცხოვრებისაგან, რომელ არა წარსავალ იყო.
25. უკუეთუმცა ჰრწმენა ხილვაჲ ანგელოზისაჲ მის და აღდგომაჲ იგი უფლისაჲ, საღუაწი ჴორცთა მათთაჲმცა არა აკლდა და სასყიდელი მახარებელთაჲმცა მიეღო.
26. ხოლო მათ ჭურჭლისა მისთჳს ნაცილ-ყვეს ძრვაჲ იგი, რომელ იხილეს, და ხილვაჲ ანგელოზისაჲ მის, რომელ ეჩუენა.
27. და ღათუ მცველთა მათ ჭურჭლისა მისთჳს განთქუეს ჰამბავი შორის ჰურიათა მათ, ვითარმედ მოწაფეთა მისთა წარიპარეს, ხოლო მ~რმ,
28. რამეთუ მასვე ჟამსა მუნვე მეორედ მივიდა მოწაფეთა მათ თანა და ჰრქუა: არა ხოლო თუ აღდგა, რომელი-იგი მცველთა მათცა მიუთხრეს მღდელთ-მოძღუართა მათ, არამედ აღ-ცა-დგა და აღ-ცა-მაღლებად არს.
29. და ვიდრე-იგი იტყოდაღა, მოვიდეს და მოიწინეს მოყუასნი მისნი, რომელთა შემთხუეულ იყო უფალი.
30. და უთხრობდეს მოწაფეთა მათ, ვითარმედ: ნანდჳლვე აღდგა უფალი და ჩუენ ვიხილეთ.
31. და ვიდრე იგინი იტყოდესღა ამას, მოიწინეს კლეოპაეთნი და ახარეს მოწაფეთა მათ, ვითარმედ: ვიხილეთ უფალი და გამოგჳთარგმანა ჩუენ ყოველთა წიგნთაგან აღდგომისა მისისათჳს, ვიდრე-იგი მივიდოდეთ ევმაუზდ ქალაქად.
32. და ვიდრე-იგი იხარებდეს, მიიღეს სახარებაჲ ათერთმეტთაგანცა, ვითარმედ: ნანდჳლვე აღდგა უფალი და ეჩუენა პეტრეს, და ვითარ-იგი უთხრობდეს კლეოპაეთნი ყოველსა მას, რასაცა ეტყოდა მგზავრ, და აჰა უფალი თჳთ გამოეცხადა მოციქულთა და ჰრქუა: მშჳდობაჲ თქუენ თანა!
33. და რამეთუ კართა ჴშულთა შევიდა და მოწაფენი იგი შესულებულ იყვნეს შიშისათჳს ჰურიათაჲსა, ჰგონებდეს, ვითარმედ საუცარ რაჲმე ეჩუენა.
34. ხოლო მან გულისხმა-ყვნა ზრახვანი მათნი და ჰრქუა: რაჲსა ეგოდენ შეძრწუნებულ ხართ ჰურიათა მათგან?
35. ანუ ჩემთჳს რაჲსა პირად-პირადნი ზრახვანი მოვლენან გულთა თქუენთა და ორგულებთ?
36. და უჩუენნა მათ ჴორცნი იგი და წყლული იგი სამშჭუალთაჲ მათ და გუერდთაჲ. ხოლო იგინი ორგულებდესღა.
37. მაშინღა გამოეცხადა და ყოვლადვე მათ და მოითხოვა პური და ჭამა წინაშე მათსა და იწყო მერმე სწავლად მათა და ჰრქუა, ვითარმედ: სულნი საძიებელ არიან.
38. ვითარ-ეგე მე თქუენ გამომცადეთ და მიხილეთ და არცა ჴორციელებისა შედგეს, ვითარცა ჴორცთა მათ თანა დამორჩილებულ არს მსგავსად თქუენთა მაგათ ჴორცთა.
39. და ვითარცა გულისხმა-უყო ყოველივე საქმითურთ, იწყო მიერითგან სწავლად სიტყჳთა ყოველივე, რაჲ წერილ არს მისთჳს წიგნთა შინა წმიდათა.
40. ვითარცა იხილნეს წყლულნი იგი ჴორცთა მისთანი და გულისხმა-ყვნეს ძლიერებანი იგი სიტყუათანი მით ყოვლითა, რომელი იხილეს თუალითა, განეხუნეს გონებანი მათნი და გულისხმა-ყვნეს იგავნი წიგნთანი.
41. ამას დღესა, რომელსა აღდგა მხოლოდ შობილი ძჱ ღმრთისაჲ, მოჰფინა სული წმიდაჲ მოწაფეთა თჳსთა ზედა, და ჰრწმენა მისი მოციქულთა მათ.
42. რამეთუ აღდგომაჲ იგი რომელ იქადაგა ანგელოზთაგან და უნდა, რაჲთამცა ნაცილ-ყვეს მცველთა მათ, გარდამოჴდა სული წმიდაჲ და დაემკჳდრა მოწაფეთა თანა,
43. რაჲთა მიმოდადვან ძლიერებითა და სასწაულებითა შორის წარმართთა აღდგომისათჳს, რომელ აცილობდეს ჰურიანი იგი, და მისა, რომელი-იგი მოვიდა ჯუარ ცუმად და აჩუენა სიყუარული ჩუენ ზედა.
44. და შთაჴდა ჯოჯოხეთა მრავლისა მის წყალობისათჳს, რომელ აქუნდა ჩუენდა მომართ.
45. და განცხოველდა და აღდგა და გამოწერა სახჱ აღდგომისა ჩუენისაჲ მის თანა მღჳძარეთაგან უკუდავთა და ყოველთაგან, რომელნი წარჴდეს და წარსლვად არიან, და მათგან,
46. რომელნი დაშთომად არიან ცხოველნი მოსლვასა მას მისა და მამისასა, რომელმან მოავლინა იგი, და წმიდასა სულსა დიდებაჲ და პატივი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი