მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

პარაკლისი სავედრებელი წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა

 

 მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

 

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
 
 
ფსალმუნი 142
 

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 

 

2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 

 

3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 

 

4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 

 

5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 

 

6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 

 

7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 

 

8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 

 

9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 

 

10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 

 

11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 

 

12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

 

 

  წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, უდაბნოსა მოქალაქეო, რომელსა გესმა საღმთო იგი ხმა მამისა, რომელი ღირს-იქმენ ძისა და უფლისა ნათლის-ცემად და იქმენ მხილველ სულისა წმიდისა, და ყოველთა გვიქადაგე ნათლისღება სინანულისა, ჩუენ ცოდვილთაცა მეოხ-გვეყავ, რათა ლოცვითა შენითა მოვიღოთ შენდობა ცოდვათა.

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, უდაბნოსა მოქალაქეო, რომელსა გესმა საღმთო იგი ხმა მამისა, რომელი ღირს-იქმენ ძისა და უფლისა ნათლის-ცემად და იქმენ მხილველ სულისა წმიდისა, და ყოველთა გვიქადაგე ნათლისღება სინანულისა, ჩუენ ცოდვილთაცა მეოხ-გვეყავ, რათა ლოცვითა შენითა მოვიღოთ შენდობა ცოდვათა.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

 

უგალობდითსა

 

  ძლისპირი: ღმერთსა, რომელმან იხსნა პირველ ერი ზღვისაგან და დაანთქა ფარაო წინა-აღმდგომი, მას მხოლოსა უგალობდეთ, რომელიცა დიდებულ არს.

 

  წმიდაო დიდებულო ნათლისმცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  გვირგვინითა ღუთივბრწყინეალითა განათლებულო ნათლისმცემელო იოანე, გვირგვინი ღუთივ-შვენიერი სათნოებათა მოგვმადლე გევედრებით.

 

  წმიდაო დიდებულო ნათლისმცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  ანგელოსო კაცთა შორის, დიდებულო ცათა შინა, ანგელოსებრივი ცხოვრება მოგვანიჭე, რათა უგალობდეთ მეუფესა ანგელოსთასა.

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  ქრისტეს ნათლისმცემელო იოანე ქებულო, იესოს მიერ ნაშობთა შორის უპირატესო, ქრისტესა ღმერთსა ევედრე შეწყალებად ქმნილთა თვისთა.

 

  აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ელისაბედის მუცელსა შინა აღივსო სულითა წმიდითა იოანე, და კურთხეულ გიწოდა ღუთისმშობელო მარიამ, მისთანა გევედრებით შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 

 

განძლიერდასა

 

  ძლისპირი: განამტკიცენ უფალო გონება ჩუენი ნათლითა მით დაუღამებელითა, რათა გიგალობდე შენ ღმერთსა უკუნისამდე.

 

  წმიდაო დიდებულო ნათლის-მცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  ბრწყინვალეო სულითა, ბეჭედო წინასწარმეტყუელთაო იოანე, ბრწყინვალება ლოცვისა შენისა მოგვფინე განათლებად ჩუენდა.

 

  წმიდაო დიდებულო ნათლისმცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  სული წმიდა იხილე სახედ ტრედისა, მას ევედრე ნათლისმცემელო, რათა შეიწყალნეს სულნი ჩუენნი ზეცისა სიონსა.

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  სულითა განათლებულო, რომელსა გესმა ხმა მამისა, ხმაო სიტყვისა ღუთისაო, ისმინე ხმა ლოცვისა ჩუენისა და შეგვიწყალენ.

 

  აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უფროსად კურთხეულო დედათა შორის, მარიამ, უმეტეს ნაშობთა შორის დედათასა იოანეს თანა, გევედრებით შეგვიწყალენ უღირსნი ესე მვედრებელნი.

 

 

  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

 

მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

წარდგომა. ხმა დ

 

  მეოხო და შუამდგომელთ, დიდებულო ნათლისმცემელო იოანე, რომელი მრავლითა ბრწყინვალებითა ჰსუფევ ზეცათა შინა, წინაშე ყოვლად წმიდისა სამებისა, მეოხ გვეყავ მისა მიმართ ყოვლად სანატრელო, რათა მოგვანიჭოს მვედრებელთა შენთა მშვიდობა და მგალობელთა დიდი წყალობა.

 

 

 

მესმასა

 

  ძლისპირი: მესმა სმენა შენი და შემეშინა, განვიცადენ საქმენი შენნი და დამიკვირდა და გადიდე ქრისტე.

 

  წმიდაო დიდებულო ნათლისმცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  ლამპარო ყოვლად ბრწყინვალეო იოანე, ლამპარი სულთა ჩუცნთა განბრწყინვე მიგებებად სიძისა და მეგობრისა შენისა.

 

  წმიდაო დიდებულო ნათლისმცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  იქმენ სანთელ ღუთივშვენიერად საჩინო მტვირთველო საღმრთოსა ნათლისა, განანათლენ სულნიცა ჩუენნი გევედრებით.

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  ჩინებულო სანთელო ღუთივ განათლებულო, სანთელ-ექმენ სულსა ჩუნნსა სანატრებელო, და ნათელ გონებასა.

 

  აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ეჰა მარიამ ქალწულო, ელისაბედ რა მოიკითხე, ნათლის-მცემელმან თაყუანის-გცა, აჰა ჩუნნცა თაყუანის-გცემთ შენ.

 

 

 

ღამითგანსა

 

  ძლისპირი: აღვიმსთობთ შენდამი ჭეშმარიტისა ცისკრისა, რომელი აღმობრწყინდი მამისა მიერ განათლებისათვის კიდეთა სოფლისათა ბრწყინვალებითა.

 

  წმიდაო დიდებულო ნათლისმცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  მთიებო მზისა სიმართლისაო, მოგვფინე შარავანდედი ლოცვისა შენისა იოანე, რათა მზეებრ გამობრწყინდეს სული ჩუენი სასუფეველსა.

 

  წმიდაო დიდებულო ნათლისმცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  იოანე დიდებულო ნათლისმცემელო, რომელმან იორდანესა შინა ნათელ-ეც იესო ტკბილსა, მისგან ითხოვე სანატრელო განათლება სულთა ჩუენთა.

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  ნათლისმცემელო, ნისლისა წარმდევნელო, ნელსაცხებელო კეთილ-სუნნელო იოანე, ნათლითა სიწმიდისა შენისათა განგვანათლენ გევედრებით.

 

  აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  აღსდეგ რა მარიამ, და წარხვედ მოკითხუად ელისაბედისა, აღიმსთო იოანე შესხმად შენდა. აწ ჩუცნცა გიღაღადებთ შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 

 

ღაღადყავსა

 

  ძლისპირი: დამკვიდრება იონასი სიღრმესა მას შინა სახედ ბუნებისა ჩუენისა მოესწავებოდა ჯოჯოხეთს შინა, რომლისაგან მიხსენ ჩუენ მრავალ-მოწყალე.

 

  წმიდაო დიდებულო ნათლისმცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  თავო ყოველთა კეთილთაო, და თუალო სათნოებათაო იოანე, თავადსა იესოს ევედრე განათლებად თუალთა სულისა ჩუენისათა ბრწყინვალებითა.

 

  წმიდაო დიდებულო ნათლისმცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  ლოცვითა შენითა ყოვლადწმიდითა ლხინება ჰყავ ჩუენთვის იოანე. და ლოცუა ჩუენი შეიწირე ვითარცა საკმეველი კეთილსუნნელი შენ წინაშე.

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  იოანე ხმაო ყოვლად-ტკბილო ღაღადებისაო, ხმა ვედრებისა ჩუენისა ისმინე, და ხმა ქრისტესი კურთხევისა გვასმინე, გევედრებით სანატრელო.

 

  აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  სასოო და სიქადულო ჩუენო ღუთისმშობელო მარიამ სამ-გზის სანატრელისა იოანეს თანა გევედრებით, ითხოვეთ ღუთისაგან სასუფეველისა ღირს-ყოფად ჩუენი.

 

 

  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მცირე კვერექსი
 
 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
 
 მგალობელთა: შენ, უფალო.
 
 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
 
 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

კონდაკი. ხმა გ

 

  ქადაგსა სინანულისასა, ცოდვილთა მომწოდებელსა, და გურიტსა წმიდასა უდაბნოსა მოყუარესა, მერცხალსა ტკბილად მხმობარესა და იადონსა ხმა შუენიერსა, ნათლისმცემელსა ქრისტესსა ლმობიერად შეუერდეთ მორწმუნენო, რათა გვითხოვოს ქრისტესაგან მოტევება ცოდვათა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

 

 

 

 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი: მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავდეს, და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს.

 

 მგალობელთა: მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავდეს, და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს.

 

 დიაკონმან:  იხარებდინ მართალნი უფლისა მიმართ, და წრფელთა ჰშუენის ქება.

 

 მგალობელთა: მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავდეს, და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს.

 

 დიაკონმან: მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავდეს.

 

 მგალობელთა: და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს.

 

 დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.

 

 მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ყოველი სული.

 

 მგალობელთა: აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 დიაკონმან: მოხედენ.

 

 

 

სახარება მათესი

 

  ჰსთქუა უფალმან: რასა გამოხვედით ხილვად წინასწარმეტყუელისა? ჰე გეტყვი თქუენ და უმეტეს წინასწარმეტყუელისა. რამეთუ ესე არს რომლისათვის წერილ-არს: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოსი ჩემი წინაშე შენსა, რომელმან განმზადნეს გზანი შენნი წინაშე პირსა შენსა. ამინ გეტყვი თქუენ: არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათა უფროს იოანე ნათლისმცემელისა, ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროს მისსა არს. რამეთუ დღითგან იოანე ნათლისმცემელისა ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათა იიძულების. და რომელნი აიძულებენ მათ მიიტაცონ იგი.

 

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

 

  ნათლისმცემელი იოანე, რომლისა შენ ჰსთქუ უმეტესობა უფალო, გევედრების და ითხოვს ერისათვის მორწმუნისა მშვიდობასა, რომელნი ადიდებენ ხსენებასა მისსა, რათა მეოხებითა მისითა მოჰმადლო ეკლესიათა დიდება, მეფეთა უვნებელობა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

 

 

 

ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, წმიდათა  შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა და იოვანე ოქროპირისაჲთა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაჲთა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისმძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა, და ღირსისა დედისა დედისა ჩუენისა მოციქულთასწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაჲთა იოაკიმ და ანაჲსითა (და წმიდის სახელი, რომელისაც არს ტაძარი) და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეოღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ და შეგჳწყალენ ჩუენ.  

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

კურთხეულარსა

 

  ძლისპირი: სამნი ყრმანი ბაბილონსა სამებასა მიემსგავსნეს, და დაშრიტეს სიმძაფრე საყმილისა მის და გალობით იტყოდეს: კურთხეულ-ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

 

  წმიდაო დიდებულო ნათლისმცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  მნათობთა უბრწყინვალესო სამებისა მიერ განათლებულო, სანატრელო იოანე, სამებასა წმიდასა ევედრე, რათა ჩუენცა განგვანათლოს სულით და ხორცით.

 

  წმიდაო დიდებულო ნათლისმცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  ცისკარო დღისაო, შარავანდედო მზისა, ცხოურება სათნო ღუთისა მოგუმადლე, რათა სათნო ვეყვნეთ ტარიგსა ღუთისასა, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი.

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  ეჰა ნათლისმცემელო, გვრიტო უბიწოო, მხილველო სულისა ტრედის-სახედ მოსრულისა, მას ევედრე უბიწოო ყოფად ჩუენდა და ხილვად დიდებისა.

 

  აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მარიამ მარგარიტო უსასყიდლოო, მირონო კეთილ-სუნნელო, მანანაო ყოვლად-ტკბილო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრე შეწყალებად ჩუენდა.

 

 

 

აკურთხევდითსა

 

  ძლისპირი: რომელმან ანგელოსისა ხატისა მსგავსად ცეცხლსა შინა ხილვითა ყრმანი იხსნა სახმილისაგან, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

 

  წმიდაო დიდებულო ნათლისმცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  ელვარებითა სიწმიდისა შენისათა, ნათლისმცემელო, განგვანათლენ შვილნი ემბაზისანი, რათა ერთბამად ვაკურთხევდეთ, და აღვამაღლებდეთ უფალსა.

 

  წმიდაო დიდებულო ნათლისმცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  ლოდი იგი პატიოსანი თავ საკიდურთა იესო, მოწყალე-ჰყავ ჩუენ ზედა იოანე ნათლისმცემელო და შემუსროს ლომი მყვირალი, ხოლო ჩუენ უგალობდეთ უფალსა.

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  ოდეს დაჰსჯდეს მსაჯული საყდართა დიდებისათა, მაშინ მეოხ-გვეყავ იოანე დიდებულო, და მართალთა თანა ამაღლებულნი უგალობდეთ უფალსა.

 

  აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ითხოვე შენცა ყოვლადმოწყალისა ღუთისა დედაო მარიამ, რათა მაშინ ჩუენცა ღრუბლითა აღტაცებულნი ყოველთა წმიდათა თანა უგალობდეთ უფალსა.

 

 

 

ადიდებდითსა

 

  ძლისპირი: ღუთისამშობელსა და ქალწულად დადგრომილსა, დედასა ნათლისასა ჩუენ ვადიდებდეთ.

 

  წმიდაო დიდებულო ნათლისმცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  ოსანასა უგალობ ანგელოსთა თანა წმიდასა სამებასა იოანე, ჩუენცა მოგვიხსენე სანატრელო წინაშე მისსა.

 

  წმიდაო დიდებულო ნათლისმცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  ანგელოსთა გუნდსა შორის ჰბრწყინავ ნათლისმცემელო, აღგიარებთ ვედრებასა, ჩუენცა მეოხ-გვეყავ წმიდაო.

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  ნათლითა ღუთივშუენიერითა განათლებულო იოანე, გევედრებით, განგვანათლენ მოსავნი სიწმიდისა შენისანი.

 

  აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ეკლესიისა დიდებაო მარიამ, ემსგავსე შენგან შობილსა იესოს, და მოგვფინე წყალობა შენი გევედრებით.

 

 

 

 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

 

 

 მკითხველმან: უმაღლესო ცათაო და უპატიოსნესო ნაშობთა შორის დედათაო, ნათლისმცემლო დიდებულო იოანე, უფალსა საბაოთსა ევედრე შეწყალებად ჩუენ უღირსთა მონათა თვისთა.

 

  გიხმობთ შენ ხმაო ღაღადებისაო, აღიპყრენ ხელნი შენნი, რომელნი შეახე თავსა საუფლოსა, და ხმა ჰყავ მისა მიმართ შეწყნარებად ჩუენდა სასუფეველსა ღუთივდიდებულსა.

 

  რომელმან იხილე თუალითა შენითა სული ყოვლადწმიდა ნათლისმცემელო, მას სახიერსა ევედრე, რათა გვიძღოდეს ქუეყანასა წრფელსა, და ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა ყოვლად დიდებულსა.

 

  დიდებულო ანგელოსთაგან, და ქებულო იესოს მიერ იოანე ყოვლად სანატრელო, ყოვლად უბიწოსა ქალწულისა თანა მეოხ გვეყავ, რათა ვიხილოთ დიდება თქუენი და ბრწყინვალება.

 

  ყოვლადწმიდაო ღუთისმშობელო დედოფალო მარიამ, ყოვლად პატიოსნისა ნათლისმცემელისა და ყოველთა წმიდათა ლოცვითა ღირს მყუენ ძისა შენისა და ღუთისა ჩუენისა დიდებად და გალობად.

 

 

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

 

 

მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 

 

 

ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

 

  ჰოი, ყოვლად დიდებულო იოანე, ნათლისმცემელო ქრისტესო, ანგელოსო ღუთისაო, ბეჭედო წინასწარმეტყუელთაო, თავო მოციქულთაო, გვირგვინო მოწამეთაო, წინამძღუარო მონაზონთაო და უმეტესო ყოველთა წმიდათაო, შემწეო მორწმუნეთაო, და შესავედრებელო ყოველთა მვედრებელთა შენთაო.

 

  ჰოი, ყოვლადქებულო წინამორბედო იოანე, ცისკარო დაუღამებელისა მის ღამისაო, ცისკროვნებ ჰაერ-კეთილობით განაშვენე ღვთივ-დაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, მთიებო მზისა მის სიმართლისაო, მზებრ განაბრწყინვე უწმიდესნი მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლად-სამღუდელონი, მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღუდელო და სამონაზნო წესნი; სანთელო ნათლისა მის უსხეულოსაო, ლამპრებრ განანათლენ ღუთის-მსახურნი მთავარნი და ქრისტეს-მოყუარე მხედრობა, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი; ხმაო სიტყვისა ღუთისაო, ისმინე ხმა ვედრებისა ჩუენისა, და ევედრე შენ მიერ ნათელ-ღებულსა იესო ქრისტესა, ღირს-ყოფად ჩუენდა დიდებასა თვისსა დაუსრულებელსა.

 

  ჰოი, ყოვლადპატიოსანო წინასწარმეტყუელო იოანე ღვთივსაყვარელო, ტკბილო მეგობარო სიძისა მის უკუდავისაო, მეგობარ სარწმუნო და მონა გულითად მყუენ ჩუენ ქრისტეს ღუთისა ჩუენისა, შუამდგომელო ძველისა ჰსჯულისა და ახლისა მადლისაო, შუამდგომელ გვექმენ წინაშე მეუფისა, რათა მოგვანიჭოს მრავალჟამ კეთილსუფუვით ცხოვრება, მართლმადიდებლობით განათლება, კეთილთა საქმეთა მიერ განშვენება, სასუფეველსა ცათასა განბრწყინვება, ანგელოსთა თანა გალობა, წმიდათა თანა სუფევა, და შენთანა დიდება და მადლობა, რამეთუ მისა ჰშეენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზე­სთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

 მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

 მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 

  ყოველთა მორწმუნეთა ლოცუათა შეიწირავ და ვედრებასა მიითუალავ, რამეთუ ხარ ყოველთათვის ტკბილი მეოხი, და სახიერი შუამდგომელი, ამისთვისცა გევედრებით დიდებულო ნათლისმცემელო იოანე, აღგვისრულე ვედრება ჩუენი, და გვითხოვე ყოვლადტკბილისა იესოს მიერ, რათა ღირს ვიქმნეთ ზეცისა სასუფეველსა და გვირგვინითა ვიშვებდეთ დაუსრულებელად.

 

  დედოფალო კაცთაო, დედაო ღუთისაო მარიამ, მოხედენ ღაღადებასა ლოცვისა ჩუენისასა, და შეგვიწყალენ სიყუარულისათვის ძისა შენისა და ღუთისა ჩუენისა. რამეთუ მისი არს დიდება, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.