მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

პარაკლისი სავედრებელი წმიდისა კეთილმსახურისა მეფისა დავით აღმაშენებელისა

 

 მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

 

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
 
 
ფსალმუნი 142
 

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 

 

2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 

 

3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 

 

4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 

 

5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 

 

6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 

 

7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 

 

8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 

 

9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 

 

10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 

 

11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 

 

12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

 

 

  საკჳრველებაჲ, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის, კეთილმსახურისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყჳს მოქმედთასა, რამეთუ ადიდე იგი სახელისათჳს შენისა, ვიდრე დაჴსნადმდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოვლად საკჳრველთა, ხოლო შემდგომად დაჴსნისა სარკინოზთაჲსა, დიდებულ-ყავ ნიშთა მიერ საკჳრველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  საკჳრველებაჲ, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის, კეთილმსახურისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყჳს მოქმედთასა, რამეთუ ადიდე იგი სახელისათჳს შენისა, ვიდრე დაჴსნადმდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოვლად საკჳრველთა, ხოლო შემდგომად დაჴსნისა სარკინოზთაჲსა, დიდებულ-ყავ ნიშთა მიერ საკჳრველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

 

უგალობდითსა

 

  ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილით ძლიერად სპარაზენით სიტყუამან მამისამან, რომელი განჴორციელდა ჩუენ ცოდვილთათჳს, რომელსა უგალობთ: ღმერთო დიდებულო, დიდებულ-ხარ.

 

  წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  შუამდგომელად ღმრთისა მიმართ მიგავლენთ შენ, უძლეველო მეფეო დავით, რაჲთა მომმადლოს მე სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ, ვითარცა შენ მოგმადლა და განგბანა ცრემლითა, და შეგვჭუროს მტერთა ზედა ძალითა თჳსითა უძლეველითა.

 

  წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  აღზრდილი სიყრმით მართლმადიდებლობისა დიდთა მოძღუართაგან, ყოვლადვე-განშორებულ იყავ ჩვეულებისაგან ყრმათა სილაღისა, ხოლო აღიზარდე რაჲ, დავით, ევლტოდე სიჭაბუკისა გულის თქუმათა და არა მიიდრიკე გემოვნებათა მიმართ და განცხრომათა.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  გხედვიდეს რაჲ წარჩინებულნი სამღდელოთა თანა მჴნესა და სიბრძნითა საკჳრველსა, ეგულებოდათ ვითარ-მცა განარინებდი ერსა მას ურიცხვთა მტერთაგან, და იქმენ რაჲ წლისა ათექუსმეტისა, ცხებულ გყვეს და გჳრგჳნოსან საყდარსა ზედა სრულიად საქართველოჲსასა.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლად წმიდაო სძალო, უხრწნელო, განანათლე და წმიდა ჰყავ გულისსიტყუაჲ და სული ჩემი, გევედრები, და განსდევნე არმური უგუნურებისა ჩემისაჲ და წყუდიადი ცოდვათა მათ ჩემთაჲ, რაჲთა ჯეროვნად გიგალობდე შენ.

 

 

 

განძლიერდასა

 

  შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყვარე.

 

  წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  ძემან ღმრთისამან დაგადგინა რაჲ მფლობელად ივერთა ქუეყანისა, შემოიკრიბე სპანი ერთგულნი, და დაუცხრომელად წურთნიდი რაჲ მჴნეთა მეომართა, იწყე წინააღმდგომაჲ მომხდურთაჲ და შურებოდი აღორძინებისათჳს ივერიისა.

 

  წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  ნიჭნი გულისჴმის-ყოფისანი მოიხუეჭე რაჲ ლოცვითა მჴურვალითა, ერსა, შენდამი რწმუნებულსა, დამწყსიდი სიყუარულითა და განამდიდრებდი ყოველთა სულიერითა და ჴორციელითა კეთილითა.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  აბრაჰამის უცხოთმოყუარებასა ჰბაძევდ, დიდებულო, და უხუებითა ზრდიდი უპოვართა და ღატაკთა, აწ ჩუენცა აღგვადგინე ბაძუად სათნოებათა შენთა, რაჲთა ვევლტოდეთ ვერცხლისმოყუარებისა ბოროტსა მას ვნებასა.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  განჰკურნენ წყლულებანი სულისა ჩემისანი, და გონებაჲ ჩემი, დაბნელებული უდებებითა, განანათლე, ღმრთისმშობელო, რაჲთა გიგალობდე: არავინ არს წმიდაჲ შენებრ, უბიწოო, და უხრწნელ.

 

 

 

  მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

 

მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

წარდგომა. ხმა ა

 

  ქრისტემან ღმერთმან გყო-რაჲ მეფედ და წინამძღურად საზეპუროჲსა ერისა, უძღოდი შენ ქართველთა, ვითარცა მოსჱ ისრაელთა, და დააცხრვენ ჭირთა მძჳნვარებანი აგარისა ერთა, მოწევნადი ერსა შენსა ზედა, ხოლო ჩუენ დიდების-მეტყუელებასა და ქებასა შევსწირავთ ღმერთსა, რომელმანცა მოგუმადლა ჩუენ უძლეველი მეფჱ და დიდებული მოღუაწჱ და გნატრით შენ, ვითარცა მფარველსა და სიქადულსა ერისა ჩუენისასა.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  ექმენ რაჲ ზღუდედ და ფარად მამულსა შენსა, ერი შენი დაიცევ ყოველთა ორგულთა და მტერთაგან, დაშრიტე რაჲ ზრახვანი უკეთურთანი და სძლე ძალითა ჯუარცმულისაჲთა, მას ევედრე, აწ, წმიდაო, რაჲთა წყალობითა მოხედოს მწუხარებათა ჩუენთა და დაგჳფარნეს ჴელოვნებათაგან მძლავრისა ამის მტერისა და გარე მოდგომილთა მძჳნვარეთა ჭირთა და ურვათაგან.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგჳფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და გჳჴსნენ ყოველნი, უბიწოო, ბოროტისა გარემოდგომილებისაგან, რომელთა გვაქუს ყოველი სასოებაჲ შენ ზედა, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი, საღმრთოჲთა ვედრებითა შენითა.

 

 

 

მესმასა

 

  მთისაგან უჴელოდ ლოდი გამოეკუეთე ქრისტე, ქალწულისაგან დედისა, ამისთჳსცა წინასწარმეტყუელმან გიხილა და ღაღადყო: ჴსნად ერისა შენისა მოხუედ, დიდება ძალსა შენსა, უფალო.

 

  წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  ვითარცა მწყემსი მღჳძარჱ, იღუწიდი სამწყსოთა შენთა კეთილად, და აღაშენე ციხე-ქალაქნი უბრძოლველნი მშჳდობით დაცვისათჳს ერთა თჳსთა, ეგრეთცა წინაშე ღმრთისა კადნიერებით მდგომარემან გვითხოვე ცხებული სარწმუნოჲ და მართალი, მმართებელად და წინამძღურად, ყოვლითავე მსგავს შენდა.

 

  წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  ჭაბუკმან, ვითარცა მჴცოვანმან და ბრძენმან გულის-ჴმა ყავ საქმჱ, რომლითა მოიმადლებდი ფრიად განრისხებულსა ღმერთსა, შეჰკრიბე რაჲ ღმრთივსულიერნი მამანი და სჯულისა მეცნიერნი რუის-ურბნისსა და განაჩინეთ ძეგლისწერაჲ კრებისაჲ.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  უღირსთა და უწესოთა დაეპყრნეს რაჲ საეპისკოპოსონი, ერსა უსჯულოებასა ასწავებდენ ნაცვლად სჯულისა, ხოლო თქუენ განკვეთეთ და შეაჩვენეთ, და შვიდთა მსოფლიოთა კრებათა კანონთა მიერ წარმართეთ ცხორებაჲ ქართველთა ერისაჲ.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ღმრთისმეტყუელთა სიღრმე საიდუმლოთა შენთა ჰქადაგეს ყოვლად მიუწთომელად, უხრწნელო, რამეთუ გარე-შეუწერელი, განჴორციელებული ჰშევ გამოუთქმელად.

 

 

 

ღამითგანსა

 

  დამჴსნელი ბნელის მის წესთა მათ წერილისა, პირველისა ჰსჯულისათა, და მომცემელი მორწმუნეთა მადლთა მისთა, ქალწულისაგან იშუა ქრისტე და მიმიძღვა ჩუენ ნათლად, ღმრთეებისა თჳსისა.

 

  წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  არავინ ყოფილ არს მეფეთა ჩუენთაგანი მსგავს შენდა, ჵ, მუშაკო საკჳრველო, რამეთუ დავით წინაჲსწარმეტყუელისაებრ მოიხვეჭდი მოწყალებასა და სიმშჳდესა, და ქრისტჱს სახარებისა ქადაგებითა, დაამჴობდი უღმრთოთა და მწვალებელთა ბრძნობასა.

 

  წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  არა ტყუილად ჴრმალ-გება, მეფეო, ყოვლად მჴნეო, რამეთუ მკლავითა ლომებრივითა ქმენ რაჲ ბრძოლანი საკჳრველნი, სირცხჳლეულ-ყვენ ყოველნი წინააღმდგომნი ღმრთისანი, და განაქარვე ბოროტნი განზრახვანი მათნი.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  არა სახმარ იყო შენდა ბრწყინვალებაჲ სანთლისაჲ, რამეთუ გულსმოდგინე ლოცვაჲ შენი და კეთილი საქმჱ, ვითარცა ნათელი დაუღამებელი უძღოდა მეფობასა შენსა, და სარწმუნოებითა თჳსითა განამტკიცებდი მორწმუნეობასა ერისასა.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ახლად ყრმად გჳშევ, ქალწულო წმიდაო, პირველ ჟამთა შობილი მამისაგან, სიტყუაჲ მხოლოჲ დაუსაბამოჲ, მას ევედრე აწ, ვითარცა ძესა და ღმერთსა შენსა, რაჲთა შეგჳწყალნეს, რომელნი განწმედილითა გულითა აღგიარებთ ღმრთისმშობელად.

 

 

 

ღაღადყავსა

 

  ღმრთისა მიმართ ვღაღადებთ მწუხარებით ყოველნი, ვითარცა იგი, იონა წინასწარმეტყუელი, აღმომიყუანენ ღელვათაგან განმხრწნელთა, მხოლოო სახიერო, გევედრებით.

 

  წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  გული შენი განბრძნობილი შჯად ერისა შენისა, იყო ჴელთა შინა ღმრთისათა, და ხჳდოდი ყოველთა მცნებათა და სამართალთა მისთა, აწ ჩუენცა მეოხ გუექმენ, მოგვცეს გული გონიერი და ბრძენი, გულისჴმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა.

 

  წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  მიემსგავსე რაჲ ნათესავსა შენსა დავითს, მეფესა ისრაელისასა, გულითა შემუსრვილითა შეგვიქმენ „გალობანი სინანულისანი“, რომლისა მიერ გვიჩუენე სიმაღლჱ სიმდაბლისაჲ და ღმრთისად მიმყვანებელი გზაჲ იგი ჴსნისაჲ და ცხორებისაჲ.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  უშიშ იყავ, ვითარცა უჴორცოჲ, და მინდობილი საჭურველსა უძლეველსა, ნიშსა ჯუარისასა, ძალითა ქრისტჱსითა ყოვლადვე მძლედ გამოჩნდი მტერთა ზედა და დააკუეთე ამპარტავნებაჲ ქართველთ-მოძულეთა.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ცათა უვრცელეს იქმნა წიაღი შენი, რამეთუ ღმერთი დაიტიე, უსძლოო სძალო, რომელი დაუტევნელ არს და გარეშეუწერელ დაბადებულთაგან.

 

 

 

  მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მცირე კვერექსი
 
 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
 
 მგალობელთა: შენ, უფალო.
 
 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
 
 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

კონდაკი. ხმა 8

 

  ზესთამბრძოლსა უძლეველსა დავითს და შემწესა ურცხვენელსა კეთილმსახურებისასა, ვითარცა შენ მიერ განათლებულნი სამწყსოჲსა შენისა ერნი, შესხმისა გჳრგჳნსა შეგითხზავთ განმათავისუფლებელსა ჩუენსა ყოველთაგან ვნებათა და ვჴმობთ შენდამი სიხარულით: გიხაროდენ, ჭეშმარიტო მამაო და მფარველო ერისა ჩუენისაო!

 

კონდაკი. ხმა 8

 

  ანგელოზნი თანა მდგომ ყოველსა შინა მოიგე, განმაშუენებელმან კეთილ-მსახურებისამან საქმეთა მიერ კეთილთა, და გონებაჲ ანგელოზებრი თჳსებასა ანგელოზთასა შეაერთენ, ღმრთივგანბრძნობილო მეფეო დავით, და მარადის მათ თანა იხარებ წინაშე ღმრთისა, ხოლო ჩუენ განკჳრვებულნი გიჴმობთ: გიხაროდენ, ჭეშმარიტო მამაო და მფარველო ერისა ჩუენისაო!

 

 

 

 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი: და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა.

 

 მგალობელთა: და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა.

 

 დიაკონმან:   ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისაჲ.

 

 მგალობელთა: და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა.

 

 დიაკონმან: და აღვამაღლო რჩეული.

 

 მგალობელთა: ერისაგან ჩემისა.

 

 დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.

 

 მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ყოველი სული.

 

 მგალობელთა: აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 დიაკონმან: მოხედენ.

 

 

 

სახარება იოანესი

 

  ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა, მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი ჰპოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდეს, არამედ რაჲთა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს. ხოლო სასყიდელით დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის-რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებულ არნ, და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყუანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.

 

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

  მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

  მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

 

  ვითარცა კეთილმსახურმან და ღმრთივდაცულმან მეფემან, ერსა შენსა მოჰმადლე ძლევაჲ მტერთა მიმართ და მართლაღსარებითა დამტკიცებული ეკლესიაჲ დაიცევ შეუძრველად, ეგრეთვე აწ ითხოვე ეკლესიისათჳს დაცვაჲ და მოცემად ჯუარითა ერსა ჩუენსა ძლევაჲ ყოველთა მაჭირვებელთა ზედა, სიმტკიცჱ მორწმუნეთა და ამაღლებაჲ რქისა მათისაჲ მწვალებელთა ზედა, მშჳდობაჲ სოფელსა და დიდი წყალობაჲ შენდამი მვედრებელთა.

 

 

 

ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, წმიდათა  შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა და იოვანე ოქროპირისაჲთა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაჲთა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისმძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა, და ღირსისა დედისა დედისა ჩუენისა მოციქულთასწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაჲთა იოაკიმ და ანაჲსითა (და წმიდის სახელი, რომელისაც არს ტაძარი) და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეოღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ და შეგჳწყალენ ჩუენ.  

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

კურთხეულარსა

 

  მაყუალი მოტყინარე და საჴუმილი ქალდეველთა მათ, შეცურეული, ჭეშმარიტად მოგასწავებდა შენ, ღმრთისმშობელო, რამეთუ შეიწყნარე ცეცხლი ღმრთეებისაჲ წიაღსა შენსა უვნებელად, რომელსა უღაღადებთ და ვიტყჳთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

 

  წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  ბრძოდი რაჲ ურიცხუთა მტერთა მცირედითა მით ლაშქრითა, გამოიყვანე სპაჲ ყივჩაყთაჲ, განთქმულნი სიმჴნითა, და მოიმტკიცე რაჲ ფიცითა ერთგულობისაჲთა, მოსრნე ურიცხუნი თურქნი თანა-დგომითა მათითა. აწ ჩუენცა გარემოცულნი მრავალთა მტერთა და განსაცდელთა მიერ გჳჴსენ ყოვლისაგან საფრჴისა.

 

  წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  განარისხა სულტანი ძლიერებამან შენმან და წარმოავლინა რაჲ ლაშქართა სიმრავლენი, უბრძანა აღსპობაჲ საქართველოჲსა, და თრიალეთს მოწევნულთა იწყეს რაჲ ოხრებაჲ სამწყსოჲსა შენისა, განაწყე ლაშქარი და განამჴნე რაჲ იესუს სახელითა, უშიშად ეკვეთეთ და უმრავლესსა მათსა მოსწყვედდით დიდგორსა.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  შეძრწუნდენ უსჯულონი, ხედვიდენ რაჲ მჴედარსა საკჳრველსა, მბრძოლსა მარჯვენით შენსა, ხოლო ქართველნი სიხარულითა ჴმობდით: „წმიდაჲ გიორგი ჩუენთან არს“ და ადიდებდით ღმერთსა, რომელმანცა მოგცათ ძლევაჲ ეგე უძლეველი და დაგიცვათ საკჳრველად.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ტევანი ცხორებისაჲ გამოიღე, ვითარცა რაჲ ვენახმან დაუსხმელმან, ღმრთისა დედაო, რომელმან გვიწდიე ღჳნოჲ წმიდა-მყოფელი, და მახარებელი გონებათაჲ, სიმთვრალისა ბოროტისა დამჴსნელი.

 

 

 

აკურთხევდითსა

 

  სახუმილი იგი ცეცხლისაჲ ბაბილონს პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

 

  წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  პოვე რაჲ ჟამი საწადელი, აღიღე ტფილისი, ოთხას წელ ქონებული აგარიანთა, და ნიკოფსიითგან დარუბანდამდე განავრცობდი სამეფოსა შენსა, რაჲსთჳსცა სიმჴნჱ შენი და ღირსებაჲ არა ხოლო თუ საქართველოსა ოდენ განითქუა, არამედ ყოველსა ქუეყანასა.

 

  წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  ჯერეთ მჴნჱ და ახოვანი დასნეულდი რაჲ, მეფეო დავით, განაგე ყოველივე სარგებელი სულისა თჳსისაჲ, და აკურთხევდი რაჲ სამწყსოსა შენსა, ევედრებოდი ღმერთსა ერისათჳს შენისა და სამეფოჲსა. აწ დაცემული ესე და დამდაბლებული ქართველთა ერი კუალად აღადგინე მსახურებად ღმრთისა და მამულისა მეოხებითა შენითა.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  შენ, უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართველთასა და ბაგრატოვანთა შორის უფროჲს ყოვლითავე სრული, წარხვედ რაჲ წინაშე მსაჯულისა, მისისაებრ განმგებელი მეფობისა, განგეხუნეს შენ ბჭენი ზეცისანი და შეხუედ სიხარულსა უფლისა შენისა სახიერისასა.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ვნებანი სულისა ჩემისანი განჰკურნენ სიტკბოებითა, ყოვლად საგალობელო, დაამშჳდე ცხოვრებაჲ და განანათლე სული ჩემი და წარმიმართე გზათა საღმრთოთა, რაჲთა მარადის გაკურთხევდე შენ, დედოფალო.

 

 

 

ადიდებდითსა

 

  რომელმან ჰშევ მთიები, მზისა უბრწყინვალესი ღმერთი, ჴორციელ-ქმნული, მოსრული ჩუენდა საშოჲსაგან შენისა, ჴორციელად, გამოგვიჩნდა გამოუთქმელად სიმდაბლით, ამისთჳს ღმრთისმშობელო, სარწმუნოებით გადიდებთ შენ.

 

  წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  ღუაწლმრავალი ნეშტი შენი დაკრძალეს გელათის კარიბჭესა ანდერძისაებრ შენისა, რაჲთა სავანესა მას მოსრულნი მიემთხვივნეს სამარხოსა შენსა, და კურთხევისა მომღებელნი მადლობისა ჴმითა უგალობდეს ღმერთსა.

 

  წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

 

  აჰა, ზღუდედ სიმტკიცისად მოგვიგიეს ჩუენ სამარხოჲ შენი და ვიქადით, ვითარცა მქონებელნი საუნჯისა, რამეთუ მარადის ისმენ ვედრებასა ჩუენსა და შევრდომასა, და ყოველთა მოგვცემ ლხინებასა.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  შემდგომად სიკუდილისა შენისა მაუწყებელ-არს მოღუაწებათა დიდებული გელათი და ჴმა მაღლად ჰქადაგებს შიო-მღვიმე ლოცვათათჳს შენთა მჴურვალეთა, ხოლო ჩუენ გული გჳთქმს მისლვად წმიდათა მათ სავანეთა, აღმოაცენებს რაჲ მადლსა ჭეშმარიტსა და აღგვადგინებს დიდებად ღმრთისა.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  საიდუმლოჲ დიდი, დიდებულისა შობისა შენისაჲ განაკჳრვებს ანგელოზთა, ღმრთივ-მიმადლებულო, და წმიდათა გუნდსა მოწყლავს სიყუარულითა და აღსძრავს მამათა საღმრთოდ.

 

 

 

 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

 

 

 მკითხველმან: ქრისტჱს მჴსნელისა იქმენ ერთგულ მოწაფე და გარე შეგარტყმიდა რაჲ საღმრთოსა ძალსა თჳსსა, განახლებაჲ მადლისაჲ მოსცა შენ მიერ სამოციქულოსა მას დიდებულსა, ნინო კაბადუკიელისა მიერ განათლებულსა ერსა, რამეთუ ღუაწლი შენი და სიტყუაჲ და სწავლაჲ ექმნა საჭეთმპყრობელ და მმართებელ სამღდელოთა და ერთა.

 

  ჵ, პატიოსანო მეფეო, რომელსა სახელ-გდო ერმან შენმან აღმაშენებელად, უნათლეს მზისა გამობრწყინდი ჟამთა მათ უსჯულოთა ზეობისასა, და განაბრწყინვე საქართველოჲ მშჳდობითა და დიდებითა, აწცა მეოხ-გუეყვენ ჩუენ ღმრთისა მიმართ, განაბრძვნოს მთავარნი და განმგენი ჩუენნი, რაჲთა არა განმცემელ ექმნენ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა და საზღვარნი საქართველოჲსანი მოჰკრძალონ ოხითა ღმრთისმშობელისაჲთა.

 

  ქუეყანისა ჩუენისა აღმაშენებელსა და სინანულისა გალობათა შემოქმედსა მეოხად მოგიგებთ მოსავნი შენნი და გევედრებით: დაგვიფარენ ჩუენ ანტიქრისტეს ზაკუათაგან და საცთურისა და მოგუანიჭენ შიში ღმრთისაჲ და ახოვანებაჲ სულისაჲ.

 

  ვითარცა ბრძენმან და მოწყალემან მამამან დააცხრვენ ჭირთა მძჳნვარებანი, მოწევნულნი და მოწევნადნი ერსა შენსა ზედა, ეგრეთცა ნუ დააცადებ ოხასა ღმრთისა მიმართ, გარე წარაქციოს რისხვაჲ აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, და ლაზარესაებრ აღგჳდგინოს მამული ჩუენი - საქართველო - პირველსავე დიდებასა, რაჲთა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან.

 

  ელვარებაჲ ღუაწლისა შენისაჲ, და მცხინვარებაჲ სიმჴნეთაჲ ცისკროვან-ჰყოფს გულსა ჩუენსა და შენთანა ვევედრებით ღირსსა გიორგი ჭყონდიდელსა - აღმზრდელსა და თანაგამკაფველსა ყოველთა გზათა და საქმეთა შენთა: გაქუთ რაჲ შუა-მდგომელობაჲ ღმრთისა მიმართ, შეგვეწიეთ მამობრივითა კადნიერებითა, რაჲთა მზაკუვარებაჲ მტერთა ჩუენთაჲ განჴადოს და შეჰკრიბოს განბნეული ერი ქართველთაჲ.

 

  ჵ, ღირსო მეფეო, წმიდაო დავით აღმაშენებელო, შეგვავედრე სასოსა და მფარველსა ჩუენსა ღმრთისმშობელსა, რაჲთა თქმულნი მისნი აღასრულოს, ვითარცა მოწყალემან და ნუ განგვაშორებს მეოხებასა მისსა წილხვდომილთა თჳსთა, არამედ შეგვეწიოს ყოველსავე ჭირსა და საცთურსა შინა და აღგვავსოს მღჳძარებითა საღმრთოჲთა, რაჲთა ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა და წინაპართა ჩუენთა წესისაებრ მარადის ვმსახურებდეთ და ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:

 

 

 

  წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

  უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

  მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

  მგალობელთა: ამინ.

 

 

 

 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

  აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

 

 

მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 

 

 

სავედრებელი ლოცვა

 

  ჵ, დიდებულო მეფეო და კაცთა შორის საკჳრველო მოღუაწეო, წმიდაო დავით აღმაშენებელო, მახვილო მესიისაო და საღმრთოო სუეტო მართლმადიდებლობისაო; ეკლესიისა შეურყეველო გოდოლო და უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო; მჴედართა დიდებაო და სიმტკიცეო კეთილმსახურთა მეფეთაო; მოწყალეო; გლახაკთა ჴელის-აღმპყრობელო და ჭირთა შინა მყოფთა მსწრაფლ-შემწეო და შესავედრებელო!

 

  ჵ, ღუაწლით-შემოსილო და უძლეველო მეფეო დავით! ელვარებითა სიწმიდისა შენისაჲთა მეოხ-გუეყვენ ჩუენ ქრისტჱს მიმართ, ღმრთისა ჩუენისა, რაჲთა წყალობითა მოხედოს დედისა თჳსისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, საუფლოჲსა ჯუარისა მტჳრთველსა ქუეყანასა ზედა, და დაიცვას მტერისა საფრჴისა და ძმათა მტერობისაგან, რამეთუ მთავარნი ამა სოფლისანი იღუწიან განხრწნასა და აღსპობასა მისსა, ხოლო ჩუენ ვეძიებთ ღონესა განრინებად მძლავრებისაგან მათისა და ვესავთ შეწევნასა შენსა, რაჲთა არა მოაკლდეს სარწმუნოებაჲ ქართველთა ერსა, ხოლო ქუეყანასა ჩუენსა მთავრობაჲ ნათესავთა შენთა, კურთხეულთა და მირონცხებულთა, რომელნი ჰყოფენ სამართალსა და წყალობასა სწორად ყოველთა ზედა, და ძალითა ჯუარისაჲთა შემოჰკრვენ რაჲ ყოველთა საზღუართა საქართველოჲსასა, აღამაღლებენ და აღადგენენ სიმაღლესა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაჲთ, რაჲთა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაჲ ჩვენი ილია, და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღვდელონი და სამონაზვნო წესნი. კეთილმორწმუნენი მჴედართმთავარნი და ქალაქთმთავარნი, ქრისტჱსმოყუარენი მხედრობანი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.

 

  ჵ, მეფეთა შორის მჴნეო მოღვაწეო, წმიდაო დავით აღმაშენებელო! ჭეშმარიტებისა მცველო და სინანულისა გალობათა შემოქმედო, ევედრე ყოველთა მწყალობელსა, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა სიმტკიცჱ, მოძღუართა ამათ ჩუენთა მოშურნეობაჲ და მღჳძარებაჲ სულთათჳს; მთავართა - სიბრძნჱ, ძლიერებაჲ და კეთილად მწყსაჲ ერისაჲ; მსაჯულთა - სამართალი თუალუხუავი; მჴედართა მამაცობაჲ და მჴნეობაჲ სულისაჲ; წინამძღუართა - გონიერებაჲ და სიმდაბლჱ; ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ; მეუღლეთა - სიყუარული და თანხმობაჲ; შჳლთა - მორჩილებაჲ; მძლავრთა - შიში ღმრთისაჲ; მწუხარეთა - სულგრძელებაჲ; მხიარულთა - მოზღუდვილობაჲ და სული გონიერებისაჲ და ღმრთისმოსავობისაჲ, ხოლო ჩუენ შეგვინდოს ამაოჲ და ცრუ მორწმუნეობაჲ, ამპარტავნებაჲ, ზაკუვაჲ, ღალატი, შური, სიძულვილი, ანგარებაჲ, უმადლოებაჲ, დრტვინვაჲ, კლვანი, პარვანი, სიძვანი, უწესობანი, და მოგუმადლოს შენებრი მჴურვალებაჲ სარწმუნოებისაჲ, საღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ და ძმებრივი სიყუარული მოყუასისაჲ, სიმართლის სიყუარული და ქუელის საქმითა განშუენებაჲ, წმიდითა ლოცვითა განათლებაჲ, აღსარებითა განწმედაჲ, ზიარებითა განბრწყინვებაჲ, პატიოსნად მიცუალებაჲ, სასუფეველსა დამკჳდრებაჲ, ანგელოზთა თანა გალობაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და შენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზე­სთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

 მღვდელმან: უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, წმიდისა მეფისა დავით აღმაშენებელისაჲთა, და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 

  იხარებს ქართველთა ეკლესიაჲ წმიდასა ჴსენებასა შენსა და გვიწესს ყოველთა შჳლთა თჳსთა მართლმადიდებელთა ქებით შესხმად ღუაწლისა შენისა და უძლეველისა მეფობისა, და ჩუენცა, მოქადულნი სიბრძნითა შენითა და მჴნეობითა, შეუვრდებით ხატსა შენსა, წმიდასა და სანატრელსა, და გევედრებით: ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ დიდი, იმეოხენ წინაშე ღმრთისა, რაჲთა არა სამართლად მოგვაგოს ბოროტთა საქმეთა ჩუენთათჳს და გჳჴსნნეს ყოველთაგან განსაცდელთა.

 

  ყოველთა შეცოდებულთა სასოო და შემდგომად ღმრთისა შესავედრებელო და მჴსნელო ქრისტეანეთაო, უმეტესად კურთხეულო დედაო ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისაო, მარადის ქალწულო მარიამ, მოხედენ ვედრებასა ჩუენსა და გჳჴსენ ყოველთაგან ჭირთა და სალმობათა.



 ავტორი: თინათინ მჭედლიშვილი.