|
"სინური მრავალთავი"
თხზულება ოცდამეთერთმეტე
1. საკითხავნი ამაღლებისანი. თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ 2. უფალი ჩუენი და ძჱ ღმრთისაჲ რაჟამს მოვიდოდა, ვერ იხილეს იგი ანგელოზთა; 3. ხოლო ვითარცა აღმაღლდა დღეს, ჰხედვიდეს და იხილვიდეს მას მოწაფენიცა მისნი. 4. არა იხილეს ანგელოზთა მოსლვაჲ იგი მისი ჩუენდა, რამეთუ ძალი თჳნიერ ჴორცთა დაფარულად გარდამოჴდა მაღლით და განისუენა ქალწულსა მას ზედა. 5. იხილეს კაცთა აღმაღლებაჲ იგი მაღლად, რამეთუ ჴორცნი ქუეყანისანი აღჴდეს ზეცად, განეფინა ღრუბელი და შეიწყნარა უფალი, ახარა ქალწულსა და შეიწყნარა. 6. რაჟამს ღმრთეებაჲ იგი მისი კაცებასა ჩუენსა შეეზიარებოდა და ქალწულსა მას, რომელი ქუეყანისაჲ იყო, დაადგრა მას შინა; 7. ხოლო რაჟამს კაცებასა ამას ჩუენსა ღმრთეებითა თჳსითა განამდიდრებდა, ღრუბლითა აღამაღლებდა ჴორცთა ჩუენთა და წესცა იყო, რამეთუ ვიდრე ჩუენ თანა იყო, ძლიერებასა თჳსსა დაიმდაბლებდა, რაჲთა უძლურებასა ზედა დაემკჳდროს. 8. ეგრეცა რაჟამს აღჰქონდეს ჴორცნი ჩუენნი მის თანა, დიდებითა სიმდიდრისა მისისაჲთა აღმაღლდეს. 9. ვითარცა შეიმოსეს ძალი მაღალთა შინა ჴორცთა მათ, რომელნი ქალწულისაგან იყვნეს, მოვიდა და ეჩუენა კაცთა, ეგრეცა შეიმოსს ჴორცთა ქუეყანისათა. 10. დიდებულებაჲ შორის ღრუბელსა მას აღჴდა და მოიღო თაყუანის-ცემაჲ ანგელოზთაგან მაღალთა შინა, რაჲთა აჩუენოს, რამეთუ ეზიარა კაცებაჲ ჩუენი ღმრთეებასა მისსა და განმდიდრდა ცათა შინა; 11. ღაღატ-ყო და თქუა, ვითარმედ: აღმომიყვანნა ჩუენ მარჯუენითა ცათა შინა. 12. და წინაწარმეტყუელმან თქუა, ვითარმედ: აღამაღლენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო. 13. და აღმაღლდედ ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისაჲ. 14. და კულად, ვითარმედ: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა. 15. ხოლო მოციქული გამოუთარგმანებს: რომელსა-იგი წინაწარმეტყუელი უფლით ჰხადის, რაჟამს დაჯდების მარჯუენით მშობლისა თჳსისა, იგი არს, რომელსა ჰრქუა გაბრიელ უფალ, 16. რაჟამს შთავიდოდა იგი ყურსა მას ქალწულისასა, ამისთჳს ვიდოდა უფალი მოწაფეთა თანა ამას ორმეოცსა დღესა და მერმეღა აღმაღლდა ცად, რაჲთა დაამტკიცნეს მოწაფენი აღდგომისათჳს. 17. უკუეთუმცა შემდგომად აღდგომისა აღ-ხოლო-სრულ იყო ცად და არა ყოფილ იყო მოწაფეთა თანა, ეგონამცა, ვითარმედ საუცარ რაჲმე იყოო და არა ვითარცა ჭეშმარიტად განცხოველებული. 18. რამეთუ ვითარცა უჩუენნა მათ ჴორცნი და გუერდი თჳსი და ბრძჳლნი ლახურისანი, და ჰრქუა მათ: მიხილეთ მე და განმიცადეთ, რამეთუ მე ვარ, და ნუ განიწვალებით გონებითა. 19. და ჯეკმა ღათუ მრავალ იყვნეს მოწამენი აღდგომისანი, ხოლო იგი გონებითა მათითა, ვითარცა ნავნი ღელვათაგან, შეძრწუნებულ იყვნეს; 20. რავდენმეღა უფროჲს, არა თუ-მცა ყოფილ იყო მათ თანა, მრავალიმცა თესლი ორგულებისაჲ დათესულ იყო მათ თანა! 21. არამედ დადგა მათ თანა და ჭამა მათ თანა, არა ვითარცა მშიერი, და ნუგეშინისცა მათ მოკითხვითა თჳსითა და ახარა მათ ზიარებითა თჳსითა და უბრძანა მათ ქადაგებად სახარებაჲ მისი ყოველთა დაბადებულთა. 22. წარვიდა მათგან კაცებრ და იყო მათ თანა ღმრთეებითა; 23. და აღმაღლდა მეუფჱ იგი ჩუენი ძლევითა და დაჯდა მარჯუენით მამისა თჳსისა, ვითარცა თქუა მოციქულმან: საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე. 24. და დავით თქუა: უფალი სუფევს, შუენიერებაჲ შეიმოსა. 25. ხოლო აწ ამას ორმეოცსა დღესა აღჳრნი მარხვისანი განგუაშორნა ჩუენგან, რამეთუ თავადმან თჳთ თქუა, ვითარმედ: არა ჯერ-არს მარხვაჲ ყრმათა მექორწილეთაჲ და არცა გლოვაჲ, ვიდრე სიძჱ იგი მათ თანა არს. 26. ხოლო მოვიდენ დღენი, რაჟამს აღმაღლდეს მათგან სიძჱ იგი, და მაშინ იმარხვიდენ. 27. აღვიხუნეთ ამიერითგან მარხვანი მოციქულთანი, რამეთუ ნაშობნი ვართ ქადაგებისა მათისანი, და წეს-არს ჩუენდა ნუგეშინის-ცემად მარხვითა, რაჲთა გამოვიზარდნეთ სულნი ჩუენნი ტაბლისაგან ქრისტჱსისა. 28. ხოლო ყავნ ჩუენ თანა ამიერითგან უფალმან ჩუენმან მძლემან, რომელი აღმაღლდა დღეს ძლევით და აღმიყვანა ჩუენ მის თანა მაღლად ჴორცითა მით, რომელ შეისხნა ჩუენგან, 29. რაჲთა ღირს ვიყვნეთ აღსრულებად ამის დღესასწაულისა და აღმოვთქუათ მადლი და დიდებაჲ და თაყუანის-ცემაჲ მამისაჲ და ძისაჲ და სულისა წმიდისაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|