მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პარაკლისი სავედრებელი
ყოველთა წმიდათა
საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისა

 

 მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

 

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
 
 
ფსალმუნი 142
 

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 

 

2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 

 

3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 

 

4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 

 

5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 

 

6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 

 

7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 

 

8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 

 

9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 

 

10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 

 

11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 

 

12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

ტროპარი, ხმა

 

  საქართველოს წმიდისა ეკელსიისაგან ქრისტესთვის წამებულთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა, მეფე-დედოფალთა, მართალთა და ყოველთა წმიდათა ღვაწლსა ნათელი ჰნათობს ყოველსა ქვეყანასა და მიგვიძღვის ათქმულისა ზეცისა სასუფევლისაკენ, მათ მიერ გევედრებით, იესო ჩვენო, მოგვმადლე მათებრი სარწმუნოება და ლოცვითა მათითა დაიცევ ეკლესია და მამული ჩვენი და მოანიჭე სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  საქართველოს წმიდისა ეკელსიისაგან ქრისტესთვის წამებულთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა, მეფე-დედოფალთა, მართალთა და ყოველთა წმიდათა ღვაწლსა ნათელი ჰნათობს ყოველსა ქვეყანასა და მიგვიძღვის ათქმულისა ზეცისა სასუფევლისაკენ, მათ მიერ გევედრებით, იესო ჩვენო, მოგვმადლე მათებრი სარწმუნოება და ლოცვითა მათითა დაიცევ ეკლესია და მამული ჩვენი და მოანიჭე სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

 

გალობაჲ 1, უგალობდითსა

 

  ძლისპირი: ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ერი შენი კი წყალობითა ღვთისათა. განიპო ზღვა მეწამული, განერა ერი ისრაელისა და დაინთქა ფარაო მხედრებითურთ, რათა უგალობდეთ ღმერთსა, რომელიცა დიდებულ არს.

 

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

 

განძლიერებულნო მადლითა ღვთისათა, წმიდანო მამანო, მოწამენო და ყოველნო კრებულნო წმიდათანო, სძლიეთ კაცობრივსა ბუნებითსა სისუსტესა, განაქარვეთ მანქანება საეშმაკო და მიბაძვითა ქრისტესითა სულნი დასდეთ მოყვასთათვის, აწცა ითხოვეთ ღვთისაგან შეწყალებად ჩვენდა.

 

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

 

შეიტკბო ერმან ქართველთამან მოძღვრება ქრისტესი, მოციქულთაგან დანერგული, წმიდისა ნინოასგან აღორძინებული და მამათაგან განმტკიცებული, გამოიღო ნაყოფი ათასეული და ჰფუცა ქრისტესთვის ესრეთ მეტყველმან: „არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო და არცა გაგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო, მართლმადიდებლობაო“.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

წმიდანო შვილნო საქართველოს ეკლესიისანო, წმიდისა სამებისა მადლითა ერთქმნილნო, გევედრებით, მოგვეც თქვენებ მდუღარება სარწმუნოებისა, რათა ჩვენცა თქვენ თანა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, რომელმან გვიშევ მაცხოვარი სოფლისა, მოხედენ წილხვდომილსა ერსა შენსა, სამკვიდრებელსა ქართველთასა და ღირს გვყავ ძისა შენისა სწავლისაებრ ძიებად სასუფეველსა ღმრთისა და სიმართლესა მისსა.

 

 

გალობა 3, განძლიერდასა

 

  ძლისპირი: განძლიერებულნი წმიდათა მამათა ჩვენთა სარწმუნოებითა, ლოცვითა მათითა დაცულნი და ბაძვად მათდა შემართულნი ერი ქართველთა შენ გადიდებს, ღმერთო, და გიღაღადებს, არავინ არს წმიდა შენებრ, კაცთმოყვარე.

 

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

 

შესავედრებელად, სიქადულად, შემწედ და მფარველად ჩვენდა გამოგაჩინათ ღმერთმან, ერისა ჩვენისაგან ამაღლებულნო წმიდანნო, და გევედრებით, გვიოხეთ წინაშე ღმრთისა, რათა შეიწყალოს სულნი ჩვენნი.

 

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

 

ვითარცა მთანი და ბორცვნი საქართველოსანი კვარცხლბეკად ეკლესიათა და უდაბნონი - სამკვიდროდ წმიდათა, ეგრეცა ხორცნი თქვენნი ჰყავთ ტაძრად სულისა წმიდისა და აწ წინაშე ზეციურისა საყდრისა მდგომარენო, ითხოვეთ ჩვენთვის დიდი წყალობა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

მამა და ძე და სული წმიდა იწამეთ, ვითარცა ერთარსი, განუყოფელი და შეურევნელი სამება და გვიანდერძეთ ერთგულება მართლმადიდებლობისა. ჩვენცა თქვენ თანა მართლმადიდებლობით აღივარებთ სამებასა წმიდასა.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

აღგვითქუ პირითა შენითა, ყოვლად წმიდაო ღვთისმშობელო, მფარველობა ერისა შენისა საზეპუროისა და ანდრია მოციქულისა მიერ ჩვენთვის ძღვანებულისა ხატისა შენისა მადლითა და წმიდითა კვართითა შენითა დაცულნი, დედად ღმრთისად და დედოფლად ჩვენდა აღგიარებთ შენ უკუნისამდე.

 

 

  მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

წარდგომა. ხმა 4

 

  მეოხნო მვედრებელთა და მადიდებელთა თქვენთანო, ივერიისა წმიდისა ეკლესიისა მნათობნო, რომელთა სახელები დაწერილ არს ცათა შინა, ხსნებასა თქვენსა ვჰყოფთ დღეს ერთობით ქრისტეს ღმრთისა მიმართ, რათა ვედრებითა თქვენითა მშვიდობა სოფელსა მოანიჭოს და ერსა ჩვენსა დიდი წყალობა.

 

 

გალობა 4, მესმასა

 

  ძლისპირი: შენ ხარ ქრისტე ღმერთი ჩვენი, ღმერთი მამათა ჩვენთა, შენ ხარ ცხოვრება და სიქადული ჩვენი, განმანათლებელი ბნელისა წყვდიადისა და გამომხსნელი აჩრდილისაგან სიკვდილისა, შენ გიგალობთ და ვიტყვით, დიდება ძალსა შენსა, კაცთმოყვარე.

 

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

 

ქრისტეს სარწმუნოებითა განწმენდილმან გულმან და გონებამან თქვენმან კეთილსურნელოვან და შუენიერ სახილველ ჰყო ცხოვრება თქვენნი და შეწირულ იქმნა ზეცისა საკურთხეველსა, გევედრებით სანატრელნო, ითხოვეთ ღვთისაგან განწმენდა გულთა და გონებათა ჩვენთა.

 

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

 

ღვთისა მიერ დიდებულნო და მორწმუნეთაგან პატივცემულნო წმიდანნო, ვადიდებთ ღვაწლთა და შრომათა თქვენთა და გევედრებით ჩვენ - ყოველნი ნათესავნი და მოსავნი სიწმიდისა თქვენისანი, ითხოვეთ ჩვენთვისცა შერთვად მწყობრსა შინა თქვენსა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

წმიდაო, თანაარსო, ცხოველსმყოფელო და განუყოფელო სამებაო, წმიდად, ცხოველად და განუყოფელად დაგვიცევ ენა, მამული და სარწმუნოება ჩვენი.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ძისა შენისა მართლსარწმუნოებისა და წილხვდომილისა ქვეყანისა შენისათვის წამებულთა და დამაშვრალთა წმიდათა თანა, ჩვენცა გალობითა მრავალხმოვანითა გადიდებთ, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა.

 

 

გალობა 5, ღამითგანსა

 

  ძლისპირი:  ქრისტე ღმერთო, ნათელო წარუვალო და განმანათლებელო მორწმუნეთა შენთაო, მოგვხედენ მოწყალებითა შენითა და ნათელსა შინა მცნებათა შენთასა წარგვიმართენ სვლანი ჩვენნი, გევედრებით.

 

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

 

ღვაწლთა თქვენთა ცისარტყელებრივი ელვარება, ნიშნად მშვიდობისა ჩანს შორის ჩვენსა და შორის ღმრთისა, მისგან გვითხოვეთ, სანატრელნო, მშვიდობა და განათლება სულთა ჩვენთათვის.

 

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

 

ანგელოზთა თანა უფლისა მადიდებელნო, წმიდანო ღმრთისანო, ჩვენთვისცა ითხოვეთ სიბრძნე, რათა ზეთითა სათნოებისათა აღვანთნეთ სარწმუნოებისა ჩვენისა ლამპარნი.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

გვყვნე ჩვენცა ერთ, ვითარცა თქვენ ერთ ხართ, მამაო უშობელო, ძეო მამისაგან შობილო და სულო მამისაგან გამომავალო, სამებაო წმიდაო და განუყოფელო.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

დედობრივსა მზრუნველობასა შენსა ვსასოებთ და თაყვანის გცემთ ღვთისმშობელო, რომელმან ბრძანე, ვითარმედ შუამდგომელ ხარ ცოდვათა ჩვენთა აღხოცვისათვის და მეოხი ხარ ჩვენი.

 

 

გალობა 6, ღაღადყავსა

 

  ძლისპირი: ვითარცა ოდესმე იონა მუცელსა ვეშაპისასა, ეგრეცა ჩვენცა ცოდვათა და განსაცდელთა შინა დანთქმულნი, გიხმობთ შენ, გვიხსენ ბოროტისაგან, შენდა მომართ ვღაღადებთ, ისმინე ჩვენი ღმერთო, მაცხოვარო ჩვენო.

 

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

 

ლოცვანი და შრომანი თქვენნი შეიწირნენ წინაშე ღმრთისა, ვითარცა მარიამისა იესოს ფერხთა თანა ჯდომა და მართას მიმოდაზრუნვა, ითხოვეთ ძმათა თქვენთა, ცოდვისა საფლავსა შინა მდებარეთა, ხრწნილებისაგან აღდგინება.

 

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

 

ბრწყინავთ ქართველთა შორის, სათნოებითა სანატრელნო, ჩვენისა ცხოვრებისათვის სისხლთა და ოფლთა სიხარულითა უხვად დამთხეველნო, ზეციურთა ურიცხვთა სიმდიდრეთა ჩვენთვის მთხოვნელნო და მწყალობელნო.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

კეთილად აღასრულეთ სრბა თქვენი, წმიდანნო, და მიიღეთ აღთქმული იგი გვირგვინი ქრისტესმიერი დიდებისა. ჩვენცა, ოხითა თქვენითა, ქრისტესგან ვითხოვთ წყალობასა, რომელსა მხოლოსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნისამდე.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

წინასწარმეტყველთაგან საიდუმლოდ განცდილო, მოციქულთაგან კი ჭეშმარიტად ღვთისმშობლად, ყოვლადწმისას, უბიწოდ და უხრწნელად ნაქადაგებო, მამათა ჩვენთაგან დიდებულო და მოწამეთაგან შეყვარებულო დედოფალო მარიამ, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

 

 

  მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მცირე კვერექსი
 
 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
 
 მგალობელთა: შენ, უფალო.
 
 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
 
 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

კონდაკი. ხმა

 

  ქრისტეს სარწმუნოებითა განათლებულნო, და მამულისა სიყვარულითა ანთებულნო, რომელთა დაუცხრომელად გვიქადაგეთ წმიდა სამება და აღაშენეთ ეკლესიანი, შემქმნელნო უკვდავთა საგალობელთანო, ჰქმნენით ციხე-სიმაგრენიცა და სისხლი დათხიეთ სარწმუნოებისა, ენისა და მამულისათვის, შეუერთდით ზეცათა მხედრობათა და აწ თქუენითა მეოხებითა დაცულნი და ძღვანებულნი ვითხოვთ: მშვიდობა მომადლეთ ეკლესიასა, ერსა, ქალაქსა და სოფელსა თქვენსა და გვიხსენით ყოვლისაგან ჭირისა ვედრებითა ღვთისმშობელისათა.

 

 

 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი: რომელმან შეჰქმნა ანგელოსნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა.

 

 მგალობელთა: რომელმან შეჰქმნა ანგელოსნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა.

 

 დიაკონმან:   აქებდით უფალსა ყოველნი ანგელოსნი მისნი.

 

 მგალობელთა: რომელმან შეჰქმნა ანგელოსნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა.

 

 დიაკონმან: რომელმან შეჰქმნა ანგელოსნი მისნი სულად.

 

 მგალობელთა: და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა.

 

 დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.

 

 მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ყოველი სული.

 

 მგალობელთა: აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 დიაკონმან: მოხედენ.

 

 

 

სახარება იოანესი

 

  ჰრქუა უფალმან, მე ვარ ნათელი სოფლისა, რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისა. ვიდრემდის ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისა. მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსვენება სულთა თქუენთა, რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს.

 

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 მეოხებითა ყოველთა წმიდათა საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

 

 გერი:

 

 

 

ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, წმიდათა  შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა და იოვანე ოქროპირისაჲთა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაჲთა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისმძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა, და ღირსისა დედისა დედისა ჩუენისა მოციქულთასწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაჲთა იოაკიმ და ანაჲსითა (და წმიდის სახელი, რომელისაც არს ტაძარი) და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეოღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ და შეგჳწყალენ ჩუენ.  

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

გალობა 7, კურთხეულარსა

 

  ძლისპირი: სათნოდ შენდა იღვაწეს და სისხლი დათხიეს შენისა სარწმუნოებისათვის, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და აწ წმიდათა თანა განსვენებულნი შვილნი მამულისა ჩვენისანი გიგალობენ და ჩვენცა მათ თანა ვიტყვით: კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო მამათა ჩვენთაო, უკუნისამდე.

 

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

 

ჯვარცმა შენი ჩვენცა განვიცადეთ საშინელითა კრჩხიალებითა, ქრისტე ღმერთო, და თანაზიარ გვყვნენ დიდებულსა აღდგომასა შენსა, ჩვენცა კურთხეულითა ენითა ქართულითა და გალობითა მრავალხმოვანითა ვიტყოდეთ კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო მამათა ჩვენთაო.

 

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

 

წმიდათა მოციქულთა მიერ განათლებული ერი ქართველთა განგვინმტკიცენით ცხოვრებითა და უფროის სანატრელითა აღსასრულითა თქვენითა, და აწ გევედრებით სანატრელნო, ითხოვეთ ჩვენთვის ღვთისაგან დიდი წყალობა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ღირსად ვადიდებთ და პატივს ვსცემთ ხსენებასა ყოველთა წმიდათა კრებულთა საქართველოისათა, და ერთობით ვადიდებთ მათსა გვირგვინოსანმყოფელსა მამასა, მათსა განმაძლიერებელსა ძესა და მათ შორის მეტყველსა წმიდასა სულსა.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

გადიდებთ, ღვთისმშობელო, ყოვლადუბიწოო ქალწულო მარიამ, რომელმან ხატითა შენითა მოავლინე წილხდომილსა ქვეყანასა შენსა მოციქული ანდრია და ჯვარითა ვაზისათა, მოციქულთასწორი წმიდა ქალწული ნინო, და მათ მიერ საღმრთოდ განგვანათლენ, უფროსად კურთხეულო.

 

 

გალობა 8, აკურთხევდითსა

 

  ძლისპირი: ვითარცა ყრმათა წინასწარმეტყველთა გალობითა განვლეს ქალდეველთა სახმილი, ეგრეცა თქვენცა, სანატრელნო, შეუწველად განვლეთ ჭირთა და განსაცდელთა სიმრავლენი, დანთქმად ეკლესიისა და მამულისა ჩვენისათვის მკსინვარენი და გვასწავლეთ საღმრთო იგი გალობა - აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

 

განწმიდეთ ენა ქართული სიტყვითა ღმრთისათა, განაპოხეთ მამული სისხლითა და ოფლითა, დაგვიმარხეთ სარწმუნოება უბიწოდ და გაბრწყინვებულნი სიწმიდითა, სიმართლითა, გონიერებითა, სიბრძნითა და ახოვანებითა უფროსად აღამაღლებთ ღმერთსა უკუნისამდე.

 

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

 

რაი მოუთხრათ თქვენთა ღვაწლთაგან, ჰოი, ღვთივდიდებულნო - ლოცვანი, მარხვანი, მოთმინებანი, სიმდაბლენი, ახოვანებანი ანუ სიბრძნენი, ვითარ განვიცადოთ, სანატრელნო, სისხლნი ქრისტესთვის დათხეულნი და სულნი, ჩვენთვის დადებულნი, არამედ შეიწირეთ კნინი ეს ჭრტინვანი და ითხოვეთ ღვთისაგან შეწყალებად ჩვენდა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

გვწამს, ვითარცა სწამეს მამათა ჩვენთა ყოვლადწმიდა სამება, განუყოფელი, შეურევნელი და გამოუთქმელი, ვსასოებთ მამასა, ვევედრებით ძესა და სულისა წმიდის მიერ განმტკიცებულნი ვიტყვით საღმრთოსა ამას გალობასა: ალილუია.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ინებე ხატისა შენისა სისხლმდინარისა, უსჯულოთაგან ლახვრითა განგმირულისა მიბრძანება სავანესა ივერონელთასა და მიღ აღგვითქუ მფარველობა სამარადჟამო, ვსასოებთ, დედაო ღვთისაო, შენსა ძლიერებასა.

 

 

გალობა 9, ადიდებდითსა

 

  ძლისპირი: რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, განკვირდეს ცანი და ქვეყანა, ძემან გიანდერძა ჩვენი შვილება, აღგიარებთ დედად და ვიტყვით მამათა ჩვენთა მიერ თქმულსა შესხმასა - ღმრთისმშობელსა, დედასა ნათლისასა, გალობით გადიდებდეთ.

 

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

 

ვითარცა ბრძანა უგვირგვინომან მეფემან ჩვენმან ილია, ქრისტე ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის, საქართველო კი ქრისტესთვის, აღსდეგ, მაცხოვარ, განაბნიენ მტერნი და აღადგინე ერი შენი გალობად შენდა.

 

ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

 

ნიშებ-სასწაულებითა და ცეცხლითა საღმრთოითა განიდიდების წმიდა საფლავი შენი ქრისტე ღმერთო ჩვენო, ხოლო საღმრთოისა კვართისა შენისა სამყოფელი ღვთივბრწყინვალითა სვეტითა ცხოველითა, გევედრებით, უფალო, განამტკიცე სარწმუნოება ჩვენი.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

სამებაო წმიდაო, აღამაღლე რქა ივერიის ეკლესიისა დღეს, მოუდრეკელად, შეურყეველისა თავსაკიდურსა ლოდსა ზედა აღშენებულისა და ლოცვითა წმიდათა განგვაძლიერენ.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

შეგვკრიბე უფალო, განბნეული ერი ქართველთა და ხელითა ყოვლადუბიწოსა დედისა შენისა ღვთისმშობლისათა გამოგვაცხვე წმიდა პურად და ტარიგად შენდა.

 

 

 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

 

 მკითხველმან: წმიდანო დიდებულნო წინასწარმეტყველნო, განმამზადებელნო ქვეყანისა მიღებად სიტყვისა ღმრთისა განხორციელებულისა და წმიდანო ყოვლადქებულნო მოციქულნო, მთესველნო სიტყვისა ღმრთისანო და მომკალთა თანა გახარებულნო, თქვენგან განცდილსა და შეყვარებულსა იესოს ევედრეთ შეწყალებად ჩვენდა.

 

სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ქადაგებისა მათისა წარმართებაო, ტყვეთა მხსნელო, სანატრელო ქალწულო ნინო, ქართველთა განმანათლებელო, რომელმან ასწავე მეფესა მირიანსა და დედოფალსა ნანას და ყოველსა ერსა ჩვენსა თაყვანისცემა წმიდისა სამებისა და მათ მიერ ჩვენცა განგვანათლენ, გევედრებით, ნუ დასცხრებით ვედრებად ჩვენდა.

 

ცოდვათა ჩვენთა თავსმდებელნო წმიდანო მამანო, შეგვინდევ, რაოდენიცა ვცოდეთ სოფელსა ამას შინა ნებსითნი და უნებლიეთნი, ილოცეთ ჩვენთვის, გვაკურთხეთ და გვიხსენით ყოველთა განსაცდელთაგან.

 

წმიდანო მოწამენო, გევედრებით, მოგვანიჭეთ ნათელი წმიდისა შარავანდედისა თქვენისანი და სიხარულსა თქვენსა იესოს ევედრეთ შეწყალებად ჩვენდა ჟამსა სულისა ჩვენისა განყოფისასა და საშინელსა მეორედ მოსვლასა მისსა, მეოხებითა ღვთისმშობელისათა.

 

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

 

მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 

 

 

ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

 

  ჰოი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო მარიამ, შესავედრებელო ყოველთა ქრისტიანეთაო და მეოხო ურცხვენელო, გევედრებით ჩვენ უღირსნი ესე შვილნი შენნი, კადნიერნი სიტყვითა შენითა, რამეთუ მტრად შენდა შერაცხე მტერი ქართველთა, გვიხსენ გარემოდგომილებისაგან ბოროტისა, უცხო თესლთაგან ძალად თავსმოხვეული უწესოებისა მძლავრობისაგან, წილხვდომილისა მიწისა შენისა მიტაცების სურვილით განბოროტებულთა მომხვდურთა, ცხვრის ქურქში გახვეულ მგელთა - მწვალებელთაგან და ყოვლისაგან ბოროტისა.

 

ჰოი, წმიდანო მოციქულნო, მიწასა ჩვენსა მიბარებულნო და ცეცხლის ენებრ თქვენ ზედა გარდამოსულისა სულიწმიდის ნიჭთა ქართულითა ენითა ღმრთივშვენიერად მეტყველნო, წმიდაო მოციქულთასწორო ქალწულო ნინო ქართველთა განმანათლებელო, წმიდანო საჭეთმპყრობელნო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისაო, ღირსნო და ღმერთშემოსილნო მამამო, მოწამენო, აღმსარებელნო, ღირსნო და ღმერთშემოსილნო მამანო, მოწამენო, აღმსარებელნო, მართალნო, უვერცხლონო, სალოსნო და ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისაო, რომელთა გელმოდათ ერისა ტკივილისაგან და ჩვენდა წყლულებათა მალამონო უცვალებელნო, ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაგან კადნიერებით კურთხევის გამომთხოველნო და ენისა ქართულისა მშვენიერად მეტყველებისა ნიჭთა ზეგარდამო მიმდალებულნო, უცხოობაში მოღვაწენო და პატივთა მიწიერთა დამტევებელნო, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისა კეთილად დამამტკიცებელნო და ღმრთისმეტყველებრივითა სიბრძნითა ყოველთა განმაკვირვებელნო, უდაბნოთა ქალაქთმყოფელნო და ნაპრალთა კლდისათა ჯურღმულთა ქვეყანისათა და ადგილთა ნაძრახთა წმიდად გარდამქცეველნო.

 

ჰოი, გუთანთა თანა წმიდათა ოდიკთა და საჭურველთა მტვირთველნო, წიგნთა თარგმანებითა და ლოცვითა დაუდუმებელითა სანთლადქცეულნო, შრომა-მოღვაწებითა განლეულნო და ჩვენისა ცხოვრებისათვის საღმრთოდ ანთებულნო ლამპარნო დაუშრეტელნო, გევედრებით, ადიდეთ სიწმიდით მშობელი და აღმზრდელი თქვენი საქართველოს სამოციქულო ეკლესია და საჭეთმპყრობელი მისი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია და ყოვლად სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი (აქა მოიხსენე ეპარქიის მღველმთავარი), და ყოველნი სამღვდელონი და სამონაზვნო წესნი, განანათლენ ღმრთივდაცული ერი ჩვენი, ქრისტეს მოყვარე მთავრობა და მხედრობა მისი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი შეიწყალენ დიდითა წყალობითა შენითა, ნუ დაგვიტევებთ უღირსთა შვილთა თქვენთა, ევედრენით ღმერთსა, რათა შეგვინდოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევანი და ღმრთისმსახურთა მკვლელობანი, ღალატი, შური და უწესობანი, საშოსა შინა შვილთა ჩვენდა კლვანი და სხვანიცა სათქმელადცა სამარცხვინო საქმენი მრავალნი და ნებსითა და უნებლიეთთა შეცოდებათა ჩვენთა სიმრავლენი.

 

ევედრენით ღმერთსა, რათა შეგვინდოს წმიდათა და მართალთა დევნა-მკვლელობანი და შემდგომში ძეგლთა მათთა ამპარტავნებით აღმართვანი, მოჩვენებითი ღვთისმოსაობანი და ლხინებანი უჯერონი, უსჯულოებრივი გათრიაქებანი, მრუშობანი, პარვანი, ძარცვა-ავაზაკობანი და წინაპართა ჩვენთა უცხოობაში სიწმიდით ცხოვრებისა წესისა წილ ერისა სახელის გატეხვანი.

 

მოგვეცით თქვენებრ მხურვალებაჲ სარწმუნოებისა და სიყვარული მამულისა, მორჩილება წინამძღვართა და ჯვართა ჩვენთა უდრტვინველი ტარება.

 

აღგვიდგინე ღვთისმოსაობა, მრავალშვილიანობა, ბერ-მონაზვნობა და ქვრივ-ობოლთა განკითხვანი.

 

აცხოვნე გარდაცვლილ წინაპართა და მშოველთა ჩვენთა სულნი და ნუ მოიხსენებ ცოდვათა ძმათა და დათა ჩვენთა, სიჭაბუკესა და უმეცრებასა შინა აღსრულებულთა.

 

მოეც დედაკაცთა სჯულისაებრ ცხოვრება, კეთილად აღგვაზრდევინე შვილნი ჩვენნი ღვთივბოძებულნი და დაამშვიდენ გულნი ჩვენნი სოფლისა ღელვათაგან შერყეული და შეგინებული.

 

მოგვეც სიწმიდით ცხოვრებისა სიყვარული, საქმეთა უჯეროთა სიძულვილი და სინანული ცადამყვანებელი, წმიდათა თანა გვირგვინოსნება და ცათა სასუფევლისა დამკვიდრება, რათა ჩვენცა წმიდათა თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზე­სთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

 მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

 მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 

  <ხატისა მისისა მთხუევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

 

ყოვლისა მორწმუნისა ლოცვათა მსმენელნო და უფროის ერისა თქვენისა თხოვათა აღმასრულებელნო, მამანო, მოწამენო და ყოველნო წმიდანო, ყოვლადმოწყალისა ღვთისაგან ითხოვეთ, რათა ღვითვსულიერნი და სისხლხორციელნი შვილნი თქვენნი დაგვიფაროს ბოროტისაგან და ხსენებითა თქვენითა სიხარულევანნი და ხატთა თქვენთა მთხვევითა განძლიერებულნი, მივემთხვიოთ საქმეთა თქვენთა სარწმუნოებრივთა და თქვენთა კეთილთა საქმეთა მხილველნი ვადიდებდეთ მამასა ჩვენსა ზეცათასა ყოვლადვე და აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.