პარაკლისების კრებული


„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

პარაკლისების კრებული

პარაკლისი (ბერძ. „თხოვნა“, „გულმოდგინე ვედრება“, „ნუგეში“) არის სავედრებელი ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისადმი ან სხვა წმინდანებისადმი, აღესრულება საზოგადო ან კერძო საჭიროებისამებრ - სრულდება მღვდლის მიერ მრევლისათვის, თუმცა ერისკაცსაც აქვს უფლება წაიკითხოს პარაკლისი, თავისი სახარებით, გარდა მღვდლის ჩასართავებისა - მადლობის ნიშნად ღმრთისადმი ან ამა თუ იმ წმინდანისადმი. ღმრთისმშობლის პარაკლისის მიხედვით შეიქმნა ჯვრის, მოციქულთა, მოწამეთა და სხვა პარაკლისები. იგი შეიძლება შესრულდეს დაუჯდომელთან და მცირე აიაზმასთან (წყალკურთხევასთან) ერთად.

 

პარაკლისი თავისი აგებულებით (საღმრთისმსახურო მიმდევრობით) არის შემოკლებული და ცოტათი შეცვლილი ცისკარი (ცისკრის ლოცვა). პარაკლისზე იკითხება 142-ე ფსალმუნი: „უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა...“, შემდეგ „ღმერთი უფალი“ და ტროპარები, რასაც მოსდევს 50-ე ფსალმუნი და კანონი (I-IX გალობა - ძლისპირები თავიანთი ტროპარებით,), რომელშიც ჩართულია - სახარება, კვერექსები და განტევება. არსებობს სამადლობელი პარაკლისი, როდესაც ღმერთს მადლობას სწირავენ განსაკუთრებული შეწევნისათვის. ზოგჯერ პარაკლისს იხდიან იმისთვის, რომ თავიდან აცილებულ იქნეს ღმრთის რისხვა: სავედრებელ პარაკლისებს იხდიან ავადმყოფობების, უწვიმობის, მიწისძვრის, ომის, ეპიდემიის, ხანძრის დროს და სხვა.

შენიშვნა: ერისკაცი კურსივით (ე.ი. დახრით) ნაბეჭდ ტექსტს არ კითხულობს.

პარაკლისების კრებული

კატეგორია: ლოცვანი | დაამატა: vasil_elisabedashvili72 (08.01.2024)
ნანახია: 57 | ტეგები: პარაკლისების კრებული | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0