მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"სინური მრავალთავი"

 

თხზულება ორმოცდამეცამეტე

 

1. სახელითა ღმრთისაჲთა
2. ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ
3. დამარხულ არს ენაჲ ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მესიისა საწამებელად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.
4. და ესე ენაჲ მძინარჱ არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან.
5. და ახალმან ნინო მოაქცია და ჰჱლენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ.
6. და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდჳმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს, და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაწარმეტყუელმან, რამეთუ: წელი ათასი ვითარცა ერთი დღჱ.
7. და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წერილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ ათასსა მარაგსა.
8. და ესე არს ოთხი დღჱ და ოთხისა დღისა მკ~დარი, ამისთჳს მის თანავე დაფლული სიკუდილითა ნათლის-ღებისა მისისაჲთა.
9. და ესე ენაჲ, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა.
10. და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქ~ჱდ მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე.
11. და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ, ასი ესე წილი ანბანისაჲ.
12. ლოცვა-ყავთ, წმიდანო ღმრთისანო, ლოცვა-ყავთ!
13. ქრისტე, შეიწყალე მჩ~კლი ამისი ი~ნე. ა~ნ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი