მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პარაკლისი სავედრებელი
წმიდისა საკვირველმოქმედისა მამისა ჩვენისა
სპირიდონ ტრიმიფუნტელისა

 

 მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

 

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
 
 
ფსალმუნი 142
 

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 

 

2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 

 

3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 

 

4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 

 

5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 

 

6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 

 

7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 

 

8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 

 

9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 

 

10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 

 

11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 

 

12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

 

 

  პირველსა კრებასა შინა გამოსჩნდი მბრძოლად ძლიერად საკვირველთმოქმედო, ღმერთშემოსილო სპირიდონ მამაო ჩვენო, მკვდარსა ჰკითხევდ რა, მეყუსეულად ხმა გიყო შენ, რამეთუ გველი ოქროდ შესცვალე და ლოცვათა შენთა ზედა ანგელოსნი გაქუნდეს თანა-შემწედ და თანამწირველად შენ ყოვლად სამღუდელოო, დიდება რომელმან გადიდა შენ, დიდება რომელმან გვირგვინოსან გყო შენ, დიდება რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  პირველსა კრებასა შინა გამოსჩნდი მბრძოლად ძლიერად საკვირველთმოქმედო, ღმერთშემოსილო სპირიდონ მამაო ჩვენო, მკვდარსა ჰკითხევდ რა, მეყუსეულად ხმა გიყო შენ, რამეთუ გველი ოქროდ შესცვალე და ლოცვათა შენთა ზედა ანგელოსნი გაქუნდეს თანა-შემწედ და თანამწირველად შენ ყოვლად სამღუდელოო, დიდება რომელმან გადიდა შენ, დიდება რომელმან გვირგვინოსან გყო შენ, დიდება რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

 

გალობა 1, უგალობდითსა

 

  ძლისპირი: ღელვითა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილნი ძლიერად სპარაზენნი, სიტყვამან მამისამან, რომელი განხორციელდა ჩვენ ცოდვილთათვის, რომელსა უგალობთ, უფალო დიდებულო დიდებულ ხარ.

 

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

ქვეყანა მშვიდთა დაიმკვიდრე, მამაო, რამეთუ იქმენ მშვიდ და წრფელ, მოწყალე და უბიწო, ამისთვის გევედრები, ღელვატეხილობა გონებისა ჩემისა დააყუდე, რათა შეგასხმიდე გალობითა საღმრთოთა.

 

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

მუშაკობითა საღმრთოთა, სული შენი განსწმიდე ღირსო სპირიდონ და ღვთივშვენიერ იქმენ და სულისა წმიდისა ბრწყინვალითა ნათლითა განბრწყინდი მამაო, ამისთვის აღავსებ მგალობელთა შენთა ბრწყინვალებითა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

სამწყსოსაგან მსგავსად დავითისა გამოგიყვანა ღმერთმან და პირმეტყველთა ცხოვართა მწყემსად დაგადგინა შუენიერად და სათნოდ და სიმშვიდით და სიწრფოებით შემკული და უმანკოებითა განბრწინვებული მწყემსო კეთილო.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ყოვლადწმიდაო სძალო უხრწნელო, განანათლე და წმიდა ჰყავ გულის-სიტყვა და სული ჩემი, გევედრები განსდევნე ალმური უგუნურებისა ჩემისა და წყვდიადი ცოდვათა მათ ჩემთა, რათა ჯეროვნად გიგალობდე შენ.

 

 

გალობა 3, განძლიერდასა

 

  ძლისპირი: კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცე და განავრცე პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა და ახარე სულსა ჩემსა, რათა ხმა-ვჰყო შენდა მომართ მხოლოო, რამეთუ არავინ არს წმიდა შენსა გარეშე ღვთისა ჩემისა.

 

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

გონება შენი უვნებელობითა განაბრწყინვე და საღმრთოჲთა სიმდაბლითა ბრწყინვალედ განაშვენე და მადლთა საუნჯე იქმენ და სენთა განჰკურნებ, ეშმაკთა იოტებ პატივისმცემელთა შენთაგან, სარწმუნოებით მღუდელ-შუენიერო.

 

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

დასაბამი ბოროტთა გველი მოაკვდინე ღირსო, ვეცხლისმოყვარება ძირითურთ აღმოფხვარ, ხოლო მოწყალებისათვის გველი ოქროსა სამკაულად შესცვალე ლოცვითა, დიდო მღუდელმთავარო და სამ-გზის სანატრელო მამაო.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

აღხედ მთასა უვნებელობისასა ღმერთშემოსილო, შეხუედ ნისლსა ღვთისმხილველობისასა ნეტარო და ფიცართა გულისათა შეიწყნარე სჯული ცხოვრებისა, ვითარცა მნემან სარწმუნომან და მღვდელმთავარმან სამეუფომან.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

განკურნენ წყლულებანი სულისა ჩემისანი და გონება ჩემი დაბნელებული უდებებითა, განანათლე ღვთისმშობელო, რათა გიგალობდე, არავინ არს წმიდა შენსა გარეშე დედოფალო.

 

 

  გჳჴსენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, რამეთუ ჩვენ, ყოველნი შენდა მოჳლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა..

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, წმიდაო, საკჳრველთმოქმედო მღდელთმთავარო სპირიდონ, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

წარდგომა. ხმა 8

 

  სამწყსოსაგან ცხოვართასა, წინამძღვარდ ქრისტეს ეკლესიისა დაიდგინე სპირიდონ და მწყემსად ღვთივ-დადგინებულად გამობრწყინდი და წვალებისა მგელნი განიოტენ სიტყვითა შენითა და ღვთისმსახურებისა მწუანვილოვანსა ზედა წმიდა ეკლესია გამოზარდე, და შორის ღმერთშემოსილთა მამათა სარწმუნოება დაამტკიცე სიბრძნითა სულისა წმიდისათა, მღუდელმთავარო ნეტარი სპირიდონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს სურვილით პატივისმცემელთა წმიდისა ხსენებისა შენისათა.

 

 

 

გალობა 4, მესმასა

 

  ძლისპირი: მოხუედ ჩუენდა ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თვით უფალი, განხორციელებული ღმერთი და მიხსნენ ჩვენ ყოვლითურთ რომელნი ვღაღადებთ, დიდება ძალსა შენსა.

 

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

ნაკუერცხალთა მიერ სულისა წმიდისათა აღეგზენ, ხოლო ნივთი ვნებათა ადვილად დასაწველი დასწვი და სოფელი ნათლითა სათნოებათა შენთათა განაბრწყინვე.

 

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

მოაკვდინე ხორცთა შენთა აღძრვაჲ ღვთივ-სულიერო და მკვდარნი აღადგინენ სიტყვითა შენითა საღმრთოთა, ამისთვის გევედრები, სული ჩემი მომკვდარი განაცხოველე.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ხმა უყავ რა, მეყუსეულად მკვდარი გეზრახა, მამაო, მდინარე დაყუდნა სიტყვათა შენთა ბრძანებითა, რამეთუ გამობრწყინდი ნიშთა საღმრთოთა აღმასრულებელად.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ღვთისმეტყველთა სიღრმე საიდუმლოთა შენთა ჰქადაგეს, ყოვლად მიუწთომელად უხრწნელო, რამეთუ გარეშეუწერელი, განხორციელებული ჰშევ გამოუთქმელად,

 

 

გალობა 5, ღამითგანსა

 

  ძლისპირი: შენ, მნათობთა ნათლისა მომცემელო და განწირულთა მაცხოვარებაო, ქრისტე, მხსნელო ყოველთაო, შენდა აღვიმსთობთ მეუფეო მშვიდობისაო, განგვანათლენ ნათლითა მით შენითა, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე, სახიერ სხვა ღმერთი არა ვიცით.

 

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

მდინარენი მადლთა შენთანი ღირსო, ყოველთა მორწყუენ და მიანიჭებენ კურნებასა მდიდრად, მამაო და ყოველთა დიდებად ღვთისა აღადგინებენ, რომელმან იგი სამართლად გადიდა შენ და საკვირველთმოქმედებითა და ნიშთა სიმრავლითა პატივს-გცა.

 

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

შენ, მეფემან ქვეყანისამან გიცნა ჭეშმარიტად მონად ცათა მეუფისა, მადლთა მიერ საღმრთოთა, განმდიდრებულად შესვლასა შენსა წინაშე მისსა, მაღალთა ნიშთა მიერ და სასწაულთა და გამოცხადებათა და დიდად მკურნალად სამ-გზის სანატრელო.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

აბრაამის უცხოთ-მოყვარებასა ჰბაძევდ ნეტარო და ჰსწყალობდ ყოველთა, და ყოვლადვე ყოველთა ექმენ ნუგეშინისმცემელ და აღმავსებელ განსაცდელთა და ჭირთა შინა, სპირიდონ, მსახურო სამებისაო და სამკაულო მღუდელობისაო.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ახლად ყრმად გვიშევ ქალწულო წმიდაო, პირველ ჟამთა შობილი მამისაგან, სიტყვა მხოლო დაუსაბამო, მას ევედრე ვითარცა ძესა და ღმერთსა შენსა რათა შეგვიწყალნეს, რომელნი აღგიარებთ განწმედილითა გულითა, ღვთისმშობლად ღვთისა დედაო ყოვლად წმიდაო.

 

 

გალობა 6, ღაღადყავსა

 

  ძლისპირი: ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და მრავალსა მოწყალებასა შენსა მოვივლტი, აღმომიყვანე სახიერ დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო გევედრები.

 

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

ოქრო ვითარცა თიხა შეგერაცხა შენ, რამეთუ უფროს ოქროსა ჰბრწყინევდი სიწმიდითა და განმდიდრდი მადლთა მიერ ყოვლად ოქროვანთა სულისა წმიდისათა.

 

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

სიწმიდით ჰმსახურებდ მეუფესა შენსა და სიმრავლენი ზეცისა მხედრობათანი გაქვნდეს მეტყველად შენთანა ხმითა სასმენელითა მღუდელშუენიერო.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

დიდებულმან მოქალაქობამან შენმან დიდებითა ბრწყინვალითა გვირგვინოსან-გყო შენ, ამისთვის სახსენებელსა შენსა სიხარულით ვდღესასწაულობთ.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ცათა უვრცელეს იქმნა საშო შენი, რამეთუ ღმერთი დაიტიე უსძლოო სძალო, რომელი დაუტევნელ არს და გარეშეუწერელ დაბადებულთაგან.

 

 

  გჳჴსენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, რამეთუ ჩვენ, ყოველნი შენდა მოჳლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა..

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, წმიდაო, საკჳრველთმოქმედო მღდელთმთავარო სპირიდონ, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მცირე კვერექსი
 
 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
 
 მგალობელთა: შენ, უფალო.
 
 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
 
 მგალობელთა: ამინ.

 

 

კონდაკი

 

  სურვილითა ქრისტესითა იღუაწე ყოვლად სამღუდელოო, გონება ფრთოვან ჰყავ და ბრწყინვალებითა საღმრთოჲთა ხილულისა საქმითა უხილავნი საქმენი ჰპოვენ ღვთივ-სულიერო, რამეთუ მსხვერპლ შეწირულ ღვთისა იქმენ და კადნიერად მეოხ ხარ ჩუენ ყოველთათვის.

 

 

 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნისაგან დავითისა: პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახუანი გულისა ჩემისანი გულისხმისყოფასა.

 

 მგალობელთა: პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახუანი გულისა ჩემისანი გულისხმისყოფასა.

 

 დიაკონმან:  ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად იღეთ ყოველთა, რომელნი დამკვიდრებულ ხართ სოფელსა.

 

 მგალობელთა: პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახუანი გულისა ჩემისანი გულისხმისყოფასა.

 

 დიაკონმან: პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა.

 

 მგალობელთა: და ზრახუანი გულისა ჩემისანი გულისხმისყოფასა.

 

 დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.

 

 მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ყოველი სული.

 

 მგალობელთა: აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 დიაკონმან: მოხედენ.

 

 

 

სახარება იოანესი

 

  ჰრქუა უფალმან, მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს. ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი, იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 მეოხებითა წმიდისა მღვდელმთავრისა სპირიდონისაჲთა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

 

  შენ უკუე უსიტყუთაგან სამწყსოთა, მიგიყუანა სიტყვიერად სულმან ღმერთშემოსილო, ვითარ იგი მოსე და დავით, და მათსა მიემსგავსე ჩვეულებასა, სპირიდონ ბრწყინვალებაო ყოვლისა სოფლისაო.

 

 

ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, წმიდათა  შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა და იოვანე ოქროპირისაჲთა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაჲთა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისმძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა, და ღირსისა დედისა დედისა ჩუენისა მოციქულთასწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაჲთა იოაკიმ და ანაჲსითა (და წმიდის სახელი, რომელისაც არს ტაძარი) და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეოღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ და შეგჳწყალენ ჩუენ.  

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

გალობა 7, კურთხეულარსა

 

  ძლისპირი: ბრძანებამან უსჯულოსა მძლავრისამან, უფროსად მოტყინარე აღაგზნა სახმილი ყრმათათვის და ღმერთმან ყოველთამან ასხურა ცვარი ზეცით სამთა მათ მგალობელთა, რომელ იგი არს კურთხეულ უკუნისამდე.

 

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

სიმშვიდე მოსესი და უმანკოება დავითისი მოიგე და უბრალოება იოსებისი და იქმენ სავანე სულისა ყოვლადწმიდისა და ესრეთ ღაღადებდი, ღმერთო საუკუნეთაო კურთხეულ ხარ შენ.

 

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

ცვარი ზეცისა ჟამსა სიცხისასა, თავსა შენსა წმიდასა აგრილებდა და მოასწავებდა საღმრთოსა პატივსა შენსა ვითარცა იტყოდი, რამეთუ ღმერთმან გადიდა, მგალობელთა შენთა წმიდა-მყოფელად.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

კრებასა მამათასა პატივს-გცა ღმერთმან და სიტყუათა შენთა მსჯავრი დაამტკიცე შეურყეველად, რომელნი სარწმუნოებით წარმოაჩინენ და სიცოფე არიოზისი დაარღვიე და შეჩვენებულ ჰყავ.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ტევანი ცხოვრებისა გამოიღე ვითარცა რა ვენახმან დაუსხმელმან ღვთისა დედაო, რომელმან გვიწდიე ღვინო წმიდა მყოფელი და მახარებელი გონებათა, სიმთურალისა ბოროტისა დამხსნელი.

 

 

გალობა 8, აკურთხევდითსა

 

  ძლისპირი: სახმილი იგი ცეცხლისა ბაბილონს პირველად განიზოგა ღვთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს, აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

 

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

ცეცხლი ვნებათა, წვიმითა საღმრთოთა სულისა წმიდისათა დაშრიტე და კურნებათა ცვარი შემწველ ვნებათა აღმოაცენე და დაჰხსნი სალმობათა სახმილსა დიდებულო, ღმერთშემოსილო მამაო სპირიდონ.

 

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

წრფელი უმანკო, მშვიდი და მოწყალე და სახიერ იყავ შენ მამაო, შეცულ სიყვარულითა, მღუდელშუენიერ ბრძენ და გონიერ და ყოველითა კეთილითა განშუენებულ და შემკულ, ამისთვის გიგალობთ ღირსო სპირიდონ.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

გეზრახა მკუდარი ვითარცა ცხოველი, ჰკითხე რა ნეტარო მამათმთავარო, ჰოი საქმე საკვირველი, ჰოი საიდუმლო დიდებული, ჰოი მადლი რომელიცა საღმრთომან ცხოვრებამან შენმან და ანგელოზებრივმან მოგატყვა.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ვნებანი სულისა ჩემისანი განკურნენ, სიტკბოებითა ყოვლად საგალობელო, დაამშვიდე ცხოვრება და განანათლე სული ჩემი და წარმიმართე გზათა საღმრთოთა დედოფალო, რათა მარადის გაკურთხევდე შენ.

 

 

გალობა 9, ადიდებდითსა

 

  ძლისპირი: დაუსაბამოსაგან მამისა, ძე ღვთისა გამოსჩნდა ქალწულისაგან, მხსნელად ჩვენდა განხორციელდა, განგვანათლებს დაბნელებულთა და შემოკრებს ერთად განბნეულთა რათა სარწმუნოებით მშობელსა მისსა ვადიდებდეთ.

 

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის

 

დაუსაბამოსა მამისა, ძე ხმამაღლად ჰქადაგე, და თანა-არსად და თანა-სწორად მამისა, მღუდელმთავარო მღუდელმთავართა კრებულსა შორის, და დაუყვენ პირნი უღმრთოთა მგმობართანი სამ-გზის სანატრელო მამაო.

 

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის

 

მრავალმნათობო მზეო, მამათა სამკაულო და მღუდელთა გვირგვინო და ანგელოსთა მოდასეო რომელნი ბრწყინვალესა ხსენებასა შენსა შეასხმენ და აღასრულებენ, ნათელსა წარუალსა ღირს-ჰყვენ მეოხებითა შენითა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

 

საყოფელთა საკვირველთა და ქალაქმან ზეცისამან და დღესასწაულთა ოხრვისა ზადიკობამან, განწმედილი სული შენი და სათნოებითა შემკული, ნეტარო სპირიდონ, შეიწყნარეს ხმითა სახარულევანითა.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

 

საიდუმლო დიდი, დიდებულისა შობისა შენისა განაკვირვებს ანგელოსთა ღვთივ-მიმადლებულო და წმიდათა გუნდსა მოსწყლავს სიყვარულითა და აღძრავს მამათა საღმრთოდ გალობად შენდა, ყოვლისა სოფლისა სასოჲსა.

 

 

 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

მღუდელმან აკმიოს.

 

 მკითხველმან: ღირსო მამაო ნეტარი სპირიდონ, ბრძენო, მკუდარსა ვითარცა ცხოველსა კითხავდ სიყვარულისათვის ღვთისა, ხოლო გველი ოქროდ შესცვალე სიგლახაკითა შეპყრობილისათვის და დინებაჲ მდინარისა დააყენე და ერთა თანა იღუაწე, ხოლო მეფესა წარმოუდეგ განგებითა ღვთისათა და მკუდარნი აღადგინენ ვითარცა მოწაფემან ქრისტესმან და სარწმუნოებაჲ განაცხადე შორის მრავალთა მამათა, ყოველივე ძალ-გედუა შენ განმაძლიერებელისა შენისა ქრისტეს მიერ, აწცა მას ევედრე მონიჭებად სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

 

მღუდელმთავართა საღმრთოდ, საუნჯედ გამოსჩნდი, მამაო სპირიდონ, სათნოებითა და ეკლესიისა იქმენ სიმდიდრე და მოღუაწე, ხოლო მწუალებელნი დაამხუენ და არიოზ მგმობარი, სიღრმედ ქუესკნელისა შთახადე, ამისთვისცა სიტყვით და საქმით საკვირველებათა მადლითა შეგამკო ღმერთმან, მას ევედრე ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა.

 

ძელისა ჯვარსა დამსჭვალული გიხილა რა შენ, იესო, უქორწინებელმან, ტირილით გეტყოდა, შვილო ტკბილო, რასათვის დამიტევებ მე მშობელსა შენსა მხოლოო, ნათელო შეუხებელო დაუსაბამოჲსა მამისაო, მსწრაფლ-მადიდე, რათა საღმრთოსა დიდებასა მივემთხვიო და საღმრთო ვნება შენი ვადიდო.

 

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

 

მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 

 

 

სავედრებელი ლოცვა

 

  ჰოი, ყოვლად სანატრელო წმიდაო მღუდელ-მთავარო სპირიდონ, მამისა სათნოო, ძისა მიერ განათლებულო, სულითა წმიდითა განბრძნობილო, ანგელოსთადა შეერთებულო, მოციქულთა მოსაყდრეო, მოწამეთა თანა მოღუაწეო, მღუდელ-მთავართა შვენიერებაო, სარწმუნოებისა წინამძღვარო, მართლ-მორწმუნეთა შემწეო და შესავედრებელო.

 

ჰოი, ყოვლად დიდებულო წმიდაო მღუდელ-მთავარო სპირიდონ, სიწმიდითა შენითა მრავალთა სასწაულთა მოქმედო, შენ შორის დამკვიდრებულითა საღმრთოთა მადლითა ადიდე და განანათლე კეთილმორწმუნე ერი ჩუენი, მღუდელ-შუენიერებითა შენითა განაბრწყინვე უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია და ყოვლად-სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღუდელო და სამონაზნო დასნი, წმიდითა ლოცვითა შენითა დაიფარენ სამხედრო განწესება, და ყოველნი მართლ-მადიდებელნი ქრისტიანენი. ევედრე მამაო შენ მიერ ქადაგებულსა ღმერთსა, რათა მოგუმადლოს სულით და ხორცით მშვიდობა და სიმრთელე, და ვადიდებდეთ სახიერებასა მისსა.

 

ჰოი, ყოვლად საწადელო წმიდაო მღუდელ-მთავარო სპირიდონ, ყოვლად წმიდისა სამებისა მიერ ღუთივ-შუენიერად განათლებულო, და მრავალთა სათნოებათა შენთათვის ყოვლად ბრწყინვალითა გვირგვინითა პატივცემულო, მეოხ გვეყავ წინაშე მისსა, რათა მოგუანიჭოს მართლმადიდებლობით განათლება, კეთილთა საქმეთა მიერ განბრწყინვება, და სასუფეველსა ცათასა დამკვიდრება, ანგელოსთა თანა გალობა, წმიდათა თანა სუფევა, ღირსთა თანა გვირგვინოსნება, და მარადის უგალობდეთ შენსა მადიდებელსა მამასა, შენსა მაკურთხეველსა ძესა და შენსა განმაბრძნობელსა სულსა წმიდასა, რომელსა ჰშუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზე­სთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

 მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

 მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 შეადგინა ალექსანდრე აღლაძემ