მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"სინური მრავალთავი"

 

თხზულება ორმოცდამეთორმეტე

 

1. [მესამედ შემოსაჲ წიგნისაჲ]
2. კ̃სნ. სახელითა ღმრთისაჲთა
3. შეიმოსა მესამედ წმიდაჲ ესე წიგნი მრავალთავი ტყავითა ზროხისაჲთა სინა-წმიდას ჴელითა იოვანე ფრიად ცოდვილისა ზოსიმესითა დღეთა ოდენ ბოროტად მოხუცებულობისა ჩემისათა,
4. ბრძანებითა და ფრიად მოსწრაფედ მოღუაწებითა მიქაელ და მიქაელ პატიოსანთა მღდელთაჲთა, დასაბამითგანთა წელთა ქართულად :ხ~ფპე:-სა და ქრონიკონსა :ს~ა:-სა.
5. აწ გევედრებით თქუენ, ყოველთა ღმრთის მოყუარეთა მამათა და ძმათა ჩუენთა, გვედიეთ წმიდასა ლოცვასა თქუენსა მე ფრიად ცოდვილი ი~ოანე და მიქ~ლ და მიქ~ლ და მშობელნი და ძმანი ჩუენნი და ყოველნივე ჩუენეულნი, ცოცხალნი და მიცვალებულნი, სულიერნი და ჴორციელნი,
6. რამეთუ ჩუენ ფრიად გურწამს თქუენი ლოცვაჲ და ყოველი დაკლებული ჩუენი შეგჳნდვეთ ღმრთისათჳს, და თქუენცა ქრისტემან შეგინდვენ და შეგიწყალენინ ყოველნი. ა~ნ.
7. ქრისტე, შეიწყალე მიქ~ლ და მიქ~ლ, გბ~ლ, კ~ე, გ~ი, ი~ნე-ზ~სმე და ყოველნი ძმანი და ყოველნი ქრისტეანენი და უფროჲს ყოველთასა ყოველნი ქართველნი.
8. ლოცვა-ყავთ ჩუენთჳს, წმიდანო (მამანო), ლოცვა-ყავთ! ა~ნ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი