მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პარაკლისი სავედრებელი
ღირსისა მამისა ჩუენისა
სერგი რადონეჟელისა

 

 მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

 

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
 
 
ფსალმუნი 142
 

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 

 

2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 

 

3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 

 

4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 

 

5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 

 

6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 

 

7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 

 

8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 

 

9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 

 

10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 

 

11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 

 

12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

 

  სათნოებითა იღუაწე, ვითარცა ქრისტჱს მჴედარმან კეთილადმძლემან და შეურაცხ-ყავ ყოველივე ამაოებაჲ სოფლისაჲ, არამედ ლოცვითა და მღჳძარებითა სახე ექმენ მოწაფეთა შენთა და გამოსჩნდი კანონად მონაზონთა და ბრწყინვალე მნათობად ყოვლისა სოფლისა, აწ გევედრებით, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა, შეუძრველად დაიცევ ყოველი მართლმადიდებელი ერი, ღირსო მამაო სერგი, მოხარული ჴსენებასა შენსა განათლებულსა.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  უდაბნოსა მოქალაქედ და ჴორცითა ანგელოსად, და სასწაულთა მოქმედად გამოსჩნდი ღმერთშემოსილო მამაო დოდო, მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა მადლი ზეცით მოიღე, და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა, რომელნი სარწმუნოებითა შენდა მოივლტიან; დიდებაჲ, რომელმან მოგცა შენ ძალი; დიდებაჲ, რომელმან გჳრგჳნოსან-გყო შენ; დიდებაჲ, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

 

გალობა 1, უგალობდითსა

 

  ძლისპირი: წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენი და მათ შორის განიყვანე ერი ისრაელთაჲ ჴმელად, და გალობდა გალობასა ძლევისასა.

 

ღირსო მამაო სერგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

დამბადებელმან გიცნა წიაღსავე შინა დედისასა და განგიკუთვნა შობით შენითგან, ხოლო შენ სიყრმითგან ტრფიალ იქმენ უფლისაჲ, აღიღე ჯუარი მისი, ნეტარო, და შეუდეგ კუალსა მისსა.

 

ღირსო მამაო სერგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

იხილა მხედველმან გონებათამან ღმერთმან წინაჲსწარვე სიწმიდჱ სულისა შენისაჲ, ამისთჳსცა ნათელ-გარდაფენილ-ყო გონებაჲ შენი და აღგავსო სიბრძნითა მით საღმრთოჲთა.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ყოველი სურვილი შენი ღმრთისა მიმართ აღპყრობილ ჰყავ სიყრმითგან და მისა მიმართ გაქუნდა ყოველი წადილი შენი და აღძრვანი ჴორცთანი და ვნებათა ღელვანი მოაკუდინენ მოღუაწებითა.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

დაჴსნდა წყევაჲ ევაჲსი, პირველისა მის დედისაჲ, რაჟამს უსძლომან შუა უაღრესი ბუნებათაჲ, ხოლო ერი მორწმუნეთაჲ, ვითარცა ღირს არს, სამართლად ადიდებენ.

 

 

გალობა 3, განძლიერდასა

 

  ძლისპირი: ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ დაამყარენ ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით და სულითა მით საღმრთოჲთა დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.

 

ღირსო მამაო სერგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

შფოთთა მათ სოფლისათა განეშორე მოსწრაფედ, ღმრთივგონიერო სერგი, რამეთუ ევლტოდე მათ ღმრთისა სიყუარულითა და უდაბნოთა შინა აღაშენენ სავანენი, სულთა სარგებელნი, საცხორებელად მრავალთა.

 

ღირსო მამაო სერგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

სოფლისა ამის აღძრული ღელვაჲ დააყუდე სიწმიდითა და უდაბნოჲ იგი მჴეცთა სადგური და ეშმაკთა საყოფელი, შესცვალე შენ საყოფელად კაცთა და აღუშენნე მათ ტაძარი დიდებული სადიდებელად ყოვლად წმიდისა სამებისა.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

საღმრთოსა მადლსა, გონებისა შენისა აღმძრველსა, ღმერთშემოსილო, სულისა წმიდისა მიერ, ბრწყინვალესა უფროჲს მზის თუალისა უგალობთ, ნეტარო სერგი, და ღმრთისა მიმართ აღგძრავთ მეოხებად, ღირსო, გჳთხოვე ცოდვათა ჩუენთა შენდობაჲ.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მჴსნელო ჩუენო, ვედრებითა მშობელისა შენისაჲთა მშჳდობაჲ სოფელსა მოჰმადლე, და ძლევაჲ ჯუარითაჲ მოეც ერსა ჩუენსა ღმრთისმოყუარესა მტერთა ზედა ურწმუნოთა, და შენდობასა ღირს-მყვენ მორწმუნენი.

 

 

  გჳჴსენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, რამეთუ ჩვენ, ყოველნი შენდა მოჳლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა..

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, წმიდაო, საკჳრველთმოქმედო მღდელთმთავარო სპირიდონ, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

წარდგომა. ხმა 8

 

  უდაბნოჲსა მოქალაქობაჲ შეიყუარე უფროჲს სოფლისა შუებისა და საწუთოჲსა სიტკბოებისა და აღაშენე რაჲ სამებისა ლავრაჲ სადიდებელად ღმრთისა, უალნი და ფიცხელნი უდაბნონი ქალაქ-ჰყვენ მონაზონთა სიმრავლითა და ღმრთისმსახურებაჲ განაშუენე სიწმიდითა შენითა, რომლითა მიეახლე ბრწყინვალებასა საღმრთოსა, ნეტარო სერგი, აწ ლოცჳთა შენითა ღირს-მყვენ ჩუენცა ხილვად დიდებასა მისსა.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მოღუაწებითა ვნებანი ჴორცთანი დაუმორჩილე, მამაო, საცნაურსა სულსა, და უვნებელობისა ფრთითა ფრთოვან-ქმნილმან, შეიწყნარე მადლი სულისა წმიდისაჲ, და სენსა კაცთასა ჰკურნებ, და ეშმაკთა განჰხდი, და იჴსნი მვედრებელთა შენთა. ამისთჳს კრებული მონაზონთაჲ გნატრის შენ მარადის, ყოვლად-ქებულო სერგი, და პატივს-ჰცემს წმიდასა ჴსენებასა შენსა. ქრისტესა ევედრე, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყავ, მონიჭებად ეკლესიათა ერთობაჲ, მართლმადიდებელთა ერთა მშჳდობაჲ და მგალობელთა შენთა წყალობაჲ.

 

 

გალობა 4, მესმასა

 

  ძლისპირი:  ქრისტე ღმერთო, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი იგი მამულნი ზეცას და გარდამოჰჴედ ქუეყანად, სმენაჲ შენი მესმა მე და ქებით ვადიდებ ძალსა შენსა.

 

ღირსო მამაო სერგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

უდაბნოჲ უქმი განაშენე და ნაყოფიერ ჰყავ შენ რწყვითა ცრემლთა შენთაჲთა. აწ წინაშე პირსა ღმრთისასა მდგომარე ხარ, მოგჳჴსენენ ჩუენ, ნეტარო, და მეოხ გუეყავ მგალობელთა შენთა.

 

ღირსო მამაო სერგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

პირუტყვნი, ვითარცა სიტყჳერნი გმორჩილებდეს და მჴეცნი შერისხჳთ წარიდევნებოდეს, ხოლო კაცნი განკურნებულნი შენ მიერ, ღირსო, დაუცხრომელად ღმერთსა ადიდებდეს.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ანგელოზებრ შუენიერ იყავ ხატითა და სავსჱ სიბრძნითა და კამკამებისა ელვათა გამოსცემდი და ღმრთისმეტყუელითა პირითა ჰმეტყუელებდ დიდებასა ღმრთისასა, უაღრეს რიტორთასა.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე შენ, ძესა შენსა დამბადებელსა, რაჲთა მიმიძღუეს ჩუენ ნავთსადგურად მყუდროდ და განმარინნეს დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთასა.

 

 

გალობა 5, ღამითგანსა

 

  ძლისპირი: სული მაცხოვარებისაჲ, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინაჲსწარმეტყუელთასა და იშუა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაჲ შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებდით.

 

ღირსო მამაო სერგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

სამწყსოსა მას, რომელი გერწმუნა, მშჳდითა და მდაბალითა სულითა დამწყსიდი და ქრისტჱს მსგავსად ყოველთა ასწავებდი, რაჲთა განუყონ გლახაკთა უხუებით, ბრძენო, და დააპურონ ნაკლულევანნი. აწ ჩუენცა გარდამოგვივლინე მადლმოსილი შეწევნაჲ შენი.

 

ღირსო მამაო სერგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

სიმრავლჱ მონაზონთაჲ წინამძღურად აღგიარებს, ღმერთშემოსილო მამაო, და იშუებს საჴსენებელსა შენსა, აწ გევედრებით, წმიდაო სერგი, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ დიდი, მოსავნი შენნი იჴსენ ყოველთა ჭირთაგან, მოწევნულთა და მოწევნადთა.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

მოსალოდებელისა, ვითარცა აწმყოჲსა მჭურეტელმან, ძლევაჲ მონღოლთა ზედა წინაჲთვე აუწყე დიდსა მთავარსა დიმიტრისა, ხოლო ურიცხვთა მტერთა კუეთებითა შერყეული ქუეყანაჲ შენი უვნებელად დაიცევ ძმათა მტერობისა და განხეთქილებისაგან.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ცანი და ქუეყანაჲ განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო დედაო იესუჲსო, რამეთუ გამოგჳბრწყინვე შენ ნათელი დაუშრეტელი, ღმერთი ყოველთაჲ, რომელმან ბნელსა შინა შეყენებულნი მიჴსნნა და ზეცისა სასუფეველისა მკჳდრად გჳჩინნა.

 

 

გალობა 6, ღაღადყავსა

 

  ძლისპირი: დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა ნავითა ცოდვისაჲთა შთავრდომილი და მიგდებული მჴეცსა სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა განჴრწნისაგან და სიკუდილისა მიჴსენ, ქრისტე.

 

ღირსო მამაო სერგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

დაღათუ იყავ შენ აღგზებულ ცეცხლითა სარწმუნოებისაჲთა და განეშორენ საცთურთა სოფლისათა, არამედ სულიერ წინამძღურად ერისა შენისა გამოჩნდი, წმიდაო სერგი, და განანათლენ მონებად სამებისა წმიდისა.

 

ღირსო მამაო სერგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

ვითარცა ყრმაჲ იგი, ვნებული მტერისაგან, შეგეწყალნეს ფრიად და ილოცე მჴურვალედ და აღადგინე, ეგრეთვე გჳჴსენ სენთა და სალმობათაგან, ნეტარო სერგი, და ყოვლისაგან ჭირისაგან დაგვიცევ.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

აწ დაჴსნენ სულთა ჩუენთა ვნებანი აღძრულნი და ჴორცთა სალმობანი უკურნებელნი მჴურვალედ ვედრებითა შენითა, სამგზის სანატრელო სერგი, რამეთუ ღმრთისაგან მოგიგიეს მდიდრად მადლი კურნებათანი.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

წინაჲსწარ მოასწავა საიდუმლოჲ შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან შჯულისამან, შემწყნარებელმან საღმრთოთა წერილთამან, და ტაკუკმან ოქროჲსამან, სამკჳდრებელმან მანანაჲსამან და კუერთხმან.

 

 

  გჳჴსენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, რამეთუ ჩვენ, ყოველნი შენდა მოჳლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა..

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, წმიდაო, საკჳრველთმოქმედო მღდელთმთავარო სპირიდონ, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მცირე კვერექსი
 
 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
 
 მგალობელთა: შენ, უფალო.
 
 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
 
 მგალობელთა: ამინ.

 

 

კონდაკი, ჴმაჲ 2

 

  ქრისტჱს სიყუარულითა მოწყლული მოსწრაფედ შეუდეგ კუალსა მისსა სურვილით, ღირსო, და ყოვლითურთ სრულიად მოიძულენ საწუთროჲსა გემოვნებანი, და ვითარცა მზჱ გამოუბრწყინდი ქუეყანასა შენსა, ამისთჳსცა შეგამკო ნათლითა სასწაულთაჲთა და მადლთა საღმრთოთა ბრწყინვალებითა ქრისტემან ღმერთმან, აწ მოგჳჴსენენ პატივისმცემელნი ნათელშემოსილისა ჴსენებისა შენისანი, რომელნი გიღაღადებთ: გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილო მამაო სერგი!

 

სხუაჲ კონდაკი

 

ჩუენებათა მიერ ზეგარდამოჲთა, ვითარცა მზჱ ბრწყინვალჱ აღმოგჳბრწყინვე სამარხოჲთ საუნჯჱ პატიოსანი - წმიდანი ნაწილნი შენნი, სიმდიდრჱ უსასყიდლოჲ დაულევნელი და ოქროჲ ღმრთივბრწყინვალჱ და სიხარულითა საღმრთოჲთა აღავსე ქუეყანაჲ შენი და ყოველი მართლმადიდებელი ერი, ხოლო ნაწილთა შენთა წმიდაჲ ლუსკუმაჲ, ვითარცა წყაროჲ დაუწყვედელი, აღმოაცენებს მადლთა სურნელებასა და კურნებასა მიჰმადლებს პატივისმცემელთა მისთა. ნუ დამივიწყებ ჩუენ, მადიდებელთა შენთა, მამაო, მოგჳჴსენენი წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა და გჳთხოვე მშჳდობაჲ, რაჲთა ვჴმობდეთ: გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილო მამაო სერგი!

 

 

 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნისაგან დავითისა: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

 

 მგალობელთა: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

 

 დიაკონმან:  უგალობდეთ ღირსნი მისნი უფალსა.

 

 მგალობელთა: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

 

 დიაკონმან: პატიოსან-არს წინაშე უფლისა.

 

 მგალობელთა: სიკუდილი წმიდათა მისთა.

 

 დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.

 

 მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ყოველი სული.

 

 მგალობელთა: აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 დიაკონმან: მოხედენ.

 

 

 

სახარება ლუკასი

 

  ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა, ნეტარ-ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ. ნეტარ-ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განჰსძღეთ. ნეტარ-ხართ რომელნი ჰსტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ-იყუნეთ რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასჴნენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა, ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ - არს ცათა შინა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 მეოხებითა ღირსისა მამისა სერგი რადონეჟელისაჲთა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

 

  გერი: დაღათუ უდაბნოჲსა მკჳდრ იქმენ, არამედ სოფლისა მნათობად საცნაურად გამოსჩნდი, ღირსო მამაო სერგი, და ღმრთისა მიმართ მეოხად ჩუენდა ჩინებულ-იქმენი, ამისთჳს აღჳძრვით ყოველნი მორწმუნენი ღირსად, ქებით შემკობად შენდა, სანატრელო, და გაქებთ შესხმითა ღმრთივბრწყინვალითა და ვადიდებთ დამბადებელსა შენსა, რომელმან ღირსად გადიდა შენ.

 

 

ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, წმიდათა  შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა და იოვანე ოქროპირისაჲთა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაჲთა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისმძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა, და ღირსისა დედისა დედისა ჩუენისა მოციქულთასწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაჲთა იოაკიმ და ანაჲსითა (და წმიდის სახელი, რომელისაც არს ტაძარი) და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეოღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ და შეგჳწყალენ ჩუენ.  

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

გალობა 7, კურთხეულარსა

 

  ძლისპირი: ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამოჲ. ღმრთისა მიერ ღაღადებდეს და იტყოდეს: „კურთხეულ-ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე“.

 

ღირსო მამაო სერგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

ანგელოზად ჴორცთა შინა გამოუბრწყინდი ყოველსა სოფელსა და მადლი მოიგე, თანამსახურებად ანგელოზისა ღმრთისა, ამისთჳს ყოველსა ქუეყანასა განხდა ჴმაჲ მოღვაწებისა შენისაჲ.

 

ღირსო მამაო სერგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

გიხილა რაჲ თანამწირველი ანგელოზისაჲ საკურთხეველსა შინა მოწაფემან შენმან, გაჴსნა ბაგჱ იგი დადუმებული და ღაღადებდა: „კურთხეულ ხარ-შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ლავრაჲ შენი დიდებული მოქადულ-არს შრომათა შენთა ზედა, და სულნი რომელნი სცხოვნდებიან მას შინა, გიგალობენ და იტყვიან: „კურთხეულ ხარ-შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო“.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გუეყავ მარადის.

 

 

გალობა 8, აკურთხევდითსა

 

  ძლისპირი: შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ჴმითა წულილსა და ენა-მძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იჴსნნა საჴუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

ღირსო მამაო სერგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

მოღუაწებითა ნათლითა მადლი საკჳრველებათაჲ ნიჭად მიიღე: განკურნებად სენთა სარწმუნოებით პატივისმცემელთა შენთასა, რომლისა მიერ განსდიდდი არაჲ მხოლოჲ სრულიად რუსეთისა ქუეყანასა, არამედ ყოველსა სოფელსა.

 

ღირსო მამაო სერგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

კრებული მორწმუნეთაჲ გნატრის შენ, რომელი მრავალთა შორის მამათასა რჩეულ იქმენ ხილვად და თაყუანისცემად ღმრთისმშობლისა, ცოცხლებრ მავალისა და იოანჱსა და პეტრჱს თანა სხეულებრივ მქცევისა, აწ გჳთხოვე მისგან განრინებაჲ ურიცხუთა ჭირთაგან.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

მოგჳჴსენენი წინაშე ღმრთისა და მითხოვე ჩუენ ქრისტჱს ღმრთისაგან მშჳდობით დაცვაჲ მტერისა საბრჴეთაგან და სულთა ჩუენთა მოჰმადლოს შენ მიერ, წმიდაო, მოტევებაჲ ცოდვათაჲ და წყალობაჲ, რაჲთა არა სამართლად მოგუეგოს საქმეთა ჩუენთათჳს.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

სამთა მათ ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა შინა სამებასა თაყუანის-სცეს და შეურაცხ-ყვეს ხატი იგი ოქროჲსაჲ, და ცურითა სხურებულნი გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

 

გალობა 9, ადიდებდითსა

 

  ძლისპირი: მტჳრთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათა. მოვედ, უბიწოო ქალწულო, ღმრთისმშობელო, შენგან შობილსა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.

 

ღირსო მამაო სერგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

ჭეშმარიტად აქავე პატივ-გცა ქრისტემან, რამეთუ ღირს-გყო ანგელოზთა თანამსახურებასა და დედისა ღმრთისა პირისპირ ხილვასა, გარნა დაუტევე რაჲ ცხორებაჲ საწუთოჲსა ამის, ანგელოზთა წესთა მიიწიე და უჴორცოთა თანა ჰსუფევ სასუფეველსა.

 

ღირსო მამაო სერგი, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

ძალითა ქრისტჱსითა სიკუდილისა შემდგომადცა ეკლესიათა მისთა შემწედ უძლეველად გამობრწყინდი, წმიდაო, ბნელსა იოტებ და სდევნი ეშმაკთა, და შეწევნითა საღმრთოჲთა ჰკურნებ, ნეტარო, სენთა და მრავალსახეთა სალმობათა.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ნაწილთა შენთა წმიდაჲ ლუსკუმაჲ ბრწყინავს ურიცხუთა სასწაულთა მიერ და განხდის საეშმაკოთა ვნებათა ჩუენგან, რამეთუ უფლისა მიერ შენდამი ბოძებულითა მადლითა მსწრაფლგანკურნავ ვნებათა სულიერთა და ჴორციელთა და იჴსნი განსაცდელთაგან.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყჳთ: მშობელო სიტყჳსაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათჳს.

 

 

 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

მღუდელმან აკმიოს.

 

 მკითხველმან: ტაძარსა ქრისტჱსსა, სადგურსა სულისა წმიდისასა, წმიდათა ეკლესიათა სულნელებასა, წინამძღუარსა უდაბნოჲსმოყურეთასა, ცათა შინა ანგელოზთა თანა მოდასესა, ღმრთისა საყუარელსა სერგის, ერთობით პატივს ვჰსცემთ, და საქმეთა მისთა, ღირსსა ქებისასა, დაუცხრომელად ვადიდებთ.

 

ჰსუფევ წინაშე ქრისტჱსსა ელვითა სულისაჲთა განათლებული და დიდთა მათ ღუაწლთა შენთა სიმტკიცითა შემკული; ევედრე მჴსნელსა ჩუენსა, ნეტარო სერგი, რაჲთა სრულიად განაქარვნეს მზაკუვარებანი მწვალებელთანი და ურთიერთმტერობისაგან იჴსნეს მართლმორწმუნენი ერნი.

 

ვითარცა ძუელ ოდესმე, ურთიერთას განდგომილნი მთავარნი და ბოიარნი სიყუარულითა ღმრთისა და მამულისაჲთა ერთ-ზრახვად შეჰკარ და შეამტკიცე, ეგრეთვე აწ ყოველთა მართლმორწმუნეთა ერთა შორის ურთიერთსიყუარული დაჰნერგე, რაჲთა, რომელნი ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან ჴორცითა და სისხლითა თჳსითა მოგჳყიდნა, სიყუარულითა და მშჳდობით ვცხონდებოდეთ, და სარწმუნოებით გაქებდეთ.

 

ზეცით მოგუხედე, ჵ, სახელ-დიდო მოღუაწეო, მგალობელთა შენთა და ნუ დააცადებ ჩუენთჳს ოხასა წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა, რაჲთა გჳჴსნნეს ხილულთა და უხილავთა მტერთა მრავალ საფრჴეთაგან და ღირს ვიქმნეთ სუფევად ზეცისა სასუფეველსა.

 

შეგვაწყნარე, ჵ, ღმრთივგანბრძნობილო მამაო სერგი, მფარველსა ერისა ჩუენისასა, ქალწულსა მარიამს, ლოცვათა შენთა ძლიერებისა განმადიდებელნი, რაჲთა არა ვიქმნეთ საყუედრელ და საცინელ მტერთა ჩუენთა, წმიდაო, არამედ მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ, სამ-წმიდა-არსობისა გალობითა ვადიდებდეთ ღმერთსა:

 

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

 

მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 

 

 

სავედრებელი ლოცვა

 

  ჵ, ყოვლად ქებულო და ნიშ-სასწაულებითა გაბრწყინვებულო, ღირსო მამაო სერგი! სიქადულო მონაზონთაო და სიმტკიცეო ეკლესიათაო, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო, თანამზრახუალო და მოდასეო ანგელოზთაო, წმიდითა ლოცვითა შენითა მეოხო და მფარველო მართლმადიდებელთა მჴედრობათაო და შესავედრებელო და ძალო სარწმუნოებით შენდამი შევრდომილთაო.

ჵ, ყოვლად ბრწყინვალეო, მცხინვარეო ვარსკულავო უდაბნოჲსაო და იღუმენო სრულიად რუსეთისაო, ღირსო მამაო სერგი! აღმაღლდი რაჲ ჴორცთაგან ღმრთისა სასურველისა შენისა, არამედ არაჲვე დაუტევენ ობლად შჳლნი და მოსურნენი შენნი, რამეთუ მოჰმადლე ყოვლად ქებული ნაწილნი შენნი წმიდასა ეკლესიასა, ნათლად და გჳრგჳნად მადლთა და თაყუანის-ვსცემთ მათ, რომელთა აღმოყუანებასა წლითი-წლად ვდღესასწაულობთ და გევედრებით: ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ წინაშე ყოვლადმოწყალისა მეუფისა, ტკბილსა ოხასა და შეწევნასა შენსა მარადის შევრდომილნი მოგჳჴსენენ წინაშე მისა და ერი ჩუენი განსაცდელთაგან და ჭირთაგან შეცული იჴსენ ოხითა შენითა, რამეთუ მბრძოლნი იგი ჭეშმარიტებისანი ზაკულითა განზრახვითა შეთქუმულ არიან მართლმორწმუნეთა ზედა და ძალითა და ნიშნებითა სიცრუვისაჲთა იღუწიან, რაჲთა ქრისტჱს მოსახელენი ერნი განხრწნეს და გამოაჩინეს ერად ბნელისა, არამედ ევედრე შენ მიერ შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა აღგჳდგინოს ღმრთივკურთხეული სამეფოჲ ჩუენი, კუართიან-დავითიანი, ვერაგობითა წარტყუენილი თჳთმპყრობელთა მეფეთა მიერ სრულიად რუსეთისაჲთა და კუალად მოგუანიჭოს მეფჱ მირონცხებული, რომელი ძალითა ჯუარისაჲთა შემოჰკრავს ყოველთა საზღუართა საქართველოჲსასა და აღამაღლებს და აღადგენს სიმაღლესა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაჲთ, რაჲთა ვიყოთ ერთ სამწყსოჲ და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი. მოსახელენი და მვედრებელნი შენნი ადიდე. ევედრე, ყოვლად ქებულო ახოვანო მამაო, შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა შეგვინდოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევა-შეგინებანი, ღმრთისმსახურთა მკვლელობანი, ღალატი, შური და უწესობანი, საშოსა შინა ჩვილთა ჩუენთა კლვანი და სხვანიცა, შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი.

ჵ, მამაო მამათაო, წინამძღუარო განშორებულთაო და დიდო იღუმენო რადონეჟისა დიდებულთა უდაბნოთაო, ყოვლად ნეტარო სერგი! იმეოხე წინაშე ღმრთისა, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ აღგვაორძინოს და განგვამრავლოს და აღგვავსოს სულითა სიბრძნისაჲთა, ურთიერთასისა სიყუარულითა და საღმრთოჲსა გულისჴმისყოფისაჲთა, აღგვიდგინოს სიმართლისმოყუარებაჲ, მრავალშვილიანობაჲ და ქურივ-ობოლთა შეწყალებაჲ. მოგუანიჭოს სიწმიდითა ცხოვრებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრვილებაჲ, წმიდათა თანა გჳრგჳნოსნებაჲ და ცათა სასუფეველისა დამკჳდრებაჲ, რაჲთა ჩუენცა შენ თანა ვადიდებდეთ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

 მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

 მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

 

დაუტევე ნებაჲ ჴორცთაჲ და შეუდეგ ღმერთსა, და აღმართენ უდაბნოსა შინა ლავრაჲ ესე დიდებული, ღმრთივგანბრძნობილო მამაო სერგი, და წმიდაჲ ეკლესიაჲ სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა, საცხონებელად სულთა და საყუდებელად მრავალთა, არამედ შემდგომად სიკუდილისაცა ჰყოფდი სასწაულთა, და ჰკურნებდი ვნებათა სულიერთა და ჴორციელთა, ამისთჳსცა ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა გჳჴსნეს შევედრებულნი ხატსა შენსა, სენთა და სალმობათაგან, და ვნებათა ჭირთა და განსაცდელთა.

 

ჵ, დედათა შორის კურთხეულო უბიწოო ღმრთისმშობელო, დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებით თაყუანის-მცემელთა და სურჳლით ამბორის-მყოფელთა, პატიოსანისა ხატისა ღირსისა მამისა სერგი რადონეჟელისაჲსა, ხოლო მადლი მისი და წყალობაჲ შენი თანა-მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისაჲთა.

 

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი