მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"სინური მრავალთავი"

 

თხზულება ოცდამერვე

 

1. თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა კჳრილე მთავარეპისკოპოსისაჲ ი˜ჱრუსალემელისაჲ. აღდგომისათჳს მკუდრეთით უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა
2. იხარებდ, იერუსალემ, და შემოკერბით ყოველნი მოყუარენი იესუჲსნი, რამეთუ აღდგომილ არს მკუდრეთით.
3. გიხაროდენ ყოველთა, რომელნი-ეგე პირველ იგლოვდით, რ~ლთა-იგი ჰურიათა კადრებაჲ გესმოდა და უშჯულოებაჲ იგი მათი, რამეთუ რომელი-იგი იგინა მათგან, კუალად აღდგა აქა და ვითარცა-იგი ჯ˜რცმისა მისისათჳს სმენაჲ მწუხარებით იყო, ეგრეცა აღდგომისა ხარებაჲ.
4. ახარებდინ კრებულსა ამას: გარდაიქეცინ გლოვაჲ თქუენი სიხარულად და მწუხარებანი იგი – მხიარულებად.
5. და აღივსნენ სიხარულითა და გალობითა პირნი ჩუენნი მისთჳს, რომელმან-იგი თქუა შემდგომად აღდგომისა: გიხაროდენ, რამეთუ ვიცი ქრისტჱს მოყუარეთაჲ მათ პირველ დღეთა ამათ მწუხარებაჲ,
6. რამეთუ სიტყუაჲ იგი შესხმისაჲ სიკუდილისათჳს იყო და საფლავისაჲ, ხოლო აღდგომაჲ არღა ხარებულ იყო და მოელოდა გონებაჲ მათი სმენად სასურველსა მას.
7. ხოლო აწ აღდგომილ არს მკუდარი იგი და მკუდართა თანა თავისუფალი და მკუდართა განმათავისუფლებელი.
8. რომელმან-იგი შეურაცხებით და მოთმინებით გჳრგჳნი ეკლისაჲ თავს-იდვა, ესე აღდგა და სიკუდილისა ძლევისა შარავანდნი შეიბნა.
9. და ვითარცა-იგი ჯ~რცმისა მისისათჳს წამებასა მას შოვრით მოვიღებდით, ეგრეცა აწ ისმინე აღდგომისათჳს, და წამებანი იგი სარწმუნო ვყვნეთ.
10. რამეთუ ამან საკითხავმან მოციქულთამან თქუა, რამეთუ: აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა წერილ არს;
11. და რამეთუ აწ მოციქულმან ამან მოწამებისამან გზასა მოგუასწავა, უმჯობჱს არს ჩუენდა გულისხმის-ყოფად ჩუენისა მის ცხოვრებისა სასოებისათჳს და პირველად რაჲთა ვისწაოთ,
12. უკუეთუ საღმრთონი წიგნნი გჳთხრობენ ჩუენ ჟამსა მას აღდგომისასა: ზაფხულის-მეა, ანუ ხილისა მოკლებასა იყოს, ანუ ზამთრისა შემდგომად?
13. ანუ რომლით ადგილით მაცხოვარი აღდგეს?
14. ანუ რომელი სახელი განკჳრვებულთა მათ მიერ წინაწარმეტყუელთა სახელ-დებულ არს?
15. დედანი იგი, რომელ ეძიებდეს და არა პოვეს, და მერმე პოვეს და უხაროდა, რაჲთა, რაჟამს სახარებანი აღმოიკითხვებოდიან, არა ნაცილ და ზღაპარ საგონებელ იყვნენ წმიდათა სახარებათა თხრობანი.
16. და რამეთუ დაეფლა მაცხოვარი, გასმიეს განცხადებულად პირველსა მას თქუმულსა, რამეთუ ესაია იტყჳს: იყოს მშჳდობით საფლავი მისი, რამეთუ მშჳდობა-ყო ცასა და ქუეყანასა და ცოდვილნი წარუდგინნა და დააგნა ღმერთსა.
17. რამეთუ იტყჳს: პირისაგან სიცრუვისა აღებულ არს სამართალი.
18. და იყოს მშჳდობით საფლავი მისი, და მივსცნე უკეთურნი დაფლვისა მისისა წილ.
19. და მერმე წინაწარმეტყუელებს იაკობ და იტყჳს წიგნსა შინა: მიწოლით დაიძინა ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, და ვინ-მე განაღჳძოს იგი?
20. და მეფსალმუნჱ იტყჳს, ვითარცა გასმიეს მრავალ გზის: და მიწად სიკუდილისად დამჴადეს მე.
21. და ადგილიცა იგი გჳსწავიეს, რომელ-იგი თქჳს: მიხჳდეთ მყარსა მას კლდესა, რომლისაგან გამოიკუეთენით.
22. აწ უკუეთუ აღდგომისა მისისათჳს შემდგომითი შემდგომად შოვა წარმომიდგინებს ჩუენ წამებათა და იტყჳს მეათრვამეტესა ფსალმუნსა: ჭირისათჳს გლახაკთაჲსა და სულ-თქუმისათჳს დავრდომილთაჲსა აწ აღვდგე, იტყჳს უფალი.
23. არამედ ესე სიტყუაჲ ვიეთთამე მიმართ ვერ სარწმუნო არს, რამეთუ, ვინ უწყის, აღ-ვინმე-დგის რისხვისათჳს, რაჲთა მიიღოს ძლევაჲ შურის-გებისაჲ მტერთა თჳსთაგან.
24. მოვედ მერმე მეათხუთმეტესა სალმუნსა, რომელი იტყჳს: მიცევ მე, ღმერთო, რამეთუ შენ გესავ, და უგანცხადებულჱსად და შემდგომითი შემდგომად გულისხმა-ჰყოფდ: არა შევკრიბო კრებულები მათი მოსისხლეთაგან, არცა მოვიჴსენო სახელები მათი ბაგითა ჩემითა.
25. ამისთჳს „არა შევკრიბო კრებულები მათი“, რამეთუ მე დამიტევეს და მეუფედ თავისა მათისა ირჩიეს კეისარი.
26. და შემდგომად იტყჳს: წინაჲსწარ ვხედევთ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა.
27. და კუალად თქუა: ღამემდე უმეტჱს განმსწავლეს მე თირკუმელთა ჩემთა, და მერმე განცხადებულად: რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსაჴრწნელი.
28. არა თუ ეგრე თქუა, ვითარმედ: „არა სცე სიკუდილი“, – რამეთუ მოსიკუდიდ იყო, – არამედ „განსაჴრწნელი არა იხილო“, რამეთუ სიკუდილსა შინა არა დაჰშთე.
29. მაუწყენ მე, უფალო, გზანი შენნი ცხოვრებისანი და აღმავსე მე სიხარულითა პირისა შენისაჲთა.
30. და აჰა, ესერა, განცხადებულად სიკუდილისა შემდგომად ცხოვრებაჲ იქადაგების.
31. უფალო, აღმოიყვანე ჯოჯოხეთით სული ჩემი.
32. მუნ იტყჳს: „არა დაუტეო“, წინაწარმეტყუელებს, და აქა იტყჳს რომელი-იგი ყოფილ არს ვითარცა ყოფადსა, რამეთუ თქჳს: აღმომიყვანე მე, მიჴსენ მე მათგან, რომელნი შთავლენან მღჳმესა.
33. აწ რომელსამე ჟამსა ყოფად არს საქმჱ ესე?
34. – მწუხრი განისუენოს ტირილმან და ცისკარს იყოს სიხარული.
35. მწუხრი იყო მოწაფეთა გლოვაჲ და ცისკარს – სიხარული იგი აღდგომისაჲ.
36. და უკუეთუ გნებავს ადგილისა მისცა უწყებად, იტყჳს ქებათასა: მტილად ნიგუზოვანთასა შევედ, რამეთუ მტილი იყო, სადა-იგი ჯუარს-აცუეს.
37. და ღათუ აწ უმეტჱს სამეუფოჲთა ნიჭითა აღშჱნებულ არს, არამედ პირველ მტილი იყო და სახჱ მისი ჰგიესღა და ნეშტი მისი ჩას.
38. იტყჳს: მტილი დაჴშული და წყაროჲ დაბეჭდული.
39. ჰურიათაგან დაჴშვასა მას იტყჳს, ვითარმედ: მოვიჴსენეთ, რამეთუ მაცთურმან მან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ: მესამესა დღესა აღვდგეო, აწ ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი.
40. და იტყჳს: და დაჰბეჭდეს ლოდსა მას დასითურთ, რომელთა მიმართ იტყჳჳს.
41. და განსუენებად იკითხავ: ხოლო ვინ არს „წყაროჲ დაბეჭდული“ ანუ ვინ ითარგმანების „წყაროდ ჯურღმულისა წყლისა ცხოველისა“?
42. – არამედ მაცხოვარი არს, რომლისათჳს წერილ არს, რამეთუ: შენგან არს წყაროჲ ცხოვრებისაჲ, და ნათლითა შენითა ვიხილეთ ჩუენ ნათელი.
43. არამედ ისმინე, რასა ეტყჳს სოფონია მწ~ფეთა პირისაგან ქრისტჱსისა: განემზადე, აღიმსთუე, რამეთუ განირყუნა ყოველი საყურძენი მათი – ჩას, რამეთუ ჰურიათაჲ, რომელთა თანა არა დაშთა ტევანიცა ერთი ცხოვრებისაჲ, არამედ არცაღა რქაჲ, რამეთუ მოიკაფოს ვენაჴი მათი.
44. აწ ისმინე, ვითარ-იგი ეტყჳს მ~წფეთა: „განემზადე, აღიმსთუვე“, მსთუად მოელოდე აღდგომასა და მერმე იტყჳს: განირყუნა ყოველი საყურძენი მათი.
45. და შემდგომად მისავე მსგავსად წერილისა ქუემორე იტყჳს: ამისთჳს დამითმე მე, იტყჳს უფალი, დღედმდე აღდგომისა ჩემისა საწამებელად.
46. გხედავა, რამეთუ ადგილიცა იგი აღდგომისაჲ წინაჲსწარ იხილა წინაწარმეტყუელმან, რომელსა საწამებელ ჰრქჳან.
47. რომლისათჳს-მე სიტყჳსა არა მსგავსად სხუათა ეკლესიათა სახელი წოდებულ არს გოლგოთისა მას ადგილსა და აღდგომისასა?
48. – არამედ საწამებელად წინაწარმეტყუელისა მისგან, რომელ-იგი თქუა: „დღედმდე აღდგომისა ჩემისა საწამებელად“, ესე იგი არს მარტჳრიონი ეკლესიაჲ.
49. და ვინ არს ესე, ანუ რაჲ არს ესე სასწაული აღდგომისაჲ მკუდრეთით?
50. – არამედ განცხადებულად მუნვე შემდგომად საწინაწარმეტყუელოჲ წიგნი იტყჳს, ვითარმედ: მაშინ მოვაქცინე ერთა მიმართ ენანი.
51. რამეთუ შემდგომად აღდგომისა წარავლინებდა მოციქულთა სული წმიდაჲ;
52. მოეცა მადლი ენათაჲ, რაჲთა ჰმონებდენ უფალსა უღელსა ქუეშე ერთსა.
53. და სხუაჲცა შეტყუებაჲ მასვე წინაწარმეტყუელსა წერილ არს: მონებად უფლისა უღელსა ქუეშე ერთსა: წიაღ მდინარეთა გამომართუან მე ძღუენი.
54. იცი სამე წერილი იგი საქმესა შინა მოციქულთასა, რომელ მოვიდა ჰინდოჲ ერთი საჭურისი წიაღ მდინარეთა მათგან.
55. რაჟამს უკუე აწ ჟამსა ამას და ადგილსა განჩინებასა იტყჳან და შემდგომად აღდგომისა სასწაულსა ამას გჳთხრობენ წიგნნი, ამიერითგან მორწმუნე იქმენ აღდგომისათჳს და ნუვინ შეგძრავნ შენ აღსარებისაგან ქრისტჱსისა, რომელი-იგი მკუდრეთით აღდგომილ არს.
56. მიიღე სხუაჲცა წამებაჲ, ვითარ-იგი სოფონიასა შინა სულითა წმიდითა ქრისტე იტყჳს წინაწარმეტყუელისა მიერ, რამეთუ თავადი რომელი-იგი იტყოდა, უკუანაჲსკნელ თჳთ იგი მოვიდა: უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო, დღისი ჴმა-ვყავ და ღამჱ წინაშე შენსა.
57. და მცირედრე შემდგომად იტყჳს: ვიქმენ მე ვითარცა კაცი შეუწევნელი, მკუდართა თანა თავისუფალ.
58. არა ესრე თქუა, ვითარმედ „ვიყავ მე ვითარცა კაცი შეუწევნელი“.
59. და რამეთუ არა ჯუარს-ეცუა უნებლიაჲთ, არამედ ნეფსით, არცაღა უძლურებით, რამეთუ ნეფსით იყო სიკუდილი.
60. შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღჳმესა.
61. და რომელი არს სასწაული ამისი?
62. – განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, რამეთუ ივლტოდეს მოწაფენი, მკუდართათჳს ნუ ჰყოა საკჳრველი?
63. და ამისა შემდგომად იტყჳს: მე შენდამი, უფალო, ღაღატ-ვყავ და ცისკარსა ლოცვანი ჩემნი მიგეწიფნეს შენ.
64. აწ ხედავა, ვითარ-იგი წინაწარმეტყუელნი აუწყებენ ჟამსა მას დღისა ვნებისასა და აღდგომისასა!
65. და ვინაჲ-იგი აღდგა მაცხოვარი, იტყჳს ქებათასა შინა: აღდეგ და მოვედ, მოყუასო ჩემო.
66. და ამისა შემდგომად იტყჳს: საფლავისაგან კლდისა.
67. „საფარველი კლდისაჲ“ თქუა, რომელ-იგი ცხოვრებისა მის საფლავისაჲ იყო საფარველ მისვე კლდისაგან, ვითარცა-იგი არს ჩუეულებად ყოფად აქა წინაშე საფლავთა გამოთლილთა.
68. ხოლო აწ არღარა ჩას, რამეთუ მოიკოდა წინა-საფარველი იგი საფლავისაჲ მის აწინდელისა მის შემკულებისა, რამეთუ პირველ სამეუფოჲსა მის პატივის-ცემითა და განშუენებითა ამის საფლავისა საფარველი იყო წინაშე კლდესა მას.
69. არამედ სად-მე იყო კლდჱ იგი, რომელსა აქუნდა წინაშე საფარველი?
70. შოვა-მე ქალაქსა იყოა, ანუ ზღუდედ გარე და ზღუდით კერძო?
71. და ვითარ-იგი პირველსა მას ზღუდესა არს, ანუ უკუანაჲსკნელ შჱნებულსა წინაშე ზღუდესა, აწ იტყჳს ქებათასა შინა: საფარველსა კლდისასა მახლობელად ზღუდის ზღუდესა.
72. ანუ რომელსა ჟამსა აღდგეს ქრისტე მაცხოვარი: ზაფხულისა ჟამსა ანუ სხუასა ჟამსა?
73. მასვე ქებათასა ზემო კერძო წერილ არს და მეყსეულად იტყჳს, ვითარმედ: ზამთარი წარჴდა და წარვიდა თჳსაგან, ყუავილი გამოჩნდა და ჟამი სხლვად ვენაჴთა მოიწია.
74. აწ რაჲ-მე ყუავილითა სავსე არს ქუეყანაჲ და სხლვენ ვენაჴთა.
75. აწ იხილე, ვითარ-იგი განცხადებულად ზამთრისა წარსლვაჲ, თქუეს წინაწარმეტყუელთა: მიჰრაკნისა მას თუესა მოწევნითგან ზაფხული არნ;
76. მერმე რამეთუ ამას თუესა ებრაელებრ ნისან სახელ-ედების, რომელსა-იგი დღესასწაული ვნებისაჲ მის აღესრულების, სახჱ იყო, არამედ ჭეშმარიტ არს.
77. ესევე ჟამი არს სოფლის შესაქმისაჲ, რამეთუ მაშინ თქუა ღმერთმან: გამოიღენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ თესლად-თესლადისაჲ მის თესლისაჲ, ვითარცა-ესე ხედავ, რამეთუ ყოველი თესლი გამოჯეჯლოვის.
78. და ვითარცა-იგი მაშინ შექმნა ღმერთმან მზჱ და მთოვარჱ და დღჱ განზოგებულად და მიჰმადლა მათ სრბაჲ, ეგრეცა უწინარჱ მცირედთა დღეთა ამათ დღჱ განზოგებისაჲ იყო ჟამი.
79. მაშინ თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატად ჩუენდა და მსგავსად.
80. და „ხატებაჲ“ იგი მოიღო, ხოლო „მსგავსებაჲ“ იგი დააბნელა ურჩებითა მით;
81. და რომელსა-იგი ჟამსა წარწყმიდა, მასვე ჟამსა აღმართებაჲ იგი იქმნა და გამოვარდა სამოთხით;
82. მასვე ჟამსა ჰრწმენა ავაზაკსა, მორჩილ იქმნა და შევიდა სამოთხედ.
83. მაშინ შეიქმნა ცხოვრებაჲ, ოდესცა „ყუავილი გამოჩნდა ქუეყანასა ზედა და სხლვაჲ მოიწია“.
84. რამეთუ მტილი იყო ადგილი იგი საფლავისაჲ და ვენაჴი იგი, რომელ დაენერგა, ამისათჳს რამეთუ თქუა: მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი.
85. ესე ქუეყანასა ზედა დაენერგა, რაჲთა აღიფხურეს წყევაჲ იგი, რომელ ადამისათჳს იყო, ეკლითა და კუროჲსთავითა დარჩილ იყო ქუყანაჲ.
86. აღმოსცჱნდა ქუეყანით ვენაჴი, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი: არამედ ჭეშმარიტებაჲ ქუეყანით აღმოსცჱნდა და სიმართლჱ ზეცით გამოჩნდა.
87. და აწ რაჲსა-მე იტყოდეს, რომელი-იგი დაფარვად იყო მტილსა მას შინა?
88. მოვისთულე მური ჩემი ნელსაცხებელითურთ ჩემით.
89. და მერმე თქჳს: მური და ალოეჱ ყოველთა თანა სულნელთა.
90. ხოლო ესე – დაფლვისათჳს იტყჳს შებმულად, ვითარცა-იგი სახარებასა იტყჳს: მოვიდეს საფლავსა მას და მოიღეს, რაჲ-იგი დაემზადა საცხებელი.
91. და მოიღო ნიკოდემოს მური და ალოჱ.
92. და მერმე წერილ არს: ვჭამე პური ჩემი თაფლსა ჩემსა თანა.
93. მწარჱ იგი პირველ ვნებისა ჭამა და ტკბილი იგი – შემდგომად აღდგომისა.
94. და აღ-რაჲ-დგა, შევიდა კართა ჴშულთა, არამედ მოწაფეთა არა ჰრწმენა: ეგრე ჰგონებდეს, ვითარმედ საუცარსა რასმე ხედვენ.
95. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ჴელი შემახეთ მე და მიხილეთ, დაასხენით თითნი სახესა მას სამსჭუალთასა, ვითარცა-იგი ეძიებდა თომა.
96. და ვიდრე-იგი არღა ჰრწმენა მათ, სიხარულისა მისგან დაკჳრვებულ იყვნეს, ჰრქუა მათ: გაქუს რაჲა ჭამადი?
97. ხოლო მათ მიუპყრეს თაფლისაგან გოლი.
98. აწ იხილე, ვითარ აღესრულა წერილი იგი, ვითარმედ: ვჭამე პური ჩემი თაფლსა ჩემსა თანა.
99. არამედ შესლვადმდე კართა ჴშულთა ეძიებდეს მჴნენი იგი დედანი სიძესა მას;
100. და მოვიდეს ნეტარნი იგი საფლავსა მას და ეძიებდეს აღდგომილსა მკუდრეთით.
101. და ცრემლნი მათნი სწთოდეს თუალთა მათთაგან.
102. ჯერ-იყო უფროჲსად სიხარული და მხიარულებაჲ აღდგომისათჳს მკუდრეთით.
103. მოვიდა მარიამ ძიებად, ვითარცა იტყჳს სახარებაჲ, და არა პოვა.
104. და ამისა შემდგომად ესმა ანგელოზთაგან, ვითარმედ: აღდგა უფალი.
105. და მერმე იხილა უფალი.
106. წერილ სამე არს ესეცა, რამეთუ იტყჳს ქებასა ქებათასა: საწოლით გამოვეძიებდ, რომელი-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან.
107. და იტყჳს: მოვიდა მარიამ, ვიდრე რიჟუ-რაჟუღა იყო;
108. საწოლით ვეძიებდ ღამჱ, ვეძიებდ მას და არა ვპოვე იგი.
109. და სახარებასა იტყჳს მარიამ: აღიღეს უფალი ჩემი საფლავისაგან, და არა უწყი, სადა დადვეს იგი.
110. ხოლო ანგელოზნი მუნ იყვნეს, რომელნი მას კულად გინებდეს უმეცართა და ეტყოდეს: რაჲსა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა?
111. არა ხოლო თუ იგი აღდგა, არამედ მკუდარნიცა აღმოიყვანნა და აღდგა. ხოლო მარიამს ვერ ეცნობა.
112. იტყჳს ვითარცა პირისაგან მარიამისა ქებაჲ ქებათაჲ ანგელოზთა მათ მიმართ: ნუუკუე სადამე იხილეთ, რომელ-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან?
113. და ვითარცა წარვიდა მათგან, – ესე იგი არს ანგელოზთაგან ორთა, – ვიდრემდე ვპოვო იგი, რომელი შეიყუარა სულმან ჩემმან, შევიპყრა იგი და არა განუტეო იგი.
114. რამეთუ შემდგომად ხილვისა მის ანგლზთ˜ჲ უფალი იესუ მოვიდა, იტყჳს სახარებაჲ: აჰა, იესუ შეემთხჳა მათ და ჰრქუა: გიხაროდენ!
115. ხოლო იგინი მირბიოდეს და შეურდეს ფერჴთა მისთა...
116. შევიპყარ იგი და არა განუტეო იგი.
117. და ღათუ უძლურ იყვნეს დედანი იგი ჴორცითა, არამედ მჴნე იყვნეს გონებითა, წყალმან ვერ დაშრიტის სიყუარული, და არცა მდინარეთა წარრღუნიან იგი.
118. მკუდარსა ეძიებდეს და სასოებაჲ იგი აღდგომისაჲ ვერვე დაშრტა.
119. და მერმე ანგელოზი იგი ეტყჳს მათ: ნუ გეშინინ თქუენ!
120. არა თუ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ერისგანთა მათგან გეშინოდის, არამედ მათ თქუენთჳს ეშინოდენ, რაჲთა გამოცდილებითა მით ისწაონ, წამონ და თქუან: ჭეშმარიტად ესე ძჱ ღმრთისაჲ იყო!
121. ხოლო თქუენდა არა ჯერ-არს შიში, რამეთუ სრულმან სიყუარულმან გარე-წარჰჴადის შიში.
122. წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ აღდგა და შემდგომითი შემდგომად, ვითარცა-იგი წერილ არს.
123. ხოლო დედანი იგი წარვიდეს სიხარულითა და შიშითა.
124. აწ ვიხილოთ ესეცა, თუ წერილ ვიდრემე არს.
125. იტყჳს სალმუნი, რომელი ქრისტჱს ვნებათა მათ მიუთხრობს: ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძწოლით.
126. იხარებდით აღდგომილისა უფლისათჳს მკუდრეთით;
127. „ძწოლაჲ“ იგი ძრვისა მის წილ, რომელი-იგი ელვის სახედ გამოჩნდა.
128. დაჰბეჭდეს საფლავსა მას მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა პილატჱთურთ, ხოლო დედა მათ იხილეს, რომელი-იგი აღდგა.
129. და ესე იცოდა ესაია მღდელთ-მოძღუართაჲ მათ უბადრუკებაჲ და დედათაჲ მათ სიმტკიცჱ სარწმუნოებით და იტყოდა: დედანი ეგე, რომელნი ხილვით მოხუალთ, მოვედით, რამეთუ არა არს ერი ეგე, რომელსა აქუნ გულისხმის-ყოფაჲ.
130. მღდელთ-მოძღუარნი იგი უგულისხმო იქმნნეს, დედანი თჳთმხილველ იქმნნეს.
131. რაჟამს მოვიდეს ერისაგანნი იგი მათა ქალაქად და უთხრეს მათ ყოველი ესე, რაჲცა იქმნა, ჰრქუეს მღდელთ-მოძღუართა მათ: ესრჱთ თქუთ, ვითარმედ: მოწაფენი მისნი ღამჱ მოვიდეს და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩუენ მეძინა.
132. კეთილად ვიდრემე იტყჳს ესაია ვითარცა პირისაგან მათისა, ვითარმედ: მარქუ ჩუენ და მითხარ ჩუენ სხუაჲ ცთუნებაჲ.
133. ხოლო აღდგა, რომელი-იგი აღდგომად იყო.
134. და მათ მისცეს ვეცხლი იგი და არწმუნეს ერისაგანთა მათ, ხოლო აწინდელთა მეფეთა ვერ არწმუნონ.
135. მაშინ ერისაგანთა შინა-განსცეს ჭეშმარიტებაჲ ვეცხლისათჳს, ხოლო აწინდელთა მეფეთა ღმრთის მსახურებითა ვეცხლ-მოძერწულად და ოქრო-კოდილად აღაშჱნნეს ეკლესიანი ესე ქრისტჱს აღდგომისათჳს და ოქროჲსა და ვეცხლისა ჭურჭლითა განაშუენეს.
136. და ღათუ ესმეს ესე მთავარსა მას, ჩუენ ვარწმუნოთ და თქუენ უზრუნველ-გყვნეთ.
137. მათ სამე არწმუნოთ, ხოლო სოფელსა ვერ არწმუნოთ.
138. რაჲსათჳს, რაჟამს პეტრე გამოვიდა საპყრობილით, საშჯელსა მიეცნეს მცველნი იგი?
139. და ეგრევე სახედ მცველნი იგი იესუჲსნი რად არა მიეცნეს საშჯელსა?
140. – არამედ იგი იტანჯნეს ჰეროდჱსგან, რამეთუ სიტყჳს გებაჲ ვერ პოვეს უმეცრებით, ხოლო ამათ ჭეშმარიტი, რომელი იხილეს თქუეს და ესე დამალეს მის ვეცხლისათჳს და მღდელთ-მოძღუართა მათგან განერნეს საშჯელსა.
141. არამედ ჰურიათა ნათესავსა შორის მაშინ სიტყუანი იგი ურწმუნო იქმნნეს, ხოლო ყოველსა სოფელსა ჰრწმენა;
142. და რომელთა დამალეს ჭეშმარიტებაჲ იგი, დაეფარნეს;
143. და რომელთა გამოაცხადნეს იგი, გამოჩნდეს ძალითა მაცხოვრისაჲთა.
144. რამეთუ არა ხოლო თუ იგი აღდგა, არამედ მის თანა მრავალნი მკუდარნი აღადგინნა, ვითარცა წინაწარმეტყუელი ოსე იტყჳს: განმაცხოველნეს ჩუენ ორისა დღისა შემდგომად, მესამესა დღესა აღვდგეთ და ვცხონდეთ წინაშე მისსა.
145. ხოლო არავე არწმუნებენ წიგნნი ურჩთა ჰურიათა და რამეთუ დაივიწყნეს ყოველნი წერილნი და აცილობენ აღდგომასა მაცხოვრისასა, კეთილ არს მათა ესრჱთ სიტყჳს-გებად:
146. რომლისათჳს ბრალისა ელიაჲსსა და ელისჱსსა მკუდრისა აღდგინებასა იტყჳთ და მაცხოვრისა ჩუენისასა აცილობთ აღდგომასა?
147. რამეთუ აწ არავინ არს მაშინდელთა მათგანი მოწამჱ ცოცხალ, რომელსა ეგე იტყჳთ თქუენცა, უკუეთუ წარმოადგინნეთ მოწამენი მაშინდელთა მათთჳს საქმეთა, უკუეთუ იგი წერილ არს, ესეცა წერილ არს.
148. რაჲსათჳს რომელსამე შეიწყნარებთ და რომელსამე განაგდებთ?
149. ებრაელთაჲ დაწერილი იგი და მოციქულნიცა ყოველნი ებრაელნივე იყვნეს.
150. აწ რაჲსათჳს ებრაელთაჲ მათ არა გრწამს?
151. მათე, რომელმან დაწერა სახარებაჲ, ებრაელითა ენითა დაწერა;
152. და პავლე ქადაგი ებრაელი იყო, ეფრაელთაგანი;
153. და მე[რმე] კუალად აქა იერუსალემს ათხუთმეტნი ეპისკოპოსნი შემდგომითი შემდგომად ებრაელნი დადგეს.
154. აწ რომლისა ბრალისათჳს თქუენსა მას შეიწყნარებთ და ჩუენსა განაგდებთ?
155. და ესე თქუენთა ებრაელთაგან დაწერილი არს!
156. არამედ თქუას ვინმე ესე: შესაძლებელ არს რწმუნებად მკუდართა?
157. და რამეთუ აღადგინა მკუდარი ელისე ორგზის: ცოცხალმან და მკუდარმან.
158. გურწამს ჩუენცა, რამეთუ ელისეს მკუდარსა ზედა მკუდარი სხუაჲ შეაგდეს, და შეეხო მას და აღდგა, და იგი აღმადგინებელი ეგრევე მკუდარი ეგო.
159. ხოლო აქა იესუ მკუდრეთით აღდგა და სხუანი მრავალნი მკუდარნი, რომელნი არა შეეხნეს მას, აღადგინნა,
160. რამეთუ მრავალნი გუამნი შესუენებულთანი აღდგეს და გამოვიდეს საფლავთაგან შემდგომად აღდგომისა მისისა და შევიდეს წმიდასა ქალაქსა – ჩას, რამეთუ იერუსალემსა – და ეჩუენნეს მრავალთა.
161. აღადგინა ელისე მკუდარი, არამედ სოფელი ვერ დაიპყრა;
162. აღადგინა ელიაცა მკუდარი, არამედ არა სახელითა ელიაჲსათა ეშმაკნი იდევნებოდეს.
163. არა თუ ძჳრსა ვიტყჳ წინაწარმეტყუელთათჳს, არამედ უფალსა მათსა უმეტჱსად ვადიდებთ.
164. არცაღა მათსა ვსძაგებთ და ჩუენსა მას განვაკეთებთ, რამეთუ იგინიცა ჩ~ნვე არიან, არამედ მათითა მით ჩუენისა მას სარწმუნო ვჰყოფთ.
165. მერმე კუალად იტყჳან, ვ~დ: ახლოდ მომკუდარი იგი მაშინ ცხოველისა მისგან აღდგა;
166. აწ მიჩუენეთ ჩუენ, ვითარ შესაძლებელ არს მკუდრისა მის მესამესა დღესა აღდგომაჲ?
167. ხოლო ვეძიებთ ესევითარისათჳს წამებასა.
168. და მეწამების ჩუენ ამისთჳს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე სახარებასა შინა და იტყჳს: და იყოს, ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამჱ, ეგრჱთ იყოს ძჱ კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე.
169. გამო-რაჲ-ვიწულილოთ ჩუენ იონაჲსთჳს მითხრობაჲ საქმეთა მათთაგან: იესუ მოივლინა მამისაგან სინანულისა ქადაგებად, და იონაცა მიივლინა სინანულისა ქადაგებად ნინევედ;
170. ხოლო იონა ივლტოდა და არა უწყოდა, რაჲ ყოფად იყო, ხოლო იესუ ნეფსით მოვიდა და მოსცა სინანული იგი ცხოვრებისაჲ;
171. იონას ეძინა ნავსა შინა და ხურინვიდა, და ზღუაჲ იგი განრისხნებოდა...
172. რაჲთა საცნაურ იყოს მისა შემდგომად ძალი იგი მისი მძინარისაჲ.
173. მას ეტყჳს: რაჲსა სძე და ხურინავ?
174. აღდეგი და ევედრებოდე ღმერთსა შენსა, გინც ხოლო თუ განმარინნეს ჩუენ.
175. ხოლო აქა ეტყჳან იესუს: უფალო, მიჴსნენ ჩუენ!
176. ხოლო იონა ეტყჳს: აღმიღეთ და შთამაგდეთ მე ზღუასა მაგას, და დასცხრეს ზღუაჲ ეგე თქუენ ზედა, ხოლო თავადი თჳთ შეჰრისხნა ქართა მათ და ზღუასა და იქმნა დაყუდება დიდ;
177. იგი შევიდა მუცელსა ვეშაპისასა, ხოლო ესე ნეფსით შევიდა საცნაურსა მას ვეშაპსა – სიკუდილისა მუცელსა;
178. ნეფსით შევიდა, რაჲთა წარმოსთხინნეს, რომელნი შთაენთქნეს, ვითარცა წერილ არს: ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა და სიკუდილისათა ვიჴსნენით.
179. და აწ მასვე სიტყუასა მოვიდეთ და ვიხილოთ, თუ რომელი არს უძნელჱს: კაცისა დაფლულისაჲ ქუეყანით აღდგომაჲ, ანუ კაცისაჲ მუცელსა ვეშაპისასა და ეგოდენსა მჴურვალებასა მჴეცისასა შესლვაჲ და არა დალპოლვაჲ?
180. ვინ-მე არა იცის კაცთაგანმან, რამეთუ ესოდენ არს მჴურვალებაჲ მუცლისაჲ, ვითარმედ ძუალიცა შთანთქმული და-ვე-დნის.
181. ვითარ უკუე იონა სამ დღე იყო მუცელსა ვეშაპისასა და არა დალპა?
182. ანუ ვითარ რომელი-იგი ბუნებისა მის ყოველთა კაცთაგანისაჲ იყო, რომელნი თჳნიერად ამის აერისა ვერ შემძლებელ ვართ ცხოვრებად, და იგი თჳნიერ აერისა ამის სულ-უკმოუღებელად ცხონდა?
183. არამედ სიტყუას-გჳგებენ ჰურიანი და იტყჳან, ვითარმედ: თანა-შთაჰყვა იონას ძალი ღმრთისაჲ.
184. და აწ მონასა თჳსსა შთააყვანებს ძალსა და მოსცემს ცხოვრებასა უფალი, და იგი თჳთ თავადი თავსა თჳსსა ვერ შემძლებელ არსა მასვე მოცემად?
185. უკუე იგი სარწმუნო არს, ესეცა სარწმუნო არს;
186. და თუ ესე არა სარწმუნო არს, იგიცა არავე სარწმუნო არს.
187. ხოლო ჩემდა ორივე ესე სარწმუნო არს: მრწამს, რამეთუ იონაცა დაიცვა, რამეთუ ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ.
188. და ესეცა მრწამს, რამეთუ ქრისტჱ მკუდრეთით აღდგა.
189. და მრავალი წამებაჲ მაქუს მისთჳს საღმრთოთაგან წიგნთა ვიდრე დღენდელად დღედმდე საქმეთა მათგან მის მკუდრეთით აღდგომილისათა: რომელი-იგი მარტოდ შთაჴდა ჯოჯოხეთა და მრავალთა თანა აღმოვიდა:
190. რამეთუ შთავიდა სიკუდილდ და მრავალნი გუამნი შესუენებულთა წმიდათანი თანა-აღადგინნა;
191. განჰკრთა სიკუდილი, რაჟამს იხილა ახალი ვინმე და უცხოჲ შთასლვად ჯოჯოხეთა და საკრველითა თჳსითა ვერ დააყენა.
192. რაჲსათჳს, ჵ მეკარენო ჯოჯოხეთისანო, ესე იხილეთ და შესძრწუნდით?
193. ვინ არს ეგე, რამეთუ შეგიპყრნა უჩუეველმან შიშმან?
194. შეძრწუნდა სიკუდილი და სივლტოლასა შიში იგი ამხილებდა.
195. მორბიოდეს მისა წმიდანი წინაწარმეტყუელნი: მოსე შჯულის მდებელი, აბრაჰამ, ისაკ და იაკობ, დავით და სამოველ და ესაია და იოვანე ნათლის-მცემელი, რომელი იტყოდა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა ვის მოველოდით?
196. იჴსენებოდეს ყოველნივე მართალნი, რომელნი შთაენთქნეს სიკუდილსა, რამეთუ შეჰგვანდა ქადაგებულსა მას მეუფესა ჴსნაჲ, კეთილთაჲ მათ ქადაგთაჲ.
197. და მაშინ თითოეულად წმიდანი იგი იტყოდეს: სადა არს, სიკუდილო, ძლევაჲ შენი?
198. ანუ, ჯოჯოხეთო, საწერტელი შენი?
199. რამეთუ მიჴსნნა ჩუენ ძლევის მყოფელმან.
200. ამასვე სახესა მჴსნელისა ჩუენისასა აღასრულებდა იონა წინაწარმეტყუელი მუცელსა შინა ჯოჯოხეთისასა.
201. გესმა ჴმაჲ ჩემი: „და იყო იგი მუცელსა ვეშაპისასა“.
202. და ღათუ მუცელსა ვეშაპისასა, ჯოჯოხეთსვე შიდა იტყჳს თავსა თჳსსა, რამეთუ სახჱ იყო ქრისტჱსი, რომელსა-იგი ეგულებოდა შთასლვად ჯოჯოხეთა.
203. და მცირედრე შემდგომად იტყჳს და უბრწყინვალჱ სად წინაწარმეტყუელებს, რამეთუ: შთაჴდა თავი ჩემი ნაპრალსა მთათასა.
204. და აწ მუცელსა რაჲმე ვეშაპისასა ხარ;
205. რომელნი მთანი არიან გარემოჲს შენსა?
206. და იტყჳს: რამეთუ სახჱ მაქუს მე, რომელი-იგი გამოკოდილსა კლდისასა დადებად არს.
207. ზღუასა შინა იყო იონა და იტყჳს: შთავჴედი მე ქუეყანად, რამეთუ სახჱ აქუნდა ქრისტჱსი, რომელი-იგი შთაჴდა გულსა ქუეყანისასა.
208. და წინაწარმეტყუელი ჰხედვიდა ჰურიათასა მას, რომელთა-იგი დააჯერეს ერისაგანთა მათ ტყუვილით და იტყოდეს: ესრჱთ თქუთ, ვითარმედ: წარიპარეს იგი.
209. მცველთა მათ, ამაოთა და ცრუთა, მწყალობელი მათი დაუტევეს: რამეთუ მოვიდა მწყალობელი იგი, ჯუარს-ეცუა და აღდგა და მისცნა სისხლნი თჳსნი პატიოსანნი ჰურიათათჳს და წარმართთა;
210. და იგინი იტყოდეს: „ესრჱთ თქუთ: წარიპარეს იგი“.
211. მცველნი იგი იტყოდეს ამაოსა და ცრუსა.
212. და აღდგომისათჳს ესაია ესრე იტყჳს: რომელმან აღმოიყვანა ქუეყანით მწყემსი იგი ცხოვართაჲ.
213. და ამას თანა შესძინა, ვითარმედ „მწყემსი დიდი“, და არა წინაჲსწარ ყოფილთაჲ მათ მწყემსთაჲ საგონებელ იყო.
214. და აწ რამეთუ გუქონან ჩუენ წინაწარმეტყუელნი, სარწმუნოებაჲ ჩუენ შორის იყავნ, და დაეცნედ, რომელნი დაეცემიან უმეცრებით, რამეთუ ჰნებავს.
215. ხოლო შენ ზედა-სდგა კლდესა სარწმუნოებისასა აღდგომისათჳს.
216. ნუუკუე მწვალებელმან ვინმე გაცთუნოს გმობად აღდგომისა.
217. რამეთუ დღენდელად დღედმდე მანიქეოზნი იტყჳან, ვითარმედ საუცრად და არა ჭეშმარიტად იყო აღდგომაჲ მაცხოვრისა ჩუენისააო.
218. არა ისმინეს პავლჱსი, რომელი-იგი მისწერს: რომელი-იგი იყო თესლისაგან დავითისა ჴორციელად.
219. და ამისა შემდგომად იტყჳს: აღდგომითა მით მკუდრეთით უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა.
220. და მერმე კუალად განცხადებულად იტყჳს: უკუეთუ ქრისტჱ არა აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ესე ჩუენი და ცუდად არს სარწმუნოებაჲ თქუენი, და ვიპოვენით ცრუ მოწამე ღმრთისა,
221. რამეთუ ვწამეთ ღმრთისათჳს, ვითარმედ აღადგინა ქრისტჱ, რომელი არა აღადგინაო, უკუეთუ მკუდარნი არა აღდგენ.
222. არამედ შემდგომად მისა იტყჳს, ვითარმედ: აწ ქრისტჱ აღდგომილ არს, პირველი იგი ნაყოფი შესუენებულთაჲ, და ეჩუენა კეფას და მერმე ათერთმეტთა მათ.
223. უკუეთუ ერთისა მოწმისაჲ არა გრწამს, ხუთთაჲ მათ გრწმენინ!
224. მერმე კუალად იაკობს, ძმასა მას თჳსსა, ხოლო ეპისკოპოსსა პირველ ამის ქალაქისასა ესოდენთა ეპისკოპოსთა პირველ-სახჱმან იხილა ქრისტჱ აღდგომილი და შენცა, მოწაფჱ იგი მისი, ნუ ურწმუნო იქმნები.
225. არამედ ვინ უწყის, თქუას ვინმე: თჳსიბოთ ეწამების იაკობიო?
226. – არამედ მეჩუენა მე, პავლეს მტერსა.
227. აწ ვითარ აცილობთ მტერისა მიერ წამებისა ქადაგებასა?
228. რომელი პირველ მდევარ ვიყავ, აწ ვახარებ აღდგომასა.
229. აწ მოწამე არიან აღდგომისათჳს მაცხოვრისა იგი ღამჱ და ყოველი იგი ნათელი მთოვარისაჲ.
230. რამეთუ მეათთოთხმეტჱ იყო მთოვარჱსა მის რიცხჳ;
231. და ლოდი იგი წინაშე პირსპირ დაუდგეს ჰურიათა მათ, რამეთუ მან იხილა პირველად უფალი, რამეთუ იგი ლოდი, რომელი პირველად გარდაეგორვა საფლავისა მისგან, იგი წამებს, დღენდელად დღედმდე მდებარჱ;
232. და კუალად ანგელოზნი იგი რომელნი მუნ დგეს, წამეს აღდგომაჲ მხოლოდ-შობილისაჲ.
233. პეტრე და იოვანე, თომა და ყოველნი მოციქულნი: რომელნიმე საფლავად მირბიოდეს;
234. და ტილონი იგი საფლავისანი შეკეცილნი ისხნეს მუნ შემდგომად აღდგომისა;
235. და რომელნიმე ჴელთა და ფერჴთა მისთა შეახებდეს და სახენი სამშჭუალთანი იხილნეს;
236. და ყოველთავე ერთბამად ცხოვრებისა სულისა იგი შთაბერვაჲ მოიღეს, მოტევებასა ცოდვათასა ძალითა მით სულისა წმიდისაჲთა ღირს იქმნნეს.
237. დედანი იგი, რომელ ფერჴთა შეურდეს და რომელთა ძრვისაჲ მის სიმდიდრჱ და ანგელოზისაჲ მის გარდამოსლვაჲ ზეცით ბრწყინვალებაჲ იხილეს;
238. და ტილონი იგი, რომელ შეემოსნეს, აღ-რაჲ-დგა, დაუტევნა;
239. და ერისაგანნი იგი და ვეცხლი იგი, რომელ მისცეს მათ.
240. ადგილი ესე ჩას; და წმიდისა ამის ეკლესიისა ესე ტაძარი, რომელ ქრისტჱს მოყუარებისა გულს-მოდგინებასა ჴსენებად ნეტარმან კოსტანტინე მეფემან აღაშჱნა.
241. წამებს აღდგომასა ქრისტჱსსა, რომელ-იგი სახელითა მისითა მკუდრეთით აღდგა ტაბითა.
242. ვითარ არა სარწმუნო იყოს ქრისტჱცა მკუდრეთით აღდგომილი, და ღათუ სახელიცა მისი მკუდართა აღადგინებს?!
243. მოწამე არს აღდგომასა ქრისტჱსსა ზღუაჲცა, ვითარცა-იგი პირველად გასმიეს;
244. მოწამე არს თევზთაჲცა იგი ნადირობაჲ, ნაკუერცხალი იგი და მას ზედა თევზი იგი მდებარჱ.
245. მოწამე არს პეტრეცა, რომელმან-იგი პირველ უვარ-ყო ორ გზის და მესამესა აღიარა და მეტყუელთა მათ ცხოვართა მწყემსად ბრძანებაჲ მოიღო.
246. რომელ-იგი ელეონით ღრუბლითა აღმაღლდა და აჩუენებს დღენდელად დღედმდე ზეცად აღსლვისა ბჭეთა, ბეთლემს ზეცით გარდამოჴდა, ხოლო ელეონით მთით აღმაღლდა მიერ ზეცად;
247. ღუაწლსა მას იწყო და მიერ ღუაწლთა მათთჳს გჳრგჳნოსან იქმნა.
248. აწ უკუე მრავალნი გუქონან მოწამენი აღდგომისანი: გუაქუს ადგილიცა ესე, რომელსა შინა ვდგათ, და აღმოსავალით კერძო ადგილი იგი აღმაღლებისაჲ;
249. გუქონან მ~წმედ, რომელთა-იგი მუნ წამეს მაშინ ანგელოზთა;
250. და ღრუბელი იგი, რომელსა შევიდა;
251. და მოწაფენი იგი, რომელ გარდამოვიდოდეს მიერ და წესი იგი მოძღურებისაჲ მის სარწმუნოებისაჲ ბრძანებად სცეს და სიტყუად აღმაღლებისა მისისათჳს.
252. მადლმან ღმრთისამან ჯერ-იჩინა, რაჲთა სრულიად გესმეს შენ ჩუენგან მსგავსად ჩუენისა მის უძლურებისა.
253. გუშინდელსა მას დღესა კჳრიაკესა მოღუაწებითა ღმრთისა მადლითა კრებასა ამას საკითხავთაგან შემდგომითი შემდგომად ზეცად აღმაღლებისათჳს მაცხოვრისა ჩუენისა, რომელ წერილ არიან, ითქუმოდეს საკითხავნი იგი ყოველთათჳს მორწმუნეთა სიმრავლისა და უმეტჱს ხოლო შენთჳს.
254. და საძიებელ არს უკუე ხოლო, თუ ერჩდე თქუმულთა ამათ.
255. ესე უწყით, რამეთუ წესი იგი სარწმუნოებისაჲ გასწავებს შენ, რაჲთა გრწმენეს „აღდგომილი მკუდრეთით მესამესა დღესა და რომელი-იგი აღმაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით მამისა“.
256. ვითარ ჰხედავ შენ, გეჴსენოს თქუმულთაჲ მათ.
257. ხოლო აწცა მო-ვე-გაჴსენო შენ სიტყუაჲ ესე;
258. და გეჴსენენ განცხადებულად თქუმული იგი სალმუნთა შინა: აღმაღლდა ღმერთი ღაღადებითა.
259. მოიჴსენე, ვითარ-იგი ერნი ანგელოზთანი ურთიერთას იტყოდეს: აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და განეხუნენ ბჭენი საუკუნენი, და შევიდეს მეუფჱ დიდებისაჲ;
260. და სხუასაცა სიმაღლესა იტყჳს: აღჰჴედ სიმაღლესა, წარმოსტყუენე ტყუჱ.
261. მოიჴსენეთ წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: რომელი აღაშჱნებს ზეცად აღსლვასა თჳსსა და სხუანი, რომელნი გუშინ ითქუნეს ჰურიათა სიტყჳს-გებისათჳს.
262. რაჟამს ვერ შესაძლებელად სიტყუას-გიგებდენ მაცხოვრისა აღმაღლებასა, მოიჴსენე ამბაკუმისთჳს მიცვალებისა იგი თქუმული:
263. უკუეთუ ამბაკუმ ანგელოზისაგან აღიტაცა და მიიცვალა, რავდენ უფროჲს წინაწარმეტყუელთაჲ და ანგელოზთაჲ უფალი, რომელი მთით ელეონით ღრუბლითა შევიდა და თჳსითა ძალითა გზა-უყო აღსლვად ზეცად!
264. რამეთუ უძლურ არს მსგავსებაჲ იგი, მოიჴსენე საკჳრველებათაჲ მათ, ხოლო უმეტჱსობაჲ იგი უჩემე უფალსა საკჳრველთ-მოქმედსა, რამეთუ იგი აღიტაცნეს, ხოლო ამას უტჳრთავს ყოველი;
265. მოიჴსენე, რამეთუ ენოქი მიიცვალა, ხოლო იგი აღმაღლდა, მოიჴსენე გუშინდელი იგი საკითხავი, რამეთუ ელია ეტლითა ცეცხლისაჲთა აღიტაცა, ხოლო ეტლნი ქრისტჱსნი ბევრ წილ არიან და ათასეულნი წარუმართებენ მას;
266. ელია აღმაღლდა აღმოსავალით იორდანესა, ხოლო იესუ – აღმოსავალით ჴევსა მას ნაძუთასა;
267. და რამეთუ ელია თქუა მრჩობლი იგი სული მიცემად მოწაფესა თჳსსა, ხოლო ქრისტემან ესოდენი მიჰმადლა სული მოწაფეთა, არა ხოლო თუ რაჲთა მათ აქუნდეს თავისა თჳსისა, არამედ დადებითა ჴელთა მათთაჲთა ზიარებასა მისცემდეს მორწმუნეთა მათ.
268. და რაჟამს ესრე ჰურიათა მათ ბრძოლა-სცე და მსგავსებითა ესევითარითა სძლო, მერმე მოვედ გარდამატებულსა მას მაცხოვრისა დიდებასა: რამეთუ იგინი მონანი იყვნეს, ხოლო ესე ძჱ არს ღმრთისაჲ.
269. და რაჟამს გარდამატებული იგი მოიჴსენო, გულისხმა-ყავ, რამეთუ პავლე, მონაჲ ქრისტჱსი, აღიტაცა მესამედ ცადმდე, რამეთუ უპატიოსნჱსსა მიიწია პატივსა.
270. ნუუკუე სირცხჳლ გიჩნდენ მოციქულნი იგი: არა უმცირჱს არიან მოსჱსა, არა უნაკლულევანჱს წინაწარმეტყუელთა, არამედ კეთილთა თანა კეთილ და კეთილთა უკეთჱს.
271. ელია სამე ზეცად აღიტაცა, ხოლო პეტრეს კლიტენი ჰქონან ცათა სასუფეველისანი და ბრძანებაჲ აქუს, ვითარმედ: რომელი განჰჴსნე ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა.
272. ელია ცად ხოლო აღიტაცა, ხოლო პავლე – ცადცა და სამოთხედცა, – შეჰგავს მოწაფეთა იესუჲსთა, რაჲთა ფრიად უმეტჱსი მოიღონ მადლი, – და ესმა უთქუმელი სიტყუაჲ, რომელი არა ჯერ-არს კაცთა თანა სიტყუად, და კუალად გარდამოჴდა.
273. პავლე არა თუ არა ღირს იყო ზეცისა მყოფებასა, არამედ რაჲთა იხილოს უმეტჱს კაცთა და პატიოსნად გარდამოჴდეს და ქრისტჱ ქადაგოს და მისთჳს მოკუდეს, მოიღოს მარტჳრობისაცა იგი გჳრგჳნი.
274. დაუტეო სხუაჲ იგი აწ შესაქმისა მის, რომელი-იგი კჳირიაკისა კრებანი ითქჳნენ: გონიერთა მათ მსმენელთა კმა-არს მოჴსენებაჲ იგი.
275. ხოლო გეჴსენნედ თქუმულნიცა იგი მრავალ გზის ჩემ მიერ მარჯუენით მამისა ჯდომისა მისისათჳს ძისა, სარწმუნოებისა მისთჳს წესითა, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: „აღმაღლდა ცად და დაჯდა მარჯუენით მამისა“.
276. ხოლო საყდრისასა მას სახესა არა ჩუენი არს გამოძიებაჲ, რამეთუ ვერ მისაწდომელ არს.
277. ნუცა თავს-იდებთ მათსა, რომელნი-იგი იტყჳან ბოროტად, ვითარმედ: შემდგომად ჯუარ-ცუმისა და აღდგომისა და აღმაღლებისა – მიერითგანღა იწყო მარჯუენით მამისა ძემან ჯდომად.
278. არა თუ მერმე წარმოჩინებულად უპყრიან მას საყდარნი, არამედ ვინაჲგანცა არს, – ხოლო არს იგი მარადის, – იშვა მამისაგან და მის თანა ზის იგი.
279. და საყდარი ესე ჴორციელად მოსლვადმდე მაცხოვარი იხილა ესაია წინაწარმეტყუელმან დ იტყჳს: ვიხილე უფალი, მჯდომარჱ საყდართა ზედა მაღალთა და აღმატებულთა და შემდგომი ამისი.
280. მამაჲ არავინ იხილა, ხოლო რომელი-იგი წინაწარმეტყუელმან იხილა მაშინ, ძჱ იყო.
281. და მერმე ფსალმუნი იტყჳს: განმზადებულ არს საყდარი შენი, ღმერთო, საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ.
282. რამეთუ მრავალნი არიან წამებანი შენნი, სარწმუნო იყვნეს ფრიად.
283. სახლსა შენსა შუენის სიწმიდჱ, უფალო, სიგრძესა დღეთასა.
284. ხოლო ჟამისა მისთჳს ფრიად წამებულ არს. კმა-არს ესე ჩუენდა.
285. და აწ მცირედ მოვიჴსენოთ მრავალისა მისთჳს მარჯუენით მამისა ჯდომისათჳს ძისა, რამეთუ ას და მეცხრჱ ფსალმუნი განცხადებულად იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდე დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა.
286. დაამტკიცებს სიტყუასა მას მაცხოვრისასა სახარებასა შინა, რამეთუ დავით არა თუ თავით თჳსით ამას იტყოდა,
287. არამედ გულისხმის-ყოფითა სულისა წმიდისაჲთა იტყოდა: ვითარ უკუე დავით უფლით უწესს მას და იტყჳს: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“ და შემდგომი ამისი?
288. და საქმესა მოციქულთასა დღეთა მარტჳრიისათა აღდგა პეტრე ათერთმეტითურთ და ისრაელსა ეტყოდა მისვე ას და მეცხრისა ფსალმუნისა მოჴსენებასა.
289. მოვიჴსენოთ სხუაჲცა წამებაჲ მცირედ მარჯუენით ჯდომისათჳს ძისა, რამეთუ მათჱს თავსა სახარებასა წერილ არს, ვითარმედ: გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილოთ ძჱ კაცისაჲ მჯდომარჱ მარჯუენით ძლიერებასა.
290. და ვითარცა-იგი იტყჳს შემდგომად ამისავე მოციქული პეტრე: მსგავსად აღდომითა მით მკუდრეთით იესუ ქრისტჱსითა, რომელი-იგი ზის მარჯუენით ღმრთისა, ამაღლებული ცად.
291. რამეთუ მოციქული პავლე ჰრომდ მისწერს და იტყჳს: ქრისტჱ, რომელი მოკუდა, უფროჲსღა აღდგა, რომელი-იგი არს მარჯუენით მამისა.
292. ეფესელთასა მისწერს და იტყჳს: შეწევნითა მით სიმტკიცისა ძლიერებისა მისისაჲთა, რომელი-იგი ქმნა ქრისტჱს თანა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით და დასუა იგი მარჯუენით თავისა თჳსისა.
293. ხოლო კოლასელთა მიმართ ასწავებს: უკუეთუ ქრისტჱს თანა ასდეგით, ზეცისასა ეძიებდით, სადა-იგი ქრისტჱ არს მარჯუენით მამისა მჯდომარჱ.
294. და ებრაელთა მიმართ იტყჳს, ვითარმედ: ყო განწმედაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ და დაჯდა იგი სიმდიდრესა მაღალთა შინა.
295. და მერმე იტყჳს: თავადმან ცოდვათა ჩუენთათჳს ერთ გზის შეწირა მსხუერპლი სამარადისოჲ და დაჯდა მარჯუენით მამისა.
296. ამიერითგან მოველით, ვიდრემდის დასხნეს მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა.
297. და მერმე იტყჳს: ჰხედევდით სარწმუნოებისა წინამძღუარსა და აღმასრულებელსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მისთჳს დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო.
298. და მარჯუენით დაჯდა საყდართა ღმრთისათა.
299. და სხჳანიცა არიან წამებანი მარჯუენით მამისა ჯდომისათჳს მხოლოდ-შობილისა, ხოლო ჩუენდა კმა-არს ესოდენიცა ესრე აწ.
300. და კუალად მერმე იგივე მოჴსენებაჲ ვყოთ, ვითარმედ არა ხოლო შემდგომად ჴორციელად მოსლვისა მარჯუენით მამისა ჯდომისა აქუნდა პატივი,
301. არამედ უწინარეჱს ყოველთა საუკუნეთა მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისასა, უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელი გარდამოჴდა და აჴდა, მარჯუენით მამისა სამარადისოდ უპყრიენ საყდარნი და მამისა თანა ზის.
302. მან დაიცვენინ სულნი თქუენნი შეურყეველად და უქცეველად, სასოებაჲ თქუენი აღდგომილისა მიმართ მკუდრეთით, დაგმარხენინ და აღგადგინენინ მკუდრობისა მისგან ცოდვათაჲსა,
303. ზეცისათა მათ ნიჭთა მისთა ღირსგყვენინ თქუენ აღტაცებად უფლისა ღრუბლითა აერთა ზედა ჟამსა მას შეწყნარებისა და მოსლვადმდე ჟამისა მის მეორედ დიდებით მოსლვისა მისისასა დაწერენ სახელი ჩუენ ყოველთაჲ წიგნსა მას ცხოველთასა,
304. დაწერენ და ნუღარა აღჴოცნ, – რამეთუ მრავალთაჲ აღიჴოცოს შეცოდებულთაჲ, – და მოგეცინ ყოველთა სარწმუნოებაჲ ადგომილისა მის მიმართ და მოლოდებაჲ – აღმაღლებულისაჲ მის და მერმე მომავალისაჲ არა ქუეყანით.
305. ეკრძალე თავსა შენსა, კაცო, მათგან, რომელ-იგი მრავალ არიან მაცთურნი, – არამედ მას მოელოდეთ, რომელი-იგი ზეცათა შინა მამისა თანა ზის და ჩუენ შორის არს და თითოეულისა წესსა ჰხედავს და სიმტკიცესა სარწმუნოებისასა.
306. ნუუკუე ჴორცითა აწ არა აქა არს, მის გამო ჰგონებდე სულითაცა არა აქა ყოფასა, არამედ ჩუენ შორის დგას აქა და ესმის მისთჳს თქუმული ესე
307. და ჰხედავს შ~ნ შ~ს ცნობილსა მას და განიკითხავს გულსა და თირკჳმელთა და აწ განმზადებულ არს თქუენ ყოველთა წარდგინებად მამისა და რქუმად: აჰა ესერა მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან.
308. რომლისაჲ არს დიდებაჲ და პატივი მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი