|
"სინური მრავალთავი"
თხზულება ორმოცდამეთერთმეტე
1. [ანდერძი] 2. წყალობითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, ამის თაყუანის-საცემელისა სამებისა წმიდისა, ღმრთისა ჩუენისა მომადლებითა და მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისა მარადის ქალწულისა მარიამისითა, 3. ძალითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელის საუფლოჲსა ჯუარისაჲთა და მადლითა წმიდისა ადგომისა საფლავისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსისაჲთა 4. და მეოხებითა ყოველთა წინაწარმეტყუელთა, მოციქულთა, მახარებელთა, მარტჳლთა მართალთა და მოწამეთაჲთა და ყოველთა წმიდათა მისთაჲთა და მადლითა წმიდისა წინაწარმეტყუელისა და დიდებულისა მოსჱსითა 5. მე, მაკარი ლეთეთელი, ძჱ გ~ი გრძელისაჲ, ცოდვილი ფრიად, ღირს მყო ღმერთმან შესაქმედ წმიდისა ამის წიგნისა მრავალთავისა თანა-შეწევნითა ძმისა ჩუენისა სულიერად პიმენ კახისაჲთა და ჴელთ-წერითა დედის ძმისწულისა ჩემისა ამონა ვახთანგ მოძარღულისა ძისაჲთა, 6. საჴსენებელად სულთა ჩუენთათჳს და სულთა მშობელთა ჩუენთათჳს და ყოველთა გარდაცვალებულთა თჳსთა ჩუენთათჳს. 7. აწ, ღმერთმან დაგაჯეროს, მამანო და ძმანო, რომელნი აღმოიკითხვიდეთ წმიდათა ამათ სიტყუათა ამათ მიერ, ჩუენ პირველ მოჴსენებულნი ესე ცოცხალნი და მიცვალებულნი მოგჳჴსენენით ღმრთისათჳს წმიდათა ლ~ცვა თქ~ნთა შინა, 8. რაჲთა თქუენ მიერ განვერნეთ ჩუენ დღესა მას საშინელსა განკითხვისა ჩუენისასა ტირილისაგან თუალთაჲსა და ღრჭენისაგან კბილთაჲსა. 9. და თქუენცა უფალმან მოგიჴსენენინ სასუფეველსა მისსა. ამ~ნ. 10. და მოიჴსენ~ინ უფალმან ყოველნი, რომელთა ყვეს შეწევნაჲ წიგნისაჲ ამის სულთა მათთათჳს. 11. დაიწერა ესე წიგნი იჱ~ლმს, ლავრა დიდისა წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა საბაჲსა დღეთა ღმრთის მოყუარისა თევდოსი პატრეაქისათა და საბა-წმიდას პატიოსნისა და სანატრელისა სოლომონ მამასახლისისათა. 12. და დაიწერა წმიდაჲ ესე წიგნი დასაბამითგან წელთა :ხ~ჳჲჱ: ქრონიკონი იყო :პ~დ: 13. და მე, გლახაკმან მაკარი, შევწირე წმიდაჲ ესე მრავალთავი წმიდათ-წმიდასა მთასა სინას საჴსენებელად და სარგებელად თავთა ჩუენთა და სულთა ჩუენთათჳს. 14. და ამას შინა არს შემკობაჲ წელიწდისა დღესასწაულთა ყოველთაჲ, თქუმული წმიდათა მოძღუართაჲ. 15. მოეც, უფალო, პოვნად წყალობაჲ შენი მას დღესა შინა სულთა ჩუენთა ცოდვილთა და უწყალოდ გუემულთა ბოროტის მოძღურისა მიერ ეშმაკისა. 16. უფალო, იჴსენ სული ჩუენი სიკუდილისაგან, თუალნი ჩუენნი – ცრემლთაგან და ფერჴნი ჩუენნი – ბრკომისაგან. ამენ. 17. დიდებაჲ შენდა, უფალო, რომელმან ღირს მყავ მე, უღირსი ესე, აღსრულებად საქმისა ამის.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|