მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

პარაკლისი სავედრებელი მირონ - ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველმოქმედისა წმიდისა ნიკოლოზისა

 

 მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

 

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
 
 
ფსალმუნი 142
 

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 

 

2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 

 

3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 

 

4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 

 

5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 

 

6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 

 

7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 

 

8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 

 

9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 

 

10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 

 

11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 

 

12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

 

 

  კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშჳდისა, და მოძღურად მარხვისა, გყო შენ ქრისტემან სამწყსოჲსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთჳსცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლჱ და სიგლახაკითა სიმდიდრჱ, წმიდაო დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშჳდისა, და მოძღურად მარხვისა, გყო შენ ქრისტემან სამწყსოჲსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთჳსცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლჱ და სიგლახაკითა სიმდიდრჱ, წმიდაო დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

 

უგალობდითსა

 

  ძლისპირი: ზღჳსა ღელვათა მძჳნვარეთა წიაღ-ჴდეს დაულტობელად ისრაელნი პირველად ძლიერებითა მარჯუენითა ღმრთისაჲთა, და სიღრმეთა მათ დაფარნეს მეგჳპტელნი, და საფლავ ექმნნეს წყალნი ბანაკსა მათსა.

 

  წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  გჳრგჳნოსანი, ქრისტჱს ღმრთისა საყდართა წინაშე, ჰსდგა შენ, ნეტარო, განბრწყინვებული ზეცისა ძალთა თანა; აწ განსდევნე ბნელი გონებისა ჩემისაჲ, რაჲთა შევასხმიდე ჴსენებასა შენსა.

 

  წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  ქრისტემან ღმერთმან, მადიდებელთა თჳსთა მადიდებელმან, გადიდა შენ, წმიდაო, საკჳრველებითა ცხორებასაცა და შემდგომად სიკუდილისა, და შემწედ ჭირთა შინა და ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და გამომჴსნელად ვნებათაგან გამოგაჩინა.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  მადლისა მქონებელი ღმრთისა მიერ, ყოველთა მოლტოლვილთა საფარველისა ქუეშე შენისა მოსცემ კურნებასა, ჵ, ძლევისა თანა მოსახელეო, წმიდაო ნიკოლოზ, აწ ჩუენცა ნუ დამიტევებ შეუწევნელად და განმათავისუფლე სალმობათა და ცოდვათაგან.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  სწორებაჲ ღმრთისაჲ მაოცნა უბადრუკსა გუელმან ბოროტმან და ტყუე მყო მე ღმრთისაგან, ხოლო შენ მიერ განვთავისუფლდი, სძალო, და ჭეშმარიტად ღმერთ-ვიქმენ, უბიწოო, რამეთუ ჰშევ შენ განმაღმრთობელი ჩემი.

 

 

 

განძლიერდასა

 

  ძლისპირი: განჴსნილნი ძუელთა კრულებათა ჩუენთაგან და ჴსნილნი მჴეცთა შუვა მძჳნვარეთაგან, მხიარულებით აღებითა პირთაჲთა სიტყუასა ღმერთსა სიტყჳთა ჴმეანითა სარწმუნოებით და ქებით ვადიდებთ.

 

  წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  ქრისტჱს მჴსნელისა იქმენ ერთგულ მოწაფე, ყოვლად ნეტარო ნიკოლოზ, და აცხოვნებ მათ, რომელნი მოილტვიან შენდა მჴურვალედ და იჴსნი ყოვლისაგან ბოროტისა და ძვირისხილვისა.

 

  წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  რომელი ეგე ცხებულ იქმენ მიროელთა პირველ მღვდელთმთავრად ქრისტჱს მიერ და სამწყსოჲ შენი კეთილსუნელებითა საკჳრველებათათა განასუნნელე, აწ საცნობელნი ჩემნი სულიერნი განახვენ, ღირსო, და სუნმყრალობაჲ ვნებათა ჩემთაჲ განაქარვენ.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  ძალითა საღმრთოჲთა, წმიდაო ნიკოლოზ, შეუძლე წარწყმედაჲ უხილავისა მტერისაჲ, რომლისა ბოროტისა ვნებისაგან გჳჴსნენ ჩუენ მეოხებითა შენითა, ღმერთშემოსილო მამაო, და დაგვიცვენ უვნებელად მძლავრებისაგან მისისა.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  დააცხრუე აღძრვაჲ ვნებათა ამათ ჩემთაჲ, ღირსო ღმრთისა დედაო, და დააყუდე ღელვაჲ გულის სიტყუათა ჩემთა შეგინებულთა, ყოვლად წმიდაო, და წარმართე კეთილად ცხორებაჲ ჩემი, ცხორებისა მშობელო.

 

 

  გჳხსენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო, საკჳრველთმოქმედო ნიკოლოზ, რამეთუ ჩვენ, ყოველნი შენდა მოჳლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, წმიდაო მთავარეპისკოპოსო მირონლუკიისაო, საკჳრველთმოქმედო ნიკოლოზ, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

 

მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

წარდგომა. ხმა ჱ

 

  აღხედ სიმაღლესა სათნოებათასა და საღმრთოჲთა ბრწყინვალებითა სულისა წმიდისაჲთა განბრწყინდი, ღმრთივგონიერო, და ხილვათა საღმრთოთა ღირს-იქმენ ხილვად და ჭეშმარიტად გამოჩნდი მწყემსად საკჳრველად და განსაცდელთა შინა მყოფთა შემწე ხარ განმზადებული, თვალუხუავ, ვინაჲცა ახოვნებით მტერსა მძლე ექმენ და საცთური განსდევნე და კაცნი განარინენ სიკუდილისაგან, ღმერთშემოსილო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდვათა შენდობაჲ მოგუანიჭოს, რომელნი ვესავთ მეოხებასა შენსა.

 

 

 

მესმასა

 

  ძლისპირი: საქმენი შენნი, ვითარცა განიცადნა, ღაღად-ყო ჴმითა წინაჲსწარმეტყუელმან, დღეს მესმა მე სმენაჲ კაცთა განახლებისაჲ და დამიკჳრდა შენი სიმდაბლით მოსლვაჲ, რაჲთა შეჰმუსრო ძლიერებაჲ მჴდომისაჲ.

 

  წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  სამწყსოსა, რომელი გერწმუნა, წმიდაო, მშჳდითა და მდაბალითა სულითა დამწყსიდი და ქრისტჱს მსგავსად ყოველთა ასწავებდი, რაჲთა განუყონ სიმდიდრე გლახაკთა და დააპურონ ნაკლულევანნი.

 

  წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  დააყუდენ, ბრძენო, ნაკადულითა ენისა შენისა წმიდისაჲთა ნაკადულნი გმობილნი არიოზისნი, ეგრეთვე მწუხარებაჲცა ჩუენი შესცვალე სიხარულად და დაამჴუე ამპარტავნებაჲ მწვალებელთანი.

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  ვითარცა მწყემსსა დიდსა და მობაძავსა ყოველთა მწყემსმთავრისა ქრისტჱსსა, შევრდომით გევედრებით: ყოველთა ურვათაგან გამოგჳჴსენ, ნეტარო, ქრისტჱს მსახურო, და გარე წარგუხადენ განსაცდელნი და ეშმაკთა კუეთებანი.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მოვიდა შენდა შემოქმედი ყოველთა ჴორცთა შესხმად, ღმრთისმშობელო დედოფალო, და მოწყალებით მაცხოვნა მე, ყოვლითურთ შეცოდებული კაცი, ამისთჳს ვიტყვი: გიხაროდენ, ყოვლად უბიწოო სძალო.

 

 

 

ღამითგანსა

 

  ძლისპირი: განვიბანენით ჴორცითა სულთა თანა მწინკულისა მისგან საცთურთა მტერისათა და წარვემართებით ჩუენ მცნებათა გზასა, რომელი მიმიძღუანებს ცხორებასა განწმედილთასა, ჩინებულთა ღმრთისათა.

 

  წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  ზეგარდამოჲთა ნათლითა ჰბრწყინავ, სანატრელო, და საღმრთოჲთა ძალითა კურნებასა მოჰმადლებ სულთა და ჴორცთასა, რომელნიცა სარწმუნოებით აქებენ ჴსენებასა შენსა, საკჳრველთმოქმედო ნიკოლოზ, მეოხ გუეყავ მგალობელთა შენთა.

 

  წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  დაიდგ სასანთლესა ზედა მაღალთა კეთილთა საქმეთასა, მღდელთმთავარო ქრისტჱს ღმრთისაო, და ვითარცა ლამპარი განანათლებ გულთა ჩუენთა, ამისთჳსცა გევედრები: ნათელ-შემოსილითა ლოცვითა შენითა ზიარ-მყვენ ნათელსა შენსა.

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  ვითარცა იჴსნენ სამნი ჭაბუკნი სიკუდიდ გულვებადნი, რომელნი შენ მიერ ევედრებოდეს ღმერთსა, ეგრეთცა გჳჴსნენ ჩუენ განსაცდელთა მათგან, წმიდაო ნიკოლოზ, რომელნი მოაკუდინებენ ბოროტად გულთა ჩუენთა.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  რაჲთა აცხოვნო დაბადებულნი შენნი დაფლული ვნებათა შინა მრავალსახეთა, საიდუმლოდ ძალთაგან ზეცისათა გარდამოხედ და იშევ ქალწულისაგან და დაჴსნენ სალმობანი სიკუდილისანი.

 

 

 

ღაღადყავსა

 

  ძლისპირი: წინაჲსწარმეტყუელმან მუცლისა სიმჴურვალჱ ზღჳსა მჴეცისაჲ სამ დღე თავს იდვა, მოასწავა მეორედ შობაჲ კაცთაჲ ჴსნისათჳს ყოფადისა მუცლისა მისგან ვეშაპისა მის, რომელიცა მოკლა მჴსნელმან.

 

  წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  რიტორმან საღმრთომან, ჵ, ნიკოლოზ, თანა არსად მამისა ჰქადაგე ძჱ და შეჰმუსრე რაჲ არიოზისა უგუნურებაჲ, მართლსწავლითა აღავსენ ყოველნი კიდენი ქუეყანისანი და წარწყმედისაგან იჴსნენ მრავალი მართლმადიდებელი ერი.

 

  წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  გამომზრდელ ქურივთაჲ და მამაჲ ობოლთაჲ, შემწჱ ჭირთა შინა მყოფთა, მგლოვარეთა ნუგეშინისმცემელ, მწყემს და მძღუან გზასა ზედა ყოველთა შეცდომილთა ხარ შენ, ნეტარო ნიკოლოზ, და ყოველთა ჭირვეულთა მოჰმადლებ ღმრთისა მიერ ლხინებასა.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  ღირს, წრფელ და მშჳდ, მყუდრო და მდაბალ იქმენ შენ, ნიკოლოზ სანატრელო, და ყოვლადდიდებულითა მღდელობითა, მაღლისა მიმართ აღტაცებული, აწ მეცა შემიწყალე, მამაო ყოვლად ბრძენო, და განანათლე სული ჩემი, რაჲთა ვიხილო ნათლისა მომცემელი.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  შენდამი სასოებაჲ ჩემი დამიძს, ქალწულო, ღმრთისა დედაო, ყოვლად წმიდაო, რამეთუ შენ ხარ ძალი ცხორებისა ჩემისაჲ და ზღუდჱ სიმტკიცისაჲ, შემიწყალე მე, სასოო ყოველთა ქრისტეანეთაო.

 

 

  გჳხსენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო, საკჳრველთმოქმედო ნიკოლოზ, რამეთუ ჩვენ, ყოველნი შენდა მოჳლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, წმიდაო მთავარეპისკოპოსო მირონლუკიისაო, საკჳრველთმოქმედო ნიკოლოზ, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მცირე კვერექსი
 
 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
 
 მგალობელთა: შენ, უფალო.
 
 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
 
 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

კონდაკი. ხმა გ

 

  მირონთ გამო, წმიდაო, მსხუერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტჱს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთჳს შენისა, და იჴსნენ უბრალონი სიკუდილისაგან, ამისთჳსცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლჱ მადლისა ღმრთისაჲ.

 

 

 

 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი: მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.

 

 მგალობელთა: მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.

 

 დიაკონმან:  პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნჱ.

 

 მგალობელთა: მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.

 

 დიაკონმან: მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე.

 

 მგალობელთა: და წმიდანი შენნი იხარებდენ.

 

 დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.

 

 მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ყოველი სული.

 

 მგალობელთა: აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 დიაკონმან: მოხედენ.

 

 

 

სახარება მათესი

 

  ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: თქუენ ხართ ნათელი სოფლისაჲ. ვერ ჴელეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.

 

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

 

  შენ დიდსა მაგას მზესა, სიმაღლესა ზედა ქრისტეს ეკლესიისასა მდებარესა, მჴურვალედ გევედრებით: სამ-გზის სანატრელო ნიკოლოზ, ნათელ შემოსილითა ელვარებითა ნათლისაჲთა, განსდევდე სულთაგან ჩუენთა ღრმაჲ იგი ბნელი ცოდვისაჲ, რაჲთა უგალობდე საკჳრველთმოქმედებასა შენსა, ყოვლად სამღდელოო.

 

 

 

ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, წმიდათა  შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა და იოვანე ოქროპირისაჲთა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაჲთა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისმძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა, და ღირსისა დედისა დედისა ჩუენისა მოციქულთასწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაჲთა იოაკიმ და ანაჲსითა (და წმიდის სახელი, რომელისაც არს ტაძარი) და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეოღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ და შეგჳწყალენ ჩუენ.  

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

კურთხეულარსა

 

  ძლისპირი: რომელმან პირველ ალი საჴუმილისაჲ მის მძლავრი დაშრიტა და ღირსნი ყრმანი იჴსნნა, აქა დღეს საშოჲ ქალწულისაჲ დაიცვა შობასა მისსა შეუწუელად, რომელსა უღაღადებთ: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.

 

  წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  ბარძიმსა სიბრძნისა საიდუმლოჲსასა მიაახლენ ბაგენი შენნი, ღირსად საკჳრველო ნიკოლოზ, და ცუარნი მწვიმარენი აღმოივსენ უფროჲს თაფლისა და გოლეულისა და ერთა უბრძანე გალობად: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

 

  წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  ბრწყინვალებითა ღმრთეებისათა ჰნათობ, სამ-გზის სანატრელო, მწუხარებათა ბნელითა შეპყრობილნი და ჭირვეულნი გჳჴსნენ და განგუანათლენ მღაღადებელნი: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  იჴსენ პირველ ოდესმე მჴედართმთძღუანნი სიკუდილისაგან და აღადგინენ იგინი გალობად მაცხოვრისა ქრისტჱსა, სარწმუნოებითა მჴურვალითა: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ევედრე, სძალო, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა განფრდილნი ესე ცოდვათაგან, გჳჴსნნეს წყალობით სისხლითა მით საღმრთოჲთა, საფრჴეთა მათგან გუელისა გულარძნილისაჲთა, რამეთუ შენ ხარ სასოჲ ყოვლისა სოფლისა.

 

 

 

აკურთხევდითსა

 

  ძლისპირი: დაბადებულნი გამოჩნდეს თავისუფლად, და ძედ ნათლისად იწოდნეს განწირულნი, და მიზეზი იგი ბნელისაჲ მგლოვარე არს, და ჭეშმარიტად აყუავილნა მიზეზი წარმართთა ჴსნისაჲ, სასოწარკვეთილი დღეს.

 

  წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  ვითარცა ტკბილმან და მოწყალემან მამამან, იჴსენ სამნი ქალწულნი ცოდვით დანთქმისაგან და დაიფარენ მწარისაგან სირცხჳლისა, ეგრეთცა მოწყალე ჰყავ მეუფჱ, ღმრთივბრწყინვალეო ნიკოლოზ, რაჲთა მოგუანიჭოს დახსნაჲ შეცოდებათა ჩუენთაჲ.

 

  წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  ვითარცა გამოზარდე ქალაქი შენი სიყმილისა მიერ მოუძლურებული, მწყემსო კეთილო და სულიერო, ეგრეთცა გამოჰზარდე სული ჩემი პურითა გულისჴმისყოფისაჲთა, მამაო ნიკოლოზ, და წარმიძეღუ ჭეშმარიტისა მიმართ ნათლისა.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  შემმუსრველსა წარსაწყმედელთა საკერპოთასა შენ, სათნოსა ქრისტჱსსა, გევედრებით: აღჴოცენ გონებისა ჩემისა კერპნი მძვინვარენი, წმიდაო, და დაჴსენ სულთა ჩუენთა ვნებანი აღძრულნი და ჴორცთა სალმობანი უკურნებელნი.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მოუძლურდების ვნებული სული ჩემი და დაიჴსნების უბადრუკი გონებაჲ ჩემი, ვნებათა მათგან აღდგომილთა ჩემ ზედა მრავალსახეთა, არამედ ჵ, ქალწულო, განჰკურნე იგი და მიჴსენ ხრწნილებისაგან.

 

 

 

ადიდებდითსა

 

  ძლისპირი: უზეშთაეს არს გონებასა კაცთასა, სძალო წმიდაო და დედაო უსძლოო, დიდებაჲ შენი და ქებაჲ ჯერისაებრ. ხოლო ჩუენ, წადიერნი, არა დავდუმნეთ, მსგავსად ძალისა ჩუენისა, ქებად შენდა.

 

  წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  სრბისა შენისა სრულ-მყოფელმან ღირსად ქრისტჱს მიერ წარმართენ გზანი ჩუენნი მისსა მიმართ, ნიკოლოზ ყოვლად ბრწყინვალეო, რაჲთა განლტოლვილნი უგზოჲსაგან ცთომისა, მივიწივნეთ საცხოვრებელისა მიმართ სრულებისა.

 

  წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  აღმაღლდი რაჲ ჴორცთაგან ღმრთისა სასურველისა შენისა, არაჲვე დაუტევენ მოსავნი შენნი, არამედ юმდინარე მირონისაჲ აღმოგვიცენე, საკჳრველთმოქმედო ნიკოლოზ, და წყაროჲ სურნელებისაჲ მოგუფინე, ყოვლად ქებული ნაწილნი შენნი.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  მირონ ქალაქსა შინა სამარხოჲ შენი მირონ-მწრთოლვარჱ სარწმუნოებითა მილტოლვილთა მისცემდა კურნებასა, არამედ აწ იქადის ქალაქი ბარავისაჲ, სადა იგი დაუნჯებულ არს ნაწილთა შენთა წმიდაჲ ლუსკუმაჲ და გჳწყაროებს მირონსა საკჳრველებათასა.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  სიბრძნჱ და ძალი და სიტყუაჲ გუამოვანი, სწორი მამისაჲ და სულისა წმიდისაჲ, სისხლთა მათ შენთა უხრწნელთაგან განჰკაცნა, უაღრესო ქერუბიმთაო ქალწულო, შემსხმელთა შენთა ოხად ნუ დაიდუმებ.

 

 

 

 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

 

 

 მკითხველმან: ჵ, საქმე განსაკრთომელი, რომელიცა საღმრთომან ცხორებამან შენმან მოგმადლა, რამეთუ შემდგომად სიკუდილისა უმცხინვარეს მზისთუალისა ჰნათობ ყოველსა ქუეყანასა და განანათლებ სულთა შიშითა და ლმობიერად მვედრებელთა სიწმიდისა შენისათა.

 

  ზეცათა შინა იშუებ სასუფეველსა და მარადის განიცდი სიკეთესა, გამოუთქმელსა ქრისტჱსსა, აწ განჴსნაჲ მრავალთაგან ცოდვათა და განსაცდელთაგან ყოველთა ზედა მოსრულთა გჳთხოვე ჩუენ, ნიკოლოზ სამღდელოო, და დაგჳფარე მერმეთა მათ სატანჯველთაგან.

 

  განანათლა სოფელი ქადაგებამან ღუაწლთა შენთამან, ბრძენო ნიკოლოზ, და შეამკო ეკლესიაჲ შეწყნარებამან ყოვლად-წმიდათა ნაწილთა შენთამან, რომლისადა მიახლებულნი და კრძალვით თაყუანისმცემელნი მადლსაცა კურნებათასა აღმოვივსებთ და გავთავისუფლდებით ვნებათაგან.

 

  ვითარცა ძუელადვე იქმოდი სასწაულთა ყოვლად-დიდებულთა, ეგრეთვე აწ ხატთა მიერ გამოწერილთა და ვედრებათა მოჴსენებული იქმ საკჳრველთა, ნეტარო, და თანამზრუნველ და მფარველ ექმნები წყალობით ქუეყანასა ზედა და ზღუათა შინა, მომწოდებელთა შენთა.

 

  განსაცდელთა შინა მყოფთა შემწე ხარ განმზადებულ, საკჳრველთმოქმედო მამაო ნიკოლოზ, და ჴელმწიფებაჲ გაქუს განთავისუფლებად ჩუენდა ყოველთაგან ვნებათა და ვერაგობათა მტერისაჲთა, აწცა დაშრიტე ერსა ჩუენსა ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი და მწვალებელთა ენანი მოაუძლურენ ძალითა ქრისტჱსითა.

 

  შენ, რომელსა გაქუს შუა-მდგომელობაჲ მოწყალისა მიმართ, მჴნეო შორის მოღუაწეთა, მოხედე მწუხარებათა, ზედა გარე-მოდგომილთა ჩუენდა, და დამიფარე ჴელოვნებათა მძლავრისა ამის მტერისაჲთა, ტყუენვისაგან წარმართთასა და გარე მოდგომილთა მძჳნვარეთა ჭირთა და ურვათაგან.

 

  მტკიცესა მას შენსა შეწევნასა მარადის შევრდომილნი, ჵ, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, შეგვაწყნარე მფარველსა ერისა ჩუენისასა, ქალწულსა მარიამს, რაჲთა არა ვიქმნეთ საყუედრელ და საცინელ მტერთა ჩუენთა, არამედ მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ, წმიდათა არსითა და ალილუიათი შევამკობთ სამებასა განუყოფელსა და შეურყვნელსა:

 

 

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

 

 

მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 

 

 

სავედრებელი ლოცვა

 

  ჵ, ყოვლად ქებულო და ნიშ-სასწაულებითა განშუენებულო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ! კაცთა შორის სუეტო და სიმტკიცეო ეკლესიისაო და მნათობო ყოვლისა სოფლისაო, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო, სიტყჳერთა სულთა შემწირველო ზეცისა მამისაო და მსწრაფლ-შემწეო და შესავედრებელო ყოველთა უღონოთა, განწირულთა და მჴურვალედ მომწოდებელთა შენთაო.

 

  ჵ, ქრისტჱს სამწყსოთა მწყემსო ღირსო და მამათა წინამძღუარო, საკჳრველთმოქმედო ნიკოლოზ! მამობრივითა მოწყალებითა შენითა შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა, რაჲთა სიყუარული იგი თჳსი ჩუენდამო და სარწმუნოებაჲ ჩუენი მისა მიმართ კუალად განაახლოს და მოგუცეს საღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ, სიმართლისა სიყუარული და მჴნეობაჲ სულისაჲ, აღგვავსოს საღმრთოჲთა მღჳძარებითა და მოგუანიჭოს ცხორებისა სიწმიდჱ და შიში ღმრთისაჲ. ევედრე, ნეტარო, შენ მიერ შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა გარე წარაქციოს რისხვაჲ აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, და წყალობითა მოხედოს დედისა თჳსისა წილხდომილსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისაჲსა ქუეყანასა ზედა, და ლაზარესაებრ აღგჳდგინოს მამული ჩუენი _ საქართველო _ პირველსავე დიდებასა, რაჲთა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან და არცაღა ჰსთქუან წარმართთა და მწვალებელთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

 

  ჵ, ღმრთივგანბრძნობილო მთავარეპისკოპოზო მირონ-ლუკიისაო, წმიდაო ნიკოლოზ! მჴურვალედ ვედრებად ნუ დასცხრები ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაჲ, ქუელის საქმითა განშუენებაჲ, წმიდითა ლოცვითა განათლებაჲ, აღსარებითა განწმედაჲ, ზიარებითა განბრწყინვებაჲ, პატიოსნად მიცუალებაჲ, სასუფეველსა დამკჳდრებაჲ, ანგელოზთა თანა გალობაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და შენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზე­სთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

 მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

 მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 

  აწ კუალად მოგეახლებით მყუდროსა ნავსაყუდელსა და მფარველსა ერისა ჩუენისასა, ამბორს-უყოფთ წმიდათა ხატთა შენთა და ლმობიერად ვითხოვთ შენგან, ღირსად საკჳრველო ნიკოლოზ, გვიოხე აწ წინაშე ღმრთისა, რაჲთა ჴორცთა სენისაგან და სულთა ცოდვისა განგვკურნოს და გჳჴსნნეს ჩუენ ჴელოვნებათა მძლავრისა ამის მტერისაჲთა და ყოვლისაგან ვნებისა კაცთა ბოროტთასა.

 

  დედოფალო მარიამ, ბრწყინვალებაო ყოველთა წმიდათაო, ლოცვითა წმიდისა მღდელთმთავრისა ნიკოლოზისაჲთა, ღირს მყვენ საუკუნოსა დიდებასა და ბრწყინვალებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა, ამინ.



 ავტორი: თინათინ მჭედლიშვილი.