მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პარაკლისი სავედრებელი
ღირსისა მამისა ჩუენისა დავით გარეჯელისადმი

 

 მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

 

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
 
 
ფსალმუნი 142
 

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 

 

2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 

 

3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 

 

4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 

 

5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 

 

6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 

 

7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 

 

8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 

 

9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 

 

10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 

 

11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 

 

12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

ტროპარი, ხმა 4.

 

  ოფლითა მით მოღუაწებისათა, განზავებულნი ცრემლთა წყარონი, ძღუნად მიუპყრენ აწ სავედრებელად მეუფესა და ითხოვე აღორძინებაჲ მისი, რამეთუ ცრემლით ჰსთესე და სიხარულით მოიმკუენ ნაყოფნი უდაბნოსანი. ჰოი! დავით ბრწყინუალებაო სოფლისაო და მეოხო სულთა ჩუენთაო.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  ოფლითა მით მოღუაწებისათა, განზავებულნი ცრემლთა წყარონი, ძღუნად მიუპყრენ აწ სავედრებელად მეუფესა და ითხოვე აღორძინებაჲ მისი, რამეთუ ცრემლით ჰსთესე და სიხარულით მოიმკუენ ნაყოფნი უდაბნოსანი. ჰოი! დავით ბრწყინუალებაო სოფლისაო და მეოხო სულთა ჩუენთაო.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

 

გალობა 1 უგალობდითსა

 

  ძლისპირი: მხსნელსა ჩუენსა და, რომელმან განიყუანა, დაულტოლველად ერი თვისსი ზღუასა და ფარაო მხედრებითურთ დაანთქა სიღრმესა, მას მხოლოსა უგალობთ, რომლიცა დიდებულ არს.

 

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

უგალობდეთ ერნი ქრისტესა, რომელმანცა მოგვივლისა წმიდა მამა დავით განმამტკიცებელად ჩუენდა, უდაბნოსა ამას საღთოდ შემოკრებულთა ამათ, რამეთუ დიდებულ არს.

 

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

სულისა წმიდისა წინამძღუარებითა ღირსო, მოიწიე უდაბნოსა ამას და ანგელოსთა ცხოვრება აღასრულე ღირსო და ქრისტესა უგალობ, რომელიცა დიდებულ არს.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

მხეცნი და ვეშაპნი უდაბნოთ შენით ღირსო წარჰსდევნე, წმიდითა მით ლოცვითა შენითა და მათ წილ კაცნი წმიდანი შეჰკრიბენ, სადიდებელად ღუთისა, რომელიცა დიდებულ არს.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

ტაძარსა უხრწნელსა ღუთისა დიდებისასა, მარიამს ქალწულსა უგალობდეთ, რამეთუ ღმერთი ხორცითა გვიშუა და შემოდგომადცა შობისა ქალწულად ეგო, რომელიცა დიდებულ არს.

 

 

გალობა 3 განძლიერდასა

 

  ძლისპირი:  ძალითა ჯუარისათა ქრისტე, განმაძიერენ დიდებად შენდა, რათა უგალობდე მარადის, ღუთაებასა შენსა მოწყალე.

 

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

შრომათა შენთა მოსაგებელად, მოგცა ღმერთმან სასწაულთა მადლნი, რომლითა განჰკრთეს ყოველნი, რომელთა ესმა და განჰკვირდეს.

 

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

ღმერთმან საკვირუელებათამან, რომელმან გამოზარდა ილია, ყორნისა მიერი, ეგრეთუე შენ გზრდიდა ღირსო ირემთა მიერი.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ჰოი! საშინელი ხილვა, რაჟამს ზეციერითა ცეცხლითა, ვეშაპი იგი მავნებელი, ნუკრთა შინა მოიკლა ღირსო.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

ღუთის შემწყნარებელსა ქალწულსა მარიამს უბიწოსა ვაქებდეთ და ვევედრნეთ, რათა ოხითა მისითა გვიხსნნეს ვნებათაგან.

 

 

  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

 

მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

წარდგომა. ხმა 4

 

  ზესთა კაცთა აღმატებულო და მეუფისა მიახლებულო, ვითარცა შენ მიერი მადლითა შვილ მრავალ სავედრებელსა აღსწერს დღეს დავით ყოვლად ქებულო, შენდა მიმართ უდაბნო შენი, არამედ ვითარცა მაქვს ძლიერება ღუთივმონიჭებული, ყოველთა მტერისა საფრხეთაგან დაიფარე, რათა გიგალობდეთ, გიხაროდენ კაცო ღუთისაო.

 

 

გალობა 4 მესმასა

 

  ძლისპირი:  სმენა მესმა ძლიერისა ჯუარისა შენისა ქრისტე, რომელისა მიერი სამოთხე განეღო სა გიღაღადებ დიდება ძალსა შენსა უფალო.

 

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

საღთოთა სურვილითა აღძრული ნეტარი დოდო, მოვიდა ხილვად სიწმიდისა შენისა დავით და გიხილა რა ჰმადლობდა ღმერთსა.

 

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

ერის-მთავარი იგი რუსთავისა ნადირობდა რა, განძვინებით იხადა მახვილი მოკლუად შენდა და შეუხმა მას ხელი მისთა მარჯვენე.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

მაშინ დავრდომილი ქუეყანად ცრემლით გევედრებოდა და ითხოვდა შენდობასა, ხოლო შენ ღირსო ლოცვითა და ხელის შეხებითა განჰკურნე.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

გაბრიელის თანა გიღაღადებთ ღუთის მშობელო ქალწულო მარიამ, გიხაროდენ მიმადლებულო ღმერთი უფლებათა, შენ თანა.

 

 

გალობა 5 ღამითგანსა

 

  ძლისპირი:  აღმსთობილნი შენ გიგალობთ უფალო, გვაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა სახიერ ხარ, რამეთუ სხუა ღმერთი არა ვიცით.

 

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

ცრემლითა ჰხმობდა ბუბაქარ, ვითარცა მომაგე მე ხელი, ეგრეთუე ძესა ჩემი, ხელით და ფერხით კოჭლი განჰკუნე.

 

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

წარვედ ჰრქუა წმიდამან და გრწმენეს თუ იხილო იგი, ყოვლითურთ უვნებელი ქრისტეს ძალით განკურნებული.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ჰრწმენა და წარვიდა და სიხარულით მოეგება ძე იგი მისი ხლდომით, ვითარცა იგი წინასწარ აღუთქუ ღირსო.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

ქალწულო წმიდაო ძესა შენსა ქრისტესა ღმერთსა ლმობიერად ევედრე, რათა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

 

 

გალობა 6 ღაღადყავსა

 

  ძლისპირი: გარემომიცვეს ღელვათა და მექმნა მე საფლავ მუცელი ვეშაპისა და გიღაღადებ მიხსენ მე კაცთმოყუარე და მაცხოვნე მე, მრავალ მოწყალეო უფალო.

 

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

გარე მოიცვნა ღელვამან ჭირთა და მან საცდენთამან უდაბნოსა შინანი, აწ ვედრებითა შენითა დავით მოწაყლე ჰყავ ჩემზედა ღმერთი.

 

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

მირახვედ წმიდად ქალაქად ეუწყა პატრიარქსა ელიას, ვითარმედ დავით იერუსალიმისა მადლი ყოველი წაიღო სარწმუნოებითა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

გეწინეს რა მალე მსრბოლნი ბრძანებისაებრ მათდა მიგიღეს ორი ნაწილი და მესამედი ესე ნიჭად შენდა უდაბნოსათვის დაგიტევეს.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

ქალწულო ყოვლად წმიდაო, რომელმან სიტყუა ღუთისა ხორცითა შეჰვ და ქალწულადვე საუკუნოდ დაადგერ, გვაცხოვნენ შენნი ღუთის მშობლად აღმსარებელნი.

 

 

გვიხსენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, წმიდაო, დიდებულო მოწამეო, მეფეო არჩილ, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მცირე კვერექსი
 
 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
 
 მგალობელთა: შენ, უფალო.
 
 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
 
 მგალობელთა: ამინ.

 

 

კონდაკი

 

  შუა-მდინარით აღმოჰხედ ვარსკულავი ყოვლად ბრწყინუალე, და მოიწიე უდაბნოდ გარესჯად და მიერითგან მოსლვითა შენითა, ვითარცა სამოთხე ნერგთაგან წმიდათა სცენდებიან ნერგნი სიტყვიერნი, რომელთა თვის ოხასა ნუ დააცადებ დავით სანატრელო.

 

 

 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

 

 მგალობელთა: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

 

 დიაკონმან:   უგალობდეთ ღირსნი მისნი უფალსა.

 

 მგალობელთა: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

 

 დიაკონმან: პატიოსან-არს წინაშე უფლისა.

 

 მგალობელთა: სიკუდილი წმიდათა მისთა.

 

 დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.

 

 მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ყოველი სული.

 

 მგალობელთა: აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 დიაკონმან: მოხედენ.

 

სახარებაი მათესი

 

  ჰრქუა უფალმან, რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამა თვისი და დედა თვისი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კუალად სულიცა თვისი, ვერ ხელეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თვისი და შემომიდგეს მე, ვერ ხელეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა. ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ და არა ვინ იცის ძე, გარნა მამამან, არცა მამა ვინ იცის, გარნა ძემან, და რომელსა უნდეს ძესა გამოცხადების, მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთ მძიმენი და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსუენება სულთა თქუენთა. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა დავით გარესჯელისათა, მოწყალეო აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

 

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

ხმა 5: მსგავსად იოანე ნათლის-მცემელისა უდაბნო დაიმკვიდრე მამაო და უპოვარებითა სცხოვნდებოდი, რამეთუ ყოვლად არა რა გაქუნდა ნეტარო ხორცთა საზრდელი, საწუთო და წარმავალი რომელითა დაიცვების არსება ესე ხორცთა, არამედ იზრდებოდა სულისა მიერ წმიდისა, ვინაცა ბაძუად შენდა აღადგინენ სულნი ურიცხვნი და შემოჰკრიბენ სადიდებელად ღუთისა და სამადლობელად სიმხნეთა შენთა დავით გარესჯელთა დიდებაო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა ცოდუათა ჩუენთა შენდობა მოგვანიჭოს, რომელნი სურვილით აღუასრულებთ ხსენებასა შენსა.

 

 

ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, წმიდათა  შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა და იოვანე ოქროპირისაჲთა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაჲთა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისმძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა, და ღირსისა დედისა დედისა ჩუენისა მოციქულთასწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაჲთა იოაკიმ და ანაჲსითა (და წმიდის სახელი, რომელისაც არს ტაძარი) და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეოღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ და შეგჳწყალენ ჩუენ.  

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

გალობა 7 კურთხეულარსა

 

  ძლისპირი:  რომელმან იხსნნა ყრმანი სახმილისაგან მგალობელნი, კურთხეულ ხარ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

 

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

მოიწიე გარესჯად იერუსალიმით და ჰგალობ, კურთხეულ ხარ უფალო ღმერთო.

 

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

მოწაფეთა რა შენთა გიხილეს სიხარულითა ხმა ჰყუეს, კურთხეულ ხარ შენ ღმერთო ჩუენო.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

მოიკითხენ ყოველნი ჯერისაებრ, ხმობდეს ერთბამად კურთხეულ ხარ შენ ღმერთო ჩუენო.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

ღმრთისმშობელო ქალწულო აცხოვნენ, რომელნი გალობენ: კურთხეულ ხარ შენ.

 

 

გალობა 8 აკურთხევდითსა

 

  ძლისპირი:  მამისაგან შობილსა ძესა უწინარეს საუკუნეთა და აღსასრულსა ჟამთასა ქალწულისაგან ხორციელ ქმნილსა, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

მიმორახვიდოდი ღირსო, იხილე რა ძმა იგი შენი წყლისაგან მწარისა შეურვებული და ილოცე ღუთსა მიმართ და სთქვი, მღუდელნი აკურთხევდით.

 

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

ვითარცა ოდესმე მოსე ნიშთა საღთოთა ჯუარისათა, წყალი მწარე ლოცვითა დაატკბე და მიეც ძმასა მას და ეტყოდე მღუდელნი აკურთხევდით.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ჟამი შენი სუფევად მიცუალებისა მოიწია და ეზიარე წმიდასა ხორცსა და სისხლსა ქრისტესსა და სთქვი მღუდელნი აკურთხევდით.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

ქალწულო საგალობელო, რომელმან სიტყუა ღუთისა გვიჰშევ და ქალწულადვე დადგერი ზესთა სიტყვისა და გონებისა, მღუდელნი აკურთხევდით ერნი უფალსა.

 

 

გალობა 9 ადიდებდითსა

 

  ძლისპირი:  ჰშევ ქალწულო მოიწდომელი ბუნებათა, უჟამო გამოუთქმელი ამისთვის უბიწოო ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ.

 

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

ეზიარე უხრწნელთა საიდუმლოთა, ესე ხოლოღა აღმოსთქვი, დამბადებელო ჩემო ქრისტე ღმერთო, შეივედრე სული ჩემი.

 

წმიდაო ღირსო მამაო დავით გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

ძმა იგი დაკლებული ხედვისა თუალთასა შეემთხვია რა წმიდასა გუამსა შენსა, ნათლისა ხედვა მიენიჭა და გადიდებდა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

შემურვისა და დაფლვისა გალობითა გოდებით და ცრემლით ხმობდეს ტკბილო მამაო, შენთა მოწაფეთა ნუ დაგვივიწყებ წინაშე ღუთისა.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

ღვთისმშობელო ქალწულო, მოსავთა შენთა მხოლო შენ ხარ სასოება, ყოველთა ჩუენისა ამის საგალობელისა სრულ მყოფელი.

 

 

მღუდელმან აკმიოს.

 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

 

 მკითხველმან: იყავნ ჩუენდა წინამძღურად მთავარ გალობისა ქრისტე მეუფე ჩუენი, დღესა ამას ყოველად ქებულისა დავითისსა, რომელი იგი მის მიერ ღირსად საჩინო იქმნა სეხნაობითა დავით მგალობელთა მთავრისათა.

 

მოიწიე და შეამკობდ მამაო ღირსო, ჩუენსა ამას მამასა და სახელ მოდგამსა შენსა და ჰხმობდ მშუენიერად საკვირუელ არს თავადი შორის წმიდათა და ქება მისი შესაკრებელსა შინა ეკკლესიასა წმიდათასა.

 

მოვედ, მოგიწესს მოსწრაფედ, ლავრა შენი წმიდა, საუნჯედ სიწმინდისად, ადგილით მკვიდრობისად, ადგილად მსხემობისა, რათა ესრეთ გულსმოდგინებითა აღიძრნენ გონებანი აქა შემოკრებულთანი, ქებად შენდა დღესასწაულსა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

დღეს დავით შემოჰკრებს კრებასა ამას საღმრთოსა და ჩუენთანა მედღესასწაულებად თვით თავადი უხილავად მდგომარედ არს, სერისა სულიერისა უხილავად განგიმზადებს და ყოველთა კაცთა კაცთმოყუარებით გვისტუმრებს.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

სარწმუნოებით მოვილტვით შენდა და ცრემლით გევედრებით, ყოვლად დიდებულო მამაო დავით, ღვთისმშობელისა თანა ნუ დასცხრები მეოხებად და ცხოვრებად, რომელნი შენ გადიდებთ.

 

სულნი ბოროტნი შიშით ივლტიან და ანგელოზნი მოხარულნი გალობენ და ჩუენ მათ თანა ვღაღადებთ და ვიტყვით, დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.

 

წმიდანო ანგელოზნო ზეცისა მხედრობათანო და წინამორბედო უფლისაო, მოციქულნო ათორმეტნო, – მღუდელთ-მოძღუარნო, მოწამენო და ნეტარნო მამანო და წმიდა მოწამენო და ნეტარნო დედანო და ყოვლნო წმიდანო ღუთისმშობელისა თანა ნუ დაჰსცხრებით მეოხებად და ცხოვრებად, რომელნი თქუენ გადიდებთ.

 

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

 

 

მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 

 

 

ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

 

  ჰოი, ყოვლად სანატრელო, ყოვლად ბრწყინვალეო საღვთოო ზესთადმი ჰსრბაო, საღმრთოო განათლებაო და სულითითა ხედვითა ფრთედ მსრბოლ ქერუბიმებრ, ანგელოსებრითა სიწმიდითა ზესთა ღუთისადმი მდგომო, ღირსებაო და უსხეულოჲსა მის თუალთშეუდგამისა დიდებისა წინაშე კადნიერო, მეოხო და შესავედრებელო ჩვენ უღონოთა და განწირულთა ცოდვილთა მონათა და მსახებელთა შენთაო.

 

ჰოი! ყოვლად ბრწყინუალეო, საღმრთოო საგალობელო, ღირსო მამაო წმიდაო დავით, შენ ზეგარდამოითა წინა განგებითითა მადლითა, სატანას ძლითთა სიბნელისა კრულბათაგან შემწედ და გამომხსნელად ჩუენდა მოვლინებულო და შესწავებულო, რამეთუ ვითარ იგი მოგეცა შენ მრავალ ნიჭება მადლისა და ქმნა საკვირუელებისა, ხსნა ცოდუათა შენდობისა და ბრალთა მოტევებისა, სენთა კურნებისა და ეშმაკისა საცდურთა განხდისა და განდევნისა, ეგრეთუე შენითა მამებრივითა მოწყალებითა შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა, რათა ლოცუათა შენთა თხოვითა და ვედრებითა, ამაღლდეს და განძლიერდეს ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, ვედრებითა შენითა დაიფარე და ლოცუათა შენთა თხოვითა მოიხსენე უწმიდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოჲსა და მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა, დიდი მეუფე და მამაჲ ჩუენი ილია; ყოვლად სამღუდლონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღუდელო და სამონაზნო წესნი, მხედართ მთავარნი და ქალაქთ მთავარნი და ქრისტეს მოყუარე მხედრობა და კეთილის მყოფლენი ჩუენნი და ყოველნი მართლ-მადიდებელნი ქრისტეანენი დაიფარენ, მრავალ მოღუაწებითა შრომითა შენითა. იმეოხენ ღირსო მამაო, რათა ლოცუათა შენთა მიერითა თხოვითა შეგუჭურნეს ჩუენ უფალმან ღმერთმან, ძალითა თვისითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთა ზედა.

 

ჰოი! ყოვლად ტკბილო მამაო მოწყალეო, მოწყალებითა ღუთისა სახიერისა და კაცთმოყუარებისათა, მოციქულთა მსგავსად ოხვრით ბერილითა სულითა განბრძნობილითა ყოველთა არეთა და ერთა ჩუენ ქართუელთასა, ნათელ მყოფელო და მასწავლელო კეთილმსახურებითისა თაყუანისცემისა ჭეშმარიტისა ღუთისა და განმდევნელო სიძუელითა დაბუდებულისა მის, მაცდურისა მიერთა ძმაცულებათა საგველოჲსა სიბოროტისათა წარმწყმედო. შენ მოწყალებითა და ღუთისა მიმართითა თხოვითა შენითა, აღმომიყუანენ ჩუენ სიღრმეთაგან ცოდუათა ჩუენთასა, რათა ვიხსნეთ ჩუენ სიყმილისაგან, სრვისა და ძვრისაგან, ცეცხლისა მახვილისა და ზედა მოსლვისაგან უცხოთესლთასა და ტომისაგან ბრძოლისა და უცნაურისა სიკუდილისაგან და გარე წარაქციენ ყოველნი ზედა დამსხმელნი ჩუენ ზედა მოწევნულნი მტერნი და განმხრწნელნი ქარნი და ყოველნი სიკუდიდ შემოსილნი წყლულებანი და ყოველნი ბოროტებანი.

 

იღუაწენ ტკბილო მამაო დავით, იღუაწენ და განმიხვენ წიაღნი ღუთისადმი და მაგებელნი, ყოველთა ბრალთა და შეცოდებათა ჩუენთა საკურელისა და მხსნელნი და მომტევებელნი და აღამაღლენ მართლ-მორწმუნეობა ჩუენი ყოველთა ზედა პირთა ქუეყანისათა და განამრავლენ ერნი და სამწყსონი სავანეთა და ადგილთა ამათ შენთა და ცრემლითა და შრომილთა და ღუაწლითა მოგებულთა. რათა ლოცუათა შენთა ოხითა, ჰხსნილნი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან და განთავისუფლებულნი საუკუნოსა სასჯელისაგან, სამარადისოთა მადლობითა აღუამაღლებდეთ წმიდასა სახსენებელსა შენსა, სურვილით მსასოებელნი და თაყუანისცემისა შემწირუელნი, დაუსაბამოსა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ყოვლისა სოფლისა მხსნელო და მაცხოვარო უფალო იესუ ქრისტე, ჩუენ ცოდვილთა და უღირსთა მონათა შენთათვის მხსნელად და მაცხოვრად ჩუენდა გამოჩინებულო, რომალმან ეგე, ჰხსნისათვის ჩუენისა ჯუარი და სიკუდილი დაითმინე და ყოველთა ცხოვრება მოგუმადლე. აწცა მოწყალე ექმნენ, სულთა და ხორცთა ჩუენთა გლახაკთა და შესავედრებელად ჩუენ ცოდვილთათვის აღძრულისა მამისა დავითის მიერი შუამდგომელობა და მეოხება შეიწყნარე ტკბილო სახიერო მეუფეო, რამეთუ არავინ გვაქუს ესრეთ კადნიერად შენ წინაშე მეოხი, ჩუენ ცოდვილთა თვინიერი ესე ვითარითა სათნო ყოფილთა შენთა. აჩუენე ძალი და ძლიერება შენი და მოგვმადლე ჭირთა და განსაცდელთა შინა მყოფთა განრომა, ცოდუათაგან ჰხსნა და ყოველთა განსაცდელთაგან განთავისუფლება მონათა შენთა.

 

დედუფალო მოხედენ ვედრებასა მონათა შენთასა და გვიხსნენ ჩუენ ყოველთა განსაცდელთა და სნეულებათაგან.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზე­სთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

 მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

 მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 

ხოლო ხატისა მათისა მთხვევნასა ზედა ვჰგალობთ ამას:

 

ტროპარი: საზრდელითა პირუტყელითა იზრდებოდი სიბრძნითა და ცხოვრებითა ანგელოზებრ სცხოვრებდი, სანატრელო გარეჯელო დავით, დასცნენ მტერნი ჩვენნი, ვითარცა ვეშაპნი იგი.