მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პარაკლისი სავედრებელი
ჟამსა მომსვრელისა სენისასა
ყოვლადწმიდა სამებისადმი ეპიდემიისას საკითხავი

 

 მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

 

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
 
 
ფსალმუნი 142
 

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 

 

2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 

 

3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 

 

4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 

 

5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 

 

6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 

 

7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 

 

8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 

 

9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 

 

10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 

 

11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 

 

12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

ტროპარი

 

  რისხვასა შინა შენსა, ღმერთო, მოიხსენე წყალობანი შენნი, რამეთუ მიწაი და ნაცარი ვართ, და ნუ რისხვითა შენითა მსწავლი მე, რაითა არა წარვწყმდეთ სრულიად, არამედ შეიწყალე სულნი ჩუენნი, ვითარცა მხოლომან კაცთმოყუარემან.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  შენ მხოლო ხარ, ქრისტე, მსწრაფლ შემწე, მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულთა მონათა შენთა ზედა და იხსნენ სნეულებათაგან ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან და აღადგინენ მაქებელად შენდა, და სადიდებელად სამარადისოდ, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, მხოლოო კაცთმოყუარე.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მხურვალეო შუამდგომელო, დედაო ღმრთისა მაღლისაო, რომელი ყოველთათვის ევედრები ქრისტესა, მაცხოვარსა ჩუენსა, და ყოველთა აცხოვნებ, რომელნი შეუორგულებელითა სასოებითა მოლტოლვილ არიან ქუეშე ყოვლადძლიერისა საფარველისა შენისასა, დედოფალო, აწცა მეოხ-გვეყავ ლმობიერითა სულითა და შემუსრვილითა გულითა მვედრებელთა შენთა, ღმრთისმშობელო ქალწულო, და გვიხსენ ყოველთა ურვათა, განსაცდელთა და სნეულებათაგან.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

კანონი ყოვლადწმიდისა, და ერთარსისა და ცხოველსმყოფელისა და განუყოფელისა სამებისა; ხმაი 7

 

გალობაჲ 1, უგალობდითსა

 

  ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთმოქმედმან კუერთხმან მოსეისმან, რომელმან გამოსახა სახეი ჯუარისაი და განუპო ზღუაი მეწამული და ისრაელი იხსნა განმავალი, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

 

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

 

ყოვლადძლიერო და ერთარსო, ერთო საყდარო, ერთო ძალო და სამბრწყინვალეო დიდებაო, მამაო მიუწთომელო, ძეო და სულო წმიდაო, განგვათავისუფლე მონანი შენნი ფიცხელთა სენთაგან, რომელნი გევედრებით.

 

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

 

გრიგალმან ცოდვათამან დამნთქა მე უძლურებისა სიღრმესა და ვიგუემები განგრძონბილთა ამათ სალმობათაგან, ვითარცა ღელვათაგან, ხელმწიფებაო ყოვლადძლიერო, წმიდაო სამებაო, მოწყალე იქმენ და მიხსენ, საწყალობელი ესე, რამეთუ ბოროტად წარვწყმდები.

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

გვიხსნენ ცოდვათა ჩუენგან, რომელთა ყოვლადვე გარე-მოგვიცვეს, განუყოფელო სამებაო, დააცხრვე მხურვალებაი ფიცხელთა სენთა ჩუენთა ცუარითა მოწყალებისა შენისაისა, და სიმრთელეი მოგუმადლე მონათა ამათ შენთა, რაითა მართლითა სარწმუნოებითა გაქებდეთ.

 

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

წიაღსა შენსა იტვირთე რაი მხსნელი და უფალი ყოვლადძლიერი, აღმხმელი ცოდვათაი, მას ევედრე, ყოვლადწმიდაო, უწყალოთა სენთაგან განრინებისთვის მონათა შენთა, მხოლოო შემწეო კაცთა ნათესავისაო.

 

 

გალობა 3, განძლიერდასა

 

  ძლისპირი:  შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო, კაცთ-მოყუარე.

 

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

 

უხორცოთა წესნი გონიერნი, დასნი ანგელოზთანი, საყდარნი და ხელმწიფებანი, ძალნი და უფლებანი გევედრებიან შენ, სახიერსა უფალსა და მაცხოვარსა: წარმწყმედელთა სენთაგან განათავისუფლე მონანი ესე შენნი.

 

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

 

გამოაჩინე უფსკრული კაცთმოყუარებისა შენისაი, ყოვლადძლიერო, და წარმწყმედელთა სენთაგან და უწყალოთა სალმობათაგან გამოიხსენ მონანი შენნი, მხოლოო სულგრძელო და მოწყალეო.

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

წმიდანო ანგელოზნო და მთავარანგელოზნო, წინა-წარდგომილ ხართ რაი წინაშე დიდებისა საყდრისა, ევედრეთ აწ დიდსა მას გულმოწყალებასა მისსა, რაითა დააცხროს ფიცხელი ესე სნეულებაი, და განგვარინოს სიკუდილშემოსილისა ამის ხვედრისაგან.

 

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

კურნებათა წყაროდ გამოგაჩინა შენგან შობილმან ქრისტემან ღმერთმან, დედაო უბიწოო და უქორწინებელო, ამისთვის ყოველთა სენთაგან განგვარინე უძლურებათა და სალმობათა ღელვათაგან დანთქმულნი და განაქარვე ურვაი ჩუენი.

 

 

  მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

წარდგომა. ხმა დ

 

  არა სრულიად განგვთხინო ერნი ესე შენნი, მეუფეო, და არცაღა განგვაშორო შეწევნაი შენი, რომელსა არა გნებავს სიკუდილი ცოდვილისაი, არამედ მოქცევაი და ცხორებაი მათი, აწცა დააცხრვენ სნეულებანი, განაყენენ ვნებანი, და მსწრაფლ აღადგინენ სალმობისა სარეცელთაგან ყოველნი უძლურნი, მადიდებელნი შენნი.

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

 

მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო, შემუსრვილითა გულითა შეგივრდებით, და სულთქუმით გევედრებით: ვითარცა ცრემლნი ეზეკიასნი; მანასეს და ნინეველთა სინანული და აღსარებაი დავითისი მიითუალენ და მსწრაფლ შეიწყალენ, აწ ჩუენიცა ლმობიერებით შენდა შეწირულნი ვედრებანი მიითვალენ, ყოვლადსახიერო მეუფეო, და ვითარცა მოწყალემან, შეგვიწყალენ, და ყოველთა მოწევნულთა სენთა, ჭირთა და იწროებათაგან განგვარინე მოსავნი შენნი.

 

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ყოველივე საიდუმლოი შენი, ღმრთისმშობელო, ზესთა ბუნებისაი არს და ზესთა დიდებისა სიწმიდით დაბეჭდული და ქალწულებითა დაცული და იცნობე უტყუელად, რამეთუ ღმერთი შევ უცვალებელად, მას ევედრე ცხოვრებად სულთა ჩუენთათვის.

 

 

გალობა 4, მესმასა

 

  ძლისპირი:  უფალი ძალ ჩემდა, სიმტკიცეი და ღმერთი ჩემი და სახარული ჩემი, რამეთუ არა წარმოაცალიერა წიაღნი მამისანი და უბადრუკებაი ჩუენი მოიხილა, ამისთვის წინაისწარმეტყუელისა ამბაკუმისა თანა ხმა-ვყოფ: დიდებაი ძალსა შენსა, კაცთმოყუარე.

 

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

 

გარე-მომიცვეს მე აჩრდილთა სიკუდილისათა და ჯოჯოხეთისა ბჭეთა მივეახლე, გარნა შენ, მაცხოვარ, ვითარცა ძლიერმან მიხსენ და აღმადგინე შეუორგულებელითა სარწმუნოებითა შენდა მღაღადებელნი: დიდებაი ძალსა შენსა, კაცთმოყუარე.

 

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

 

ჭირთაგან ჩუენთა გამომხსნელ-გუექმნენით, წმიდანო მოციქულნო - მესაიდუმლენო ქრისტეისნო, მხილველნო და ქადაგნო მისნო, და კურნებისა მადლისა მომღებელნო, და ლოცვათა მიერ თქუენთა მეუფისა და მხსნელისა მიმართ და მაცხოვარისა, განგვარინეთ გარე-მოდგომილისა სნეულებისაგან.

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

 

აწ მოწევნულ არს ჩუენ ზედა გრიგალი ცოდვათაი და უძლურებათა ღელვათაგან ბოროტად გუემულნი სალმობათა შინა დავინთქმებით, და მომსრველნი სენნი გვეუფლებინ საწყალობელთა ამათ, არამედ განგვიპყრეთ ხელი შეწევნისაი, მოციქულნო უფლისანო, და მწე გვექმნენით ლოცვათა მიერ თქუენთა.

 

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

უწყალოთა და განგრძობილთა სნეულებათაგან გუემულნი, შენდა შეგივრდებით ყოველნი, ქალწულო, დაფარვულ-გვყვენ და გვიხსენ ყოველნი მეუფებრივითა საფარველითა შენითა, უბიწ-ოო, დააყენე სრვაი და ფიცხელნი სენნი და უძლურებანი განკურნენ, სძალო ღმრთისაო, ყოვლადწმიდაო დედოფალო.

 

 

გალობა 5, ღამითგანსა

 

  ძლისპირი:  ნუ სადა განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი, გევედრები.

 

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

 

ზღუაი წარმწყმედელისა საცთურისაი, წინაისწარმეტყუელნო, განხადეთ რაი თაფლმწთოლვარითა ლოცვითა თქუენითა, აწ ყოველი წარმწყმედელი სიმწარეი უძლურებათა ჩუენთანი განაქ-არვეთ სიტკბოებითა ღმრთისა ყოვლადძლიერისა შეწევნისაითა.

 

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

 

ბრძანებითა შენითა ისარნი უძლურებათანი განმეწონნენ, უფალო, და დამტკიცდა ჩუენ ზედა ხელი შენი, ყოვლადძლიერო, დიდითა მით მოწყალებითა შენითა შეგვიწყალენ ყოველნი ლოცვითა წმიდათა მოწამეთა შენთაითა.

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

 

ვითარცა ძუელ-ოდესმე ბრძანებითა შენითა მომკუდარი იგი ყრმაი ქურივისაი აღადგინე, ღმრთისა სიტყუაო, ეგრეთვე აწ აღგვადგინე და განგვაცხოველე ფიცხელთა სენთაგან მოუძლურებულნი, ვითარცა სახიერმან და მოწყალემან, მხოლოო კაცთმოყუარე.

 

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

საწუთოსა წყუდიადსა შინა მეწია მე ღელვაი განბოროტებისაი, და ბნელმან უძლურებისამან დამფარა მე, გარნა მაცურიე ცუარი მაგრილობელი, ყოვლადწმიდაო, და სიმტკიცისა ნათლ-ისა მიმართ წარმიმართე.

 

 

გალობა 6, ღაღადყავსა

 

  ძლისპირი: მომიტევენ, სახიერ, აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათვის გიხმობ შენ: მიხსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

 

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

 

სიღრმესა უფსკრულისასა დანთქუმულნი გარე-მოგვიცუეს უძლურებათა და ღელვაგუემულ ვართ ზვირთთა მიერ წარწყმედისათა, მეუფეო უფალო, გვიპყარ ხელი შეწევნისაი და გვაცხოვნენ ჩუენ.

 

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

 

ვითარცა განრღვეული განამტკიცე ღმრთეებრივითა სიტყვითა წამისყოფასა შინა ერთსა და უძლურებისაგან და სნეულებისა სარეცელითგან აღადგინე, ეგრეთვე აწ მძიმისა სნეულებისაგან გვილხინე და სიმრთელეი მოგუმადლე, მრავალმოწყალეო.

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

 

დასი წინაისწარმეტყუელთაი, გუნდი მოციქულთაი და ბევრეულნი მოწამეთანი, გევედრებიან შენ, მხოლოო მრავალმოწყალეო, ერისათვის შენისა, წყალობითა მოხედენ ვედრებასა მათსა და შეგვიწყალენ.

 

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ყოვლადწმიდაო მარიამ, საუნჯეო უბიწოისა ქალწულებისაო, ბრალთა ჩუენთაგან განგვწმიდე ჩუენ, ღმრთივსახიერო დედაო, და სენთა, ურვათა და უძლურებაგან განგვარინე, რაითა მარადის სარწმუნოებითა გადიდებდეთ.

 

 

  მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მცირე კვერექსი
 
 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
 
 მგალობელთა: შენ, უფალო.
 
 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
 
 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

კონდაკი. ხმა 6

 

  ჭირთაგან განგვარინნე მონანი შენნი, მრავალმოწყალეო, რამეთუ გულსმოდგინედ შენდა მოვივლტით, მოწყალისა მომართ მხსნელისა და ყოველთა მეუფისა, სამებობითა განდიდებულისა ღმრთისა.

 

კონდაკი

 

სალმობისა სარეცელსა ზედა მდებარეთა და სასიკუდინოთა წყლულებითა მოწყლულთა, ვითარცა ოდესმე აღადგინე, მაცხოვარ, სიდედრი იგი პეტრესი, და განრღუეული ცხედარსა ზედა ტვირთული, ეგრეთვე აწცა მოწყალეო, ვნებულთა ამათ მოჰხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩუენისათა აღმხმელი და ყოველივე ძალგიძს, ვითარცა მრავალმოწყალე ხარ.

 

იკოსი

 

უფალო, ყოვლისა მპყრობელო, წმიდაო მეუფეო, რომელი სწყლავ და არა მოაკუდინებ, განამტკიცებ დავრდომილსა, და აღმართებ დაცემულსა, და კაცთა სნეულებისა ჭირვეულებას განმართავ, გევედრებით შენ, ღმერთო ჩუენო, მოხედე მოწყალებითა შენითა უძლურებასა შინა შთავრდომილთა და სასტიკითა სნეულებითა მოწყლულთა, და აღადგინე იგინი ცხედრისაგან სალმობისა და სარეცელისაგან განბოროტებისა სიმრთელითა და მოანიჭე მათ სათნოყოფაი და ქმნაი ნებისა შენისაი

 

 

 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნისაგან დავითისა, ხმაი 4: უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა მსწავლი მე.

 

 მგალობელთა: უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა მსწავლი მე.

 

 დიაკონმან:   ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ხელი შენი.

 

 მგალობელთა: უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა მსწავლი მე.

 

 დიაკონმან: უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე.

 

 მგალობელთა: ნუცა რისხვითა მსწავლი მე.

 

 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

მკითხველმან: ებრაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა პავლე მოციქულისა საკითხავი
(დასაწყ. 331 თავი 12; 6-13)

 

ძმანო, რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის. უკუეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქუენ ღმერთი. რამეთუ ვინ-მე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან? ხოლო უკუეთუ შორს ხართ სწავლასა, რომლისა ზიარ-ქმნულ არიან ყოველნი, მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი. აწ უკუეთუმცა გუესხნეს ხორციელნი მამა-დედანი მასწავლელად, გუეკდიმებოდა სამემცა; არა-მე უფროის დავემორჩილნეთა მამასა მას სულთასა და ვცხონდეთ? რამეთუ რომელნიმე იგი მცირედთა დღეთა მათისაებრ ნებისა სწავლიდეს, ხოლო ესე უმჯობესისათვის, რაითა მოიღონ სიწმიდისაგან მისისა. ყოველივე სწავლაი მეყსეულად არა არნ სიხარულ, არამედ მწუხარება; ხოლო უკუანაისკნელ ნაყოფი მშვიდობისაი მის მიერ წურთილთა მათ მოაგის - სიმართლე. ამისთვის დაშთომილნი ხელნი და დახსნილნი მუხლნი აღემართენით. და ალაგნი მართლ ყვენით ფერხთა თქუენთანი, რაითა არა მკელობელი იგი დაეცეს, არამედ უფროისღა განიკურნოს.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ შენდა კეთილის მომთხრობელო.

 

მკითხველმან: და სულისაცა შენისათანა. ალილუია, ალილუია, ალილუია.

 

 მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.

 

მკითხველმან: გარე-მომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი და ღუართა უსჯულოებისათა შემაძრწუნეს მე.

 

 მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.

 

მკითხველმან: სალმობათა ჯოჯოხეთისათა მომიცვეს მე და მომეწიფნეს მე მახენი სიკუდილისანი.

 

 მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.

 

 დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.

 

 მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ყოველი სული.

 

 მგალობელთა: აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 დიაკონმან: მოხედენ.

 

სახარება ლუკასი

 

  მას ჟამსა შინა მიმოეფინებოდა ჰამბავი მისთვის ყოველთა მათ ადგილთა გარემო მის სოფლებისათა. და აღდგა მის კრებულისაგან და შევიდა სახლსა სიმონისსა; ხოლო სიდედრი სიმონისი შეპყრობილ იყო სიცხითა დიდითა. და უთხრეს მას მისთვის. და დაადგა მას ზედა და შეჰრისხნა სიცხესა მას. და მეყსეულად დაუტევა იგი, და აღდგა და ჰმსახურებდა მათ. და დასვლასა ოდენ მზისასა ყოველთა რაოდენთა აქუნდა უძლურები თითო-სახეთაგან სენთა, მოიყვანნეს მისა. ხოლო თავადმან კაცად-კაცადსა მათსა დასდვა ხელი და განკურნნა იგინი. და განვიდოდეს ეშმაკნი მრავალთაგან, ღაღადებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი. და არა უტევებდა მათ სიტყუად, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ იგი არს ქრისტე. და ვითარცა განთენა, გამოვიდა მიერ და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა, და ერი იგი ეძიებდა მას და მოვიდეს მისა და აყენებდეს მას, რაითამცა არა წარვიდა მათგან. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ, ვითარმედ: სხუათაცა ქალაქთა ჯერ-არს ჩემდა ხარებად სასუფეველი ღმრთისაი, რამეთუ ამისთვის მოვივლინე. და ქადაგებდა ყოველთა შესაკრებელთა გალილეაისათა. გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 მოწყალებითა შენითა, მრავალმოწყალეო ღმერთო, აღხოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

 

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

 

 გერი: სარწმუნოებითა შენდა მოვივლტით, მოწყალისა მომართ მხსნელისა და ყოველთა მეუფისა, სამებობითა განდიდებულისა ღმრთისა, და გევედრებით შეუძრველად დაცვასა ეკლესიისასა, და ხსნასა ივერიისასა ზედამოსვლათაგან მტერისა, და განძლიერებასა ერისა ჩუენისასა, და მორწმუნეთა შეწყალებასა და მშვიდობის მოცემასა.

 

 

ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, წმიდათა  შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა და იოვანე ოქროპირისაჲთა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაჲთა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისმძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა, და ღირსისა დედისა დედისა ჩუენისა მოციქულთასწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაჲთა იოაკიმ და ანაჲსითა (და წმიდის სახელი, რომელისაც არს ტაძარი) და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეოღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ და შეგჳწყალენ ჩუენ.  

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

გალობა 7, კურთხეულარსა

 

  ძლისპირი:  ღმრთისა გარდამოსლვასა ოდესმე ბაბილონს ცეცხლი მეოტ-იქმნა, რომელსა სამნი ყრმანი სახუმილსა მას შინა ვარდსა ფერხითა სტკებნიდეს და განწყობილნი გალობდეს: „მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ“.

 

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

 

აღგზებულ არს სახუმილი ფიცხელთა სალმობათაი და შემწუავს წარმწყმედელი ალი დაუშრეტელისა ცეცხლისაი, გარნა ცუარითა მოწყალებისა შენისაითა, მაცხოვარ, განაგრილნე მგალობელნი შენნი: კურთხეულ არს ღმერთი მამათა ჩუენთაი.

 

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

 

წინაისწარმეტყუელნო და მოციქულნო, მოწამენო და საღმრთონო მოძღუარნო, ლოცვითა თქუენითა მოამდოვრეთ სნეულებანი ჩუენ უძლურთანი და სიმრთელეი მოგუმადლეთ ღმრთისა მიმართ მგალობელთა: კურთხეულ არს ღმერთი მამათა ჩუენთაი.

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

 

სიტყვითა შენითა ლაზარეს აღმადგინებელო, უფალო, აწ ჩუენცა ცხოველ-გვყავ და აღგვადგინე სარეცელთაგან უწყალოისა უძლურებისა, რაითა გიღაღადებდეთ სამადლობელსა გალობასა: კურთხეულ არს ღმერთი მამათა ჩუენთაი.

 

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ყოვლადმოწყალისა ღმრთისა მოწყალეო დედაო, ჭირთა და სნეულებათაგან განარინნე ერნი შენნი, ქალწულო, რომელნი მოვუწოდთ გულმოწყალებასა შენსა, მგალობელნი: კურთხეულ არს ღმერთი მამათა ჩუენთაი.

 

 

გალობა 8, აკურთხევდითსა

 

  ძლისპირი:  ქუეყანით იუდაისით ბაბილონს წარიტყუენნეს მძლავრისა მიერ ყრმანი, სულითა შემოსილთა ცეცხლი სახუმილისაი განაქარვეს და იტყოდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის.

 

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

 

სალმობიერად ვჰგოდებთ სნეულებისა სარეცელითგან ჩუენისა, და განგუეხუნა რაი თუალნი სულიერნი, ვითხოვთ სიმრთელესა, რაითა აღვდგეთ გალობად შენდა: ყრმანი აკურთხევდით, მღდელნი უგალობდით, და ერნი აღამაღლებდით უკუნისამდე.

 

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

 

რომელმან უძლურებაი ჩუენი მოწყალედ შეიმოსე და სათნო-იჩინე მსგავს-ყოფაი კაცთაი, ლოცვითა წმიდათა შენთაითა გვიხსენ ჩუენ, მაცხოვარ, და სამარხოითგან უსასოობისა აღგვადგინე დიდებად ღმრთისა:

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

 

არსთა შემოქმედსა და კურნებათა მომმადლებელსა, წიაღსა მოწყალებათასა და უფსკრულსა კეთილნაწლეობისასა, ერთობით გევედრებით: მოიხილე წარმწყმედელთა უძლურებათა შინა ერნი შენნი, და განაცხოველე ქებად შენდა.

 

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მეოხო მტკიცეო და ყოვლადქებულო შუამდგომელო, სასოო უსასოთაო, მოიხილე სნეულებითა ვნებულნი, ყოვლადუბიწოო, და სიმძიმეი უძლურებისაი აღუსუბუქე, განაძე წარმწყმედელი უძლურებაი და იხსენ მონანი ესე შენნი, ღმრთისმშობელო.

 

 

გალობა 9, ადიდებდითსა

 

  ძლისპირი:  შეძრწუნდეს დაბადებულნი გარდამოსლვასა ღმრთისა გამოუთქუმელისასა, ვითარ მაღალი იგი ნებსით თვისით განხორციელებად გარდამოხდა წიაღსა ქალწულისასა და განკაცნა უქცეველად სიმდაბლით, ამისთვის მორწმუნენი ღმრთისმშობელსა უბიწოსა გალობით ვადიდებდეთ.

 

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

 

რომელმან ყავ მრავალნი სასწაულნი, რომელთაი არა არს რიცხვი, უკუდავო, გამოაჩინე აწ გულმოწყალებაი მონათა შენთა ზედა, ღმერთო, ვითარცა მოწყალემან, და განგვათავისუფლე გარემოდგომილისაგან სენისა, ლოცვითა ყოვლადწმიდისა მშობელისა შენისაითა და ყოველთა წმიდათა შენთაითა.

 

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

 

ლოცვითა ანგელოზთა, მთავარანგელოზთა, წინაისწარმეტყუელთა, მოწამეთა, ღირსთა, მღდელთმთავართა და მღდელმოწამეთა შენთაითა მწუხარებაი ჩუენი სიხარულად გარდასცვალე, ყოვლადძლიერო, სნეულებანი განკურნე, უძლურებანი აღასუბუქე და ყოველთა მოგუმადლე სიმრთელეი.

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

 

მკურნალსა სულთა და ხორცთათა, მდიდარსა მოწყალებათა შინა, უფალსა და ღმერთსა ჩუენსა გევედრები: განჰკურნე მრავალნი ესე ვნებანი ჩემნი, სენნი აღიხუენ, და განაქარვენ ურვანი ჩემნი, ვითარცა სახიერმან და მხოლომან კაცთმოყუარემან, და მადიდებელთა შენთა მაცხოვარმან.

 

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

რომელმან შევ ღმერთი ხორცითა, სახიერი და გულმოწყალეი, მეუფეი, შემოქმედი და უფალი ჩუენი, აწ გამოაჩინე ჩემ ზედა მოწყალებანი შენნი ჩუეულებისაებრ შენისა, და განმარინე უწყალოისა სნეულებისაგან, ქალწულო ღმრთისმშობელო, და მომმადლე სიმრთელეი სულისა და ხორცისაი.

 

 

 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

მღვდელმან აკმიოს.

 

 მკითხველმან: ჰოი, უფალო ჩუენო იესო ქრისტე, რომელმან გვასწავე მიღებად ყოველივესი, რაიცა ვითხოოთ მამისაგან შენისა ზეცათაისა სახელითა შენითა. აჰა, უცთომელად მიმნდობელნი სიტყუათა შენთა, ვითხოვთ ღმრთისაგან ყოვლისა მპყრობელისა, რაითა წყალობითა მოხედოს ერსა ჩუენსა, მტვირთველსა ჯუარისა შენისასა ქუეყანასა ზედა, და გვიხსნეს მომსრველისაგან სენისა და მძვინვარისაგან სალმობისა, ჩუენ ზედა მოწევნულისა.

 

ყოვლადწმიდაო სამებაო, მიუწთომელო, მოგვეც მართალი აღსარებაი, რაითა გქადაგოთ ღმერთი სრული სამგუამოვნად თვითებითა შეურევნელად, ბუნებით განუყოფელად, ერთარსებით დიდებულად, და ღაღავჰყოთ: და მოხედე მოწყალებითა შენითა სალმობისა სარეცელისა ზედა მდებარეთა, დაშრიტე მხურვალებაი და დააცხრვე ვნებაი და ყოველი დაფარული უძლურებაი მათ შინა.

 

მკურნალო და შემწეო ტკივნეულთაო, მხსნელო და მაცხოვარო ჭირვეულთაო, შენ ყოველთა მეუფეო უფალო, რომელმან მხურვალებისა სენი პეტრეს სიდედრისანი განჰკურნენ ხელითა საღმრთოითა, და იაიროსისა ასული აღადგინენ სალმობისა ცხედრისაგან და სიმრთელით ჰყავ, აწცა ბოროტად ვნებულთა მონათა შენთა უძლურებანი სახიერებითა შენითა განჰკურნენ და მსწრაფლი სიმრთელე მოანიჭე მათ, გულსმოდგინეთ გევედრებით, მაცხოვარო ჩუენო, წყაროო სიმრთელეთაო.

 

ცანი ცათანი, ერნი ანგელოსთანი, ქუყანაი და მკვიდრნი სოფლისანი, ხილულნი და უხილავნი, ქუვისკნელნი და ზესკნელნი ძეთა თანა კაცთასა, მღდელნი და ერნი გაკურთხევთ სამებასა და გევედრებით: განაშორე ყოველი სილაღეი და ამპარტავნებაი დაბნელებულისაგან გონებისა ჩუენისა და დაგვამტკიცე კლდესა მას ზედა მცნებათასა თვისთასა, რაითა განბრწყინდეს ივერიაი ღმრთისმშობლის შეწევნითა და ყოველნი გიგალობდეთ სულითა და ჭეშმარიტებითა:

 

აჰა, რომელი-ესე მსგავსად მკუდრისა უსულოისა დახსნილ ვართ და სარეცელსა სასოწარკვეთისა სალმობიერსა მდებარეი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, სახიერებითა მოწყალებისა შენისაითა მომმადლე კურნებაი და აღმადგინე დიდებად და გალობად ყოვლადწმიდისა სამებისა:

 

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

 

მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 

 

 

ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

 

  ჰოი, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო მიუწვდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და წმიდაო სულო, ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი, და მართლმსაჯულობითა შენითა მოაწევ სამართლად რისხვასა ცოდუათა გამო ჩუენთა, აწ შეგივრდებით და გევედრებით, სახიერო უფალო, გარდამოიხილე ზეცით და იხილე და მოხედე ვენახსა ამას, - სამკვიდრებელსა ქართველთასა და მკვიდრსა მას ზედა ერსა ჩუენსა, მართლმადიდებელსა, დაიფარე იგი მრავლითა მოწყალებითა შენითა და იხსენ ზედამოსლვათაგან მტერისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან. შეუძრველად დაიცევ, უფალო, წმიდაი ეკლესიაი ჩუენი და ყოველნი შვილნი მისნი, მოსავნი წყალობისა შენისანი, და უკუნ-აქციე საშინელი რისხვაი შენი, სამართლად აღძრული ჩუენ ზედა, და დააცხრვე წარმწყმედელი ეგე სენი, მეუფეო, და დააყენე მრისხანე მახვილი შენი, რომლითა უჟამოდ მოვისრებით, რაითა არა ტყუე-ჰყო სიკუდილითა სულნი ჩუენნი, რომელნი სინანულისა ცრემლითა შენდა შევრდომილ ვართ, შემწყნარებლისა ღმრთისა მიმართ ჩუენისა. აღადგინე და განაცხოველე ფიცხელთა სალმობათაგან მოუძლურებულნი, და უწყალოთა სნეულებათაგან გუემულნი, ვითარცა სახიერმან და მოწყალემან. და განაქარვე ურვაი ჩუენი.

 

მსახურებასა შინა განამტკიცე, უფალო, და დაიფარე უნეტარესი და უწმიდესი მამათმთავარი ჩუუნი ილია, კათოლიკოსი მცხეთისა და პატრიარქი ყოვლისა საქართუელოისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა; ყოვლადსამღუდელონი მღუდელმთავარნი და .. (აქა მოიხსენონ ადგილობრივი მღდელმთავარი); პატიოსანნი მღდელნი და დიაკონნი, ბერნი და მონოზონნი; განაბრძვნენ იგინი, უფალო, მადლითა სულისა წმიდისათა და ლოცვითა და მოღუაწებითა მათითა ცხორებად საუკუნოდ წარუმართონ სამწყსოსა თვისსა, რამეთუ შენი არს შეწყალებაი და ცხორებაი ჩუენი, ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. მღდელი: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზე­სთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

 მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

 მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 

  ხოლო ხატისა მისისა მთხვევნასა ზედა ვჰგალობთ ამას:

 

უფალო ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ მდაბალნი და უღირსნი ესე მონანი შენნი, შემუსრვილითა და მონანულითა გულითა შენდა შევრდომილნი, და წყალობისა მომართ შენისა მსასოებელნი, და გარე-მოგვზღუდე სასტიკისა მის სენისაგან, ჩუენ ზედა მოწევნულისა, და გვიხსენ სიკუდიდშემოსილისაგან წყლულებისა, და ამაოისა და უჟამოისაგან სიკუდილისა.

 

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, მოგუხედენ სარწმუნოებით თაყუანისმცემელთა წმიდისა სამებისაითა და ამბორისმყოფელთა ხატისა მისისათა, და კეთილად წარმართე სლუაი ჩუენი გზასა მას ზედა ცხონებისასა.

 

სლავურიდან თარგმნა ნონა ნამგალაძემ
გადაამუშავა და შეავსო თინათინ მჭედლიშვილმა