მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"სინური მრავალთავი"

 

თხზულება მეექვსე

 

 1. ბ~. ნეტარისა პროკლჱსი, კოსტანტინელ ეპისკოპოსისაჲ, ღმრთის-მშობელისათჳს თქუმული
2. ქალწულისა კრებაჲ დღეს მოუწესს ენასა ჩუენსა, ძმანო, ქებად და მოწევნული ესე დღესასწაულისაჲ ამის სარგებლის მომატყუებელ იქმნების და უფროჲსღა ჭეშმარიტად სიწმიდისაჲ აქუს ხატი ნათესავისათჳს დედათაჲსაჲსა სიქადული;
3. რომელსა-ესე დღეს აღვასრულებთ დღესასწაულსა, დიდებაჲ დედათაჲ არს მისთჳს, რომელ-იგი ჟამ ერთ დედა იყო და ქალწულ, მიუწდომელი კრებაჲ დღესასწაულებისაჲ;
4. რამეთუ აჰა ესერა ქუეყანაჲ და ზღუაჲ პატივ-სცემს ქალწულსა მარიამს.
5. ზღუამან ზურგი თჳსი განუმარტა ღელვათაგან და ქუეყანამან კუალნი ზედა-მავალთანი წარუმართნა დაუბრკოლებელად.
6. უხაროდენ ბუნებასა კაცთასა, რამეთუ დედანი პატიოსან იქმნებიან.
7. მხიარულ იყვნედ მამანი, რამეთუ... სადა გარდაერია ცოდვაჲ, მუნ უფროჲსად აღემატა მადლი.
8. რამეთუ მომიწოდა ჩუენ წმიდამან მარიამ, შეუგინებელმან ქალწულმან, ჭურჭელმან სიწმიდისამან, მეტყუელისა მის მეორისა ადამისა სამოთხემან, საქმარმან ერთობისა ორთა ბუნებამან, კრებამან მაცხოვრისამან, მოცვალებამან სასძლოჲსამან,
9. რომელსა შინა სიტყუამან სიძე ქმნა ჴორცნი, სულიერმან მან ბუნებისა ჩუენისა მაყუალმან, რომელ-იგი საღმრთომან მიდგომილებისა ცეცხლმან არა დაწუა.
10. ნანდჳლვე სულმცირემან ღრუბელმან ქერობინთა ზედა მჯდომარჱ იგი ჴორცითა იტჳრთა, რომელ-იგი ზეცისა წჳმისა წმიდაჲ საწმის იყო, რომელ-იგი მწყემსმან პირმეტყუელთა ცხოვართამან შეიმოსა.
11. მარიამ მჴევალი და დედაჲ და ქალწული და ცაჲ, მხოლოჲ ჴიდი ღმრთისაჲ კაცთა მომართ მოსულისაჲ, საშინელი მოღუაწებისა ჩუენისა ქსელი, რომელსა შინა გამოუთქუმელად ჴორციელებისაჲ იგი საუფლოჲ იქსოვა სამოსელი,
12. რომელსა მექსლე იყო სული წმიდაჲ, ხოლო მქსოველ – რომელ მაღლით ჰფარვიდა მას ძალი, და მატყლ – დასაბამისა იგი ადამის ტყავი, და საგუსალ – ქალწულისანი იგი ჴორცნი, და ცხემლ – განუზომელი იგი შემოსილისა მადლი, და ხურო – რომლითა-იგი მორჩილებითა შევიდა მისსა სიტყუაჲ.
13. ვის ესმა, ანუ ვინ იხილა, ვითარმედ ღმერთი მუცელსა და საშოსა დაემკჳდროს?
14. რომელსა ცანი ვერ იტევენ, მუცელი ქალწულისაჲ არა იწრო უჩნდა, არამედ იშვა დედაკაცისაგან ღმერთი, ღმერთი არა შიშუველი და კაცი არა ლიტონი.
15. რამეთუ ბჭჱ იყო ცხოვრებისაჲ, რომელი იშვა, და პირველი იგი აჩუენა კარი.
16. სადა-იგი გუელმან ურჩებითა დასთხია გესლი, მიერვე სიტყუაჲ იგი მორჩილებითა შევიდა მისა და ტაძარი იგი ცხოველი დაჰბადა მას შინა;
17. ვინაჲ-იგი ცოდვისა კარი გამოჩნდა, მიერვე ნათესავისა ჩუენისა მჴსნელი ქრისტჱ უთესლოდ აღმოსცჱნდა.
18. არა სირცხჳლ-უჩნდა კაცთ-მოყუარესა დედაკაცისაგან შობაჲ, რამეთუ ცხორებაჲ იყო, რომელი-იგი იქმნებოდა;
19. არა შეაგინა, იყო რაჲ იგი ასოთა შინა ქალწულისათა, რომელი-იგი მანვე შეუგინებელად დაჰბადა.
20. უკუეთუმცა არა ქალწულივე ეგო დედაჲ იგი, ლიტონიმცა იყო, რომელი-იგი იშვა, და არამცა დიდებულ იყო შობაჲ იგი.
21. უკუეთუ შემდგომად შობისა ქალწულივე ეგო იგი, გამოუთქუმელად იშვა, რომელცა-იგი კართა ჴშულთა შევიდა დაუბრკოლებელად, რომლისა შეუღლვილებაჲ ბუნებათაჲ თომა ღაღატ-ყო და თქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!
22. ნუ სირცხჳლ-გიჩნ შობაჲ იგი მისი, კაცო, რამეთუ იგი გუექმნა ჩუენ მიზეზ ცხოვრების.
23. უკუეთუმცა დედაკაცისაგან არა იშვა, არცამცა მოკუდა, არცამცა სიკუდილითა მისითა განქარდა, რომელსა აქუნდა ჴელმწიფებაჲ სიკუდილისაჲ, ესე იგი არს ეშმაკი.
24. არა გინება არს ხუროთ-მოძღურისა ყოფაჲ მას შინა, რომელი იგი მან აღაშჱნა.
25. არა შეაგინის მეკეცჱ თიჴამან, რაჟამს განაახლებნ თჳსსა მას შექმნულსა.
26. ეგრევე უჴრწნელი იგი საშოჲსაგან ქალწულისაჲსა მოსლვაჲ, რომელ-იგი შესაქმესა არა შეაგინა.
27. ჵ მუცელსა მას, რომელსა შინა სიკუდილისა იგი მძლჱ გამოიჭედა საჭურველი!
28. ჵ ყანასა მას, რომელსა შინა ბუნებისა იგი ჩუენისა შემოქმედი ქრისტჱ უთესლოდ აღმოსცჱნდა!
29. ჵ ტაძარი, რომელსა შინა ღმერთი მღდელ იქმნა!
30. არა ბუნებაჲ ცვალა, არამედ წესისა მისებრ მელქიზედეკისა წყალობისათჳს ჴორცნი შეისხნა, სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა კაცთა შორის.
31. და ღათუ არა ჰრწამს ჰურიათა უფალი, ხოლო ღმერთმან ხატი კაცისაჲ შეიმოსა;
32. და ღათუ წარმართნი გუბასრობენ საკჳრველებასა ამას, ამისთჳს ჰურიათა – საცთურ და წარმართთა – სისულელე.
33. საიდუმლოჲ ესე... უფროჲს სიტყჳსა გარდარეულ არს და საკჳრველება.
34. უკუეთუმცა სიტყუაჲ იგი არა დაემკჳდრა მუცელსა, არცამცა დაჯდა ჴორცითა საყდართა.
35. უკუეთუ ღმრთისა გინება არს საშოსა შესლვაჲ...
36. ანგელოზთაცა გინება არს კაცთა მსახურებაჲ.
37. რომელი-იგი ღმერთი ბუნებით უვნებელი იყო, იქმნა მოწყალებით მრავალვნებულ.
38. არა თუ წარმოჩინებით ქრისტე იქმნა ღმერთ – ნუ იყოფინ!
39. – არამედ მოწყალებით იქმნა კაც, ვითარცა-ესე გურწამს.
40. არა კაცსა ლიტონსა ღმერთ ყოფად ვქადაგებთ, არამედ ღმერთსა ჴორციელ ყოფად აღვიარებთ.
41. და თჳსი მჴევალი იჩემა დედად, რომელი იყო არსებით უდედო და მოღუაწებით – უმამო, უკუეთუ არა მსგავსად მოციქულისა მის სიტყჳსა უმამო და იგივე უდედო.
42. უკუეთუ ლიტონი კაცი არა უდედო, არამედ უვის დედაჲ, და თუ შიშუველი ღმერთი არა უმამო, არამედ უვის მამაჲ, ხოლო აწ იგივე უდედო ამისთჳს – ვითარცა დამბადებელი, და უმამო – ვითარცა დამბადებლი;
43. უმამო – ქუეყანასა ზედა და უდედო – ცათა შინა.
44. შეიკდიმე აწ, მწვალებელო, მოკითხვისა მისთჳს ანგელოზ მთავრისა გაბრიელისა, რომელმან-იგი მარიამს ახარა, რამეთუ გაბრიელ ერქუა.
45. აწ რაჲ ითარგმანების გაბრიელ?
46. – ესრე სამე: ღმრთისა კაცი.
47. რამეთუ რომელი-იგი მის მიერ ეხარა, ღმერთი იყო და კაცი.
48. უსწრო მოკითხვამან მან, რაჲთა სარწმუნო იყოს საქმჱ იგი.
49. ისწავეთ მიზეზი იგი მოსლვისაჲ და ადიდებდით ძალსა მას ჴორცთ შესხმისასა.
50. ფრიად თანა-ედვა კაცთა ბუნებასა, და თანა-ნადებსა მას მიცემად ვერ ჰპოვებდა.
51. ადამის მიერ ცოდვასა მას ყოველთა ჴელითა ჴელი დაგუეწერა და მონა ვეპყრენით ჩუენ ეშმაკსა.
52. ჴელით-წერილი იგი წინა-დაგჳპყრის ჩუენ, რამეთუ ქარტისა წილ იმსახურებდა მრავალ-ვნებულთა ამათ ჴორცთაგან.
53. დადგა ბოროტი იგი ვნებათაჲ მათ ცილის მწერალი და აღმიდგინებდა ჩუენ აღნადგინებისა მის ვახშსა და მიმჴდიდა ჩუენ სარჩელსა.
54. აწ უკუე ჯერ-იყო ორკერძოვე: ყოველთა ზედა მოწევნად საშჯელისა მისგან სიკუდილი, – რამეთუ ყოველთა შესცოდეს, – ანუ ეგოდენი კუალად მიცემად, რომელი იყო სამართალი ვედრებად.
55. აწ უკუე კაცი ვერ შემძლებელ იყო ჴსნად, რამეთუ თანა-ნადებსა მას ქუეშე იყო ნაჴუთევად.
56. ანგელოზსა ვერ ეძლო გამოჴსნად, რამეთუ ვერ მომპოვნებელ იყო ისევითარისათჳს გამოჴსნისა.
57. აწ უკუე უცოდველსა მას თანა-ედვა ცოდვილთათჳს სიკუდილი.
58. ესე ხოლო აკლდა, გარნა ბოროტისაჲ მის დაჴსნაჲ.
59. რაჲ-მე უკუე ჯერ-იყო ყოფად?
60. მანვე, რომელმან-იგი ყოველი ბუნებაჲ მოიყვანა ყოფად, – რამეთუ ღმერთ არს, – და არაჲ უნაკლულოდ მიცემად გამოიძია და შვილთა მათთჳს ცხორებაჲ შუენიერი და სიკუდილისა დაჴსნაჲ მტკიცჱ და იქმნა კაც, – ვითარცა მან თავადმან იცის,
61. რამეთუ სიტყუასა მას საქმეთაჲ მათ თარგმანებად ვერ ძალ-უც, – და მოკუდა, რომელ-იგი ყო, და იჴსნა, რომელი-იგი დაიპყრა, მსგავსად სიტყჳსა მის პავლჱსისა: რომლისა მიერ გუაქუს ჩუენ გამოჴსნაჲ სისხლითა მისითა და მოტევებაჲ ცოდვათაჲ.
62. ჵ საკჳრველებათაჲ ამათ! რამეთუ სხუათა განუმზადა უკუდავებაჲ, ხოლო იგი იყოვე უკუდავ.
63. ესევითარი სხუაჲ მოწყალებისათჳს არავინ აღესრულა, არცა იყო, არცა არს, არცა ყოფად არს, გარნა მხოლოჲ ქალწულისაგან შობილი ღმერთი და კაცი.
64. არა თანა-შეასწორებს, რამეთუ აკლს პატივი სიმართლესა მას დარჩილთასა, არამედ ყოველსავე რიცხუსა ჰმატს შვილად ყოფითა, უცვალებელად აჩუენებს თავსა თჳსსა მამისა მიმართ,
65. ხოლო შემოქმედებითა ძლიერებაჲ იგი უნაკლულოდ აქუს და მოწყალების მოყუარებაჲ წყალობისათჳს გარდაუქცეველად მრავალთათჳს განაგო.
66. ხოლო მღდელთ-მოძღურებაჲ უჯმნელად ღირს, სარწმუნოდ მოაქუს, რომელ-იგი არავინ პოვოს სხუამან არარასა ზედა სიტყუად მსგავსი ამისი.
67. აწ იხილეთ მისი იგი კაცთ-მოყუარებაჲ, რამეთუ ნეფსით დაისაჯა და ჯუარის-მცუმელთაჲ მათ განაქარვა სიკუდილი, მოაქცია მომკლველთაჲ მათ უშჯულოებაჲ, უშჯულოებისა მოქმედთაჲ მათ მათთავე საცხორებელად!
68. კაცისა ლიტონისა ვერ შესაძლებელ იყო ჴსნაჲ, გარნა მისი ხოლო ჯერ-იყო, მაცხოვრისაჲ, მსგავსად სიტყჳსა მის პავლჱსისა, ვითარმედ: ყოველთა შესცოდეს.
69. რამეთუ ცოდვაჲ იგი ეშმაკისა მიჰგურიდა და ეშმაკი სიკუდილსა მისცემდა და დიდსა ჭირსა ჩუენ ზედა მოაწევდა.
70. ვერვინაჲ მოსაპოვნელ იყო გამოჴსნაჲ ჩუენთჳს.
71. მოივლინნეს მკურნალნი და შეასმენდეს.
72. აწ უკუე რაჲ ჯერ-იყო სიტყუად?
73. ვითარცა იხილეს წინაწარმეტუელთა უფროჲს ჴელოვნებისა კაცთაჲსა წყლულებაჲ იგი ზეცით მოსულად, მკურნალსა მას ევედრებოდეს.
74. რომელიმე იტყოდა: უფალო, მოდ/დრიკენ ცანი და გარდამოჴედ;
75. და სხუაჲ იტყოდა: განმკურნე მე, უფალო, და განვიკურნო;
76. და რომელიმე იტყოდა: აღდეგინ ძლიერებაჲ შენი და მოვედინ ჩუენდა.
77. და სხუაჲ იტყოდა: უკუეთუ ნანდჳლვე ღმერთი ესრჱთ დაემკჳდროს კაცთა თანა?
78. და კუალად სხუაჲ იტყჳს: ადრე მეწიენ ჩუენ წყალობაჲ შენი, უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად.
79. და ერთი წინაწარმეტყუელი იტყოდა: ვაჲ, სულო ჩემო, რამეთუ წარწყმდა ღმრთის-მოშიში ქუეყანით და რომელმანცა ქმნა სიმართლჱ კაცთა შორის, არღარა იპოვების.
80. და ერთი იტყჳს: უფალო, შეწევნად ჩემდა მომხედენ;
81. უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე.
82. და სხუაჲ იტყჳს: მომავალი იგი მოვიდეს და არა ყოვნოს, და კუალად სხუაჲ იტყჳს: ვიქმენ მე, ვითარცა ცხოვარი წყმედული; მომიძიე მონაჲ შენი, უფალო.
83. ამისთჳს არა უგულებელს-ყო გონებაჲ ჩუენი მიმძლავრებისაგან, რომელი-იგი არს ბუნებით მეუფე და ღმერთ, არამედ მოვიდა, რომელი-იგი მარადის ყოველსა ადგილსა არს,
84. და მოგუცნა საჴსრად თჳსნი სისხლნი, და მისცა ნათესავისა ჩუენისათჳს ჴელით-წერილი იგი სიკუდილისაჲ, რომელ-იგი ქალწულისაგან შეისხნა ჴორცნი, და მოიყიდა სოფელი წყევისა მისგან შჯულისა.
85. აწ რომელმან-ესე მოიყიდა, არა ლიტონი კაცი არს, ჵ ჰურიაო, რამეთუ კაცთა ბუნებაჲ ცოდვასა დამონებულ იყო;
86. არამედ არცა ღმერთი შიშუველი კაცობისაგან, რამეთუ ჴორცნი ესხნეს, ჵ მანიქეველო.
87. უკუეთუმცა არა შემემოსა მე, არცამცა მიჴსნა მე, არამედ მუცელსა ქალწულისასა განაჩინა და დაშჯილი იგი შეიმოსა.
88. აწ იხილე საშინელი იგი და შესაძრწუნებელი ცვალებაჲ: არა თუ სხუამან ჴორცნი შეისხნა თავადისა ქალწულისაგან და სხუაჲ ჰფარვიდა მას, ხოლო იგი ჴორციელ იქმნა მისგან.
89. უკუეთუ სხუაჲ არს ქრისტჱ და სხუაჲ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ, არღარა სამება, არამედ ოთხება არს.
90. ნუ განხეთქ მოღუაწებისასა მას მოსლვასა ზეგარდამო ქსოვილსა;
91. ნუ დაემოწაფები არიოსს უღმრთოსა, რამეთუ იგი თავადი უშჯულოებით არსებასა მას განჰყოფს, ხოლო შენ ერთობასა მას ნუ განჰყოფ.
92. ვინ არს, რომელი-იგი გამოუჩნდა მსხდომარეთა მათ ქუეშე აჩრდილთა სიკუდილისათა? კაცნი სამე იყვნეს.
93. და ვითარ-მე, რომელნი-იგი ბნელსა შინა იქცეოდეს სიტყჳსა მისებრ პავლჱსისა, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: ოდესმე იყვენით ბნელ, ხოლო აწ ნათელ ხართ უფლისა მიერ?
94. ხოლო რომელი-იგი გამოჩნდა და ვითარ ასწავებს და იტყჳს: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.
95. და ვინ არს მომავალი იგი? თქუ განცხადებულად, ჵ დავით!
96. და იგი იტყჳს: ღმერთი უფალი, და გამოგჳჩნდა ჩუენ.
97. შეერთო ბუნებაჲ იგი და შეურწყუმელად ჰგიეს ერთობაჲ იგი.
98. მოვიდა ცხორებაჲ იგი, არამედ თანა-ედვა სიკუდილიცა.
99. ვითარ შესაძლებელ იყო ორივე ესე?
100. კაცი ლიტონი ვერ შემძლებელ იყო ჴსნად, ღმრთისა შეუძლებელ იყო თჳნიერ ჴორცთა ვნებისა, რომელ-იგი ყო, ბუნებით და კაცთ-მოყუარებით იქმნა კაც;
101. რომელი-იგი არსი იყო, მან აცხოვნა, და მერმე რომელი-იგი კაც იქმნა, მან ივნო.
102. ამისთჳს ვითარცა იხილა იგი ეკლესიამან გჳრგჳნოსანი ეკლითა, შესაკრებელისა მის მათისა კადნიერებასა ჰგოდებს და იტყჳს: ასულნო იჱ˜ლმისანო, გამოვედით და იხილეთ გჳრგჳნი, რომლითა გჳრგჳნოსან ყო დედამან მისმან.
103. რამეთუ ეკლისა გჳრგჳნი დაიდგა და ეკალთაჲ იგი დაჰჴსნა პატიჟი.
104. იგივე წიაღთა მამისათა იყო და წიაღთა ქალწულისათა და ქალწულებისა კლიტჱ არა განხეთქა;
105. რამეთუ ღმერთი იყო და ესრჱთ საშოჲსაგან გამოვიდა და ეგრევე იშვა, ვითარცა მუცელსა შევიდა;
106. უვნებელად შევიდა და უჴრწნელად გამოვიდა სიტყჳსა მისებრ ეზეკიელ წინაწარმეტყუელისა, ვითარცა იტყჳს: და მომაქცია მე უფალმან გზასა მას ბჭისა მის წმიდათაჲსა აღმოსავალად. და იყო იგი დაჴშულ.
107. და მრქუა მე უფალმან: ძეო კაცისაო, ბჭჱ ესე იყოს დაჴშულ და არა განეღოს ესე, არცა გან-ვინ-ვიდეს მიერ, რამეთუ ღმერთი მხოლოჲ შევიდეს და იგი თავადი გამოვიდეს. და იყო ბჭჱ იგი დაჴშულ.
108. აჰა ესერა განჩინებაჲ ქმნული წმიდისა ღმრთის-მშობელისა მარიამისი.
109. დასცხერინ ამიერითგან ყოველი ცილობაჲ და ჩუენ წმიდათა მიერ წიგნთა მოძღურებისათა განვნათლდებოდით,
110. რაჲთა სასუფეველსა ცათასა მიწევნად ღირს ვიქმნეთ ქრისტჱს იესუს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და ძალი მამისაჲ და ძისაჲ და სულისა წმიდისაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი