მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"სინური მრავალთავი"

 

თხზულება ოცდამეცხრე

 

1. საკითხავნი ახალკჳრიაკისანი. თქუმული წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ აღსაარებისათჳს თომა მოციქულისა
2. მოვიდი აღთქუმისა მის აღსარებად თქუენდა, რომელი მომცა მე მომანიჭებელმან აღორძინებისა თქუენისათჳს.
3. მოგეახლები კუალად ჩუენებად თქუენდა თომაჲსსა, რომელი-იგი ოდესმე ურწმუნო ადგომისა ქრისტჱსისა, ხოლო შემდგომად ხილვისა მის და შეხებისა მორწმუნე მისა და უფლად და ღმრთად აღმსაარებელ. მოვედით!
4. ამიერითგან გლოცავ თქუენ და მშჳდობისა სიმდაბლითა მორჩილ იქმნენით წმიდათა ამათ სიტყუათა, რომელსა მცირედითა მის მიერ მოცემითა განგიმზადებ თქუენ დღეს.
5. მაცხოვარი ყოველთაჲ, რომელმან წარმოტყუენა ჯოჯოხეთი და იქმნა პირმშო მკუდართა, შევიდა ბჭეთა ჴშულთა მოწაფეთა მისთა თანა, ხოლო თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა.
6. სასურველი იგი მოვიდა სურვიელთა თანა და მათ თანა მოსურნედ იგი აკლდა.
7. მწყემსი იგი კეთილი მოვიდა სამწყსოსა, და ცხოვარი იგი გარეშე სამწყსოსა შეცთომილ იყო.
8. მეუფჱ იგი ზეცისაჲ მოვიდა და მჴედარი იგი თჳსაგან იყო საღმრთოთა მათ მაყართა.
9. მოვიდა ესე ღმრთის ჴორციელებისა საიდუმლოჲ არა თანა-ყოფითა მით მოწაფეთაჲთა.
10. ხოლო უკუეთუმცა მათ თანა ყოფილ იყო, არამცა შეორგულებულ იყო;
11. და თუმცა არა შეორგულებულ იყო, არამცა ჴელი შეეხო მას და ეგრჱთ ერწმუნა;
12. და თუმცა არა შეხებითა მით ესრჱთ რწმუნებულ იყო მისა, არაჲმცა ესრჱთ ესწავა ჩუენდა სარწმუნოებაჲ, ვინაჲ მოწაფისა მის ურწმუნოებაჲ ჩუენისა სარწმუნოებისა დედა იქმნა.
13. ამისთჳს ჩუენცა არა ხილვითა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ, ვითარცა-იგი მან ხილვითა თაყუანის-სცა, და შეუხებელსა მას უზეჟთაეჱსად ვადიდებთ, ვითარცა-იგი მან ხილვითა ადიდა.
14. აწ მო-რაჲ-ვიდა თომა მათ თანა, ეტყოდეს მას მოწაფენი, ვითარმედ: ვიხილეთ ჩუენ უფალი;
15. ვიხილეთ, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ მესამესა დღესა აღვდგეო;
16. ვიხილეთ, რომელმან-იგი თქუა: მე ვა(რ) აღდგომაჲ, და აღდგომაჲ ცხორებისა მისისაგან მოვიღეთ;
17. ვიხილეთ, რომელმან-იგი თქუა: ჴელმწიფებაჲ მაქუს თავისა ჩემისა დადებად მისა და ჴელმწიფებაჲ მაქუს მერმე აღებად მისა;
18. საქმეთაგან ვისწავეთ და ჴელმწიფებაჲ მისი, რამეთუ მოვიდა ჩუენდა და კარნი იგი დაჴშულნი არაჲ დათრგუნნა;
19. დამიკჳრდა ჩუენ თანა-დგომაჲ იგი მისი ესრჱთ მყის შემოსლვითა მისითა ჩუენდა;
20. ვიხილენით ჩუენ ჴელნი მისნი, რ~ლითა თავს-იდვა ვნებაჲ იგი სამსჭუალთაჲ განქარვებისათჳს ცოდვათა კაცთაჲსა;
21. ვიხილენით ჩუენ ფერჴნი მისნი, რ~ითა დაითრგუნა სიკუდილი და ადგომაჲ ყოველთა მოგუანიჭა, რამეთუ ვიხილეთ ჩუენ წმიდაჲ იგი გუერდი მისი განღებული ჩუენთჳს, რომლისაგან გამოვიდა სისხლი და წყალი – ორნი ესე მდინარენი ცხორებისა ჩუენისანი.
22. მიუგო თომა და ჰრქუა მათ: თქუენ იხილეთ უფალი და მე მარტოჲ ხოლო არა ღირს ვიქმენა ხილვად მისა?
23. არა ვითარცა-იგი იწოდენით თქუენ, ვიწოდეა მე მის მიერ?
24. არცა ვითარცა იდიდენით, ვადიდეა მისგან?
25. და არცა ვითარცა იხილეთ თქუენ ჯრ~ცმლი იგი, ვიხილეა მე ეგრჱთ მწუხარემან თქუენ თანა?
26. მნებავს სწავლად ბრწყინვალებისა მისისა: ვითარცა ვიხილე სიკუდილი მისი, მნბავს ხილვად ადგომაჲცა მისი.
27. და თუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახჱ სამსჭუალთაჲ და დავასხნე თითნი ჩემნი სახესა მას სამრჭუალთა ფერჴთა მისთასა და შევახო ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს.
28. მიყუარს, თომა, შენი ეგე ურწმუნოებაჲ საჲდუმლოჲსაჲ ამის.
29. ჵ თომა, საფუძველი სარწმუნოებისაჲ შენი ეგე ურწმუნოებაჲ!
30. ვაქებ შენსა მაგას სიტყჳს-გებასა და ქრისტჱს მოყუარესა გონებასა, ურწმუნო იქმენ მცირედ ოდენ, რაჲთა მრწმენეს მე მდიდრად;
31. ითხოვე უფლისაგან, რაჲთა შენითა თხოვითა მისგან ზიარ ვიქმნე მეცა მაცხოვრისა.
32. მერმე იტყჳს: უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა და ფერჴთა მისთა სახჱ სამრსჭუალთაჲ და გუერდსა მისსა ადგილი ლახურისაჲ, არასადა მრწმენნენ;
33. ვიხილო თუალითა ჩემითა ქადაგებული ჩემგან, რამეთუ ვიდრე სასმენელთა თუალნი უფრო ღირს არიან მოწამედ, და მაშინ მრწმენენ სიტყუანი ეგე თქუენნი;
34. შევახო ჴელი ჩემი წყლულებასა მისსა და მაშინ მრწმენეს ხილული იგი;
35. დავსდვა თითი ჩემი ვნებულსა მას ჩემთჳს და მაშინ თაყუანის-ვსცე მკუდრეთით ადგომილსა მას.
36. შევიდა მათა კუალად იესუ ბჭეთა ჴშულთა, შევიდა კარი იგი ცხორებისაჲ, შევიდა, ვითარცა-იგი მან მხოლომან იცის;
37. რამეთუ ვითარცა-იგი შობასა მისსა ბჭეჱ ქალწულებისაჲ არა განჴრწნა, ეგრეცა შესულასა მისსა არა განახუნა კარნი იგი;
38. და ვითარცა-იგი აღდგა საფლავისაგან დაკრძალულისა, ეგრეცა შევიდა ჴორცითა მით, რომელთა შინა იყო ღმრთეებაჲ, და ზღურბლნი იგი არა დათრგჳნნა, რამეთუ ენება ყოვლით კერძოვე დაუყენებელად.
39. რამეთუ ვნებასა მისსა ფსალმუნებს ყოველი დაბადებული, ვითარცა-იგი შობაჲ მისი უფროჲს ბუნებისა და ჟესთა სიტყჳსა.
40. და რამეთუ შევიდა მოწაფეთა თანა, ვისწავეთ;
41. ხოლო ვითარ შევიდა, არა უწყით, რამეთუ რომელი-იგი მოვიღე, ჴელ-მეწიფების სიტყუად.
42. ვადიდებ შესრულსა მას, არამედ არა გამოვეძიებ შესლვასა მას;
43. ვქადაგებ საიდუმლოსა, არამედ არა ვთარგმანებ გამოუთარგმანებელსა მას საკჳრველებასა;
44. ვეძიებ ყოფილსა მას სასწაულსა, ხოლო მორჩილ ვარ უფლებასა მისსა, არამედ არა ჴდომით გამოვიწულელ ღმრთეებისა სიტყუათა მათ.
45. უკუეთუ მრქუას მე ჰურიამან, ვითარმედ: უცხოსა სიტყ~ჳსა ჰქადაგებ და ყოვლადვე არა სარწმუნოსა, რამეთუ ვერ შესაძლებელ;
46. არს კართა ჴშულთა ჴორცითა შესლვაჲ, მიუგო მე მას: ვითარ შემძლებელ იყო ანგელოზი იგი ამბაკუმისა შთაყვანებად მღჳმესა მას ლომთასა და კუალად გამოყვანებად უჴრწნელად და ბეჭედი არა განტეხად?
47. მონასა ვითარ ენება, ყო, და უფალსა ვითარ სათნო-უჩნდეს, ვერ შეუძლოსა?
48. რამეთუ ყოველივე ნებისაებრ ღმრთისა იქმნების.
49. რამეთუ ინება და განკაცნა ღმრთისა სიტყუაჲ და შევიდა მოწაფეთა თანა და ჰრქუა მათ: მშუჲდობაჲ თქუენ თანა! მშჳდობასა მიგცემ თქუენ.
50. ამან მშჳდობამან დაგამორჩილნეს თქუენ ბრძოლანი ქუეშე ფერჴთა თქუენთა;
51. ამან მშჳდობამან ყოველნი ჴელმწიფენი და მთავარნი ყვნეს თქუენდა მონა.
52. განიხარეს მოწაფეთა ჴმასა მას უფლისასა და ეტყოდეს თომას: გაუწყეთ შენ პირველად, ვითარმედ „ვიხილეთ ჩუენ უფალი“, და არა გრწმენა სიტყჳთა ჩუენითა.
53. აჰა ეგერა შენ თანა უფალი, იხილე, ვითარცა გნებავს.
54. მოვედ წინაშე მისსა, რომელი ცხორებისა შენისათჳს შემოვიდა ჩუენდა, და მიიღე ჴსნაჲ.
55. ხოლო თომა განიზრახვიდა გონებასა თჳსსა და იტყოდა: იგი არს ჭეშმარიტად, რომელი მოკუდა და აღდგა და მოვიდა, რომელი მხოლოჲ სახიერ არს და კაცთ მოყუარეჱ, რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ.
56. ეტყჳს უფალი თომას: მოყავ ჴელი შენი და იხილენ ჴელნი ჩემნი, ვითარ შენთჳს მოვედ ქუეყანად;
57. შენთჳს ჴელნი დავიმსჭუალენ, რაჲთა შენდა ვიყო მაცხოარ;
58. შენთჳს გ~ვიგჳმირე, რაჲთა გიჴსნე შენ.
59. მომეახლე სულითა და ჴორცითა, ისწავე სარწმუნოებაჲ განცხადებულად, ვითარცა გნებავს, ვიდრე-ესე სახილველღა არს წყლულებაჲ ესე ჴელთა ჩემთაჲ.
60. წინა-დაგისხამ ასოთა ჩემთა აღრაცხად;
61. არა სირცხჳლ მიჩს ნაბრძოლი ესე ჴორცთა ჩემთაჲ;
62. არა დავჰფარავ წყლულებასა ჴორცთა ჩემთასა, რომელ დავითმინე წყალობისა თქუენისათჳს;
63. არა დავჰმალავ სასწაულსა ამას დიდებასა ჩემისასა, არამედ უქადაგო ესე ყოველთა.
64. იცის ესე მზისთუალმან, რომლისათჳს ნათელი ბნელად გარდაიქცა;
65. იცის ესე ქუეყანამანცა, რომლისათჳსცა განიპო;
66. იციან ესე კლდეთაცა, რომლისათჳსცა განსთქდეს;
67. იციან ესე მკუდართა, რომელ საფლავით გამოვიდეს;
68. იცის ესე ეზომანცა ტაძრისამან, რომლისათჳსცა განიპო – ჰურიათა წარწყმედისათჳს.
69. აჰა იხილენ ჴელნი ჩემნი, ვითარცა გინდა. გნებავსა გუერდისაცა ხილვაჲ?
70. აჰა ესერა განვიშიშულებ შენთჳს;
71. მოყავ ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა, რომელ უთესლოდ მოვიღე ქალწულისა მარიამისგან და დავიცევ ქალწულადვე;
72. მოეახლე გუამსა ჩემსა ვნებულსა ნეფსით;
73. მოეახლე გუამსა ჩემსა, რომლისაგან ძწიან უჴორცონი ძალნი, და ისწავე ჴელითა გამოცდილებაჲ მისი და ნუ იქმნები ურწმუნო, არამედ გრწმენინ!
74. ვიცი მე გული შენი განზრქომილი;
75. ვიცოდე მე, რამეთუ ესრჱთ თხოვად გნებავს;
76. ვიცი და მისთჳსცა გუერდი ჩემი განგიცხადე, რამეთუ ეძიებდი და ჰპოვე;
77. ჴელი შემახე და გრწმენინ, რამეთუ რაჟამს მოვიდეს მსაჯული ცხოველთაჲ და მკუდართაჲ, უჩუენოს მტერთა მათ წყლულებაჲ იგი და დასაჯნეს ღმრთის მბრძოლნი იგი და იხილონ, რომელსა-იგი უგმირეს და თაყ~ჳან~-სცენ.
78. მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!
79. მრწამს ადგომაჲ შენი, უფალო; მრწამს და არღარა გამოვიკითხავ; მრწამს და არღარა გამოვეძიებ;
80. ვპოვე, რომელსა ვეძიებდი, და არღარა გამოვიწულილავ;
81. ვიცი, რომლისა ჯერ-არს პატივი.
82. ამიერითგან შენ ხარ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი;
83. შენ ხარ უწინარჱსი საუკუნეთაჲ;
84. შენ ხარ ზეცისაჲ და ქუეყანისაჲ;
85. შენ ხარ გამოუჩინებელი და გამოჩინებული; შენ ხარ უხილავი და ჰხილული;
86. შენ ხარ გამოუსახველი და გამოსახული;
87. შენ ხარ ღმერთი ჭეშმარიტი და კაცთ-მოყუარეჱ;
88. შენ ცათა შინა მამისა თანა და ქუეყანასა ზედა კაცთა შორის;
89. შენ საყდართა ზედა სუფევისა შენისათა და ჯუარსა ზედა დამსჭუალული ჩუენთჳს;
90. შენ უვნებელი ღმრთეებითა და ვნებული ჴორცითა;
91. შენ უკუდავი მამისა თანა და მომკუდარ ავაზაკთა შორის;
92. შენ ქერობინთა მაღალთა ზედა და დაფარული სამარესა ჩუენთჳს;
93. შენ სიკუდილისა შინა ცხორებასა განმყოფელი;
94. შენ მოკუდავებასა შინა მკუდართა თანა თავისო~ი;
95. შენ სამ დღისა მკუდარი და უკუნისამდე ცხოველი;
96. შენ ჩუენ თანა ჴორცითა და მამისა თანა ღმრთეებითა;
97. შენ შეხებული ჩემგან, რომელსა გიპყრიან დაბადებულნი.
98. შენ აღადგინე გუამი შენი ტაძარი ჴელითა ძლიერებისა შენისაჲთა, შენ გიხილე ჴორციელითა თუალითა;
99. შენ გიხილე სულიერითა სარწმუნოებითა;
100. შენ გიცან კაცობრივებითა ჩემებრ;
101. შენ გიცან გამოუთქუმელი ღმრთეებითა;
102. შენ მხოლოსა უფლად და ღმრთად აღიარებ.
103. არა განვჰყოფ შენგან უფლებასა;
104. არა განგიშორებ შენ განუშორებელსა;
105. არა განგწვალებ შენ განუწვალებელსა, რომელი ვიხილე და რომელი გულისხმა ვყავ და რომელი მაქუს, ვღაღადებ და ვიტყჳ უფლისა ჩემისა და ღმრთისა ჩემისა.
106. შენ მოსლვითა შენითა აღმომიყვანე მე უფსკრულთაგან ურწმუნოებისათა;
107. შენ კაცნი ტყუეობისაგან განათავისუფლენ;
108. შენ მჴდომი ჩუენი დასთრგუნე; შენ ცოდვაჲ ჴორცითა დასაჯე;
109. შენ უჴრწნელებითა ჴრწნილებაჲ განაქარვე;
110. შენ სამისა დღისა დაფლვითა დაუტევე ქუეყანასა შოვა-მდგომელი – მკუდართა აღდგომაჲ;
111. შენ აღდგომითა განაახლე აღდგომაჲ;
112. შენ კაცნი ზეცისა ჰყვენ და ქუეყანაჲ ზეცისა უბრწყინვალჱსად გამოაჩინე;
113. შენ ყოველივე უმჯობჱსად გარდასცვალე, რამეთუ შენ ღმერთი იქმენ კაც, რაჲთა კაცნი ჰყვნე ღმრთად. ჵ უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო!
114. ჰრქუა მას იესუ: რომელი-ეგე იხილე და გრწმენა, განიცადე ვიდრე აღსლვადმდე ჩემდა სრულითა ამით გუამითა ზეცად, ვინაჲცა გარდამოვჴედ უჴორცოჲ, შენ ურწმუნოებისა სიტყჳთა სთქუ: უკუეთუ არა ვიხილო მის თანა სახჱ წყლულებისაჲ, არასადა მრწმენეს.
115. ერთბამად ურწმუნო იქმენ, ერთბამად შემახე, ერთბამად გრწმენინ ქადაგებად ამიერითგან, რომელი მიიღე.
116. რამეთუ ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე.
117. აწ, საყუარელნო, ნეტარებაჲ ესე ჩუენ ზედა მოვიდა, რომელთა არა გჳხილავს და გჳრწამს, რამეთუ ნეტარ ხართ თქუენ, რომელნი მარადის სიხარულითა იხილავთ თუალითა და მიახლებითა გონებითა და სჭამთ მისგან ულეველად.
118. ჵ საიდუმლოჲ საკჳრველი! ჵ საიდუმლოჲ საშინელი! ჵ საიდუმლოჲ დიდებული! რომელი მჯდობარე არს მარჯუენით მამისა, მარჯუენეთა ზედა უღირსთასა იპოვების!
119. და რომელი ანგელოზთაგან იმსახურების, ჴელთა ზედა უსახურთასა იტჳრთების და მოიღების უღირსთაგან მომღებელთა ჴელთა ჩუენთა!
120. არა დასთრგუნავს მიწისაგანთა მათ შემოქმედი იგი, არცა შეურაცხჰყოფს დიდებული იგი, არამედ თჳთ მოუწესს და ეტყჳს: მიიღეთ, ჭამეთ, ესე არს ჴორცი ჩემი;
121. მიიღეთ, სუთ, ესე არს სისხლი ჩემი;
122. მოყავთ ჴელი ჩემდა და შემახეთ ჴორცთა ჩემთა და იშუებდით ასოთა ჩემთაგან;
123. რამეთუ რომელმან მოიღოს ასოთა ჩემთაგან, ვიპოო მე მის თანა.
124. მოუჴდეთ მას ამიერითგან ყოვლითა სიწმიდითა ყოვლად წმიდასა შეწყნარებად ო~ა და ნუ შეურაცხ-ჰყოფთ, არამედ განვაშორნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან იჭჳსა და ვადიდებდეთ უფალსა და ვთქუათ: უფალო, არა ღირს ვართ,
125. რაჲთამცა სართულსა სახლისა ჩუენისასა ქუეშე შემოხუედ, არამედ შენ თჳთ გინებს შემოსლვად ჩუენდა, რამეთუ ვითარცა კაცთ-მოყუარჱ ხარ, სათნო-გიჩნდა ყოფაჲ ჩუენ თანა.
126. შენითავე სასოვებითა მოვალთ წინაშე შენსა.
127. ჰბრძანებ, უფალო, რაჲთა აღვაღოთ პირი ჩუენი, რომელი შენ დაამტკიცე;
128. შენ მოხჳედ კაცთ-მოყუარე, რაჲთა განჰჴსნე უძლურებათა ჩუენთა კრულებაჲ;
129. შენ მოხჳდე და განანათლნე დაბნელებულნი განზრახვანი ჩუენნი.
130. გჳრწამს, რამეთუ ამას ყოველსა თავს-იდებ.
131. არცაღა მომავალი იგი მო-რაჲ-ვიდა შენდა და განაძე;
132. და არცა მეზუერჱ იგი განიშოვრე, არცა ავაზაკი განაგდე ცნობითა სასუფეველისა შენისაჲთა, არამედ ყოველნივე სინანულითა შეიწყნარენ და ადგილსა მას მოყუარეთა შენთასა დააწესენ.
133. და ლოცვითა და ვედრებითა მათითა ღირს მყვენ ჩუენ ზეცისა საიდუმლოსა.
134. და ნუ გამოვალნ ყოველი სიტყუაჲ უშუერი პირით ჩუენით.
135. ვინაჲ – იგი მივალს ქრისტჱ, ესეთითა მოქალაქობითა შეუდგეთ ყოველნი.
136. ჵ ახალ ნათელ-ღებულნო, გეშინოდენ თქუენცა პირისა მისგან შეუწუხებელისა წმიდისა ემბაზისა, რომლისაგან იშვენით მეორედ და ნუ შეურაცხ-ჰყოფოფთ ღმრთისა მიერ განწმედასა, რაჲთა არა ღაღად-ყოს თქუენთჳს: შვილ-ვისხენ და აღვიზარდენ, და მათ მე შეურაცხ-მყვეს.
137. ცათა შინა აღწერილ არიან სახელნი თქუენნი, და პავლეცა ასწავებს: რბიოდეთ კეთილად.
138. ვინ დაგაბრკოლნა თქუენ ჭეშმარიტებისა არა მორჩილებად?
139. განიძარცუეთ ძუელი იგი კაცებაჲ, გლოცავ თქუენ;
140. ნუ თანა-განიძარცუავთ ბრწყინვალებასა, სიწმიდესა გუამისაგან თქუენისა;
141. უკუეთუ თავით თჳსით არა განიძარცოთ სიწმიდჱ, სხუასა არა ჴელ-ეწიფების განძარცუვად.
142. ჰგებდეთ თქუენ, ახალ ნათელ-ღებულნო, ვიდრემდე ღირს იქმნნეთ სანატრელისა მის ჴმისა, ვითარმედ: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი წინა სოფლის დაბადებისა.
143. რომელსა ჩუენცა ღირს მყვენინ მადლითა თჳსითა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, რომლისაჲ არს დიდებაჲ, პატივი და ძლიერებაჲ მამისა თანა სულით წმიდითურთ აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი