მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პარაკლისი სავედრებელი
აღდგომიდან დაწყებული თომას კვირიაკემდის,
ანუ – ბრწყინვალე შვიდეულში

 

ტროპარი

 

  ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (სამ გზის)

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ, და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორვებული, და ანგელოსისაგან ესმა ხმაი საწადელი, ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა მას მკუდართა თანა რად ეძიებთ ვითარცა კაცსა, იხილენით დაფლვისა მისისა სახუეველნი და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ სიკვდილი მოკლა მხსნელმან ჩუენმან, და აღჰსდგა დიდებით, ვითარცა არს ძე ღმრთისა და მაცხოვარი კაცთა ნათესავისა.

 

(უკეთუ გენებებათ შეძინება ანუ ჩართვა რომელიმე წმიდანის პარაკლისისა, ასეთ შემთხვევაში ჯერ ითქმის ტროპარი წმიდანისა ერთგზის, შემდეგ ითქმის დიდება-აწდა და ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ… – სრულიად).

 

 

გალობაჲ 1, უგალობდითსა

 

  ძლისპირი: აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა უფლისა, პასქა, რომლითა ქრისტემან ღმერთმან სიკვდილისაგან მიხსნა და ქვეყანით ცად აღმიყვანა სუფევად, ძლევისა მგალობელნი დღეს (ორგზის).

 

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით(ითქმის მხოლოდ ეს სამი სიტყვა და არა სრულიად ტროპარი).

 

განვიწმიდნეთ საცნობელნი და ესრეთ ვიხილოთ ნათელი უხილავი აღდგომისა ქრისტესი განმაბრწყინვებელი და გიხაროდენი სიტყვა ცხადად ვისმინოთ, ესრეთ ძლევისა მგალობელთა დღეს (ორგზის).

 

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

 

ცანი ყოვლად ღირსებით მხიარულ იქმენინ დღეს და ქვეყანა იშვებდინ, დღესასწაულობს ყოველი სოფელი ხილული და უხილავი, ცხადად ვისმინოთ, ესრეთ ძლევისა მგალობელთა დღეს (ორგზის).

 

(ვისაც ენებება რომელიმე წმიდანის პარაკლისის ჩართვა, აქ და ყოველი სძლისპირ-ტროპართა შემდეგ უნდა ჩაურთოს წმიდანის შესაბამისი საგალობელი ოთხ მუხლად).

 

 

გალობაჲ 3, განძლიერდასა

 

  ძლისპირი: მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით მყარით ნიშოვან ქმნილი, არამედ უხრწნელებისა წყარო ქმნილი ქრისტეს საფლავით, რომლითა განვძლიერდით (ორგზის).

 

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

 

აწ ყოვლითურთ აღივსო ნათლითა ცაი და ქუეყანა, ქვესკნელი და ყოველივე ქმნილი დღესასწაულობს აღდგომასა ქრისტესსა, რომლითა განვძლიერდით (ორგზის).

 

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

 

გუშინ შენთანა ჯვარს ვეცმოდი, ქრისტე, და თანა აღვდგები დღეს აღდგომასა შენსა, გუშინ შენთანა დავეფლვოდი, შენ მადიდე, მაცხოვარ, სასუფეველსა შენსა (ორგზის).

 

 

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, რამეთუ ჩვენ ყოველნი შემდგომად ღვთისა შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

მოიხილე ჩვენ ზედა, ყოვლად-ქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩვენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩვენისა სნეულებანი.

 

უფალო შეგვიწყალენ (15-გზის)

 

 

გალობაჲ 4, მესმასა

 

  ძლისპირი: საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ ჩვენთანა და გვიჩვენენ ჩვენ ანგელოზი ნათლისა, ბრწყინვალედ მეტყველი ესრეთ, ცხოვრება არს ყოვლისა სოფლისა, რამეთუ აღსდგა ქრისტე, ვითარცა ყოვლისა შემძლებელი (ორგზის).

 

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

 

ულმობელად განმღებელად ქალწულებრივისა საშოისა ითქვა ქრისტე, ხოლო ვითარცა კაცსა კრავად ეწოდა, ხოლო უბიწო, ვითარცა უცხოსა ბრალთაგან, პასექსა ჩვენთვის, და ვითარცა ჭეშმარიტსა ღმერთსა სრულ სახელ ედვა (ორგზის).

 

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

 

ვითარ ტარიგი უბიწო, მაკურთხეველი ჩვენი, გვირგვინი ქრისტე, ნებსით ყოველთათვის დაიკლა პასექად წმიდა მყოფელად და კვალად შვენიერად საფლავით სიმართლისა იგი მზეი აღმოგვიბრწყინდა ჩვენ (ორგზის).

 

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

 

წინაშე აჩრდილებრივისა კიდობნისა როკვიდა დავით, მამაი ღვთისა, ხოლო ჩვენ – ერი ღვთისა, იგავთა აღსრულებისა ხედვითა საღმრთოდ ვიშვებთ, რამეთუ აღსდგა ქრისტე, ვითარცა ყოვლისა შემძლებელი (ორგზის).

 

 

გალობაჲ 5, ღამითგანსა

 

  ძლისპირი: აღვიმსთვოთ ჩვენ ცისკარსა მსთვად და მირონთა წილ გალობა მივუძღვანოთ მეუფესა, ვიხილოთ სიმართლისა მზედ ცხოვრებისად ქრისტე ყოველთად აღმობრწყინვებული (ორგზის).

 

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

 

უზომო იგი მოწყალება რა შენი ჯოჯოხეთისა კრულთა რაჟამს იხილეს, ნათლად ისწრაფეს, ქრისტე, ფერხითა მოხარულითა, ტყველვიდეს პასქად საუკუნოდ (ორგზის).

 

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

 

ლამპარშემოსილ მივეგებნეთ ქრისტესა, საფლავით გამომავალსა სიძესა და ვდღესასწაულობდეთ მედღესასწაულეთა წესთა თანა ცხოვრებისა პასექსა (ორგზის).

 

 

გალობაჲ 6, ღაღადყავსა

 

  ძლისპირი: შთახედ შენ ქვესკნელთა ქვეშე ქვეყანისათა, და შეჰმუსრენ მოქლონნი საუკუნოდ პყრობილთა შებორკილებულთანი და სამდღე მკვდარი, ვითარ იონა ვეშაპით, ეგრეთ აღსდეგ დაფლავით (ორგზის).

 

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

 

დაიცვენ ბეჭედნი აღუტეხელად, ქრისტე, აღდგომასა საფლავით, რომელმან კლიტენი ქალწულებისანი არა განხრწნენ შობასა, და განმიხვენ ბჭენი სამოთხისანი (ორგზის).

 

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

 

მაცხოვარ, ცხოველი და დაუკლველი მსხვერპლი, ვითარცა ღმერთმან თავი თვისი ნებსით შესწირე მამისა, და აღადგინე ადამ ყოვლით ნათესავითურთ, რაჟამს აღსდეგ საფლავით (ორგზის)

 

 

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, რამეთუ ჩვენ ყოველნი შემდგომად ღვთისა შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

მოიხილე ჩვენ ზედა, ყოვლად-ქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩვენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩვენისა სნეულებანი.

 

უფალო შეგვიწყალენ (სამგზის)

 

 

კონდაკი:

 

დაღაცათუ ნებსით თვისით საფლავად შთაჰხედ უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე და აღჰსდეგ, ვითარცა მძლე, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარება მიჰმადლე და მოციქულთა მშვიდობაი მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომა.

 

 

იკოსი:

 

უპირატესი მზისა, მზე შთაჰხდა ოდესმე საფლავსა შინა, რომელსა ცისკარს მსთუად ეძიებდეს ვითარცა დღისი, მენელსაცხებელნი დედანი და ურთიერთარს იტყოდეს: მოვედით, ჰოი, მეგობარნო და ვსცხოთ ნელსაცხებელი ხორცთა დაფლულთა, მდებარესა საფლავსა შინა. გვამისა ადამ დაცემულისა აღმადგინებელთა, წარვიდეთ და მივისწრაფოდ ვითარცა მოგვნი და თაყვანისვსცეთ, და მივუძღვანოთ სუნნელი, შესამურავი ვითარცა ძღვენი, არა სახვეველითა, არამედ სუდარითა წარგრაგნილსა და ტირილით ღაღადვჰყოთ: აღსდეგ, ჰოი, მეუფეო, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაი.

 

 

წარდგომა:

ესე არს დღე უფლისა, რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა.

აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.

უფალო შეგვიწყალენ (სამგზის)

 

სახარება ლუკასი:

 

მას ჟამსა შინა, აღსდგა რა იესუ მკვდრეთით, და დადგა შორის მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: მშვიდობა თქუენთანა! ხოლო იგინი შეძრწუნდეს და შეეშინა, ეგონა, ვითარმედ სული რაიმე იხილეს, და თავადმან ჰქრუა მათ: რასა შეძრწუნებულ ხართ, და რასათვის გულისსიტყვანი მრავალნი მოვლენან თქუენთანა; იხილენით ხელნი ჩემნი და ფერხნი, რამეთუ თავადი მე ვარ, ხელი შემახეთ და იხილეთ, რამეთუ სულსა ხორც და ძვალ არა ასხენ, ვითარცა ესე მხედავთ, რამეთუ მასხენ. და ესე რა თქუა, უჩვენა მათ ხელნი და ფერხნი მისნი, და ვიდრე იგი არღა ჰრწმენა მათ სიხარულისა მისგან და საკვირველებისა, ჰრქუა მათ იესუ: გაქვს რა აქა ჭამადი? ხოლო მათ მიუპყრეს მას თევზისა მწურისა ნახევარი და თაფლისაგან გოლი, და სჭამა წინაშე მათსა და მოიღო ნეშტი იგი და მისცა მათ და ჰრქუა: ესე იგი სიტყუანი არიან, რომელთა გეტყოდი თქუენ, ვიდრე იგი ვიყავღა თქუენთანა, ვითარმედ ჯერ არს აღსრულებად ყოველი წერილი სჯულსა მოსესსა, და წინასწარმეტყველთასა, და ფსალმუნთასა ჩემთვის. მაშინ განუხვნა მათ გონებანი მათნი გულისხმისყოფად წიგნთა და ჰრქუა მათ: რამეთუ ესრეთ ჯერ იყო და ესრეთ წერილ არს ვნებად ქრისტესა და აღდგომად მკუდრეთით მესამესა დღესა, და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოტევება ცოდვათა ყოველთა მიმართ წარმართთა, იწყეთ იერუსალიმით, რამეთუ თქვენ ხართ მოწამე ამის ყოვლისა, და აჰა ესერა მე მოგივლინო თქვენ აღთქმა იგი მამისა ჩემისა, ხოლო თქვენ დასხედით ქალაქსა ამას იერუსალიმსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით. და განიყვანნა იგინი გარე, ვიდრე ბეთანიადმდე, და აღიპყრნა ხელნი თვისნი, და აკურთხნა იგინი, და იყო კურთხევასა მას იესუსსა მათდა მიმართ, განეშორა მათგან, და აღვიდოდა ზეცად, და იგინი თაყვანისსცემდნენ მას, და მოიქცენენ იერუსალიმად სიხარულითა დიდითა, და იყოფოდეს ტაძარსა მას შინა, მარადის აქებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა, ამინ.

 

(ამის შემდეგ, უკეთუ ლოცულობდეთ წმიდანის პარაკლისს, წაიკითხეთ წმიდანის სახარებაც).

 

 

გალობაჲ 7, კურთხეულარსა

 

  ძლისპირი: რომელმან ყრმანი იხსნა სახმილისაგან, რაჟამს განკაცნა, ივნო ვითარ მოკვდავმან და ვნებითა მოკვდავსა უხრწნელებისა შეჰმოსა სამოსელი მხოლომან კურთხეულმან, ღმერთმან მამათამან და ზესთა ამაღლებულმან (ორგზის).

 

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

 

დედანი ღვთივ-განბრძნობილნი შემდგომად შენსა სრბით მირონითა მიგდევდეს ღმერთსა, და რომელსა მოკვდავად გეძიებდეს, აღდგომილსა და ცხოველსა თაყვანისგცეს და პასქა ესე საიდუმლოისა მოწაფეთა ახარეს (ორგზის).

 

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

 

სიკვდილითა სიკვდილისა შემუსრვასა ჯოჯოხეთისასა, დღეს ვდღესასწაულობთ დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა, უგალობთ მხოლოსა კურთხეულსა, ღმერთსა მამათასა და ზესთა ამაღლებულსა (ერთგზის).

 

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

 

ვითარ ჭეშმარიტ წმიდა და ყოვლად კრება არს მაცხოვარებისასა ესე ღამე, და ყოვლად ნათლით შემოსილ დღე აღდგომისა წინამახარებელი, ვინა საფლავისაგან ზესთა ჟამთა ნათელი ხორცითა აღმოგვიბრწყინდა (ერთგზის).

 

 

გალობაჲ 8, აკურთხევდითსა

 

  ძლისპირი: ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო დღე ესე ერთშაბათი, და დედუფალ და უფალ, და დღესასწაული დღესასწაულთა, კრება კრებათა, რომელსა შინა ვაკურთხევთ ქრისტესა საუკუნოდ (ორგზის).

 

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

 

მოვედით, ვეზიარნეთ ახლისა ამის ვენახისა ნაშობსა, საღმრთოსა მხიარულებასა, ბრწყინვალესა დღესა აღდგომისა და ქრისტეს სუფევისასა, ვაქებდეთ ვითარცა ღმერთსა უკუნისამდე (ორგზის).

 

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

 

აღიხილენ თვალნი გარემოს, სიონ, და იხილენ, რამეთუ, აჰა, მოვიდეს შენდა ვითარცა მნათობნი დასავალით, ჩრდილოით და აღმოსავალით შვილნი შენნი კურთხევად ქრისტესა საუკუნოდ (ერთგზის).

 

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

 

მამაო ყოვლისა მპყრობელო და სიტყვაო, და სულო სახიერო, ბუნებით ერთო, გვამით განყოფილო, ზესთა არსთაო და ზესთა ღმერთთაო, შენდამი ნათლვღებულვართ და შენ გაკურთხევთ მარადის (ერთგზის).

 

 

გალობაჲ 9, ადიდებდითსა

 

  ძლისპირი: განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშვებდი ღმრთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა (ორგზის).

 

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

 

ჰოი, საღმრთო, ჰოი, ყოვლად-საყვარელი, ჰოი, ტკბილი ხმა, რომლითა აღმითქვა უტყველად ჩვენთანა ყოფა ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, რომელი გვაქვს წინდად სასოებისა მორწმუნეთა და ვიშვებთ მარადის (ორგზის).

 

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

 

ჰოი, პასექო დიდო და დიდებულო, ქრისტე, ჰოი, სიბრძნეო და სიტყვაო და ძალო, მომეც ჩვენ უსრულესი მოღება მადლთა შენთა დაუღამებელსა მას დღესა სუფევისა შენისასა (ორგზის).

 

 

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშვებდი ღმრთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.

 

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (სამ გზის)

 

ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ, და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორვებული, და ანგელოსისაგან ესმა ხმაი საწადელი, ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა მას მკუდართა თანა რად ეძიებთ ვითარცა კაცსა, იხილენით დაფლვისა მისისა სახუეველნი და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ სიკვდილი მოკლა მხსნელმან ჩუენმან, და აღჰსდგა დიდებით, ვითარცა არს ძე ღმრთისა და მაცხოვარი კაცთა ნათესავისა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

(უკეთუ წმიდანის პარაკლისსა ლოცულობთ, იტყვით ტროპარს წმიდანისა.)

 

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

დაღაცათუ ნებსით თვისით საფლავად შთაჰხედ უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე და აღჰსდეგ, ვითარცა მძლე, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარება მიჰმადლე და მოციქულთა მშვიდობაი მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომა.