|
"სინური მრავალთავი"
თხზულება ოცდამეათე
1. თქუმული იოვანე მთავარეპისკოპოსისაჲ. ახალკჳრიაკისათჳს 2. დღჱ კჳრიაკჱ დღჱ ნათლისაჲ არს. 3. დღესა ნათლისასა ვიტყოდით ნათლისათჳს, რამეთუ ყოველნივე ბუნე[ბანი] მსგავსებასა ნათლისასა ჭეშმარიტად ქადაგებენ; 4. იგი რომელ გამობრწყინდა ბნელისაგან ნათელი და განათლნა იგინი და ჯოჯოხეთი დააცუდა. 5. ვითარცა მოსლვაჲ ნათლისაჲ განმაძებელ არს ბნელისა და დამაბრკოლებელ არს ჴელმწიფებისა მისისა, ეგრეცა მოსლვაჲ უფლისა ჩუენისაჲ განმაძებელ იქმნა საცთურისა და დამაბრკოლებელ ჴელმწიფებისა მისისა. 6. რამეთუ ნათელი რომელ გამობრწყინდა დასაბამსა, განაძო ბნელი იგი, რომელი დგა ზედა უფსკრულთა და უფალი ჩუენი გამობრწყინდა აღსასრულსა სოფლისასა და აჴოცა ბნელი იგი უფსკრულისაჲ, – ესე თჳთ არს ჴელმწიფებაჲ იგი ეშმაკისაჲ. 7. და ვითარცა მივიდა ნათლის-ღებად და აღესრულნეს მას ზედა ზრახვანი იგი, და რაჟამს ნათელ-იღო იორდანესა მდინარესა, ნათელი დიდძალი გამობრწყინდა მის ზედა და ეწამებოდა სულიცა იგი გარდამოსლვითა თჳსითა, ვითარმედ: ეგე არს ძჱ ღმრთისაჲ. 8. ვითარცა წერილ არს: დასაბამსავე ნათლითა დაებადნეს საუკუნენი და განცხოველდეს ყოველნივე დაბადებულნი. 9. ჴელითა უფლისა ჩუენისაჲთა განცხოველდა სოფელი და აღემართნეს ყოველნი დაცემულნი. 10. და ამას დღესა ნათლისასა, რომელ არს დასაბამი დღეთაჲ, გამობრწყინდა შუენიერი იგი ნათელი ღმრთისაჲ, ჴელმწიფჱ და წინამძღუარი ყოველთაჲ. 11. ამას დღესა, რომელ არს პირმშოჲ დღეთაჲ, აღდგა მხოლოდშობილი იგი ძჱ ღმრთისაჲ მკუდრეთით, ვითარცა სახედ დასაბამსა გამობრწყინდა ბნელსა შინა ნათელი. 12. და დასასრულსა გამობრწყინდა ჯოჯოხეთს შინა ნათელი იგი დიდებული, ვითარცა წერილ არს: ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათლისა გამობრწყინებაჲ, მან განანათლენინ თუალნი გულთა ჩუენთანი. 13. და მერმე თქუა ევანგელემან: და თჳთ ნათელი იგი ბნელსა მას განათლებდა და ბნელსა მას ვერ მიეწიფა. 14. მეორედ წარვთქუათ ყოველივე წამებაჲ თქუენ წინაშე ნათლისათჳს, რამეთუ ყოველნივე, ვითარცა ყუავილნი გჳრგჳნსა, შეჰგვანან ძლევასა მას მისსა. 15. მერმე თქუა წინაწარმეტყუელმან: განათლდი, განათლდი, იერუსალემ, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი და დიდებაჲ უფლისაჲ შენ ზედა გამობრწყინდეს. 16. ამით სიტყუითა ახარებდა ეკლესიასა თჳსსა. 17. და მერმე პირველი იგი შესძინა სიტყუითა თჳსითა, ვითარმედ: არღარა განგანათლებდეს შენ მზისთუალი ესე დღისაჲ და ნუცამცა ნათელი მთოვარისაჲ გნათობს ღამე. 18. და ჭეშმარიტისა მის ნათლისათჳს დააქცია მეორედ და თქუა, ვითარმედ: მიგეც შენ აღნათქუემად ნათესავთა და ნათლად წარმართთა დაგადგინე შენ. 19. და დავით იტყჳს: შენ მიერ არს წყაროჲ ცხოვრებისაჲ და ნათლითა შენითა ვიხილეთ ჩუენ ნათელი. 20. და დანიელ თქუა, ვითარმედ: უწყინ, რაჲ ძენ ბნელსა და ნათელი არსვე მისი. 21. მერმე თქუა დავით: გამობრწყინდა ბნელისაგან ნათელი წრფელთაჲ. 22. და მერმე თქჳს: ნათელი მართალთაჲ მხიარულებით იყავნ. 23. და ამის ყოვლისა წამებისა შემდგომად დაჰბეჭდა თჳთ და იტყჳს: მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. 24. მწუხრი დაეფლა, ვითარცა კრავი, მსგავსად, რაჲთა არა უფლებდეს ბნელი სიკუდილსა მისსა, ვითარცა კრავი, რომელი-იგი დაიკლა ეგჳპტეს შინა. 25. ერეოდა ერი იგი და გამოვიდა ნათლად სიფიცხლისა მისთჳს დამორჩილებისა ფარაოჲსისა, რომელ-იგი ეგჳპტეს შინა იყო, რომელნი ვითარცა ღამესა ბნელსა დამკჳდრებულ იყვნეს მას შინა. 26. ეგრეცა ჴელითა ამის ჭეშმარიტისა კრავისაჲთა განცალიერდა ქედი ჩუენი ფიცხლისა მისგან უღლისა ეშმაკისაჲსა, რომელმან-იგი დასთესა ჩუენ შორის თესლი ეკლისაჲ. 27. განკუეთნა ჩუენ უფალმან საკრველნი ჩუენნი ჯუარითა თჳსითა და გაჴსნა ჩუენგან უღელი მძიმჱ, რომელი მძლავრებით დაგჳმონებდა ჩუენ, რამეთუ დაუმდაბლეთ მას ქედი ჩუენი ნებითა ჩუენითა, რომელი-იგი არა დაშურებოდა, რომელი ჰმონებდა მას. 28. ხოლო ამიერითგან მადლი იგი, რომელ იქმნა ჩუენ თანა, ვერ შემძლებელ ვართ, რაჲთამცა გარდავიჴადეთ იგი, გარნა თჳთ ვითარცა ყოველთა წარმართთათჳს და გარდაჴდად ვერ შემძლებელ ვართ, 29. არამედ აღვიმსთოთ დღესა დღესასწაულისა მისისასა და მივსცეთ მას ქებაჲ, რაჲთა შემწე მეყოს ჩუენ ყოველსა ჟამსა, და ყავნ ჩუენ თანა თჳსითა მით კეთილის-ყოფითა, 30. რაჲთა არა მომაკლდეს ჩუენგან წყალობაჲ მისი, და ვიხარებდეთ პირველითა და შემდგომითა და ვაქებდეთ და ვადიდებდეთ მას აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|